Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ქართველი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. საქართველოს ისტორია ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, იმდენი გამოწვევა, მტერი, საფრთხე, ამ ყველაფერს უნდა შეექმნა განსაკუთრებული ფორმის იდეალიზმი, როგორიცაა იაპონური თავგანწირვა (სეპუკუ), სიკვდილი ღირსებისთვის, განსაკუთრებული სამხედრო ეთიკა... რაც უფრო მეტს ვსწავლობ საქართველოს ისტორიას ასეთ კვალს ვერ ვხედავ ქართველ ერში თავდადების ფანატიკური კულტურა არ განვითარებულა, ვერაფრით მოხერხდა ნაციონალიზმის რელიგიად გადაქცევა, როგორც იაპონურ, სკანდინავიურ, ევროპულ ნაციონალიზმში, ქართული ნაციონალიზმი თავისთავად ორგანიზებულია, ისლამურ გარემოცვაში მართლმადიდებლურ დისონანსად, ორიგინალურ ენად და დამწერლობად. ამ ორგანიზებას ისეთი ბუნებრივი ხასიათი აქვს რომ მასში გონიერი ჩარევა არც მომხდარა, მაგალითად მოდი დავრთგუნოთ კუთხური შოვინიზმი__არა, ეს იყო და დღემდე არის, იმიტომ რომ არავის უხსენებია რომ პრობლემა გვაქვს... ასე ამდაგავარად უამრავი ეროვნული იდენტობს საკითხი მიშვებულია ბუნებრივ ნაკადზე, ამიტომაც ქართული ნაციონალიზმი დამოკიდებული იყო ლიდერის უნარებზე, თუ მეფე ორგანიზებულია, ჯიგრულია, ძარღვიანია, ჩვენ გვაქვს დიდგორი, შანქორი, ხრესილი, ასპინძა... თუ ჯვიაა ერიც დუნეა და უმოქმედო. ნაციონალური იდეალიზმით ორგანიზებული ერი ბაგრატიონებს დედას უტირებდა როგორც კი სამად გაჰყვეს, სხვა გვარი წაართმევდა ჯვია გამუსლიმებულ ოპორტუნისტს მეფობას, მაგრამ სტიმული არ იყო. ამ უცნაურმა ფაქტმა მიმანიშნა ერთ პრობლემაზე. თუ ერს სულ უჭირდა და თავს ვერ შველიდა, ქართული კულტურა ასეთი ლაღი და უდარდელი რატომ არის? მე ეჭვი მაქვს რომ იმ ლეკიანობის დროსაც ქართველი კაცის გახარება ადვილი იყო, გინდა ოსმალობა დაარქვი გინდა ყიზილბაშობა, მაშინაც ქართველი კაცი პრასზე ქეიფობდა, იცით რატომ, იმიტომ რომ ქართველი კაცის მიზნად ბედნიერება იქცა. ბედნიერება არის ქართული კულტურის დაუწერელი იდეალი, ილიამ კი დაგვიწერა "მამული, ენა, სარწმუნოება", ხოდა რატომ დაგვიწერა არ შეგახსენოთ? საქართველო რომ დაიძახო ფოთში, სადღაც გორში შეიძლება ქართლელმა ტალახიანი კისერი მოატრიალოს, რამე ხომ არ მომესმა და ისევ უკან გაიხედავსო. ბედნიერება და იდეალიზმი საწინააღმდეგო ცნებებია. იდეალიზმი თავგანწირვაა, პირადი ცხოვრების დათმობა, იდეალისტისთვის იდეის გამარჯვებაა ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება იდეალიზმი არ არის. იდეალიზმია საფრანგეთის რევოლუცია, იდეალიზმია ამერიკის სამოქალაქო ომიც და იდეალიზმია რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციაც, დიახ! რუსეთი ბევრად უფრო იდეალისტური საზოგადოებაა ვიდრე საქართველო, ჩვენ მოგვეცა ეს შანსი 1918 და წაგავრთვეს, 1991 მეორედ ვცადეთ და საშვილიშვილოდ ჩავისვარეთ. და მაინც რა არის ბედნიერება?__ უზოგადესი გაგებით ბედნირება ადამიანის ფიზიოლოგიურ, ფსიქო-სოციალურ მოთხოვნილებათა თავისუფალი რეალიზაციის საშუალებით მიღებული კმაყოფილებაა... ახალ მასლოუს პირამიდას ნუ დამაწერინებთ, იმიტომ რომ მე ბანალურ განმარტებას არ ვცდილობ. ჩემი აზრით ბედნიერება თანდაყოლილი გვერდითი ეფექტია. მე დარწმუნებული ვარ რომ საბჭოთა მოქალაქე რომელიც კისლავოდსკში პუწიოვკებით გულაობდა პარიჟანკა არისტოკრატზე არანაკლებ ბედნიერად გრძნობდა თავს. ბედნიერება დემოკრატია არ არის, ტოტალიტარიზმშიც არის