ძებნა
'უნდა' ძებნის შედეგები.
-
გამოდით ბადელცი უნდა დაგთვალოთ! ასეთი შემართებით ვარ შემოსული და უკეთესი ადგილი ვერ ვნახე დასაწერად.
-
-
რატო ეშინიათ ადამიანებს და მათ შორის აქაურ იდეაში ანონიმურ იუსერებს არასრულყოფილების გამოვლინების? ან გულწრფელობის ზოგადად? მუმი, კაი გავიგე, როლი და პოზიცია აქვს ეგეთი, თორე შეიძლება ეგეც ჩემსავით დილის 4 ზე ბებიასთან მიდის დასაძინებლად პლედითშემოხვეული, მას შემდეგ რაც ჰორორს ნახავს, ან ვაბშე შეიძლება ტიტანიკზე ტირის ხოლმე. ან სახლში რო მიდის დაღლილი ტიკტოკებს იღებს, მარა ეგ ვერ დაწერს მაგას. მარა დანარჩენებს რა ბენეფიტები? იი მიგირი ალფაულაყი მაჩომენა ვაარ ან იიიი რაც შიიძლიბი ჭკვიინირი ტიქსტი დივწირი ხო ვიცით რო ქურდმა ნაქურდალი კი მალა, მარა ნაქურდალმა არ დამალა თავი თუ როგორცაა ანუ, უფფრო მარტივად რომ აგიხსნათ: მე რაც უნდა გეცანცაროთ, მაინც ჩანს როგორი დომინანტი და მკაცრი ქალბატონი ვარ ხოდა რა თემაა? არასაკმარისი თავდაჯერებულობა? ჯასთ ტემპერამენტული სხვაობა? ჭკვიანობა რო წინ არ დახვდეთ? თუ?
-
არცერთთან უნდა დაიჭირო ურთიერთობა change my mind
-
მურმან, მულანკა, როსიკო, ჭვიშტარი, ფორთოხალიკო თქვენი დახმარება მჭირდება დღეს მივხვდი, მანქანის მართვა უნდა ვისწავლო, საჭიროება მაქვს ჰოდა თეორია ჯი გადმოვწერე დანარჩენი რა ვქნა? რას მირჩევთ
-
03.08.2021 საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გზგასაყარზე, როგორც არა ერთხელ თავის ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა: - ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს... ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახი, არც ძალადობა და არც კუნთების თამაშშია. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე. - მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან! ამ გაიგივებაში ჩემი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ... არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება... და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია. აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა. დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ. ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ! მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს! გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები.
- 3 replies
-
- საქართველოს
- პრეზიდენტი
- (and 15 more)
-
ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი ერთ-ერთი იმ პრეზიდენტთაგანი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ქვეყნისადმი სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდა. ილვესი დღესაც, საკმაოდ დეტალურად ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მისი გადმოსახედით, ამ მოვლენებისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა. - ბატონო ილვეს, თქვენ ხშირად ეხმაურებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. დასაწყისისთვის, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა არის ქართულ მოვლენებში ის ფაქტი, ფაქტორი ან მახასიათებელი, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად გაწუხებთ? - ვიტყოდი, რომ თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ. ეს ძალიან ელემენტარულია, იმის გათვალისწინებით, რასაც დასავლეთის მიერ ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება წარმოადგენს, რაც მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. რატომ არ არის რუსეთი დასავლეთის ნაწილი? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არ აქვთ კანონის უზენაესობა და არც ადამიანის უფლებების პატივისცემა. რუსეთი არ ამბობს: ”ოჰ, ჩვენ გვინდა, დასავლეთის ნაწილი ვიყოთ”, პირიქით, ისინი ამას უარყოფენ - უარყოფენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობის პატივისცემას. ვგულისხმობ იმას, რომ თუ გინდა, დასავლეთის ნაწილი იყო, რისგან გამომდინარეც, თუ ამ ღირებულებებს იზიარებ, ევროკავშირში შესვლასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ კარგი; მაგრამ თუ არა, მაშინ ნუ შეწუხდებით! არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ სინამდვილეში, ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებთ. - მიანიშნებთ, რომ საქართველო ახლა რუსეთს ჰგავს მხოლოდ გზავნილებში განსხვავებებით? - მსგავსებაზე არ ვსაუბრობ. ვგულისხმობ იმას, რომ ისეთი საქციელით, რაც ვიხილეთ, თქვენ ნამდვილად ვერ გექნებათ პრეტენზია, დასავლური ევროკავშირის ნაწილი იყოთ. - თებერვალში თქვენ Twitter-ზე დაწერეთ: "არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ევროპასა და დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა, რომლებსაც ძალიან გაუხარდება თქვენი ჩამოწერა". თუმცა, გზა კომპრომისის გარეშე კვლავ გრძელდება. კონკრეტულად რა არის ეს გზა თქვენს თვალში, რა მიმართულებაა - ის უფრო შორსაა დასავლეთისგან და უფრო ახლოს რუსეთთან, ან თუნდაც, რუსეთის მიმართულებით? - არ ვიცი. ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - 15 წლის წინ უკვე ვღელავდი ევროკავშირსა და ნატო-ში გაფართოებით გადაღლაზე, რომ ისინი იტყოდნენ: ”აღარ გვინდა მათი მიღება, ეს ძალიან ბევრია”. გაფართოებით გადაღლის გადალახვის გზა უკეთესი სამუშაოს შესრულებაა, მუდმივი სვლა რეფორმებისკენ, უფრო დემოკრატიულობა და დანარჩენი მსგავსი. რასაც ევროპის დიდ ნაწილში ვგრძნობ, ესაა განწყობა: ”აი, მათ მთელი ეს დრო ჰქონდათ და ეს არ ხდება, ამაზე აღარ უნდა ვიდარდოთ. რატომ შევწუხდეთ? ისე მოიქცნენ, როგორც სურთ - თუ მათ სხვა "ისეთი" ქვეყნების რიგებში სურთ ყოფნა, კი ბატონო, რატომ უნდა ვეცადოთ რაიმეს გაკეთებას, თუ ამას თვითონვე არ აპირებენ?” ეს იმიტომ, რომ ძირითადად, რეფორმები რისკებია. თუ გადახედავთ ქვეყნებს, რომელთაც რეფორმები წარმატებით განახორციელეს, დაინახავთ, რომ მთავრობები მუდმივად ეცემოდნენ, რადგან რეფორმები სარისკოა და ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია არ არსებობს, რაც ასევე არის ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკურ ოპონენტებს არ დევნი. დიდი ხნის წინ რიჩარდ ნიქსონმაც თქვა - თავად რიჩარდ ნიქსონმაც კი, - რომ დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკაში მხოლოდ ერთი წესი არსებობს და ესაა, რომ ვინც ახლა მაღლაა, მომავალში მაღლა აღარ იქნება. ეს არის გაკვეთილი, რაც იმ პარტიებს ავიწყდებათ, რომლებიც ცუდად იქცევიან, თუნდაც, ასეთი დღეს აშშ-ში რესპუბლიკური პარტიაა, სადაც ავიწყდებათ მათივე პრეზიდენტის გაკვეთილი, რომ თუკი შენს ოპონენტებს ცუდს უკეთებ, სანამ ისინი ოპოზიციაში არიან, ისინიც ცუდად მოგექცევიან. ეს დემოკრატიული ქვეყნების - მათი, რომლებიც ნამდვილად დემოკრატიულია - ცუდ საქციელს ხელს უშლის, რადგან იცი, რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, მოგვიანებით ხელისუფლებაში აღარ იქნები. ყოველ შემთხვევაში, საქმე იმაშია, რომ ხალხი დაიღალა და ისინი ამას ასე უყურებენ: ”რატომ უნდა შევწუხდეთ?!” ვგულისხმობ, რომ დასავლეთში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს იქ მხარს უჭერს, უკვე იმდენად დიდი აღარ არის. - ფიქრობთ, რაიმე სახის ტენდენციაა, რომ ქართველ ლიდერებს ავიწყდებათ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან? - შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩებიან, არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არ უნდა ჩასვა - ეს იაკუნოვიჩმა გააკეთა და ასე არ უნდა მოიქცეთ, უკრაინაში ასე მოხდა. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ გსურთ მსგავსი რაღაცების გაკეთება. - თქვენ ევროკავშირის გადაღლილობა ახსენეთ, რაც ასევე, ამ დღეებში ევროპარლამენტის წევრებმა განიხილეს. მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ საქართველო ისე შორსაა წევრობისგან, რამდენადაც შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. იმავდროულად, მმართველი პარტია ყოველთვის აღნიშნავს, რომ ისინი 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანას გეგმავენ. რას ფიქრობთ - ამაზე "ქართული ოცნების" მხრიდან ლაპარაკი არარეალური გეჩვენებათ? - თუ დღესვე იწყებთ, მნიშვნელოვან ცვლილებებს, დემოკრატიის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობას და ა.შ. მაშინ განაგრძეთ. ვფიქრობ, რასაც ისინი ამბობდნენ (და ამას ვეთანხმები), არის ის, რომ თუ ასე გააგრძელებთ, ეს დაივიწყეთ! თქვენ უბრალოდ, შეგიძლიათ შეიცვალოთ, ვგულისხმობ, რომ ქვეყნები იცვლებიან, ისინი მკვეთრად პროგრესირებენ, როდესაც ცვლილებას ნერგავენ. მაგრამ თუ ეს არის ის გზა, რომლითაც მიდიხართ და რომელიც ცვლილება არ არის, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ეს უგუნურობის მსგავსია და თუ იტყვით: ”ახლა გადავწყვიტეთ, რომ გაწევრიანება ნამდვილად გვინდა, 2024 წლისთვის განცხადების შეტანას ვაპირებთ და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ეს, ეს, ეს და ეს და ახლა ამას გავაკეთებთ” და შემდეგ, თუ მართლაც ასე მოიქცევით... სწორედ ესაა, რაც ესტონეთში გავაკეთეთ - არ ვიყავით იმ გზაზე, რომ ევროკავშირში მივეწვიეთ, ეს დიდი ხანი არ მოხდებოდა. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად მოვედი და ვთქვი, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა, 1996 წელი იყო, პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად, მიპასუხა: ”ეს მთლიანად საგარეო პოლიტიკის საკითხებია, ასე რომ, მიხედეთ თქვენს საგარეო პოლიტიკას”. მას აღარ ვუთხარი, რომ სინამდვილეში, შესვლა - ეს ყველაფერი საშინაოა, არა? დავიწყე იმის გაკეთება, რაც გვჭირდებოდა და რაც აღმოჩნდა, რომ საშინაო საკითხები იყო, მაგრამ არა უშავდა, რადგან ყოველთვის ვფიქრობდით: ”ჩვენ ეს ევროკავშირში შესასვლელად უნდა გავაკეთოთ”. თავიდან ამ გზაზე არ ვიყავით და რეალურად, მოლაპარაკებების დასაწყებად პირველები მიგვიწვიეს - ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თქვენ იქ ავტომატურად ვერ შეხვალთ, ვერ შეხვალთ სიტყვების თქმით: ”ოჰ, ჩვენ ევროპელები ვართ, უნდა შევიდეთ” - არა, ეს ასე არ მუშაობს. არიან ქვეყნები, რომლებიც იმავეს ძალიან დიდხანს ელოდნენ. ესტონეთში, შიგნიდან დაინახავდით, რამდენად მძიმე ბრძოლა იყო - ადვილი არ ყოფილა. იმის თქმა მსურს, რომ თუ დიდი მიზანი გაქვთ, ევროპული საზოგადოების წევრი გახდეთ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე სარგებლის მიღებასთან ერთად, სერიოზული რეფორმები უნდა გაატაროთ და უნდა მიიღოთ, რომ თავდაპირველად ხალხი ამ ყველაფერს ყოველთვის ვერ გაიგებს ან ვერ მოიწონებს. - ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება უკვე ახსენეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ტონი ასეთი მკაცრი არ იყო. ასევე, ბევრი ჩვენი მეგობრისა და პარტნიორისგან გვსმენია, რომ არავის სურს საქართველოს რაიმე ფორმით დასჯა... - არავინ აპირებს საქართველოს დასჯას. ისინი უბრალოდ, დანებდებიან. - ვგულისხმობ, კიდევ უფრო მკაცრ ზომებს უნდა ველოდოთ, მაგალითად, სანქციების დაწესებას? - ასე არ ვფიქრობ, არ ვიცი. უნდა გესმოდეთ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ. დიახ, თქვენ არც ისე მნიშვნელოვანი ხართ. მომეცით ნება, დავაზუსტო: საქმე იმაშია, რომ თქვენ ყურადღების ცენტრში არ ხართ. ახლა ბევრი რამაა ყურადღების ცენტრში და საქართველო მათ შორის არ არის. როდესაც ვამბობ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ მათგან ძალისხმევაა საჭირო: ”ოჰ, რა გავაკეთოთ?” არამედ ვითარება უფრო ამას ჰგავს: "უბრალოდ, დავივიწყოთ ეს". მხედველობაში მაქვს, რომ ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ. გსურთ, იყოთ ტაჯიკეთი? არა, მაგრამ ისე მოქმედება, როგორც ახლა ქვეყანა იქცევა, ამას იწვევს: "კარგი ერთი, ვის ადარდებს". - საქართველოში ბევრი განიხილავს, ვისი ბრალი იყო ის, რომ კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთანხმება არ შედგა. ზოგი ამაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს, ზოგი კი - ოპოზიციას. თქვენ, ასევე თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ, რომელიმე ცოტათი მაინც პასუხისმგებელია მომხდარზე? - შიდა სამუშაოების შესახებ საკმარისი რამ არ ვიცი, რომ კომენტარის გაკეთება შევძლო. საუბარი უფრო იმაზეა, რომ როცა ქვეყნისთვის რაღაცის მიღწევა უნდათ, მაშინ ცოტათი ყველა თმობს. - ამჟამად რა გამოსავალს ხედავთ კონსენსუსის მისაღწევად - მაგალითად, რას ფიქრობთ ე.წ. პოლიტიკური პატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობის შესახებ? - არ ვიცი, თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ, როგორ გააკეთოთ საქმეები - ამას ქვეყანაში დემოკრატიის დრამატულად გაუმჯობესება უნდა მოსდევდეს. - ერთი შეხედულებით, შეიძლება, მედიაციაში ამჟამად აშშ უფრო მეტად ჩაერთოს. როგორ ფიქრობთ, ამას უნდა ველოდოთ, ან ეს საჭირო და შესაძლებელი იქნებოდა? - შეერთებულ შტატებს ახლა კიდევ ბევრი სხვა საფიქრალი აქვს. დიახ, თქვენ მსოფლიოს ცენტრი არ ხართ. ახლა უკრაინაში კრიზისია, ჯანდაცვის კრიზისია, არის ჩინეთი - თქვენ არ ხართ მათ რადარზე. - საქართველოს დუმილს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ასე გამოეხმაურეთ: "როგორ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ რუსეთის მიერ შენი ქვეყნის ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს ემუქრებიან?" მას შემდეგ განცხადება გაკეთდა. თუმცა, გაქვთ რაიმე ვარაუდი, თუ რატომ არ გამოხატავდნენ სოლიდარობას საქართველოს მთავრობის ლიდერები უკრაინელების მიმართ ვითარების დაძაბვის პირველ დღეებში? - წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი, უკვე 8 წელი გავიდა, ასე რომ ცოტა არ იყოს, დიდი დროა ჩუმად ყოფნისთვის, შესაბამისად, არ ვიცი, ეს როგორ უნდა დაძლიოთ. თუმცა, აქ აზრი იმაშია, რომ ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით იმავე მორევში არიან, რაშიც - თქვენ, არა? ეს არც ისე შორი ადგილია, არაა ისე, რომ ვთქვათ - „კარგი, სავარაუდოდ, საქართველო მიანმარზე განცხადებას არ გააკეთებს, რადგან ის შორსაა“. თუმცა უკრაინა აქვეა, იმავე ბედის ქვეშ და არაფერს ამბობთ. ანუ, ხდება მსგავსი: „რა იყო? ასეთი ეგოისტები ხართ - ხალხი იმავე საფრთხესა და ბედს იზიარებს, რასაც თქვენ, ორივე ქვეყანაში შეიჭრნენ და მხარდაჭერა არ არის?“ ვგულისხმობ, რომ ეს ნიშნავს: „ოქეი“, თქვენ მარტო თქვენ თავზე ღელავთ“. თუ მარტო თქვენს თავზე ღელავთ, მაშინ ვინმეს თქვენ რატომ უნდა აინტერესებდეთ? - ამას წინათ საქართველოში რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ჩამოვიდა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ აფხაზეთი საქართველო არასდროს იქნება... - კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ის ყველას ეხება, არ არის წესების ერთი წყება ერთი ჯგუფისთვის, სხვა წესები კი - სხვა ჯგუფისთვის. - ამ მომენტმა ბევრს გაახსენა დღე, როდესაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ ამგვარ პირებს, რომელთაც მსგავსი განცხადებები აქვთ გაკეთებული საქართველოს ტერიტორიების შესახებ, ქვეყანაში უშვებენ, თანაც, ზეიმისთვის? - არ ვიცი, ეს თქვენი ქვეყანაა, რასაც გადაწყვეტთ, ის გააკეთეთ. ეს უცნაურად გამოიყურება, მაგრამ თუ ამის გაკეთება გინდათ, მე რა ვთქვა? ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. - კოვიდპანდემია, ეკონომიკური ვარდნა, პოლიტიკური კრიზისი - თუ გექნებოდათ რაიმე გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში, რას ეტყოდით მათ? - პანდემია, ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური კრიზისი მთელ მსოფლიოშია, თქვენ მსოფლიოს ცენტრი არ ხართ, ყველას უწევს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ. იცით, კომუნიზმის დასრულებიდან 15, 16 ან 17 წლის შემდეგ დასავლეთი დახმარების მცდელობებში ძალიან იყო ჩართული. 2008 წლის ომის დროს საქართველოში ჩამოვფრინდით, რადგან დრამატული განცხადება უნდა გაგვეკეთებინა, რომ დასავლეთი დაინტერესებულიყო. ამან მათი დაინტერესება გამოიწვია კიდეც, მაგრამ უკვე 2008 წელს საქართველოს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. რატომ ვუბიძგე 1990-იან წლებში ესტონეთის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას? უკვე მაშინ ვიგრძენი, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, არა მხოლოდ გაწევრიანების, არამედ შესაძლებლობის ფანჯარა, რომ დასავლეთს ამ ყველაფერზე ედარდა, დიდხანს არ გაგრძელდებოდა და არც გაგრძელდა. ყველა ის ქვეყანა, რომელმაც 1990-იან წლებში დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინა, ევროკავშირსა და ნატო-ს გარეთ არიან და უჭირთ. ყველამ ერთი წერტილიდან დავიწყეთ - ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, 1991 წელს ყველანი ერთ ადგილზე ვიყავით. ახლა კი ძალიან განსხვავებულ ადგილებზე ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვემუშავა - გვქონდა მთავრობების ცვლილება, გვყავდა ხალხი, ვინც გადაწყვიტეს, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მიღება ეცადათ, რომელიც ხალხს სძულდა, რადგან პრივატიზებას ახდენდნენ, ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდნენ. და აი, ჩვენ აქ ვართ - კომუნიზმის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ და ქვეყნები ძალიან განსხვავებულ ადგილებზე არიან იმის მიხედვით, უნდოდათ თუ არა მათ რამის გაკეთება. დასავლეთის ინტერესი 10, 12 თუ 13 წლის განმავლობაში გაგრძელდა. გარკვეული ინტერესი დღესაც აშკარაა, მაგრამ ეს არაა ისეთი მძლავრი რამ, რომ "აი, ეს ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა, შევცვალოთ სამყარო" - ვაშინგტონის თუ ბრიუსელის გადმოსახედიდან ვამბობ. ასე ვინღა ფიქრობს? ეს უფრო შემდეგს ჰგავს: ”ეს იყო ჩვენი ისტორიული შესაძლებლობა და მართლაც შესანიშნავია, რომ ესტონეთი, პოლონეთი და უნგრეთი ჩვენთან, ევროკავშირში არიან, ჩვენ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენეთ... მაშ ასე, ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა და თქვენ ის არ გამოიყენეთ, ხომ?”... - ფიქრობთ, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობა და მორჩა, ახლა ევროკავშირის ეს გადაღლა ძალიან დიდხანს გაგრძელდება? - არა, ვგულისხმობ გადაღლას იმის გამო, რომ თქვენი მხრიდან არაფერი ხდება. როცა საქმე ევროკავშირსა და საქართველოს ეხება, რით განსხვავდება 2021 წელი 2017 წლისგან? არაფრით. მხედველობაში მაქვს, რომ თუ საქართველო მოულოდნელად იტყვის: ”აი, ახლა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ!” და ამას მართლა გააკეთებთ, მაშინ ეს საინტერესო გახდება. მაგრამ თუ თქვენ ამბობთ: ”ჩვენ ევროპელები ვართ და ევროკავშირის დროშები ყველგან გვაქვს, სადაც მივდივართ, მაგრამ რეალურად, არაფერ ევროპულს არ ვაკეთებთ", - ეს სასაცილოა. ჩემი გადმოსახედიდან, სასაცილოა, რომ ევროკავშირის ამდენ დროშას ვხედავთ - რა კავშირი არსებობს საქართველოს საქმიანობასა და იმას შორის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს? ესტონეთში ევროკავშირის დროშები არ გვაქვს, გვაქვს მთავრობის შენობაში, სამინისტროში, მაგრამ თუ ჩემს ადგილობრივ მთავრობაში წავალ, ევროკავშირის დროშა იქ არსადაა. "ინტერპრესნიუსი" ეკა აბაშიძე
-
გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მის მიმართ გერმანიაში მცხოვრები ქართველების წერილს პასუხობს და წერილის ავტორებს ხელისუფლების მხარდამჭერების პოლიტიკური არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ელჩი ქნირში, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 8 მარტის მოლაპარაკებებში, გერმანიაში მცხოვრები ქართველების წუხილს პირობით პასუხობს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას მთელი ძალისხმევით დაუჭერს მხარს, თუმცა, ამასთანავე, შეახსენებს მათ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა ხედვის პატივისცემაც მნიშვნელოვანია. "რა თქმა უნდა, პატივს ვცემ თქვენს პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად", - აცხადებს ქნირში. ელჩი, სავარაუდოდ, წერილის იმ ნაწილს გულისხმობს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შედეგად ქვეყნისთვის დამდგარი მძიმე შედეგების შესახებ საუბრობენ. ქნირში აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს, წერილის ავტორებმა კი მას ღარიბაშვილის განცხადებები შეახსენეს, რომელიც ქართული ოცნების ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ვიზიტის მეორე დღეს გააკეთა და შეთანხმებულ დოკუმენტში შეტანილი საკითხების ნაწილზე მოლაპარაკება გამორიცხა. "ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება", - პასუხობს ქნირში საქართველოს მოქალაქეებს, - "ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ". ჰუბერტ ქნირშს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა წერილი 3 მარტს მისწერეს და სთხოვეს მას, ხელისუფლებისთვის "შეთანხმების ურყევი პატივიმისცემისკენ" მკაფიოდ მოეწოდებინა. საქართველოს მოქალაქეებმა შეშფოთება გამოხატეს ბოლო დროის მოვლენების გამო, ნიკა მელიას დაკავების და ვითარების უკიდურესი ესკალაციის ჩათვლით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
- 1 reply
-
- ქნირში
- ქართველების
- (and 10 more)
-
ევროპის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრება მოუწიოს, რაც Facebook-ისა და სხვა კორპორაციების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესაძლებლობით გამოწვეულ პოლიტიკოსების შეშფოთებას უკავშირდება. იგეგმება Facebook Diem-ის პროექტის ამოქმედება, რაც სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების გამოშვების პრეცედენტს შექმნის. ამან ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკისთვის კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად მეტი უფლებამოსილების მინიჭებაზე დააფიქრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება მარკ ცუკერბერგს ცენტრალური ბანკი გახდეს“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტეფან ბერგერმა (Stefan Berger). ის იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ციფრული აქტივების ემიტენტების საქმიანობისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა. გასული წლის სექტემბერში განხილულ იქნა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ევროპული ბაზრების შესახებ (MiCA). ახლა ევროპარლამენტში ბერგერის მიერ შეთავაზებულ, კანონპროექტში შესატან შესწორებას განიხილავენ, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების გამოშვებაში ევროპის ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ როლს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ECB შეძლებს ევროპის ტერიტორიაზე გარკვეულ პროექტებს მუშაობაზე უარი უთხრას. ცოტახნის წინ ECB-მ განაცხადა, რომ ინფლაციის რისკების შემცირებისა და გადარიცხვების უსაფრთხოებისთვის, სურს ევროზონაში სტეიბლკოინების გამოშვებაზე მეტი ზედამხედველობა და ვეტოს უფლება ჰქონდეს. ბერგერი ფიქრობს, რომ ECB მზად უნდა იყოს დაუპირისპირდეს გლობალური სტეიბლკოინების გამოწვევას, რომელიც დაბალი საკომისიოებით და ანგარიშსწორების სისწრაფითა და მასშტაბურობით ტრადიციულ საგადასახადო ბაზარს საფრთხეს შეუქმნის. „ Facebook-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს, თუ კომპანია საკუთარ ვალუტას გამოუშვებს, ის ერთ დღეში შეძლებს ცენტრალური ბანკის ძალაუფლების მოპოვებას. ვალუტა არ უნდა ეკუთვნოდეს კერძო კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ცუკერბერგი ცენტრალური ბანკი გახდეს.“ ბერგერმა დაამატა, რომ კორპორატიული სტეიბლკოინის საპასუხოდ გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი ციფრული ევროს გამოშვება იქნებოდა. „მე ვიმედოვნებ, რომ ECB დაუჩქარებს ციფრული ევროს გამოშვებას მანამდე, სანამ ყველა ქვეყანა, ვატიკანის ჩათვლით, არ გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას.“- თქვა მან. „ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენ ციფრული ფულის უსაფრთხო ფორმა გვჭირდება.“ შეგახსენებთ, რომ იანვარში Diem-ის სატესტო ქსელში 50 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. წყარო: https://bits.media The post ევროპარლამენტის დეპუტატი:„ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ Facebook-ი ცენტრალური ბანკი გახდეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- ევროპარლამენტის
- დეპუტატი:„
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ევროპის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრება მოუწიოს, რაც Facebook-ისა და სხვა კორპორაციების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესაძლებლობით გამოწვეულ პოლიტიკოსების შეშფოთებას უკავშირდება. იგეგმება Facebook Diem-ის პროექტის ამოქმედება, რაც სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების გამოშვების პრეცედენტს შექმნის. ამან ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკისთვის კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად მეტი უფლებამოსილების მინიჭებაზე დააფიქრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება მარკ ცუკერბერგს ცენტრალური ბანკი გახდეს“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტეფან ბერგერმა (Stefan Berger). ის იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ციფრული აქტივების ემიტენტების საქმიანობისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა. გასული წლის სექტემბერში განხილულ იქნა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ევროპული ბაზრების შესახებ (MiCA). ახლა ევროპარლამენტში ბერგერის მიერ შეთავაზებულ, კანონპროექტში შესატან შესწორებას განიხილავენ, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების გამოშვებაში ევროპის ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ როლს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ECB შეძლებს ევროპის ტერიტორიაზე გარკვეულ პროექტებს მუშაობაზე უარი უთხრას. ცოტახნის წინ ECB-მ განაცხადა, რომ ინფლაციის რისკების შემცირებისა და გადარიცხვების უსაფრთხოებისთვის, სურს ევროზონაში სტეიბლკოინების გამოშვებაზე მეტი ზედამხედველობა და ვეტოს უფლება ჰქონდეს. ბერგერი ფიქრობს, რომ ECB მზად უნდა იყოს დაუპირისპირდეს გლობალური სტეიბლკოინების გამოწვევას, რომლებიც დაბალი საკომისიოებით და ანგარიშსწორების სისწრაფითა და მასშტაბურობით ტრადიციულ საგადასახადო ბაზარს საფრთხეს შეუქმნიან. „ Facebook-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს, თუ კომპანია საკუთარ ვალუტას გამოუშვებს, ის ერთ დღეში შეძლებს ცენტრალური ბანკის ძალაუფლების მოპოვებას. ვალუტა არ უნდა ეკუთვნოდეს კერძო კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ცუკერბერგი ცენტრალური ბანკი გახდეს.“ ბერგერმა დაამატა, რომ კორპორატიული სტეიბლკოინის საპასუხოდ გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი ციფრული ევროს გამოშვება იქნებოდა. „მე ვიმედოვნებ, რომ ECB დაუჩქარებს ციფრული ევროს გამოშვებას მანამდე, სანამ ყველა ქვეყანა ვატიკანის ჩათვლით არ გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას.“- თქვა მან. „ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენ ციფრული ფულის უსაფრთხო ფორმა გვჭირდება.“ შეგახსენებთ, რომ იანვარში Diem-ის სატესტო ქსელში 50 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. წყარო: https://bits.media The post ევროპარლამენტის დეპუტატი:„ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ Facebook-ი ცენტრალური ბანკი გახდეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- ევროპარლამენტის
- დეპუტატი:„
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ილონ მასკი Coinbase – მა უნდა დაიწყოს dogecoin– ით ვაჭრობა
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ილონ მასკი Coinbase -მა უნდა დაიწყოს dogecoin– ით ვაჭრობა Dogecoin– ის ფასმა წელს 1,100% –ზე მეტი მოიმატა და ორშაბათს ბოლო ვაჭრობა $ 0,056 – ით გაიზარდა. კრიპტოვალუტა თავდაპირველად ხუმრობით დაიწყო 2013 წელს, მაგრამ პოპულარობა მოიპოვა მასკის, მეწარმე მარკ კუბანის, რეპერი სნუპ დოგისა და მუსიკოსის ჯინ სიმონსის მიერ მოწონებული ყურადღების ცენტრში. მასკის Tesla– მ Coinbase– მა გამოიყენა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შესაძენად გასულ თვეში, იუწყება The Block. მაგრამ პლატფორმა ჯერ არ უჭერს მხარს dogecoin– ს ვაჭრობას. მილიარდერმა ტვიტერში პასუხად დაწერა “დიახ!” შაბათს Twitter– ის მომხმარებლის პასუხად, ჰკითხა მას თუ არა მისი აზრით, გაცვლითი ბირჟა, რომლის გახსნაც მოხდება შემდეგ თვეში, უნდა უზრუნველყოს თ არა dogecoin ტრანზაქციები. Dogecoin– ს, ამჟამად, გთავაზობთ მსოფლიოს კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟას, Binance, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე. ამ თვის დასაწყისში, bitcoin ბანკომატის ოპერატორმა CoinFlip- მა ოფიციალურად დაამატა meme მონეტა ცხრა სხვა კრიპტოსის ქსელში. Coinbase– ზე ხუმრობაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის ჩართვა მას ინსტიტუციონალური და საცალო ინვესტორების სრულიად ახალი კლასის წინაშე აღმოჩნდება. Coinbase, რომლის სავარაუდო შეფასებით, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია შეფასებული, ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება პირდაპირი ჩამონათვალის საშუალებით. კომპანიამ მომგებიანობას 2020 წელს მიაღწია, მაგრამ მისი ამჟამინდელი მოსალოდნელი შეფასება გულისხმობს, რომ იგი გახდება მსოფლიოში უდიდესი ბირჟა შემოსავლების მიხედვით. წყარო:https://www.yahoo.com/news/billionaire-elon-musk-thinks-crypto-120541156.html The post ილონ მასკი Coinbase – მა უნდა დაიწყოს dogecoin– ით ვაჭრობა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
ილონ მასკი Coinbase – მა უნდა დაიწყოს dogecoin– ით ვაჭრობა
