Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მაკომპესირებელი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ზამთრის არდადეგები იწურება, სასწავლო პროცესი კი სავარაუდოდ სკოლების უმრავლესობაში კვლავ დისტანციურად გაგრძელდება. საქართველოში დისტანციური სწავლება ხარვეზებით, რომ მიმდინარეობს, არაერთხელ აღუნიშნავთ ექსპერტებსა და დისტანციურ სწავლებაში ჩართულ ადამიანებს, მათ შორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია სამ საკითხს გამოყოფს, რომლის გადაჭრა დისტანციური სწავლების გამართულად მიმდინარეობისთვის აუცილებლად მიაჩნია – ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, პედაგოგების მომზადების და იმ ბავშვების გამოვლენის საკითხი, რომლებსაც დისტანციური სწავლების გამო ჩამორჩენა აქვთ. ამასთან ექსპერტი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში დისტანციური სწავლა ოპტიმალური გზა იყო, თუმცა ეს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას განათლების საკითხების მიმართ არ უმცირებს. „ახლანდელ ვითარებაში ოპტიმალური გზა იყო დისტანციური სწავლება, ოღონდაც დისტანციური სწავლება, როდესაც პასუხისმგებლობა კი არ აკლდება ხელისუფლებას, არამედ ემატება, ისევე როგორც ყველას. სამი რამ უნდა გაკეთდეს: ერთი, რაც მთავარია ინფრასტრუქტურული აღჭურვილობების საკითხია. უნდა გადაიჭრას ის რომ ბავშვისთვის არ იყოს ძვირი განათლების მიღება. მეორეა – პედაგოგიური საკითხი. მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ ხშირად არ იცის როგორ უნდა ასწავლოს დისტანციურად, მაგალითად საქართველოში ჰგონიათ, რომ დისტანციური სწავლება არის სინქრონულ რეჟიმში გაკვეთილის ჩატარება ინტერნეტში და ამ დროს დისტანციური სწავლების ფორმები არის უამრავი. მესამე რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახლა, პანდემიის პირობებში და პანდემიის დასრულების შემდეგაც, არის ის, რომ უნდა მოხდეს გამოვლენა იმ ბავშვების, რომელთაც აქვთ ჩამორჩენა და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მაკომპესირებელი პროგრამები. შეიძლება არსებობდეს ჯგუფი, რომელიც ეხმარება ბავშვს ჩამორჩენის აღმოფხვრაში, მაკომპესირებელი პროგრამების ფარგლებში შეიძლება საზაფხულო სკოლების გამართვა, ახლა ზამთრის არდადეგებზეც შეიძლებოდა მსგავსი პროგრამის გამართვა“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ. მისივე თქმით, ის რომ არ არსებობს მაკომპესირებელი პროგრამები, რომლებიც სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილ ბავშვებს დაეხმარება, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს დისტანციური სწავლების პირობებში. „ჩვენ სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ და ეს არის ყველაზე პრობლემური, იმიტომ რომ ინტერნეტს გაიყვანენ, აღჭურვილობასაც დაურიგებენ და მასწავლებლებსაც მისცემენ რჩევას როგორ ჩაატაროს გაკვეთილი, მაგრამ ის ბავშვები მაინც დარჩებიან ვინც მარტიდან დაწყებული გაზაფხულის სემესტრი ჩამორჩნენ და ახლა უკვე შემოდგომის სემესტრიც დაემატათ“, – განაცხადა ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ.