Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ოპოზიცია' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. "ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები", - ამის შესახე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუში განაცხადა. (ათინათის თარგმანი) ელჩის თქმით, ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. "ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. მაშინ როცა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში", - განაცხადა დეგნანმა. პს. აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ Home | სიახლეები და ღონისძიებები | აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ 3 ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად. ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 29 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
  2. 31 მარტს, გვიან ღამით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“. დანიელსონმა მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. მიუხედავად, იმისა, რომ შეთანხმების ჩაშლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს, ჩანს, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მათ პოზიციების შეჯერება მოახერხეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო მხარეებმა „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ახალი არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეთანხმების საბოლოო ტექსტში არ ჩაიწერა. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დროს „ყველა დარღვევასა და დაკავებაზე“ ამნისტიციის გამოცხადების გზით, დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს. ამ ეპიზოდში ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს. ახლა დანიელსონი განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის ძალისხმევა. „ეს არის გამოსავალი, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა. ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება დოკუმენტის მიხედვით, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე“. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს, ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ამბიციური საარჩევნო რეფორმა დანიელსონის მიერ წარმოდგენილი ტექსტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. ამავე ტექსტის მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. აქედან პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ასევე ხმების 2/3-ით, ხოლო მისი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამასთან, უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა დოკუმენტის მიხედვით, მოქმედმა პარლამენტმა ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად უნდა დაამტკიცოს „ამბიციური“ სასამართლო რეფორმა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. აგრეთვე, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შემდეგ სიიდან შეირჩევა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი. მომავალი არჩევნები დოკუმენტის მიხედვით, პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. წინაისტორია ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თვის დასაწყისში მხარეებს შორის მედიაციის მისი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა. პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ღარიბაშვილმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან პოლიტკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის დიდმა ნაწილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მისი შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. ოპოციასა და მმართველ გუნდს შორის საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებები დაკემბრის დასაწყისში შეწყდა. მხარეებს შორის დიალოგი პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს განახლდა.
  3. თადარიგის გენერალი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დემოკრატიულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყნის ნატოსკენ მიმავალ გზას ართულებს. ის ასევე ამბობს, რომ მომხდარი საქართველოში საინვესტიციო გარემოს აზიანებს, რადგან დასავლურ ბიზნესებს ქვეყნის ინსტიტუტებში ნდობა ეკარგებათ. გენერალი სანქციების ალბათობასა და კრიზისის დამთავრების შესაძლო გზებზეც საუბრობს. ბენ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოს აკვირდებით. როგორ აფასებთ მათ თქვენი პოზიციიდან? სამი რამ მაქვს, ია. რა თქმა უნდა, განვიცდი, როცა ვხედავ, რომ ჩვენი მეგობრები იმას განიცდიან ახლა, რაც ხდება. ის, რომ მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა კანონიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს შემაშფოთებელია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უკან გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება. შეერთებული შტატები ამას ცდილობს. ალბათ უკვე ნახეთ, რომ კაპიტოლიუმის ორივე პალატიდან ორპარტიული განცხადებები გამოქვეყნდა. ასევე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა. აქამდე ამ მოწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი? ვნახე სანქციების დაწესების მოწოდებები. არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის ლიდერშიპი ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება. ანუ, სანქციებს არ ემხრობით? არ ვიტყოდი იმას, რომ სანქციებს ვეწინააღმდეგები. გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს მეგობარი ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების მხრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ამ ვალდებულებას კანონი დააკისრებს ან როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. შეერთებული შტატები ყველასთვის საუკეთესო შედეგს აღწევს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ისეთი ქვეყნებიც ჩაერიონ ამ ყველაფერში, რომლებიც რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე ზრუნავენ, ან უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ამერიკასთან ერთად, სხვებიც რომ ჩაერთონ ისეთი გამოსავლის მონახვაში, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას სცემს პატივს. ლიბერალურ დემოკრატიაში ძლიერი ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს. ხალხის ინტერესი მაშინაა საუკეთესოდ დაცული, როცა მათ ერთგული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები ჰყავთ. ეს ყველაფერი მმართველ პარტიას უბიძგებს, უკეთესად იმუშაოს სწორედ იმის გამო, რომ მას კონკურენტი ჰყავს. თუ სიტუაცია არ განიმუხტა, თქვენი აზრით, ექნება ამას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენა? ჩვენი საუკეთესო დიპლომატები - ელჩი დეგნანი და მისი გუნდი - სწორედ ამაზე მუშაობენ. არა მგონია, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს ის, რომ საქართველოს ზურგი შეაქციოს. თუმცა, ვიტყვი , რომ ამ ყველაფრის გამო ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. თუ ისინი არ ენდობიან სასამართლო პროცესს, გამჭვირვალობას, თუ ვერ ხედავენ იმას, რომ მთავრობა სამართლიანია, ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს. ასევე ვიტყოდი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს. ვაშინგტონის ხელშეკრულება საუბრობს მოკავშირეების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებაზე და ის, რაც ახლა თბილისში ხდება, ამ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ორივე მხარე დაჯდეს და გამოსავალი სწრაფად მონახოს
  4. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღესვე ოპოზიციამ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო აქციაც დაანონსა. აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის პირველი საათისთვის ფილარმონიასთან დაიწყეს და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პროტესტანტებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, სადაც ის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და „საბოლოო გამარჯვებამდე“ ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, დეკანოიძემ მომდევნო ორი კვირის საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა. კერძოდ, 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტს შენობის, ხოლო 5 მარტს მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას აპირებს. 9 მარტს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11 მარტს კი – საქალაქო სასამართლოსთან მოეწყობა, 13 მარტს კი – ოპოზიცია კვლავ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბება. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღესვე ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლის და საკანონმდელო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას „მუდმივი პროტესტის“ კერად აქცევს. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას“, – დაამატა მან. ქვეყანაში არსებული „კრიზისის განსამუხტად“ „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის საერთო მოთხოვნები შეკრებილებს პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ „ეს პოზიცია არ გადაისინჯება“. ლიდერების მიმართვის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც სამართალდამცველებმა 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას ერთი დღით ადრე წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება უძღოდა, რომელიც მართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო 18 თებერვალს გადადგა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნოემბერში, „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა. ასევე წაიკითხეთ: ფოტოამბავი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ ახალი მასშტაბური აქცია დააანონსა