Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საქართველოს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 25 results

  1. საქართველოს პრეზიდენტი - განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია - დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით, ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა- ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია! ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება! ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა! ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი!
  2. 03.08.2021 საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გზგასაყარზე, როგორც არა ერთხელ თავის ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა: - ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს... ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახი, არც ძალადობა და არც კუნთების თამაშშია. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე. - მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან! ამ გაიგივებაში ჩემი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ... არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება... და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია. აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა. დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ. ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ! მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს! გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები.
  3. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”. მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანის ნაცვლად, რაც ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს და რაც ჯერჯერობით არ არსებობს, საქართველომ სექტორულ ინტეგრაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. საქართველოს წარუმატებლობამ, რომ 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ევროკავშირში ბევრს არსებული რეალობა დაანახა, განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ მანამდე ევროკავშირი მიჩვეული იყო იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში საუკეთესო იყო. კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა შევიდეს პარლამენტში და მმართველ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმაზე. საქართველო ევროპარლამენტის „სრული მხარდაჭერით“ ისარგებლებს, სანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პირობას დაიცავს, განაცხადა მან. კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ლუკ დევინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ამ უკანასკნელისთვის „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე საშუალება, რომ არაკომპეტენტური ან კორუმპირებული მოსამართლეების შესაძლო არსებობას გაუმკლავდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ რიგი დანიშვნები, რომლებიც სწორი მიმართულებით არ წავიდა“, განაცხადა მან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევა ჰქონდა მხედველობაში. ლუკ დევინმა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეა, განაცხადა, რომ საქართველომ ფუნქციონალური დემოკრატია უნდა ააშენოს იმისათვის, რომ ევროკავშირმა მასთან ურთიერთობა განავითაროს. „ფუნქციონირება ნიშნავს, რომ დიახ, არსებობს უთანხმოებები, დებატები, წინააღმდეგობა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს ინსტიტუციების შიგნით და არა გარეთ“, – დასძინა მან.
  4. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, კონგრესის ორივე პალატის და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებისგან საქართველოს მიმართ ორი ძირითადი გზავნილი ისმის - ერთი ის, რომ ქვეყანა მოლაპარკების გზით, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან; მეორე კი ის, რომ აუცილებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხიდან და როგორ შეიძლება გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესი საქართველოში? "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. კენტი ასევე ამბობს, რომ არადემოკრატიულია ნაბიჯები, რომლებიც შენი პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას ისახავს მიზნად. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ჯორჯ კენტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოში ქვეყნისთვის უპრეცედენტო მოვლენები ვითარდება. ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომლის მისიაც მხარეებს შორის შეთანხმების უზრუნველყოფა იყო, ქვეყანა დატოვა და საქართველოდან კიდევ ერთხელ ისე წავიდა, რომ შეთანხმება არ შედგა. რას ფიქრობთ კრისტიან დენიელსონის მორიგ ჩავარდნილ მოლაპარაკებებზე? შეერთებული შტატები, როგორც იცით, ევროკავშირთან უკვე, დაახლოებით, ორი წელია ძალიან ახლოს თანამშრომლობს და 2020 წლის არჩევნებამდე ფასილიტაციის გზით ჩვენ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დავეხმარეთ. არჩევნების შემდეგ კი მეორე რაუნდი დავიწყეთ. შეერთებული შტატები, ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მეშვეობით და ევროკავშირთან პარტნიორობით აგრძელებს მუშაობას. ვფიქრობთ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ უნდა დაგვანახონ კომპრომისი და ქვეყნის საკეთილდღეოდ შეთანხმებას მიაღწიონ. საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს, იქნება ეს რეგიონული გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კოვიდ-კრიზისის შემდეგ. ეს ის დიდი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს ლიდერებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ. იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებს მიაღწიოს, მისმა ლიდერებმა უნდა გადადგან ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს და ქვეყანას წინ წაწევს იმის ნაცვლად, რომ კინკლაობაში ყველაფერი გაანადგურონ. როცა ლიდერებზე საუბრობთ ვის გულისხმობთ? ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა და მთავრობა ამბობს, რომ ოპოზიცია უშლის ხელს გამოსავლის გამონახვას. ვფიქრობ, საქართველოს წარმატება ბოლო 18 წლის განმავლობაში, იყო კონსენსუსი ქვეყნის მოქალაქეებსა და ქვეყნის ლიდერებს შორის იმაზე, თუ რა მიმართულებით სურდათ მათ ქვეყნის წაყვანა. ამაში შედის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. პარტიებს შორის ეს კონსენსუსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეერთებულ შტატებში გამონათქვამი გვაქვს, რომ პოლიტიკა წყლის ნაპირთან მთავრდება. საქართველოს წყლის ნაცვლად, შავი ზღვის გარდა, სხვა ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრები აქვს. არსი აქ ისაა, რომ ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშეა. ამ პროცესის განმავლობაში ჩნდება კითხვა - რატომ ფიქრობს დასავლეთი ამდენს საქართველოზე, რატომ აღელვებს ამერიკას საქართველო? რატომ არის ჩართული ელჩი კელი დეგნანი ამ პროცესებში ასე აქტიურად? ჩვენ საქართველოს წარმატებაზე ვზრუნავთ. პირველ რიგში, გვწამს იმის, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი ბედი. ასევე, 2003 წლის შემდეგ, საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რის მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ მათ სისტემური რეფორმების გატარება ნამდვილად სურთ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველო საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბევრი ქვეყანა შეერთებულ შტატებს სთხოვს დახმარებას და დაცვას. საქართველო კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დღეს, საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში სიდიდით მეოთხე წარმომადგენლობა აქვს. საქართველომ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება შეძლო და სწორედ ამის გამო, შეერთებული შტატები საქართველოს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თქვენი აზრით, რა დევს სასწორზე საქართველოსთვის? ვფიქრობ, საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელზეც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის არჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს საარჩევნო სისტემის ძირეული და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ სასამართლო სისტემაში თანასწორუფლებიანობას. უცხოელ ინვესტორებსაც იგივე მოლოდინი აქვთ. თუ ეს არ მოხდა, საქართველოს მთავრობას არ ექნება საკუთარი მოქალაქეების ნდობა და ისინი ვერ შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას იმისთვის, რომ გამართული ეკონომიკა ჰქონდეთ. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას — ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მკაფიო რეკომენდაციები გამოსცა, რომლებიც საქართველოს მთავრობას სრულად არ შეუსრულებია. როგორც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ, რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ… რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის [თუ არჩევნები სუფთად არ ტარდება] ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა [მთავრობის] განზრახვა არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი [საარჩევნო] პროცესი. ჩავარდნილი მოლაპარაკების შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ ამ რეფორმებს გაატარებს მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ეს ეხება საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმას. თქვენი აზრით, ეს რეფორმები ლეგიტიმური იქნება იმ შემთხვევაში თუ პროცესში ოპოზიცია არ ჩაერთო? საქართველოს რეფორმები სჭირდება. წერტილი. ესაა საარჩევნო და სასამართლო რეფორმები. რეფორმების წინა რაუნდებში იმას ვხედავდით, რომ რეფორმების გატარება ჩერდება ერთი ნაბიჯით ადრე იქამდე, რაც ქვეყანას სჭირდება და რასაც საქართველოს მეგობრები ურჩევენ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლოს რეფორმაზე, ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე უკვე წლებია ცნობილია. მათი ბოლომდე მიღება არ მოხდა სასამართლო რეფორმის მეოთხე პაკეტში, რომელიც გასულ წელს არჩევნებამდე გატარდა. ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა და ქვეყნის პარლამენტმა გაატაროს ყველა რეკომენდებული რეფორმა და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ სისტემები და ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყანას წარმატებისთვის სჭირდება. სენატორმა რიშმა მოსმენაზე, რომელზეც თქვენ მომხსენებლად წარსდექით, დასვა შეკითხვა იმაზე, უნდა დაუკავშირდეს თუ არა საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. ეს აჩენს კითხვას იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა. უკვე თვეებია ქვეყანაში დაპირისპირება გრძელდება. თუ არაფერი შეიცვალა, როგორ ხედავთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მომავალს? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს. ვერ გეტყვით იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს სენატმა, მაგრამ ვიტყვი, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს პოლიტიკის გატარებას და საქართველოს პოლიტიკოსებისთვის ბიძგის მიცემას, რომ მათ სწორი ნაბიჯები გადადგან. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ სიტუაციას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე? პირველ რიგში, მე წარმოვადგენ ამერიკის მთავრობას და არა ევროკავშირს. თქვენს კოლეგებს შეუძლიათ ეს შეკითხვა ბრიუსელში დასვან. მაგრამ გეტყვით იმას, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ მათ არ ესმით რატომ აკეთებენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები იმას, რასაც აკეთებენ. ზოგჯერ ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბელარუსთან ერთად საუბრობენ. ეს არ არის შედარება, რომელიც საქართველოს უნდა სურდეს. იმისთვის, რომ საქართველო ამ ინსტიტუტების წევრი გახდეს, საქართველო უკვე უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს ის უკვე არის ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე. ესაა ის ქმედებები, რომლებზეც ევროკავშირი გეტყვით, წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებითო. სენატში ჩვენების მიცემის დროს, თქვენ თქვით, რომ ამერიკა რომელიმე ერთ მხარეს გადაწყვეტილების მიღებას არ უბიძგებს. რას ნიშნავს ეს? რა არის თქვენი მესიჯი ორივე მხარისთვის იმისთვის, რომ საქართველომ იმ ორპარტიული კეთილი ნებით სარგებლობა გააგრძელოს, რომელზეც ცოტა ხნის წინ ისაუბრეთ? ჩვენი საჯარო და კერძო გზავნილები სხვადასხვანაირად არის კალიბრირებული და ჩვენი კერძო მესიჯები ხშირად გაცილებით მკაცრი და პირდაპირია. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ არ იცის ჩვენ რას ვფიქრობთ, ბოლომდე გულახდილი არ იქნება. მათ ელჩი დეგნანისგან, პირდაპირ ჩემგან, სხვა ოფიციალურ პირებისგან, პირდაპირ ესმით ჩვენი მოსაზრებები. ჩვენი მოლოდინები მკაფიოა — საქართველოს ლიდერებისგან მოველით სწორი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მოველით, რომ შეთანხმება შედგეს და მოლაპარაკება ისე არ წარიმართოს, რომ მან შეთანხმების ნაცვლად უთანხმოებამდე მიგვიყვანოს. საქართველოს წინსვლისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მხარეებმა უნდა შეძლონ პოლიტიკური უთანხმოების ამ მომენტის გადალახვა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება, იქნება ეს რეგიონული უსაფრთხოების ასპექტი, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება და ის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ძალიან რთულ რეგიონში. ვიცი უნდა წახვიდეთ — ეს ბოლო შეკითხვაა. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა ბოლომდე ჩიხში შევიდა, გაჩნდა კითხვები იმაზე, ხომ არ უნდა ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში ბატონები სააკაშვილი და ივანიშვილი. მოლაპარაკებების დროს, გადაწყვეტილებებს ბევრ საკითხზე სწორედ ისინი იღებენ - ყოველ შემთხვევაში ასეთია ფართოდ გავრცელებული შეხედულება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე - უნდა ჩაერთონ თუ არა ისინი მოლაპარაკებებში? მათი გავლენებიდან გამომდინარე, რა უნდა იყოს მათი როლი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში? ვიტყოდი, რომ ბევრი ქვეყნის პოლიტიკაში წარმოდგენები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალობა. ის, რაც თქვენ აღწერეთ, სწორედ ეს შეხედულებაა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან არჩეული, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურში, საბოლოო ჯამში, არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია დემოკრატიული პროცესისთვის. ადამიანები უნდა იყვნენ არჩეული ან დანიშნული საჯარო თანამდებობებზე იმისთვის, რომ მათ ანგარიშვალდებულება დაეკისროთ ხალხისა და ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც ხალხმა აირჩია და მანდატი მისცა. ანგარიშვალდებულება მათ უნდა დაეკისროთ. დიალოგში გარე ძალების ჩართვა, როგორც წესი, პროცესს არ ეხმარება. https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-george-kent/5839512.html
  5. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას. განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო. ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“. „პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა. „მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ. ქართული ოცნება და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ ევროკავშირის მედიაცია: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“. „გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“. ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას. „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა. განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა). ასევე წაიკითხეთ: ღარიბაშვილი ოპოზიციასთან „უშინაარსო“ მოლაპარაკებების დასრულებაზე მიანიშნებს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს 150 მილიონი ევროს საკრედიტო პაკეტი გამოუყო In a joint statement, MEPs deplore that Georgia’s political leaders did not agree to EU mediator Christian Danielsson’s proposal and announce consequences in terms of EU-Georgia relations. Following a meeting on 1 April with Christian Danielsson, personal envoy of European Council President Charles Michel for the EU-mediated political dialogue in Georgia, leading MEPs issued the following joint statement: “We are deeply disappointed with the political leaders in Georgia for their inability to reach an agreement last Tuesday despite the best efforts deployed by the European Union to help put an end to the current political crisis. Both the ruling and the main opposition parties taking part in the discussions are to be blamed for this outcome and a special responsibility lies with the party in government. We reiterate our strong support to Christian Danielsson’s tireless work and welcome the publication of the proposal he made to the political parties, which further increased the transparency of the mediation process. It is essential to rebuild confidence between political party actors. The content of this proposal is indeed the right way ahead for Georgia: ambitious electoral and judicial reforms, meaningful sharing of responsibilities in the Georgian Parliament and, most importantly, a solution on future elections and on two cases of politicised justice. This solution is politically balanced and respects both the rule of law and the international assessment of the 2020 elections. We also welcome the idea of a Jean-Monnet Dialogue process supported by the European Parliament, when the political situation allows. Following the refusal from the political parties to compromise, Georgia’s leaders should not expect a return to business as usual from the European Union. The European Parliament in particular will call for consequences in terms of EU financial assistance, including both a suspension of further disbursements of and an increase in conditionality linked to EU Macro Financial Assistance and budget support programmes. In the meantime, the adoption of ongoing electoral and judicial reforms in the Georgian Parliament requires broad political support and the need to fully implement the recommendations of OSCE/ODIHR and the Council of Europe’s Venice Commission. These reforms are key to rebuild trust. We call on the ruling party to ensure a genuinely inclusive process to avoid the further undermining of both future elections and the judiciary, as well as unnecessarily closing the door to a possible agreement in the future. We call on Georgia’s leaders to take action immediately. The future of EU-Georgia relations is at stake.” Background The increasing frictions between political parties in Georgia following the November 2020 parliamentary elections and the arrest of the opposition leader in mid-February have sparked a major political crisis in Georgia. The EU is actively engaged to help overcome the tensions among Georgia's political parties. Christian Danielsson, European Council President Charles Michel's personal envoy, conducted in Tbilisi two rounds of mediation among the parties and presented a proposal for a way ahead for Georgia. The European Parliament strongly supports his efforts. The statement is co-signed by:David McAllister (EPP, Germany), Chair of the Committee on Foreign Affairs and the Co-Chair of the Democracy Support and Election Coordination Group; Marina Kaljurand (S&D, Estonia), Chair of the Delegation for Relations with the South Caucasus; Andrius Kubilius (EPP, Lithuania), Chair of the Delegation to the Euronest Parliamentary Assembly; Viola von Cramon-Taubadel (The Greens/EFA, Germany), lead member of the Democracy Support and Election Coordination Group for Georgia; Sven Mikser (S&D, Estonia), European Parliament’s Standing Rapporteur on Georgia; Michael Gahler (EPP, Germany), European Parliament’s Standing Rapporteur on Ukraine; Petras Auštrevičius (Renew Europe, Lithuania), European Parliament’s Standing Rapporteur on Belarus.
  6. მონიშნეთ რომელიც უფრო ახლოსაა თქვენს აზრთან.
