Jump to content
×
×
  • Create New...

Damnoc

მოდერატორი
  • პოსტი

    364
  • რეგისტრაცია

ვინ დაგათვალიერა

გამორთული გაქვს სხვებისთვის შენი პროფილის მნახველთა სიის ჩვენება

  1. რო შევხედე ეხლა მეც დავინახე მართლა გავს. იმ ასაკიდან როცა დედაზე მოშორება მიზანშეწონილია, ამ ასაკამდე გასულია 2-3 თვე, ნუ აკეთებ ტრაკუცებს ბოხოლები რომ არიან იმიტომ მოსწონთ ხალხს.
  2. დევნან ბრიტანელი თავადის სისხლი უჩქეფთ და მაგიტომ არიან კნუწობაში სხვა ზრდასრული კატების ზომის. ეგენი იქნებიან 4-5 თვის.
  3. ჩემმა დიდად პატივცემულმა კატამ, ამან: ივაჟკაცა/იჩათლახა როგორც ჩანს და რამდენიმე დღის წინ მოგვადგა დედა ამ ტიპებითურთ: ხოდა განვიხილავ აპლიკაციებს ამათ დაჰოსტვაზე. გამვლელებისგან არა ოღონდ. ისეთისგან ვინც ხშირად დადებს ხოლმე კარტოჩკებს P.S. გაითვალისწინეთ რომ როგორც ნახევრად ბრიტანელებს შეეფერებათ, პოლიტიკურად ცენტრიდან მარჯვნივ იხრებიან.
  4. ზოგადად კარგია ურთიერთობაში ადამიანებს საერთო ინტერესები თუ აქვთ
  5. ვისაც დანაშაულებრივ წართმევამდე ეკუთვნოდა იმას ალბათ. მაშინ სხვა არაფერზე საუბარი არ გამოვა სანამ ეგ სიტუაცია არ გამოსწორდება. თუ არალეგალურად წაართვეს ვინმეს რამე - დაისაჯონ, თუ ლეგალურად წაართვეს (თუნდაც არაეთიკურად) - არ დაისაჯონ. თუ არაეთიკურად იქცევა მთავრობა და ხალხი ამას ხედავს, გადაირჩიონ ან გადააყენონ, რევოლუციებიც არ გვიჭირს, თუ არ უნდათ ეს, მაშინ ითმინონ.
  6. თუ ეგრეა მაშინ ყველა დავსაჯოთ, ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად. თან თუ ადამიანს სხვისი ქონება აქვს ძალადობით მითვისებული მისთვის შედარებით მაღალი გადასახადები შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელია.
  7. ჩემი აზრით ქვეყნის სამართლებრივ/საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებაში საერთოდ არ გვჭირდება კონკრეტული ციფრების კვლევა. მაგ შემთხვევაშიც იგივე უნდა ვქნათ რაც ნებისმიერ სხვაში, ელემენტარული უდანაშულობის პრეზუმციის საფუძველზე თუ კონკრეტულ ადამიანს დაუმტკიცდება დანაშაული - დავსაჯოთ, თუ არა - არა.
  8. სხვებზე მაღალი გადასახადები ეხებათ მდიდრებს როგორც ჯგუფს, რაც "გავაპრავეთ" იმით რომ არაეთიკურად აქვთ ალბათ ეს ქონება დაგროვილი, მაგრამ მერე შევთანხმდით რომ ეს აუცილებელი არ არის, და გამოვიდა რომ ადამიანებს ვსჯით ჯგუფური ნიშნით და არა ინდივიდუალურად. იმ შუაშია რომ, ისევ, როგორც უკვე შევთანხმდით, ყველა მდიდარს ქონება არაეთიკურად ან სხვისი უფლებების შელახვით არ აქვს დაგროვებული და მათი (სხვებთან შედარებით) მაღალი გადასახადებით დაბეგვრა გამოდის სწორედ მათი დასჯა იმისთვის რაც არ ჩაუდენიათ. სოციალური უთანასწორობა ყველას არ გამოუწვევია ვინც დღეს მდიდარია, და ვინც გამოიწვია ყველა დღეს მდი
  9. გასაგებია მიდგომა, მაგრამ მაშინ ჟენევის კონვენციას უნდა შევეწინააღმდეგოთ რომელიც 33-ე მუხლში ამბობს რომ არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს დანაშაულისთვის რომელიც პირადად არ ჩაუდენია. ხოდა რაზეც შევთანხმდით რომ ომის დროს მტერს არ უნდა გავუკეთოთ, ის მშვიდობის დროს გავუკეთოთ საკუთარ მოქალაქეებს? თუ აღმოვაჩინეთ რომ ნახევარზე მეტი ცისფერთვალება ადამიანი კრიმინალია, ყველა დავსაჯოთ პროფილაქტიკის მიზნით?