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ილონ მასკი Coinbase -მა უნდა დაიწყოს dogecoin– ით ვაჭრობა Dogecoin– ის ფასმა წელს 1,100% –ზე მეტი მოიმატა და ორშაბათს ბოლო ვაჭრობა $ 0,056 – ით გაიზარდა. კრიპტოვალუტა თავდაპირველად ხუმრობით დაიწყო 2013 წელს, მაგრამ პოპულარობა მოიპოვა მასკის, მეწარმე მარკ კუბანის, რეპერი სნუპ დოგისა და მუსიკოსის ჯინ სიმონსის მიერ მოწონებული ყურადღების ცენტრში. მასკის Tesla– მ Coinbase– მა გამოიყენა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შესაძენად გასულ თვეში, იუწყება The Block. მაგრამ პლატფორმა ჯერ არ უჭერს მხარს dogecoin– ს ვაჭრობას. მილიარდერმა ტვიტერში პასუხად დაწერა “დიახ!” შაბათს Twitter– ის მომხმარებლის პასუხად, ჰკითხა მას თუ არა მისი აზრით, გაცვლითი ბირჟა, რომლის გახსნაც მოხდება შემდეგ თვეში, უნდა უზრუნველყოს თ არა dogecoin ტრანზაქციები. Dogecoin– ს, ამჟამად, გთავაზობთ მსოფლიოს კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟას, Binance, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე. ამ თვის დასაწყისში, bitcoin ბანკომატის ოპერატორმა CoinFlip- მა ოფიციალურად დაამატა meme მონეტა ცხრა სხვა კრიპტოსის ქსელში. Coinbase– ზე ხუმრობაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის ჩართვა მას ინსტიტუციონალური და საცალო ინვესტორების სრულიად ახალი კლასის წინაშე აღმოჩნდება. Coinbase, რომლის სავარაუდო შეფასებით, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია შეფასებული, ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება პირდაპირი ჩამონათვალის საშუალებით. კომპანიამ მომგებიანობას 2020 წელს მიაღწია, მაგრამ მისი ამჟამინდელი მოსალოდნელი შეფასება გულისხმობს, რომ იგი გახდება მსოფლიოში უდიდესი ბირჟა შემოსავლების მიხედვით. წყარო:https://www.yahoo.com/news/billionaire-elon-musk-thinks-crypto-120541156.html The post ილონ მასკი Coinbase – მა უნდა დაიწყოს dogecoin– ით ვაჭრობა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. -
შტატების ყოფილი ელჩი იან კელი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის დირექტორი ალინა ინაიე ერთობლივ სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის ოფიციალურ ვერბგვერდზე აქვეყნებენ. წერილის თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მოლაპარაკებები აჩვენებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც გარკვეულ პირთა ტყვეობაში რჩება და ძნელად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს განსაკუთრებით აისახება მის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან. საჭიროა, შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან, შეიმუშაოს თავისი პოლიტიკა, რათა დაეხმაროს დემოკრატიას. დასავლეთის მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიციები შესაძლოა, შესუსტდეს. "ქვეყნის მეზობელი ჩრდილოეთიდან, რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს არალიბერალური პერიფერია, რომელიც მას იზოლაციაში მოახდენს დემოკრატიული სამყაროსგან. ქვეყანაში შეჭრის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, რუსეთმა გამოიყენა მთელი არსენალი, რათა საქართველო მაქსიმალურად შორს ყოფილიყო დასავლეთისგან. შეერთებულმა შტატებმა ძალზედ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. მისი დამსახურებით, ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია დაიკავა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - არასრულყოფილი არჩევნების ჩატარება, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და მთავრობასა და ოპოზიციას შორის განმეორებითი მოლაპარაკებები - ევროკავშირმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს "ფართო კონსენსუსის" მიღწევისკენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება უნდა გამოიწვიოს. საქართველო ჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს" Report A Country on the Verge: The Case for Supporting Georgia March 15, 2021 Ian Kelly David Kramer Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation Preface Georgia’s path to democracy has been nothing but sinuous. Since the Rose Revolution in 2001, which marked the end of the Soviet era, the country has seen major progress, intertwined with concerning setbacks. Protests and political negotiations following the October 2020 parliamentary elections reveal a political system that remains captured by individuals, is still plagued by corruption, and hardly represents the interests of Georgian citizens. This state of affairs impacts Georgia’s relation with the West, integration with which its people still solidly aspire. It particularly affects its relations with the United States, not long ago a staunch ally of the country. Georgia was a success story for the first few years of Mikheil Saakashvili’s presidency and, as a result of this promising start, became a darling of U.S. policy in the region. Russia’s invasion in 2008 has kept the country high on the transatlantic agenda. So has Georgia’s insistence to join NATO, one way or another, sooner better than later. It is for the country’s strategic importance as a Western ally in a troubled and Russia-dominated neighborhood that the United States needs to continue its close relation with Georgia, tailoring its policies to help advance democracy there and contain backsliding. This very timely report thoroughly substantiates the efforts Georgia has made toward democracy as well as its repeated setbacks, identifying the factors that contribute to its current decline as well as the best policy actions that the United States should take toward the country. As the authors explain, in addition to internal factors—a political sphere tightly controlled by a few people, corruption, and attempts to control the media, among others—there are external ones that test Georgia’s fragile democracy. First and foremost is the country’s neighbor to the north, Russia, which takes any and all steps to ensure an illiberal periphery that insulates it from the democratic world. From invading the country to infiltrating its political life, Russia has used an entire arsenal to keep Georgia as little democratic as possible and away from the West. Just like in the other countries in Russia’s neighborhood, it is the strong will of citizens to have their country aligned to Western values and institutions that is the most serious obstacle to Russia-promoted illiberalism. Georgians remain deeply committed to European and transatlantic institutions, despite the strong Russian propaganda decrying alleged Western decay. It is the strong belief of Georgians in Western values that merit a better, more efficient policy of the West toward the country. The United States could do little to help Georgia if it acted alone. Close cooperation with the EU is not only desirable but necessary. To its merit, the EU has taken a strong stance on latest developments in Georgia—the imperfect elections, the arrest of the opposition leader Nika Melia, and the failure of repeated negotiations between government and opposition on new elections. It called out violations of democratic norms and urged the Georgian political parties to reach “a wide consensus” ahead of the Eu-Georgia Association Council meeting this week. The urgency of events in Georgia should trigger a more determined response from the United States and the EU. We should not get Georgia off our minds just yet. Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation
-
თადარიგის გენერალი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დემოკრატიულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყნის ნატოსკენ მიმავალ გზას ართულებს. ის ასევე ამბობს, რომ მომხდარი საქართველოში საინვესტიციო გარემოს აზიანებს, რადგან დასავლურ ბიზნესებს ქვეყნის ინსტიტუტებში ნდობა ეკარგებათ. გენერალი სანქციების ალბათობასა და კრიზისის დამთავრების შესაძლო გზებზეც საუბრობს. ბენ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოს აკვირდებით. როგორ აფასებთ მათ თქვენი პოზიციიდან? სამი რამ მაქვს, ია. რა თქმა უნდა, განვიცდი, როცა ვხედავ, რომ ჩვენი მეგობრები იმას განიცდიან ახლა, რაც ხდება. ის, რომ მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა კანონიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს შემაშფოთებელია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უკან გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება. შეერთებული შტატები ამას ცდილობს. ალბათ უკვე ნახეთ, რომ კაპიტოლიუმის ორივე პალატიდან ორპარტიული განცხადებები გამოქვეყნდა. ასევე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა. აქამდე ამ მოწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი? ვნახე სანქციების დაწესების მოწოდებები. არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის ლიდერშიპი ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება. ანუ, სანქციებს არ ემხრობით? არ ვიტყოდი იმას, რომ სანქციებს ვეწინააღმდეგები. გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს მეგობარი ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების მხრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ამ ვალდებულებას კანონი დააკისრებს ან როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. შეერთებული შტატები ყველასთვის საუკეთესო შედეგს აღწევს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ისეთი ქვეყნებიც ჩაერიონ ამ ყველაფერში, რომლებიც რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე ზრუნავენ, ან უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ამერიკასთან ერთად, სხვებიც რომ ჩაერთონ ისეთი გამოსავლის მონახვაში, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას სცემს პატივს. ლიბერალურ დემოკრატიაში ძლიერი ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს. ხალხის ინტერესი მაშინაა საუკეთესოდ დაცული, როცა მათ ერთგული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები ჰყავთ. ეს ყველაფერი მმართველ პარტიას უბიძგებს, უკეთესად იმუშაოს სწორედ იმის გამო, რომ მას კონკურენტი ჰყავს. თუ სიტუაცია არ განიმუხტა, თქვენი აზრით, ექნება ამას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენა? ჩვენი საუკეთესო დიპლომატები - ელჩი დეგნანი და მისი გუნდი - სწორედ ამაზე მუშაობენ. არა მგონია, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს ის, რომ საქართველოს ზურგი შეაქციოს. თუმცა, ვიტყვი , რომ ამ ყველაფრის გამო ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. თუ ისინი არ ენდობიან სასამართლო პროცესს, გამჭვირვალობას, თუ ვერ ხედავენ იმას, რომ მთავრობა სამართლიანია, ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს. ასევე ვიტყოდი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს. ვაშინგტონის ხელშეკრულება საუბრობს მოკავშირეების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებაზე და ის, რაც ახლა თბილისში ხდება, ამ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ორივე მხარე დაჯდეს და გამოსავალი სწრაფად მონახოს
-
ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ერთი თვის წინ შეიცვალა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ქვეყნის მართვა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ყოველი ასეთი ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას. ეს შეკითხვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიმართაც ისმის. პრეზიდენტი ბაიდენი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ორჯერაა ქვეყანაში ნამყოფი და საქართველოსთვის მხარდაჭერა პირადად აქვს გამოცხადებული. 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბაიდენი თბილისში ჩავიდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იყო. მაშინ ნათქვამი სიტყვები „მე თქვენ არასდროს მიგატოვებთ“ საქართველოში დღემდე ახსოვთ. 2009 წელს ჯო ბაიდენი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩავიდა საქართველოში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტს პირადად გადასცა. გარდა, ამისა, ბოლო 40 წელზე მეტი, ბაიდენი ამერიკის პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, არის თუ არა საკმარისი ახალი პრეზიდენტის მიერ რეგიონის ცოდნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული როლი დაიკავოს? ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი, მკაფიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი და განიხილება თუ არა ის ცალკე რეგიონად და არა რუსეთის, ან ევროპის რეგიონის პოლიტიკის ნაწილად? სვანტე კორნელი, "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის წინა რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. „ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე“, - ამბობს კორნელი. მისი აზრით, სამხრეთ კავკასია ცალკე რეგიონად უნდა განიხილიბოდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ამერიკას ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს. კორნელი ამბობს, რომ აქამდე ეს ქვეყნები სხვა რეგიონების ჭრილში ცალ-ცალკე განიხილებოდა და ისინი დიდი ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის ერთგვარ დამატებად მოიაზრებოდა. „საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსეთი, თურქეთთან ერთად განიხილებოდა სომხეთის საკითხი, აზერბაიჯანი კი, ხანდახან ავღანეთის მიმართ პოლიტიკის ნაწილი იყო“, - ამბობს კორნელი. ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველა საკვანძო თანამდებობის პირი დამტკიცებული ჯერ არ არის. შესაბამისად, არც ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომებია ცნობილი. ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ძველ მიდგომას. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“ ამერიკის მთავრობაში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მუშაობს. ამ მხრივ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მოდიოდეს თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულოდან და ა.