ბედნიერება! იმიტომ რომ ბედნიერება მიზანი არ გახლავთ ის შემთხვევითი შედეგია. ასევე დარწმუბული ვარ რომ დღევანდელი ახალგაზრდობა 90 იანი წლების უშუქო, ბნელ, ჩანაძაძებულ ახალგაზრდობაზე ბედნიერი არ გახლავთ, იმიტომ რომ ბედნიერება მატერიალიზმით არ იზომება, არც არჩევანის სიმრავლით. ბედნიერება შედეგის გვერდითი ეფექტია და ყველა სტატისტიკა რომელიც საზოგადოების ბედნიერების ინდექს ადგენს პრაქტიკულად აცდენილია ამოცანას. ისეთი კრიტერიუმები როგორიცაა დემოგრაფია, მშპ, თვითმკვლელობის სტატისტიკა, კრიმინალის სტატისტიკა, ქორწინების და განქორწინების სტატისტიკა, ემანსიპაციის ხარისხი, გლობალიზაიის ხარისხი.... არავითარი საერთო არ აქვს ბედნერებასთან და მე გარწმუნებთ რომ ჩრდილოეთ კორეაში ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, იმიტომ რომ ბედნიერება კულტურული კონსტრუქციაა, ანუ კულტურული მოლოდინების რეალიზაციით მიღებული გვერდითი ეფექტი და მისი გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მახსენდება ბავშვობა, როცა ადამიანები, ქორწილი იყო თუ ქელეხი, დიდი ენთუზიაზმით განიხილავდნენ ერთმანეთის ავტომობილებს, რომელიც იმდენად იშვიათი იყო, იმდენად ცოტას ჰყავდა რომ ყველა ცნობისმოყვერეობით განიხილავდა გაჩერებულ თუ ჩავლილ ავტომობილს, უცხოური წარმოების "ფირმა" მანქანა კი საყოველთაო აღტაცების მიზეზი ხდებოდა, ავტომობილის აქსესუარებში შემოსული ახალი გაჯეტები, როგორიცაა ელექტრონული სარკე (საათი ჰქონდა მარცხენა მხარეს) მელოდიური სიგნალი, სიჩქარის ბერკეტზე კრისტალში ჩასმული ყვავილი და კასეტის აუდიო მაგნიტოფონი მთელს უბანს შეკრებდა ავტომობილში. ისინი მცირედით ბედნიერები იყვნენ და ისიც იმიტომ რომ მცირედის შესახებ არც უწყოდნენ. ასევე მახსენდება რა ბედნიერება იყო გოჭის ხორცი, რომლის გემოს ეხლა ვეღარ ვცნობ, იმიტომ რომ მას ქორწილის და ახალი წლის გემო ჰქონდა და იმდენად იშვიათი იყო განსაკუთრებული განწყობა მოჰქონდა. 90 იან წლებში ხორცის ჭამა გამონაკლისი გახლდათ. არასდროს დამავიწყდება ეიფორია როცა ბაუნტის შოკოლადი პირველად გავხსენი, "ნეტა რა გემო აქვს, მართლა სამოთხით ტკბობაა როგორც რეკლამაში გვპირდებიან?" იგივე მახსოვს სნიკერსზე, მარსზე და პირველად გასინჯულ კოკა-კოლაზე, რომლის გემოს გასამეორებლად წყალს იმ ბოთლიდან ვსვამდი, იმიტომ რომ გემო დაჰყვებოდა... დიახ ბედნიერი ვიყავი ძალიან ბედნიერი, ეხლა კი ჭირის დღესავით მეზიზღება ხსენებული ნუგბარი. გლობალიზაციის შედეგად ქართველი ერს ბედნიერების ამოცანა უფრო გაურთულდა, უცოდინრობით, პარაზიტობით და უმეცრებით საბჭოეთში ბედნიერება ადვილი იყო, ეხლა კი თითქოს მშობელმა ბუდიდან გადმოგვაგდო რომ ფრენა დამოუკიდებლად ვისწავლოთ, ხოდა არც გამოგვივიდა და მიწაზე დანარცხებულებს მთელი დედამიწაც წარმოგვიდგა, თურმე ქვე-ყანა ჩვენი ჩიქორთული ბუდე არ ყოფილა, აქეთ ევროპა, იქეთ ამერიკა, მერე ინტერნეტი, მერე კინო, მერე მანქანა, მერე ევრო-რემონტი, მერე მოდა... ხოდა რომ გავიაზრეთ და გავისიგრძეგანეთ რამდენი რამე გვაკლია, საბჭოური ბედნიერებაც შეგვძაგდა, ნაპოლეონის ნამცხვარი და ვინეგრეტის სალათი (ოლივიეს ასე უწოდებდით), 8 ნომერი კახური და ზუბროვკა არაყი... კაი რა უნდა ყოფილიყო, ხოდა ბედნიერების ძიებაში ქართველი ერის 30% გაიხიზნა. კიდევ ერთი მიზეზი დავამატე სააკაშვილის სიძულვილის მიზეზს, მან ქართველი ხალხის ნაწილი უბედური გახადა, განა დაჭერებით და რეპრესიებით, ესეც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი მინც ქართულ ბუნებრივ ნაციონალიზმში რეფორმის შეტანის მცდელობაა. ბუნებრივ ნაციონალიზმის კი მთავარი ღირებულება ბედნერებაა და არა თავგანწირვა, ხოდა არც არავინ მოინდომა საკუთარი ბენდერების სამსხვერპლოზე მიტანა ისტორიული ამოცანის შესასრულებლად, ისტორიული ამოცანა კი დილის 5 საათზე სამუშაოდ გაღვიძებაა, სამხედრო ღირსებაა, თავდაცვა, თავდასხმა, გამოგონება და ტექნოლოგიაა... ხოდა არც გავარტყი ამ ყველაფერს თუ მე ბედნიერი არ ვარ?!... დღეს კი ქართველი ერი "9 წელეეზე" უფრო ბედნიერია, ამიტომ ირჩევს ქართულ ოცნებას, რომ გარდაქმნა არც უნდა. ჩვენ მილენიუმებს გაუძელით ოტროველობით და რატომ შევცვალოთ ის რაც ასე კარგად მუშაობს? დღეს ქართველი ერი უფრო ბედნიერია იმიტომ რომ საშინაო დავალება არ აქვს სამეცადინო. მისი საქართველო მისი ოჯახი, საძმაკაცო, საახლობლო და სამეზობლოა. ასეთ დაპატარავებულ პერსპექტივაში ბედნიერების მოწყობა ადვილია, რადგან ისევ ილუზორულ თვითკმარობით შეგიძლია გაძღე, რაც უფრო ცოტას ხედავ მადაც ნაკლები გაქვს, იმიტომ რომ ბედნიერება რაოდენობა არაა, ის არც არჩევანია, ბედნიერება ეგოიზმია.
  2. ქართველი ერი კულტურული კონფლიქტის მდგომარეობაშია, ქოცი და ნაცი ეს არის ორი კულტურული იდენტობა ქოციზმი: რადიკალური ნაციონალიზმი, მემარცხენე მარქსიზმი და რადიაკლური კონსერვატიზმი, ხოლო ნაცები ყველაფერი დანარჩენი. ქოცები კბილებით იცავენ თავიანთ საქართველოს, ანუ ქოცურ საქართველოს, ამიტომ არც ერთი პოლიტიკური სკანდალი პოლიტიკური სიმპატიებს არ ცვლის. ქოცები მიშას დასცინიან გალსტუკი ჭამა და დაცვას გაურბოდაო, არადა ორივე შემთხვევა ომის ეპიცენტრში იყო რაც ჩვენ ბერასთან საუბარში ვიხილეთ ეს არის შკონკის ქვეშ შემძვრალი შნირი, ანუ ადამიანი რომელსაც ღირსება ვაჟკაცობა არ აქვს და მაინც ვერ შეძრწუნდნენ და ქოცებად დარჩნენ, იმიტომ რომ მათი საქართველო ქოცური საქართველოა: ეს არის სტაბილური პროგნოზირებადი ჭაობი ჩალიჩის, გაგება და გულზე ბანჯველბის, ქურდული გაგების, ჩალიჩის, ძმაკაცობის, ხინკალის და ხაშის საქართველო. როცა იცი რომ ნაჩალიჩარი გაქვს მოტყუებული გაქვს , იცი რომ პატიოსანი არ ხარ მაგრამ არავინაა პასუხის მომთხოვნი ამიტომ გულში ხარხარით აგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას. იცის ქოცმა რომ ყველაფერში ჩაიჯვა ბორიამ, აი აბსოლუტურად ყველაფერში, აქ მიშა გრიშაც არაფერ შუაშია, უბრალოდ ასეთ საქართველოში წარმოუდგენია რეალიზაცია, სხვანაირში ჰგონია რომ დასჯიან, უმუშევარს დატოვებენ, აწამებენ და ა.შ. ამიტომ იცავს ქოცი ბერასაც, მაგრამ ეს გაპრავება სწორედ აფერისტის ცინიზმით კმაყოფილებაა, ანუ არავინ მოთხოვს და კიდია. ქართველი ერი დამარცხდა, ფაქტები გაინტერესებთ? შეხედეთ ერის დემოგრაფიულ სტატისტიკას, გაქცევაზეა ყველა, თან მთავარმა ქოც-ღმერთმა წაით ვისაც ჩვენი ჩაბინძურებული არ მოგწონთ თქვენი დალაგებული მოძებნეთო, ხვდებით რა ხდება? ქოცები საქართველოს ნახევარს კისერზე შემოაჯდნენ, მათ დაავადებული მეწველი ქვეყანა აწყობთ და ძუძუსაც მხოლოდ თავად სწოვენ ხალხის უმრავლესობა კი საყოველთაო ბრძოლას ელოდება, რომელიც არასდროს შედგება. 1864 წელს ბატონყმობა გაუქმდა სამწუხაროდ რუსული იმპერიის ნაწილი ვიყავით ამიტომ სოციალური რეფორმა ჩვენი ხელით არ გაკეთებულა. მაგრამ აი როგორ წარმოგიდნენიათ რომ ეს რევოლუცია ქართველებს გაგვეკეთებინა, რომ უყურებ ქოცებს აბსოლუტურად წარმოუდგნელად მეჩვენება. პრივილეგირებული "ბატონები" საქართველოს ზვარაკად მიიტანდნენ, ოღონდ გლეხის გაზრდილი მოხარშული დედალი ქონოდა სუფრაზე. ქოცობა რაღაცნაირი ტანამედროვე ბატონყმობაა, ქოცებიც როგორც ქეციანი კლდიაშვილის გმირები დაგვცინიან და საქართველოს მომავალს ანადგურებენ. ქართველი ერი დამარცხდა იმიტომ რომ საკუთარი მომავლისთვის ბრძოლა არ შეუძლია. ჩემზე კარგად არავინ იცის რომ ბერას სკადალი ქართველი ერის განწყობებში არაფერს ცვლის, ხოლო ვინც აღშფოთდა ერთიანობა არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ნაცური საქართველოც უვარგისია, ეს არის სნობების საზოგადოება. რაღაცნაირი ყვერულ ბაბლში ცხოვრობენ, ერთმენთს აშეარებენ, რაღაცნაირი ბედნიერების მიგნებას ახერხებენ ერთმანეთის სნობური მარაზმით. ნაცებო თქვენც ბანძები ხართ, იმიტომ რომ ბრძოლა არ შეგიძლიათ, მაქსიმუმერთი დღე მიეთრიოს აქციაზე, მეორე დღეს ფეისბუქზე დაპოსტავს პასკვილებს, 50 ათასკაციანი აქციიდან რომ მეორე დრეს 2000 ვერ იკრიბება არ გიკითხავთ რატომ? გადაწყვიტეთ ყველაფერი და აღარ მოდიხართ?!__ არა უბრალოდ სნობი ხარ! იცი რომ აქცია, ეს არის ბანძუკიების შეკრება, ხოდა სხვამ გააკეთოს, რა გინდა მაგ ბრიყვებში?(!) ქართველი ერიც სწორედ იმიტომ დამარცხდა რომ საქართველოში მორდორის და როჰანის ბრძოლა არ გვაქვს. ქართველი ერი დამარცხდა, იმიტომ რომ არც ერთ ეროვნურ ფასეულობას არ აქვს ეროვნული ღირებულება. მეცნიერების ეპოქაში მართლმადიდებლობა ისედაც ცუდი მეგზურია, ამას გარდა ყველგან ჩასვრილი და ჩაბანძებული პრავასლავიე, სიბანძის და ჩამორჩენილი საზოგადოების სამწყსოა, მაგრამ ჩვენი პრავასლავიე, "მართლმადიდებილობააა"! ნახეთ რას გავდნენ ეს უტვინო უგვანო ხეპრეები, ერთმენეთი როგორ დახეთქეს მუშტებით? უმეცრების სუნი ვერ იგრძენით? რაიმე წმინდა შეგვრჩა?! ქართველი ერი დამარცხდა, იმიტომ რომ არაფერს ვაწარმოებთ, არაფერს ვქმნით, რეგიონული უპირატესობაც ყოველწამიერად ქრება, ყარაბაღის კონფლიქტმა ავთვისებიანი კიბოს ქირურგიული ოპერაცია წარმატებით დაასრულა. რეგიონში ყველაზე სუსტი ქვეყანა ვართ, ახლოა რეალობა როცა აზერბაიჯანს ნაწილებრივ დავჭირდებით (შესაძლოა სომხეთსაც!), რეგიონის მაგისტრალური მნიშვნელობის პორტი, ქოცურმა ოპორტუნიზმა ჩაანაძაძა. ერთადერთი ტურიზმის და კვების კულტურის სექტორი რომელიც შვილივით გამოვზარდეთ, მიწასთანაა გასწორებული, ხვალ ზეგ საქართველო თავზე ჩამოგვენგრევა, მაგრამ ქოცები მაინც დანგრეულ საქართველოს დაიცავენ, უფრო სწორად ნგრევას დაიცავენ, მთავარია არ შეიცვალოს, მისი საქართველო მისი პირადი ბედნიერებაა დანარჩენი კიდია. გაიხსენეთ ქოცური აფერისტის ცინიზმი როცა ვითომ სამწუხაროდ ან ნიშნის მოგებით ვარაუდოებს "ბიძო 2030-მდე იქნება და მერე ვნახოთ"... აი კაი სათქვლეფ სამსახურში რომ მოეწყობი, იცი რომ საბუთები წესრიგში არ გაქვს უეჭველი გამოგდებენ, მაგრამ გარანტირებულად იცი რომ 6 თვე კარგად იქნები და არ ღელავ, ბედნიერიც ხარ, 6 "თვის მერე რაღაც გამოჩნდება" აი ესაა ქოცური ბატონყმობა... კი ბიძინა 2030 მდე იქნება
  3. ბრიდლოვი: ეს კრიზისი ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის, მისით მხოლოდ კრემლი სარგებლობს 01 მარტი, 2021 ია მეურმიშვილი გენერალი (თადარიგის) ფილიპ ბრიდლოვი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარე, თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის და ერთადერთი მხარე, რომელიც ამ კრიზისით სარგებლობს - კრემლია. ის ამბობს, რომ კრიზისში დაპირისპირებულ რომელიმე ძალას არ ემხრობა, თუმცა ყველას მოუწოდებს საერთო ღირებულებები გაიხსენონ, დიალოგი განაახლონ და ქართველი ხალხის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენონ. ფილიპ ბრიდლოვს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. როგორ ხედავთ სიტუაციას აქედან და რას ფიქრობთ მიმდინარე მოვლენებზე? უპირველეს ყოვლისა, ია, მადლობა მოწვევისთვის და იმის საშუალების მოცემისთვის, რომ რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმ ქვეყანაზე, რომელზეც ძალიან ვზრუნავ. ჩემი, როგორც ნატოს ჯარების მთავარსარდლის და ავღანეთში ძალების მეთაურის საქმიანობის განმავლობაში, გავიცანი და ძალიან დავაფასე ქართული ძალები, ბევრჯერ ვიყავი ქვეყანაში. მიყვარს ქართველი ხალხი და ის, რისიც მათ სჯერათ შავი ზღვის და მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, რთული სამეზობლოა. ჩემთვის მტკივნეულია იმის ყურება, რაც საქართველოში ხდება. ვლოცულობ იმისთვის, რომ ქვეყანამ მონახოს გამოსავალი ამ ბრძოლებიდან, რადგან ის დიადი ერია და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ამ ნაწილში, ის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ალბათ, ნახეთ, რომ მთავრობამ დააპატიმრა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ფიგურა ნიკა მელია, რამაც შეერთებულ შტატებში აღშფოთება გამოიწვია. გაკეთდა ბევრი უკმაყოფილო განცხადება ქვეყნის დემოკრატიულ მიმართულებასთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ თქვენ მელიას დაკავებას? ამერიკაში პოლიტიკაში ჩართვისგან თავს ვიკავებ. არ ვფიქრობ, გენერლები პოლიტიკაში უნდა მონაწილეობდნენ. აქაც კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის, მთავრობისა და სხვა ლიდერების ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს. ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რასაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ისინი ნატოსა და დასავლეთში გაწევრიანებისთვის იბრძოდნენ. ავღანეთში და სხვაგან, ნატოს ძალებთან მუშაობის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ყოველთვის იყო ის, რომ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ. სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი ახლა, რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმ პირობებში, როცა მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს. მხარეებს თითქოს ერთმანეთის საუბრის არ ესმით. შეიძლება ვთქვა, რომ შეერთებულ შტატებშიც იგივე პრობლემა გვაქვს? ჩვენ დიადი ქვეყანა ვართ და ამ პოლიტიკური არეულობიდან გამოვალთ. ვფიქრობ, რომ საქართველოც დიადი ქვეყანაა. მათ მხოლოდ იმ ღირებულებებზე რომ გააკეთონ ფოკუსირება და გამონახონ ერთმანეთთან საერთო თემები, საქართველოც გამოვა ამ სიტუაციიდან. თქვენი აზრით, ამ სიტუაციას შეიძლება ჰქონდეს გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე? იმედი მაქვს, არა. იმის მჯერა, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რასაც საქართველოს ჯარისკაცები აკეთებენ ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ, ამერიკაშიც ბევრი პოლიტიკური პრობლემა გვაქვს და ვხედავთ, რომ საქართველოშიც მსგავსი პროცესები ხდება. მჯერა, რომ ამერიკა ხედავს ყველაფერ კარგს, საქართველოს მოუწოდებს და დაეხმარება ამ გამოწვევის გადალახვაში.