  7. იან ბრემერი, გლობალური რისკების ანალიზის ფირმა "ევრაზიის ჯგუფის" და GZERO ციფრული მედიის დამფუძნებელი „ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი ამბობს, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა მხოლოდ კარგი მმართველობით შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს და რომ ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს ხვდება, საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში მოხვედრის უფლება უბრალოდ არ უნდა მისცეს. ბრემერი ასევე ამბობს, რომ დიდი ძალების კონკურენციის ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა დღითიდღე კლებულობს და სწორედ ამიტომ, ქვეყანამ ინვესტორებს ის უნდა დანაახოს, რომ სხვა ქვეყნებზე მეტად სანდო, მეტად დემოკრატიული და მეტად სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის დემონსტრირების მიღმა შესათავაზებელი ბევრი რესურსი არ აქვს. იან ბრმერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. საქართველოში, როგორც იცით, პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური პრიზმიდან რომ შევხედოთ — კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, შეიძლება, თუ არა შიდა პროცესებს გავლენა ჰქონდეს უცხოური ინვესტიციების მოძიებაზე? ვფიქრობ, ის სიმართლეა, რომ საქართველო ერთი ბეწო ბაზარია, რომ ის ახალი უცნობი ბაზარია და ის სუსტი გულის მქონე ინვესტორებისთვის არაა. მაგრამ, ვინც ასეთ პერიფერიულ ბაზრებს უყურებს, ყველამ იცის, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო იმაზე მეგობრულია უცხოური ინვესტიციებისთვის, ვიდრე ყველა სხვა მისი მეზობლის. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ბოლო წლის და ბოლო კვირების მოვლენები კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, სასამართლოს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მოექცევიან თუ არა ინვესტორებს სამართლიანად დავის გაჩენის შემთხვევაში. ქვეყანა ჯერ არ არის ამ ეტაპზე, მაგრამ მე დავიწყებდი იმაზე ნერვიულობას, რომ ახლო მომავალში საქართველო არ მივიდეს იმ ეტაპამდე, როცა მისი, როგორც კორუფციის შედარებით დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის რეპუტაცია გაქრება. ცხადია, შიდა დეტალებზე საუბარს არ გთხოვთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი არაერთი კრიზისი გინახავთ ბევრ სხვა ქვეყანაში, სად ხედავთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს? როგორ შეიძლება ეს კრიზისი დამთავრდეს? ვფიქრობ, საქართველოში, განსაკუთრებით, რუსეთის სამხედრო ჩარევის ისტორიის გათვალისწინებით, ვერ ვხედავ იმის ალბათობას, რომ საქართველო უცებ მოსკოვის მოკავშირე გახდეს. ეს არ მგონია შესაძლებელი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური თეატრის მიმართ ერთგულება აქვს დაფიქსირებული. ამასთან, შეერთებული შტატები და ევროპა საქართველოს ჯერ ისევ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებენ. თუმცა, ვფიქრობ, დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბული იქნება. ამერიკელები და ევროპელები საქართველოს სანქციებს არ დაუწესებენ იმის გამო, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობაში მათ პოზიციას შეასუსტებს. მაგრამ ისინი არ იქნებიან კმაყოფილი ამ შედეგით. საქართველოს წარმატება მათთვის მნიშვნელოვანია. რა აქვს საქართველოს? მახსოვს მაგისტრატურაზე, რომ ვსწავლობდი ასე ვამბობდით, რომ სომხებს დიასპორა ჰყავთ, აზერბაიჯანელებს ნავთობი აქვთ, საქართველოს კი შევარდნაძე ჰყავსო. ეს სინამდვილეში იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები რთულ სიტუაციაში არიან. მათ ბევრი არაფერი აქვთ, რის შეთავაზებაც საერთაშორისო გარემოსთვის შეუძლიათ. ქართველების წარმატება, ყველაზე მეტად, შედარებით პოლიტიკაზეა დაფუძნებული. მათი წარმატება წვრილი კორუფციის აღმოფხვრა და სხვა მსგავსი ნაბიჯები იყო. ის, რაც დღეს ხდება ჩავარდნაა, რადგან პარტიები საქართველოში პერსონალიების და თეატრის გარშემო აშენდა იმის ნაცვლად, რომ ეს პოლიტიკისა და ინსტიტუტების გარშემო მომხდარიყო. და როცა ასე ხდება, ეს სასამართლოს, სამართალდამცავების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის. მაგალითისთვის, იგივე ხდება დღეს ელ სალვადორში. ეს, განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნების ინსტიტუტებს ასუსტებს, რომლებიც შედარებით სუსტი და ღარიბია. ეს არის დღეს საფრთხე საქართველოსთვის და მსოფლიოს გარშემო საქართველოს ბევრი მეგობარი, და მათ შორის მეც ვარ, უბრალოდ ინტერესს დაკარგავენ ამ არაჩვეულებრივი, პატარა ქვეყნის მიმართ, თუ მათ ამ გზაზე სვლა გააგრძელეს. თქვენ მოკლედ შეეხეთ სანქციების თემას. ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების თემა საქართველოში პოლიტიკური განხილვების მნიშვნელოვან საკითხად იქცა. თქვენ კარგად იცნობთ ამერიკის პოზიციას სხვა მსგავს შემთხვევებში. რამდენად რეალისტურია ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება? ვფიქრობ, ეს ძალიან არარეალისტურია. ვფიქრობ, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკის მწარმოებლები ამას შეხედავენ როგორც უკუპროდუქტიულს სიტუაციის დეესკალაციის თვალსაზრისით. საქართველო არ არის ირანი, ეს არ არის თურქეთი, რომელიც შეერთებულ შტატებს ბევრ გადაწყვეტილებაში ეწინააღმდეგება. აქ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო დაახლოებას ცდილობს. ამიტომ, ვფიქრობ, სანქციებს უკუპროდუქტიულად შეაფასებენ. რა არის რისკები, რომლებსაც ინვესტორები ითვალისწინებენ, როდესაც ქვეყანაში შედიან? თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანობის განცდა ახსენეთ. კიდევ რას ითვალისწინებენ ისინი? ყველა ინვესტორი მზადაა რისკზე წავიდეს, მაგრამ მათ ამის სანაცვლოდ ანაზღაურება სურთ. რაც უფრო მაღალია რისკი, მით მაღალია მათი შემოსავლის ზრდის მოლოდინი. თუ საქართველო ვერ სთავაზობს ინვესტორებს წარმოუდგენლად სახარბიელო ზრდას, როგორც პატარა ბაზარი, მაშინ მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სხვებს აჯობონ, მაგალითად მარეგულირებელი გარემოს შექმნით. მათ სურთ იცოდნენ, რომ ფულის ჩადება საქართველოში რადიკალურად არ განსხვავდება კანადაში ფულის ჩადებისგან. ინვესტორებს სურთ იცოდნენ, რომ ბიზნეს საქმიანობა შესაძლებელი იქნება, რომ იშოვიან მაღალ-უნარიან დასასაქმებელ ადამიანებს, რომ ინტერნეტი უწყვეტად იმუშავებს, რომ რაღაც მომსახურება არ გაეთიშებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ სურთ იცოდნენ, რომ ადგილობრივი პოლიციელი მათ წილში არ ჩაუჯდება, ან რომ ვიღაცას ქვეყანაში არალეგალური ბიზნესი არ აქვს, რომელიც მათი კონკურენტი იქნება. ბევრი სხვა მსგავსი ფაქტორია. როდესაც საუბრობ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ბევრი ადამიანი არ მოგზაურობს, ფაქტობრივად ისეთ ინვესტორებსა და ადამიანებზე ამყარებ იმედებს, რომლებიც ან იქიდან არიან წარმოშობით, ან უკვე წლებია იცნობენ ქვეყანას ან ოჯახური კავშირები აქვთ და ასე აქვთ შექმნილი საკუთარი ქსელი და აქედან აქვთ რაღაც სახის უფრო ღრმა კავშირი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ თუ რაღაც პრობლემა გაჩნდა, მისი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება. როდესაც ინვესტიციას ისეთ ქვეყანაში დებ, როგორიც საქართველოა, წინასწარ იცი, რომ პრობლემები იქნება. ინვესტორისთვის ეს ძალიან განსხვავდება იმ სისტემებისგან, რომლებსაც ისინი მიჩვეული არიან. ასევე ნახეთ: საქართველოს ეკონომიკა - დღევანდელი მდგომარეობა და პროგნოზები კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც დამატებითი რესურსები არ აქვს. თუმცა, საქართველო შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც საინტერესო ადგილზე მდებარეობს, არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვს, დიდებული ისტორიის მქონე ქვეყანაა და ტურისტებისთვის ძალიან კარგი დანიშნულების წერტილია. ეს ყველაფერი დადებითი ფაქტორებია. მაგრამ საქართველო ერთი ბეწოა, ძალიან პატარაა. ამიტომ, საქართველო ყველას უნდა სჯობდეს. თქვენ რომ ანგოლა იყოთ, არავისზე უკეთესობა არ დაგჭირდებოდათ, უბრალოდ კონტრაქტს მოაწერდით ხელს. ვიღაც მოვიდოდა, მიწიდან რესურსს ამოიღებდა, გაყიდდა და ფულს მოგცემდათ. როცა საქართველო ხარ, რეალურად უნდა შექმნა საინვესტიციო გარემო, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს შენით გრძელვადიანად დააინტერესებს. თქვენ თქვით, რომ საქართველო საინტერესო ადგილზე მდებარეობს. ქართველებს აქვთ შეხედულება, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა. ამერიკასა და ჩინეთს შორის დიდი ძალების კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, სად ხედავთ საქართველოს? სად უნდა ხედავდეს საქართველო საკუთარ თავს სტრატეგიული თვალსაზრისით? საქართველოს მდებარეობა უფრო და უფრო ნაკლებად სტრატეგიული ხდება ყოველ დღე, ყოველ საათს. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ აზიისკენ გადახრაზე, რაც ობამას დროს გამოცხადებული პოლიტიკა იყო. ეს ახლა ხდება. ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ყველა რესპუბლიკელი, აცნობიერებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ჩინეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანტაგონისტია ამერიკისთვის. ამას ის ერთვის, რომ გლობალური ეკონომიკის მიზიდულობის ძალა სწორედ ჩინეთშია. ახლო აღმოსავლეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რუსეთი დაღმავლობის გზაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინი იყო, დღეს ის გეოპოლიტიკური გარეუბანი ხდება. ეს რეალობა იმას ნიშნავს, რომ ისეთმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, საკუთარი თავი სხვა მეთოდებით უნდა წარმოაჩინოს. მან საკუთარი ბრენდირება სხვაგვარად უნდა მოახდინოს. რა არის საქართველო დღეს, როცა შევარდნაძე აღარ არსებობს? ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი რამ აქვს საქართველოს ისეთი, რაც მას საერთაშორისო დონეზე სხვებისგან განასხვავებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა გადაძალოს იმან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ ამერიკელები და ევროპელები მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ. თქვენ საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში ყოფნის უფლება არ უნდა მისცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს არის. უბრალოდ მართლა არ შეგიძლიათ. საინტერესოა თქვენი ნათქვამი, რომ სტრატეგიულად საქართველო უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. შესაძლებელია, რომ რუსეთი ცდილობდეს იმას, რომ საქართველოში არსებული დასავლეთი ბოლომდე შეავიწროვოს და განდევნოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დღეს რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს ჯარი განლაგებული. რის გაკეთება შეიძლება ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად? კიდევ ერთხელ, უკეთესი მმართველობა და დასავლეთისთვის უფრო მეტად მიმზიდველ ქვეყნად ყოფნა. ამის მიღმა საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს შესათავაზებელი.
  8. ჯაბა კანკავას კლუბი „ვალანსიენი“ საქართველოს ნაკრებში არ გამოუშვებს – ასეთი დასკვნის გაკეთება საფრანგეთის პროფესიული ლიგის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება. მსგავსი: ვილი სანიოლი - კანკავა უახლოეს სამ მატჩში კაპიტანი იქნება, მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს #1TVSPORT „საფრანგეთის ორი წამყვანი საფეხბურთო ლიგის (ლიგა 1, ლიგა 2) კლუბებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებზე არ გაუშვან. ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ევროკავშირის საზღვრებისა და ევროპის ეკონომიკური ზონის დატოვება მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში პანდემიის გამო ეკრძალებათ“, – წერია საფრანგეთის პროფესიული ლიგის ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ეს უშუალოდ შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, რომელიც ლიგა 2-ის „ვალანსიენში“ დეკემბერში გადავიდა. არადა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. The post ჯაბა კანკავას ფრანგული კლუბების აკრძალვა გადაეღობა – კაპიტანი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდეს #1TVSPORT appeared first on 1TV.
  9. საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე ახალ პრეზიდენტად აირჩია. პრეზიდენტის არჩევა დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტყემალაძისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები დაპირისპირდნენ. აბუსერიძემ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, როგორც „უკანონოს“ და თქვა, რომ პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ჰქონდა ადგილი. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას რაგბის კავშირის წესდების დარღვევის გამო რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. დაპირისპირების განმუხტვაში პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც დაძაბულობა იმ ფონზე გამწვავდა, რაც ყველა მონაწილე დელეგატმა (25-მა სუბიექტმა ხმების საერთო რაოდენობით – 42, 74-იდან) ხმა ტყემალაძეს მისცა. არჩევნების შემდეგ ირაკლი აბუსერიძემ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება, ვინაიდან ტყემალაძე, რომელიც, მისი თქმით, ძალადობრივი გზით მოვიდა, დიდხანს ვერ დარჩება პოსტზე. აბუსერიძე დ მისი მხარდამჭერები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ისინი ასევე გეგმავენ, რომ სასამართლოს მიმართონ. თავის მხრივ, იოსებ ტყემალაძემ ოპონენტებს სიმშვიდისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მისი კარი ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მასთან კომუნიკაცია. კრიზისის პრეისტორია ხანგრძლივი კრიზისი 2020 წლის იანვარში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო, სადაც მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იყვნენ კანდიდატები. არჩევნები 2020 წლის 24 თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმავდროულად, პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა 2020 წლის ივლისში დატოვა, სავარაუდოდ, რაგბის კავშირში არსებული შიდა დაპირისპირებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის განუახლებლობის გამო. 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძის არჩევის შემდეგ, მისმა მეტოქემ, ბაჩო ხურციძემ საჯარო რეესტრს მიმართ. ამ უკანასკნელმა კი – აბუსერიძის პრეზიდენტად დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად „პროცედურული დარღვევები“ დაასახელა. არჩევნების ჩატარების კიდევ ერთი მცდელობა 2021 წლის 24 თებერვალს იყო, სადაც ტყემალაძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი და ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, ერთადერთი კანდიდატი იყო. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო არჩევნები კვლავ ჩაიშალა. გარდა არსებული შიდა დაპირისპირებისა, რაგბის კავშირი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას 6 მილიონიანი ვალით და გაკოტრებული რაგბის კლუბებით, რომელთაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ. სავარაუდო პოლიტიკური სარჩული ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ კრიზისში პოლიტიკური ჩარევის ნიშნები არსებობს და აღნიშნეს, ტყემალაძე მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატია. მათივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდანვე აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები სახელმწიფოს მხრიდან „სერიოზულ ზეწოლას“ განიცდიდნენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რაგბის კლუბის „არმიას“ პრეზიდენტი ირაკლი სულთანიშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო და ის იმ ადამიანმა შეცვალა, რომელმაც კენჭისყრის დროს იოსებ ტყემალაძეს დაუჭირა მხარი. რაგბის კავშირში არსებული დავის პოლიტიკურ სარჩულზე თებერვლის დასაწყისში, „ტელეკომპანია პირველიც“ იუწყებოდა, აღნიშნავდა რა, რომ აბუსერიძეს თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მის ყოფილ ოპონენტს 30 დეკემბრის არჩევნებზე, ბაჩო ხურციძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ლობირებდა. ირაკლი აბუსერიძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი მაჩხანელმა განაცხადა, რომ გია კობახიძე (ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მამა და რაგბის კავშირის გამგეობის წევრი), ასევე ქართული ოცნების დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და განათლებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირადად ჩაერივნენ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში, რათა მას ირაკლი აბუსერიძის ახალ პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. „ტელეკომპანია პირველმა“ რაგბის კავშირში არსებული დაპირისპირება მმართველი პარტიის ლიდერებს შორის შიდა შუღლს დაუკავშირა და განაცხადა, რომ რაგბის კავშირში ერთმანეთს მმართველი პარტიის წარმომაადგენლების „ინტერესები დაეჯახა“. ტყემალაძემ ივანიშვილთან ახლო კავშირების შესახებ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან „გახსნილია“. „რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება“, – აღნიშნა მან.
  10. http://www.ambioni.ge/files/sapatriarqo-1024x560.png გუშინ მარტვილში (ჭყონდიდის ეპარქია) განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ: 1️ – ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). 2️ – საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად (მართვა-გამგეობის დებულება), ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია, დაემორჩილოს წმ. სინოდის განჩინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება. 3️ – მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონასტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა; ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ. 4 – პროტესტის ნიშნად მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ, ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება. 5 – აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად, ძალმომრეობით შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მოაჯირის მორღვევა და ხუთი ადამიანის დაშავება (ამ ფაქტის გამო გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას). ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა საერთოდ არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს; დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირსებაზეა წამსვლელი. მათთვის, კარგა ხანია, აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არ აქვთ ღვთის შიში და რწმენა, ახლა კი უკვე ძალმომრეობასაც აღარ ერიდებიან. ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები აღიკვეთება.