შ. ამიტომ, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალ თანამდებობებზე ამ მიმართულებით, ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც წარმოდგენა აქვთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და იცნობენ იქ არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. საგარეო ურთიერთობების მხრივ, ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი სახელმწიფო დეპარტამენტია. ამ უწყების ხელმძღვანელად, სახელმწიფო მდივნად ბაიდენმა ენტონი ბლინკელი დაასახელა. ბლინკენი ცნობილია თავისი განცხადებებით საქართველოზე როგორც წარსულში, ისე სულ ცოტა ხნის წინ, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგაც. ამერიკის პირველი დიპლომატი საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრეა და ამაზე მან ბოლოს სენატში, მის დანიშვნასთან დაკავშირებულ მოსმენებზე ისაუბრა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ნატოში წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“. კლერ კაისერი, "მაკლარტის ასოშიეტსის" სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი ამბობს, რომ რეგიონის მცოდნე ადამიანების წამყვან პოზიციებზე დასახელება უკვე კარგის ნიშანია. „ბაიდენის საგარეო საქმეთა ურთიერთობების გუნდი, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენი, ნამდვილად არ არიან უცხოები სამხრეთ კავკასიისთვის და ვფიქრობ, ეს კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს. მათი [გამოცდილება] სცდება მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის დროს მუშაობას. პრეზიდენტის შემთხვევაში კი, ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სენატში მუშაობის წლებს და საქართველოში ორჯერ ვიზიტს, ისევე როგორც, აქტიურ ჩართულობას რეგიონში არსებულ გამოწვევებში“, - ამბობს კაისერი. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“, ამბობს მარკ სიმაკოვსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. ის ეთანხმება კაისერს იმაში, რომ მნიშნელოვანია იმ პიროვნებებს, ვინც საგარეო პოლიტიკის მხრივ გადაწყვეტილებებს იღებენ, სამხრეთ კავკასიის შესახებ წარმოდგენა ჰქონდეთ. სიმაკოვსკი თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც ამ დროისთვის თანამდებობებს იკავებენ არიან საკმაოდ გამოცდილები იმისთვის, რომ ამერიკა-სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე იმუშაონ. თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანები ამერიკის ადმინისტრაციაში „აბრუნებენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს“. სიმაკოვსკი თვლის, რომ სწორედ ამ პრინციპიების უზენაესობის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისამდი. „მგონია, რომ ე.წ. მკაცრი სიყვარულის გამოხატულებას ვნახავთ. თუ ამერიკა გადაწყვეტს უფრო მეტ ჩართულობას [სამხრეთ კავკასიაში], მაშინ მას ენდომება იმის დანახვა, რომ ამ ძალიან სტრატეგიულ რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ სიტუაცია უმჯობესდება“, - ამბობს სიმაკოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები თანხმდებიან ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბევრია საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანი, ვინც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს იცნობს, მათ მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ ეს რეგიონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. პრიორიტეტი თუ სხვა რეგიონების პოლიტიკის ნაწილი „მთავარი გამოწვევა სამხრეთ კავკასიისთვის ის არის, თუ სად მოხვდებიან ისინი ამერიკის პრიორიტეტებს შორის. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, [რასთან გამკლავებაც ახალ ადმინისტრაციას მოუწევს], ეკონომიკა, კლიმატი, კოვიდი, ჩინეთი, რუსეთი, ვშიშობ, რომ სამხრეთ კავკასია სიის თავში არ მოხვდება“, - ამბობს სკოტ კალინანი, „ამერიკა-ევროპის ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. კალინანის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტად ყოფნაში ეჭვი ეპარება კლერ კაისერსაც. ის ამბობს, რომ გაუკვირდება, თუ რეგიონი ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში მოხვდება იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც თავად ამერიკაში და ევროპის რეგიონის დიდ მოთამაშეებთან ხდება. მარკ სიმაკოვსკიც თვლის, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხები გაცილებით უფრო დიდი და ყურადსაღები იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთის, ვიდრე სამხრეთ კავკასია. გარდა ამისა, სიმაკოვსკი ამბობს, რომ ყურადღების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა ამ რეგიონის მიმართ გამოიჩენს, შესაძლოა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, სულაც არ მოეწონოთ. მკვლევარი თვლის, რომ ამერიკა ყოველთვის გაამახავილებს ყურადღებას იმ დემოკრატიული ინსტიტუტების არასათანადო მუშაობასა, თუ ადამიანის უფლებების დაღრვევებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში სხვადასხვა სახითაა გამოკვეთილი. მიუხედავად პოლიტიკისა და ყურადღების რაოდენობისა, სიმაკოვსკის აზრით, ამერიკა, ამ ქვეყნებს ყოველთვის მოთხოვს ამ თემებზე მუშაობას. ჯერ უცნობია, როგორი იქნება, ან იქნება თუ არა, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ცალკე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მანამდე კი, საქართველო და ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად რჩებიან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. 12 თებერვალს, აქტის წარდგენის შემდეგ, კინზინგერმა თავის "ტვიტერ" გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის, წინა ხაზზე იბრძვის“. ის ფაქტი, რომ მხარდამჭერი აქტი, კონგრესში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ერთად წარადგინეს, ამერიკის საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს. https://www.amerikiskhma.com/
-
11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, სამმხრივ შეხვედრას აწყობს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი -10 ნოემბერი, 2020 წელი) პირველად მოხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში კარდინალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრისგან. ერევანში, ეკონომიკური საკითხების, ტყვეების დაბრუნების პრობლემისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ელოდებიან. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი განსახილველი საკითხი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის სამომავლო პირობებია. მოსაზრებების მიმოხილვა ერევნიდან და ბაქოდან, ასევე, რუსი პოლიტოლოგის კომენტარები, რომელსაც მიაჩნია, რომ „შეიარაღებულმა სომხებმა ყარაბაღი უნდა დატოვონ“. 62 სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანში – სამხედრო ტყვეები თუ დივერსანტები? სომხეთი და აზერბაიჯანი: „ახალი-ძველი საზღვარი“ ერევანი, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას განიხილავენ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრის დროს, რეგიონული კომუნიკაციების ამოქმედების საკითხს განიხილავენ. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების საკითხი, მათ შორის, სომხეთიდან რუსეთსა და ირანში, ასევე, აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ცენტრალური რეგიონებიდან სიუნიქის პროვინციაში, ნახიჩევანის გავლით. ამავდროულად, გევორგიანი უშედეგოდ მიიჩნევს აზერბაიჯანულ და ასევე სომხურ საზოგადოებაში ე.წ. მეღრის დერეფნის პროექტის აქტიურ განხილვას – ახალი სატრანზიტო გზის შესაძლო მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას თავად აზერბაიჯანს დაუკავშირებს. საუბარია გზაზე, რომელიც სომხეთის ქალაქ მეღრზე გაივლის. „2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში (რომელმაც შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები) არ არის პუნქტი მეღრის ან რაიმე სხვა დებულება სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნის შექმნის შესახებ“, – დაწერა მანე გოვორგიანმა. მოსკოვში, ლიდერების შეხვედრაზე განსახილველ კიდევ ერთ საკვანძო თემად სომხურ საზოგადოებაში ტყვეების დაბრუნების საკითხს, აზერბაიჯანის ზურგში დარჩენილი ჯარისკაცების გადარჩენას, დაღუპულთა ცხედრების პოვნასა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევას მიიჩნევენ. „ამ საკითხის გადაწყვეტის ან არსებითი პროგრესის გარეშე ძალიან რთული იქნება ეკონომიკური დღის წესრიგის ეფექტიანი განხილვის მიღწევა“, – დაწერა გევორგიანმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ერთობლივი განცხადების მიღება, თუკი „ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა“. მოსკოვში, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. პოლიტიკოსები და საზოგადოება სომხეთში შიშობენ, რომ „აზერბაიჯანთან კიდევ ერთი დამამცირებელი შეთანხმება მოხდება“ მოსკოვში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არაერთგვაროვანი და ძირითადად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სომხეთში. რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელიდან: „ახალი შეხვედრა – ახალი ღალატი“; „ხელისუფლება აცხადებს, რომ სამმხრივ განცხადებაში (2020 წლის 10 ნოემბრის) მეღრის შესახებ არაფერი წერია. იქ არც სოფელ შურნუხის შესახებ არ წერია სიტყვა. მაშინ, რატომ მიეცით ის?“. „9 ნოემბრის შეთანხმებაში, არ იყო დებულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი დაპირება გაიცა სიტყვიერად – მაგალითად, საზღვრების დაზუსტება GPS-ის დახმარებით და სომხეთის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა“. სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მოსკოვში ვიზიტის დროს, ნიკოლ ფაშინიანი აპირებს ხელი მოაწეროს შემდეგ შეთანხმებას: გაიხსნას დერეფანი სომხეთის გავლით, რათა აზერბაიჯანი ნახიჩევანს დაუკავშირდეს; გადაეცეს სომხეთის გარკვეული ტერიტორიები აზერბაიჯანს; გავიდეს სომხური ჯარები მთიანი ყარაბაღიდან. ამტკიცებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები უკვე მომზადებულია და გამოგზავნილია სომხეთის იუსტიციის სამინისტროში. 9 იანვარს, ერევანში, იუსტიციის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით, ხელისუფლებამ უარყოს ინფორმაცია „აზერბაიჯანთან მორიგი დამამცირებელი ხელშეკრულების“ ხელმოწერის შესახებ. პროტესტის მონაწილეებთან იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი გავიდა და დაარწმუნა ისინი, რომ არანაირი „ფარული შეთანხმება“ აზერბაიჯანთან არ არსებობს. პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, რაიმე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, იხელმძღვანელოს მხოლოდ საერთო-ეროვნული ინტერესებით და სომხეთის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებით. „მოვითხოვთ, რომ ერევანმა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სომხეთის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრობა და ტერიტორიული მთლიანობა რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერით“, – განაცხადა კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა, არამ პირველმა. ის ლიბანის, სირიის, ირანის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, საბერძნეთის, აშშ-ის, კანადისა და კვიპროსის მრევლის სულიერი მწყემსია. ოპოზიციური პარტიის, „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნიკოლი პერსონა ნონ-გრატა გახდა სომხეთსა და სომხურ სამყაროში. ნიკოლს ხელს მხოლოდ მტერი ჩამოართმევს და მტრის დახმარებით ის აგრძელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნას. მაგრამ ეს დროებითია“. ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ „ნიკოლ ფაშინიანი არ წარმოადგენს სომხეთსა და არცახს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთისა და არცახის ინტერესებს (…) არ იქნება რატიფიცირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუქმდება“. ბაქო: საჭიროა მოლაპარაკებები რუსი სამშვიდობოების მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა, გაბილ ჰუსეინლიმ JAMnews-სთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს ცენტრალური განსახილველი საკითხი ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე. „პირველ რიგში, საჭიროა კონკრეტული მოლაპარაკებები ყარაბაღში მყოფი სამშვიდობო კონტინგენტის მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობოები სწავლებებს ატარებენ სომხური ძალების ჩართულობით, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა. უნდა დაწესდეს სანქციები სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით, თუკი ის თავისი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან გავა. მეორეც, ხშირად ხდება გადაადგილებები სამშვიდობოების განთავსების რუკაზე. ხანდახან, ცდილობენ, ტერიტორიები, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა, სამშვიდობო მისიის კონტროლქვეშ არსებულად წარმოადგინონ. ასეთი რამ დაუშვებელია და დარტყმას აყენებს რეგიონში რუსული ძალებისადმი ნდობას. მესამეც, აზერბაიჯანი არასოდეს არ აღიარებს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ და მის პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს. უახლოეს პერიოდში, უნდა დაინიშნოს ამ ტერიტორიაზე გენერალ-გუბერნატორი აზერბაიჯანის აზრის გათვალისწინებით. არუთუნიანი კი ბრალდებულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და უნდა გადაეცეს ოფიციალურ ბაქოს. მეოთხეც, უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას დერეფანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. სომხური მხარე ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომის შეცვლას. „წითელი ხაზი“ უნდა გაევლოს ამ დერეფნის გასწვრივ. მეხუთეც, მომდევნო ასეთ შეხვედრაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს თურქეთიც. იმის გამო, რომ თურქეთი ამ პროცესის ნაწილია და რუსეთი აღიარებს ამას. ვფიქრობ, რომ ოფიციალური ანკარის დასწრება მოლაპარაკებების პროცესზე, არ მისცემს მას ჩიხში შესვლის საშუალებას“. რუსი პოლიტოლოგი: „ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, სომხეთმა იარაღით უნდა დატოვონ ის“ პოლიტოლოგი, ჟურნალ „ეროვნული თავდაცვის“ მთავარი რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ჟურნალ „მოსკოვი-ბაქოსთან“ ინტერვიუში: „რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივ განცხადებაში, იმის გამო, რომ იგი ომისა და ცაიტნოტის პირობებში შემუშავდა, შეუძლებელი იყო მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის დეტალურად დამუშავება ყარაბაღის ომის დასრულებამდე. ამიტომ, ჩემი აზრით, [11 იანვარს გასამართმა] სამმხრივმა შეხვედრამ უფრო მკაფიოდ, დეტალურად უნდა განსაზღვროს შემდეგი საკითხები. 1. სომხეთის ძალების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ეს ეხება არა მხოლოდ უშუალოდ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, არამედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებსაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა, რომელიც დე ფაქტო არ არსებობს, მაგრამ რომელიც ცდილობს, თავი რაღაცად წარმოადგინოს. 2. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 3. სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც უნდა ამუშავდეს რეგიონში. [2020 წლის 10 ნოემბრის] სამმხრივი განცხადება მკაფიოდ აფიქსირებს სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის. და ამგვარი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სომხეთის ინტერესებშიცაა. 4. ყარაბაღის კონტროლი უნდა იყოს რუსი მშვიდობისმყოფელების და არა არარსებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ე.წ. ლიდერების ხელში. მორჩა, ომი დამთავრებულია. მთიანი ყარაბაღის სტატუსი არაა გარკვეული, მაგრამ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ამიტომ შეიარაღებულმა სომხებმა ეს რეგიონი უნდა დატოვონ“.
