Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პროფესიის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. პროფესიის მახასიათებლები: ანაზღაურება შემოსავალი და ხელფასი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/10%20pro_1.jpgრა ოდენობის ანაზღაურებას ან შემოსავალს მოელით გარკვეული პროფესიისგან, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიის გაანალიზებისას. ზოგიერთი პროფესია არ არის შემოსავლიანი, თუმცა საინტერესოა. ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ იყოს შემოსავლიანი. რიგ შემთხვევებში, ადამიანს უწევს განსაზღვრას რამდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია მისთვის შემოსავალი და ხელფასი. მეტწილად ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ პირად შეხედულებებზე, რადგან საკუთარი ღირებულებების გვერდით, არსებობს ოჯახი, პირადი ცხოვრება და ა.შ. ანაზღაურების შეფასებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირეული პრინციპის გათვალისწინება: http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20pro_1.jpgპირველი პრინციპი: ზრდადია ანაზღაურება თქვენთვის საინტერესო პროფესიაში? ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, გექნებათ თუ არა კონკრეტულ პროფესიაში ზრდის, განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა. ზოგიერთ პროფესიაში ანაზღაურება კარიერის დასაწყისშივე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს დაუფლება არ არის რთული. თუმცა ამ შემთხვევაში, ნაკლებია დაწინაურების შესაძლებლობა, რადგან მეტი გამოცდილება არ იწვევს უფრო მაღალ ეფექტურობას. უმეტეს შემთხვევაში, კარიერის დასაწყისში ანაზღაურება დაბალია და იზრდება ცოდნისა და გამოცდილების მიღების კვლადაკვალ. ასეთ შემთხვევაში, დაწინაურებას არც ისე მალე უნდა ველოდოთ და საკმაოდ დიდი შრომაც დაგვჭირდენა, თუმცა იმის ალბათობა, რომ ანაზღაურება მუდმივად გაიზრდება გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავების კვალდაკვალ, მაინც მამოტივირებელია ადამიანთა უმრავლესობისათვის. შეჯამებისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერის დასაწყისში ნაკლები ანაზღაურება ბევრად მომგებიანი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რადგან მას განვითარების, ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა ეძლევა. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7%20profesiis%20archeva.pngმეორე პრინციპი: ანაზღაურების რეგულარობა. პროფესიის შესაფასებლად მნიშვნელოვანია განვსაზღროთ ანაზღაურების რეგულარობა. ზოგიერთი პროფესია სეზონურობით ხასიათდება, შესაბამისად, ანაზღაურებაც სეზონურია, ხოლო ზოგიერთი მათგანი სტაბილურ სამსახურსა და ანაზღაურებას გვპირდება. ადამიანთა უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანია სტაბილური ანაზღაურება, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც პერიოდული ანაზღაურება არ წარმოადგენს პრობლემას. პროფესიის გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ანაზღაურების ამ ორი ტიპიდან, რომელი მათგანია დამახასიათებელი თქვენთვის საინტერესო პროფესიისათვის და ესადაგება თუ არა ეს თქვენი ცხოვრების სტილსა და გეგმებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_98277620_2.jpgმესამე პრინციპი: შემოსავლის წყარო. იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დამსაქმებელი გადაიხადოს დაპირებული თანხა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის? ყოველწიურად იზრდება იმ დასაქმებულთა ხვედრითი წილი, რომლებიც ვერ იღებენ დაპირებულ ანაზღაურებას დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის. პროფესიის მახასიათებლების გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია, გამოიკვლიოთ თქვენთვის საინტერესო პროფესიაში განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის რამდენს იხდიან დამსაქმებლები. მცირე სამუშაოს შესრულებისთვის დიდი ანაზღაურება ცალხასად ფარსია და მხოლოდ ადამიანების მისაზიდად გამოიყენება. ამიტომ, თუკი გეცოდინებათ დაახლოებით რა შემოსავალი შეიძლება მიიღოთ ამა თუ იმ პროფესიაში განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის, თავიდან აირიდებთ მსგავს რისკებს.