  11. კელი დეგნანი: აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება 09.03.2021 14:03 "აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. როგორც ცნობილია, მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. "მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  12. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირის) 5 მარტს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს მისი მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელთა მიზანიც „იმ ძალისხმევის მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდართებთან შესაბამისობაში მოიყვანს“. ანგარიშის თანახმად, პრიორიტეტული რეკომენდაციებია: თანმიმდევრული საარჩევნო კანონმდებლობის უზრუნველყოფა, რომლის გადახედვაც ინკლუზიური კონსულტაციების გზით მომდევნო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა მოხდეს; საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად; ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვა; იმ ბრალდებების სათანადო გამოძიება, რომლებიც ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა დაშინებას ეხება; საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ კანონმდებლობის გამარტივება, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ საჩივრის შეტანა; კომისიების მიერ საარჩევნო დავების კოლეგიალურად და ღია სხდომებზე განხილვა; საარჩევნო კოდექსში ხმების გადათვლისა და შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა; უფასო საეთერო დროის გამოყოფისა და სარეკლამო თანხების გაცემის არსებული სისტემის გადახედვა, რათა ყველას საარჩევნო კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობები მიეცეს. ქვემოთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის დეტალური შეჯამებაა მოცემული: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში 2020 წლის ივნისში, ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცვლილებების მიღება არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ანგარიშის თანახმად, ცვლილებები ტექნიკურად შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ ბევრი დებულების განმეორებითმა და გარდამავალმა ბუნებამ განახლებული სამართლებრივი ჩარჩო გარკვეულწილად არათანმიმდევრული და არასტაბილური გახადა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ოდირისა და ვენეციის კომისიის რიგი წინა რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, ისინი, რომლებიც უკავშირდება – საარჩევნო კანპანიის განხორციელებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, კამპანიის დაფინანსებას, მედიას, ასევე საჩივრებისა და სარჩელების პროცესს და ხმების გადათვლისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის ნორმატიულ ხარვეზს. საარჩევნო ადმინისტრაცია ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის „დომინანტური წარმომადგენლობა“, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, „უარყოფითად აისახა“ საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მართალია საუბნო კომისიების თავმჯდომარეების უმეტესობა არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა, 455 თავმჯდომარე, რომლებიც პარტიების მიერ დასახელებული წევრებიდან აირჩიეს, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღე დოკუმენტში ნათქვამია, საარჩევნო კამპანიის დროს, „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო“. ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთეს, რომლებიც „ხმების მოსყიდვად“ იქნა აღქმული. დოკუმენტის თანახმად, „მართალია, კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას ითვალისწინებს, ხოლო საარჩევნო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას კრძალავს, მმართველმა პარტიამ ზოგიერთ წინასაარჩევნო რეკლამაში ამომრჩევლებისადმი მიმართვისას რელიგიური გამოსახულებები გამოიყენა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა“. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ანგარიში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნების მახლობლად პარტიების კოორდინატორებისa და აქტივისტების ყოფნა შეინიშნებოდა, რაც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას იწვევდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საარჩევნო ჯიხურებში ხმის მიცემის ფარულობა ძირითადად დაცული იყო, მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტოგადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. საჩივრები ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო დავების მოგვარების სამართლებრივი ჩარჩო „რთული და მეტისმეტად შემზღუდველია“, ხოლო განხილვის ვადები – ძალიან მოკლე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი მომჩივანი საჩივრის შეტანისას ტექნიკურ დაბრკოლებებს წააწყდა. ანგარიშის თანახმად, საჩივრების განხილვის პროცესი დიდწილად ზედაპირული იყო და არ ხდებოდა შეუსაბამობების სათანადო განხილვა და გამოძიება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ გამოიყენეს საკუთარი ფართო უფლებამოსილება, რათა საარჩევნო პროცესის კანონიერება უზრუნველეყოთ და ის საჩივრები განეხილათ, რომლებიც ტექნიკური მიზეზებით განუხილველად იყო დატოვებული. „საჩივრების დაკმაყოფილებაზე სისტემატურმა უარმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების ძიების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „სასამართლო არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებდა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით“. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, რომელზეც სასამართლოებმა არასათანადო გადაწყვეტილება გამოიტანეს. „სასამართლოს გადაწყვეტილებები ორივე დონეზე, ზოგადად, არ იყო კარგად დასაბუთებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
  13. „იმ ას მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ვინც კომუნიზმმა იმსხვერპლა და მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს. იმ ერებისა და ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ვინც ტყვედ იყო“, - ეს სიტყვები წერია ვაშინგტონში, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალზე. საქართველოში წითელი არმიის შეჭრიდან და თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებიდან 100 წელი გავიდა. დემოკრატიული განვითარების 70 წლით შეწყვეტილი პროცესი და სიძნელეები, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციამ დაგვიტოვა. წარსულის მემკვიდრეობაზე, ამ წარსულის გავლენაზე, ასევე მისი გააზრების და მისგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის მკვლევარი, ალექსანდრ ქული გვესაუბრა. - 100 წლის წინ საბჭოთა არმიამ საქართველოს ოკუპაცია განახორციელა, რაც წინ უძღოდა 70-წლიან საბჭოთა მმართველობას. რატომ უნდა ვიცოდეთ მეტი ჩვენი წარსულის ამ ნაწილის შესახებ და რატომა ეს დღესაც ასეთი მნიშვნელოვანი? ალექსანდრ ქული - ნებისმიერი იუბილე არის დრო, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, იმაზე, რა მოხდა და სად ვართ ახლა. რა ძალებმა მოგვიყვანა აქამდე, ან რა ძალები განაგრძობენ გავლენის მოხდენას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე? საბჭოთა პერიოდი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ბევრის განმსაზღვრელი პერიოდი იყო. ასე რომ, ამ საბჭოთა ეპოქიდან თავის დაღწევა არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო ადვილი, და ზოგ შემთხვევაში, მათ შორის საქართველოში, ამ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ გრძელდება. საბჭოთა ფიზიკური თუ ადმინისტრაციული მემკვიდრეობა, ასევე სიტუაცია, რომელიც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით შეიქმნა, და გარკვეული მენტალობაც. შეიძლება ძალიან განსხვავებული მემკვიდრეობა იყოს შემორჩენილი და ახლა არის დრო, რომ მათზე დავფიქრდეთ და გავითვალისწინოთ. - რა არის ამ ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა? რაზე მოახდენდა გავლენას ის, თუ რამდენად კარგად გვექნებოდა გააზრებული საბჭოთა წარსული? - ისტორია, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ისტორია, გამუდმებით იცვლება. ჩვენი გაგება წარსულისა, განპირობებულია ახალი ფაქტებით, ახალი არქივებით, ახალი ცოდნით. ასევე, მას ხშირად და აქტიურად აყენებენ ეჭვქვეშ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ინტერესების მქონე აქტორები, ვისაც სურს ისტორიის ერთი ნაწილის ხაზგასმა და მეორის - მნიშვნელობის დაკნინება. ისტორია არასდროსაა სტატიკური, ის ყოველთვის პროცესსა და დინამიკაშია და ვფიქრობ, როცა საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხითაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. - გასულ წელს, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა 40%-ზე მეტი ამბობდა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო“, ბევრმა კი უპასუხა, რომ არ იცოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი. რა არის ასეთი პასუხების მიზეზი? და რამდენად მნიშვნელოვანი, ან სახიფათოც კი, შეიძლება იყოს ასეთი შეხედულებები? - ალბათ რამდენიმე რამ მოქმედებს. ერთი ისაა, რომ დრო გადის და ის უშუალო განცდა კომუნისტური პარტიის რეპრესიისა, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლებისა, რომლის პრივილეგიაც ახ ლა გვაქვს, ნელ-ნელა, 30 წლის განმავლობაში თითქოს ფერმკრთალდება.. ეს მხოლოდ საქართველოს მახასიათებელი არაა. წარსულის ნოსტალგიას სხვადასხვა დონეზე ვხედავთ ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. მაგრამ, საერთო ალბათ მაინც ის ფიქრია, რომ თითქოს საბჭოთა კავშირის დროს მეტი ეკონომიკური უსაფრთხოება ჰქონდათ და განათლებისა თუ ჯანდაცვის მიმართულებით მეტი გარანტიები არსებობდა. არის იმედგაცრუებაც ეკონომიკური განვითარების ტემპით. მნიშვნელოვანია, რომ ამ წარსულის რომანტიზება არ მოხდეს. იმას, რაც ერთი შეხედვით კარგი იყო, კორუფცია და უამრავი სხვა რამ ახლდა თან. მეორე, რაც ვფიქრობ, ხალხს ამგვარ სენტიმენტს უჩენს, ის განცდაა, თუ სად იყო ამ კონკრეტული ხალხის ადგილი მსოფლიოში. როცა საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო, მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ ის სუპერძალის ნაწილი იყო და თითქოს იცოდნენ, როგორი იქნებოდა მსოფლიო მომავალშიც, რა იყო მისი მთავარი პოლუსები. საქართველო ახლა ევროპის გზაზე დგას. თუმცა, ტერიტორიული კონფლიქტების გადაუჭრელი საკითხი, რუსეთთან თუ სხვა მეზობლებთან ურთიერთობის თაობაზე კითხვები, კვლავ არსებობს.სადაა საქართველოს ადგილი მსოფლიოში? ეს პროცესი თითქოს დაუმთავრებელი ჩანს და ვფიქრობ, ესეც ახდენს გავლენას. - თუმცა, არაა ეს შემაშფოთებელი? არ განაპირობებს ჩვენი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას? - მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება ისტორიის შესახებ და დიახ, ამით განისაზღვრება, როგორ ვხედავთ, როგორ გვესმის საკუთარი თავი. საქართველოს ადგილი მსოფლიოში - ეს შეიძლება ჯანსაღი დემოკრატიული დებატების ნაწილიც იყოს, მაგრამ საშიში ისაა, როცა იყენებ ემოციებზე დაფუძნებულ, ძალიან გამარტივებულ არგუმენტებს, მთელი ისტორიული ეპიზოდების უგულვებელყოფით და ინსტინქტზე დაფუძნებული ნარატივებით. ჩვენ მთელ მსოფლიოში ვხედავთ არალიბერალურ შემობრუნებას, როცა ინფორმირებული საზოგადოების უპირატესობის გააზრების ნაცვლად, დემოკრატიული პროცესები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და არის ცდუნება, რომ ვთქვათ: არა, ისეთი კი არა, ასეთები ვართ. ნოსტალგია თითქოსდა მოკლე, მარტივი გამოსავალია. ისაა წარსულის გამარტივების გზა - რომ არ გაიაზრო ის არჩევანი და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღე და უბრალოდ თქვა, უკან დაბრუნება და რაღაცების უკეთ გაკეთება კარგი იქნებოდაო. აი ამ მხრივაა ეს ძალიან საშიში ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში. ეს საქართველოსთვის რთული პროცესია, მისი გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან, ტერიტორიების დაკარგვის დროს უკავშირდება. მისი სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მოხდა, მაგრამ მისი სუვერენიტეტი დარღვეულია, ეს ეროვნული ტრავმაა. ამას ემატება სეპარატიზმის განგრძობითი დინამიკა, რუსეთის მიერ ამ რეგიონების მხარდაჭერა და მრავალი სხვა ფაქტორი. კონფლიქტებს რუსეთის აქტიური ჩართულობის გამო, წლების განმავლობაში, ბევრი ახალი შრეც ემატება. საქართველოს სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ევროპულ სახელმწიფოდ ყოფნა, მას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არაა წევრობის კანდიდატი. ეს დამატებით გაურკვევლობას ქმნის იმის თაობაზე, თუ სად ვართ სრული ინტეგრაციის გზაზე. მაგრამ საჭიროა რთული საქმის გაკეთება: მოქალაქეებისთვის გეოპოლიტიკური ორიენტაციის ახსნა მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით: ახსნა, რატომ შეცვლის ეს მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ, როგორ შეუქმნის კეთილდღეობას მათ და მათ ოჯახებს. - რა ახალი განზომილება შესძინა საბჭოთა წარსულის გააზრების მნიშვნელობას იმ ფაქტმა, რომ რუსეთი აგრძელებს ქვეყნის 20 %-ის ოკუპაციას, აგრძელებს საინფორმაციო ომს და წარსულის გადაწერას, ე.წ. ალტერნატიული სიმართლის შექმნას ცდილობს? - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ეს პრობლემა რეგიონული კონფლიქტია, საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ასევე უფრო ფართო კონფლიქტი, ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და რუსეთს შორის, რომელსაც საკუთარი ჰეგემონიისა და პოლიტიკური უპირატესობის დამყარება სურს. 2008 და 2014 წლებში რუსეთი ნამდვილად მონაწილეობდა ორ სრულმასშტაბიან კონფლიქტში საქართველოსა და უკრაინაში და საკუთარ თავს ხედავს, როგორც რეგიონის წამყვან ძალას. ბევრი რუსი კომენტატორი თუ ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ უკრაინა და საქართველო სულაც არ იმსახურებენ სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი საგარეო პოლიტიკის თუ საფრთხოებისა და მომავლის შესახებ. 2008 წელს საქართველოსთან ომისას, ვფიქრობ, რუსებმა საინფორმაციო ომი წააგეს და კრემლიც მიხვდა, რომ საკუთარი პოზიცია ეფექტურად ვერ წარმოაჩინა. 6 წლის შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებულ ოპერაციებში უკვე რეალური ცვლილებები და დეზინფორმაციის წარღვნა ვნახეთ. საინფორმაციო ომი გაძლიერდა და საბოლოოდ, ვიხილეთ რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაც კი, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპის, აფრიკის თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. კიბერ-ოპერაციები და დეზინფორმაციის იარაღად გამოყენება თითქოს საგარეო პოლიტიკის სტანდარტად იქცა. ამას კი თან ახლავს რუსეთის მხრიდან მისი ჩართულობის და როლის გამუდმებული უარყოფა. იგივე ხდება კოვიდის ეპოქაშიც, დეზინფორმაციული კამპანია ლუგარის ცენტრის საქმიანობის მიმართ და ბევრი სხვა რამ. როგორ გავუმკლავდეთ ამას? სწორედ აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების, განათლების, მედია წიგნიერების გაუმჯობესება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ვიტყვით, რომ ემოციებს დაუყოვნებლივ არ უნდა ავყვეთ, გავიაზროთ, შევაფასოთ რაც ითქვა, ან რაც წავიკითხეთ. სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ჩვენთან დარჩება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა საშუალება აქვს იმისთვის, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს და ეფექტურად შეაფასოს წარსულის საკუთარივე აღქმა. ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს გლობალური ფენომენია, რომ ეს დასავლეთშიც ხდება, როდესაც თითქოს თავიდან ხდება იმის განმარტება, განსაზღვრა, რა არის დასავლეთი, რა არის მისი იდენტობა თუ ღირებულებები. ამაში ჩვენც ისევე ვართ გახლართულები, როგორც საქართველო. - როგორ შეუძლიათ დასავლურ სახელმწიფოებს ამ კუთხით საქართველოს დახმარება? ევრაზიის რეგიონი ბოლო წლებში ბევრი ამ ერთგვარად ახალი ავტორიტარული ქმედებების სივრცე გახდა, იქნება ეს დეზინფორმაცია თუ - ტრანსნაციონალური რეპრესიები. 2000-იანი წლების შუიდან, როცა ამ ქვეყნებს დემოკრატიებად და ავტორიტარულ ქვეყნებად ვყოფდით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რეალური დემოკრატიების მიერ ამ გზაზე უკან დახევა ვნახეთ. ამ ყველაფერთან დაპირისპირება შეიძლება იმით, რომ თავიდან განვსაზღვროთ, განვამტკიცოთ, რა არის დემოკრატიული, ანგარიშვალდებული საზოგადოება, განსაკუთრებით ახლა, პანდემიისას, როდესაც ასე გვჭირდება გამჭვირვალობა, კარგი ინფორმირება და ის, რა უპირატესობებიც ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის დასავლეთის დახმარებას, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია მათი სუვერენიტეტისა და არჩევანის მიმართ ერთგულების, მხარდაჭერის ხაზგასმა. ასევე, მგონია, რომ უნდა ვიპოვოთ გზებიც იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური წევრობის მიღებამდეც მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი. იქნება ეს - უფრო ფართო თანამშრომლობა განათლების, ეკონომიკის, კულტურის თუ სხვა მიმართულებებით.ბრიუსელსა და ვაშინგტონს ამ ქვეყნებთან ჩართულობის უფრო ყოველისმომცველი გზა გვჭირდება. ამერიკისხმა
  14. ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი 2021 / 02 / 24 რეთი ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ეჭვს გარეშეა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანის განზრახვის დეკლარირება თავისთავად, ძალიან სერიოზული ქმედებაა. იგი ემყარება გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, მისი შემადგენელი ნაწილია) ხელი მოეწერა 2014 წელს, შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი ევროკავშირში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი გახდა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ა.შ. ამავე დროს, ეს განზრახვა იწვევს ბევრ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: ჩატარდა თუ არა კონსულტაციები ბრიუსელთან ამ განზრახვის თემაზე? დადებითად მიიღებენ თუ არა ასეთ განაცხადს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2024 წელს და მოხერხდება თუ არა მისი წინასწარი შეთანხმება ევროკომისიასთან? რა გავლენას მოახდენს გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობა? როდის მოხდება განაცხადის შეტანა, საქართველოში 2024 წლის არჩევნებამდე თუ მის შემდეგ? თუ იგი წარდგენილი იქნება არჩევნებამდე, რა გავლენას მოახდენს პროცესებზე დაუკომპლექტებელი პარლამენტი, რომელსაც ამჟამად პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა აფასებს, როგორც ერთპარტიულს? როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება? მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენა იქამდე, სანამ საქართველო მიიღებს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას? გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ყველა ახალი წევრი, როგორც წესი, ჯერ გახდა ნატოს წევრი. თუ ნატოს წევრობა პრიორიტეტი აღარ არის? განაცხადი წარდგება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთან, ასოცირებულ წევრებთან უკრაინასა და მოლდოვასთან კოორდინაციით თუ ცალკე? რა დონის ეკონომიკური განვითარებით და სოციალური სტატუსის ხარისხით გვინდა მივეგებოთ ამ ისტორიულ დღეს? არარეალურია ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ პუბლიკაციაში. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარების ფაქტორის განხილვა. უდავოა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, განაცხადის წარმატებით აღქმის შანსები საკმაოდ შეზღუდულია. ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონესა და ევროკავშირის ყველაზე სუსტ ეკონომიკას - ბულგარეთს შორის. რაც მით უარესია, არც ამ განვითარების დინამიკა მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ. თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს რადიკალურად გააუმჯობესოს ეს დინამიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეიძლება დავივიწყოთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის სერიოზული განზრახვები. იმისათვის, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა მარტო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ მთავრობას გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, შეგვიძლია შევადაროთ ბულგარეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე და დინამიკა 2012-2020 წლებში. მშპ-ის მოცულობა (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 54.01 55.59 56.88 50.63 53.78 59.07 66.27 67.93 67.92 საქართველო 16.49 17.19 17.63 14.95 15.14 16.24 17.60 17.74 16.32 მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP-per-capita?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 7415 7673 7898 7077 7573 8379 9466 9772 9826 საქართველო 4410 4623 4742 4018 4061 4359 4719 4765 4405 მთავრობის მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებით (%) წყარო:https://knoema.com/atlas/Bulgaria/Government-gross-debt-as-a-share-of-GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 16.6 17.2 26.4 25.4 27.1 23.0 20.1 18.6 24.1 საქართველო 33.5 32.5 33.3 38.8 42.2 40.8 40.0 42.6 58.7 უმუშევრობა (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Unemployment-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 12.4 13.0 11.5 9.2 7.7 6.2 5.2 4.2 5.6 საქართველო 17.2 16.9 14.6 14.1 14.0 13.9 12.7 11.6 n/a ინფლაცია (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Inflation-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 2.4 0.4 - 1.6 - 1.1 - 1.3 1.2 2.6 2.5 1.2 საქართველო - 0.9 - 0.5 3.1 4.0 2.1 6.0 2.6 4.9 5.3 2012-2020 წლებში ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, მოცულობით და ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა მეოთხედით, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლები საქართველოში მცირედით შემცირდა. ბულგარეთში სახელმწიფო ვალის კოეფიციენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 16,6%-დან 24,1%-მდე გაიზარდა; საქართველოში კი 33.5%-დან 58.7%-მდე. უმუშევრობის დონე ბულგარეთში 12,4%-დან 5,6%-მდე შემცირდა, საქართველოში კი 17,2%-დან 11,6%-მდე შემცირდა (2019 წელს, 2020 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთში ინფლაციის მაჩვენებლები 2.4%-დან 1.2%-მდე შემცირდა, ხოლო საქართველოში - 0.9%-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის მთლიანი ვალი, ბულგარეთში 24.1%, ხოლო საქართველოში 58.7%-ია. სურათი საკმარისად მკაფიოა: განხილული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთთან მიმართებით საქართველოს ჩამორჩენამ ყველა განზომილებით მხოლოდ იმატა. შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს სხვაგვარად? დიახ, ეს შესაძლებელია. ეს ნათელი გახდება, თუ გავაანალიზებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს 2003 წლიდან. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკამ დინამიკურად დაიწყო განვითარება. შთამბეჭდავი იყო ყოველწლიურად ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგში. დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის მშენებლობა, ენერგომომარაგება, წყალმომარაგება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება; დაიწყო სხვა, ქვეყნის დედაქალაქის ალტერნატიული, ეკონომიკური განვითარების ცენტრების აღმოცენება. ამ პროცესის ნაწილი იყო პოლიტიკური ინსტიტუციების გადანაწილება: საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში და ა.შ. შეუძლებელია მომავლის აშენება წარსულის ფუნდამენტური ანალიზის გარეშე. მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ასეთი ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ სად შეიძლება იყოს დღეს საქართველო და რამდენად შეიძლება ის დაუახლოვდეს, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის ამბიციური ამოცანას. ორი პატარა ცხრილი დაგვეხმარება სიტუაციის გარკვევაში. საქართველოს მშპ 2003 – 2019 წლების პერიოდში (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/gdp 2003 2007 2012 2016 2019 3.99 10.17 16.49 15.14 17.74 საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2003-2019 წლების პერიოდში (აშშ დოლარი) წყარო: https://www.geostat.ge/media/27810/Mtliani-shida-produqti-2018-celi-dazustebuli%28geo%29.pdf 2003 2010 2012 2019 1070 3232 4422 4763 ცხრილები ადასტურებს, რომ 2003-2012 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, დღეს ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ეს არ მომხდარა. სამწუხაროდ, ყველაზე ზუსტი ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარების აღსაწერად არის „სტაგნაცია“. აშკარაა, რომ 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დონე დაბალი იყო. 2003 წლიდან 2012 წლამდე მშპ ოთხჯერ გაიზარდა; ნამატმა 12 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში რომ ოთხჯერ გავზრდილიყავით, ახლა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 50 მლრდ. აშშ დოლარს მიუახლოვდებოდა. ალბათ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა შესაძლებელი იყო მშპ-ის გაორმაგება 32 მლრდ. დოლარამდე, ან თუნდაც მისი იგივე 12 მლრდ. დოლარით, 28 მლრდ. დოლარამდე, გაზრდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მიუახლოვდებოდა ბულგარეთისას, მისი ყველა შესაბამისი შედეგებით. მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა აშშ დოლარის დენომინაციაში ამჟამად არსებული მინიმალური პენსიისა და ხელფასის გაორმაგება. საკმარისი მშპ არის მყარი არგუმენტი ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის მისაღებად. ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება თუნდაც ორგანიზაციის ყველაზე სუსტ ეკონომიკასთანაც კი მეტ სიმყარეს სძენს ამგვარ განაცხადს. 2024 წლისთვის ამ ოცნების ასასრულებლად ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური სასწაული უნდა მოახდინოს.