- 142 replies
-
- აზერბაიჯანისა
- სომხეთის
- (and 9 more)
-
მეცნიერება საფრანგეთის ელჩი: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ 30.01.2021 21:01 საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დიმიტრი ამილახვრის დიალოგის ფორმატზე, ქართულ-ფრანგულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთის ფაქტორსა და „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე - საქართველოს სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე Europetime-ს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესაუბრა. _ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, ასევე რომ გვითხრათ, რას მოიცავს დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის ფორმატი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ფორმატის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში? ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა.თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში. დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. _რას მოიცავს არსებული ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობა და როგორ ეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვიანურობის გაზრდის კუთხით? ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა. ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას. ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მოცემული სწავლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები. კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საჰაერო თავდაცვაა. აქ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ნატოსთან თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სეგმენტის დაფარვას საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებში მონაწილების დროს. სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს გაჩაღებულმა კონფლიქტმა ნათლად დაგვანახა ძლიერი და დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობა. _როგორ შეაფასებდით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას და თურქეთის და რუსეთის როლს ამ პროცესებში? ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული კონკურენციის ადგილად ქცევა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქართველის მნიშვნელოვან ძალისხმევას, გახდეს უფრო მეტად ევროპელი. ამიტომ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ საშინელი ომია, ასევე შეშფოთების საგანია მათთვის, ვინც გულგრილი არ არის საქართველოს ბედის მიმართ. ბევრად უკეთესი იქნება, თუკი რეფორმისა და თანამშრომლობის პრინციპები წარმართავს საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოსთვის და რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სურვილსაც წარმოადგენს. ასეთი პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული კურსის წარმატებისთვის. მე დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მტკიცე, მდგრადი და შეუპოვარი სტრატეგიით, რომელსაც მიჰყვება საქართველოს სათავეში მყოფი ყველა მთავრობა ქვეყნის ევროპასთან და დასავლეთთან, ასევე ლიბერალურ დემოკრატიასთან დასაახლოებლად, რომელიც ძლიერ და კანონმორჩილ ინსტიტუციებს ემყარება. და მე მჯერა, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ ღრმა კულტურული და ისტორიული სიახლოვისა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს სტრატეგია ორიენტირებული იყოს რეფორმებსა და თანამშრომლობაზე, ხოლო გარე სტრატეგიული კონკურენცია შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს ამ გზაზე. ასეთი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, თუ ის ქვეყნის, კერძოდ, მისი კანონების, მისი ბიზნესის კულტურის, უფრო ზოგადად კი, ინკლუზიური საზოგადოებისადმი მისი მიდგომის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საფრანგეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სტრატეგიის წარმატებაში. _ამ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები კავკასიის რეგიონში, ხომ არ მიიჩნევთ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტად და აქტიურად იყოს დასავლეთი რეგიონში წარმოდგენილი და მკაფიო პოზიცია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე მე ხაზგასმით ვპასუხობ დიახ! აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი უფრო ძლიერ იყოს წარმოდგენილი. ერთსაც დავამატებდი, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის და არავის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განვითარების რომელ გზას აირჩევს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ინტენსიური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ის საქართველოში ჩართულობის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია და ითვალისწინებს ძალიან მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, აგრეთვე ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რეგულარულად ახორციელებს შავი ზღვის წყლებში თავისი საზღვაო ძალების განთავსებას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ასე რომ, ვერავინ შეიტანს ეჭვს რეგიონის მიმართ ჩვენი ვალდებულებების სიმტკიცეში. რუსეთთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ დავამატო - ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ძლიერი არიან საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ისინი ახერხებენ მკაფიო გზავნილებზე შეთანხმებას, და ვფიქრობ, მეტწილად ასე ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჩვენ ყველა რეგულარულად და ნათლად გამოვხატავთ რეგიონში დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთში კანონის უზენაესობის მიმართ მხარდაჭერას. არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ბელორუსიაში დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესისადმი. ცალსახად გამოვთქვით ჩვენი მოლოდინები ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით. კითხვა ასევე მდგომარეობს იმაში, რა კონკრეტული მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე და როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება. ჩემი აზრით, პოლიტიკა არ არის უბრალოდ უარის თქმა ნებისმიერი სახის კონტაქტზე, რათა გამოხატო შენი უკმაყოფილება და შემდეგ ინანო, თუკი არაფერი შეიცვლება. _საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირის გაფართოების საკითხს? მოგეხსენებათ, საქართველო აპირებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გადაწყვეტილებაზე? ევროკავშირს არ ჰყავს ერთი ლიდერი და ეს მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუმცა, საფრანგეთში ვცდილობთ, ვიყოთ ხმა, რომელიც ეხმარება მას გადაწყვეტილებების ფორმირებაში მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს მიღმა სამომავლო გაფართოების შესაძლებლობას, ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს განხილვა, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ისწრაფოს საკუთარი თავის, სახელმწიფოს და საზოგადოების ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გადაქცევისკენ და ამაში ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. საბოლოო მიზანია, არა ამა თუ იმ კავშირის წევრობა, არამედ მენტალურად ევროპელ ერად ჩამოყალიბება. საქართველოს დახმარება ამ მიზნის მიღწევაში, რომელიც დარწმუნებული ვართ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, არის ყველაფრის არსი, რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ. _ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. განაჩენი ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; ის არის პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე და ასევე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია
- 1 reply
-
- საფრანგეთის
- ელჩი:
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ჩვენი სიძე ჯიგრობებს წერს კურტ ვოლკერი - რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოცილების მიზნით, აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი - პომპეომ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა საქართველოთი, როგორც რეგიონის ცენტრით „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“, სადაც საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, ამასთანავე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე როგორც რეგიონალური, ისე - შიდა კუთხით. „ინტერპრესნიუსი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ: 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვეყანაში ჯონ კერი იმყოფებოდა. ვიზიტი რეგიონისთვისა და თვით საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, მან შეიძლება, შექმნას ორპარტიული, სტრატეგიული მიდგომის სტილი, რომელიც შეიძლება, ბაიდენის მომავალმა ადმინისტრაციამ აირჩიოს. რეგიონალულად, საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შესახებ ოქტომბერში განახლებული, სასტიკი ბრძოლების შემდეგ. დაძაბულობა კვლავ მაღალია. ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე: სომხეთში მოწვევით; აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები; ხოლო საქართველოში, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება. რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა - იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს. გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საშინაო ძვრების კომბინაცია, რაც საქართველოს აზიანებს, ემატება ასევე კორონავირუსის დიდ აფეთქებას რეგიონში. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა. ვირუსთან დაკავშირებულმა ჯანდაცვისა და მოგზაურობის შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დონეების მოზიდვით შეიძლება გაკეთდეს. ამის მისაღწევად, საქართველოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება დასჭირდება. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" ინდექსებში. მიუხედავად ამ ხელსაყრელი რეიტინგებისა, უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ. ეს ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მცირე ბაზრის მასშტაბით, ნაწილობრივ მისი გეოგრაფიით და ნაწილობრივ - სასამართლო სისტემისა და ინვესტორთა კლიმატის შესახებ წარმოდგენებით, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს. მაგალითად, ბოლო მომენტში მიღებული კანონმდებლობა და მთავრობის ადმინისტრატორის დანიშვნა კერძო უცხოური ინვესტიციის გაუქმებისთვის დიდ ინტერნეტ კომპანიაში („კავკასუს ონლაინი“), რომელიც ახლა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს, პოტენციურ ინვესტორებს აჩერებს. ანალოგიურად, გასულ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტის ჩავარდნა (რომელიც ვერ მოხერხდა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე, კონსორციუმის ლიდერებზე მთავრობის მიერ ბიძგმიცემული გამოძიებების გამო), ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ ნიშნადაა აღქმული. არჩევნების შემდგომი კლიმატის ახალი მიდგომით, ეს პროექტი (და მსგავსი სხვა პროექტები) შეიძლება აღდგეს, როგორც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები. საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოატრიალოს. მცირე, შორეულ ბაზრად აღქმიდან, საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი. აშშ-ს ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ს განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ს დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ს მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს. რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი“.
-
სიმფსონები, ანუ რატომ უნდა თქვან უარი მემარცხენეებმა მეინსტრიმ მედიაზე
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა უნდა გამოიყენონ თუ არა ადამიანებმა რომლებიც საკუთარ თავს მემარჯვენე-ცენტრისტულ ქართულ რეალობაში ვერ ხედავენ, მეინსტრიმული პლატფორმები საკუთარი იდეების გასაჟღერებლად. ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი მიდგომის სასარგებლოდ იმაში მდგომარეობს რომ ასეთი გზით ემ ეტაპზე მარგინალური აზრები უფრო ფართო მასებში იპოვიან გამოხმაურებას. თუმცა, მეორეს მხრივ არსებული ლოკალური მედია იმ პოლიტიკის ნაწილია რომელიც შორსაა ასეთი იდეებისგან. მასში მონაწილეობა კი აქტორებს მის ნაწილად ქცევის საფრთხეს ქმნის. ეს ვიდეო მიმოიხილავს თუ რატომ უნდა თქვან მემარცხენეებმა უარი არსებულ ჰეგემონიურ მედიაზე და პოლიტიკის წარმოებისას ალტერნატიული გზები გამონახონ-
- სიმფსონები
- რატომ
-
(and 6 more)
Tagged with:
-
ზამთრის არდადეგები იწურება, სასწავლო პროცესი კი სავარაუდოდ სკოლების უმრავლესობაში კვლავ დისტანციურად გაგრძელდება. საქართველოში დისტანციური სწავლება ხარვეზებით, რომ მიმდინარეობს, არაერთხელ აღუნიშნავთ ექსპერტებსა და დისტანციურ სწავლებაში ჩართულ ადამიანებს, მათ შორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია სამ საკითხს გამოყოფს, რომლის გადაჭრა დისტანციური სწავლების გამართულად მიმდინარეობისთვის აუცილებლად მიაჩნია – ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, პედაგოგების მომზადების და იმ ბავშვების გამოვლენის საკითხი, რომლებსაც დისტანციური სწავლების გამო ჩამორჩენა აქვთ. ამასთან ექსპერტი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში დისტანციური სწავლა ოპტიმალური გზა იყო, თუმცა ეს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას განათლების საკითხების მიმართ არ უმცირებს. „ახლანდელ ვითარებაში ოპტიმალური გზა იყო დისტანციური სწავლება, ოღონდაც დისტანციური სწავლება, როდესაც პასუხისმგებლობა კი არ აკლდება ხელისუფლებას, არამედ ემატება, ისევე როგორც ყველას. სამი რამ უნდა გაკეთდეს: ერთი, რაც მთავარია ინფრასტრუქტურული აღჭურვილობების საკითხია. უნდა გადაიჭრას ის რომ ბავშვისთვის არ იყოს ძვირი განათლების მიღება. მეორეა – პედაგოგიური საკითხი. მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ ხშირად არ იცის როგორ უნდა ასწავლოს დისტანციურად, მაგალითად საქართველოში ჰგონიათ, რომ დისტანციური სწავლება არის სინქრონულ რეჟიმში გაკვეთილის ჩატარება ინტერნეტში და ამ დროს დისტანციური სწავლების ფორმები არის უამრავი. მესამე რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახლა, პანდემიის პირობებში და პანდემიის დასრულების შემდეგაც, არის ის, რომ უნდა მოხდეს გამოვლენა იმ ბავშვების, რომელთაც აქვთ ჩამორჩენა და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მაკომპესირებელი პროგრამები. შეიძლება არსებობდეს ჯგუფი, რომელიც ეხმარება ბავშვს ჩამორჩენის აღმოფხვრაში, მაკომპესირებელი პროგრამების ფარგლებში შეიძლება საზაფხულო სკოლების გამართვა, ახლა ზამთრის არდადეგებზეც შეიძლებოდა მსგავსი პროგრამის გამართვა“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ. მისივე თქმით, ის რომ არ არსებობს მაკომპესირებელი პროგრამები, რომლებიც სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილ ბავშვებს დაეხმარება, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს დისტანციური სწავლების პირობებში. „ჩვენ სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ და ეს არის ყველაზე პრობლემური, იმიტომ რომ ინტერნეტს გაიყვანენ, აღჭურვილობასაც დაურიგებენ და მასწავლებლებსაც მისცემენ რჩევას როგორ ჩაატაროს გაკვეთილი, მაგრამ ის ბავშვები მაინც დარჩებიან ვინც მარტიდან დაწყებული გაზაფხულის სემესტრი ჩამორჩნენ და ახლა უკვე შემოდგომის სემესტრიც დაემატათ“, – განაცხადა ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ.
- 2 replies
-
- „უნდა
- გამოვლინდნენ
- (and 9 more)
-
რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინო პროფესიის არჩევისას? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/foto.jpgადამიანთა უმრავლესობა კარიერის არჩევისას არ განიხილავს და არ აანალიზებს არსებულ ალტერნატივებს და გადაწყვეტილებას ხშირად ინტუიტურად, სხვების რჩევით, გაუაზრებლად იღებს, ან იმ განათლებასა და ტრენინგებზე დაყრდნობით, რომელიც გავლილი აქვს. შედეგად, ადამიანები კარიერის განმავლობაში ისეთ სამუშაოს ასრულებენ, რომელიც მათთვის შესაფერისი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც კარიერის მაძიებელი გადაწყვეტილების მიღების დროს აწყდება, არის სხვადასხვა პროფესიების თუ სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის არ ქონა. იგი მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით მსჯელობს, რომელიც ხშირად მცდარია. კარიერული განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ადამიანთა დიდი ნაწილი აღმოაჩენს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომელიც რეალურად არ აინტერესებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi_0.jpgექსპერტთა და მკვლევართა უმრავლესობა გვაწვდის ინფორმაციას იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ადამიანმა პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოს. კვლევების შედეგად გამოიყო 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი ალბათობით მიგვიყვანს იმ პროფესიამდე, რომელიც ყოველმხრივ დაგვაკმაყოფილებს: უნარები და შესაძლებლობები ინტერესები ღირებულებები სასურველი ანაზღაურება პასუხისმგებლობის სასურველი დონე სამუშაოს ადგილმდებარეობა მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაანალიზება სამუშაო გარემო შეაფასეთ საკუთრი ცოდნა პროფესიის განვითარებისა და დასაქმების ტენდენციები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_1.jpgუნარებისა და ინტერესების შესახებ იხილეთ ცალკე სტატიები, ამჯერად აქცენტი პროფესიის არჩევის დროს გასათვალისწინებელ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებზე გადავიტანოთ, რომლებიც კარიერული და შრომითი კმაყოფილების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლს თამაშობენ. თქვენთვის ყველაზე მეტად შესაბამისი პროფესიის ასარჩევად, საწყის ეტაპზე, გამოყავით თქვენთვის წამყვანი უნარები და ინტერესები, იმ მეთოდებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ.
