11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, სამმხრივ შეხვედრას აწყობს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი -10 ნოემბერი, 2020 წელი) პირველად მოხდება.
სომხეთსა და აზერბაიჯანში კარდინალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრისგან.
ერევანში, ეკონომიკური საკითხების, ტყვეების დაბრუნების პრობლემისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ელოდებიან.
აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი განსახილველი საკითხი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის სამომავლო პირობებია