Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საგარეო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლონკენმა ტელეფონით საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს. მინისტრ ზალკალიანის თქმით, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თემაც განიხილეს. ქართველი დიპლომატის განცხადებით, „უმნიშვნელოვანესია და კვლავაც ძლიერი“ აშშ-ის დახმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. „მოუთმენლად ველოდები [პრეზიდენტ ჯოზეფ] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას“ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  2. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“. 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“. აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც უბიძგებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ თეთრი სახლის შემდგომი პოლიტიკა თბილისთან მიმართებით განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, რომ ზუსტად დაიცვას ამერიკული მითითებები“. „საქართველოს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, რომ საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად ვაშინგტონის მფარველობა მოიპოვონ, დე ფაქტო სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის სიტყვებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან, აშშ მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ხელით მართვას და კარნახს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით“.
  3. აშშ-ის სენატისა და შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ „საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა“ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება დაარღვია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვგარეშეა, თუმცა ძალადობა და თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმები მას საფრთხეს უქმნის“. კანონმდებლების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი „დესტაბლიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები“ თავშეკავების გამოჩენაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს მხარეებს, რომ ეცადონ და ერთად გამონახონ ქვეყანაში არსებული პრობლემების „პოლიტიკური გამოსავალი“ და არ მიმართონ იმგვარ პრაქტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის საზიანო იქნება. ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ეს სოლიდარობის განცხადება“ იმის დასტურია, რომ „ჩვენ მარტონი არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავების საქმეში“. განცხადებას ხელს აწერენ: რობერტ მენენდესი აშშ-ის სენატიდან; ტომ ტუგენდჰატი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატიდან; ნორბერტ როტგენი გერმანიის ბუნდესტაგიდან; პაველ ფიშერი ჩეხეთის სენატიდან; მარეკ კუჩინსკი პოლონეთის სეიმიდან; ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის სეიმიდან; მარკო მიჰკელსონი ესტონეთიდან და რიჰარდს კოლსი ლატვიიდან. ასევე წაიკითხეთ: სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“ ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ლიეტუველი დეპუტატი სანქციებზე საუბრობს
  4. ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია 16.02.2021 02:02 ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე - ამ სათაურით დევიდ კრამერის წერილი ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. _2021 წლის 20 იანვარს ამერიკის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვებისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ყურადღება ამერიკელთა ერთიანობაზე გაამახვილა და ეს შეერთებული შტატების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევის აუცილებელ პირობად დაასახელა. სირთულე მართლაც მრავლადაა. კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა კვლავაც შემაშფოთებელია:ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი კი თებერვლის ბოლოს 500000-ს გაუტოლდება. უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, რომელიც დანაკარგს ვერ აღიდგენს, ვიდრე ვირუსის გავრცელება კონტროლს არ დაექვემდებარება. ამ ყველაფერს უთანასწორობა, რასობრივი დაძაბულობა, ექსტრემიზმი და პოლარიზაცია ემატება. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება,მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა. ტრამპი არსად წასულა. სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. ახლა ამას ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდიდან ახერხებს. მასთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი თუ გაბედავს. ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო. მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო მოხელე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში ორჯერ დადგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ, დაუჭირა. ამჯერად რესპუბლიკელებს შორის პროცედურის მეტი მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უმრავლესობა ტრამპის მათზე შესაძლო კონტრშეტევას უფრთხის. იმპიჩმენტის განხორციელებისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებათ. ამ სტატიის წერისას მათი მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. კონგრესში ახლადარჩეული გრინისა და ლორენ ბიბერტის მსგავსი რესპუბლიკელები მუქარითა და სიძულვილის ენით გაჯერებული კომუნიკაციით გამოირჩევიან. რესპუბლიკელთა ლიდერები, მათ შორის კევინ მაკკარტი, პარტიის ექსტრემისტულ ფრთასთან დაპირისპირებას თავს არიდებენ. ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იანვრის ბოლოს მაკკარტი მას მარა-ლაგოშიც კი ესტუმრა. რესპუბლიკურ პარტიაში შექმნილი არეულობის ფონზე არ უნდა გამოგვრჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის იმედისმომცემი დასაწყისი. პრეზიდენტმა ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები მაღალკვალიფიციურიდა გამოცდილი პროფესიონალებით დააკომპლექტა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სენატში მათი დამტკიცები სპროცესი სრული სიჩქარით მიმდინარეობს. ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატმა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტი და პროფესიონალია. ის სენატორი ბაიდენის მიერ საგარო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობისას მისი უახლოესი მრჩეველი იყო, პრეზიდენტობამას ადმინისტრაციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა. მდიდარი გამოცდილება გააჩნია ჯეიკ სალივანსაც, რომელიც ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებს. თავდაცვის მდივანად კონგრესმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა, ნაკლებად ცნობილი საჯაროა პირია, თუმცა ზურგს მასაც შთამბეჭდავი სამხედრო სამსახური უმაგრებს. აღიარებული პროფესიონალია სახელმწიფო ხაზინის ახალი მდივანი ჯენეთ იელენიც. შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი. ბაიდენის მიერ შეკრებილი ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე გუნდი დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს მუშაობაში. შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამ დროს არ შენელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აჯანყებული ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრები შენობაში დაბრუნდნენ, რათა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინათ. ორი კვირის შემდეგ, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების გარღვევისა და პოლიციაზე თავდასხმის ადგილზე პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა ფიცი დადეს. ასეთი თვალშისაცემი კონტრასტი შეერთებული შტატების ინსტიტუტების მდგრადობაზე მეტყველებს. ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაცულობის დონე არ უნდა გადავაფასოთ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ ბრბოს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკპენსმა და სპიკერმა ნენსი პელოზიმ რამდენიმე წუთით გაასწრეს. მოვლენები გაცილებით მძიმე სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საშინაო პრობლემების გარდა ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის გამარჯვებას ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება,მაგრამ 32% ამბობს, რომ ტრამპის შემდეგ ამერიკის ნდობა აღარ შეიძლება. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს აქვს. ამერიკელებისადმი უნდობლობას გამოკითხულ გერმანელთა 53% ავლენს. ბრიტანელებს შორის ეს მაჩვენებელი 35%-ია, ფრანგებს შორის კი ყველაზე ხშირი პასუხი „არ ვიცი“-ია. საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი - ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71%, ფრანგების 66% -ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ დაზიანებულია.ათი გამოკითხულიდან ექვსი მიიჩნევს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. ამერიკის დადებითი ხედვა უფრო ძლიერი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთშია, სადაც პოლიტიკური ლიდერები ტრამპისადმი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. შეერთებული შტატების სტატუსის აღდგენა ბლინკენისა და ბაიდენის პრიორიტეტია. ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება. სიმართლე რომ ითქვას, შეერთებული შტატების გავლენა წლების განმავლობაში სუსტდებოდა. ტენდენციას სათავე 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში ინტერვენციის გადაწყვეტილებამ დაუდო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებით ევროპაში გამოწვეული ენთუზიაზმი მისი აზიისკენ „შეტრიალების“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე გაილია: ევროპელთა შორის გამყარდა კონსენსუსი, რომ ამერიკისთვის ამ კონტინენტის მნიშვნელობა წარსულთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ამ მოსაზრებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ევროპელთა დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ტრამპს