-
რაც კი წიგნები და სტატიები დამიწერია უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ყველა ნაშრომს რეფრენივით მიჰყვება ჩემი აღფრთოვანება იმით, თუ რა შეიტყვეს მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმის შესახებ. ჩემმა ხანგრძლივმა კარიერამ, რომელიც ბიოსამედიცინო კვლევების ახსნაში გავატარე, სამეცნიერო პროცესისადმი უდიდესი პატივისცემა გამიჩინა. მიუხედავად პერიოდულად არასწორად გადადგმული ნაბიჯისა თუ უკან წაღებული მოსაზრებისა, მაინც მჯერა, რომ მეცნიერება სამყაროს უფრო მკაფიოდ აღქმასა და მასში წარმატების მიღწევაში გვეხმარება. როდესაც მეცნიერებმა აქამდე არნახული კორონავირუსის შესწავლა დაიწყეს, მეც მომამარაგეს უსაფრთხოების რჩევებით. ისინი იმ ჰიპოთეზას ეყრდნობოდნენ, რომ ვირუსი ძირითადად ხველებისა და ცემინების შედეგად დაფრქვეული და ზედაპირზე შერჩენილი წვეთებით გადაეცემოდა. მეც მორჩილად ვწმენდდი მაგიდის ზედაპირებს, სახეზე არ ვიკარებდი ხელს და ისეთი მონდომებით ვიბანდი მათ, რომ ჩემი ქორწინების ბეჭდის პატარა ბრილიანტი არნახულად ბრწყინავდა. მალე კი ჩემს ქალაქში, ნიუ-იორკში, კარანტინის გამოცხადებიდან ორკვირანახევრის შემდეგ, მეცნიერების გზავნილი შეიცვალა – ახლა ყველას პირბადე უნდა ჰკეთებოდა. თავდაპირველად ექიმები დარწმუნებით გვეუბნებოდნენ, რომ ნიღაბი არ უნდა გვკეთებოდა, თუკი ჯანდაცვის სისტემაში პაციენტებთან არ ვმუშაობდით. ყველაფერი ახალმა ჰიპოთეზამ შეცვალა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი მეტწილად ჰაერით ვრცელდებოდა. ჰოდა, რომელი იყო სწორი? ზედაპირით გადაცემა, თუ ჰაერით? რისი უფრო უნდა გვეშინოდეს, ლიფტის დაბინძურებული ღილაკების, თუ ჩვენ ახლოს მყოფი ადამიანების? საერთოდ, იცოდნენ თუ არა რაიმე მეცნიერებმა? ნიღბების შესახებ რეკომენდაციის ასეთმა ცვლილებამ შემაშინა. შემაშფოთა არა თავად ამ ახალმა რჩევამ, არამედ შეფარულმა, ავის მომასწავებელმა გზავნილმა, რომელიც ამ ყველაფრის უკან იმალებოდა: მეცნიერები ამ ვირუსში გზადაგზა ერკვეოდნენ. მსოფლიოს უდიდესი ექსპერტების ყველაზე დამაჯერებელი გამოსვლებიც კი უკვე სფეროს მცოდნე, კეთილი განზრახვების მქონე ადამიანების ჩვეულებრივ ვარაუდებად მეჩვენებოდა. კარგი იქნება, იმაზეც დავფიქრდეთ, რა გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება ჩვენზე ამ პროცესს: როგორია, უყურო მეცნიერებს, რომლებიც საჯაროდ, საოცარი ტემპით და, ამასთან, ხელის ცეცებით ცდილობენ, უკეთ შეიცნონ კორონავირუსი და დაამარცხონ მის მიერ გამოწვეული დაავადება – COVID-19. მეცნიერების ჩემნაირი მოყვარულისთვისაც შემაშფოთებელი იყო მათი დებატების, უთანხმოების, აზრთა ცვალებადობისა და ხელახალი შეფასებების მოსმენა. ვოცნებობდი ლაბორატორიის ხალათში გამოწყობილ გმირზე, რომელიც ყველას გადაგვარჩენდა. 1955 წელს ჯონას სოლკმა პოლიომიელიტის ვაქცინა შექმნა და საზარელი დაავადება დაამარცხა. პოლიომიელიტის ვირუსს ბავშვების პარალიზება შეეძლო და ყოველ ზაფხულს პანიკას იწვევდა, რის გამოც საბოლოოდ ბანაკები და აუზები იხურებოდა. სანამ მეცნიერები კაცობრიობას შემაძრწუნებელი, ერთი შეხედვით ჯიუტი ეპიდემიისგან გვიხსნიან, შეიძლება კიდევ ერთი ბედნიერი დასასრული დაგვიდგეს: არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ ახალი ცოდნაც შევიძინოთ. თუკი ამ მწუხარე გამოცდილებიდან რამეს ვისწავლით, იმედი მაქვს, დაგვამახსოვრდება რომ შეგვიძლია სამეცნიერო პროცესს დავეყრდნოთ და ვირწმუნოთ, რომ ის ეგზისტენციალური კრიზისიდან გამოგვიყვანს. სწორად გამიგეთ: საკმაოდ დიდი და უპრეცედენტო გამოწვევა გვაქვს. ეს კორონავირუსი, იგივე SARS-CoV-2 გადამდებობისა და მომაკვდინებლობის ისეთი მრისხანე ნაზავია, რომ მას ანტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თავისი „უდიდესი კოშმარი“ უწოდა. ჯერ ერთი, როდესაც ეს ვირუსი გამოჩნდა, მის მიმართ იმუნიტეტი არავის ჰქონდა. მეორეც, ის საჰაერო გზით გადადის, ზედა სასუნთქ გზებს აინფიცირებს და, შესაბამისად, მარტივად უბრუნდება ჰაერს ადამიანიდან ადამიანზე კვლავ და კვლავ გადასაცემად. მესამე და, ალბათ, უმძიმესი ისაა, რომ ვირუსი ყველაზე გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე. ვირუსი ჩვენი სხეულის თავდაცვითი მექანიზმების დასამარცხებლად ეშმაკურად ეფექტურ ხრიკებს იყენებს. როგორც კი კორონავირუსი პირიდან ან ცხვირიდან შეაღწევს ორგანიზმში, ის იმუნური თავდაცვის პირველ ფრონტს უსხლტება, მარტივად სრიალდება უჯრედებში, მათი მექანიზმის მიტაცებით საკუთარ ასლებს ამრავლებს და რეპლიკაციის ხარისხსაც აკონტროლებს. მას შეუძლია ადამიანის ფილტვის უჯრედები გამოუსადეგარ მასალად გადააქციოს და დაფშვნილ შუშას დაამსგავსოს; გახეთქოს სისხლძარღვები ან გაანადგუროს ისინი მიკროსკოპული თრომბებით, გაანადგუროს თირკმელი, გული ან ღვიძლი – ისე დააზიანოს, რომ ისინი ვეღარც აღვადგინოთ. ვირუსს შეუძლია მეორეული იმუნური რეაქცია გამოიწვიოს, რომელიც მწყობრიდან გამოდის და პარადოქსულად თვითონვე მოაქვს დიდი ზიანი. იმუნიტეტის ზედმეტად მძლავრი რეაქცია, სახელად „ციტოკინური შტორმი“, გვხვდება ჰერპესის, ებოლას და სხვა ვირუსების, ისევე როგორც კიბოსა თუ ავტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კავშირს დაამყარებს, დიდი ალბათობით – თუმცა ზუსტად არავინ იცის, თუ როგორი ალბათობით – დაავადდება. ფაუჩის უდიდესი კოშმარიო? მე ვერც კი ვიძინებდი. რადგან პანდემია მთელ მსოფლიოს დაატყდა თავს, ვირუსის წინააღმდეგ საჯარო ბრძოლა გაიმართა. რიგითი მოქალაქე ისეთ სამეცნიერო თეორიებს ისმენს, როგორსაც, როგორც წესი, ადრე მხოლოდ აკადემიურ კონფერენციებსა და სამეცნიერო ჟურნალებიდან თუ ამოიკითხავდა. ამ იდეების განხილვა მეტწილად ტელევიზიაში ხდება – ან Twitter-სა და Facebook-ზე და მეც მიჩნდება კითხვა, ამ დისკუსიაში მონაწილეებიდან ვინმეს მაინც თუ ესმის, როგორ მუშაობს მეცნიერება. ათასობით მკვლევარმა ლაბორატორია გადააწყო – განურჩევლად იმისა, თუ რამდენად შორსაა მათი სფერო ვირუსოლოგიისა ან ინფექციური დაავადებებისგან – და ერთიანად შეერკინა ამ ძნელად აღმოსაფხვრელ პრობლემას. მსგავსი არაფერი გვინახავს – დღეს მეცნიერები საოცარი ტემპით მუშაობენ საზღვრებს მიღმა, ერთობლივად – მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი მათგანის პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ ეკამათებიან. ასეთი აქტიური მუშაობის ყურება, ერთი მხრივ, ეს შემაგულიანებელია, მეორე მხრივ კი იმდენად რთული, რომ ჩემს ზოგად შფოთვას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ, ისევ ის გავაკეთე, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი: დავურეკე მეცნიერებს, რათა გამეგო, რას ფიქრობდნენ. ჟურნალისტობის მშვენიერი უპირატესობაა: უფლება გაქვს, ჭკვიან ხალხს სულელური შეკითხვები დაუსვა. ეს, როგორც წესი, ჩემივე აზრების ჩამოყალიბებაში მეხმარება, თუმცა ამჯერად ეს მთლად ასე არ მომხდარა. როდესაც მეცნიერება ახალ ტერიტორიაზე შეაბიჯებს, ნათელი ხდება, რამდენად ცოტა ვიცით – მათ შორის მათ, ვინც, წესით, ექსპერტები უნდა იყვნენ – ამიტომაც ამ ზარების დროს გავაცნობიერე, რამოდენა გზა გვაქვს გასავლელი. მაინც კარგი იყო იმის მოსმენა, რომ პასუხებს ბევრი მეცნიერი ეძებდა. „საოცარია იმის ყურება, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავიანთ ნიჭსა და უნარებს ამ პრობლემის დასაძლევად“, – მითხრა გრეგ გონსალვესმა, იელის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მსოფლიო პარტნიორობის ერთ-ერთმა დირექტორმა. „ყველას უნდა, რაღაც გააკეთოს“, – იქნება ეს იურისტი, გეოგრაფი, ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე თუ სხვა შორეული სფეროს წარმომადგენელი. მკვლევართა ამოდენა ყურადღების შედეგად მოკლე დროში საოცარი მოცულობის ინფორმაცია დაგროვდა. ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის პირველი გადაცემიდან რამდენიმე კვირაში მეცნიერებმა ვირუსის მთლიანი გენომის სეკვენირება შეძლეს. ზაფხულისთვის ამერიკაში COVID-19-ის 270-ზე მეტი პოტენციური წამლის კლინიკური გამოცდები მიმდინარეობდა. რაც შეეხება მთავარი ჯილდოს – ვაქცინის – ძიებას, აგვისტოს დასაწყისისთვის მკვლევართა საერთაშორისო გუნდებმა ამერიკიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, კანადიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან უკვე 165 კანდიდატი წამოაყენეს. პროგრესი იმდენად სწრაფი იყო, რომ ფაუჩის მსგავსმა ჰიპერრეალისტმაც კი – რომელიც ხშირად ამახვილებს ყურადღებას ფართომასშტაბიანი კლინიკური გამოცდების ჩატარების მნიშვნელობაზე ახალი მედიკამენტის შემოტანამდე – განაცხადა, რომ მისი „ფრთხილი, თუმცა ოპტიმისტური“ რწმენით ვაქცინა შეიძლება მომავალი წლის დასაწყისში მზად იყოს. თუ ის მართალია, ამ ვაქცინის შექმნას სამი წლით უფრო ნაკლები დასჭირდება, ვიდრე ჩვენს ისტორიაში ყველაზე სწრაფად შექმნილ ვაქცინას დასჭირდა. რეკორდი 1967 წელს დამყარდა ყბაყურას ვაქცინით. მეცნიერმა მორის ჰილემანმა გამოიყენა ვირუსი, რომლის გამოყოფაც თავისი ყბაყურათი დაავადებული ქალიშვილისგან მოახერხა. მაგრამ ხანდახან მეცნიერებას უბრალოდ ვერ დააჩქარებ. ტემპერატურის გაზომვა ბატერსის სკოლაში სამხრეთ ლონდონში შემდეგ ჰოვარდ მარკელს დავურეკე, მიჩიგანის უნივერსიტეტში მედიცინის ისტორიის ცენტრის დირექტორს, და ჩემი მღელვარების კიდევ ერთ მიზეზზე ველაპარაკე: კერძოდ იმაზე, რომ კორონავირუსი, თითქოს, შემაშინებლად იცვლიდა ფორმებს. შეგრძნება მქონდა, რომ ყოველდღე გაზეთს ვშლიდი და ვირუსის მორიგ ახალ სამიზნე ორგანოსა ან ახალი მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფის შესახებ ვკითხულობდი. მარკელმა კი, რომელიც მთელი ცხოვრება ეპიდემიების ისტორიას იკვლევს, მითხრა, რომ ეს მოსალოდნელიც იყო: ახალი და მრავალფეროვანი სიმპტომების ხშირი გამოჩენა ყველა ძლიერ გადამდებ ვირუსს ახასიათებს, როდესაც ის კაცობრიობას მოედება. „რაც უფრო მეტი კლინიკური მასალა გაქვს, რაც მეტი პაციენტი გყავს, მით მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსის ამ ცვალებად ხასიათს დაინახავ“, – თქვა მან. სწორედ ეს მოხდა 1980-იან წლებში შიდსის პანდემიის დასაწყისში. ნებისმიერი დაავადების გამოჩენისას უცნაური სიახლეები იჩენს თავს და ექიმებს აოცებს. იშვიათი სიმპტომის გამოვლენის ალბათობა, მაგალითად, ათასში ერთი რომც იყოს, ექიმები ასეთ სიმპტომს ხშირად წააწყდებიან, თქვა მარკელმა. ასე რომ, COVID-19-ის შესახებ რჩევებისა და განცხადებების ცვლილება საერთოდ არ არის იმის ნიშანი, რომ მეცნიერები დაიბნენ; ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები ახალი დიდი ინფორმაციის გენერირებას ახდენენ და ცდილობენ, გზადაგზა გააანალიზონ ის. ბოლოს ერთ ძველ მეგობარს დავურეკე, სტივენ მორსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის მეილმენის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორს. მორსი ფიგურირებდა წიგნში, რომელიც თითქმის 30 წლის წინ დავწერე მოახლოებულ ვირუსებზე – მაშინ მან პრაქტიკულად იწინასწარმეტყველა ჩვენი ახლანდელი კატასტროფა. 1989 წელს სტივენ მორსი გაუძღვა ქვეყნის პირველ კონფერენციას ახალი ვირუსების თემაზე იმ იმედით, რომ მეცნიერებს მისცემდა შემდეგი მსოფლიო ჭირის განჭვრეტის ბერკეტებს. დღეს იგი ამ ალიაქოთით ცოტა უკმაყოფილოა. „არ მომწონს, საკითხს როგორც ვიკვლევთ – ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება“, – მითხრა მორსმა. გაჭირვებით ეცადა, დადებითი მხარეც დაენახა. „დიდი მოცულობის ცოდნა გახდა ხელმისაწვდომი“, – დასძინა მან, – და თუ ზოგიერთი ასეთი ეგრეთ წოდებული ცოდნა არასწორი აღმოჩნდება, თქვა მან თითქოს კიდევ უფრო დიდი გაჭირვებით, ეს ხომ კარგიც შეიძლება იყოს? „მეცნიერება თვითშესწორებადი პროცესია. შეცდომების შესწორების მცდელობამაც შეიძლება გაუმჯობესებულ ცოდნამდე მიგვიყვანოს“. შესაძლოა. თუმცა, მასთან საუბარმა შვება ვერ მომგვარა. მაინც რამდენიმე საკითხი მაწუხებდა. პირველ რიგში, პროცესის პოლიტიზაციას შეეძლო ყველაფერი წყალში ჩაეყარა. მეცნიერებამ COVID-19-ის, მისი განკურნებისა და პრევენციის გზების ზუსტი სურათი რომ დაგვიხატოს კიდევაც, ყველაფერი შეიძლება სრულიად სხვანაირად გადმოსცენ. ანტონი ფაუჩის რეპუტაციის შემლახველი ამ უცნაური კამპანიის მიხედვით, მისი პირველადი რჩევა ზედმეტად ოპტიმისტური იყო; თუმცა მათ გამოტოვეს ფაუჩის მუდმივი რეფრენი: „შესაძლოა, ეს შეიცვალოს“. მეორეც, თავად მეცნიერება შეიძლება დაზიანდეს. თუ მკვლევრები მიზნის სწრაფად მისაღწევად ნაბიჯებს შეამოკლებენ ან რჩევების გაცემისას მონაცემებს არასრულად გააანალიზებენ, თავისდაუნებურად შეიძლება სწორედ იმ პროცესს გამოუთხარონ ძირი, რომელსაც ეყრდნობიან. მართლაც, მორსთან ლაპარაკიდან მალევე წავიკითხე ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საჯარო ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგებისა და ბიოსტატისტიკოსების გუნდის ანგარიში, რომლის თანახმადაც ბევრი ადრეული კვლევა ზედმეტად ზედაპირული იყო და დიდად არ გამოდგებოდა. გუნდმა COVID-19-ის ჩინეთში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული პირველი 201 კლინიკური ცდის შედეგი გააანალიზა. როგორც ჩანს, ბევრ საკითხს ზერელედ მოეკიდნენ. კვლევების თითქმის ნახევარი იმდენად პატარა ჯგუფებზე იყო ჩატარებული (100 ან ნაკლები პაციენტი), რომ რეალურად არ იყო ინფორმატიული, ორ მესამედს კი არ ჰქონდა დანერგილი ოქროს სტანდარტი, ე.