Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საქართველო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 12 results

  1. „ევროკავშირი კვლავაც დააყენებს უკრაინაში, საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ადგილას რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სისტემატური დარღვევის საკითხს“, – ნათქვამია ერთობლივ საკომუნიკაციო https://ec.europa.eu/info/sites/default/files/joint-communication-eu-russia-relations.pdf?fbclid=IwAR3m7LRLR3KEbWOI5NXaqoTMT1Udj8_YZpDjBPXLpxbT68LA2dJ0EYkl-Nk რომელიც ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 16 ივნისს გამოაქვეყნეს. ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტის სახელზე გამოქვეყნებული დოკუმენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი „უშუალო სამხედრო და ჰიბრიდულ ქმედებებს ახორციელებს მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელთაც ის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ასაზრდოებს“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავაც ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის, ასევე „ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის“ მიმართ. „ევროკავშირი კვლავ შეეწინააღმდეგა რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში, რომელთაც უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია დოკუმენტში. 13-გვერდიანი დოკუმენტი უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ ანგარიშის წარდგენაზე ევროპული საბჭოს თხოვნის საფუძველზე მოამზადეს. ბლაბლა
  2. გუშინდელი ფაქტის შემდეგ მოთხოვნილება სავარაუდო შედეგებზე შეიცვალა. პოლიტიკური პროცესის ყოველი ეპიზოდი და დეტალი აღიქმებოდა მთავარ კითხვაზე პასუხად. კითხვა ეხებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. პოლარული აზრების ცენტრი სწორედ ეს საკითხი იყო და ის გუშინ შეიცვალა. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი ჩამოყალიბდა, რაც პარლამენტის დემოკრატიულად დაკომპლექტების საკითხსაც თავისთავად მოიცავს. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები ?! ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აღარ გვჭირდება მხარეთა შორის უთანხმოებების გააზრება და არც მოლაპრაკებებში გაჩენილი წინააღმდეგობების გარკვევა. არ ვიცი რამდენად აცნობიერებთ ამ საკითხის მნიშვნელობის გაზრდის ფაქტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერის გადადგომისა და პოზიციების უცვლელობის ფონზე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მთავარია და ის ყველა სხვა საკითხს მოიცავს. გთავაზობთ შედეგის პროგნოზს მანამ, სანამ იქნება «No more bets»
  3. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ევროპის უდიდესი ინდუსტრიული მწარმოებლის – SIEMENS-ის პირველი ნაბიჯები მჭიდროდ უკავშირდება კავკასიის ერთ პატარა ქვეყანას – საქართველოს. გერმანული კონგლომერატის ისტორია სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იღებს და ძმები სიმენსების საოცარი მიღწევებით იწყება. სწორედ მათ გამოიგონეს პირველი რეგულატორი ორთქლის ძრავისთვის. სიმენსების სახელს უკავშირდება პირველი ელექტრული რკინიგზისა და ლიფტის შექმნაც. კომპანიის უდიდესი პროგრესი კი ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის შექმნით დაიწყო. Wikipedia / Siemensსიმენსების ოჯახი ქალაქ ჰანოვერის მახლობლად, ლენთეში, ცხოვრობდა. ქრისტიან სიმენსი ფერმერი გახლდათ, რომელმაც ვაჟები წარმატებულ ინჟინრებად და ბიზნესმენებად გაზარდა. კომპანია SIEMENS სწორედ მისმა უფროსმა ვაჟმა ვერნერმა მეგობართან – იოჰან ჰალსკესთან ერთად, 1847 წელს დააარსა. იმხანად იგი ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახლდათ და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობდა. კომპანიის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ ვერნერის ძმები და სხვა ნათესავებიც. SIEMENS-ის განვითარებას ბიძგი მისცა დიდი ოდენობის შეკვეთებმა რუსეთიდან. კომპანიამ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი სატელეგრაფო ხაზი გაიყვანა, მათ შორის, პეტერბურგიდან ცარსკოე სელომდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კუნძულ კრონშტადტიდან გამომავალი წყალქვეშა კაბელიც. ამის წყალობით SIEMENS-მა ერთმანეთს უამრავი ქალაქი დაუკავშირა. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კომპანია ძირითადად ამიერკავკასიაში, კერძოდ თბილისში, საქმიანობდა. მისი ერთ-ერთი პირველი ფილიალიც სწორედ აქ გაიხსნა. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დედაქალაქის, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რგოლის როლი. კომპანია საექსპორტო საქმიანობისთვის აქტიურად იყენებდა ფოთისა და ბათუმის პორტებს. 1858 წელს SIEMENS-ის დახმარებით გაიყვანეს ამიერკავკასიის პირველი ტელეგრაფი – თბილისი-კოჯორი. ორი წლის შემდეგ მას თბილისი-ქუთაისი-ფოთის ხაზიც დაემატა, ხოლო 1862 წელს უკვე თბილისი-მოსკოვის ტელეგრაფს ჩაეყარა საფუძველი, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ილია ჭავჭავაძეც. მისი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპასთან ტელეგრაფით დაკავშირება. მომავალში თბილისი ტელეგრაფით ბაქოს, ერევანსა და სპარსეთის ქალაქებსაც დაუკავშირდა. 1881 წელს სიმენსების ხელმძღვანელობით დასრულდა ყველაზე გრძელი სახმელეთო ხაზის – ლონდონი-კალკუტას ტელეგრაფის მშენებლობა. ერთ-ერთი ძმა კარლ სიმენსი თავად იყო ჩამოსული საქართველოში შავ ზღვაში გასატარებელი წყალქვეშა კაბელის ჩამოსატანად. ინდოეთის ტელეგრაფმა მსოფლიოს 35 ქვეყანა დააკავშირა ერთმანეთთან. კომპანიის დამფუძნებელი ვერნერ სიმენსი საკუთარ მოგონებებში დეტალურად აღწერს შავ ზღვაში მუშაობის პროცესსა და ქართული კულტურისა და საზოგადოების გაცნობით მიღებულ შთაბეჭდილებებს. Siemensსაინტერესოა, რომ ვერნერის ძმები, ვალტერი და ოტო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი წლების განმავლობაში თბილისში პრუსიის კონსულის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი იმას, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატელეგრაფო მოწყობილობით გადაიცემოდა დეპეშები ევროპასა და ინდოეთში. ძმების ღვაწლი მაშინდელი საქართველოს ინდუსტრიულ პროგრესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვარაუდობენ, რომ ორივე მათგანი დღევანდელი ვერის ბაღის ტერიტორიაზე დაკრძალეს, თუმცა, ამჟამად მათი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. The post სიმენსები და საქართველო appeared first on BusinessFeed.
  4. „ნატო იმედოვნებს, რომ საქართველო დაიცავს იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შემუშავებაზეც მან ბოლო წლებში ამდენი იმუშავა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 მარტს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველომ პოლიტიკური უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა მოაგვაროს და თავი აარიდოს უთანხმოების გამომწვევ რიტორიკასა და ქმედებებს. „პრემიერ-მინისტრო, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და საერთო გამოსავალი გამონახოთ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და სწორედ „ესაა მიზეზი, რატომაც მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის [ნიკა მელიას] დაკავებით“. ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააღრმავონ თანამშრომლობა, მათ შორის, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მეშვეობით. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსა და ნატოსთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე. „ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი იქ ყოფნა გავაძლიეროთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მიესალმა რეგიონში ნატოს გაძლიერებულ ყოფნას და აღნიშნა, რომ „ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება სრულყოფილი სტაბილური და უსაფრთხო შავის ზღვის გარეშე“. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი“ აქვს ალიანსში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. მისივე თქმით, ქვეყანამ დაადასტურა, რომ მას შეუძლია „კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარება ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობით“. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ძალღონე არ დაიშურა ნატოს ღირებულებების დაცვისა და ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. „მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო, რომ წინ წავიწიოთ საქართველოს მისწრაფებებში“, – განაცხადა მან. დღესვე, მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც 15-17 მარტს ბრიუსელს სტუმრობს, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე წაიკითხეთ: საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს ბორელი ღარიბაშვილთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა
  5. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა ტრეფიკინგის საკითხებში (GRETA) რიგით მესამე ანგარიშში ცნობად მიიღო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, თუმცა „მსხვერპლთა იდენტიფიცირების გაუმჯობესებისა და სისხლის სამართლებრივი რეაგირების გაძლიერების“ საჭიროებას გაუსვა ხაზი. 16 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულებასაც აფასებს. აღნიშნავს რა, რომ „საქართველო დიდწილად ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმომავლობის ქვეყანაა და ნაკლებად, ტრანზიტისა და დანიშნულების“, ანგარიში ამბობს, რომ 2015-2019 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ სულ 66 მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა. „2018 წლამდე, იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმეტესობა ქალი იყო, რომელთა ტრეფიკინგიც სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით განხორციელდა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, 2019 წელს იდენტიფიცირებული ყველა მსხვერპლი ქართველი ბავშვი იყო – მათგან 23 გოგონას სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებას, ხოლო ორ ბიჭს და ოთხ გოგონას მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა „გააძლიეროს ძალისხმევა“, რათა აღკვეთოს ბავშვთა ტრეფიკინგი და მეტი ყურადღება მიაქციოს უკანონო საქმიანობასა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას შორის კავშირს. დოკუმენტის თანახმად, წინა შეფასების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები „ადამიანთა ტრეფიკინგის დანაშაულებისთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებას უზრუნველყოფს“. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის იდენტიფიცირების სპეციალური მობილური ჯგუფების რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზარდა; ასევე გაიზარდა შრომის ინსპექტორების რაოდენობა, რომელთაც სათანადო მომზადება გაიარეს. მართალია, ანგარიში აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა შემცირდა, ის შეშფოთებას გამოხატავს შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად არსებული „მაღალი ზღვრის“ გამო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2015-2018 წლებში 80 გამოძიება ჩაატარა და მხოლოდ 15 პირი გასამართლდა. „შრომითი ექსპლოატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევების გამო არავინ გასამართლებულა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეების გადაკვალიფიცირება სხვა ისეთ დანაშაულებში, რომელთაც უფრო მსუბუქი სასჯელი მოჰყვება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის მხოლოდ სამმა მსხვერპლმა მიიღო კომპენსაცია სამოქალაქო სარჩელების მეშვეობით და მხოლოდ ერთ სასამართლო განაჩენს მოჰყვა დამნაშავეთა ქონების კონფისკაცია. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა წვდომას კომპენსაციაზე“.