  2. პროფესიის მახასიათებლები - სამუშაო გარემო და დასაქმება ფიზიკური გარემო http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/18%20pro_0.jpgთქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფიზიკური გარემო, რომლეშიც უწევთ მუშაობა ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს. ზოგიერთი პროფესია სახიფათო და სიცოცხლისთვის საშიში ფიზიკური პირობებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი ამ გარემოებას პროფესიის მინუსად არც განიხილავს. ამგვარი პროფესიები განსაკუთრებით მოსწონთ ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან რისკზე წასვლით და განსაკუთრებული/განსხვავებული სამუშაოების შესრულებით (მაგ. მეხანძრე, მაშველი). არსებობს პროფესიები, რომლებიც თავისმხრივ სახიფათოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამუშაო ადგილზე არ არსებობს საფრთხის ასარიდებლად საჭირო ყველა ინსტრუმენტი, ტექნიკა თუ შესაბამისი პირობები. ეს ძირითადად დამახასიათებელია სამრეწველო სფეროს რიგი პროფესიებისთვის ან იმ დარგებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ახალია და არ არსებობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს დანერგვის კულტურა. არსებობს რიგი პროფესიები, რომლებიც დაავადებების გამოწვევასთან არის დაკავშირებული - გარკვეული პროფესიები შეიძლება ხელს უწყობდეს გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_2.jpgმაგალითად, მეშახტეებს ხშირად აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაღაროებში დარიშხანის მაღალი კონცენტრაციის გამო; მხატვრის საქმიანობა საღებავების ინტოქსიკაციის საფრთხეს შეიცავს; ქვის დამუშავებაზე მომუშავე ხელოსნები შეიძლება ფიზიკური დაზიანებების წინაშე აღმოჩნდნენ, თუკი უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ დაიცავენ; ქარხნების მომსახურე პერსონალი ხშირად არის საფრთხის ქვეშ ცუდი განათების, ანტისანიტარიისა და ხალხით გადაჭედილ სამუშაო ოთახში მუშაობის პირობებში. ძალიან ბევრი პროფესია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ადამიანმა გაითვალისწინოს ეს ფაქტორები და არ აირჩიოს საფრთხის შემცველი პროფესია, თუკი ასეთი პროფესიებით არ არის დაიმტერესებული. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20profesiis%20archeva.pngგარდა ფიზიკური საფრთხის შემცველი გარემოებებისა, არსებობს სხვა ფიზიკური ფაქტორებიც, რომლებიც გასათვალისწინებელია პროფესიის არჩევისას. მაგალითად, მომავალმა არქეოლოგმა და გეოლოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოუწევს დიდი ხნით საველე სამუშაოებზე გასვლა და სახლის დატოვება; გაყიდვების აგენტს დღის უმეტეს მონაკვეთში ფეხზე დგომა, ექიმს ტელეფონზე საუბარი დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, იურისტს დიდი ხნის განმავლობაში გონების დაძაბვა და ყურადღების ფოკუსირება ერთი და იმავე შემთხვევაზე, მასწავლებელს ყველა მოსწავლის ხასიათის გათვალისწინება და დიდი ხნის განმავლობაში მათი ნაწერების გასწორება. თითოეული პროფესია შეიძლება დავახასიათოთ როგორ უპირატესობებით, ისე სირთულეებით. სირთულეებისა და უპირატესობების შესწავლა და მათი აწონ-დაწონვა შეიძლება ყველაზე სასარგებლო აქტივობა იყოს ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც პირველად უწევთ მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილების მიღება. დასაქმების რეგულარულობა ზოგიერთი პროფესია რეგულარული დასაქმებით ხასიათდება. რიგი პროფესიის მქონე ადამიანებს შეიძლება უამრავი საქმე ჰქონდეთ წლის განსაზღვრულ პერიოდში, ხოლო სხვა პერიოდებში - არა. მოსავლის აღებისას, ფერმერს უამრავი დამხმარე მოსავლის ამღები პირი სჭირდება წლის ამ პერიოდში, თუმცა სხვა პერიოდებში - არა. დაკონსერვების ინდუქტრიაში მომუშავე საწარმოები განსაკუთრებით ბევრ ადამიანს ასაქმებენ ხილის ან ბოსტნეულის კრეფის პერიოდში, მაშინ როცა, წლის სხვა პერიოდში შეიძლება კარგი დამსაქმებლები არ იყვნენ. ზოგიერთი პროფესია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამინდზე. ამგვარი პროფესიებით