  15. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანულ მხარესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ლეგალურად წავიდნენ გერმანიაში და იქ დროებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ. როგორც საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ________________ სეზონური სამუშაოებისთვის კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორია გათვალისწინებული. ანუ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად, სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაში მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის მიხედვით, დასაქმების ხანგრძლივობა და პირობები რეგლამენტირებულია: საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ერთიდან სამ თვემდე დაჰყოფენ, კვირაში ხუთი ან ექვსი დღე იმუშავებენ. სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8-10 საათი იქნება. მინიმალური ხელფასი კი, საათში 9.50 ევრო (დარიცხული). ამ თანხას გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომელსაც გერმანიაში მუშაობა უნდა სამუშაოს მაძიებელმა პირველადი რეგისტრაცია უნდა გაიაროს პორტალზე http://workabroad.gov.ge./ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი გერმანიაში უკვე ამა წლის აპრილისთვის ჩავა – სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი და შემდგომ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი – 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. როგორ ხდება შერჩევა რეგისტრაციის შემდეგ, დასაქმების მსურველებს დასაქმების სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდებიან. სერვისცენტრში მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. რაც შეეხება კონკრეტულ ვაკანსიებზე კადრების შერჩევას, აქ უკვე გერმანული მხარე ერთვება. გერმანელ დამსაქმებელს მიაწოდებენ კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა მონაცემებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუშაობის მსურველს უგზავნიან შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე. შეფასებები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმაც. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმდებიან, მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ქვეყნისთვისაც: “ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე, ჩამოსვლის შემდეგ თავისი ქვეყნის იგივე სფეროში. გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა ელჩმა. _____________________________________________ ● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები ● “სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას ● “დავაბრუნოთ საზოგადოება რეალობაში”. რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა ________________________________________________ ● უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობაზე პირველად ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი მაშინ ამბობდა, რომ ხელისუფლება რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების საკითხზე მუშაობს: “თუ ეს პროექტი გამოვიდა და დიდი ალბათობით გამოვა, ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში გადამზადდება და ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. იაფ ფრენებსაც დავამატებთ, რომ თვეში ერთხელ სახლში დაბრუნდნენ”. ● საქართველოში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს. ოფიციალური უმუშევრობა 12 პროცენტია, თუმცა თავს უმუშევრად მიიჩნევს 63 პროცენტი. წყარო: ჯემნიუსი
  16. ვინმეს შეგიძლიათ მოკლედ ახსნათ რაში სჭირდება საქართველოს პარლამენტი? აი სერიოზულად. წელიწადში ამ სტრუქრის მარტო შენახვაზე იხარჯება მილიარდზე მეტი(სულ მინიმუმ). რასაც კიდევ ეგენი თავის მოღვაწეობით ზარალს აყენებენ ქვეყანას ცალკეა დასათვლელი.
  17. საქართველოს პირველი პირები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, 7 იანვარს გამოეხმაურნენ ვაშინგტონში წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ ჯო ბაიდენის მომდევნო პრეზიდენტად დამტკიცების ხელის შესაშლელად. „გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება“, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“. „კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი“, დაწერა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ზე. „ჩვენ გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის“, დასძინა მან. 6 იანვარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის საბოლოო შეჯამებას ხელი შეუშალა ძალადობრივმა პროცესმა, რომლის შედეგადაც კაპიტოლიუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა ოთხი პირი. 7 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად დაამტკიცა.
  18. ის, რომ ქართული სინამდვილე, ქართული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გარკვეული აზრით, პრობლემატურია, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალებით, არ შეუძლია უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი წინააღმდეგობა რომ დაიცვას მოსახლეობა და ტერიტორია . პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის შეიძლება ორ ქვეპრობლემად დაიყოს: სტრატეგიული და დოქტრინული. პირველი პრობლემის თავი და თავი, უსაფრთხოების რელევანტური, კონცეპტუალურად დაბალანსებული სტრატეგიის არარსებობაა (ბოლო წლებში პრეზენტირებული სტრატეგიული ხედვების სიმრავლის მიუხედავად ). სტანდარტული პროცედურა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, წარმატებით გამოიყენება (ე.წ. აშშ არმიის სამხედრო კოლეჯის მეთოდოლოგია), შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრას გულისხმობს: ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ ეროვნულ ინტერესებს (ეს არ გახლავთ ერთსვლიანი პროცედურა და შუალედურ რგოლად აუცილებლად მოითხოვს ეროვნული მიზნების განსაზღვრას) ვახდენთ გარემოს სტრატეგიულ შეფასებას; ვირჩევთ ეროვნულ (სახელმწიფო) პოლიტიკას; ვაყალიბებთ უსაფრთხოების (სახელმწიფო) სტრატეგიას (პოლიტიკის უსაფრთხო რეალიზაციის სქემას); ვსაზღვრავთ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას (როგორც შერჩეული პოლიტიკის ეფექტური მხარდაჭერის ინსტრუმენტს); ვაფასებთ რისკებს, რის შემდეგ, შესაძლოა, პროცესის გამეორება დაგვჭირდეს ეს გახლავთ ერთგვარი ალგორითმი, რომლის თითოეული ნაბიჯი სახელმწიფოში ინსტიტუციურად გამყარებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების სახით. ასე მაგალითად, ეროვნული ღირებულებების სისტემა კონსტიტუციაშია (უნდა იყოს) წარმოდგენილი და ამ მხრივ ინტერპრეტაციის საშუალებას არც ერთ ინდივიდუმს და არც ერთ ინსტიტუტს არ უტოვებს. გარდა ამისა, მოცემული პროცედურა, ასევე, რამოდენიმე ცნების საკმაოდ სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მაგალითად, მოცემულ კონტექსტში სტრატეგია გააზრებულია როგორც სახელმწიფოს მიერ მის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტების (პოლიტიკურ-დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და ინფორმაციული) კოორდინირებული გამოყენება. სტრატეგიის ამდაგვარი გაგება, საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ მისი საყრდენი წერტილები: მიზანი, (ძალის) ინსტრუმენტები, რესურსი. ასე რომ, სტრატეგია ერთგვარი სამფეხაა, რომელიც ამ საყრდენებზე დგას. ლიტერატურაში ხშირად სტრატეგიას სწორედ ასე ასურათებენ – როგორც სამფეხა სკამს, რომელიც სამ თანაბარ ფეხს ეყრდნობა. ამით იმის თქმა უნდათ, რომ სამივე ნახსენები კომპონენტი თანაბარი მნიშვნელობისა და ძალის მქონეა. რას წარმოადგენს თითოეული კომპონენტი? ძალიან რომ არ გავართულოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ პასუხები სამ, შედარებით მარტივ, კითხვაზე: რა გვინდა რომ გვქონდეს? (მიზანი) რა გზით არის შესაძლებელი მიზნის განხორციელება? (ინსტრუმენტი) რა გაგვაჩნია, რომ განვახორციელოთ მიზანი? (რესურსი) სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც ხშირად სახელმწიფოს მიზანთან შეცდომით აიგივებენ, წარმოადგენს პასუხს კითხვაზე თუ რა მსურს, რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს, რომ მიზნის რეალიზაცია შევძლო? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მოცემულ სქემაში ფიგურირებს, გახლავთ რისკი. შემუშავებული სტრატეგია რისკ-ფაქტორით ფასდება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს არა რაიმე გარედან დამიზნებულ საფრთხეს, არამედ ზომას, რომლითაც სტრატეგიის კომპონენტთა დაბალანსების ხარისხი იზომება. თუ კი ჩვენს სამფეხას დავუბრუნდებით, ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც სამფეხა არათანაბარ „ფეხებზე“ დგას. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც რომელიმე „ფეხის“ სიგრძე, ასე ვთქვათ, ნაკლებია დანარჩენებზე. კუთხე, რომლითაც ამ დროს სამფეხა არის დახრილი, არის აღნიშნული რისკის ზომა. ზოგჯერ რისკ-ფაქტორი იმდაგვარია (ანუ „სამფეხა“ ისეთნაირად არის დახრილი), რომ გაცხადებული მიზნების გადასინჯვას მოითხოვს: მეტად ამბიციური მიზანი, რომელიც რესურსით ან საშუალებებით არ არის გამყარებული, ნაკლებ ამბიციური და მიღწევადი მიზნით იცვლება. განვიხილოთ ეს ვითარება მაგალითზე: დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფოს ძირითად მიზნად შეირჩა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაშინ, პირველ რიგში, უნდა ინახოს სახელმწიფოს ძალის რა ინსტრუმენტები გააჩნია მას ამ მიზნის სარეალიზაციოდ? თუ ეს არის არშემდგარი სამხედრო ძალა, სუსტი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ამავდროულად, დეზორიენტირებულია საკითხის მოგვარების ერთიანი სახელმწიფო ხედვის არარსებობით და, ასევე, სუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით, მაშინ, ცხადია, რა სიტყვებიც არ უნდა დავხარჯოთ სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას, მიზანი განუხორციელებელი დარჩება. თუ, ამავე დროს, მიზნის სარეალიზაციოდ არანაირი ხელშესახები რესურსიც არ არსებობს, ე.წ. „სტრატეგიული სამფეხა“ „ამოგვიყირავდება“: რისკი, რომ შერჩეული სტრატეგია ჩავარდეს, საკმაოდ მაღალია. ხოლო იმედგაცრუების ემოციური ტალღა, რომელიც ამ ჩავარდნამ შესაძლოა გამიწვიოს, შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ აღნიშნული მიზანი საერთოდ ამოვარდეს ქვეყნის პოლიტიკური ცნობიერებიდან. ეს რომ არ მოხდეს, როგორცა ჩანს, მიზნად, ამ შემთხვევაში, ნაკლებად ამბიციური, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა განისაზღვროს: მაგალითად, როგორ შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი რესურსი? ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, პირველ რიგში, იმის ზუსტად განსაზღვრას თუ რა არის ეს რესურსი? ახალი მიზანი ისევ, იმავე საფეხურებით, რისკ-ფაქტორამდე უნდა მივიდეს და ხელახალი „დაყირავებული“ სამფეხას შემთხვევაში, პროცესი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, ცუდათაა შერჩეული, იმ აზრით, რომ არასწორი ინტერპრეტაციის ობიექტად იქცეს, შეგნებულად ავირჩიეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა თუ რა სირთულეები იმალება, ერთი შეხედვით, მარტივი და ცხადი ფრაზების უკან, როგორც კი ისინი პოლიტიკურ კონტექსტში ინაცვლებენ და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის სლოგანად იქცევიან. ჩვენს, ქართულ სინამდვილეს რომ დავუბრუნდეთ, აქ პრობლემა იმითაცაა დამძიმებული, რომ ეროვნული ღირებულებების სისტემა ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობის ასპარეზია. ის, რაც კონსტიტუციურად არის ინსტიტუციონალიზებული, სახელმწიფოს მიზნების ფორმულირებისთვის მყარ ორიენტირს არ იძლევა. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ? მართალია, ეს კითხვა მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ თუ მასზე რეალური პასუხი არ მოიძებნა იმ ღირებულებათა ჩამონათვალის სახით, რომელიც სპეციფიკურად ქართულია, თავად ქართული სახელმწიფოს, როგორც ამ ღირებულებათა რეალიზაციის მექანიზმის არსებობა, აზრს კარგავს. დემოკრატია, კეთილდღეობა, პიროვნული თავისუფლებები, და სხვ. ზოგადად, ის ღირებულებებია, რომელთა უზრუნველყოფა დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემის წევრად აღიარებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგვარი პასპორტია. მათი რეალიზაციის გაცხადებით ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემაში მყოფ სხვა სუბიექტებთან ერთად დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს საზოგადოება სპეციფიკურად ქართული, სამწუხაროდ, არ ჩანს. თუ ჩვენ, გარდა აღნიშნულისა, სხვა არც ერთი ღირებულება არ გვაქვს, რის გამოც ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას ვცდილობთ, მაშინ მართლაც სულერთი უნდა იყოს რა ენაზე ვილაპარაკებთ, რომელ ეკლესიაში ვილოცებთ და საერთოდაც, რა ერქმევა ქვეყანას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზნები მხოლოდ მოჩვენებითია, ანუ უსაფრთხოების სტრატეგიული ტრიადიდან პირველი, ძირითადი ელემენტი, უბრალოდ ამოვარდნილია. თუ ამას დავუმატებთ რაც ზემოთ მოტანილ მაგალითში სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტებთან და რესურსთან დაკავშირებით ვთქვით, ვნახავთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების რეალური რისკ-ფაქტორი სტრატეგიის სამივე შესაძლო კომპონენტის დაბალანსების შეუძლებლობაშია (ვინაიდან შეუძლებელია დააბალანსო ის, რაც არ არსებობს) და არანაირად იმ საფრთხეებში, რასაც ჩვენი სტრატეგიული გარემო ბუნებრივად გვთავაზობს. ამ შეუძლებლობის შედეგია ისიც, რომ რეალურად უსაფრთხოების არანაირი სტრატეგია არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, გაცხადებული მაინც. სხვა სიტყვებით, ქართული სტრატეგიული „სამფეხა“ ჰაერში კიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დოქტრინის პრობლემა: რა დოქტრინით უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენი არმია, რომ შემდეგი სამხედრო დაპირისპირების მოგერიება შევძლოთ? აქაც რამოდენიმე უხერხულ კითხვას ვაწყდებით: დავიწყოთ იმით, რომ შიდა და გარე სამხედრო მუქარებისგან დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამხედრო უსაფრთხოების ძირითად შინაარსს. ხოლო ღონისძიებანი, რომლებიც ამ შინაარსის რეალიზაციას უზრუნველყოფს, წარმოადგენს ქვეყნის ომისათვის მზადების პროცესს. ქვეყანა ომისათვის ემზადება მაშინაც, როდესაც არანაირ ომს არ გეგმავს და მაშინაც, როდესაც არავინა არ გეგმავს მასთან ომს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რისთვის არსებობს ზოგადად არმიები? ეს კი, ჩვენ შემთხვევაში, ნიშნავ იმას, რომ თუ კი საქართველო მომავალი ომისათვის არ ემზადება, მაშინ რატომ ვინახავთ ქართულ არმიას? ამ კითხვას, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი, გააზრებული პასუხი რომ გავცეთ, ჯერ მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ პრობლემაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე არც ჩანს: ზოგადად, რა სახის ომების წარმოება შეუძლია დღევანდელ არმიებს? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი არმიები, ძირითადად, მხოლოდ მეორე და მესამე თაობის ომებისთვის არის მზად. სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობანი, რომელიც ამა თუ იმ არმიას სხვის მიმართ გააჩნია, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ცვლის ომის ხასიათს. თანაც, ის არმიები, რომლებსაც შეუძლიათ მესამე თაობის ომი აწარმოონ და მოწინააღმდეგე ამ გზით დათრგუნონ, თითზეა ჩამოსათვლელი. ის, რომ არმიების გამოყენება დღეს, მეტწილად, ლოკალურ კონფლიქტებში, არასპეციფიკური დანიშნულებით ხდება, ამ სურათს მთლიანობაში არ ცვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული არმიის მზადებაც, რამენაირად, ამ ყალიბში უნდა მოექცეს. მზადების სხვა მეთოდოლოგია, უბრალოდ, არ არსებობს. აი აქ კი ჩნდება სერიოზული კითხვა: რომელ მოწინააღმდეგესთან შეუძლია ქართულ არმიას მიაღწიოს წარმატებას, თუ კი ის მეორე ან მესამე თაობის ომში ჩაება? ეს კითხვა რამოდენიმე ქვეკითხვად იშლება: ვისთან არის შესაძლო ამ ტიპის კონფლიქტი? რა გეოგრაფიული არეებია სავარაუდო კონფლიქტის ზონა? რა შეიარაღებული ძალებია(ხარისხი, რაოდენობა) წარმატებისათვის საჭირო? როგორი იქნება მოსახლეობის დაძაბვის ხარისხი მომავალ ომში? ის, რაც უახლესმა ისტორიამ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივი პასუხი პირველ კითხვაზე გაგვაჩნია. თუმცა ეს, თავის მხრივ, დამატებით კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან, კითხვას აჩენს: პასუხები, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მაინც, ბუნდოვანია, ვინაიდან ასეთი პასუხები სერიოზული კვლევითი სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. დღევანდელი ვითარებით, არმია და შესაბამისად, სახელმწიფო, ყველა შემთხვევაში განიცდის კოლაფსს. განსაკუთრებით კი, თუ ის მეოთხე თაობის ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარებით, ქართული შეიარაღებული ძალები, შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ როგორც საერთაშორისო ძალების შიგნით მოქმედი ქვედანაყოფი და მათი გამოყენებით სახელმწიფოს მართლაც შეუძლია გარკვეული საგარეო-პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ამ ასპექტს აძლიერებს ქართული არმიის პროფესიონალიზაციის ტენდენციაც, რომელიც, ბოლო წლებში, ნელ-ნელა გამოიკვეთა: პროფესიული არმიები, თავიანთი ბუნებით, ძირითადად, საექსპედიციო ძალებია. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის კონცეფციაც, ზოგადად, ამაზეა ორიენტირებული. ბუნებრივია, დოქტრინა, რომელიც ამდაგვარი არმიის მზადებას უზრუნველყოფს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოდ არ ვარგა (თუ კი, რა თქმა უნდა, ეს მთლიანობა, საბოლოოდ, საგარეო ფაქტორებზე არ არის მიბმული). მაგრამ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტები, რომელიც არმიის მშენებლობის ოფიციალურ დოკუმენტებადაა წარმოდგენილი და სადაც აღწერილია თუ რა ვითარებაში როგორ დაიცავს არმია მოსახლეობასა და ტერიტორიას, უბრალოდ არაადეკვატურია. ერთი შეხედვით, ჩიხში ვართ. იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში არსებული, ჩვენს გარდა, ოთხი პოლიტიკური მოთამაშიდან ერთი, თავისი მისწრაფებებით და ამბიციებით, ზესახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის, მეორე -რეგიონში ყველაზე წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს ფლობს, ხოლო დანარჩენმა ორმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო მშენებლობას, ისე ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა სხვის კეთილ სურვილზეა დამოკიდებული. ეს არც თუ მთლად სახარბიელო პერსპექტივაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში კეთილი ნება, ხშირად, ცვალებადი პარამეტრია. როგორ უნდა გავართვათ თავი ამ დილემას? როგორ ვიმოქმედოთ, რომ სხვის კეთილ ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუ ერთ დღეს თავი მტრულ გარემოცვაში ვიგრძენით? თუ მეოთხე თაობის ომების სავარაუდო დახასიათებას გავიხსენებთ, როგორცა ჩანს, ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა რომ შესაძლებელია მეოთხე თაობის ომების საწარმოებლად სერიოზულად ვემზადოთ: მეოთხე თაობის ომების სივრცე ხომ პრაქტიკულად ათანაბრებს ძლიერი-სუსტის დისბალანსს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრ დოგმაზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის და პირველ რიგში, სამხედრო მშენებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროფესიული კონტინგენტი როგორს სიმბოლო, ან იგივე საგარეო მოხმარებისათვის, მაგრამ მაშინ დაგვჭირდება მეორე დოქტრინაც, სახელმძღვანელო, რომელიც საკუთარი თავის დაცვას შეგვაძლებინებს. როგორ იქნებიან ამ სისტემაში ინკორპორირებული ჩვენი პროფესიონალები, ერთ-ერთი რთული საკითხია გადასაწყვეტად. თუმცა ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პერიოდის რეჟიმში გადასაყვანი სტრატეგია, ვინაიდან ცვალებად სამყაროში ბევრი რამ არის შესაძლებელი. შესაძლებელია ისიც, რომ სანამ ქვეყანაში მეოთხე თაობის სრულ პოტენციალს შევქმნით, საბრძოლო სივრცე მეხუთე თაობის კომბატანტთა ასპარეზად იქცეს და ჩვენ ისევ აუტსაიდერთა რიგებში აღმოვჩნდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს? კითხვა დასმულია და იმედია, ვინმე პასუხზეც დაფიქრდება. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