  4. რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას? http://myprofession.gov.ge/1c8c28bc-031b-4e81-be07-09278f9fd192.jpgპროფესიული ორიენტაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის სირთულეები, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. საგულისხმოა, რომ კარიერული კონსულტაციის სერვისების სიმცირიდან გამომდინარე, ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევის პროცესზე მოქმედ არაერთ ბარიერს ასახელებენ. კვლევის შედეგების გაანალიზებამდე დავძენთ, რომ სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს სჭირდება ინფორმაცია ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ (1) საკუთარი თავის, (2) პროფესიის, (3) შრომის ბაზრისა და (4) საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. როგორც კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ვიგებთ, ახალგაზრდები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას ოთხივე ფაქტორის შესახებ, რაც გამოწვეული ერთი მხრივ, შესაბამისი რესურსების არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ, პროფესიის არჩევის პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. http://myprofession.gov.ge/d74a0f83-a94a-4de4-8df1-54a12f0e6c46.png ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლელობას ასახელებენ (77%) - მათი შეფასებით, ისინი არ ფლობენ საფუძვლიან ინფორმაციას ერთი მხრივ, სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უჭირს დეტალური ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ - პროფესიის შინაარსი, სამუშაოები, რომელსაც ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები ასრულებენ, პროფესიისთვის საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები და ა.შ. აღნიშნული მონაცემი მოულოდნელი არ არის, რადგან ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია აქვთ მხოლოდ იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც მათ გარშემო არსებობს და რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. "მოდურ პროფესიებს". რეალურად, "შრომის სამყაროში" უამრავი სხვა პროფესიაა, რომელთა შესახებაც ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას და შესაბამისად, არ განიხილავენ მათ პროფესიის არჩევისას. აღნიშნული პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღემდე არ არსებობს სერვისი, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან პროფესიათა აღწერილობებს და დეტალურ ინფრომაციას მოიძიებენ მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ. ამ მიმართულებით, არსებობს myprofession.gov.ge-ზე განთავსებული ვიდეორგოლები, (1) რომელთა რაოდენობაც შეზღუდულია და (2) ფორმატიდან გამომდინარე, არ არის შინაარსობრივად ამომწურავი. http://myprofession.gov.ge/1d2c83cc-a988-42e7-9daa-2fb2a3832011.pngპროფესიის არჩევისას ქართველი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბარიერს უმაღლესი სასწავლებლებისა (71%) და პროფესიული კოლეჯების (62%) საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს . როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, ქართველი ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ სასურველი პროფესიის დაუფლებას, რადგან არ იციან რომელ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში რომელი პროფესიები ისწავლება. აღნიშნული შედეგები არ არის გასაკვირი, რადგან არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები დეტალურ ინფორმაციას