  6. შტატების ყოფილი ელჩი იან კელი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის დირექტორი ალინა ინაიე ერთობლივ სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის ოფიციალურ ვერბგვერდზე აქვეყნებენ. წერილის თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მოლაპარაკებები აჩვენებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც გარკვეულ პირთა ტყვეობაში რჩება და ძნელად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს განსაკუთრებით აისახება მის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან. საჭიროა, შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან, შეიმუშაოს თავისი პოლიტიკა, რათა დაეხმაროს დემოკრატიას. დასავლეთის მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიციები შესაძლოა, შესუსტდეს. "ქვეყნის მეზობელი ჩრდილოეთიდან, რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს არალიბერალური პერიფერია, რომელიც მას იზოლაციაში მოახდენს დემოკრატიული სამყაროსგან. ქვეყანაში შეჭრის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, რუსეთმა გამოიყენა მთელი არსენალი, რათა საქართველო მაქსიმალურად შორს ყოფილიყო დასავლეთისგან. შეერთებულმა შტატებმა ძალზედ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. მისი დამსახურებით, ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია დაიკავა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - არასრულყოფილი არჩევნების ჩატარება, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და მთავრობასა და ოპოზიციას შორის განმეორებითი მოლაპარაკებები - ევროკავშირმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს "ფართო კონსენსუსის" მიღწევისკენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება უნდა გამოიწვიოს. საქართველო ჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს" Report A Country on the Verge: The Case for Supporting Georgia March 15, 2021 Ian Kelly David Kramer Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation Preface Georgia’s path to democracy has been nothing but sinuous. Since the Rose Revolution in 2001, which marked the end of the Soviet era, the country has seen major progress, intertwined with concerning setbacks. Protests and political negotiations following the October 2020 parliamentary elections reveal a political system that remains captured by individuals, is still plagued by corruption, and hardly represents the interests of Geor­gian citizens. This state of affairs impacts Georgia’s relation with the West, integration with which its people still solidly aspire. It particularly affects its relations with the United States, not long ago a staunch ally of the country. Georgia was a success story for the first few years of Mikheil Saakashvili’s presidency and, as a result of this promising start, became a darling of U.S. policy in the region. Russia’s invasion in 2008 has kept the country high on the transatlantic agenda. So has Georgia’s insistence to join NATO, one way or another, sooner better than later. It is for the country’s strategic importance as a Western ally in a troubled and Russia-dominated neighborhood that the United States needs to continue its close relation with Georgia, tailoring its policies to help advance democracy there and contain backsliding. This very timely report thoroughly substantiates the efforts Georgia has made toward democracy as well as its repeated setbacks, identifying the factors that contribute to its current decline as well as the best policy actions that the United States should take toward the country. As the authors explain, in addition to internal factors—a political sphere tightly controlled by a few people, corruption, and attempts to control the media, among others—there are external ones that test Georgia’s fragile democracy. First and foremost is the country’s neighbor to the north, Russia, which takes any and all steps to ensure an illiberal periphery that insulates it from the democratic world. From invading the country to infiltrating its political life, Russia has used an entire arsenal to keep Georgia as little democratic as possible and away from the West. Just like in the other countries in Russia’s neighborhood, it is the strong will of citizens to have their country aligned to Western values and institutions that is the most serious obstacle to Russia-promoted illiberalism. Georgians remain deeply committed to European and transatlantic institutions, despite the strong Russian propaganda decrying alleged Western decay. It is the strong belief of Georgians in Western values that merit a better, more efficient policy of the West toward the country. The United States could do little to help Georgia if it acted alone. Close cooperation with the EU is not only desirable but necessary. To its merit, the EU has taken a strong stance on latest develop­ments in Georgia—the imperfect elections, the arrest of the opposition leader Nika Melia, and the failure of repeated negotiations between government and opposition on new elections. It called out violations of demo­cratic norms and urged the Georgian political parties to reach “a wide consensus” ahead of the Eu-Georgia Association Council meeting this week. The urgency of events in Georgia should trigger a more determined response from the United States and the EU. We should not get Georgia off our minds just yet. Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation
  7. ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP “რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, თქვენი ურთიერთობების განვითარება გრძელი პროცესი იქნება. ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესის ხელშესაწყობად, შიდა ინსტიტუტების განვითარებაა.” http://gip.ge/wp-content/uploads/2021/02/neil-macfarlane_I.pngპროფესორი ნილ მაკფარლეინი იკვლევს რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, მისი სამხრეთით განვითარებულ რეგიონულ დინამიკას. 1996 წელს აირჩიეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორად. 2005-2010 წლებში პროფესორი მაკფარლეინი ხელმძღვანელობდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 2008-2010 წლებში ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი [ოქსფორდის] უნივერსიტეტის საბჭოსა და არაერთი საუნივერსიტეტო კომიტეტის წევრია. პროფესორი მაკფარლეინი Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარია და იკავებდა, ასევე, სოციალური მეცნიერებების ცენტრის (თბილისი, საქართველო) საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. პროფესორი მაკფარლეინი დაგვთანხმდა ონლაინ დისკუსიაზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით და უპასუხა ჩვენს კითხვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ მათზე. ნახვა გადმოწერა The post საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან appeared first on GIP.
  8. საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია CIA-ს დოკუმენტებში სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია11 მაისი 2017 ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტები გასაჯაროვდა ჯერ კიდევ 2010 წელს, IDFI-ის შუამდგომლობით, მისი ამერიკელი პარტნიორის, ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მოთხოვნით. ანალიტიკური მოხსენებები მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ და ეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. დოკუმენტებში განხილულია როგორც იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარება, ასევე გამსახურდიას ბიოგრაფია. სამწუხაროდ დოკუმენტების ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე დაშიფრულია. IDFI პირველად აქვეყნებს აღნიშნულ დოკუმენტებს და ფართო მკითხველს, ისევე როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს, სთავაზობს CIA-ის ანალიტიკურ მოხსენებებს რომლებიც მომზადდა 1991 წლის ივნისი -სექტემბერის პერიოდში. 25 ივნისი 1991 მაისში, პირველად საქართველოში, პირდაპირი წესით არჩევნებში, გამსახურდია, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკაში, არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. დოკუმენტი აღწერს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამსახურდიამ განცხადა, რომ მის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და აღიარებისთვის ბრძოლა, იმ ქვეყნებთან [1] თანამშრომლობის გაფართოება, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს 9+1 შეთანხმებას და დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება. ზვიად გამსახურდია, ქართველების ყველაზე საყვარელი თანამდეროვე რომანისტის - კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, 1939 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა ლიტერატურის ინსტიტუტში. 1950-იანი წლებიდან ჩაერთო დისიდენტურ საქმიანობაში, ხოლო 17 წლისამ ანტი-საბჭოთა საქმიანობისთვის პირობითი 5 წლიანი სასჯელი მიიღო. მოხსენების ავტორის მტკიცებით, ბევრი ქართველი ნაციონალისტი, გამსახურდიას მერაბ კოსტავასთან ერთად განიხილავს „ქართული ნაციონალიზმის ნათლიმამად“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდია 60 – 70 იან წლებში ნაციონალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულა არაერთხელ პოლიციის მიერ, გათავისუფლებულა სამსახურიდან და გარიცხული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. გამსახურდია 1976 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ჩამოყალიბებაში. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა საჯარო მონანიებამ, სამი წლის შემდეგ, ბევრ ქართველ ნაციონალისტში მის მიმართ ეჭვი გააჩინა, თუმცა, გამსახურდია აცხადებდა, რომ ასე „ეროვნული მოძრაობის გულისთვის მოიქცა“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ის 40 დღით დააკავეს. CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გამსახურდიას დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი. განათლებით ფილოლოგი, გამსახურდია ამერიკული პოეზიის სპეციალისტია და რობერტ ფროსტს საყვარელ პოეტად მოიხსენიებს. იგი ფლობს გერმანულ, ფრანგულ და უზადო ინგლისურს. 