ხელიდან არ გაუშვია ამერიკის ევროპელი მოკავშირეების დამცირების შესაძლებლობა. საქმე ევროპელ ლიდერებზე პიროვნულ თავდასხმებამდე მიდიოდა. ტრამპის ევროპელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულებას შესანიშნავად ასახავს 2017 წლის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ტრამპი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს,მილო ჯუკანოვიჩს, პრესის დასანახად ჰკრავს ხელს. ტრამპმა ევროკავშირი შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა. ასეთმა ქცევამ ვაშინგტონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. არ უნდა იყოს გასაკვირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ასეთი გაუარესების ფონზე ტრამპის დამარცხებითა და ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ევროპელების რეაქცია. ევროპელების გულწრფელი სიხარული. ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან. ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს. ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა,რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. უიგურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად, პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს. შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა მიიღონ „ჰუავეის“5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა. ევროპელები მძიმედ ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპისადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასდემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა. შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის. ცალკე განხილვის ღირსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა,„ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომდონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე“. ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 2006 წელს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2024 წლისთვის მათ მიერ თავდაცვაზეგაღებული თანხები მშპ-ს 2%-ს მიაღწევდა. დღესდღეობით შეერთებული შტატების გარდა, ეს პირობა რვა ევროპულმა ქვეყანამ შეასრულა. ამ რვა ქვეყნიდან ექვსი ალიანსს ბოლო 21 წლის განმავლობაშიშემოუერთდა. შესაძლოა ბაიდენის მიერ ალიანსის წევრების მისამართით გამოთქმული რიტორიკა შერბილდეს, მაგრამ სხვისი დანახარჯებით სარგებლობა ვაშინგტონის კრიტიკის საგანი მომავალშიც იქნება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი ფაქტორი ევროკავშირის მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაა. დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთი აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს. ახალმა ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა და სურვილი შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეერთებოდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ. საერთაშორისო სტრუქტურებში დაბრუნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი იქნება. სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის უკან დახევამ განაპირობა ჩინეთის მიერ ექსპლუატაციისა და მანიპულაციის გზით საერთაშორისო ორგანიზაციების დამორჩილება. ბაიდენმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზეც ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირს და ზოგიერთ მის წევრ ქვეყანასკრიტიკული როლის შესრულება შეუძლია. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა ვაშინგტონში ამ ინიციატივის წინააღმდეგი ბევრი რესპუბლიკელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული დოკუმენტების მიხედვით სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია6 ივნისი 2020 საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნების აღიარების და მხარდაჭერის მოპოვება, რაც არ წარმოადგენდა მარტივ ამოცანას იმ პერიოდში პოლიტიკური რეალობის და ევროპაში განვითარებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ხვდებოდა, რომ ევროპული მხარდაჭერის გარეშე მომძლავრებულ რუსეთთან გამკლავება შეუძლებელი გახდებოდა. საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა ამ მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომა და ხშირ შემთხვევაში, დასახული ამოცანები შეასრულა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, ორი სრულფასოვანი საელჩო, რომელიც საქართველოს დიპლომატებმა მოახერხეს, რომ გაეხსნათ, მოქმედებდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედმა წარმომადგენლობებმა სრულფასოვანი ფორმა - აღიარება მასპინძელი სახელმწიფოსგან, სამწუხაროდ ვერ მიიღეს. მოგვიანებით, 1921 წელს, საელჩო დაარსდა პარიზშიც, თუმცა ახლადდანიშნულმა ელჩმა, აკაკი ჩხენკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ მილიერანს რწმუნებათა სიგელი გადასცა 1921 წლის 25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს როდესაც თბილისს ბოლშევიკები იპყრობდნენ. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის ისტორიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია საქართველოს და შვედეთის სამეფოს ურთიერთობები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება და ძირითადად ასახავს ოფიციალურ მიმოწერას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა-გათავისუფლების და გადაადგილების თაობაზე. ამ დოკუმენტებშიც ნათლად ჩანს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებს და განსაკუთრებით შვედეთს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ჰქონდათ. შვედეთში საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში, შვედეთის დედაქალაქი და განსაკუთრებით იქ მდებარე გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს ევროპაში. 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობის თანახმად, ივანე ჯავახიშვილი ფარულად იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის ელჩთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.[1] იყო აქტიური კავშირი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან“, რომელიც ამ პერიოდში ევროპაში მოქმედებდა. კავკასიის სამოქალაქო საკითხებში საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლისადმი წარდგენილი აგენტურული ცნობა, ივანე ჯავახიშვილის შესახებ, სადაც ნახსენებია მისი შვედეთში ფარული ვიზიტი: “ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.” 15 დეკემბერი 1916 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი. შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირებულ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში სრულფასოვანი საელჩოს ქონა, რომელიც ასევე დაფარავდა სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსაც, გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, როგორც ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. შვედეთი პირველ მსოფლიო ომში ნაკლებად დაზარალდა. შვედურ პოლიტიკაში პრო-გერმანული განწყობების მიუხედავად, ქვეყანამ თავიდანვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ომის მსვლელობის პირველ წლებში განაგრძობდა ვაჭრობას როგორც მოკავშირეთა ქვეყნებთან, ასევე გერმანიასთანაც. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე გაგრძელდა, სანამ შვედეთის რკინის ექსპორტი შემცირდებოდა, რის შემდეგაც ქვეყანაში წარმოიშვა სასურსათო კრიზისი და დაიწყო არეულობები. შედეგად, კონსერვატორთა მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და მათ მაგივრად სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ.[2] ბუნებრივია,თავად შვედეთის ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ წარმოადგენდა ის ბუნებრივი რესურსები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყანას გააჩნდა. მანგანუმის საბადოები იმ პერიოდის სამხედრო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მთელს მსოფლიოში, ზემო იმერეთის რეგიონები კი მდიდარი იყო ამ წიაღისეულით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ბაქოს ნავთობის საბადოები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო, ხოლო ტრანსპორტირების ერთადერთი გზა საქართველოს გავლით, ბათუმის პორტზე გადიოდა.[3] იდეოლოგიური თანხვედრა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობებს შორის დამატებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო შვედეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰანეს ჰელნორეს (Johannes Hellnor). ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მიხეილ (მიხაკო) წერეთლის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მიხეილ (მიხაკო) წერეთელი მიხაკო წერეთლის ელჩად დანიშვნის თაობაზე, 1918 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერლინიდან წერდა: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სურს, შვედეთის სამეფო უდიდებულესობის მთავრობასთან ურთიერთობებში შევიდეს და ამ მიზნით დანიშნოს წარმომადგენელი შვედეთის სამეფო მთავრობასთან, რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი. რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი, სამეფო ხელისუფლებასთან მოიპოვებს ნდობას, რაც ხელს შეუწყობს მას მისიის შესრულებაში. გთხოვთ, თქვენი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ წერეთელმა წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით რწმუნებათა სიგელი.“ აკაკი ჩხენკელის წერილი ბერლინიდან მიხაკო წერეთლის ელჩად წარგზავნის თაობაზე. 