Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ცენტრალური' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული იუანის გამოყენებით მცირე რაოდენობის გარიგებების განხორციელებას აპირებს. ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება მზად არის უზრუნველყოს მომხმარებლის მაქსიმალური კონფიდენციალურობა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის. ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მუ ჩანგუნმა 2021 წლის ჩინეთის განვითარების ფორუმზე ციფრული იუანის კონფიდენციალურობის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ სრულიად ანონიმური სტაბილკოინის წარმოება შეუძლებელია, რადგან ეროვნული ციფრული ვალუტა უნდა აკმაყოფილებდეს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და გადასახადების თავიდან აცილების მოთხოვნებს. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ციფრულ იუანს აკლია მომხმარებლის კონფიდენციალურობა. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, რომლებიც ციფრული იუანის კვლევასა და განვითარებაში არიან ჩართულნი, უფლება არა აქვთ გააცნონ პირადი მონაცემები და მომხმარებლების ტელეფონის ნომრები მესამე პირებს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს. ე.წ. “კონტროლირებადი ანონიმურობის” მიდგომა არის ჩინეთის ციფრული იუანის ძირითადი მახასიათებელი, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს მომხმარებლის მაქსიმალური კონფიდენციალურობისა და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. The post ჩინეთის ცენტრალური ბანკის სტაბილკოინი უსაფრთხოების სტანდარტს აკმაყოფილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. ტაილანდის ბანკმა მკაცრი გაფრთხილება კერძო სტაბილკოინის წინააღმდეგ გამოსცა, რომელიც ეროვნულ ვალუტას, ბატს უკავშირდებოდა. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ფრუთიპონგ სქრიმაქჰენდმა განაცხადა, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სტაბილკოინით მიმდინარეობს უკანონოა. ”ნებისმიერი ფულის ნიშნის შექმნა, გაცემა, გამოყენება ან ბრუნვა წარმოადგენს ფულის სავალუტო კანონის 1958 წლის მე-9 ნაწილის დარღვევას. ამგვარი გამოყენება საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს ფართო საზოგადოების ნდობაზე ეროვნული სავალუტო სისტემის სტაბილურობის მიმართ, რომელიც ქვაკუთხედია ყველა ეკონომიკური საქმიანობისა”,-აღნიშნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ. სტაბილკოინი Terra პლატფორმაზე გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ბანკმა საკუთარი კვლევა ეროვნული ციფრული ვალუტის შესახებ დააჩქარა. კვლევა მიმდინარეობს ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან და ჩინეთის ბანკის ციფრული ვალუტის ინსტიტუტთან ერთად. The post ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ევროპის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრება მოუწიოს, რაც Facebook-ისა და სხვა კორპორაციების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესაძლებლობით გამოწვეულ პოლიტიკოსების შეშფოთებას უკავშირდება. იგეგმება Facebook Diem-ის პროექტის ამოქმედება, რაც სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების გამოშვების პრეცედენტს შექმნის. ამან ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკისთვის კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად მეტი უფლებამოსილების მინიჭებაზე დააფიქრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება მარკ ცუკერბერგს ცენტრალური ბანკი გახდეს“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტეფან ბერგერმა (Stefan Berger). ის იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ციფრული აქტივების ემიტენტების საქმიანობისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა. გასული წლის სექტემბერში განხილულ იქნა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ევროპული ბაზრების შესახებ (MiCA). ახლა ევროპარლამენტში ბერგერის მიერ შეთავაზებულ, კანონპროექტში შესატან შესწორებას განიხილავენ, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების გამოშვებაში ევროპის ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ როლს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ECB შეძლებს ევროპის ტერიტორიაზე გარკვეულ პროექტებს მუშაობაზე უარი უთხრას. ცოტახნის წინ ECB-მ განაცხადა, რომ ინფლაციის რისკების შემცირებისა და გადარიცხვების უსაფრთხოებისთვის, სურს ევროზონაში სტეიბლკოინების გამოშვებაზე მეტი ზედამხედველობა და ვეტოს უფლება ჰქონდეს. ბერგერი ფიქრობს, რომ ECB მზად უნდა იყოს დაუპირისპირდეს გლობალური სტეიბლკოინების გამოწვევას, რომელიც დაბალი საკომისიოებით და ანგარიშსწორების სისწრაფითა და მასშტაბურობით ტრადიციულ საგადასახადო ბაზარს საფრთხეს შეუქმნის. „ Facebook-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს, თუ კომპანია საკუთარ ვალუტას გამოუშვებს, ის ერთ დღეში შეძლებს ცენტრალური ბანკის ძალაუფლების მოპოვებას. ვალუტა არ უნდა ეკუთვნოდეს კერძო კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ცუკერბერგი ცენტრალური ბანკი გახდეს.“ ბერგერმა დაამატა, რომ კორპორატიული სტეიბლკოინის საპასუხოდ გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი ციფრული ევროს გამოშვება იქნებოდა. „მე ვიმედოვნებ, რომ ECB დაუჩქარებს ციფრული ევროს გამოშვებას მანამდე, სანამ ყველა ქვეყანა, ვატიკანის ჩათვლით, არ გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას.“- თქვა მან. „ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენ ციფრული ფულის უსაფრთხო ფორმა გვჭირდება.