  19. მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთის [საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის] დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში, მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი. 40 წლის განმავლობაში ამას ვფიქრობდი, ამას ვემსახურებოდი, ამას ვაკეთებდი როგორც სიტყვით, ისევე კალმით. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ 40 წლის განმავლობაში თქვენი ნაფიქრ-ნაღაღადევი უარი ჰყავით და ასე უცბად ჩვენს განძრახვას დაემორჩილედო. არა, მე ჩემი 40 წლის ნამაგდარი შეხედულება უარი ვერ ვყავი, გაუმეორე კვალად: მე ასე ვფიქრობ მეთქი და ამიტომ თქვენც გირჩევთ, რომ ამ აზრის იყვნეთ და ჩვენი სიკვდილის ასის წლის თავს ნუ ვიდღესასწაულებთ მეთქი, მათ არ ქმნეს. მე კიდევ უარი ვსთქვი: მე არ თანაუგრძნობ თქვენს განძრახვას და ამიტომ მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მე ჩემთვის, თქვენ თქვენთვის. ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერი, 1901 წელი
  20. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული დოკუმენტების მიხედვით სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია6 ივნისი 2020 საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნების აღიარების და მხარდაჭერის მოპოვება, რაც არ წარმოადგენდა მარტივ ამოცანას იმ პერიოდში პოლიტიკური რეალობის და ევროპაში განვითარებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ხვდებოდა, რომ ევროპული მხარდაჭერის გარეშე მომძლავრებულ რუსეთთან გამკლავება შეუძლებელი გახდებოდა. საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა ამ მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომა და ხშირ შემთხვევაში, დასახული ამოცანები შეასრულა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, ორი სრულფასოვანი საელჩო, რომელიც საქართველოს დიპლომატებმა მოახერხეს, რომ გაეხსნათ, მოქმედებდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედმა წარმომადგენლობებმა სრულფასოვანი ფორმა - აღიარება მასპინძელი სახელმწიფოსგან, სამწუხაროდ ვერ მიიღეს. მოგვიანებით, 1921 წელს, საელჩო დაარსდა პარიზშიც, თუმცა ახლადდანიშნულმა ელჩმა, აკაკი ჩხენკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ მილიერანს რწმუნებათა სიგელი გადასცა 1921 წლის 25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს როდესაც თბილისს ბოლშევიკები იპყრობდნენ. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის ისტორიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია საქართველოს და შვედეთის სამეფოს ურთიერთობები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება და ძირითადად ასახავს ოფიციალურ მიმოწერას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა-გათავისუფლების და გადაადგილების თაობაზე. ამ დოკუმენტებშიც ნათლად ჩანს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებს და განსაკუთრებით შვედეთს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ჰქონდათ. შვედეთში საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში, შვედეთის დედაქალაქი და განსაკუთრებით იქ მდებარე გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს ევროპაში. 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობის თანახმად, ივანე ჯავახიშვილი ფარულად იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის ელჩთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.[1] იყო აქტიური კავშირი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან“, რომელიც ამ პერიოდში ევროპაში მოქმედებდა. კავკასიის სამოქალაქო საკითხებში საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლისადმი წარდგენილი აგენტურული ცნობა, ივანე ჯავახიშვილის შესახებ, სადაც ნახსენებია მისი შვედეთში ფარული ვიზიტი: “ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.” 15 დეკემბერი 1916 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი. შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირებულ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში სრულფასოვანი საელჩოს ქონა, რომელიც ასევე დაფარავდა სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსაც, გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, როგორც ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. შვედეთი პირველ მსოფლიო ომში ნაკლებად დაზარალდა. შვედურ პოლიტიკაში პრო-გერმანული განწყობების მიუხედავად, ქვეყანამ თავიდანვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ომის მსვლელობის პირველ წლებში განაგრძობდა ვაჭრობას როგორც მოკავშირეთა ქვეყნებთან, ასევე გერმანიასთანაც. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე გაგრძელდა, სანამ შვედეთის რკინის ექსპორტი შემცირდებოდა, რის შემდეგაც ქვეყანაში წარმოიშვა სასურსათო კრიზისი და დაიწყო არეულობები. შედეგად, კონსერვატორთა მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და მათ მაგივრად სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ.[2] ბუნებრივია,თავად შვედეთის ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ წარმოადგენდა ის ბუნებრივი რესურსები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყანას გააჩნდა. მანგანუმის საბადოები იმ პერიოდის სამხედრო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მთელს მსოფლიოში, ზემო იმერეთის რეგიონები კი მდიდარი იყო ამ წიაღისეულით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ბაქოს ნავთობის საბადოები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო, ხოლო ტრანსპორტირების ერთადერთი გზა საქართველოს გავლით, ბათუმის პორტზე გადიოდა.[3] იდეოლოგიური თანხვედრა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობებს შორის დამატებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო შვედეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰანეს ჰელნორეს (Johannes Hellnor). ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მიხეილ (მიხაკო) წერეთლის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მიხეილ (მიხაკო) წერეთელი მიხაკო წერეთლის ელჩად დანიშვნის თაობაზე, 1918 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერლინიდან წერდა: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სურს, შვედეთის სამეფო უდიდებულესობის მთავრობასთან ურთიერთობებში შევიდეს და ამ მიზნით დანიშნოს წარმომადგენელი შვედეთის სამეფო მთავრობასთან, რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი. რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი, სამეფო ხელისუფლებასთან მოიპოვებს ნდობას, რაც ხელს შეუწყობს მას მისიის შესრულებაში. გთხოვთ, თქვენი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ წერეთელმა წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით რწმუნებათა სიგელი.“ აკაკი ჩხენკელის წერილი ბერლინიდან მიხაკო წერეთლის ელჩად წარგზავნის თაობაზე. 1918 წლის 14 ოქტომბერი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შვედეთის მთავრობის მხრიდან აგრემანის მიღების შედეგად 1918 წლის 19 ოქტომბრისათვის მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად შვედეთის მეფე გუსტავ V (Gustaf V) და შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას. საელჩო დროებით ფუნქციონირებდა სასტუმრო „რეგინა“-ში (Hotel Regina), ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვარისათვის) საქართველოს საელჩო განთავსდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ტეგნერლუნდენის ქუჩის №3-ში მდებარე შენობაში. შვედეთში საელჩოს გახსნის მთავარი მიზანი ორი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და განვითარება. მიხაკო წერეთლის წერილი, რომლითაც ის ატყობინებდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იმყოფება სტოკჰოლმში და მზად არის შესახვედრად, 19 ოქტომბერი, 1918 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შენობა სტოკჰოლმში, ტეგნერლუნდენის ქ. №3, სადაც მდებარეობდა საქართველოს საელჩო. თანამედროვე ფოტო. წყარო: google maps. 1918 წლის 26 ნოემბერს, მიხაკო წერეთლის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა), შვედეთში ელჩად დაინიშნა არისტოტელე (არისტო) ჭუმბაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ საელჩოს გადაბარების საკითხი და ჭუმბაძის როტაცია გაჭიანურდა, ხოლო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელნერმა, მიხაკო წერეთელს შვედეთში დარჩენის უფლება მისცა და მას პასპორტი შესაბამისი ვადით გაუგრძელა. არისტო ჭუმბაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელნერის წერილი მიხაკო წერეთლისადმი სტოკჰოლმში დარჩენის შესაძლებლობის თაობაზე. 21 იანვარი, 1919 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთანდა ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen, 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრიზი). სწორედ მათი და აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება. თეოდორ ადელსვორდი ფრიტიოფ ნანსენი საქართველოს საელჩომ, ფინანსური სიდუხჭირის გამო,შვედეთის სამეფოში დიდხანს ვერ იფუნქციონირა და 1920 წლის ივნისში ელჩი, არისტო ჭუმბაძე,იძულებული გახდა დაეხურა საელჩო. მისი მოვალეობების შესრულება კი ბერლინში საქართველოს წარმომადგენელს, ვლადიმერ ახმეტელს დაეკისრა.[4] გამოსამშვიდობებელ წერილში, 1920 წლის 14 ივნისს,არისტო ჭუმბაძე საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა: „თქვენი მძლავრი მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ინტერესების წარმომადგენელი ვიყავი. ქართველმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც შვედეთმა აჩვენა რთულ პერიოდში, რაც გამოიხატა ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივი აღიარებით. ორივე ხალხის ინტერესი კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მე მივდივარ იმ იმედით, რომ თქვენი აღმატებულება მომავალში კვლავ აღმოგვიჩენს თავის გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელების გზაზე.“ არისტო ჭუმბაძის გამოსამშვიდობებელი წერილი, 14 ივნისი, 1920 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩოს მუშაობა შვედეთში ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საელჩოს დაფუძნების დროს დასახული მიზნების ნაწილი, მაინც მიღწეული იქნა. იმას, თუ რატომ ვეღარ გაგრძელდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, კარგად ასახავს მოკლე ამონარიდი 1920 წლის გაზეთიდან - „საქართველოსრესპუბლიკა“, რომელიც იტყობინებოდა: „სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მანაღნიშნა, რომშვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან, ვინც პირველად აღიარას აქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივეთქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“.[5] კერძო და თუნდაც სამთავრობო კომპანიებისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო იმ რეგიონში შესვლა, რომელსაც გამუდმებით ემუქრებოდა ბოლშევიკური რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. რუსეთის სათავეში მოსვლისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკურ რევოლუციურ ძალებს, ე.წ. „თეთრ მოძრაობას“ რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს. „თეთრებმა“ პოზიციები ნელ-ნელა დათმეს და 1920 წლისთვის უკვე ჩრდილო კავკასია საბოლოოდ დაკარგეს, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაშიც. ბოლშევიკები გაბატონდნენ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში, მალევე „გააწითლეს“ სომხეთიც და უკვე რთული მისახვედრი არ იყო, რომ რიგში იდგა საქართველოს ოკუპაციის საკითხი. მცირე ხანში, დიდი რესურსების ფლობის გამო და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა დაიწყეს ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ ევროპის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამაც, რამაც შვედეთის დარ, მეგობარ ევროპულ სახელმწიფოებს საქართველოს დახმარების შანსები აღარ დაუტოვა... [1] https://idfi.ge/ge/ivane_javakhishvili_and_georgias_independence [2] Siney, Marion C. (1975). "Swedish neutrality and economic warfare in World War I". Conspectus of History. [3] იხ.: Ghambashidze, David (1918), The Caucasian petroleum industry and its importance for Eastern Europe and Asia, Londra, The Anglo-Georgian Society. [4] http://sweden.mfa.gov.ge/ [5] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2018 გვ.529.
  21. ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები26 მაისი 2020 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წინ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უსწრებდა: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი) და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 26 იანვარი). როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე აღნიშნავს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილს, ორივე ამ საშვილიშვილო საქმეში გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი. თუ ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იგი მონაწილის როლით შემოიფარგლა, საქართველოს პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება მთლიანად მისი ძალისხმევის ნაყოფი იყო.[1] ბუნებრივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას 1918 წლის 26 მაისამდე წლებით ადრე ჩაეყარა საფუძველი. ივანე ჯავახიშვილი კი ამ მოვლენებში პოლიტიკური აქტორის სახითაც მონაწილეობდა. მე-18-19 საუკუნეებში ევროპა რევოლუციურმა ტალღამ მოიცვა. სწორედ ამ რევოლუციების, განსაკუთრებით კი საფრანგეთის რევოლუციის წიაღში დაიბადა ერისა და ნაციონალიზმის იმგვარი კონცეფციები, როგორადაც ისინი გვესმის დღეს. საფრანგეთიდან რევოლუციური ტალღის გადასვლას სხვა ევროპულ სახელმწიფოებში თან ახლდა სხვადასხვა ტიპის ეროვნული იდეების დისტრიბუცია. როგორც მიროსლავ ჰროში წერს[2], ეროვნული სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ყოველი ერი სამ ფაზას გადის. პირველ ფაზაზე ინტელექტუალთა მცირე ჯგუფი, რომელსაც ხელი მიუწვდება განათლებაზე იწყებს შესაბამისი იდეების განვითარებას და ამგვარ მოტივებზე ნაწარმოებების შექმნას. საქართველოს შემთხვევაში, პირველი ფაზა სწორედ მე-19 საუკუნის დასაწყისში დადგა, როდესაც რომანტიკოსებმა (ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი) დაიწყეს ეროვნული ნაწარმოებების შექმნა. მეორე ფაზის დროს ინტელექტუალთა ახალი თაობა საკუთარი იდეების და ნაშრომების გავრცელებას იწყებს პრესის მეშვეობით, საქართველოში კი ეს საქმე თერგდალეულებმა ითავეს. საბოლოო, მესამე ფაზა კი დგება მას შემდეგ, რაც სრულიად ერი იწყებს მობილიზებას და ყალიბდება ერთიანი ეროვნული იდეა. მესამე ფაზა საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და საბოლოოდ 1930-იან წლებში, სტალინიზმის ეპოქაში დასრულდა.[3] ქართველი ერის გადასვლას მეორე ფაზიდან მესამეში მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ახლდა თან, ქართული ეროვნული იდეის განვითარებაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ არა მარტო მწერლები და პოეტები, არამედ პოლიტიკური მოღვაწეები და ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც, რომელმაც ფაქტობრივად გამოღვიძების ეტაპზე მყოფ ქართველ ერს ეროვნული ისტორიული ნარატივი შეუქმნა. XIX საუკუნის მიწურულს და XX დასაწყისში, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II პოლიტიკა რუსეთის იმპერიის ცენტრშიც და განაპირა ერებთან მიმართებაშიც შედარებით ლოიალური გახდა, კიდევ უფრო გააქტიურდა იდეების მიმოცვლა - მათ შორის იმ პერიოდში მსოფლიოში პოპულარული, ერთა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის იდეა აქტიურად გავრცელდა საქართველოში. იმპერატორის სისუსტე და მრავალი პოლიტიკური პრობლემა ისედაც თვალშისაცემი იყო, რყევები კი გააძლიერა 1905 წლის რევოლუციამ და რუსეთის მარცხით დასრულებულმა ავანტიურისტულმა ომმა იაპონიის წინააღმდეგ. პირველმა მსოფლიო ომმა და რევოლუციებმა კი რუსეთის იმპერიის საბოლოო აღსასრული გამოიწვია.[4] 1890-იან და 1900-იან წლებში ცარიზმი აქტიურად დევნიდა და გამუდმებით წნეხში ამყოფებდა ივანე ჯავახიშვილს, არ აძლევდა მას ნაშრომების გამოცემის უფლებას, იყო დაპატიმრების შემთხვევებიც. 1910-იანი წლებიდან კვლავაც გრძელდებოდა თვალთვალი, თუმცა დამოკიდებულება შედარებით ლოიალური გახდა. ივანე ჯავახიშვილს ხშირად იწვევნენ თბილისში ლექციების წასაკითხად, რასაც მეცნიერი აქტიურად ეხმაურებოდა და თავის გამოსვლებს საქართველოს ისტორიის პრობლემურ საკითხებს უძღვნიდა. ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევები და მეცნიერის საჯარო ლექციები ეროვნულ პატრიოტულ თემაზე არა მარტო საკუთარი წარსულით ქართველთა დაინტერესებას აძლიერებდა, არამედ, იმავდროულად, ცარიზმის კოლონიალური უღლის გადაგდებასა და ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლებისკენ მძლავრი მოწოდებასაც წარმოადგენდა. მიხაკო წერეთელი მისდამი მიწერილ კერძო წერილში აღნიშნავდა: „თქვენი მონოგრაფიებისა და წიგნების გამოცემა დიდი საქმეა არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ თვით ჩვენი განკაცებისთვისაც. საუკეთესო პროპაგანდაა იგი საქართველოს იდეისა. მე ეს დაკვირვებით და გამოცდილებით ვიცი... თბილისში რომ ვიყავი თვალით ვნახე, რამდენი ურწმუნო და უმეცარი მოარჯულა თქვენმა ლექციებმა და საქართველო აწამებია“.