წ. ბრმა ტესტირება, რომლის დროსაც მკვლევრებმა არ იციან, რომელი მონაწილე გადის საკვლევი მკურნალობის კურსს. ამ არასრულყოფილი კვლევების შედეგებს მაინც აქვეყნებდნენ – ნაწილობრივ იმიტომ, რომ წამყვანმა სამეცნიერო ჟურნალებმა, როგორიცაა New England Journal of Medicine და PLOS-ის გამოცემებმა, საზოგადოებას ექსპერტთა შეფასების დაჩქარება აღუთქვეს და კორონავირუსზე სტატიები ჩვეულ დროზე ორჯერ უფრო სწრაფად გამოაქვეყნეს. გამოქვეყნება შეიძლება ასევე პრეპრინტ-სერვერებზე, რომლებზეც სტატიები მანამდე იდება, სანამ ექსპერტები მათ განხილვას მოახერხებენ. ეს სერვერები პანდემიამდე შეიქმნა სამეცნიერო კვლევაში გამჭვირვალობის წასახალისებლად, თუმცა ისინი სწრაფად გავრცელდა, როდესაც კორონავირუსის კვლევები მოზღვავდა. სპეციალისტთა რეცენზიები გვეხმარება, თუმცა გარანტიას არ გვაძლევს; კორონავირუსის შესახებ დაწერილი და ავტორის მიერ უარყოფილი პირველი 25 სტატიიდან 14 რეცენზირებადი ჟურნალებიდან იყო. ახლა, როდესაც ახალ (თუნდაც სუსტ ან პირობით) აღმოჩენებს ვახმაურებთ, რომლებიც უფრო ადრეულ დასკვნებს ეწინააღმდეგება, ისინი, ვინც ახალ ამბებს ვადევნებთ თვალს, ხშირად სასოწარკვეთილნი და დაბნეულნი ვართ. ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ მეცნიერებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ამ მიდებ-მოდების შემყურე ადამიანები მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რჩევებს საერთოდ აღარ მიაქცევენ ყურადღებას. ანტისამეცნიერო განწყობები ნამდვილად არსებობს როგორც ამერიკაში, ისე სხვაგან. ისინი საკმაოდ დამღუპველიცაა და არაერთხელ გაუჩენია ეჭვები ექსპერტების დასკვნებში კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლზე, ვაქცინის უსაფრთხოებასა და სხვა მწვავე საკითხებზე. ზოგი ადამიანი COVID-19-ს საერთოდ არ აღიარებს და აცხადებს, რომ პანდემია შეთქმულება ან ტყუილია (ან ორივე ერთად – რას გაიგებ). ისინი ღვარძლიანად უტევენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაგან ზოგიც ხანდახან მკვლელობის მუქარების მიღების შემდეგ სამსახურიდან მიდის. იმ ვიდეორგოლების ნახვაც მაოცებს, რომლებშიც ხალხი მაღაზიის მფლობელებს ან მერიის წარმომადგენლებს პირბადის ტარების მოთხოვნის გამო უყვირის. ეს მხოლოდ ამერიკული ფენომენი არაა. კორონავირუსის შესახებ ნებსით ან უნებლიეთ გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა და მსოფლიოს გარშემო მოდებული შეთქმულების თეორიების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ერთდროულად ჯანდაცვის ორ საჯარო საფრთხეს ვებრძვით: თავად პანდემიასა და მის შესახებ სახიფათოდ მცდარი იდეების „ინფოდემიას“. მაგრამ სულაც არაა საჭირო, COVID-19-ის თავგამოდებული უარმყოფელი იყო იმისთვის, რომ პანდემიის გაკვეთილები გამოგეპაროს; ეს შეიძლება რიგით ახლომხედველ, მარტივად შეცდენად ადამიანსაც მოუვიდეს. „ყველა ეპიდემია, რომელიც შემისწავლია, ყოველთვის მსოფლიო ამნეზიით მთავრდება, – თქვა მარკელმა, – ჩვენ ყოველთვის ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდებით“. ის „საშინელი პრობლემები“, რომლებმაც პანდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი – ურბანიზაცია, ბუნების განადგურება, საერთაშორისო მგზავრობა, კლიმატის ცვლილება, ომის ლტოლვილები – უბრალოდ არსებობას განაგრძობს. ხალხი კი ინტერესს კარგავს და აღარ ითხოვს, რომ მეცნიერებას მეტი დრო, ფული და ინტელექტუალური რესურსი დაეთმოს. პოლიტიკოსები შემდეგ სანახაობაზე გადადიან, ისინი კი, ვისაც საქვეყნო პოლიტიკის შემუშავება ევალება, თავისთვის გაჰყვირიან: „ჩვენ ეს ჯერ კიდევ გვჭირდება!“ XXI საუკუნე უკვე ისე დაიწყო, რომ მარკელმა მას ეპიდემიების საუკუნე დაარქვა: სარსი 2003-ში, H1N1 (ღორის გრიპი) 2009-ში, მერსი 2012-ში, ებოლა 2014-2016 წლებში, ახლა კი COVID-19 2019 და 2020 წლებში (და კიდევ ვინ იცის, რამდენი ხანი). 20 წელიწადში ხუთი ეპიდემია – თანაც, ყოველი მათგანი წინაზე უარესი – ეს უკანასკნელი კი რამდენიმეჯერ უარესი წინა ოთხივე ეპიდემიაზე ერთად. სანამ XIX საუკუნეში მეცნიერები დაამტკიცებდნენ, რომ დაავადებებს მიკრობები ავრცელებდნენ, ეპიდემიები ბლანტ სისხლს და „მყრალ მიაზმებს“ ბრალდებოდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი გაყინული საცდელი ვაქცინის ინექცია COVID-19-ის საწინააღმდეგოდ კორონავირუსის კვლევა ასეც დაუხასიათებიათ: მეცნიერები თან თვითმფრინავს აწყობენ, თან დაფრინავენო. შესაძლოა, რაღაც (უცნაური) გაგებით, სამეცნიერო პროცესის აღქმაში დაგვეხმაროს კიდეც ამ ყველაფრის ყურება. იქნებ პანდემიამ სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნოს იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამეცნიერო აღმოჩენები ადამიანის კეთილდღეობისთვის. სწორედ ამის იმედი აქვს ლინ ენდრიუსსაც, სამეცნიერო განათლების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა მხარდაჭერის სამსახურის დირექტორს. „ადამიანები მთლიანობაში ბუნებრივად ენდობიან მეცნიერებას, მაგრამ პოლარიზებულ საკითხებში შეიძლება ყველაფერი აირიოს“, – თქვა ენდრიუსმა, რომელიც ადრე საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. შეიძლება კარგიცაა, ასე ნათლად რომ ვხედავთ ყველაფერს. მართლაც, მეცნიერებაში რწმენის ასამაღლებლად საუკეთესო გზა ჰიპოთეზების შემოწმებისა და შეცვლის პროცესის ჩვენებაა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფართო საზოგადოება უფრო ნაკლებადაა შეშფოთებული მეცნიერების ყურებით, ვიდრე მე ვშიშობდი. 2015 წლიდან პიუს კვლევითი ცენტრი აკვირდება, რას ფიქრობენ ამერიკელები მეცნიერებაზე. აღმოჩნდა, რომ მათი პოზიცია ნელ-ნელა უფრო და უფრო დადებითი ხდება – აქ შედის 2020 წლის აპრილსა და მაისში ჩატარებული გამოკითხვაც – ამ დროს კორონავირუსი პიკს უახლოვდებოდა და გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში იყო. 2019 წლის იანვარში, უკანასკნელ გამოკითხვაში პანდემიის დაწყებამდე, რესპონდენტები უკვე მეცნიერების ნდობისკენ იხრებოდნენ. 86% აცხადებდა, რომ „დიდი“ ან „საკმაო“ რწმენა ჰქონდათ იმისა, რომ მეცნიერებს საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებდათ. პანდემიის პერიოდში ნდობის დონე 87%-მდე გაიზარდა. თუმცა შემდეგ, როდესაც კერი ფანკს – პიუს ცენტრის სამეცნიერო და საზოგადოებრივი კვლევის დირექტორს – დავურეკე ამ დამაიმედებელ შედეგებზე სალაპარაკოდ, მირჩია, ძალიანაც არ გამხარებოდა, რადგან ყველაფერი უფრო ჩახლართულად იყო. ფანკის თქმით, მეცნიერებისადმი ნდობის კუთხით გამოკითხვები პარტიული ნიშნით გაყოფასაც ავლენს. რესპუბლიკელებსა და რესპუბლიკელებთან ახლოს მყოფ ადამიანებს ჯერაც არ სურთ მეცნიერების სრულად მიღება. ივლისში კორონავირუსის გავრცელებიდან მალევე პიუს ცენტრმა აღმოაჩინა, რომ რესპუბლიკელების 46%-ის აზრით, COVID-19 „დიდი“ საჯარო საფრთხე იყო. დემოკრატებში ეს რიცხვი 85%-ს აღწევს. პიუს კვლევები მეცნიერებისადმი ნდობაში რასობრივ განსხვავებებსაც ავლენს. წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შავკანიანი ზრდასრულები უფრო ნაკლებად ენდობიან სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, ვიდრე მთლიანად მოსახლეობა. ისინი, ასევე, ნაკლებად ენდობიან COVID-19-ის მკურნალობის მეთოდებს თუ ვაქცინას; შავკანიანი რესპონდენტების მხოლოდ 54% გაიკეთებდა COVID-19-ის ვაქცინას „აუცილებლად“ ან „სავარაუდოდ“ – თეთრკანიანებსა და ლათინოამერიკელებში ეს მაჩვენებელი 74%-ს აღწევს. ამ უნდობლობას ის ამძაფრებს, რომ შავკანიან პაციენტებს საავადმყოფოებსა და სასწრაფო დახმარების პუნქტებში არადამაკმაყოფილებლად ეპყრობიან. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია COVID-19-ის პერიოდში, რადგან ვირუსით ინფიცირებისას შავკანიანთა სიკვდილიანობა ორჯერ მეტია თეთრკანიანებთან შედარებით. ეს რასობრივი და პოლიტიკური განსხვავებები მეცნიერების აღქმაში განსაკუთრებით სახიფათოა ახლა, როდესაც სკეპტიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლისას მეცნიერების პროგრესის ძირის გამოთხრა შეუძლიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ საკმარისი სკეპტიკოსი უგულებელყოფს საკონტროლო საშუალებებსა და ვაქცინებს, მეცნიერება, ალბათ, საერთოდ ვეღარ შეძლებს ჩვენს დაცვას. მინდა მჯეროდეს, რომ ენდრიუსი მართალია იმაში, რომ აქედან რაღაცის სწავლა შეგვიძლია – ალბათ, ეს იმათ არ ეხებათ, ვისაც აზრი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. უფრო მათ, ვისი ბავშვობის წლებიც კორონავირუსმა განსაზღვრა. ამ ბავშვებს – ზოგი მათ „თაობა C“-ს ეძახის – შესაძლოა, ნაკლებად ეყოს მოთმინება ამ პოლარიზაციისთვის, რომელიც ჩვენს დღევანდელობას ახასიათებს. ვთქვათ, ისინი ამ ასაკში – როდესაც ისინი პიროვნებებად ყალიბდებიან – სამეცნიერო პროცესს ახლოდან აკვირდებიან. ისიც დავუშვათ, რომ ბოლოს მეცნიერები მართლაც გადაგვარჩენენ. ახლა 2040 წელია. თაობა C უკვე გაიზარდა. უცბად იწყება ახალი პანდემია. რადგან ეს თაობა COVID-19-ს ასეთ მგრძნობიარე ასაკში შეესწრო, ისინი ახალი სენის მნიშვნელობას მალევე იაზრებენ და ხვდებიან, რომ ეს არ არის ტყუილი. იკეთებენ ნიღბებს, იცავენ სოციალურ დისტანციას, ვაქცინას იკეთებენ მისი გამოსვლისთანავე (და ვაქცინასაც მალევე ამზადებენ, რადგან მეცნიერებმა, ისევე როგორც პოლიტიკოსებმა, ამასობაში რაღაცები ისწავლეს). თაობა C პანდემიას შედარებით ნაკლები სიკვდილიანობთ ან ეკონომიკური შეფერხებით გადაურჩება, რადგან ბავშვობაში მათ მნიშვნელოვანი გაკვეთილები აითვისეს: რომ რჩევები საზოგადო ჯანდაცვაზე ეყრდნობა არსებულ მონაცემებს შორის საუკეთესო ცნობებს, რომ ასეთი რჩევები შეიძლება შეიცვალოს მონაცემების ზრდასთან ერთად, რომ მეცნიერება უწყვეტი პროცესია, რომლის დაჩქარებაც არ გამოდის. შეიძლება უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს იმ სფეროებში, რომლებმაც კორონავირუსის კატასტროფა გადაგვატანინა: გვყავდეს მეტი ექიმი, ექთანი, პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები, ინფექციური დაავადებების, ეპიდემიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მეტი სპეციალისტი – თითოეულ მათგანს ისეთი კარიერა ექნება არჩეული, რომლის ოქროს ხანაც მათ ბავშვობაში დადგა. ისმის შეკითხვა: უპასუხებს თუ არა თაობა C შემდეგ მსოფლიო ჭირს (რომელიც აუცილებლად დადგება) „გლობალური ამნეზიით“? მინდა, ეს ასე არ იყოს – არა მხოლოდ ჩემი დაზარალებული თავდაჯერებულობისთვის, არამედ ჩემი ორი შვილიშვილისთვის, რომლებსაც ამ რეალობის გამოცდა მოუწევთ. ის, თუ რა მოხდება მომავალ თვეებში, ბევრ რამეს გადაწყვეტს. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ ეპიდემიოლოგიური მრუდები, რომლებსაც მთელი წელია ვუკირკიტებ, ბოლოს ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ჩვენც ნორმალურთან მიახლოებულ ცხოვრებას ვუბრუნდებით. წარმოიდგინეთ, რომ ეფექტურ მკურნალობას მივაკვლიეთ და COVID-19 თითქმის ნებისმიერი ადამიანისთვის მოკლევადიანი და განკურნებადი დაავადება გახდა. ვთქვათ, ვაქცინასაც მალე შევქმნით და მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება. ეს ყველაფერი თუ მოხდება, ვითომ რატომ არ დავაფასებთ მეცნიერებას და მთელ მის არეულ-დარეულ გენიალურობას კიდევ უფრო მეტად? ვცდილობ, ეს იმედი მაინც შევინარჩუნო იმის მიუხედავად, თუ როგორ აკრიტიკებენ მეცნიერებს პოლიტიკოსები და როგორ ეჭვქვეშ აყენებენ მეცნიერების ყოველ ნაბიჯს „პირადი არჩევანის“ მომხრე ფანატიკოსები. ვცდილობ, ჩემს თავს ვუთხრა, რომ ხანდახან კეთილი ანგელოზი იმარჯვებს, რომ გვყავს ანგელოზების არმია – მეცნიერები, განმანათლებლები, ექიმები, ექთნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურები – რომლებიც ჩვენს სიზმრებში კორონავირუსის კადრის გამოჩენის დღიდან დაუღალავად მუშაობენ კეთილი ბოლოსთვის. აი, სწორედ ასეთი დასასრულის მინდა მჯეროდეს: რომელშიც ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო დავაფასებთ მეცნიერებას – კაცობრიობის ყველაზე დიდ შესაძლებლობას, გადაურჩეს ტანჯვასა და ნაადრევ სიკვდილს. როგორ შეიქმნა ეს ფოტოები: ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, ჩვენი ახალი რეჟიმი თბოვიზორით გადაეღო და ეჩვენებინა, რომ სხეულის ტემპერატურა კორონავირუსის დიაგნოსტიკის საშუალება გახდა. ტემპერატურა ფერების გრადიენტად გარდაიქმნება – ცივი ლურჯიდან თბილ ნარინჯისფრამდე. რობინ მარანც ჰენიგი ჩვენი ჟურნალისთვის ხშირად წერს სტატიებს. ივლისის გამოცემაში ის წერდა, რომ ექსპერტები გვაფრთხილებდნენ პანდემიის მოახლოებაზე. ჯაილზ პრაისი ლონდონში მოღვაწეობს და ფოტოგრაფიის მეშვეობით სოციალურ ლანდშაფტს აფიქსირებს, ხშირად განსხვავებული ოპტიკური ტექნოლოგიებით. ტექნოლოგიები წინ გვიძღვება ფართოდიაპაზონიან ინტერნეტზე წვდომა არასოდეს ყოფილა თანასწორი. პანდემიამ ეს უფსკრული უფრო გამოააშკარავა. და მაინც, მაღალსიჩქარიანი 5G ქსელების პროგრესი მომავალში კიდევ უფრო სრულად მოიცავს სფეროებს, როგორიცაა ტელემედიცინა, საბანკო საქმე, განათლება და ტრანსპორტი – ინტერნეტი იქნება უფრო სწრაფი და მასზე წვდომა კიდევ უფრო მეტს ექნება. „ეს იქნება ცვლილებების ტალღა“, – ამბობს დევიდ გრეინი, სატელეკომუნიკაციო ანძის კომპანიის (მაშინდელი „გლობალ სიგნალის“) ყოფილი პრეზიდენტი. – დენიელ სტოუნი ილუსტრაცია: რეიჩელ ლევიტ რუისიდისტანციური შესაძლებლობები ინტერნეტი მილიონობით ადამიანს დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევს, თუმცა შედეგად კიბერშეტევების უფრო დიდი რისკის ქვეშ ვართ. ჯესპერ ანდერსენი, კიბერუსაფრთხოების ფირმა Infoblox-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ „დისტანციური ბიზნესის უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფა ბევრად უფრო რთულია“, არაფერი რომ არ ვთქვათ, მაგალითად, ტელემედიცინის ოფისსა და თვითმავალი მანქანების ქსელზე. დეცენტრალიზებული სერვერები სიჩქარეს გაზრდის, ხოლო ავტორიზაციის უფრო დახვეწილი გზები ონლაინუსაფრთხოებას გააუმჯობესებს. – დენიელ სტოუნი ილუსტრაცია: რეიჩელ ლევიტ რუისიThe post მეცნიერებას უნდა ვენდოთ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article