1918 წლის 14 ოქტომბერი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შვედეთის მთავრობის მხრიდან აგრემანის მიღების შედეგად 1918 წლის 19 ოქტომბრისათვის მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად შვედეთის მეფე გუსტავ V (Gustaf V) და შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას. საელჩო დროებით ფუნქციონირებდა სასტუმრო „რეგინა“-ში (Hotel Regina), ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვარისათვის) საქართველოს საელჩო განთავსდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ტეგნერლუნდენის ქუჩის №3-ში მდებარე შენობაში. შვედეთში საელჩოს გახსნის მთავარი მიზანი ორი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და განვითარება. მიხაკო წერეთლის წერილი, რომლითაც ის ატყობინებდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იმყოფება სტოკჰოლმში და მზად არის შესახვედრად, 19 ოქტომბერი, 1918 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შენობა სტოკჰოლმში, ტეგნერლუნდენის ქ. №3, სადაც მდებარეობდა საქართველოს საელჩო. თანამედროვე ფოტო. წყარო: google maps. 1918 წლის 26 ნოემბერს, მიხაკო წერეთლის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა), შვედეთში ელჩად დაინიშნა არისტოტელე (არისტო) ჭუმბაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ საელჩოს გადაბარების საკითხი და ჭუმბაძის როტაცია გაჭიანურდა, ხოლო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელნერმა, მიხაკო წერეთელს შვედეთში დარჩენის უფლება მისცა და მას პასპორტი შესაბამისი ვადით გაუგრძელა. არისტო ჭუმბაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელნერის წერილი მიხაკო წერეთლისადმი სტოკჰოლმში დარჩენის შესაძლებლობის თაობაზე. 21 იანვარი, 1919 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთანდა ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen, 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრიზი). სწორედ მათი და აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება. თეოდორ ადელსვორდი ფრიტიოფ ნანსენი საქართველოს საელჩომ, ფინანსური სიდუხჭირის გამო,შვედეთის სამეფოში დიდხანს ვერ იფუნქციონირა და 1920 წლის ივნისში ელჩი, არისტო ჭუმბაძე,იძულებული გახდა დაეხურა საელჩო. მისი მოვალეობების შესრულება კი ბერლინში საქართველოს წარმომადგენელს, ვლადიმერ ახმეტელს დაეკისრა.[4] გამოსამშვიდობებელ წერილში, 1920 წლის 14 ივნისს,არისტო ჭუმბაძე საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა: „თქვენი მძლავრი მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ინტერესების წარმომადგენელი ვიყავი. ქართველმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც შვედეთმა აჩვენა რთულ პერიოდში, რაც გამოიხატა ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივი აღიარებით. ორივე ხალხის ინტერესი კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მე მივდივარ იმ იმედით, რომ თქვენი აღმატებულება მომავალში კვლავ აღმოგვიჩენს თავის გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელების გზაზე.“ არისტო ჭუმბაძის გამოსამშვიდობებელი წერილი, 14 ივნისი, 1920 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩოს მუშაობა შვედეთში ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საელჩოს დაფუძნების დროს დასახული მიზნების ნაწილი, მაინც მიღწეული იქნა. იმას, თუ რატომ ვეღარ გაგრძელდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, კარგად ასახავს მოკლე ამონარიდი 1920 წლის გაზეთიდან - „საქართველოსრესპუბლიკა“, რომელიც იტყობინებოდა: „სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მანაღნიშნა, რომშვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან, ვინც პირველად აღიარას აქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივეთქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“.[5] კერძო და თუნდაც სამთავრობო კომპანიებისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო იმ რეგიონში შესვლა, რომელსაც გამუდმებით ემუქრებოდა ბოლშევიკური რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. რუსეთის სათავეში მოსვლისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკურ რევოლუციურ ძალებს, ე.წ. „თეთრ მოძრაობას“ რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს. „თეთრებმა“ პოზიციები ნელ-ნელა დათმეს და 1920 წლისთვის უკვე ჩრდილო კავკასია საბოლოოდ დაკარგეს, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაშიც. ბოლშევიკები გაბატონდნენ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში, მალევე „გააწითლეს“ სომხეთიც და უკვე რთული მისახვედრი არ იყო, რომ რიგში იდგა საქართველოს ოკუპაციის საკითხი. მცირე ხანში, დიდი რესურსების ფლობის გამო და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა დაიწყეს ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ ევროპის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამაც, რამაც შვედეთის დარ, მეგობარ ევროპულ სახელმწიფოებს საქართველოს დახმარების შანსები აღარ დაუტოვა... [1] https://idfi.ge/ge/ivane_javakhishvili_and_georgias_independence [2] Siney, Marion C. (1975). "Swedish neutrality and economic warfare in World War I". Conspectus of History. [3] იხ.: Ghambashidze, David (1918), The Caucasian petroleum industry and its importance for Eastern Europe and Asia, Londra, The Anglo-Georgian Society. [4] http://sweden.mfa.gov.ge/ [5] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2018 გვ.529.