ძებნა
'შემდეგ' ძებნის შედეგები.
-
11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, სამმხრივ შეხვედრას აწყობს აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ (27 სექტემბერი -10 ნოემბერი, 2020 წელი) პირველად მოხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში კარდინალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრისგან. ერევანში, ეკონომიკური საკითხების, ტყვეების დაბრუნების პრობლემისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ელოდებიან. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი განსახილველი საკითხი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის სამომავლო პირობებია
- 141 replies
-
- აზერბაიჯანისა
- სომხეთის
- (and 9 more)
-
საიდან გაუჩნდათ აჯანყებულებს ვეტერანი უნტერ-ოფიცრები და ოფიცრები? ვინ შეადგინა მათი შტაბი, საველე დაზვერვა, ანალიზისა და ზურგის სამსახურები? როგორ მოხდა, რომ ეს არმია თავისი ბრძოლისუნარიანობით სრულიად შეესაბამებოდა რომაულ არმიას? რატომ გასხვავდება ომის უკანასკნელი ბრძოლა (სილარიუსთან) ამ ომის სხვა დანარჩენი ბრძოლებისაგან ისე, თითქოს აჯანყებულების არმია საკუთარმა სარდლობამ მიატოვა? რატომ არ აქცევდა რომი ამ აჯანყებას ყურადღებას ვარინიუსის დამარცხებამდე და რატომ მიანიჭა მას უმაღლესი პრიორიტეტი ამის შემდეგ?
-
დეტროიტში კორონავირუსის პანდემიის შედეგების დოკუმენტირებას 12 დღე მოვანდომე. 10 000 ფოტო მაინც გადავიღე ხალხით სავსე ქალაქის ავტობუსებში, სახლებში, რომლებშიც, მიუხედავად გასაჭირისა და საფრთხისა, ადამიანები ცხოვრებას და ერთმანეთის სიყვარულს აგრძელებდნენ, დაკრძალვებზე, სადაც ოჯახის წევრები რიგრიგობით ემშვიდობებიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან შეკრების უფლება 10 ადამიანამდე იყო შეზღუდული. საზღვაო სამხედრო ვეტერან და ყოფილ ფოსტალიონ ჩესტერ ლოვეტს ათი შვილი, დედა, შვილიშვილები, ძმები, ძმისშვილები და მრავალი სხვა ახლობელი ჰყავდა, თუმცა იგი 59 წლის ასაკში საავადმყოფოში მარტო გარდაიცვალა.