Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'დავუშვათ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ევროპის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრება მოუწიოს, რაც Facebook-ისა და სხვა კორპორაციების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესაძლებლობით გამოწვეულ პოლიტიკოსების შეშფოთებას უკავშირდება. იგეგმება Facebook Diem-ის პროექტის ამოქმედება, რაც სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების გამოშვების პრეცედენტს შექმნის. ამან ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკისთვის კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად მეტი უფლებამოსილების მინიჭებაზე დააფიქრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება მარკ ცუკერბერგს ცენტრალური ბანკი გახდეს“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტეფან ბერგერმა (Stefan Berger). ის იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ციფრული აქტივების ემიტენტების საქმიანობისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა. გასული წლის სექტემბერში განხილულ იქნა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ევროპული ბაზრების შესახებ (MiCA). ახლა ევროპარლამენტში ბერგერის მიერ შეთავაზებულ, კანონპროექტში შესატან შესწორებას განიხილავენ, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების გამოშვებაში ევროპის ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ როლს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ECB შეძლებს ევროპის ტერიტორიაზე გარკვეულ პროექტებს მუშაობაზე უარი უთხრას. ცოტახნის წინ ECB-მ განაცხადა, რომ ინფლაციის რისკების შემცირებისა და გადარიცხვების უსაფრთხოებისთვის, სურს ევროზონაში სტეიბლკოინების გამოშვებაზე მეტი ზედამხედველობა და ვეტოს უფლება ჰქონდეს. ბერგერი ფიქრობს, რომ ECB მზად უნდა იყოს დაუპირისპირდეს გლობალური სტეიბლკოინების გამოწვევას, რომელიც დაბალი საკომისიოებით და ანგარიშსწორების სისწრაფითა და მასშტაბურობით ტრადიციულ საგადასახადო ბაზარს საფრთხეს შეუქმნის. „ Facebook-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს, თუ კომპანია საკუთარ ვალუტას გამოუშვებს, ის ერთ დღეში შეძლებს ცენტრალური ბანკის ძალაუფლების მოპოვებას. ვალუტა არ უნდა ეკუთვნოდეს კერძო კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ცუკერბერგი ცენტრალური ბანკი გახდეს.“ ბერგერმა დაამატა, რომ კორპორატიული სტეიბლკოინის საპასუხოდ გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი ციფრული ევროს გამოშვება იქნებოდა. „მე ვიმედოვნებ, რომ ECB დაუჩქარებს ციფრული ევროს გამოშვებას მანამდე, სანამ ყველა ქვეყანა, ვატიკანის ჩათვლით, არ გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას.“- თქვა მან. „ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენ ციფრული ფულის უსაფრთხო ფორმა გვჭირდება.“ შეგახსენებთ, რომ იანვარში Diem-ის სატესტო ქსელში 50 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. წყარო: https://bits.media The post ევროპარლამენტის დეპუტატი:„ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ Facebook-ი ცენტრალური ბანკი გახდეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. ევროპის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრება მოუწიოს, რაც Facebook-ისა და სხვა კორპორაციების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესაძლებლობით გამოწვეულ პოლიტიკოსების შეშფოთებას უკავშირდება. იგეგმება Facebook Diem-ის პროექტის ამოქმედება, რაც სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების გამოშვების პრეცედენტს შექმნის. ამან ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკისთვის კრიპტოვალუტების დასარეგულირებლად მეტი უფლებამოსილების მინიჭებაზე დააფიქრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება მარკ ცუკერბერგს ცენტრალური ბანკი გახდეს“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტეფან ბერგერმა (Stefan Berger). ის იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ციფრული აქტივების ემიტენტების საქმიანობისთვის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა. გასული წლის სექტემბერში განხილულ იქნა კანონპროექტი კრიპტოაქტივების ევროპული ბაზრების შესახებ (MiCA). ახლა ევროპარლამენტში ბერგერის მიერ შეთავაზებულ, კანონპროექტში შესატან შესწორებას განიხილავენ, რომელიც ახალი კრიპტოვალუტების გამოშვებაში ევროპის ცენტრალური ბანკის უფრო აქტიურ როლს ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ECB შეძლებს ევროპის ტერიტორიაზე გარკვეულ პროექტებს მუშაობაზე უარი უთხრას. ცოტახნის წინ ECB-მ განაცხადა, რომ ინფლაციის რისკების შემცირებისა და გადარიცხვების უსაფრთხოებისთვის, სურს ევროზონაში სტეიბლკოინების გამოშვებაზე მეტი ზედამხედველობა და ვეტოს უფლება ჰქონდეს. ბერგერი ფიქრობს, რომ ECB მზად უნდა იყოს დაუპირისპირდეს გლობალური სტეიბლკოინების გამოწვევას, რომლებიც დაბალი საკომისიოებით და ანგარიშსწორების სისწრაფითა და მასშტაბურობით ტრადიციულ საგადასახადო ბაზარს საფრთხეს შეუქმნიან. „ Facebook-ს 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს, თუ კომპანია საკუთარ ვალუტას გამოუშვებს, ის ერთ დღეში შეძლებს ცენტრალური ბანკის ძალაუფლების მოპოვებას. ვალუტა არ უნდა ეკუთვნოდეს კერძო კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ცუკერბერგი ცენტრალური ბანკი გახდეს.“ ბერგერმა დაამატა, რომ კორპორატიული სტეიბლკოინის საპასუხოდ გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი ციფრული ევროს გამოშვება იქნებოდა. „მე ვიმედოვნებ, რომ ECB დაუჩქარებს ციფრული ევროს გამოშვებას მანამდე, სანამ ყველა ქვეყანა ვატიკანის ჩათვლით არ გამოუშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას.“- თქვა მან. „ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში ჩვენ ციფრული ფულის უსაფრთხო ფორმა გვჭირდება.“ შეგახსენებთ, რომ იანვარში Diem-ის სატესტო ქსელში 50 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. წყარო: https://bits.media The post ევროპარლამენტის დეპუტატი:„ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ Facebook-ი ცენტრალური ბანკი გახდეს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.