მოიძიებენ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და მოახერხებენ საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთშედარებას სხვადასხვა ასპექტის მიხედდვით. მსგავსი ტიპის ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ვებგვერდებზე, სადაც (1) ხშირად ინფორმაცია არ არის განახლებული, (2) არ არის მარტივად სტრუქტურირებული და ძნელია საჭირო ინფორმაციის მოძიება (3) არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ (სილაბუსი, საგნები, ლექტორები და ა.შ.) და (4) ბუნებრივია, საგანმანათლებლო დაწესებულება არ წარმოადგენს ინფორმაციის ნეიტრალურ წყაროს, რადგან ის ცდილობს დადებითი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი და საკუთარი პროგრამები, რამაც შეიძლება პროფესიის მაძიებელი შეცდომაში შეიყვანოს. http://myprofession.gov.ge/4bf5ea52-3039-4967-8c79-a702191bb3a0.jpgიმ პირობებში, როცა ჯერჯერობით არ არსებობს შრომის ბაზრის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პროფესიის განვითარების პერსპექტივები, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საშუალო ანაზღაურება (ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად), არ არის გასაკვირი, რომ ქართველი ახალგაზრდების 63% პროფესიის არჩევისას შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება და ამ დროს, ამგვარი ინფორმაცია უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდამ შრომის ბაზრის მოთხოვნები. ქართველი ახლაგაზრდების 56% ფიქრობს, რომ არ არსებობს მათთვის სასურველი პროფესიის დაუფლებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. კვლევის აღნიშნულ შედეგს მივყავართ ზემოთ განხილულ პრობლემასთან, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროფესიების შესახებ. სავარაუდოა, რომ დასახელებული მაღალი მაჩვენებელი (56%), სწორედ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დაბალი ინფორმირებულობით არის განპირობებული და არა საგანმანათლებლო პროგრამების სიმცირითა თუ არარსებობის. რეალურად, ძალიან ცოტაა იმ პროფესიების რაოდენობა, რომელთა დასაუფლებელი პროგრამებიც საქართველოში არ არსებობს. http://myprofession.gov.ge/b639aae3-6ed4-4116-9cbb-62136b9ac3cf.pngპროფესიის არჩევისას, ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა - რესპონდენტთა 54% თვლის, რომ პროფესიის სწორად არჩევისთვის არ აქვს საფუძვლიანი ცოდნა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ, ხოლო 52%-ის აზრით, იმდენად ბევრი და განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ უჭირთ ერთ რომელიმე პროფესიაზე ჩამოყალიბება, რაც საკუთარ ინტერესებში ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს. http://myprofession.gov.ge/fb1e5739-1d04-4f6f-b29c-5b5ad3ffd95f.jpgმიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ბარიერების ფონზე, უპირველესი გამოსავალი, კარიერული კონსულტანტების ინსტიტუტის გაძლიერებაა, ქართველი ახალგაზრდების მხოლოდ 40% თვლის, რომ პროფესიის არჩევის პროცესში კარიერული კონსულტანტის დაეხმარება სჭირდებათ. აღნიშნული მაჩვენებელი მეტწილად განპირობებული იმით, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა რეალურად არ იცის როგორ შეიძლება პროფორიენტაციის გამოყენება და შესაბამისად, არ იციან რა ევალებათ პროფკონსულტანტებს და როგორ შეიძლება გამოიყენონ მათი მომსახურება. სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ სკოლის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა პროფესიის არჩევაზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები ვერ აანალიზებენ რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლამ მას და არა იმას, რომ სკოლა კარიერული კონსულტაციის სრულყოფილ სერვისს სთავაზობ მათ და ამიტომ არ მოქმედებს აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად პროფესიის არჩევაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში თითქმის არარსებობს პროფორიენტაციის სერვისი, ვერ ვიმსჯელებთ პროფესიის არჩევის პროცესზე სკოლის მხარდაჭერის სრულყოფილებაზე. ხშირად, პროფესიის არჩევაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდების პროფესიის არჩევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მშობლები და ახალგაზრდები გადაწყვეტილებას მშობლების აზრის გათვალისწინებით ირჩევენ, ან/და პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდებზე მოქმედებს საზოგადოების სტერეოტიპები და ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. "ქალური" და "კაცური" პროფესიები. http://myprofession.gov.ge/88510056-6945-4e2d-9f97-34046cd4e687.pngკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ ფაქტორებს შორის მშობლების ჩართულობა ყველაზე ნაკლებად პრობლემურია ქართველი ახალგაზრდებისთვის. რესპონდენტთა მხოლოდ 28% თვლის, რომ პროფესიის არჩევისას მისთვის პრობლემას მშობელთა ჩარევა წარმოადგენს. ქართველი ახალგაზრდებისთვის არც საზოგადოებრივი სტერეიტოპების გავლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას პროფესიის არჩევისას. რესპონდენტთა 61%-თვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სწავლის სიძვირე. რესპონდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სხვა ბარიერებთან დაკავშირებითად. რამდენიმე რესპონდენტის შეფასებით, პროფესიის არჩევისას დაბრკოლებას ქმნის: სკოლაში განათლების/სწავლების დაბალი დონე. ხოლო ბევრმა დამატებით მიუთითა (კითხვარში მოცემული იყო დებულება ფინანსური გარემოებების შესახებ), რომ პროფესიის არჩევისას ბარიერს ქმნის ფინანსური ფაქტორი, მათ შორის სწავლის სიძვირე. რაოდენობრივი კვლევის მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა თვისებრივ კვლევაში, სადაც ახალგაზრდები ზემოთ დასახელებულ ბარიერებზე საუბრობენ
  5. მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთის [საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის] დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში, მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი. 40 წლის განმავლობაში ამას ვფიქრობდი, ამას ვემსახურებოდი, ამას ვაკეთებდი როგორც სიტყვით, ისევე კალმით. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ 40 წლის განმავლობაში თქვენი ნაფიქრ-ნაღაღადევი უარი ჰყავით და ასე უცბად ჩვენს განძრახვას დაემორჩილედო. არა, მე ჩემი 40 წლის ნამაგდარი შეხედულება უარი ვერ ვყავი, გაუმეორე კვალად: მე ასე ვფიქრობ მეთქი და ამიტომ თქვენც გირჩევთ, რომ ამ აზრის იყვნეთ და ჩვენი სიკვდილის ასის წლის თავს ნუ ვიდღესასწაულებთ მეთქი, მათ არ ქმნეს. მე კიდევ უარი ვსთქვი: მე არ თანაუგრძნობ თქვენს განძრახვას და ამიტომ მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მე ჩემთვის, თქვენ თქვენთვის. ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერი, 1901 წელი