დასაქმებულ ადამიანებს უამრავი საქმე აქვთ სეზონის დროს, თუმცა შეუფერებელ ამინდებში იძულებულნი არიან მეორადი პროფესიებით დასაქმდნენ. ასეთ პროფესიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ტურიზმის ისეთი მიმართულებები, როგორიცააა სამთო და საზღვაო ტურიზმი, სასტუმრო საქმე და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში დაუსაქმებელი ადამიანების რაოდებობა მაღალია და შესაბამისად, დაბალია დასაქმების შანსებიც. დასვენებისა და არდადეგების პერიოდები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/5%20profesiis%20archeva.pngსაათების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც ადამიანი არ ეწევა სამსახურეობრივ საქმიანობას, მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია პროფესიის გაანალიზებისას. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5 დღის გამვალობაში და ნახევარი სამუშაო დღე შაბათობით, მისაღები დროა ადამიანის დასვენებისა და განტვირთვისათვის; ხოლო 9 ან 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი 6 ან 7 დღის განმავლობაში (რაც ზოგიერთ ინდუსტრიაში კვლავაც შემორჩენილია) ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს დროს დასასვენებლად და განსატვირთად. მომუშავეთა უმრავლესობა დამსაქმებელთან თანხმდება წლის განმავლობაში 2 კვირიან არდადეგებზე. ზოგიერთი დამსაქმებელი საერთოდ არ გეგმავს არდადეგების პერიოდს მომუშავესთან, რადგან ეს თავად მომუშავის სურვილზეა დამოკიდებული. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20profesiis%20archeva.pngშესაძლებელია კარიერის დასაწყისში, ადამიანმა არ იცოდეს არდადეგებისა და დასვენებისათვის რა დროა ოპტიმალური კონკრეტულ პროფესიაში და ამ საკითხის მნიშვნელოვნებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს, თუმცა დასვენების დრო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის პროფესიითა თუ სამუშაოთი კმაყოფილებას. ადამიანთა უმრავლესობას აქვს ჰობი: სპორტი, ხელსაქმე, შემოქმედებითი საქმიანობები, საინტერესო საგნების კოლექციების შეგროვება და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პროფესია ან/და სამუშაო ჰობის მიყოლის შესაძლებლობას არ იძლება, ეს ცალსახად იწვევს ადამიანის უკმაყოფილებას, რაც შემდგომში პროფესიის/სამუშაოსადმი ინტერესის კლებაში შეიძლება გადაიზარდოს
  3. რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინო პროფესიის არჩევისას? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/foto.jpgადამიანთა უმრავლესობა კარიერის არჩევისას არ განიხილავს და არ აანალიზებს არსებულ ალტერნატივებს და გადაწყვეტილებას ხშირად ინტუიტურად, სხვების რჩევით, გაუაზრებლად იღებს, ან იმ განათლებასა და ტრენინგებზე დაყრდნობით, რომელიც გავლილი აქვს. შედეგად, ადამიანები კარიერის განმავლობაში ისეთ სამუშაოს ასრულებენ, რომელიც მათთვის შესაფერისი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც კარიერის მაძიებელი გადაწყვეტილების მიღების დროს აწყდება, არის სხვადასხვა პროფესიების თუ სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის არ ქონა. იგი მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით მსჯელობს, რომელიც ხშირად მცდარია. კარიერული განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ადამიანთა დიდი ნაწილი აღმოაჩენს, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომელიც რეალურად არ აინტერესებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi_0.jpgექსპერტთა და მკვლევართა უმრავლესობა გვაწვდის ინფორმაციას იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ადამიანმა პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოს. კვლევების შედეგად გამოიყო 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი ალბათობით მიგვიყვანს იმ პროფესიამდე, რომელიც ყოველმხრივ დაგვაკმაყოფილებს: უნარები და შესაძლებლობები ინტერესები ღირებულებები სასურველი ანაზღაურება პასუხისმგებლობის სასურველი დონე სამუშაოს ადგილმდებარეობა მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაანალიზება სამუშაო გარემო შეაფასეთ საკუთრი ცოდნა პროფესიის განვითარებისა