12 ივლისი 1991 გამსახურდია იმედოვნებს, რომ მალე შეხვდება გორბაჩოვს საქართველოს საკითხის განსახილველად. მას ასევე სურს ვაშინგტონში გამგზავრება რათა შეხვდეს პრეზიდენტ ბუშს, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. აპრილში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ შემოიღო პრეზიდენტის თანამდებობა, გამსახურდიასვე თხოვნით, რომელიც ამტკიცებდა რომ “ცენტრი” (მოსკოვი) მის მტრებთან ერთად მუშაობდა მთავრობის ძირის გამოსათხრელად. უზენაესმა საბჭომ ერთხმად აირჩია ის პრეზიდენტად, ხოლო აკაკი ასათიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. დოკუმენტის მიხედვით, მაშინ როდესაც გამსახურდიას მომხრეებს მისი გაპრეზიდენტება უხაროდათ, ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი გამარჯვება ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხეს შეიცავდა. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, სტალინის მსგავსი პიროვნების კულტის გაღვივებაში. მისმა ოპონენტმა, რომელიც შიშობდა, რომ გამსახურდია სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა მდგომარეობას, პრეზიდენტი ჩინური ლეგენდის გმირს შეადარა, რომელიც დრაკონს ამარცხებს, მაგრამ თავად ხდება დრაკონი. ოპონენტების აზრით, გამსახურდია ხელსუფლებაში მოსვლის შემდეგ: - არატოლერანტული გახდა პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ეროვნული კონგრესის და ეთნიკური უმცროსობების მიმართ; - მედია მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა; - პრეფექტების დანიშვნით ადგილობრივი თვითმმარველობა კონტროლის ქვეშ მოაქცია; - მცდელობა ჰქონდა, თუმცა კრიტიკის შემდეგ უკან დაიხია, მიეღო საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც მოქალაქეობას და საკუთრების უფლებას მარტო მათ მიანიჭებდა, ვისი წინაპრებიც საქართველოში 1801 წლამდე ცხოვრობდნენ. -CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე, გამსახურდიამ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, რომელიც უოლ სტრიტ ჯორნალთან ერთად კრემლის ინსტრუმენტად გამოაცხადა, პროვოკატორი უწოდა და შეხვედრა დაატოვებინა. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გამსახურდიას შოვინიზმით ყველაზე შეშფოთებული რესპუბლიკის არაქართული მოსახლეობაა. გამსახურდიამ სამხრეთ ოსეთს „ბოლშევიკური გამოგონება“ უწოდა, ხოლო ხშირად ოსებს და მათ ლიდერებს „კრიმინალებად და მოღალატეებად“ მოიხსენიებდა. გამსახურდია აცხადებს, რომ მას მკაცრი ზომების გატარება უწევს, რადგან ოსები საბჭოთა ხელისფლების მხარდამჭერები არიან. თუმცა, ნეგატიური საგარეო იმიჯის გამოსასწორებლად გამსახურდია ცდილობს ოსეთის მიმართ პოზიციები შეარბილოს. 23 აპრილს მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო საქართველოს ოს მოსახლეობაში ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება. დოკუმენტის თანახმად, გამსახურდიას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ „ცენტრი“ შეეცდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ძალით ჩახშობას, ისევე როგორც ეს ლიტვასა და ლატვიაში მოხდა, ის ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებდა. გამსახურდია მიჩნევს რომ „ცენტრსა“ და საქართველოს შორის საკითხები როგორც ორ თანასწორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს და არა როგორც საკავშირო ხელისუფლებასა და მოკავშირე რესპუბლიკას შორის. გამსახურდია კატეგორიულად უარყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. გამსახურდია გორბაჩოვს ლენინისა და სტალინის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს და გარდაქმნას („პერესტროიკას“) აშშ-ს დამსახურებად მიიჩნევს. კავკასიის რესპუბლიკებს შორის მშვიდობის დასამყარებლად, გამსახურდიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შუამავლობა შესთავაზა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე. გამსახურდიას ოპონენტები შიშობენ, რომ მისი ამერიკაში ვიზიტი, აშშ-ის ხელისფლების მიერ გამსახურდიას მხარდაჭერის შთაბეჭდილებას დატოვებს. გამსახურდიას აზრით, ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოვა. გამსახურდია მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას და აღნიშნავს, რომ დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია. 8 სექტემბერი 1991 დოკუმენტის თანახმად, ოპონენტების მტკიცების საწინააღმდეგოდ, გამსახურდიას მხარი არ დაუჭერია პუტჩის მცდელობისთვის, თუმც მისი ხმა არც მათ შორის ისმოდა, ვინც გადატრიალების მცდელობა დაგმო. მოხსენების მიხედვით, მისი სიჩუმე, ალბათ, გამოწვეული იყო სურვილით, საგანგებო კომიტეტს არ გამოეყენებინა ძალა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს. ოსებთან დაპირისპირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს მთავრობის საზოგადოებრივ იმიჯს. გამსახურდიას კონფრონტაციამ მოსკოვთან გაამძაფრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: იზრდება უმუშევრობა, შეიმჩნევა საკვებისა და ელექტორენერგიის დეფიციტი და მატულობს სამომხმარებლო ფასები. CIA-ის მოხსენების მიხედვით, გამსახურდია გაეყარა პირველ ცოლს მას შემდეგ, რაც ის მისი და მისი მამის მოკვლის მიზნით სუკ-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი მეორე მეუღლე პედიატრია. გამსახურდია უარყოფს ჭორებს, რომ მას მეუღლის მინისტრად დანიშვნა სურს. უკანასკნელ ინტერვიუში გამსახურდია აფიქსირებდა თავის აღფრთოვანებას რონალდ რეგანისდამი და შარლ დეგოლს თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალად მოიხსენიებდა. [1] ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, სომხეთი CIA-ის დოკუმენტები სხვა მასალები ამ თემაზე კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან | 18 მაისი 2017 ბიზანტიური პოლიტიკა ჰყვავის საბჭოთა საქართველოში | 18 აპრილი 2017 გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას | 31 მარტი 2017 ადამიანის უფლებები საქართველოში 1991 წელს | 27 მარტი 2017 საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს | 20 მარტი 2017 = ბიზანტიური პოლიტიკა ჰყვავის საბჭოთა საქართველოში სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია18 აპრილი 2017 IDFI აგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) და ვიკილიქსის მასალების მიმოხილვას. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს და სახელწიფო დეპარტამენტის გასაჯაროებული კონფიდენციალური დოკუმენტები საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს საქართველოში საბჭოთა ეპოქის მიწურულის და დამოუკიდებლობის პირველი წლების პოლიტიკური პროცესების შესახებ. 1991 წლის 31 მარტი - 3 აპრილის პერიოდში, საქართველოს ეწვია რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი პოლოფი. ვიზიტის შედეგად, მომზადდა სამი ანგარიში. ჩვენ მიერ უკვე გამოქვეყნებული იქნა 1991 წლის 10 აპრილს მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი მოხსენება - სახელწოდებით „გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას“. ამჯერად IDFI გთავაზობთ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის, პოლოფის ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომია ვიკილიქსის მონაცემთა ბაზაში (1) და რომელიც ასახავს 1991 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. 16 აპრილი 1991 ბიზანტიური პოლიტიკა ჰყვავის საბჭოთა საქართველოში დოკუმენტის თანახმად „ქართული პოლიტიკა მისი ბიზანტიური მემკვიდრეობის ერთგული რჩება და გარეშე პირებისთვის უცნაურად მოსჩანს“. მოხსენების ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა გამოირჩეოდა მაღალი ემოციურობით, სადაც ლოგიკა ხშირ შემთხვევაში ჩანაცვლებული იყო დრამითა და მაღალფარდოვანი რიტორიკით. პოლოფი რეგულარულად სტუმრობდა საქართველოს ორი წლის განმავლობაში და ხანგამოშვებით მანამდე ათი წლის მანძილზე, თუმცა, მას მაინც აკვირვებდა ქართული პოლიტიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამსახურდიამ, მისი კრიტიკის გამო, რადიო თავისუფლება და უოლ სტრიტ ჯორნალი „კრემლის ინსტრუმენტებად“ მოიხსენია. როდესაც პოლოფმა განუმარტა მას, რომ კრიტიკა არ წარმოადგენდა კრემლის აგენტობის ნიშანს, გამსახურდია გაკვირვებული დარჩა. აგრეთვე, გამსახურდიამ მისი მთავარი ოპონენტის, ეროვნული კონგრესის, წევრებს დააბრალა სპარსეთის ყურის ომის დროს ერაყთან შეთქმულება და უკანონო შვილების ყოლა. დოკუმენტის თანახმად ოპოზიციაც მსგავსი ბრალდებებით უპირისპირდებოდა გამსახურდიას. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერის გია ჭანტურიას მეუღლის განცხადებით, გამსახურდია ქართველი ხალხის წინააღდეგ სუკ-თან თანამშრომლობდა. სარიშვილმა და ჭანტურიამ ანახეს პოლოფს საბუთი, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ პატიმრობის დროს, გამსახურდია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. პოლოფის კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდათ მათ ეს საბუთი, ჭანტურიამ უპასუხა, რომ სუკ-ის ყოფილმა წევრებმა გადასცეს მათ ეს საბუთები, შარშან საფრანგეთში. მოხსენების მიხედვით, სიზუსტე და სტატისტიკა არაა ქართველების ძლიერი მხარე. გამსახურდიამ საქართველოს შსს-ს პირადი შემადგენლობა 10,000 კაცით შეაფასა, ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, 20,000-ით. პოლოფთან სამჯერ შეხვედრისას ეროვნული კონგრესის ლიდერებმა მათი სავარაუდო წევრების რაოდენობა რამდენიმე ათასის სხვაობით შეაფასეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 26 მაისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს გამსახურდია სავარაუდოდ მოიგებდა. მუხედავად ავტორიტარული ტენდენციებისა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში. პოლოფთან შეხვედრისას, გამსახურდიამ განაგრძო თავის გადაწყვეტილებების დაცვა სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე. მისი თქმით, ეს „აუცილებელი ზომები“ იყო ცენტრის (კრემლის) „პროვოკაციებისგან“ თავდასაცავად. პოლოფის კითხვაზე, თუ რატომ დახურა მან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი გაზეთი „Молодежь Грузии“, გამსახურდიამ უპასუხა, რომ საქართველოში ქაღალდის დეფიციტია და შესაბამისად ზოგიერთი გაზეთი უნდა დახურულიყო. გამსახურდია მზად იყო აეტანა პრესაში მისი და მისი მთავრობის მიმართ კრიტიკა, მაგრამ არა ცილისწამება და პიროვნული შეურაცხყოფა. დოკუმენტის მიხედვით, სინამდვილეში გია ჭანტურიამ სცადა გამსახურდიაზე კრიტიკული სტატიის გამოქვეყნება, თუმცა გაზეთის რედაქტორს არ მისცეს ამის დაბეჭდვის უფლება. გამსახურდიამ ასევე განაცხადა, რომ ეროვნულ კონგრესში შემავალ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონოდათ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება, რადგან ისინი მეტ ძალადობას გამოიწვევდნენ. ეროვნული კონგრესი ექვსი ბლოკისგან შედგებოდა, თითოეულში საშუალოდ ათი პარტია იყო გაწევრიანებული. ყველაზე მრავალრიცხოვნებს: ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას 5000 წევრი ჰყავდა, ხოლო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას - 2000. დამოუკიდებლობის საკითხში, ეროვნულ კონგრესს გამსახურდიას მრგვალ მაგიდაზე რადიკალური პოზიცია ეჭირა. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრმა დავით ონანაშვილმა უთხრა პოლოფს, რომ მისი ბლოკი დემონსტრაციებით ითხოვდა, უზენაეს საბჭოს აეკრძალა საბჭოთა ჯარის ყოფნა საქართველოში. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გია ჭანტურიამ განაცხადა პოლოფთან საუბრისას, რომ ეროვნული კონგრესისთვის გაცილებით რთული იყო მრგვალ მაგიდასთან ბრძოლა, ვიდრე კომუნისტებთან, რადგან მრგვალი მაგიდა ქართული პარტია იყო. ჭანტურიამ და სხვებმა აღიარეს ეროვნული კონგრესის მხარდაჭერის კლება. პოლოფმა აღნიშნა, რომ კონგრესის ორი დემონსტრაცია, რომელსაც ის დაესწრო, გაცილებით მცირერიცხოვანი იყო, ვიდრე წინა პერიოდში. ჭანტურიამ მოუყვა პოლოფს, რომ საჯარო გამოსვლისას გამსახურდია მათ ფიზიკური განადგურებით დაემუქრა და არ მისცა უცხოური ვალუტის მიღების საშუალება, ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის ხარჯების ასანაზღაურებლად. პოლოფთან საუბარში სარიშვილმა განაცხადა, რომ გამსახურდიას კრიტიკის გამო ის შეიძლება დააპატიმრონ. სარიშვილმა გამსახურდიას „სასტიკი კაცი“ უწოდა და მოყვა, თუ როგორ დააბრალა გამსახურდიამ მას ერაყის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და რამდენიმე უკანონო შვილის ყოლა ბავშვთა სახლებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდია და ჭანტურია უარყოფდნენ ახლობლობას, პოლოფს ახსოვდა, რამდენიმე წლის წინ როგორ აქებდნენ ისინი ერთმანეთს. მოხსენების თანახმად, საქართველოში 25-მდე გასამხედროებული დაჯგუფება მოქმედებდა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მრგვალი მაგიდის ერთგული იყო, ხოლო მეორე ნაწილი ეროვნული კონგრესისადმი ინარჩუნებდა ლოიალობას. დასავლელმა ჟურნალისტმა უთხრა პოლოფს, რომ საქართველოში მყოფი საბჭოთა გენერლის განცხადებით, გამსახურდიამ წარმართა მოლაპარაკებები საბჭოთა არმიის წარმომადგენლებთან და ეროვნული კონგრესის შენაერთების განიარაღების სანაცვლოდ, საბჭოთა არმიაში ქართველების გაწვევის საკითხზე დახმარებას დაპირდა. გამსახურდიას აქცენტი განსაკუთრებით მხედრიონის დაშლაზე იყო, რომელიც 1989 წელს შეიქმნა (როგორც მრგვალი მაგიდის, ისე იმ ჯგუფებისგან, რომელიც იმ პერიოდში ეროვნულ კონგრესს მიეკუთვნებოდნენ) ქართველების დასაცავად აფხაზებთან და აზერბაიჯანელთან კონფლიქტში. მხედრიონის ლიდერი იოსელიანი და დაჯგუფების 70-მდე წევრი დაპატიმრებული იყო და სასამართლოს მოელოდა. მისი მხარდაჭერები აღიარებდნენ, რომ იოსელიანს ოთხი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი შეიარაღებული ყაჩაღობისთვის და ამ უკანასკნელ დაპატიმრებამდე ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი. ირინა სარიშვილის თქმით, ყველა აღიარებდა, რომ წარსულში იოსელიანი კრიმინალი იყო, თუმცა თავადაც იოსელიანი ამას არ მალავდა და ეს პრობლემა არ იყო. გამსახურდიამ უსამართლოდ დაიჭირა ის იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს იარაღი ჰქონდა, სარიშვილის მტკიცებით, ამ კრიტერიუმის მისადაგებით, მთელი საქართველოს დაჭერა იყო შესაძლებელი. გასაკვირად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს წარომადგენელმა ლევან ღოღობერიძემ დაიცვა იოსელიანი, მისი თქმით, ის საკმარისად ჭკვიანი იყო, რომ შვიდი კლასის განათლებით მოსკოვის სახელწმიფო უნივერსიტეტში მოხვედრილიყო. მან ასევე განუცხადა პოლოფს, რომ ბევრი ქართველი იოსელიანს ინტელექტუალად განიხილავდა. [1] ვიკილიქსის ამერიკული დიპლომატიის საჯარო ბიბლიოთეკა (The WIKILEAKS Public Library of US Diplomacy) ამერიკული საიდუმლო და გასაჯაროებული დიპლომატიური კომუნიკაციების უდიდესი ონლაინ ბაზაა. 2013 წლის მდგომარეობით, ბიბლიოთეკაში 2 მილიონი დოკუმენტი ინახება. = ადამიანის უფლებები საქართველოში 1991 წელს სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია27 მარტი 2017 გთავაზობთ, მოსკოვში, 1991 წელს, ამერიკის საელჩოდან სახელწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ მოხსენებას ადამიანის უფლებებზე საბჭოთა კავშირში. დოკუმენტი მიმოიხილავს მთლიანად საბჭოთა კავშირში და მის შემავალ რესპუბლიკებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. აგვისტოს პუტჩი და მისი შედეგები, კომუნისტური პარტიის 70 წლიანი მმართველობის დასრულება, ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა, უდანაშაულო ხალხის დახოცვა რიგასა და ვილნიუსში, და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელსაც მოხსენება მოიცავს. ამ შემთხვევაში, IDFI საქართველოს შესახებ მოცემულ ინფორმაციაზე გაამახვილებს ყურადღებას. 22 ოქტომბერი 1991 საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვა ცენტრის მაგივრად მოკავშირე რესპუბლიკების პასუხისმგებლობა ხდება, დოკუმენტის მიხედვით, საქართველო „ყველაზე ცუდი შემთხვევაა“. საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის „მძიმე დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ“ გამოიწვია „ძალადობრივი ეთნიკური კონფლიქტი“. სახალხოდ არჩეულმა პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და შეეცადა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რომლებიც ავტონომიას ითხოვდნენ, პირდაპირი მმართველობა დაემყარებინა. აგრეთვე, მან შეწყვიტა დიალოგი და კომპრომისის პოლიტიკა ოპოზიციასთან. ამ პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტმა გამსახურდიამ დააპატიმრა ათობით პოლიტიკური ოპონენტი, მოსპო გამოხატვის თავისუფლება და წამოიწყო ფაქტობრივი სამოქალაქო ომი, რომელიც ასობით დაღუპულ, დაჭრილ და გაუჩინარებულ ადამიანს ითვლის. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის თქმით, ბევრი ოსი მშვიდობიანი მოსახლე მოტაცებულ იქნა ქართული ჯარისა და მებრძოლების მიერ, გაუჩინარებამ ხშირად სამ თვემდე გასტანა. სხვა შემთხვევებში, გაუჩინარებული პიროვნებები აღმოჩდნენ გარდაცვლილები, ხოლო მათი დასახიჩრებული ცხედრები ოჯახებს დაუბრუნეს. ოსების შეფასებით, 1991 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ორმოცზე მეტი ადამიანია დაკარგული. ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეფასებით, პრეზიდენტმა გამსახურდიამ 80-ზე მეტი ოპოზიციონერი დააპატიმრა, მათ შორის ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ჯაბა იოსელიანი[1] და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ტორეზ კულუმბეგოვი. კულუმბეგოვს ბრალად ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება. სექტემბერში, საქართველოს პოლიციამ დააპატიმრა ორი მთავარი ოპოზიციური ფიგურა: ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, და ეროვნული კონგრესის წევრი გიორგი ხაინდრავა. ჭანტურია დადანაშაულებულია ანტი-სამთავრობო ქმედებებში. საქართველოს მთავრობის მტკიცებით, დაპატიმრებულთა უმრავლესობას ბრალად მძიმე დანაშულის ჩადენა ედება, როგორიცაა ყაჩაღობა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარება. თუმცა, ოპონენტების აზრით, ეს გამოგონილი ბრალდებებია ოპოზიციონერთა დაკავების მიზნით. ბევრი დაპატიმრებული ჯერ კიდევ ელოდება სასამართლო პროცესს და გამოძიების დასრულებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ ეროვნებათაშორის ძალადობას მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ქართული მილიცია და შეიარაღებული სამოქალაქო ბანდფორმირებები ხშირ თავდასხმებს ახორციელებენ ოსებზე და მათ სოფლებზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ოსი ნაციონალისტების მტკიცებით,1989 წლიდან, ქართველებმა შეტაკებებში, 300-ზე მეტი ოსი იმსხვერპლეს. ოსები ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას ეკონომიკურ ბლოკადაში, კერძოდ ელექტოენერგიის, მედიკამენტებისა და სურსათის მომარაგების შეწყვეტაში რეგიონისთვის. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში აიკრძალა ის მედია, რომელიც მხარს კომუნისტურ პარტიას უჭერდა ან რუსულ ნაციონალიზმს აღვივებდა, ხოლო ცენტრალურ მაუწყებლობაზე გაგრძელდა სახელისუფლებლო კონტროლი. საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ქვეყნის გამოცემის ჟურნალისტს აუკრძალა რეპორტაჟის კეთება მისი ტერიტორიიდან, ანტი-ქართულად აღქმული სტატიების გამო. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი პრესკონფერენციიდან გაძევებულ იქნა პირადად პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ. ადგილობრივი გაზეთი „Молодежь Грузии“ დაიხურა საქართველოს მთავრობის მიერ, გამსახურდიას ობიექტური, თუმცა კრიტიკული გაშუქებისთვის. გაზეთის რამდენიმე თანამშრომელმა შევიწროება განიცადა და შემდგომში ვერ იპოვა სამსახური. ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები ჩივიან მათი და მათი ოჯახების უსაფრთოხებაზე. საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა მოსკოვიდან და რუსეთის რესპუბლიკიდან ნებისმიერი გადაცემის ტრანსლირებაზე. ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც გამსახურდიაზე კრიტიკული სტატიები გამოაქვეყნეს, მთავრობის წარმომადგენლებს მათი ოჯახების დევნაში და თვალთვალში ადანაშაულებენ. საქართველოს მმართველმა ხელისუფლებამ სცადა, აეკრძალა პოლიტიკური ოპონენტების დემონსტრაცია. საქართველო და მოლდოვა წარმოადგენენ ორად ორ ქვეყანას, რომელიც ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს მათ, ვინც პრინციპულად ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის გავლას. საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობები აცხადებენ, რომ მტკიცედ იცავენ რელიგიის თავისუფლებას. საქართველოში მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად ილოცონ, თუმცა ზოგიერთი უმცირესობა, მათ შორის ებრაელები, მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან დასაქმების და საცხოვრებლის ძიების დროს, მიუხედავად ადგილობრივი კანონებისა. გაზაფხულში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გამსახურდიამ დიდი უპირატესობით მოიგო. თუმცა, ოპონენტების აზრით, გამსახურდიამ, რომელიც პარლამენტს უკვე არჩეული ჰყავდა პრეზიდენტად, სპეციალურად დანიშნა არჩევნები ასე ადრე, რათა ოპონენტებს არ შეძლებოდათ ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიესალმება მისი ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესწავლას. პრეზიდენტმა გამსახურდიამ სთხოვა ამერიკის ჰელსინკის კომისიას, სიტუაციაზე დასაკვირვებლად გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოეგზავნა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველებს ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო უჭირთ დაპატიმრებულ პოლიტიკურ აქტივისტებთან შეხვედრა. საბჭოთა კავშირის დაშლამ გააუარესა იმ ეროვნებების წარმომადგენლების ბედი, რომლებიც საკუთარ რესპუბლიკაში არ ცხოვრობენ, ან ასეთი საერთოდ არ გააჩნიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევებში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, ეთნიკური უმცირესობების მძიმე დისკრიმინაცია გადაიზარდა კონფლიქტში, ასობით დაღუპულით, რომელსაც ცოტა უკლია, რომ სამოქალაქო ომად გადაიქცეს. სომხური ორგანიზაცია „კრუნკის“, აფხაზეთში, სომხურ სათვისტომოში სომხური ენის პოპულარიზაციის მცდელობას საქართველოს პროკურორმა რესპუბლიკის ენის კანონის უხეში დარღვევა უწოდა. ორგანიზაციის თავმჯდომარისადმი წერილში პროკურორი ორგანიზაციის აკრძალვით დაიმუქრა, თუ ეს ქმედებები არ შეწყდებოდა. [1] დიდი ალბათობით დოკუმენტი შეცდომით მიაკუთვნებს მხედრიონის ლიდერს ამ თანამდებობას. = გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია31 მარტი 2017 დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, აგრეთვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ თარიღთან დაკავშირებით IDFI აგრძელებს განსაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს 1991 წლის აპრილში მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ მოხსენებას. 1991 წლის 31 მარტი - 3 აპრილის პერიოდში, საქართველოს ეწვია რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი პოლოფი. ვიზიტის შედეგად, მომზადდა სამი ანგარიში. გამოქვეყნებული დოკუმენტი ეხება პოლოფის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. 10 აპრილი 1991 გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას პოლოფი 31 მარტს გვიან საღამოს ჩამოვიდა საქართველოში, იმ დღეს, როდესაც საქართველოში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ტარდებოდა. მისი ვიზიტის დროს, ის რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ გამსახურდიას. დისკუსია შეეხებოდა, როგორც დაპირისპირებას მოსკოვთან, ასევე დაძაბულ ვითარებას სამხრეთ ოსეთში. გამსახურდიას თქმით, 25 თებერვალს სატელეფონო საუბრისას, გორბაჩოვმა იგი გააფრთხილა, რომ თუ ის არ მოაწერდა ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველო მეტ პოლიტიკურ დაძაბულობას მიიღებდა. გამსახურდიამ ასევე ანახა პოლოფს სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრის ბორის პუგოსა და გორბაჩოვის ტელეგრამები, სადაც ისინი მოუწოდებენ გამსახურდიას, დამორჩილებოდა სსრკ-ს კანონმდებლობას, ან პასუხი ეგო შედეგებზე. გამსახურდია მტკიცე პოზიციაზე იდგა, რომ საქართველო სამოკავშირეო ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესშიც კი არ მიიღებდა მონაწილეობას. გამსახურდიას თქმით, ცენტრი (მოსკოვი) აღვივებდა ოსურ პრობლემას და გორბაჩოვი უარს აცხადებდა ამ საკითხზე ნებისმიერი სახით დიალოგზე. გამსახურდიამ სსრკ-ს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარე რაფიკ ნიშანოვი დაადანაშაულა ოსეთის თემით მანიპულაციაში. მისი აზრით, კულუმბეგოვის (სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე) დაპატიმრება „ერთადერთი გზა იყო სისხლისღვრის შესაჩერებლად და სიტუაციის განსამუხტად“. გამსახურდიას განცხადებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო მოიპოვებდა დამოუკიდებლობას, ქვეყანა მზაობას გამოთქვამდა, რომ ნება დაერთო ოსებისთვის ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. ხოლო მანამდე, ის არა იყო დარწმუნებული, რომ ოსებს უნდოდათ პოლიტიკური ავტონომია და არ იყვნენ ამ საკითხში წაქეზებულნი ცენტრის მხრიდან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა საუბრებში გამსახურდია ოსებს და მათ ლიდერებს მოიხსენიებდა, როგორც „კრიმინალებად“ და „ტერორისტებად“. მისი თქმით, მან გასცა ცხინვალის ბლოკადის მოხსნის ბრძანება, თუმცა „კრიმინალთა ბანდა“ ოსებს საბოტაჟს უწყობდა. პოლოფის კითხვაზე, რომ უდანაშაულო ოსები და ცხინვალის ბავშვები შეიძლება დაზარალებულიყვნენ, გამსახურდიამ მიუგო, რომ ავტონომიის მოთხოვნით, ოსებმა ეს პრობლემები თავის თავს უნდა დააბრალონ. მან ასევე განაცხადა, რომ „ოსი კრიმინალების ბანდები“ ერთმანეთს ებრძვიან, ფაქტი, რომელსაც ოსები უარყოფენ. 2 აპრილს პოლოფი და გამსახურდია საქართველოს უმაღლესი საბჭოს შენობაში გადაცემა „ვრემიას“ უყურებდნენ, სადაც ცხინვალში მიმდინარე ძალადობაზე საუბრობდნენ. გამსახურდიას თქმით, ცენტრი უკმაყოფილო იყო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებით და ნიადაგს ამზადებდა ინტერვენციისთვის, რათა დაეკავებინათ სამხრეთ ოსეთი და შეიძლება, მთელი საქართველოც. 3 აპრილს გორბაჩოვმა დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნა დაიწყო სამხრეთ ოსეთში. გამსახურდია სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ლუკიანოვს ტელეფონით ესაუბრა და გააფრთხილა ის, რომ დამატებითი ჯარის შეყვანა რეგიონში მხოლოდ გაზრდიდა სისხლისღვრას და მთელი პასუხიმგებლობა ვითარებაზე გორბაჩოვს დაეკისრებოდა. გამსახურდიამ უთხრა პოლოფს, რომ ცენტრი საბჭოთა არმიის მეშვეობით იარაღს აწვდიდა ოსებს. მან დაათვალიერებინა პოლოფს ოსებისგან ჩამორთმეული საბჭოთა არმიის იარაღი, მათ შორის ჭურვი, რომელსაც გამსახურდიას თქმით, ავღანეთში იყენებდნენ და რომელმაც ცხინვალთან ახლოს სოფელში ხუთსულიანი ქართული ოჯახი შეიწირა. დოკუმენტის თანახმად, გამსახურდიამ ეს გამოფენა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ ოსები არ ზარალდებოდნენ ამ კონფლიქტში. საქართველოს მთავრობამ სასტუმრო ივერიის ფოიეში ცხინვალიდან დევნილი რამდენიმე ქართველი განათავსა მხოლოდ ინგლისურენოვანი ტრანსპარანტებით, რომელიც საქართველოს წინააღდეგ ოსების ქმედებებს აპროტესტებდნენ. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ოპოზიციაც მიიჩნევდა, რომ ოსები „სუკ-ის იარაღი“ იყვნენ. გამსახურდიას მსგავსად, ეროვნული კონგრესიც თანახმა იყო ოსებს მინიჭებოდათ კულტურული, მაგრამ არა პოლიტიკური ავტონომია. გამსახურდიას თქმით, საქართველო წარმატებულად უმკლავდებოდა ცენტრის ეკონომიკურ ზეწოლას, რესპუბლიკის რკინიგზისა და პორტების გადაკეტვის მუქარის მცდელობით. გამსახურდია აცხადებდა, რომ ის ვეღარ ენდობოდა რსფსრ-ს ლიდერს ბორის ელცინს, რადგან ის „ერთ დღეს ერთს ამბობდა, ხოლო მეორე დღეს საწინააღმდეგოს“. გამსახურდიას და ელცინის მიერ 23 მარტს ხელმოწერილი ოქმი, რომელიც ოსური კონფლიქტის მოგვარებაში რსფსრ - საქართველოს თანამშრომლობას ითვალისწინებდა, გამსახურდიას თქმით, ცენტრის ჩარევის გარეშე, ელცინმა უარყო საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გამსახურდიამ ელცინს „ლოთი და არასანდო“ პიროვნება უწოდა, თუმცა, რამდენიმე კვირით ადრე იგივე გამსახურდია ელცინს მოიხსენიებდა საბჭოთა კავშირის ერთადერთ იმედად. გამსახურდიამ აგრეთვე გააკრიტიკა სსრკ-ს სახალხო დეპუტატი გალინა სტარავოიტოვა სამხრეთ ოსების მხარდაჭერისთვის. = კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | ანალიზი | სტატია18 მაისი 2017 IDFI განაგრძობს ამერიკის სახელწმიფო უწყებების გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც ეხება საქართველოს უახლოეს წარსულს. ამჯერად მკითხველს წარვუდგენთ 1991 წლის სექტემბერში, მოსკოვში ამერიკის საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებას. დოკუმენტში აღწერილია ამერიკის კონგრესმენთა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს იმჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კონგრესმენთა ვიზიტის დღის წესრიგის თანახმად დელეგაცია თბილისში 7 სექტემბერს უნდა ჩამოსულიყო და უნდა შეხვედროდა საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჰელსინკის კავშირს, საპარლამენტო ოპოზიციას - „დემოკრატიულ ცენტრს“ და არა საპარლამენტო ოპოზიციას -„ეროვნულ კონგრესს“. 8 სექტემბერს დაგეგმილი იყო დელეგაციის გამგზავრება ცხინვალში. კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან 12 სექტემბერი 1991 1991 წლის 7-8 სექტემბერს, კონგრესმენ ჰოიერის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია. დოკუმენტი ეხება კონგრესმენების შეხვედრას ეროვნული კონგრესის წევრებსა და გამსახურდიას მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც იმდროინდელ ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ოპოზიციონერებმა გამსახურდია მოსკოვის 1991 აგვისტოს პუტჩის ორგანიზატორებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, გამსახურდია დათანხმდა საგანგებო კომიტეტის ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას. შეთანხმების თანახმად, გამსახურდიას უნდა გაეუქმებინა ყველა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის ეროვნული გვარდია, დაეშალა ადგილობრივი თვითმმართველობა და გადაეყენებინა მერები და პრეფექტები. ყოფილი პრემიერ მინისტრის თენგიზ სიგუას მტკიცებით, გამსახურდიას წარმომადგენლები იანაევს [1] 18 აგვისტოს საღამოს შეხვდნენ. ეროვნული გვარდიის სარდალმა თენგიზ კიტოვანმა განუცხადა კონგრესმენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ის პრეზიდენტს ექვემდებარება, ის აღარ ენდობა გამსახურდიას და მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი. სიგუას მტკიცებით, გამსახურდიამ არ შეასრულა წინასაარჩევნო პირობა დემოკრატიის შესახებ და საქართველოში დიქტატურა დაამყარა. სიგუა ამბობს, რომ გამსახურდია „ცდილობს ალბანეთის მსგავსი სახელმწიფოს შექმნას“. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ განუცხადა დელეგაციას, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და საქართველოს ვერ ექნება მათგან ერთი მეორის გარეშე. მაისში, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ხოშტარიამ შესთავაზა გამსახურდიას დემოკრატიის გასაძლიერებლად მოეხსნა შეზღუდვები კრიტიკულად განწყობილ პრესაზე, მიეცა ოპოზიციონერებისთვის საეთერო დრო ტელევიზიაში და დაეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ხოშტარიას თქმით, თავდაპირველად გამსახურდია დასთანხმდა ამ წინადადებებს, თუმცა, შემდგომ უარყო და „უღალატა საქართველოს”. ხოშტარიამ ურჩია გამსახურდიას დაევიწყებინა წარსული წყენა და შეეთავაზებინა ედუარდ შევარდნაძისთვის საქართველოში დაბრუნება, რათა მისი საერთაშორისო ავტორიტეტით დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაში დახმარებოდა. როგორც მსოფლიო რეპუტაციის მქონე პიროვნება, ხოშტარიას აზრით, შევარდნაძე პოზიტიურ როლს ითამაშებდა ტრანზიციის პერიოდში. ხოშტარიას თქმით, გამსახურდია ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ თანამშრომლობას შევარდნაძესთან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი, შევარდნაძის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა 11 სექტემბერს მოსკოვში, ამერიკის საელჩოს თანამშრომელთან შეხვედრაზე, როდესაც (ვინაობა დაშიფრულია) განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალები საქართველოში აღიქვამენ შევარდნაძეს, როგორც დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უდიდეს იმედს. ოპოზიციონერებმა უთხრეს კონგრესმენ ჰოიერს, რომ ქართულმა ტელევიზიამ არასწორად გადათარგმნა მისი განცხადებები გამსახურდიასთან შეხვედრისას, რათა წარმოეჩინა კონგრესმენების ძლიერი მხარდაჭერა პრეზიდენტისადმი. სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ პრეზიდენტი საკანონმდებლო ხელისუფლების ძალაუფლების უზურპაციაში, მედიის გაჩუმებაში და საარჩევნო კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ეროვნული კონგრესის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს განხორციელებულ დარღვევებზე. ხოლო კონგრესმენის კითხვაზე, თუ რატომ არ აღნიშნეს ეს დარღვევები საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ოპოზიციონერებმა უპასუხეს, რომ მათ ეს დარღვევები შეამჩნიეს, თუმცა დუმილი ამჯობინეს, რადგან ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყვნენ შერჩეული. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის პრეს მდივანმა ირინა სარიშვილმა უთხრა კონგრესმენებს, რომ დამკვირვებლები არჩევნების დღეს ჩამოვიდნენ და მათ არ ჰქონდათ საშუალება წინასაარჩევნო პერიოდისთვის ედევნებინათ თვალი. მან დასძინა, რომ თბილისის ამომრჩევლების მხოლოდ 25%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და რომ დემოკრატიული არჩევნები დემოკრატიის გარანტია არ არის. სარიშვილის მტკიცებით, საქართველოში მოსკოვში გამოცემული მრავალი გაზეთის შემოტანა აკრძალულია, ხოლო რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი დაიხურა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრიტიკის დროს ქართველმა ოპოზიციონერებმა ნაკლებად წარმოადგინეს მტკიცებულებები, განსაკუთრებით გამსახურდიას იანაევთან და საგანგებო კომიტეტთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, 7 სექტემბერს თბილისში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაცია. ოპოზიციის ლიდერებმა გამსახურდია დაადანაშაულეს საკუთარი მხარდამჭერების ავტობუსებით ჩამოყვანაში. 11 სექტემბერს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრებმა ქუჩაში საკუთარ შტაბ-ბინასთან ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. პარტიის თავჯდომარემ ირაკლი წერეთელმა განუცხადა ჟურნალისტებს, „ეს არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომ ხალხს დავანახოთ რომ დიქტატორმა ჩაიგდო ხელისფლება“. [1] გენადი იანაევი - საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1990-1991 წლებში. 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს თავი სსრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. = საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია20 მარტი 2017 IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არქივების ღიაობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლაა. ორგანიზაციის საქმიანობის ამ მიმართულების ფარგლებში IDFI-ი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან. 2010 წელს IDFI-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა (National Security Archive), IDFI-ის თხოვნით გამოითხოვა და გადმოგვცა შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული დოკუმენტები რომლებიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. დოკუმენტების ნაწილი ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იქნა სტატიაში "IDFI- გრიფითსაიდუმლო 9 აპრილისშესახებ", ასევე სტატიაში: „გრიფით საიდუმლო დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ“. IDFI განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცულიდა განსაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად პირველად აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილს, რომელიც გაეგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს. ოფიციალური წერილი პასუხია იმ კრიტიკაზე და ბრალდებებზე რომლსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ. ასევე სავარაუდოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა არის პასუხი შეერთებული შტატების იმ საპროტესტო ნოტაზე (დემარშზე), რომელიც 1991 წლის 23 ნოემბერს ჩაბარდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მოსკოვში და სადაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე (ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში). საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს 12 დეკემბერი 1991 თქვენო აღმატებულებავ, უკვე მეორედ აშშ-ს საელჩო მოსკოვში, პასუხობს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზ. გამსახურდიას მიმართვას თქვენდამი. ჩვენ ამას ვხსნით, თქვენი, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში სრული ჩართულობით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ შეუქცევადი ისტორიული პროცესების შედეგად, თქვენი და საერთაშორისო ყურადღება გადმოინაცვლებს კავკასიის რეგიონისკენ, რომელიც გეოგრაფიულად ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს, და სადაც ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ არანაკლებ დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარება. კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა უკვე გამოაცხადეს მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, და პარადოქსულია რომ იმპერიული ცენტრი ცდილობს ითამაშოს მათ შორის ნეიტრალური არბიტრის როლი. ეს არის ის ცენტრი, რომლის დეზინტეგრაციას, შეერთებული შტატების მთავრობა ასე ძლიერ ეწინააღმდეგება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არც ერთ ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ლიდერს, არ შეუძლია ამ ისტორიული პროცესის უკან შემოტრიალება. თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დამშვიდდა, და ძალის გამოყენების საფრთხემ დიდად იკლო. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ეს დიდწილად საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის, ბატონ ზ. გამსახურდიას, უნარის დამსახურებაა, ჩაეტარებინა მოლაპარაკებები, დიალოგისა და კომპრომისის საფუძველზე, შეიარაღებულ ოპოზიციასთან, რომელიც ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ასეთ ელემენტებს შეიარაღებული ძალებით დაუპირისპირდებოდა. ჩვენ გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში როგორც წესი მოიხსენება, მსგავს მშვიდობიან მიდგომას იყენებს. ეს კონფლიქტი, თავად ოსებისვე განცხადებით, არის პოლიტიკური და არა ეთნიკური. ნიშანდობლივია, რომ ოსები არ აპროტესტებენ ქართველების მხრიდან დისკრიმინაციას, არამედ სურთ რომ ძირძველი ქართული ტერიტორია გააერთიანონ ახალ საბჭოთა კავშირთან ან რუსეთის ფედერაციასთან და ამ მიზნისთვის საკუთარ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს იყენებენ. ეს ეწინააღმდეგება თქვენს წერილში გამოთქმულ, არსებული საზღვრების ძალისმიერი გზებით შეცვლის მიუღებლობის პრინციპს. წერილში ნახსენებია ქართველების მიერ მოკლული ოსები, თუმცა წერილი არაფერს ამბობს იმ ქართველებზე, რომლებიც მოკლული, ბარბაროსულად ნაწამები და დასახიჩრებულნი იყვნენ ოსების მიერ; არაფერია ნათქვამი 20 ათას ადამიანზე, რომლებიც ოსი ექსტრემისტების დამსახურებით საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ; არაფერია ნათქვამი საბჭოთა არმიის მიერ დაბომბილ ქართულ სოფლებზე: ნიქოზზე, ერედვზე და ა.შ. და იმ ავღანურ ტაქტიკაზე, რომელსაც საბჭოთა შინაგანი ჯარი იყენებს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინაამდეგ. ასეთ ვითარებაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სინამდვილეში სამაჩაბლო) ქართული მოსახლეობა იძულებულია დაიცვას თავისი მიწა და ინტერესები. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას ვემხრობით. რაც შეეხება თქვენს წუხილს ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებზე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, საქართველოში ჩვენ გვყავს ლეგალური საპარლამენტო ოპოზიცია. მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც სახელისუფლებოსგან განსხვავდება, არა მარტო პარლამენტში, არამედ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მეორეს მხრივ, თქვენს წერილში დასახელებული პიროვნებები წარმოადგენენ შეიარაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც არ სცნობენ რესპუბლიკის კონსტიტუციასა და ხელისუფლებას, და უარს აცხადებენ პოლიტიკურ პარტიათა კანონის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდნენ. სადავო არ უნდა იყოს, რომ ჩვენი პოზიცია ანალოგიურია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობის პოზიციისა. ბატონები გ. ჭანტურია და გ. ხაინდრავა დაპატიმრებულნი იქნენ არა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ მასობრივი არეულობისა და შეიარაღებული ექსცესების ორგანიზებისთვის, რომელიც ყველგან კრიმინალურ ქმედებად განიხილება (ამ პიროვნებების მიერ სახელმწიფო უწყებებზე ორგანიზებულ თავდასხმებს, რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა). გვსურს გაცნობოთ რომ მოვლენები საბჭოთა კავშირში მეტნაკლებად მსგავსი სცენარით მიმდინარეობს. რეალობაში ეს ნიშნავს იმპერიის მიერ რესპუბლიკებში ჩადებული ნელი მოქმედების პოლიტიკური და ეთნიკური ნაღმების გააქტიურებას. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ საქართველო იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები და ჩამოაყალიბა დემოკრატიული სახელმწიფო უწყებები. ზემოთ თქმულიდან ცალსახაა, რომ თქვენი მოთხოვნების კავშირი, საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობასთან, არაადეკვატურია. სამწუხაროა, რომ თქვენი მცდელობები საქართველოზე ეკონომიკური გავლენა მოახდინოთ, იდენტურია ცენტრისა და ე.წ. დემოკრატიული რუსეთის, რომელსაც არ შეუძლია თქვას უარი იმპერიულ ამბიციებზე. ბოლოს, ჩვენ გვჯერა რომ უმოკლესი გზა ზემოთ ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, არის საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობა, რომელიც გარდაუვალს გახდის ჰელსინკის საბოლოო აქტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და პარიზის ქარტიის პრინციპების საქართველოში რეალიზაციას. იგივე შეიძლება ითქვას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, ბირთვული გაუვრცელებლობისა და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხები. როგორც მოგეხსენებათ პირველი წერილიდან, საქართველოს შეუძლია მხოლოდ ფორმალურად შეუერთდეს ამ ხელშეკრულებებს და შესაბამისად მისი ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოებისადმი ასევე ფორმალურია, თუმცა ჩვენი სწრაფვა რომ კავკასია ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. აშშ-ს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტდა ამ პრობლემებს. შეერთებული შტატებს, თავის მხრივ, მეტი შესაძლებლობა ექნებოდა კავკასიის რეგიონში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ასპექტებზე გავლენის მოხდენის. ნება მომეცით აგრეთვე დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება შიდა სტაბილურობის, ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტების და საქართველოს, დანარჩენი მსოფლიოსადმი ვალდებულებების, განმტკიცების გარანტია. ჩვენ, დასაშვებად მიგვაჩნია საქართველოში ამერიკელ დამკვირვებელთა გამოგზავნა, რომლებიც საკმარისად დიდი დროით დარჩებიან, რათა შეაფასონ რეალური სიტუაცია ზემოთ მოყვანილ სფეროებში. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ არ გქნოდეთ დამახინჯებული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც იმპერიული მედია და დღევანდელი საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ოპონენტები თქვენ გაწვდიან. თქვენო აღმატებულებავ, მე კვლავ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგიწვიოთ თქვენ, ან ადმინისტრაციისა და კონგრესის ნებისმიერი წარმომადგენელი, ნებისმიერი პრობლემის განსახილველად და ორმხირივი თანამშრომლობის განვითარების გზების დასაგეგმად. =