  10. რატომ ვტკეპნოთ ერთი ადგილი? ერთი ისტორია ხომ დავწერე, დასაწყისი მაინც, ჩავთვალოთ რომ ეგრე გააგრძელა, მერე მეზობლების მიწები იყიდა, გააფართოვა წარმოებებიც და შედგა ადამიანი/ოჯახი. უფრო მარტივია თუ ვიტყვით რა "წაბილწავდა" მის ამ მიმართულებას და განვიხილოთ რამდენად აუცილებელი იქნებოდა მაგ სვლის გამოყენება. საერთოდაც, ხომ წერია: თუ დამოკიდებულია ესეიგი არის ფუნდამენტურად განსხვავებული ალტერნატივები არა?
  11. თუ ეს კითხვა არსებობს, ესეიგი ვთანხმდებით იმაზე რომ იმ შედეგთან მისასვლელი არაერთი პრინციპულად განსხვავებული გზა არსებობს ხო? ხოდა მაგ მოცემულობაში უცნაური არ არის დამოკიდებულება რომ ყველას ერთნაირად მოვექცეთ ვისაც ასეთი შედეგი აქვს სახეზე? არსებობს კლეპტოკრატია, რათქმაუნდა, მაგრამ მაგის პროცესია ამორალური და არა შედეგი. ყველა კლეპტოკრატი მდიდარი არ არის და ყველა მდიდარი კლეპტოკრატი. კონცერტზე მოხვედრის ორი გზა არსებობს, კეთილსინდისიერად - ბილეთის ყიდვით და არაკეთილსინდისიერად - შეპარვით. იმას ვამბობ რომ პრინციპულად უცნაური მიდგომაა ყველას დაჯარიმება ვინც ამ
  12. უყურე რაშია საქმე, მე რომ ვცოცხლობ ამის უფლების მოცემა არ მჭირდება, იმიტომ რომ ბუნებრივად ვცოცხლობ. მე რომ ვიცოცხლო ამას ისევე არ ჭირდება ნებართვა როგორც მზის ნათებას ან შემოდგომაზე ფოთლების ცვენას. თუ უფლებები არსებობს საერთოდ და უბრალოდ ბეტონის ჯუნგლებში არ ვცხოვრობთ სადაც ძალა წყვეტს ყველაფერს, მაშინ პირიქით, იმას ჭირდება უფლება ვისაც ბუნებრივ მოვლენაში ჩარევა უნდა. თუ ვინმეს უნდა რომ მე "გაპრავებულად" მომკლას, მე ის კი არ მაქვს გასაპრავებელი რომ რატომ ვარ ცოცხალი, იმას აქვს გასაპრავებელი რომ რა უფლებით აპირებს ჩემს მოკვლას. იგივე არის თავისუფლების უფლებაზე, მე ბუნებრივად ვარ
  13. @საწყალი ოსვალდო რიოსი @mulan ადამიანის "ბუნებრივი" ან "ღვთის ბოძებული" უფლებების არ გვჯერა? უბრალოდ საზოგადოება გვაძლევს მაგალითად სიცოცხლის უფლებას და სხვა არაფერი? ერთი ბებიაჩემის მოყოლილი ამბავი მახსენდება რომელიც რატომღაც ხშირად ამოტივტივდება ხოლმე. ამბავი არის ერთ ჩვეულებრივ გლეხზე სურამის ერთერთ სოფელში დაახლოებით 100 წლის წინ. "მარჯვე" ადამიანად იცნობდნენ, იქიდან დაიწყო საიდანაც სხვებმა მაგრამ რამდენიმე შემოსავლის წყარო გაიკეთა, თავისთან ეზოში კრამიტის საწარმო მოაწყო, ცხოველებს აშენებდა, დ.ა.შ. მაგრამ ერთი მაგალითი მახსოვს გამორჩეულად. სოფლის ბოლოში ი
  14. @საწყალი ოსვალდო რიოსი @mulan მკვლელობა, ქურდობა, გაუპატიურება, დ.ა.შ. მხოლოდ იმიტომ არის ამორალური რომ უმრავლესობა შევთანხმდით? და თუ გადავთქვამთ მორალური გახდება ეს ყველაფერი?
  15. თემაა გახსნილი ზუსტად ამ საკითხზე რაზეც ჩამოვედით. შენი აზრით უმრავლესობის არჩევანს რაღაც საზღვარი არ უნდა ჰქონდეს? რამე ფილტრში არ უნდა გადიოდეს ის რაზეც მერე დემოკრატიულად ხმას მივცემთ? ანუ მორალურობაზე არ გვაქვს ადამიანებს პრეტენზია? ჯუნგლების კანონების ინსტიტუციონალიზებულ ვარიანტში ვცხოვრობთ უბრალოდ?