და დასაქმების ტენდენციები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_1.jpgუნარებისა და ინტერესების შესახებ იხილეთ ცალკე სტატიები, ამჯერად აქცენტი პროფესიის არჩევის დროს გასათვალისწინებელ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებზე გადავიტანოთ, რომლებიც კარიერული და შრომითი კმაყოფილების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლს თამაშობენ. თქვენთვის ყველაზე მეტად შესაბამისი პროფესიის ასარჩევად, საწყის ეტაპზე, გამოყავით თქვენთვის წამყვანი უნარები და ინტერესები, იმ მეთოდებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ.
  4. საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება პროფესიის არჩევისას http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20profesiis%20archeva.png მას შემდეგ, რაც შეარჩევთ პროფესიას, რომელსაც მომავალში გაჰყვებით, უნდა დაიწყოთ საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება ამ პროფესიის დასაუფლებლად. პროფესიის შერჩევა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და თქვენთვის შესაბამისი პროფესიის დადგენას. პროფესიის არჩევა პროცესია, რომელიც დაგეგმვასა და ეტაპობრივ განხორციელებას საჭიროებას. პროფესიის არჩევამდე კი უნდა შეაფასოთ ყველა ის საგანამანათლებლო შესაძლებლობა, რომელიც სადაც შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო პროფესიას დაეფლოთ. ამ დროს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: საგანმანათლებლო დაწესებულება, სასწავლო პროგრამა, სასწავლო პროგრამის სილაბუსი, კურსის ღირებულება, უნივერსიტეტის მდებარეობა, მომავალი ლექტორები, უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია და დიპლომი, ფიზიკური გარემო სასწავლო დაწესებულებაში და ა.შ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3_3.jpgშესაძლებელია, მიზნად დაისახეთ ისეთი პროფესიის არჩევა, რომლის შესწავლაც შეუძლებელია ბაკალავრიატის საფეხურზე, ამიტომ კარგად უნდა გამოიკვლიოთ სად ისწავლება თქვენთვის სასურველი პროფესია და განათლების რომელ საფეხურზე. მაგალითად, თუ გსურთ მიკრობიოლოგი გამოხვიდეთ, ვერ შეძლებთ სკოლის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის საფეხურზევე დაეუფლოთ ამ პროფესიას, რადგან ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო მიმართულებას წარმოადგენს. საწყის ეტაპზე, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) თქვენ უნდა დაეუფლოთ ბიოლოგიას (ან სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას) და მხოლოდ 4 წლიანი სწავლის შემდგომ შეძლებთ უშუალოთ მიკრობიოლოგიის შესწავლას. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ რომელიმე პროფესიის არჩევას, კარგად უნდა გაარკვიეთ რომელ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში და განათლების რომლემ საფეხურზე ისწავლება ის. შესაძლებელია მოგწონდეთ ინჟინრის პროფესია, მაგრამ გსურთ ისწავლოთ ის საგნები/გაიაროთ ის სასწავლო კურსები, რომლესაც გთავაზობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინჟინერიის შესასწავლად? პროფესიის არჩევისას და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესწავლისას მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლოთ ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა, სადაც თქვენთვის სასურველ პროფესიას ასწავლიან. ხშირად სასწავლო პროგრამები გადავსებულია ისეთი სასწავლო კურსებით, რომლებიც სრულიად არ არის დაკავშირებული პროფესიის შესწავლასთან ან უბრალოდ კონკრეტული კურსის გავლა თქვენთვის დროის ფუჭად ხარჯვაა, რადგან ის არ ეხმიანება თქვენ კარიერულ გაგემებს. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ ყველა საგანი/კურსი, რომელსაც კონკრეტულ უნივერსიტეტში გაივლით თქვენთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად, იქნება თქვენთვის საინტერესო და შედეგისმომცემი. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/11%20profesiis%20archeva.jpgსასწავლო პროგრამების მოძიებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უნივერსიტეტებსა თუ კოლეჯებში არ არსებობს სასწავლო პროგრამები თქვენთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად. ეს განსაკუთრებით ეხება ახალ პროფესიებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ შეისწვალოთ კომპიუტერული თამაშების შექმნა, აღმოაჩენთ, რომ საქართველოში არც ერთი უნივერსიტეტი ან კოლეჯი ჯერჯერობით არ გთავაზობთ შესაბამის პროგრამას. ამ შემთხვევაში, ორი გამოსავალი გაქვთ - ან კერძო ტრენინგ ცენტრებთან გაიაროთ შესაბამისი კურსი, ან მონათესავე პროფესიას დაეუფლოთ და შემდგომ დამოუკიდებლად, საკუთარი ენთუზიაზმით დაიწყოთ კომპიუტერული თამაშების დაუფლება. მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ ბევრი სხვადასხვა პროფესიის შემთხვევაში. ტექნოლოგიების განვითარებისა და ადამიანური მოთხოვნების ცვლილების პარალელურად, იზრდება მოთხოვნა განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებზე, რასაც შესაძლოა ფეხს ვერ უწყობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამიტომ მოგიწევთ ან დაელოდოთ შესაბამისი პროგრამის შექმნას რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან/და მის შესასწავლათ ზევით წარმოდგენილი გზები განიხილოთ. კურსის ღირებულება მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პროფესიის არჩევისას და მისი დაუფლების პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ. უნდა გადახედოთ საკუთარ და ოჯახის ფინანსებს და მათი გათვალისწინებით განსაზღვროთ რა ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებთ საკუთარ განათლებაზე. კარგად შეისწავლეთ უნივერსიტეტები და კოლეჯები და მათი ფასები. შესაძლებელია ერთ უნივერსიტეტში გაცილებით ძვირი ღირდეს საგანმანათლებლო პროგრამა, მაშინ როცა სხვა უნივერსიტეტში იგივე პროგრამა გაცილებით ნაკლებ ფასად გაიაროთ. ამ შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილეთ სასწავლო კურსის შინაარზე, სილაბუსებზე, ლექტორებზე, უნივერსიტეტის ადგილმდებარეობაზე და ა.შ. შესაძლებელი ბევრად ნაკლები ფინანსური სახსრებით შეიძლება მიიღოთ იგივე განათლება, რაც ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/10%20profesiis%20archeva.pngგაითვალისწინეთ, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლება უბრალოდ ყველა უნივერსიტეტში ძვირია, რადგან თავად სწავლების პროცესი მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს: პრაქტიკას, საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ა.შ., რის გამოც უნივერსიტეტები იძულებულნი არიან სხვა პროგრამებთან შედარებით უფრო მაღალი ფასი დაადონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებას. შეამზადეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო პროფესიის დაუფლება ისეთ თანხებთან იყოს დაკავშირებული, რომლესაც თქვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება. საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიებისას ჰკითხეთ რჩევა ნაცნობებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში სწავლობდნენ. მათ მიერ მიღებული ინფორმაციის გაანალიზება შესაძლებელია თქვენთვის ბევრად გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ოფიციალური ინფორმაციების გაცნობა.
  5. რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას? http://myprofession.gov.ge/1c8c28bc-031b-4e81-be07-09278f9fd192.jpgპროფესიული ორიენტაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის სირთულეები, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. საგულისხმოა, რომ კარიერული კონსულტაციის სერვისების სიმცირიდან გამომდინარე, ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევის პროცესზე მოქმედ არაერთ ბარიერს ასახელებენ. კვლევის შედეგების გაანალიზებამდე დავძენთ, რომ სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს სჭირდება ინფორმაცია ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ (1) საკუთარი თავის, (2) პროფესიის, (3) შრომის ბაზრისა და (4) საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. როგორც კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ვიგებთ, ახალგაზრდები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას ოთხივე ფაქტორის შესახებ, რაც გამოწვეული