“ შეგახსენებთ, რომ იანვარში Diem-ის სატესტო ქსელში 50 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. წყარო: https://bits.media The post ევროპარლამენტის დეპუტატი:„ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ Facebook-ი ცენტრალური ბანკი გახდეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  4. ევროპის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრება მოუწიოს, რაც Facebook-ისა და სხვა კორპორაციების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესაძლებლობით გამოწვეულ პოლიტიკოსების შეშფოთებას უკავშირდება. იგეგმება Facebook Diem-ის პროექტის ამოქმედება, რაც სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების გამოშვების პრეცედენტს შექმნის. ამან ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკისთვის კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად მეტი უფლებამოსილების მინიჭებაზე დააფიქრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება მარკ ცუკერბერგს ცენტრალური ბანკი გახდეს“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტეფან ბერგერმა (Stefan Berger). ის იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ციფრული აქტივების ემიტენტების საქმიანობისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა. გასული წლის სექტემბერში განხილულ იქნა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ევროპული ბაზრების შესახებ (MiCA). ახლა ევროპარლამენტში ბერგერის მიერ შეთავაზებულ, კანონპროექტში შესატან შესწორებას განიხილავენ, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების გამოშვებაში ევროპის ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ როლს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ECB შეძლებს ევროპის ტერიტორიაზე გარკვეულ პროექტებს მუშაობაზე უარი უთხრას. ცოტახნის წინ ECB-მ განაცხადა, რომ ინფლაციის რისკების შემცირებისა და გადარიცხვების უსაფრთხოებისთვის, სურს ევროზონაში სტეიბლკოინების გამოშვებაზე მეტი ზედამხედველობა და ვეტოს უფლება ჰქონდეს. ბერგერი ფიქრობს, რომ ECB მზად უნდა იყოს დაუპირისპირდეს გლობალური სტეიბლკოინების გამოწვევას, რომლებიც დაბალი საკომისიოებით და ანგარიშსწორების სისწრაფითა და მასშტაბურობით ტრადიციულ საგადასახადო ბაზარს საფრთხეს შეუქმნიან. „ Facebook-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს, თუ კომპანია საკუთარ ვალუტას გამოუშვებს, ის ერთ დღეში შეძლებს ცენტრალური ბანკის ძალაუფლების მოპოვებას. ვალუტა არ უნდა ეკუთვნოდეს კერძო კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ცუკერბერგი ცენტრალური ბანკი გახდეს.“ ბერგერმა დაამატა, რომ კორპორატიული სტეიბლკოინის საპასუხოდ გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი ციფრული ევროს გამოშვება იქნებოდა. „მე ვიმედოვნებ, რომ ECB დაუჩქარებს ციფრული ევროს გამოშვებას მანამდე, სანამ ყველა ქვეყანა ვატიკანის ჩათვლით არ გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას.“- თქვა მან. „ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენ ციფრული ფულის უსაფრთხო ფორმა გვჭირდება.“ შეგახსენებთ, რომ იანვარში Diem-ის სატესტო ქსელში 50 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. წყარო: https://bits.media The post ევროპარლამენტის დეპუტატი:„ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ Facebook-ი ცენტრალური ბანკი გახდეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  5. იაპონიის ბანკის მმართველმა, კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ განხილვები ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკს პოზიცია არ შეუცვლია. კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით ეკიდება გლობალური ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას, რადგან ამ საფრთხილო საკითს სჭირდება საზოგადოებაზე დაკვირვება. იგი ამბობს, რომ საკითხის დამტკიცება 2021 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ ტესტირების ფაზებიდან ციფრული ვალუტა მოქმედებაში გაზაფხულზე უნდა ჩაეშვას. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკების 86% ამჟამად შეისწავლის სტაბილკოინის სარგებელს და უარყოფით მხარეებს. აქედან, 60% უკვე განვითარების ექსპერიმენტულ ან კონცეფციის შემუშავების სტადიაშია. The post იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. რუსეთის ბანკის მმართველის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტკინმა განაცხადა, რომ ბანკი ციფრული ვალუტის წარმოებისათვის გაშვებული პროტოკოლის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს. ბანკის მიზანია 2022 წლიდან კრიპტოვალუტა სატესტო რეჟიმში გაუშვას. აღნიშნული განცხადება მოსკოვში მიმდინარე ეკონომიკური სკოლის ფორუმზე გააკეთა ზობოტკინმა. მან თქვა, რომ პროტოტიპი საცდელ რეჟიმში გაეშვება, ამიტომ რეალურ გარიგებას არ განახორციელებს, მაგრამ უფრო მეტად გახდება ეკოსისტემის მშენებლობის საწყისი წერტილი. ”ამ პროტოტიპის საფუძველზე, ჩვენ, მომავალ წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ”,- აღნიშნა ალექსეი ზაბოტკინმა. როგორც ცნობილი იყო, რუსეთის ბანკმა სტაბილკოინის შექმნის შესახებ 2020 წლის ბოლოს განაცხადა, რა დროსაც გამოაქვეყნა საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული რუბლის განვითარების შესახებ. 2021-ს დასაწყისში ბანკის წარმომადგენლებმა ასევე დასძინეს, რომ ახალი კრიპტო პლატფორმა შეიძლება შეიცავდეს დიდ რისკებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჰაკერულ თავდასხმებთან და თაღლითობასთან. შესაბამისად, მათ გადაავადეს მიმდინარე პროექტი, რათა შეძლონ პროგრამის დახვეწა და უსაფრთოხების უზრუნველყოფა. The post რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის საპილოტე პროგრამას 2022 წელს დაიწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.