[5] მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარის, ექვთიმე თაყაიშვილის, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თხოვნა თბილისის პოლიცმეისტერისადმი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ივანე ჯავახიშვილის მიერ სათავადაზნაური თეატრის შენობაში ლექციის ჩატარების თაობაზე. გასათვალისწინებელია, რომ იმპერიის ეპოქაში ლექცია შეეხება „საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურასა და მდგომარეობას XVII-XVIII საუკუნეებში“ და მის მოკლე მონახაზში არაფერია ნახსენები რუსების მიერ „სპარსელებისგან გადარჩენის“ თუ სხვა მსგავს საკითხზე, რაც იმ პერიოდისთვის, ხშირად, იდეოლოგიურ აუცილებლობას წარმოადგენდა. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 8036. ივანე ჯავახიშვილის პოლიტიკური აქტივობის გაძლიერება როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე პირველ მსოფლიო ომისა და დამოუკიდებლობის იდეის კიდევ უფრო გავრცელების პარალელურად მოხდა. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობა, რომელიც ამ მონაწილეობას თვალნათელს ხდის, ასევე მასში ვაწყდებით რამდენიმე საინტერესო ცნობასა და პასაჟს, რომლებიც ნათლად გვაჩვენებს ერთი მხრივ იდეების დისტრიბუციას, ხოლო, მეორე მხრივ ევროპის ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის: სრულიად საიდუმლოდ მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლის კავკასიის სამოქალაქო საკითხებში დამხმარეს /განსაკუთრებულ განყოფილებაში/ 15 დეკემბერი 1916/ მიღებული 17 დეკემბერი, 1916 რაპორტი პოლონეთისთვის ავტონომიის მირთმევის შემდეგ, საქართველოს ავტონომიის საკითხმა, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გონების გაძლიერებულად დაკავება დაიწყო. ეს საკითხი განიხილება ისევე როგორც პრესაში, ასევე კერძო შეხვედრების დროს, რომლებსაც ესწრებიან სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატები. მათ ხელმძღვანელობს თავადი გრიგოლ ნიკოლოზის-ძე დიასამიძე. თვითონ ის უპარტიოა და მხოლოდ აწყობს ამ შეკრებებს. მიმდინარე ნოემბრის 20-ში, თბილისში ქართველმა კათოლიკეებმა, დასახელებული დიასამიძის ინიციატივით მოაწყვეს გარდაცვლილი პოლონელი მწერლის, სენკევიჩის პანაშვიდი. პანაშვიდისას ქართველებმა მიულოცეს პოლონელებს ავტონომიის გამოცხადება, ხოლო პოლონელებმა იმედი გამოთქვეს საქართველოს მიერ ავტონომიის უახლოეს მომავალში მიღების თაობაზე. პანაშვიდის გადამხდელმა პატრე ღაზალოვმა სიტყვა წარმოთქვა პოლონეთისთვის ავტონომიის ჩუქების შესახებ და ასევე გამოხატა საქართველოს ავტონომიის მიღწევის იმედი. პანაშვიდის დროს, პოლონელებმა იმღერეს ეროვნული ჰიმნი „ჯერ პოლონეთი არ დაღუპულა“... არსებობს ცნობები, რომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველებიც შეწუხებული არიან საქართველოს ავტონომიის მიღების სურვილით და იქ მცხოვრებმა პროფესორმა ჯავახოვმა (ჯავახიშვილი - ავტორი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, სამსონ გრიგოლის ძე ფირცხალავას, რომელიღაც სტუდენტის ხელით გამოუგზავნა წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ციმერმანი კარგად იცნობს საქართველოს საკითხს, ძალიან არის დაინტერესებული ამით და პირობა დასდო წამოწიოს ეს საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკების გადაწყვეტის პროცესში. ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე. მაქვს პატივი ზემოხსენებულის შესახებ მოვახსენო თქვენ ბრწყინვალებასდა შეჯამებისთვის მოვახსენო, რომ ზემოხსენებულ თათბირებზე აგენტურული თვალყური დამყარებულია. პოლკოვნიკი: პასტრიულინი.[6] აგენტურული გზით ჟანდარმერიის მიერ მოპოვებული ამ ცნობის შესახებ სხვა საარქივო დოკუმენტებში ცნობები არ მოგვეპოვება. არც თავად ივანე ჯავახიშვილი ახსენებს ამ ფაქტს მოგვიანებით შექმნილ ნაშრომებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პეტროგრადიდან სტოკჰოლმში გამგზავრება იმ დროს სირთულეს არ წარმოადგენდა.[7] გარდა ამისა, შვედეთის დედაქალაქში გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული საქმიანობის მთავარ ცენტრს ევროპაში.[8] 1917 წლის 20 მაისს, ბერლინში გამომავალ „ქართულ გაზეთში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც პეტერბურგში მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ და ერთხმად მიიღეს რეზოლუცია ავტონომიის სახით საქართველოს პოლიტიკური უფლებების აღდგენის შესახებ. დადგენილების მთავრობისთვის შესატყობინებლად, პრესისა და საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, აგრეთვე, ახლო დამოკიდებულების დასაჭრად სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლებთან, არჩეულ იქნა კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: პრივატ-დოცენტები - ივ.ჯავახიშვილი, ივ.ყიფშიძე და ნუცუბიძე, ნ.გელოვანი, ვექილი - გ.სიდამონ-ერისთავი, ზ.ავალიშვილი, ა.ჩერქეზიშვილი.[9] აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ეროვნული ძალებიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის სრულ აღდგენას, ამიტომ მათი ძირითადი ნაწილი ფართო ავტონომიას მოითხოვდა. ყველაფერი პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობამ და რუსეთის შიგნით მომხდარმა რევოლუციებმა შეცვალა, რის შემდეგაც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადება შეძლო. ივანე ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩართული პირველი რესპუბლიკის საქმიანობაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ მოხვდა ახლადარჩეულ დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ (უპარტიოთა) კავშირის სიით, რომელშიც მის გარდა ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ გაწევრიანებული. როგორც ისტორიკოსი და მეცნიერი, ის მონაწილეობას იღებდა ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაჭრაში: სახელმწიფო დროშის და გერბის შემუშავებაში, ქართულიტოპონიმიკის აღდგენაში, ეროვნული ნარატივის ხელახლა ფორმირებაში და სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის შედგენაში, იყო კონსტიტუციის შემდგენელი კომისიის წევრი, მინდობილი ჰქონდა ყველაზე პრობლემური - სახელმწიფო საზღვრების საკითხი.[10] ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი: საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისისდა მიხედვით, ხელნაწერი (პირველი გვერდი) და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარსადგენი დოკუმენტის ფრანგული თარგმანი. 14 ოქტომბერი, 1920 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1864, აღწერა 2, საქმე 273. ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერი: საქართველოს უფლებები ზაქათალის ოლქზე, ხელნაწერი. 12 მაისი, 1920 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1864, აღწერა 2, საქმე 274. ივანე ჯავახიშვილი შეარჩიეს პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის წევრადაც. კონფერენცია 1919 წლის 18 იანვარს დაიწყო და ითვალისწინებდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობას. კონფერენციაზე დაისვა მცირე ერების თვითგამორკვევის საკითხი, რაც საქართველოს ისტორიულ შანსს აძლევდა, გაემყარებინა გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მოეპოვებინა აღიარება მსოფლიოს სხვა ერებისგანაც.[11] პირველი რესპუბლიკის სოციალურ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის მხრიდან პარიზში გასაგზავნი მთელი დიპლომატიური კორპუსის დაკომპლექტება ისეთი განათლებული/მცოდნე და გამოცდილი წევრებით, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და ზურაბ ავალიშვილი (ეროვნულ დემოკრატები), ივანე ჯავახიშვილი (უპარტიო) და სხვ. და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე უარის თქმა მთავრობის მხრიდან წინგადადგმულ და ძალზედ პროგრესულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. საქართველოს პარლამენტისა და პარიზის საზავო კონფერენციის თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ რცხილაძეს, წერილით ატყობინებდა: „ნიკოლაძეს ნებართვა უკვე გამოგზავნილი უნდა ქონდეს. თქვენზე, ჯავახიშვილზე და ოდიშელიძეზედ რამოდენიმეჯერ ვთხოვეთ გამოშვება. თქვენი, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის და ოდიშელიძის აქ ყოფნა ძალიან საჭიროა, დანარჩენები აქ საჭირონი არ არიან“. კარლო ჩხეიძის წერილი პარიზიდან გრიგოლ რცხილაძისადმი დიპლომატიური მისიის დაკომპლექტების შესახებ (14 მაისი, 1919 წელი). წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 2115, აღწერა 1, საქმე 90. პირველი რესპუბლიკის დასასრულის მოახლოებისას, როდესაც უკვე რუსეთის არმიები საქართველოში იყვნენ შემოჭრილი, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სახელით ივანე ჯავახიშვილმა და აკაკი შანიძემ წერილი გაუგზავნეს საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან არსებულ თავდაცვის კომიტეტს და გამოთქვეს მზადყოფნა, მათი გონებრივი და ფიზიკური ძალა ისე გამოეყენებინათ, როგორც საუკეთესოდ მიაჩნდათ სამშობლოს დაცვის მიზნებისთვის. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ახალი და უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 471, აღწერა 1, საქმე 110, ფურც. 13. ყველა ზემოხსენებული საქმიანობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა დიდი მეცნიერის წინააღმდეგ დაწყებული, საბჭოთა სახელმწიფოს მიერ ორკესტრირებული ბრძოლა, რის შემდეგაც 1926 წელს ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან გადააყენეს, შემდეგ, 1930-იან წლებში, უკვე როგორც მეცნიერს ისე შეუტიეს.[12] საბოლოო ჯამში, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში აღადგინეს, ვინაიდან სავარაუდოდ მაღალ ეშელონებში ერთი მხრივ სჭირდებოდათ კომპეტენტური მეცნიერები საქართველოს წარსულის შესახებ სამეცნიერო კვლევების გაფართოების და ახალი ნაწარმოებების დაწერის მიზნით.[13] მეორე მხრივ კი თავად ივანე ჯავახიშვილიც კონიუნქტურის ქვეშ მოექცა და შეიძლება ითქვას რომ დინებას გაჰყვა, რასაც მოწმობს მის მიერ ამ პერიოდში შექმნილი ისეთი ნაშრომები, როგორებიცაა„საიდან წარმოიშვა ხალხთა ბელადის გვარი“ (Откуда пошла фамилия вождя народов) და ა.შ.. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა საშუალო ასაკის, 64 წლის ადამიანის სიცოცხლე უდროოდ შეიწირა... ______ [1] ოთარ ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, თბილისი, 2018, გვ.129. [2] Miroslav Hroch, Comparative Studies in Modern European History: Nation, Nationalism, Social Change, Aldershot; Burlington, VT: Ashgate Variorum, 2007, pp. 95-96. [3] Ronald Grigor Suny, The Making of the Georgian Nation, London: Tauris, 1988. [4] Verner, A., The Crisis of Russian Autocracy: Nicholas II and the 1905 Revolution (Princeton: Princeton University Press, 1990); Lieven, Dominic, Nicholas II. Twilight of the Empire, (New York, 1996). [5] ოთარ ჯანელიძე, ივანე ჯავახიშვილი, თბილისი, 1996, გვ.4. [6] საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 13, აღწერა 27, საქმე 4425, ფურც. 11-12. [7] ოთარ ჯანელიძე, ივანე ჯავახიშვილი, თბილისი, 1996, გვ.13. [8] S.Zaterberg, Die liga der Fremdvolker Russlands 191-1918. Ein Beitrag zu Deutschlands antirussianischen Popagandandakrieg unter den Fremdviolkern Russlands in ersten Weltkrieg. Helsink, 1978. ss. 43-44. [9] „ქართული გაზეთი“, 1917 წლის 20 მაისი. [10] იხ.: ოთარ ჯანელიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, თბილისი, 2018. [11] იხ.: Margaret Macmillan, Paris 1919, New Your, 2002. [12]იხ.: მეგი ქარცივაძე, ანტონ ვაჭარაძე, „ისტორიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და ივანე ჯავახიშვილის ბედი“: https://www.idfi.ge/archive/index.php?cat=read_topic&topic=153&lang=ka [13] სტალინისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, საკუთარი თავის როგორც დიადი კულტურის შვილის წარმოჩენა. როგორ იმ პერიოდის რუსი ავტორები აღნიშნავდნენ, 1930-იანი წლების რუსული შოვინისტური ელიტები ეროვნულ კულტურებს ძირითადად ეგზოტიკად განიხილავდნენ. იხ.: Е. Гальперина, "Формы проявления великодержавного шовинизма в литературоведении и критике", РАПП, № 5-6 (1931): стр. 47. მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.
  22. „ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია21 ივლისი 2020 რუსეთში, ბორის ელცინის მშობლიურ ურალის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში 2015 წლიდან ფუნქციონირებს მისი სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი („ელცინ ცენტრი“). ცენტრში მთავარი ადგილი უჭირავს ბორის ელცინის სახელობის მუზეუმს, აქვე მოქმედებს განყოფილებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბორის ელცინის არქივი. აღნიშნული არქივის 11 ფონდი ონლაინ არის ხელმისაწვდომი - შესაძლებელია ისევე როგორც დოკუმენტების დათვალიერება, ასევე მათი ასლების გადმოწერა. ფონდებში დაცულია ბორის ელცინის პირადი დოკუმენტები, ასევე რუსეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტების ასლები და ფოტოები. ფონდებში საქართველოს შესახებ რამდენიმე ათეული დოკუმენტია დაცული, რომელთა ეტაპობრივ ანალიზს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შემოგთავაზებთ. ელცინ ცენტრის საქმიანობა რუსეთში ერთგვარად არ არის აღქმული: ცენტრის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს გამოდიოდა გავლენიანი საზოგადო მოღვაწე ნიკიტა მიხალკოვი, ცენტრის შენობასთან აქციებს მართავდნენ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლები, 2016 წელს, 6000-ზე მეტმა აქტივისტმა პორტალზე change.org მოაწერა ხელი პეტიციას ელცინ ცენტრის დახურვის მოთხოვნით, რადგან მათი აზრით ის ამახინჯებდა ისტორიას. ცენტრის საქმიანობას არაერთხელ შეუშალეს ხელი იმ მოტივით, რომ იქ ხშირად უთმობდნენ სივრცეს ლიბერალებს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტების ჩამოტვირთვა და სხვა, უფრო დაცულ ადგილას შენახვა, რადგან არავინ იცის თუ როდის შეექმნება ცენტრს და მის ელექტრონულ ვებ-გვერდს ფუნქციონირების პრობლემა. მით უმეტეს არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც რუსეთის არქივებმა უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტებს ხელახლა მიანიჭეს გრიფი - საიდუმლო. გთავაზობთ „ელცინ ცენტრში“ დაცული დოკუმენტების პირველ ნაწილს ჩვენი ანალიზით, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის (1991 წელი) პერიოდს. IDFI-ს მიერ გაანალიზებული ხუთი დოკუმენტი შეეხება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს, როდესაც ის ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა, იქამდე სანამ სამოქალაქო ომის გამო არჩეული პრეზიდენტი იძულებული გახდა დედაქალაქი დაეტოვებინა. პარალელურად, 1991 წელს მოსკოვში ადგილი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო მმართველობის ფორმას, რომელსაც შეგვიძლია ერთგვარი ორხელისუფლებიანობაც კი ვუწოდოთ. საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკები იყენებდნენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებას და ერთი მეორის მიყოლებით გადიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ამ პროცესს ისტორიოგრაფიაში „სუვერენიტეტების აღლუმი“ ეწოდა. მათ შორის 1990 წლის 12 ივნისს, სუვერენიტეტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციამაც, რომლის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ რამდენიმე დღით ადრე ბორის ელცინი აირჩიეს (1990 წლის 29 მაისს). საბოლოოდ, საბჭოთა იმპერიის ოფიციალური დაშლა 1991 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა, ხოლო დაახლოებით წლინახევრის მანძილზე არსებობდა ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე რუსეთის ახლადდაარსებული ფედერაცია. საქართველოს ხელისუფლებამ და ზვიად გამსახურდიამ კავშირი გაწყვიტა საბჭოთა კავშირთან (ოფიციალურად 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმით და 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებით) და ცდილობდა საერთო ენა გამოენახა ბორის ელცინის ადმინისტრაციასთან. 1991 წელს, ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პრობლემურ, სამხრეთ ოსეთის საკითხზე, სადაც 1989-1990 წლებში ადგილი ჰქონდა პერმანენტულ არეულობებს, სეპარატიზმის გამოვლინებას და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ გამოსვლების აღკვეთას. 23 მარტს პოლიტიკოსები ერთმანეთს ყაზბეგში შეხვდნენ და შეიმუშავეს პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში ერთობლივი ძალებით კონტროლის და სტაბილურობის დამყარებას. აღნიშნულ საკითხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ცხინვალში, სადაც 26 მარტს გაიმართა აქცია ლოზუნგით - „Позор Ельцину за сговор с грузинскими фашистами!“ („სირცხვილი ელცინს ქართველ ფაშისტებთან შეკვრის გამო!“). ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის ყაზბეგში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა (23 მარტი, 1991 წელი) 1991 წლის აპრილის დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში საბჭოთა კავშირის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები შევიდნენ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ტარდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ქვეყანა გამოეყო საბჭოთა კავშირს. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა (ზნაური) და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11,376 იყო. გაიცა 10,182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10,180 ამომრჩეველმა (99,68%). პარალელურად, სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს კონტროლქვეშ არ იყო, ადგილობრივმა სეპარატისტებმა მოახერხეს და ჩაატარეს 17 მარტის საერთო-საბჭოთა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ. სამხრეთ ოსეთის ოლქის ამომრჩევლების 99%-მა თანხმობა განაცხადა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე და მასში დარჩენაზე. საქართველომ უარი თქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე, საბოლოო ჯამში კი სწორედ აღნიშნული კაზუსი გახდა საფუძველი იმისა, რომ საბჭოთა კავშირის არმიის ქვედანაყოფი ცხინვალში შესულიყო (ერთ-ერთ ტელეგრამაში ზვიად გამსახურდია ბორის ელცინთან სწორედ ამ ფაქტზე აპელირებს). დოკუმენტებს შორის არის 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის პროტოკოლის სამუშაო ვარიანტი, როდესაც გამსახურდია საქართველოს მხრიდან და ელცინი რუსეთის მხრიდან შეთანხმდნენ სამხრეთ ოსეთის საკითხის საერთო გაკონტროლებაზე. პროტოკოლის ხელმოწერიდან 4 დღეში, 1991 წლის 27 მარტს ზვიად გამსახურდიას მიუვიდა ელცინის მიერ საკმაოდ მკაცრი ტონით შედგენილი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ ქართული სახელმწიფო ტელევიზია ამახინჯებდა პროტოკოლის შინაარს და ისე გადასცემდა ეთერში, მეორე მხრივ კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობდა და ქართველები ეროვნული ნიშნით ძალადობენ ადგილობრივებზე. როგორც უკვე ვახსენეთ, 1991 წლის აპრილის დასაწყისში, საბჭოთა კავშირმა ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში ჯარები შეიყვანა. ზვიად გამსახურდია, თავის 7 აპრილის ტელეგრამაში ელცინთან გამოხატავდა უკმაყოფილებას ცხინვალში საბჭოთა რეგულარული ჯარების შეყვანის გამო და საქართველოს „ახალ ავღანეთად“ მოიხსენიებდა. ელცინის ცენტრის არქივში ინახება 1991 წლის კიდევ ორი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების გარეშე ოფიციალური პირების რუსეთთან კულტურული კავშირების აღდგენის მცდელობას. ერთი მათგანია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ტელეგრამა (11 ივლისი, 1991 წელი), რომლითაც ის ელცინს ულოცავს არჩევას და მეორე კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის ანალოგიური მილოცვა და შეთავაზება, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე (24 ივლისი, 1991 წელი). საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ტელეგრამა (11 ივლისი, 1991 წელი) წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტების ქართულ თარგმანს, გარდა ამისა, დანართის სახით შეგიძლიათ იხილოთ ყველა დოკუმენტი ორიგინალურ, რუსულ ენაზე. 1. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 176-177 - რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები (ელცინი ბ., გამსახურდია ზ.). რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრის და მოლაპარაკების პროტოკოლი (23 მარტი, 1991 წელი). Ф. 6. Оп. 1. Д. 57. Л. 176-177 - Председатель Верховного Совета РСФСР и Республики Грузия (Ельцин Б., Гамсахурдия 3.). Протокол о встрече и переговорах Председателя Верховного Совета РСФСР и Председателя Верховного Совета Грузии (23.03.1991г.). პროტოკოლი რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრის და მოლაპარაკების შესახებ 1991 წლის აპრილის განმავლობაში მომზადდეს ხელმოსაწერად შეთანხმების პროექტი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, რისთვისაც შეიქმნას მუშა ჯგუფები. რეგიონში, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ერთობლივი მოქმედებების შესახებ ხელშეკრულებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: 1) რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები 10 დღის განმავლობაში ქმნიან ერთობლივ კომისიას აღნიშნულ რეგიონში სიტუაციის შესწავლის მიზნით და 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტური შეფასებისთვის. 2) რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები 10 აპრილამდე ქმნიან მილიციის საერთო შენაერთს, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოქმედი ყველა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების განიარაღების მიზნით. შენაერთს ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვამდე. 3) საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამხედრო ნაწილების დისლოცირების თაობაზე. 4) რსფსრ, საქართველოს რესპუბლიკის, ჩრდილო-ოსეთის სსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მუშაობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილების დასაბრუნებლად. უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების სამართლებრივი ორგანოების აღდგენა. 5) საქართველოს რესპუბლიკის, რსფსრ და ჩრდილოეთ-ოსეთის მთავრობებმა შექმნან ლტოლვილთათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და გამოყონ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღნიშნული ზარალის კომპენსირებისთვის. 6) შექმნილი კომისიის და შენაერთის საბოლოო მიზნად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობის და სიწყნარის დამყარება. 7) შეიქმნას მუდმივმოქმედი ჯგუფი პროტოკოლის შესრულების გასაკონტროლებლად და მიმდინარე საკითხების გაფართოების მიზნით. ხელმოწერები: რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ.ელცინი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია ყაზბეგი, 23 მარტი, 1991 წელი. 2. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 59, ფურცელი 27 - რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ბ.ელცინის მიმართვა საქართველოს უმაღლეს საბჭოს და ზ.კ.გამსახურდიას მიმართ რათა მიიღოს ზომები რესპუბლიკის ტერიტორიაზე სისხლისღვრის შესაჩერებლად (ტელეგრამის ასლი) (27 მარტი, 1991 წელი) Ф. 6. Оп. 1. Д. 59. Л. 27 - Председатель Верховного Совета РСФСР Ельцин Б.Н. Обращение Председателя Верховного Совета РСФСР Б.Н. Ельцина в Верховный Совет Грузии к З.К.Гамсахурдиа принять меры для прекращения кровопролития на территории республики (копия телеграммы) (27.03.1991г.) ტელეგრამა სამთავრობო ქ.თბილისი, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ზ.კ. გამსახურდია პატივცემულო ზვიად კონსტანტინეს ძევ! ვთვლი საჭიროდ კიდევ ერთხელ დავადასტურო რუსეთის ფედერაციის განზრახვა, საქართველოს რესპუბლიკასთან სახელმწიფოთაშორისი კეთილსინდისიერი კონტაქტების განვითარების თაობაზე, ჩვენი ქვეყნების საერთო ჰუმანისტური ტრადიციების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შორის მიღწეული შეთანხმებები, რომლების მიმართულია სამხრეთ ოსეთში მშვიდობის და წესრიგის დასამყარებლად, განუხრელად იქნება დაცული. ამასთან ერთად ჩვენ შეწუხებული ვართ ჩვენი შეხვედრის პროტოკოლის არაადეკვატური განმარტებით საქართველოს რესპუბლიკის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. უფრო მეტად ჩვენ გვაღელვებს საქართველოდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან მიღებული ინფორმაციები, კვლავ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და არაკანონიერი ფორმირებების შესახებ, ეროვნული ნიშნით ძალადობის შესახებ ზნაურის რაიონში და სხვა ადგილებში. დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი რაც საქართველოს რესპუბლიკაზეა დამოკიდებული რათა შეწყდეს სისხლისღვრა რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართული, ჩვენი საერთო გადაწყვეტილებების აღსრულება. ჩვენი მხრიდან შევუდგებით განსაზღვრული ზომების მიღებას. რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბ.ელცინი 27 მარტი, 1991 წელი 3. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 178-179 - საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია. ცხინვალში საბჭოთა რეგულარული ჯარების შეყვანის თაობაზე (07.04.1991) (ასლი) Ф. 6. Оп. 1. Д. 57. Л. 178-179 - Председатель Верховного Совета республики Грузия З.Гамсахурдия. О вводе в г.Цхинвали советских регулярных частей (07.04.1991г.) (копия) ა.ნ! ბ.ნ.-ს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ზ.გ.-სთან ამის შესახებ შაბათს 07.04.1991. ვ.ი. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადება საბჭოთა რეგულარული ნაწილების შეზღუდული კონტიგენტი, რომელიც ფეხქვეშ თელავს საქართველოს სუვერენიტეტს, ქალაქ ცხინვალში შევიდა. აქციის დაწყების წინა დღეს ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ სსრკ-ის ხელისუფლება თავს შეიკავებდა აღნიშნულ რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციისგან. საბჭოთა და მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს იმ ტრაგიკულ შედეგებს, რაც „შეზღუდული კონტიგენტის“ ავღანეთში შეყვანას მოჰყვა, ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების ხალხის წინააღმდეგ გამოყენების ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში, დიქტატორულ-ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა მატერიალურ და სულიერ გაღატაკებამდე მიიყვანა, საბჭოთა საზოგადოების ყველა უბედურებას „გარეშე მტერს“ აბრალებდა. ბოლო დროს, ეკონომიკური განადგურების პირობებში, ხდება „შიდა მტრის“ სახის კულტივირება დემოკრატიული მოძრაობის, ერების სახით, რომლებიც თვითგამორკვევის უფლების რეალიზების გზაზე დგანან. საქართველოს ახალბედა, დემოკრატიულ მთავრობას არ განუცხადებია საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან დაუყონებლივ გამოსვლის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ის კონსტიტუციის მიხედვით, მას ამის უფლება ჰქონდა, საკუთარ თავზე აიღო აუცილებლობა, რომ არ დაეზიანებინა ეკონომიკური და შიდა კავშირები სხვა რესპუბლიკებთან ჩვენთვის აუცილებელ გარდამავალ პერიოდში. მეტიც, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადეთ, რომ მომავალშიც, როდესაც მოვიპოვეთ სრულ სამთავრობო დამოუკიდებლობას, ჩვენ ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან - ჩვენს პირდაპირ მეზობლებთან, ასევე - სხვა რესპუბლიკებთან. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ საბჭოთა ხელისუფლება გაგებით მოეკიდებოდა ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა იგი ბოლო დროს სულ უფრო იხრება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ნაციონალური პრობლემების ძალადობრივი გზით გადაჭრისკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულმა წრეებმა მიზნად დაისახეს საქართველოს მიწაზე ახალი ავღანეთის მოწყობით საბჭოთა ხელისუფლების ყურადღების გადატანა მაღაზიების ცარიელი თაროებიდან, მასობრივი დემონსტრაციებიდან და გაფიცვებიდან, რომლებმაც ქვეყანა მოიცვეს. ვიმედოვნებთ, რომ სსრკ-ის ხელისუფლება ამ კრიტიკულ მომენტში გამოავლენს ჯანსაღ აზრს და არ გამოვა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ინტერვენციის ინიციატივით, როგორც სამოქალაქო ომის ინიციატორი საკუთარ ქვეყანაშივე. თბილისი, 7.04.91 საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია 4. Ф. 6. Оп. 1. Д. 237. Л. 176 - Каталикос всея Грузии Илия II. Поздравление по случаю избрания на пост Президента России (11 июля 1991 г.). ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 178-179 - სრულიად საქართველოს კათალიკოსი ილია მეორე. რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის მილოცვა (11 ივლისი, 1991 წელი). მოსკოვი, კრემლი, მის აღმატებულება ბორის ნიკოლოზის-ძე ელცინს, რსფსრ პრეზიდენტს. თქვენო აღმატებულებავ, ღრმადპატივცემულო პრეზიდენტო. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას და მოვალეობის შესრულების დაწყებას. საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები სიხარულით და იმედით შეხვდნენ ამ ისტორიულ მოვლენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძმური ურთიერთობა ჩვენ ერთმორწმუნე ერებსა და სუვერენულ სახელმწიფოებს შორის სამომავლოდ უფრო გაღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და კეთილდღეობას თქვენს უმაღლეს და საპასუხისმგებლო საქმეში. ღმერთი, სიყვარული და მშვიდობა იყოს თქვენთან და ჩვენ შორის. ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 5. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 176-177 - საქართველოს რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნ. ახალკაცის შემოთავაზება, რუსეთსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე და მატჩზე მიწვევა (24 ივლისი, 1991 წელი). Ф. 6. Оп. 1. Д. 235. Л. 1-2 - Президент Федерации футбола Республики Грузия Ахалкаци Н. Предложение о проведении товарищеского матча между сборными командами по футболу России и Грузии и приглашение на матч (24 июня 1991 г.). ვ.ნ. მაჩუგას გადაწყვიტეთ ეს საკითხი თქვენი არხებით, ურთიერთობათა განვითარების საერთო კონცეფციიდან გამომდინარე. ვ. იულიშინი 26 ივლისი 1991 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 24 ივნისი, 1991 წელი ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ! ნება გვიბოძეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს 110 საფეხბურთო კლუბს, მხურვალედ და გულითადად მოგილოცოთ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს თანამდებობაზე არჩევა. 1991 წლის 12 ივნისი ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი ზეიმის დღე არა მხოლოდ რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოებისთვის. თქვენი პოლიტიკური სიბრძნით თქვენ აწარმოებდით საპრეზიდენტო კამპანიას მოზომილად, თავდაჯერებით და თქვენი პროგრესულობის, კეთილისმსურველობის, თავშეკავებულობის, თავმდაბლობის და წესრიგის სიყვარულის გამო თქვენ დაიმსახურეთ გულითადი სიყვარული და ღრმა პატივისცემა. ამ დიდი მოვლენის და სამომავლო თანამშრომლობის გამტკიცებისა და გაღრმავების ღირსსახსოვრად, ნება გვიბოძეთ განსახილველად წარმოგიდგინოთ წინადადება, რუსეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე. ღრმა პატივისცემით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნ.ახალკაცი „ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ
  23. საქართველოს ეკლესია მე-19 ს-იდან დღემდე – ნუგზარ პაპუაშვილი მე-19 ს-ის დასაწყისში ერთიანი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ორივე ავტოკეფალური ეკლესია – ქართლის ანუ საქართველოს საპატრიარქო და აფხაზეთის ანუ იმერეთის საკათალიკოსო – არსებობას განაგრძობდა. იმის მიუხედავად, რომ სამეფოებისა და სამთავროების პოლიტიკური დამოუკიდებლობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, იმხანად აღნიშნული ეკლესიების ეპარქიათა მეტ ნაწილში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის გამოცოცხლება შეინიშნებოდა, მაგრამ ეს პროცესი იმ რეორგანიზაციის გამო შეფერხდა, რაც ორივე ეკლესიაში რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან ინკორპორაციამ (1801) დღის წესრიგში საქართველოს ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიერთების საკითხიც დააყენა. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაავალა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორსა და საქართველოს მთავარმართებელ ალ. ტორმასოვს, დაეწყოთ მუშაობა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის სასწრაფოდ, მაგრამ უმტკივნეულოდ შეცვლისათვის. ფორმალური საფუძველი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი აღმოჩნდა. ამ დოკუმენტის მე-8 მუხლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესი სინოდის მუდმივ წევრად აცხადებს და დასძენს, `საქართველოს ეკლესიების~ უწმინდეს სინოდთან სამომავლო ურთიერთობას საგანგებო `პროტოკოლი” განსაზღვრავს. ტრაქტატის ტექსტის შემუშავებაში საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი ანტონ I-ც მონაწილეობდა. ამის გამო მკვლევართა ნაწილი (მაგ. თ. ჟორდანია) მიიჩნევს, რომ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე გააუქმა (თუმცა ტრაქტატში არც სამეფოსა და არც ეკლესიის რუსეთთან ინკორპორაციაზე ლაპარაკი არაა). როდესაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო შეიერთა, ადგილობრივ ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II (ბაგრატიონი) განაგებდა (1788 წლიდან). ახალმა ადმინისტრაციამ მისი შევიწროება პოსტის დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო. ერეოდნენ მის სამღვდელმთავრო საქმეებში და მიანიშნებდნენ, თუკი პეტერბურგში გამგზავრების თაობაზე ხელმწიფე იმპერატორის ნებას არ დაჰყვები, საეკლესიო-სახელმწიფო ქონების განიავებისა და იმპერიის მტრებთან საიდუმლო კავშირის ბრალდებით შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებაო. ანტონ II-მ გაითვალისწინა საფრთხე, რაც უარის თქმის შემთხვევაში მის სამწყსოს ელოდებოდა, და 1810 წლის 3 ნოემბერს სამშობლო დატოვა. პეტერბურგში იგი 1811 წლის 20 მარტს ჩავიდა. იმპერატორმა ის ბრწყინვალედ მიიღო და უმაღლესი ჯილდო უბოძა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა, რაც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებას ნიშნავდა. იმპერიულ მთავრობას ერთსა და იმავე სახელმწიფოში ერთი და იმავე მრწამსის ორი დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობა ქვეყნის მთლიანობისა და, კერძოდ, საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციისათვის დამაბრკოლებელ ფაქტორად წარმოედგინა. გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც წართმეული ჰქონდა. პატრიარქის ინსტიტუტი იქ პეტრე I-ის რეფორმების შედეგად (1722) გაუქმდა და უწმინდესი სინოდი ერთ-ერთ სამთავრობო კოლეგიად გამოცხადდა, რომელსაც უმაღლესი საერო მოხელე – ობერპროკურორი მართავდა. კათალიკოს-პატრიარქის ტიტული ერთობ მონარქიული სახელმწიფოსათვის აუტანელი აღმოჩნდა, რადგან ეს ტიტული სახელმწიფოსთან მიმართების თვალსაზრისით კაცს ეკლესიის ავტონომიურობის მიზანშეწონილობას აგრძნობინებდა. ეკლესიის ავტონომიურობა კი იდეალში ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფას ნიშნავს, რასაც საეკლესიო ნაციონალიზმი არ უშვებს. იგი ერს, ეკლესიასა და სახელმწიფოს განუყოფელ მთლიანობად მოიაზრებს. ასე რომ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია და მისი ტრადიციული იერარქია (საჭეთმპყრობლითურთ) რუსეთის როგორც კოლონიურ პოლიტიკასთან, ისე სოციალურ სტრუქტურასთან შეუსაბამო ჩანდა. საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი მთავარმართებელმა ალ. ტორმასოვმა, ობერპროკურორმა ალ. გოლიცინმა და არქიეპისკოპოსმა ვარლამმა (ერისთავმა) შეიმუშავეს. გაუქმდა საქართველოს საკათალიკოსო და დაარსდა საეგზარქოსო, აგრეთვე სასულიერო დიკასტურია (სასამართლო), რომელიც 1815 წელს საქართველო-იმერეთის `სინოდალურ კანტორად” გადაკეთდა. ეპარქიების რიცხვი ორამდე შემცირდა: მცხეთა-ქართლისა და ალავერდ-კახეთისა; მონასტრებსა და საკათედრო ტაძრებს ჩამოერთვა ყმა-მამულები და ხაზინას გადაეცა; ქალაქის ეკლესიებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა თანდათან შეიზღუდა; დამყარდა საეკლესიო მმართველობის ზუსტად ის წესი, რაც რუსეთში არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოს ეგზარქოსად ვარლამ ერისთავი დაინიშნა. ეს რეფორმა `ტორმასოვის რეფორმის” სახელითაა ცნობილი. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იგი 1811 წლის 30 ივნისს დაადასტურა, რის გამოც აღნიშნული თარიღი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ოფიციალურ თარიღად უნდა ჩაითვალოს. აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმების პროცესი უფრო დრამატულად და ტრაგიკულად წარიმართა. მე-19 ს-ის დასაწყისში აფხაზეთის საკათალიკოსო ტახტი (მე-16 ს-ის შუა წლებიდან გალათში გადმოტანილი) დაქვრივებული იყო. მას მიტროვოლიტი დოსითეოზ ქუთათელი (წერეთელი) და ეპისკოპოსი ექვთიმე გაენათელი (შარვაშიძე) განაგებდნენ. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთის სამხედრო დესანტმა მეფე სოლომონ II დააპატიმრა და სამეფო გააუქმა. 