Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მთავრობის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • ხელოვნება & კულტურა
    • კიბერსამყარო
    • განათლება & მეცნიერება
    • ეკონომიკა & ბიზნესი
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • მოდა & თავის მოვლა
    • კულინარია
    • სპორტი & თამაშები
    • ბუნწიაღი
    • ზეზვა & მზია
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მის მიმართ გერმანიაში მცხოვრები ქართველების წერილს პასუხობს და წერილის ავტორებს ხელისუფლების მხარდამჭერების პოლიტიკური არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ელჩი ქნირში, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 8 მარტის მოლაპარაკებებში, გერმანიაში მცხოვრები ქართველების წუხილს პირობით პასუხობს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას მთელი ძალისხმევით დაუჭერს მხარს, თუმცა, ამასთანავე, შეახსენებს მათ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა ხედვის პატივისცემაც მნიშვნელოვანია. "რა თქმა უნდა, პატივს ვცემ თქვენს პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად", - აცხადებს ქნირში. ელჩი, სავარაუდოდ, წერილის იმ ნაწილს გულისხმობს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შედეგად ქვეყნისთვის დამდგარი მძიმე შედეგების შესახებ საუბრობენ. ქნირში აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს, წერილის ავტორებმა კი მას ღარიბაშვილის განცხადებები შეახსენეს, რომელიც ქართული ოცნების ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ვიზიტის მეორე დღეს გააკეთა და შეთანხმებულ დოკუმენტში შეტანილი საკითხების ნაწილზე მოლაპარაკება გამორიცხა. "ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება", - პასუხობს ქნირში საქართველოს მოქალაქეებს, - "ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ". ჰუბერტ ქნირშს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა წერილი 3 მარტს მისწერეს და სთხოვეს მას, ხელისუფლებისთვის "შეთანხმების ურყევი პატივიმისცემისკენ" მკაფიოდ მოეწოდებინა. საქართველოს მოქალაქეებმა შეშფოთება გამოხატეს ბოლო დროის მოვლენების გამო, ნიკა მელიას დაკავების და ვითარების უკიდურესი ესკალაციის ჩათვლით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
  2. რაზე უნდა იყოს, ფაქტიურ მონაცემებზე თუ ხალხის გრძნობებზე? აი მაგალითად, ყველა მოცემულ სიტუაციაში მგონი, ქალები თავს ბევრად უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობენ ვიდრე კაცები. ზოგ შემთხვევაში ისეთ სიტუაციაში სადაც კაცს სტატისტიკურად ვთქვათ ათჯერ უფრო მეტი შანსი აქვს რამენაირი ზიანის, ქალები მაინც უფრო მეტად საფრთხეში თვლიან თავს, სუბიექტურად. (და ამას აქვს კიდეც ბუნებრივი მიზეზები, მაგრამ გადავდოთ გვერდით ეს საკითხი) თქვენი აზრით, მთავრობამ რა პოზიცია უნდა დაიჭიროს, დაიხარჯოს იქამდე სანამ ხალხის არსებითი ნაწილი სუბიექტურად თავს უსაფრთოდ არ იგრძნობს, თუ შეხედოს კვლევებს და თქვას რომ "თქვენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ ფაქტიური მონაცემებით ადეკვატურად უსაფრთხოდ ხართ და დალშე ჩვენი საქმე არ არის"?