ერთი მხრივ, შესაბამისი რესურსების არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ, პროფესიის არჩევის პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. http://myprofession.gov.ge/d74a0f83-a94a-4de4-8df1-54a12f0e6c46.png ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლელობას ასახელებენ (77%) - მათი შეფასებით, ისინი არ ფლობენ საფუძვლიან ინფორმაციას ერთი მხრივ, სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უჭირს დეტალური ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ - პროფესიის შინაარსი, სამუშაოები, რომელსაც ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები ასრულებენ, პროფესიისთვის საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები და ა.შ. აღნიშნული მონაცემი მოულოდნელი არ არის, რადგან ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია აქვთ მხოლოდ იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც მათ გარშემო არსებობს და რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. "მოდურ პროფესიებს". რეალურად, "შრომის სამყაროში" უამრავი სხვა პროფესიაა, რომელთა შესახებაც ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას და შესაბამისად, არ განიხილავენ მათ პროფესიის არჩევისას. აღნიშნული პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღემდე არ არსებობს სერვისი, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან პროფესიათა აღწერილობებს და დეტალურ ინფრომაციას მოიძიებენ მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ. ამ მიმართულებით, არსებობს myprofession.gov.ge-ზე განთავსებული ვიდეორგოლები, (1) რომელთა რაოდენობაც შეზღუდულია და (2) ფორმატიდან გამომდინარე, არ არის შინაარსობრივად ამომწურავი. http://myprofession.gov.ge/1d2c83cc-a988-42e7-9daa-2fb2a3832011.pngპროფესიის არჩევისას ქართველი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბარიერს უმაღლესი სასწავლებლებისა (71%) და პროფესიული კოლეჯების (62%) საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს . როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, ქართველი ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ სასურველი პროფესიის დაუფლებას, რადგან არ იციან რომელ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში რომელი პროფესიები ისწავლება. აღნიშნული შედეგები არ არის გასაკვირი, რადგან არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები დეტალურ ინფორმაციას მოიძიებენ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და მოახერხებენ საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთშედარებას სხვადასხვა ასპექტის მიხედდვით. მსგავსი ტიპის ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ვებგვერდებზე, სადაც (1) ხშირად ინფორმაცია არ არის განახლებული, (2) არ არის მარტივად სტრუქტურირებული და ძნელია საჭირო ინფორმაციის მოძიება (3) არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ (სილაბუსი, საგნები, ლექტორები და ა.შ.) და (4) ბუნებრივია, საგანმანათლებლო დაწესებულება არ წარმოადგენს ინფორმაციის ნეიტრალურ წყაროს, რადგან ის ცდილობს დადებითი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი და საკუთარი პროგრამები, რამაც შეიძლება პროფესიის მაძიებელი შეცდომაში შეიყვანოს. http://myprofession.gov.ge/4bf5ea52-3039-4967-8c79-a702191bb3a0.jpgიმ პირობებში, როცა ჯერჯერობით არ არსებობს შრომის ბაზრის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პროფესიის განვითარების პერსპექტივები, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საშუალო ანაზღაურება (ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად), არ არის გასაკვირი, რომ ქართველი ახალგაზრდების 63% პროფესიის არჩევისას შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება და ამ დროს, ამგვარი ინფორმაცია უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდამ შრომის ბაზრის მოთხოვნები. ქართველი ახლაგაზრდების 56% ფიქრობს, რომ არ არსებობს მათთვის სასურველი პროფესიის დაუფლებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. კვლევის