1814 წლის 17 ოქტომბერის ბრძანებით კი აფხაზეთის საკათალიკოსოც გაუქმდა და მისი ეპარქიები აღმოსავლეთ საქართველოს საეგზარქოსოსთან გაერთიანდა. ამის გამო ამიერ და იმიერ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას `საქართველოსა და იმერეთის საეგზარქოსო” ეწოდა, მის მღვდელმთავარს – `საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი” (აღსანიშნავია, რომ საქართველოს საეგზარქოსოს საზღვრები მთელ კავკასიას მოიცავდა). დაიწყო გლეხთა საეკლესიო გადასახადის გაზრდა, რამაც 1819-1820 წლებში იმერეთის დიდი აჯანყება გამოიწვია. მღვდელმთავრები დოსითეოზი და ექვთიმე დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მხარეზე დადგნენ, რის გამოც ისინი 1820 წლის 4 მარტს დაატყვევეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს და რუსეთში გაგზავნეს. ასეთ სისასტიკეს მოხუცმა დოსითეოზმა ვერ გაუძლო და გზაში სული ამოხდა. მისი გვამი სოფელ ანანურში დაკრძალეს `ყოვლად მარტივად და უცერემონიოდ~. ექვთიმე პეტერბურგში ჩაიყვანეს, სადაც მან ალექსანდრე I-ს `ახალი დროის ნერონი” უწოდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო გაერთიანება ფრიად დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მართალია, საქართველოს ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიქვემდებარა, მაგრამ თავის განუყოფელ ნაწილად იგი მაინც ვერ აქცია. ამაზე სახელწოდება `ეგზარქატი” მეტყველებს. ეს ბერძნული სიტყვაა და ისეთ ადგილს აღნიშნავს, რომლელიც განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა იმყოფება. `ეგზარქოსი” (`ექსარხოსი”) ასეთი ადგილის (ჩვენს შემთხვევაში – ეკლესიის) განმგებელია. აკად. კორნელი კეკელიძის დაკვირვებით, ტერმინი `საქართველოს საექსარხოსო” გვეუბნება, რომ საქართველოს ეკლესიის ინკორპორაცია ჯერ არ მომხდარა, მას, როგორც `დაქვრივებულს” დღეს რუსეთის `ეგზარქოსი” განაგებს. საქართველოს საეგზარქოსომ 106 წელს იარსება და 18 ეგზარქოსი გამოიცვალა. ისინი საერო ხელისუფლისაგან, იმპერატორისაგან, ინიშნებოდნენ და, ცხადია, იმპერიის სამსახურში იდგნენ. საქართველოს ეგზარქოსები, პირველის გამოკლებით, რუსები იყვნენ. მათ შორის ქართული ენის შესწავლის სურვილი მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა და კიდეც შეისწავლა. უმრავლესობა ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციულ გარემოს ზევიდან დაჰყურებდა, რის საფუძველზეც არა ერთი და ორი კონფლიქტი წარმოიქმნა. მათგან რამდენიმე ტრაგედიით დამთავრდა. ამ ტრაგედიებიდან ორს გამოვყოფთ. 1886 წლის 24 მაისს იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი დეკ. პავლე ჩუდეცკი. გავრცელდა ხმა, რომ რექტორის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა თქვა: `წყეულიმც იყოს საზოგადოება, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედს წარმოშობს”. სიტყვა `საზოგადოება” ქართველ ერთან იქნა გაიგივებული, რის გამოც ეგზარქოსის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აზვირთდა. პროტესტი ყველაზე აქტიურად დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა, რაც სტავეოპოლში მისი გადასახლების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. იქ იგი 1887 წლის 24 ოქტომბერს მოკლეს. მისი ნეშთის საქართველოში გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა გრანდიოზულ ანტიიმპერიულ აქციაში გადაიზარდა. უფრო დიდი და მძაფრი რეზონანსი მოჰყვა 1908 წლის 28 მაისს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობას. მკვლელი ვერ დააკავეს, ეჭვი კი რამდენიმე ქართველ მღვდელსა და მღვდელმთავარზე მიიტანეს. მათ შორის ეპ. კირიონ საძაგლიშვილზე, არქიმანდ. ამბროსი ხელაიაზე და მღვდ. ნიკოლოზ ნამორაძეზე. უკანასკნელი გამოძიებას გაექცა, თავი კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეს შეაფარა და სამშობლოში მხოლოდ 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. დანარჩენებს ბრალი ვერ დაუმტკიცეს. მათ დასაცავად ხმა საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც აიმაღლა. ვითარება დაიძაბა; დაიწყო რეპრესიები; ქართველები და რუსები თბილისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მაგრამ შეტაკება არ მოხდა. ეგზარქოსებისა და მათი თანამოსაგრეების ქართულ კულტურასთან დამოკიდებულება ერთნაირი არ ყოფილა. ცნობილი არიან ისეთი რუსი სასულიერო პირები, რომლებსაც შეეძლოთ, ქართული გალობისათვის `ძაღლების ყეფა” ეწოდებინათ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძველი ქართული ჰიმნოგრაფიული ტრადიციის აღორძინებისათვის იღვწოდნენ. ზოგჯერ ერთი და იგივე პიროვნება ერთ შემთხვევაში უკიდურესად ანტიქართულ განწყობილებას ამჟღავნებდა, მეორე შემთხვევაში კი – პირიქით. ქართველოფობიით გამორჩეული დეკ. ივანე ვოსტორგოვი, მაგალითად, ქართველი წმინდანების სიის შედგენაზეც მუშაობდა და, როდესაც საკითხი ოფიციალურად დაისვა, თამარ მეფის წმინდანად აღიარებაზეც დათანხმდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების საფუძველს ძველი (XVIII ს-მდელი) საეკლესიო-ლიტურგიკული ტრადიცია ნაკლებად იძლეოდა. რუსიფიკაციის მცდელობამ მცირე ერებში წინააღმდეგობის ჟინი და თვითმყოფადობის შენარჩუნების ინსტიქტი გააღვივა; დაიწყეს ზრუნვა თავ-თავიანთი ისტორიული ფესვებისა და წარსულის მემკვიდრეობის შესაცნობად. თითქოს შეუსაბამოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარ მუშაობას სტიმული იმპერიული მთავრობისა და იდეოლოგიის იმ მსახურებმაც მისცეს, რომლებიც სწავლა-განათლებით გამოირჩეოდნენ. ასე მოხდა საქართველოშიც. აღსანიშნავია მეფისნაცვალ ვორონცოვის დაინტერესება ქართული კულტურით და მისი ღვაწლი ამ უბანზე, რის გამოც პლატონ იოსელიანს და სხვა ქართველ თუ არაქართველ სწავლულს ქართველოლოგიის განხრით სერიოზული კვლევა-ძიების წარმოების საშუალება მიეცა. XIX ს-ის შუა წლებში ძველი ქართული მწერლობისა და, ზოგადად, კულტურის ბევრი პირველხარისხოვანი ძეგლი გამოვლინდა, რამაც ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების აღმავლობას შეუწყო ხელი. რუსეთის სასულიერო აკადემიებში, სადაც მეცნიერული მუშაობა ერთობ მაღალ საფეხურზე იდგა, ეკლესიის ისტორიის ქართველი მკვლევარები აღიზარდნენ. მათ ხელმისაწვდომი გახადეს ის დოკუმენტები, რომლებიც ავტოკეფალიის იურიდიულ საფუძვლებს ადასტურებდა და ამ სტატუსის განახლებისათვის ბრძოლას კანონიერების ფარგლებში ათავსებდა. პირველი სტატია, რომელიც წარსულში საქართველოს ეკლესიის ფაქტობრივი და იურიდიული ავტოკეფალიის დადასტურებას ისახავდა მიზნად, 1894 წელს ჟურნ. `პასტირ”-ში გამოქვეყნდა. ასევე მღვდ. (შემდ. კ-პ) კ. ცინცაძის მონოგრაფია `საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია”, რომელმაც აღნიშნული სტატუსის განახლებისათვის ბრძოლას სტიმული მისცა. 1905 წლიდან აქტიური კამპანია დაიწყო: გამოქვეყნდა უამრავი მასალა, მოეწყო დისკუსიები, კრებები და მანიფესტაციები. აღსანიშნავია ქართველ სამღვდელოთა არასანქცირებული ყრილობა, რომელმაც მუშაობა 1905 წლის 29 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო. ეგზარქოსმა ალექსიმ კაზაკები გამოიძახა და მათი დახმარებით დელეგატები დარბაზიდან კინწისკვრით გაყარა. ამ ფაქტმა საპროტესტო მოძრაობა უფრო გაააქტიურა. მთავრობა იძულებული გახდა, დაეწყო მზადება სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებისათვის, რომელსაც მოცემულ საკითხზე დაბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. 1906-1907 წლებში უწმინდესი სინოდის საკონფერენციო დარბაზში კრების წინმსწრები თათბირ-სემინარები მიმდინარეობდა. მოისმინეს ეპ. კირიონის, ეპ. ლეონიდის, ეპ. ევთიმეს, პროფ. ალექსანდრე ცაგარელის, პროფ. ალექსანდრე ხახანაშვილის და პროფ. ნიკო მარის მოხსენებები. ავტოკეფალიის განახლების მთავარ საფუძვლად დასახელებულ იქნა ის ფაქტი, რომ რუსული საეკლესიო მმართველობის პირობებში კავკასიაში მართლმადიდებლური სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცების მისია მიზანს ვერ აღწევს, ხალხი წარმართობის და ურწმუნოების ჭაობში ეფლობა; საქართველოს ტერიტორიიდან გააქვთ ისტორიული ნივთები; არაპროფესიულად და ეროვნული კულტურის ტრადიციათა უგულებელყოფის ფონზე მიმდინარეობს სიძველეთა კონსერვაციისა და რესტავრაციის საქმე. რუსების მხრიდან ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ პროფ. გლუბოკოვსკი და პროფ. ოსტროუმოვი, დეკანოზები ვოსტორგოვი და ბუტკევიჩი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, მაგალითად, პროფესორები სოკოლოვი და ზაოზერსკი, განსაკუთრებით დურნოვო, რომლებიც ქართველების ინტერესებს იცავდნენ. დებატები მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ კალაპოტში მიმდინარეობდა, მაგრამ სინოდმა მათი გაგრძელება საჭიროდ აღარ მიიჩნია და სხდომები შეწყვიტა. ავტოკეფალიის მომხრეებს აღუთქვეს, საეკლესიო კრებას მალე მოვიწვევთო, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. არსებობდა საერო და სასულიერო პირების ჯგუფი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რომის ეკლესიასთან უნიის ფორმით შეერთებისა და ამ გზით ავტოკეფალიის მოპოვებისათვის იღვწოდა. აქტიურობდნენ გელათის მონასტრის ბერები, ქუთაისელი თავადაზნაურები, აკაკი წერეთელი და სხვა თვალსაჩინო მოღვაწეები, მაგრამ მათ იდეას ბევრი არ მიემხრო. ოპონენტები ამბობდნენ, თუკი საქართველოს ეკლესია გაკათოლიკდება, რუსეთი მას ჩამორთმეულ ქონებას არ დაუბრუნებსო (ელდარ ბუბულაშვილი). ქართველ კათოლიკეთა ჯურნალის `ჯვარი ვაზისა~-ს კარი ღია იყო ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისათვის, რომლებიც იქ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პირველხარისხოვან დოკუმენტებს აქვეყნებდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რასაც მთავრობის ისტერიული კონტრრეაქცია მოჰყვა. ობერპროკურორმა შეიმუშავა პროექტი, რომელიც `საქართველოს საეგზარქოსოს” გაუქმებას, მის ნაცვლად `კავკასიის სამიტროპოლიტოს” შექმნას და, მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის სრულ ინკორპორაციას ისახავდა მიზნად. ინფორმაციამ ამ ჩანაფიქრის შესახებ საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პროტესტი გამოთქვა მაშინდელმა ეგზარქოსმა პლატონმა, რის გამოც ამ პროექტის რეალიზაცია შეჩერდა. სამაგიეროდ საქართველოსათვის არანაკლებ სახიფათო, ფილეტური ერესის შემცველი პროექტი შეიმუშავეს – აფხაზეთში არაქართული სამრევლოების სოხუმის ეპარქიისგან ჩამოშორება და მათი რუსეთის ერთ-ერთ ეპარქიაში გაერთიანება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმპერიის მთავრობა მაშინ მეგრელებს, სვანებსა და სამურზაყანოელებსაც არაქართველებად მოიაზრებდა. ეს აშკარა ანტიქართული პოლიტიკის ნიშანი იყო, რომლის წინააღმდეგ სიტყვა ყველაზე ხმამაღლა დეკ. კ. კეკელიძემ თქვა. 1917 წლის 25 თებერვალს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ; დაიწყო იმპერიის დეცენტრალიზაცია და რღვევა; გამოიცა დეკრეტები სინოდის თავისუფლებისა და ერთა თვითგამორკვევის შესახებ. ამ გარემოებით ისარგებლა საქართველოს ეკლესიამ და იმა წლის 12 (ახ. სტ. 25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა 10 ათასმა სამღვდელო და საერო პირმა ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს აქტი იურიდიულად პირველმა საეკლესიო კრებამ დაადასტურა (თბილისი, 1917 წლის 8-17 სექტემბერი). გაუქმდა ეგზარქოსის თანამდებობა და განახლდა კათალიკოს-პატრიარქის ტახტი. ამ პოსტზე კირიონი აირჩიეს. რუსეთის პოსტრევოლუციურმა მთავრობამ აღიარა საქართველოს ეკლესიის თვითმმართველობა, მაგრამ ეს ეკლესია მიიჩნია არა ტერიტორიულ, არამედ ეროვნულ, ე.ი. მხოლოდ ქართველების ეკლესიად. უწმინდესმა სინოდმა და, შემდეგ, პატრიარქმა ტიქონმა (აირჩიეს 1917 წლის 5 ნოემბერს) გაავრცელეს ეპისტოლეები, რომელთა თანახმად მათ საქართველოს ეკლესიის იერარქია მადლმოკლებულად გამოაცხადეს; საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს მოუწოდეს, არ მიიწვიონ `ავტოკეფალისტი მღვდლები” არავითარ მღვდელმსახურებაში, არ მიიღონ მათგან ლოცვა-კურთხევა, არ შევიდნენ `ქართველების ეკლესიაში”, თორემ `უსათუოდ მოხვდებიან ჯოჯოხეთში”. ნაეგზარქოსალმა პლატონმა, რომელსაც საქართველოს მოყვარულ მღვდელმთავრად იცნობდნენ, რუსეთის საეკლესიო კრებაზე განაცხადა, ქართველები მართლმადიდებლობას გადაუდგნენო. ამ კრებას (1817-1918 წლების მიჯნა) აღმოსავლეთის სხვა მართლმადიდებელი პატრიარქებიც ესწრებოდნენ. ისინი რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცნენ და ფიქრობდნენ, რომ ქართველებმა ისარგებლეს რუსეთის იმპერიის ავადმყოფობით, ე.ი. გაკომუნისტებით, და `უმადური შვილების მსგავსად ხელი აღმართეს მასზე”. საქართველოს ეკლესია XX ს-ის 20-30-იან წლებში ყოველი მხრიდან რეპრესირებული აღმოჩნდა. მის უფლებებს ზღუდავდნენ მენშევიკები, მაგრამ ბოლშევიკების ანტირელიგიურ კამპანიას პრეცენდენტი ძნელად მოეძებნება. ხურავდნენ და ანგრევდნენ ეკლესიებს, აბუჩად იგდებდნენ და სცემდნენ მორწმუნეებს, არა ერთმა და ორმა საეკლესიო თუ საერო პირმა სიცოცხლე მოწამებრივად აღასრულა. ეკლესიას ხელიდან ყოველგვარი სარჩო-საბადებელი გამოეცალა. კ-პ ამბროსი იძულებული გახდა, რომ მემორანდუმით გენუის კონფერენციისათვის მიემართა, საქართველოს ძალდატანებით გასაბჭოება საერთაშორისო მასშტაბით დაეგმო და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. 1923 წლის იანვარში კათალიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრი დააპატიმრეს, გაასამართლეს (1924 წლის 10-19 მარტს) და მსჯავრი დასდეს, მაგრამ 1925 წლის დასაწყისში ამნისტიის წესით ყველა გაათავისუფლეს. ამ დროს ქართველი მართლმადიდებლების ნაწილმა პროკომუნისტური პლატფორმა აირჩია. მათ 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში საეკლესიო ყრილობა მოიწვიეს; ეკლესიის თავს დამტყდარი უბედურების მთავარ მიზეზად კ-პ ამბროსისა და საკათალიკოსო საბჭოს `ანტისამთავრობო კურსი~ გამოაცხადეს; შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელშიც სახელმწიფოსადმი ერთგულება გამოხატეს. ყველაზე კრიზისული მდგომარეობა საქართველოს ეკლესიას 30-იან წლებში ჰქონდა. ამ დროს საკათალიკოსო ტახტს მაღალი ავტორიტეტის სასულიერო პირი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე განაგებდა (1932-1952), მაგრამ იმ პრობლემების მოგვარება, რაც ეკლესიას კატასტროფას უქადდა, მისთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ადმინისტრაცია ეკლესიებს ისეთ ბეგარას აკისრებდა, რაც შენაწირი თანხის რაოდენობას ბევრად აღემატებოდა. 1934 წელს მართლმადიდებელ სამრევლოთა რიცხვი 15-მდე შემცირდა. დაიკეტა სვეტიცხოველი. ეს საფრთხე სიონსაც ემუქრებოდა. კათალიკოს-პატრიარქმა საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა, ტელეგრამა გაუგზავნა სტალინს და სთხოვა შუამდგომლობა. მისი თქმით, “საქართველოს ეკლესიას კარს მოსდგომია ისეთი განსაცდელი, რომელსაც შეუძლია სავსებით მოუღოს მას ბოლო სულ მოკლე დროში”. ადრესატის პასუხი ცნობილი არაა. ამასობაში ომი დაიწყო. საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიის მიმართ შედარებით ლოიალური გახდა. საქართველოს ეკლესიის მეთაური საბჭოთა კავშირის რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერებს შორის პირველი შეუერთდა ანტიფაშისტურ კოალიციას. მის სამწყსოს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დევნილობის პირობებშიც კი განახლებისა და რეფორმაციის სურვილი გამოავლინა. გამოიკვეთა მინი ინტერკონფესიური ანუ ეკუმენური მისწრაფებები. კირიონ II-მ, როდესაც იგი კათალიკოს-პატრიარქად აღასაყდრეს, ეპისტოლეები გაუგზავნა არა მარტო მართლმადიდებელ პატრიარქებს, არამედ რომის პაპსა და სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსს და მათ ეკლესიათა დაახლოების სურვილი გაუზიარა; მისმა მომდევნო პატრიარქმა ლეონიდემ მხარი დაუჭირა თბილისის კათოლიკეთა საეპისკოპოსო კათედრის აღდგენას და პაპის წარმომადგენელთ ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა; გელათის კრების (1921) გადაწყვეტილებით ევროპაში სასულიერო განათლებისათვის გაიგზავნა ახალგაზრდა სწავლული გრიგოლ ფერაძე, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეკუმენური შინაარსით გამსჭვალული სარეკომენდაციო ბარათი გაატანა; გრიგოლ ფერაძემ, რომელიც 1942 წელს მოწამებრივად აღესრულა, ვენისა და ლოზანის დიდ ეკუმენურ კრებებში მიიღო მონაწილეობა და, ამდენად, იგი თანამედროვე ეკუმენური მოძრაობის ინიციატორთა რიგებში ჩადგა. მან კავშირი დაამყარა ბრიტანეთის ბიბლიურ საზოგადოებასთან, საღვთო წერილის რამდენიმე მონაკვეთი თარგმნა, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმ იდეის განხორციელებასაც, რაზეც ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი ოცნებობდნენ; საკათალიკოსო საბჭოს წევრი რაფიელ ივანიცკი-ინგილო, წმ. კათალიკოს ამბროსის დავალებით ეახლა რომის პაპს და რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩა მის კარზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დესპანი; 1923 წელს საკათალიკოსო საბჭომ, პატიმრობაში მყოფ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით გამოაცხადა ახალი სტილის კალენდარზე გადასვლა, რაც 1927 წელს საეკლესიო კრებამაც დასტურყო; შემცირდა ჟამისწირვისა და სხვა კერძო ღვთისმსახურების წესები, გამარტივდა სამღვდელო პირთა ყოფა-ცხოვრების რეგლამენტი და სხვა. მართალია, განჩინებები კალენდარულ რეფორმასა და საეკლესიო პრაქტიკაში სხვა ცვლილებების შესახებ მრევლმა არაადეკვატურად აღიქვა, რის გამოც ისინი ცხოვრებაში ვერ დაინერგა, მაგრამ სასულიერო და საერო საზოგადოებათა ელიტარული ნაწილი მათგან ზოგიერთი ბოლო დროს წმინდანთა თანა შეირაცხა. მაშინ რეფორმაციისა და ეკუმენური მოძრაობის მხარეზე იდგა. 1941-1945 წლებში საქართველოს ეკლესიას, სსრკ-ს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მსგავსად, აქტიურობის მეტი საშუალება მიეცა. ეკლესიების რიცხვი 1945 წელს 29-მდე გაიზარდა, გამოიცა რამდენიმე წიგნი, მათ შორის საეკლესიო კალენდარი, ჩაისახა სასულიერო სასწავლებლის გახსნისა და პერიოდული ჟურნალის დაარსების იდეა, მაგრამ ხელისუფლებამ შედარებით ლოიალური კურსი დიდხანს არ გააგრძელა. 1943 წლის 31 ოქტომბერს აღდგა ძმური ურთიერთობა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რის თაობაზეც რუსეთის პატრიარქმა სერგიმ აღმოსავლეთის პატრიარქებს აუწყა. 1962 წლიდან დამყარდა კავშირები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, ქრისტიანთა სამშვიდობო კონფერენციასთან, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტთან და ბიბლიურ საზოგადოებებთან. განხორციელდა ვიზიტები საზღვარგარეთ, მაგალითად – 1963 წელს კ-პ ეფრემ II-ისა საფრანგეთში, სადაც მან იქაური ქართული დიასპორა მოინახულა და პარიზის წმ. ნინოს ეკლესიასაც ეწვია. 1979 წლის 13 იანვარს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტად კ-პ ილია II აირჩიეს, რამაც მას სახელი მოუხვეჭა და მსოფლიო მასშტაბით ავტორიტეტი შეუქმნა. და ბოლოს: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1990 წლის 3 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმაც დაამოწმა. პერესტროიკის ხანიდან საქართველოში საერო და სასულიერო საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას ეკლესიურ-ნაციონალური, ულტრაკლერიკალური და ობსკურანტული განწყობილებები მოეძალდა და ერთგვარი ანტიეკუმენური ფრონტი შეიქმნა. კათალიკოს-პატრიარქმა და სინოდმა დააკმაყოფილა რადიკალურად განწყობილი პირების მოთხოვნა და 1997 წლის 20 მაისს, დადგენილების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკუმენური მოძრაობის რიგები დატოვა. განხეთილებას, რომლის წინაშეც მაშინ საქართველოს ეკლესია იდგა, საფუძველი გამოაცალა, მაგრამ პრობლემაბი მაინც დარჩა. რადიკალებს ეკუმენისტობად არა მარტო ეკუმენურ ორგანიზაციებში გაწევრიანება მიაჩნიათ, არამედ იმ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირიც, რომლებიც ეკუმენურ მოძრაობაში არიან ჩაბმულნი და სხვადმადიდებლებთან მხარდამხარ ლოცვაზე უარს არ ამბობენ.