  9. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე თქვა. დავივიწყოთ ბენ ჰოჯესი და ცხვრების ჩამოტყავება ცენტრალ პარკთან. ბიძინაც საეჭვოდ გაიძურწა და თან დაიწუწუნა სულ 200 ლიმონი მრჩება ძმებოო ( ) ჩვენს ძველ მეგობარ ორკებთან ვართ თამაშში ისევ
  10. ბლოგერი ნავალნის სიტყვები: „რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დავუშინოთ ფრთოსანი რაკეტა მღრღნელების (ქართველების) გენშტაბს, მაგრამ მღრღნელები ("გრიზუნები") სწორედ ამას ელოდებიან ... რუსეთმა უნდა მიიღოს მინიმუმ შემდეგი ზომები: აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს... ბლოკადაში მოაქციოს საქართველო... გააძევოს ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან“ - ბლოგი, 2008 წლის 8 აგვისტო; "რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კი, ქართველებისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ როგორც ერთ სიმღერაშია - მტკივნეულია, მაგრამ მერე სასიამოვნო იქნება. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი შეეჩვევიან გარდაუვალს. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ წარსულს ვერ დააბრუნებენ და გააგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას: ყურძენს მოიყვანენ, იმღერებენ, მთაში გარეკავენ ვირებსა და ჩოჩრებს და კიდევ ვისაც მწყემსავენ ხოლმე... აიმაღლებენ ცხოვრების დონეს და შესაძლოა, ასობით ათასმა ქართველმა აღარ იბოდიალოს რუსეთში. ისინი დარჩებიან სახლში და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ“ - ბლოგი, 2008 წლის 12 აგვისტო; „კი, ქართველებს მღრღნელები ვუწოდე ომზე დაწერილ პოსტში, რასაც ვნანობ. ეს არ არის ლამაზი და ამან სინამდვილეში ჩემი პოსტის ნიველირება მოახდინა. დანარჩენს, რაც მაშინ დავწერე, დღესაც ვაწერ ხელს“ - 2013 წლის ივლისი, „ეხო მოსკვი“; „რუსეთ-საქართველოს ომი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის არმიის შეყვანა პროვოცირებული იყო საქართველოს მხარის მიერ... სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ფაქტობრივად საომარი მოქმედებების შედეგად გამოეყო საქართველოს... მარტივი გადაწყვეტილებებით ახალ სისხლისღვრას გამოვიწვევთ“ - 2016 წლის დეკემბერი, „რადიო სვობოდა „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ეს არის რეგიონები, რომლებმაც თავიდანვე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოითხოვეს (საქართველოსგან) გამოყოფა. იქ განვითარდა სისხლიანი მოვლენები... არ შეძლება შევადაროთ (ყირიმი) აფხაზეთს, სადაც ომი იყო და რომელიც ფაქტობრივად საქართველოსგან დამოუკიდებელი იყო ბევრი, ბევრი წელი და დამოუკიდებელია ახლაც... არ შეიძლება მძიმეებით გამოვყოთ ერთმანეთისგან აფხაზეთი, ოსეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი - ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევებია“ - 2017 წლის ივნისი, ტელეკომპანია „დოჟდი“. წყარო ფბ
  11. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 13 იანვარს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში რამდენიმე წუხილია ჩამოთვლილი, მათ შორის, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა, ხოლო გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა“. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისდამი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტმა „შრომის კანონმდებლობაში უაღრესად საჭირო ცვლილებები მიიღო, რითაც აღადგინა რიგი შრომითი უფლებები“. პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვათა დაწესების უფლება კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივაა პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი მიიღო უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის „დამანგრეველი ზეგავლენის“ შესამსუბუქებლად, საქართველოს ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა; ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს. ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს. „ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე მინიჭება, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნა რა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ოქტომბრის არჩევნებს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, კენჭისყრის ფარულობის მრავლობით დარღვევასა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, 19 პირი დააკავა კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების შეფასებისას, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „აჭარის ტელეკომპანიის“ ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ის ჟურნალისტები დაითხოვა, რომლებიც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მმართველობის „სავარაუდო ჩარევას“ აპროტესტებდნენ. მათ შორის იყვნენ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე და ტოქ-შოუს წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიება „გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად“ შეაფასეს. ორგანიზაცია ყურადღებას ასევე ამახვილებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რითაც „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების მიუხედავად, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და მუშაობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის „წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა“. დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება „კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე“, ხოლო კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააუარესა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა. „ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე [აპრილში] თავის დაწყვა სცადა“, – ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ანგარიში აღნიშნავს, რომ მართალია, ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა. ასევე წაიკითხეთ: არასამთავრობოებმა ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს 2019: საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
  12. გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის დასავლურ პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებს რომ ეცნობი, ზოგჯერ გგონია, რომ დრო გაჩერდა. „მასობრივი დემონსტრაციები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გაიმართა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში 11 თებერვალს, რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოზე თავდასხმის წლისთავზე. ქუჩები აივსო ხალხის მჭიდრო კოლონებით. დემონსტრანტებს შავი დროშები და პლაკატები უჭირავთ. პლაკატებზე წერია: „ვითხოვთ საქართველოს გათავისუფლებას რუსული ჯარებისაგან!” „ძირს საოკუპაციო ჯარები!”. ეს ამონარიდია 1922 წლის 26 მარტის ნიუ იორკ ტაიმსის სტატიიდან. პლაკატებზე გამოსახული ეს მოთხოვნები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 1921, 1922, 1924 ან, თუნდაც, 1989 წელს იყო. შეცვალეთ 11 თებერვალი 7 აგვისტოთი, რუსი ბოლშევიკები – მედვედევ-პუტინის რუსეთით და ტექსტი დღესაც შეიძლება უცვლელად დაიბეჭდოს. „ბოლშევიზმის ძირშივე მოხრჩობა ენით აუწერელი სიკეთე იქნებოდა კაცობრიობისათვის” – ეს სინანული უინსტონ ჩერჩილმა დიდი დაგვიანებით – 1949 წელს გამოთქვა. ამ დროისთვის ბოლშევიკებს უკვე იმდენი ბოროტება ჩაედინათ (არც მერე შეუწყვეტიათ), რომ მათ შედეგებს მსოფლიო – და განსაკუთრებით, საქართველო – დღემდე იმკის. ჩერჩილის ამ ფრაზამდე თითქმის ოთხი ათეული წლით ადრე აფრთხილებდა საქართველო ევროპას წითელი საფრთხის შესახებ და დახმარებას სთხოვდა… დღესაც ამის კეთება უწევს – მაშინ საბჭოთა რუსეთისგან, ახლა კი მისი იდეოლოგიური და სულიერი სამართალმემკვიდრის – პუტინის რუსეთისგან დასაცავად. „თუ ევროპა ხმას არ ამოიღებს იმ საშინელ უსამართლობაზე, რასაც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სჩადის, ამას ნებისმიერი დიდი სახელმწიფო მიიღებს თანხმობად, თავს დაესხას მეზობელ ქვეყნებს და დაიპყროს მათი ტერიტორიები”, – აფრთხილებდა ნოე ჟორდანია დიდ სახელმწიფოებს 1922 წლის 21 მარტს, ბრიტანული ტაიმსის მეშვეობით. ეს წერილი ემიგრაციაში მყოფმა ნოე ჟორდანიამ 1922 წლის აპრილ-მაისში, გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ბოლშევიკური რუსეთის მიწვევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ჟორდანია მიუთითებს კანის კონფერენციის მე-6 მუხლზე (აგრესიის დაუშვებლობა) და ევროპას მიმართავს: “ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ, კანის კონფერენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, დიდი სახელმწიფოები – და განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთი – მოსთხოვენ ბოლშევიკებს, გაიყვანონ ჯარები საქართველოდან”. გენუის კონფერენციაზე, სადაც ფინანსურ საკითხებს განიხილავდნენ, რუსეთისთვის ეს მოთხოვნა არავის წაუყენებია. ბოლშევიზმმა ევროპას პირველი მსოფლიო ომის დროს მოუსწრო. ომის დასრულების შემდეგ დასუსტებული ევროპის მთავარი საზრუნავი მის ქვეყნებში ბოლშევიზმის ექსპანსიის თავიდან აცილება იყო. ბრიტანეთმა ეს პირობა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებასთან 1921 წელს გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებაშიც ჩადო. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების წითელი ტერორისაგან დასაცავად კი ევროპამ ვერაფერი ან არაფერი გააკეთა. „ქართველებს ჰგონიათ, თუ ერთ შეტევას გაუძლეს, მეორესაც გაუმკლავდებიან, მაგრამ ევროპის მხრიდან ქართველების მიტოვება მხოლოდ მათი რესურსების ამარა, არ იქნებოდა სწორი”, – ურჩევდა ევროპას ტაიმსი საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე ორიოდე კვირით ადრე – 1921 წლის 25 იანვარს. გაზეთის ცნობით, მოსკოვმა ბოლშევიკების ემისარი, შიმანი, თბილისიდან გაიწვია, ვინაიდან მან ვერ მოახერხა ქართველი პროლეტარების წაქეზება, დაეწყოთ აჯანყება. ეს აჯანყება ქვეყნის საზღვართან კონცენტრირებული წითელი არმიისთვის საქართველოში შემოჭრის საბაბი უნდა გამხდარიყო. „ტროცკი გააცოფა საქართველოს ბოლშევიზაციის მისეული გეგმის ჩავარდნამ”, – წერს გაზეთი. კორესპონდენტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ასეთი შესაძლებლობა ბოლშევიკებს ერთ ხანს აღარ მიეცემათ ზამთრის პირობებისა და დემორალიზებული დამშეული არმიის გამო, თუმცა იქვე დასძენს: „ვინც ბოლშევიკურ მენტალიტეტს იცნობს, ამბობს, რომ გაცოფებულმა ტროცკიმ შეიძლება არმიას ნებისმიერ ფასად შეტევაზე გადასვლა უბრძანოს”. სტატიაში გამოთქმული წინასწარმეტყველება ახდა. 23 თებერვლის ტაიმსი ადასტურებს ცნობებს საქართველოში მე-11 არმიის შეჭრის შესახებ. „ქართულმა ჯარებმა, როგორც ჩანს, წითლებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ათასობით ლტოლვილი ქუთაისში გაიქცა, მთავრობა კი ბათუმში გადავიდა. ბათუმში გადავიდა მოკავშირეთა და ამერიკის მისიებიც”. „ეს არის დანაშაული, დაუნდობელი სამხედრო აგრესიის ნიმუში”, – განაცხადა საქართველოს ოკუპაციაზე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, რამსეი მაკდონალდმა, მომავალმა პრემიერმა, 1921 წლის ივნისის ფორვარდში. ევროპამ მხოლოდ სიტყვიერად დაგმო რუსეთის ქმედება და საქართველო ბედის ანაბარა მიატოვა. ოკუპაციის შემდეგ საქართველომ მალევე მიმართა ევროპას დახმარების თხოვნით: „ბოლშევიკებმა გაძარცვეს ქვეყანა – საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წამლები, სარკინიგზო ვაგონები, ტრამვაის ვაგონები, დანადგარები, ინსტრუმენტები, ავეჯი – ეს ყველაფერი რუსეთში წაიღეს… ხალხი შიმშილობს, საავადმყოფოები გადავსებულია, პაციენტები მოუვლელი – არც წამლები აქვთ, არც საკვები. ადამიანები ყოველდღე ქოლერისგან იღუპებიან”. თბილისის მერი ევროპას საკვებითა და მედიკამენტებით დახმარებისთვის მიმართავს და თან სთხოვს, ამ დახმარების მოწოდება ისე მოახერხოს, რომ „ხელში არ ჩაუვარდეს ბოლშევიკებს, რომლებმაც საქართველო ამ უმძიმეს დღეში ჩააგდეს” (ტაიმსი, 1921 წლის 15 აგვისტო). ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, ჰენრი ნევინსონი, 1923 წლის 15 ივნისს მანჩესტერ გარდიანში წერდა. „ჩეკა იჭერს, აპატიმრებს, გადასახლებაში გზავნის და გასამართლების გარეშე ხვრეტს ადამიანებს. ბევრი ქართველი გადაიყვანეს რუსეთის ციხეებში – მურმანსკში, იაროსლავლში და მდინარე ვოლგის აუზის დამშეულ რაიონებში. თბილისში მომრავლდა ციხეები. დიდი საჯარო შენობები ციხეებად გადაკეთდა, სადაც სტუდენტები წამებით სიგიჟემდე მიჰყავთ. გასულ თებერვალს მხოლოდ ერთ ღამეში 92 პატიმარი დახვრიტეს (მათ ერთ მწკრივად აყენებენ, სახით კედლისკენ და კეფაში ესვრიან). საქართველოს ეროვნული დღის, 26 მაისის წინა დღეს 800 კაცი დაიჭირეს… 80 ადამიანს თბილისიდან რუსეთის ციხეებში გაგზავნას უპირებენ… მონასტრები კლუბებად გადაკეთდა და იქ ბავშვებს შპიონებად ამზადებენ. სოფლებს შორის დაბანაკებული რუსული სამხედრო ნაწილები გლეხებს სარჩო-საბადებელს ართმევენ”. ნევინსონი ამ წერილს ბრიტანეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში წარმოქმნილი კრიზისის დროს წერს და მიმართავს ბრიტანეთის ხელისუფლებას: „თუ რუსეთის მთავრობას სურს, შეინარჩუნოს ის სიმპათია, რომელიც, შესაძლოა, კიდევ აქვს ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, მას უნდა მიეთითოს ამ დესპოტიზმის სისაძაგლეზე”. ერთი წლის შემდეგ კი უცხოური მედია იუწყებოდა ქართველების აჯანყების შესახებ – ამ დესპოტიზმისგან გასათავისუფლებლად. „ბევრი არაფერი გვსმენია ტრანსკავკასიური ფედერაციის შესახებ მას შემდეგ, რაც 1922 წელს საბჭოეთმა ის ისევ რუსეთს დაუქვემდებარა. და აი, ერთი თვის წინ მოვიდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, საქართველო, მოსკოვის უღლიდან თავის დაღწევას ცდილობს”, – წერს 1924 წლის 28 სექტემბერს ნიუ იორკ ტაიმსი ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების შესახებ. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია აჯანყების თვითმხილველის, ამერიკელი სამთო ინჟინრის, ჯონ ჰალოუელის მონათხრობი: „პირველი 10 დღე რევოლუციონერებმა დაიკავეს ბათუმი-თბილისის რკინიგზა და მილსადენი, საქართველოს ყველა ქალაქი და სოფელი, გარდა ბათუმისა და თბილისისა. მთელი კავკასია მზად იყო, საბჭოელების წინააღმდეგ აჯანყებულიყო, როდესაც რუსებმა საქართველოში დამატებითი ჯარების შემოყვანა დაიწყეს… საბჭოთა ტაქტიკა არა მხოლოდ რევოლუციონერების, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის ტერორიზება, დემორალიზება და იზოლირება იყო”. „28 აგვისტოს, თბილისში რევოლუციის დაწყებისთანავე, ჩეკამ დახვრიტა 24 გამოჩენილი ქართველი, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში მძევლებად ჰყავდათ ციხეში; დაიწყო სხვა ცნობილი ადამიანების დაპატიმრებაც. ბათუმში მაშინვე დახვრიტეს 30 ცნობილი ადამიანი”, – წერია გაზეთში. „აჯანყებულთა დემორალიზებისთვის, ჩეკამ გაავრცელა ყალბი მოწოდებები, რომლებსაც ვითომდა აჯანყების ლიდერები აწერდნენ ხელს. მოწოდებები ამბოხის წარუმატებლობის შესახებ იუწყებოდა და აჯანყებულებისგან ითხოვდა, დაეყარათ იარაღი და საბჭოელებს დანებებოდნენ”. ამავე გაზეთის ცნობით, აჯანყებასთან დაკავშირებით ერთა ლიგის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო: „25 სექტემბერს ჟენევიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, შუამავლობა გაუწიოს საქართველოს „ყველაზე შესაფერის მომენტში”. ამ რეზოლუციას და, ასევე, ბრიტანეთის (რომლის პრემიერ-მინისტრიც მაშინ რამსეი მაკდონალდი იყო) მთავრობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ მკაცრად აკრიტიკებს შოტლანდიელი პარლამენტარი უოლტერ ელიოტი 1924 წლის 27 სექტემბრის ტაიმსში. ელიოტი გმობს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას იმ ქვეყანასთან კომერციული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. „ეს დანაშაული „პატარა კავკასიური სახელმწიფოს – საქართველოს მკვლელობა” იყო; და რა ირონიაა, რომ ამ შეფასების ავტორი დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია, რომელიც დღეს ასე გვიქებს ხელშეკრულებას კრედიტის მიცემაზე იმ ველური ხუნტისთვის, რომელიც 1924 წელს ცინიკურად სჩადის ისეთსავე ძალადობას, როგორსაც ბატონი რამსეი მაკდონალდი ასე გულმოდგინედ გმობდა 1921-1923 წლებში”. „მხოლოდ ორი კვირის წინ ჟენევაში, როდესაც კავკასიაში წინააღმდეგობა განახლდა, ეს სამწუხარო პრობლემა ისევ წამოიჭრა. პრობლემას ისევ სიტყვებით შეეგებნენ. როგორც გვითხრეს, ბატონმა მაკდონალდმა და ბატონმა ჰერიოტმა ასამბლეას მოკრძალებული რეზოლუცია წარუდგინეს, რომელშიც ასამბლეა თხოვნით მიმართავს ერთა ლიგის საბჭოს, „თვალი ადევნოს” საქართველოში მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს მშვიდობის აღსადგენად”. 1924 წლის 15 სექტემბერს როიტერი იუწყება, რომ საქართველოში აჯანყებასთან დაკავშირებით, სოციალისტმა დეპუტატმა მ. რენოდელმა, თხოვნით მიმართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ ჰერიოტს, „შესთავაზოს რუსეთს, შეწყვიტოს ეს სისხლისღვრა” და გამოთქვა მოსაზრება, რომ სასურველი იქნებოდა ამ საკითხში ერთა ლიგის ჩარევა. 1924 წლის 12 სექტემბრის გარდიანის სარედაქციო სტატიაში წერია: „უეჭველია, ბოლშევიკები ისევე დაუნდობლად ჩაახშობენ ქართველების სულის ამ გამოხატულებას, როგორც ომის შემდეგ არაერთხელ გაუკეთებიათ და ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე დიდმა სახელმწიფომ ეს შეაჩეროს… ყოველ ჩვენგანს, ვისაც გვსურს ნორმალური ურთიერთობის აღდგენა დღეს არსებულ რუსეთის მთავრობასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დაუნდობლად ექცევა იგი თავის პატარა მეზობელს”. ლიგის მოკრძალებულმა ჩარევამ წითელი ტერორი და ჩეკისტური რეპრესიები საქართველოში ვერ შეაჩერა. იმავე წლის ნოემბერში ბრიტანელი ლეიბორისტების დელეგაცია საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც ეწვია. ეს ვიზიტი დელეგაციამ ვარდისფერ ფერებში აღწერა თავის ანგარიშში, რომელიც 1925 წლის 28 თებერვლის ტაიმსში გამოქვეყნდა. ერთადერთი, რასაც საბჭოთა ხელისუფლებას უწუნებდნენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. ამ ანგარიშის პასუხად, რუსეთის პოლიტპატიმრების დაცვის ბრიტანეთის კომიტეტმა 1925 წლის 20 მაისს გარდიანში სტატია გამოაქვეყნა. კომიტეტის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაციის აღწერა „სიმართლის შელამაზების ყველაზე სამარცხვინო მცდელობაა მთელ ამ ანგარიშში… რეალური ფაქტების დამახინჯება კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რადგან დელეგაციის რუსეთში ვიზიტამდე დიდი ხნით ადრე, ლონდონში დამაჯერებელი მასალები არსებობდა იმ სასაკლაოს შესახებ, რომელიც საქართველოში მოსკოვმა და მისმა ყასბებმა მოაწყვეს… საქმე ის გახლავთ, რომ ქართველთა აჯანყება, რომელიც მოსკოვის მიერ იყო პროვოცირებული, ისეთივე სისასტიკით ჩაახშეს, როგორც უკრაინის გლეხობის რევოლუციური მოძრაობა და კრონშტადტის ამბოხი 1921 წელს. ბოლშევიკურმა დესპოტიზმმა და ტერორმა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი მოამზადეს აჯანყებისთვის. ჩეკას ხელთ ეპყრა სადავეები და კრემლმა გაიხარა იმით, რომ მიეცა შანსი, პატარა „სამაგალითო” სისხლის გამოშვება მოეწყო აჯანყებულ საქართველოში”. წითელი ტერორი 24 წლის აჯანყების ჩახშობით არ დასრულებულა. ამის პატარა მაგალითად გამოდგებოდა 1925 წლის 11 მარტის ტაიმსის სტატია – „კალინინის მუქარა საქართველოს”: თბილისში გამართულ „წითელი პარლამენტის 5-დღიან სესიაზე” კომპარტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მიხაილ კალინინმა, „საქართველოს ინტელიგენციის ნარჩენებთან დაკავშირებით, რამდენიმე ავისმომასწავებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ინტელიგენტია დარჩენილი და საქართველო მათ განეიტრალებას ვერ შეძლებს, ისინი ნაციონალიზმით არიან გაჟღენთილნი. ამიტომ, – განაგრძო მან, – მიზანშეწონილია, მათ საქმიანობის სფეროები საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში მოვუძებნოთ. ეს აშკარად ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური მთავრობა აპირებს „არასასურველი ელემენტების” მასობრივ გადასახლებას საქართველოდან”.