-
- მეცნიერებას
- უნდა
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სისტემური პარადოქსი: რატომ უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები | მარი გაბუნია
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ეროვნული გამოცდების რეფორმის წინაპირობა საქართველოში 2003 წელს ქვეყნის მიერ პროდასავლური კურსის არჩევა იყო, რასაც მოყვა რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის მოდელზე გადასვლის მცდელობა განათლების სფეროში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესის გადახედვით დაიწყო, შესაბამისად, 2005 წლიდან დაინერგა ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც დაეფუძნა უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი მოდელით ჩანაცვლების იდეას. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანი განისაზღვრა როგორც: ა) საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა ბ) საგნამნათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა ეროვნული გამოცდების პირველი მიზანი, მიაღწიოს გამჭვირვალე, ანტიკორუფციულ და კონფიდენციალურ საგამოცდო პროცედურას მიღწეულია. სადაოა რამდენად აღწევს ეროვნული გამოცდები მისთვის განსაზღვრულ მეორე მიზანს და ახერხებს უნივერსიტეტებში გაგრძელების მსურველთა იმ უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, რამაც შემდგომში უნდა გადაწყვიტოს არიან თუ არა მოსწავლეები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების „ღირსნი“. ამ „ღირსების“ დასადგენად ბოლო წლებში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა: დაამატეს საატესტატო გამოცდები, შემდეგ გააუქმეს, ასევე გაუქმდა ზოგადი უნარების გამოცდა. 2019 წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, თავად ჩაატარა ეროვნული გამოცდების შეფასების კვლევა , სადაც აღწერილია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები ძირითადად მის პროცედურულ გამართულობას და ობიექტურობას უსვამს ხაზს. ამ კვლევის საფუძველზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ის არ აღმოჩნდა საკმარისი დაერწმუნებინა სამინისტრო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო, რაც გვაფიქრებინებს რომ სისტემის ლოგიკის მიხედვით, გამოცდების ობიექტურობისა და პროცედურული გამართულობის ღირებულება ჭარბობს გამოცდების ნაკლოვანებებს. განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიცია ბადებს ეჭვს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. სამინისტროს ძალიან უჭირს ეროვნულ გამოცდებთან გამომშვიდობება, რადგან ის დღემდე განათლების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ითვლება. ეროვნულმა გამოცდებმა თავისი როლი და სასიცოცხლო ციკლი უკვე დიდი ხანია ამოწურა, ამიტომ მნიშვნელოვანია არ დავრჩეთ ამ რეფორმის ხიბლში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო: ვერტიკალური განათლება განათლების მნიშვნელობის აღქმა პოლიტიკის დოკუმენტებში და რეალობაშიც საფეხურეობრივია. ვერტიკალური სვეტის მთავარი მიზანი საფეხურებს შორის ნახტომების გაკეთებაა და შინაარსობრივი აქცენტი თითოეულ საფეხურზე ყოფნის დროს ხარისხიანი განათლების მიღების დაკარგულია. სხვა სიტყვებით, ეროვნულმა გამოცდებმა ზოგადი განათლების მიზანი განსაზღვრა როგორც უნივერსიტეტში მოხვედრის ფუნქცია და არა სკოლაში ყოფნის დროს სრულყოფილი სასკოლო განათლების მიღება. ამგვარ ვერტიკალურ კიბეს ართულებს თანმდევი სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, რომლის გათვალისწინებითაც ეროვნული გამოცდები განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ უთანასწორობას უფრო მეტად აღრმავებს ვიდრე ამცირებს. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადი განათლების ხარისხი კორელაციაშია გამოცდების შედეგებთან. ზოგადი განათლების შეფასება ქვეყანაში ხდება სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების მიხედვით (PISA, TIMSS). არსებული შედეგები არც თუ ისე დამაიმედებელია. TIMSS – ის მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან 2015 წლამდე უთანასწორობა განათლებაში გაიზარდა. სხვაობაა ქალაქისა და სოფლის, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის. PISA -ს 2019 წლის მონაცემებით, სხვაობა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის 44 სატესტო ქულას შეადგენს. ასევე, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონდე მოსწავლეები 78 ქულით ჩამორჩებიან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეებს. TIMSS -ის მიხედვით კერძო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე მაღალი შედეგი აქვთ. PISA -ს კვლევაში ჩანს, რომ აზერბაჯანულ ენოვანმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყელო მეცნიერებებში საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მათ ვინც ტესტი ქართულად დაწერა. კვლევების შედეგები მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსწავლეების მიღწევებს ზოგად განათლებაში და ეროვნულ გამოცდებზე საგრძნობლად განსაზღვრავს სკოლების ადგილმდებარეობა (სოფელი/ქალაქი), სკოლის ტიპი (საჯარო/კერძო) და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სპეციფიკა (ეთნიკური უმცირესობები, დევნილები). ამ ტენდენციას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის კვლევა და აღიარებს, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილისა და სკოლის ტიპის მიხედვით, ეს ცვლადი ასევე გავლენას ახდენს სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე. ამ მოცემულობაში, გაუგებარია რატომ უწყობს სისტემა ხელს უთანასწორობის გაღრმავებას, როცა გამოცდების გაუქმებით მისი სრულად აღმოფხვრა არა, მაგრამ საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია. ზოგადი განათლების ორი პარალელური სისტემა ქვეყანაში არსებობს ორი ზოგადი განათლება, ერთი ფორმალური და მეორე არაფორმალური. ეროვნული გამოცდები არაფორმალურ ზოგად განათლებას – რეპეტიტორთა ინსტიტუტს – აძლიერებს და ამით აღრმავებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას. 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, რეპეტიტორთან მომზადების მთავარ მიზეზად დასახელებულია ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი (53%). მომზადება დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლებთან, ამ მხრივ პროპორცია მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის არის 64 და 24 %. არც მასწავლებლები არიან თანაბარ პირობებში, ისინი ერთი ტიპის მომსახურებში განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ გეოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით. კობახიძის (2018) კვლევის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბანში მათემატიკის მასწავლებელი აბიტურიენტის მომზადებაში იღებს 1000 დან 1800 დოლარმდე 10 თვის განმავლობაში. იგივე მონაცემები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ინგლისურში ქობულეთში ერთი მასწავლებელი იღებს 40-დან 70 ლარამდე, საგარეჯოში – 50 ლარს. მასწავლებლების სოციო-ეკონომიკური სტატუსიც განსაზღვრავს ფასწარმოებას, თუ მათი ოჯახები ფინანსურად რთულ მდგომარეობაში არიან, ისინი იგივე მომსახურებში ბევრად დაბალ თანხას იღებენ (მაგ. 30 ან 40 ლარი ერთ საგანში). 2011 წლის კერძო რეპეტიტორების ფენომენის კვლევის მიხედვით, მშობლების მიერ ზოგად განათლებაში დახარჯული თანხა დაახლოებით შეადგენდა 300 მილიონ ლარს, რაც სახელმწიფოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის გამოყოფილი თანხის 85,5% წარმოადგენს და აქედან 40 % არის რეპეტიტორების ხარჯები. საერთო ჯამში რეპეტიტორების წილი ზოგადი განათლების ბიუჯეტის 35 % -ია . ამ მხრივ დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა რომ შეცვალა. რეპეტიტორთა ინსტიტუტი სრულად ვერასდროს გაუქმდება და ეს სამინისტროს თვითმიზანი არც უნდა იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია მაშტაბების გათვალისწინება. ძლიერი რეპეტიტორთა ინსტიტუტი ერთგავრი მესიჯია, რომ მასწავლებლის დაფასება და აღიარება ხდება გამოცდების ქულების მიხედვით და არა სკოლაში ყოფნის დროს მათი მოსწავლეებთან ურთიერთობის და ჯანსაღი სასწავლო გარემოს ხელშეწყობის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, ხდება სკოლის როლის და რეპუტაციის დაკნინება. კობახიძის (2018) წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეები რომლებიც კერძოდ ემზადებიან კარგავენ ინტერესს ჩაერთონ სასკოლო პროგრამის მიერ განსაზღვრულ სასწავლო აქტივობებში. ასევე, მასწავლებელებს უჭირთ იმ მოსწავლეების მიმართ ფავორიტიზმის დამალვა, რომლებსაც კერძოდ ამზადებენ. გამოდის რომ სკოლა მოსწავლეებს კი არ ეხმარება გამოცდების ჩაბარებაში, არამედ პირიქით – ხელს უშლით მათ. ამავე პრობლემას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშიც (2019), რომელიც ამბობს რომ რეპეტიტორებთან მომზადება გარდაუვალ საჭიროებად აღიქმება და რომ კერძოდ მომზადება მჭიდრო კავშირშია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან და ეროვნული გამოცდების შედეგებთან. გამოდის რომ გვაქვს ნახევრად ბუტაფორიული ზოგადი განათლება, რომელსაც ადასტურებს ეროვნული გამოცდების ცენტრის კვლევაც, მაგრამ მაინც არ ჩანს მისი ცვლილების სურვილი, რაც კიდევ ერთი სისტემური პარადოქსია. ხარჯთეფექტურობა ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე მილიონ ლარს ხარჯავს საგამოცდო ტესტების მომზადებაში, ინფრასტრუქტურაში, გამოცდების შედეგების გასწორებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი 2018 წელს იყო 11, 810, 000 მილიონი ლარი, აქედან ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენდა 4, 400, 000 მილიონ ლარს. ამას შეგვიძლია დავამატოთ მშობლების მიერ ყოველწლიურად დახარჯული რამდენიმე მილიონი ლარი კერძოდ მომზადებაში (დაახლოებით 180 მილიონი ლარი). თანხები საკმაოდ დიდია, მაგრამ არ ჩანს ვინ იღებს სარგებელს ამ დანახარჯებიდან. თუ ვიტყვით, რომ პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები, მშობლები და უნივერსიტეტები, მაშინ ვნახავთ რომ მოსწავლეების და მშობლების ინტერესი მიიღონ მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება მიღწეული არ არის, უნივერსიტეტის ინტერესი ჰქონდეს გარკვეული ავტონომია და მიიღოს მონაწილეობა სტუდენტების შერჩევის პროცესში პროგრამების შესაბამისად, მიღწეული არ არის. სხვა სიტყვებით, ეროვნული გამოცდები განათლების ხარისხის ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების ინტერესებს არ ემსახურება, მაშინ ლოგიკურია დაისვას კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა გამოცდების პროცედურულ გამართულობაში მილიონობით ლარის ყოველწლიურად დახარჯვა თუ შინაარსობრივ სარგებელს არცერთი მხარე არ იღებს ? აქვე, დამატებითი კითხვა თვითრეფლექსიისთვის: რა სარგებელს მიიღებდა ზოგადი განათლება მილიონობით ლარის ინვესტირება ყოველწლიურად გამოცდების ორგანიზების ნაცვლად სკოლების გაძლიერებაში რომ მომხდარიყო ? ალტერნატივა ეროვნული გამოცდების შედეგები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ერთადერთი კრიტერიუმია. არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს მოდელი, რომელიც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ 3 საათიან გამოცდაზე მიღებული შედეგების მიხედვით წყვეტს. ალტერნატიულმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს კრიტერიუმების მრავლფეროვნება და მათი წონის გადანაწილება. კრიტერიუმების მრავალფეროვნება შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტებს ჩაერთონ შერჩევის პროცესში. მაგალითად, დანიშნონ დამატებითი გასაუბრება,მოითხოვონ სამოტივაციო წერილი, სასკოლო ნიშნების ფურცელი, დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. პროცესი უნდა შეადგენდეს ამ მონაცემების ერთობლიობას და უნდა გაერთიანდეს პორტფოლიოში. ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ, გაზრდის უნივერსიტეტების ავტონომიას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სკოლის დაკნინებული როლის აღდგენას. უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამგვარი მოდელიც შეიცავს რისკებს, მაგალითად, სკოლაში ნიშნების დაწერასთან დაკავშირებული კორუფციის მატება და უნივერსიტეტების გასაუბრებისა და პორტფოლიოების შეფასების არაობიექტურობა. ეს რისკები ნამდილად არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიულ მოდელზე გადასვლა ამ მიზეზების გამო შეფერხდეს. სამინისტროს ვალდებულებაა თანხების ინვესტირება მოახდინოს ალტერნატიული მოდელის ფუნქციურ და მეთოდოლოგიურ დახვეწაში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მასთან დაკავშირებულ პროცედურულ და შინაარსობრივ რისკებს.-
- სისტემური
- პარადოქსი:
- (and 7 more)