აღნიშნულ შედეგს მივყავართ ზემოთ განხილულ პრობლემასთან, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროფესიების შესახებ. სავარაუდოა, რომ დასახელებული მაღალი მაჩვენებელი (56%), სწორედ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დაბალი ინფორმირებულობით არის განპირობებული და არა საგანმანათლებლო პროგრამების სიმცირითა თუ არარსებობის. რეალურად, ძალიან ცოტაა იმ პროფესიების რაოდენობა, რომელთა დასაუფლებელი პროგრამებიც საქართველოში არ არსებობს. http://myprofession.gov.ge/b639aae3-6ed4-4116-9cbb-62136b9ac3cf.pngპროფესიის არჩევისას, ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა - რესპონდენტთა 54% თვლის, რომ პროფესიის სწორად არჩევისთვის არ აქვს საფუძვლიანი ცოდნა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ, ხოლო 52%-ის აზრით, იმდენად ბევრი და განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ უჭირთ ერთ რომელიმე პროფესიაზე ჩამოყალიბება, რაც საკუთარ ინტერესებში ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს. http://myprofession.gov.ge/fb1e5739-1d04-4f6f-b29c-5b5ad3ffd95f.jpgმიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ბარიერების ფონზე, უპირველესი გამოსავალი, კარიერული კონსულტანტების ინსტიტუტის გაძლიერებაა, ქართველი ახალგაზრდების მხოლოდ 40% თვლის, რომ პროფესიის არჩევის პროცესში კარიერული კონსულტანტის დაეხმარება სჭირდებათ. აღნიშნული მაჩვენებელი მეტწილად განპირობებული იმით, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა რეალურად არ იცის როგორ შეიძლება პროფორიენტაციის გამოყენება და შესაბამისად, არ იციან რა ევალებათ პროფკონსულტანტებს და როგორ შეიძლება გამოიყენონ მათი მომსახურება. სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ სკოლის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა პროფესიის არჩევაზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები ვერ აანალიზებენ რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლამ მას და არა იმას, რომ სკოლა კარიერული კონსულტაციის სრულყოფილ სერვისს სთავაზობ მათ და ამიტომ არ მოქმედებს აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად პროფესიის არჩევაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში თითქმის არარსებობს პროფორიენტაციის სერვისი, ვერ ვიმსჯელებთ პროფესიის არჩევის პროცესზე სკოლის მხარდაჭერის სრულყოფილებაზე. ხშირად, პროფესიის არჩევაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდების პროფესიის არჩევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მშობლები და ახალგაზრდები გადაწყვეტილებას მშობლების აზრის გათვალისწინებით ირჩევენ, ან/და პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდებზე მოქმედებს საზოგადოების სტერეოტიპები და ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. "ქალური" და "კაცური" პროფესიები. http://myprofession.gov.ge/88510056-6945-4e2d-9f97-34046cd4e687.pngკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ ფაქტორებს შორის მშობლების ჩართულობა ყველაზე ნაკლებად პრობლემურია ქართველი ახალგაზრდებისთვის. რესპონდენტთა მხოლოდ 28% თვლის, რომ პროფესიის არჩევისას მისთვის პრობლემას მშობელთა ჩარევა წარმოადგენს. ქართველი ახალგაზრდებისთვის არც საზოგადოებრივი სტერეიტოპების გავლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას პროფესიის არჩევისას. რესპონდენტთა 61%-თვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სწავლის სიძვირე. რესპონდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სხვა ბარიერებთან დაკავშირებითად. რამდენიმე რესპონდენტის შეფასებით, პროფესიის არჩევისას დაბრკოლებას ქმნის: სკოლაში განათლების/სწავლების დაბალი დონე. ხოლო ბევრმა დამატებით მიუთითა (კითხვარში მოცემული იყო დებულება ფინანსური გარემოებების შესახებ), რომ პროფესიის არჩევისას ბარიერს ქმნის ფინანსური ფაქტორი, მათ შორის სწავლის სიძვირე. რაოდენობრივი კვლევის მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა თვისებრივ კვლევაში, სადაც ახალგაზრდები ზემოთ დასახელებულ ბარიერებზე საუბრობენ