Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გამოწვევებზე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. „იმ ას მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ვინც კომუნიზმმა იმსხვერპლა და მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს. იმ ერებისა და ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ვინც ტყვედ იყო“, - ეს სიტყვები წერია ვაშინგტონში, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალზე. საქართველოში წითელი არმიის შეჭრიდან და თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებიდან 100 წელი გავიდა. დემოკრატიული განვითარების 70 წლით შეწყვეტილი პროცესი და სიძნელეები, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციამ დაგვიტოვა. წარსულის მემკვიდრეობაზე, ამ წარსულის გავლენაზე, ასევე მისი გააზრების და მისგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის მკვლევარი, ალექსანდრ ქული გვესაუბრა. - 100 წლის წინ საბჭოთა არმიამ საქართველოს ოკუპაცია განახორციელა, რაც წინ უძღოდა 70-წლიან საბჭოთა მმართველობას. რატომ უნდა ვიცოდეთ მეტი ჩვენი წარსულის ამ ნაწილის შესახებ და რატომა ეს დღესაც ასეთი მნიშვნელოვანი? ალექსანდრ ქული - ნებისმიერი იუბილე არის დრო, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, იმაზე, რა მოხდა და სად ვართ ახლა. რა ძალებმა მოგვიყვანა აქამდე, ან რა ძალები განაგრძობენ გავლენის მოხდენას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე? საბჭოთა პერიოდი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ბევრის განმსაზღვრელი პერიოდი იყო. ასე რომ, ამ საბჭოთა ეპოქიდან თავის დაღწევა არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო ადვილი, და ზოგ შემთხვევაში, მათ შორის საქართველოში, ამ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ გრძელდება. საბჭოთა ფიზიკური თუ ადმინისტრაციული მემკვიდრეობა, ასევე სიტუაცია, რომელიც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით შეიქმნა, და გარკვეული მენტალობაც. შეიძლება ძალიან განსხვავებული მემკვიდრეობა იყოს შემორჩენილი და ახლა არის დრო, რომ მათზე დავფიქრდეთ და გავითვალისწინოთ. - რა არის ამ ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა? რაზე მოახდენდა გავლენას ის, თუ რამდენად კარგად გვექნებოდა გააზრებული საბჭოთა წარსული? - ისტორია, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ისტორია, გამუდმებით იცვლება. ჩვენი გაგება წარსულისა, განპირობებულია ახალი ფაქტებით, ახალი არქივებით, ახალი ცოდნით. ასევე, მას ხშირად და აქტიურად აყენებენ ეჭვქვეშ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ინტერესების მქონე აქტორები, ვისაც სურს ისტორიის ერთი ნაწილის ხაზგასმა და მეორის - მნიშვნელობის დაკნინება. ისტორია არასდროსაა სტატიკური, ის ყოველთვის პროცესსა და დინამიკაშია და ვფიქრობ, როცა საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხითაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. - გასულ წელს, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა 40%-ზე მეტი ამბობდა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო“, ბევრმა კი უპასუხა, რომ არ იცოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი. რა არის ასეთი პასუხების მიზეზი? და რამდენად მნიშვნელოვანი, ან სახიფათოც კი, შეიძლება იყოს ასეთი შეხედულებები? - ალბათ რამდენიმე რამ მოქმედებს. ერთი ისაა, რომ დრო გადის და ის უშუალო განცდა კომუნისტური პარტიის რეპრესიისა, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლებისა, რომლის პრივილეგიაც ახ ლა გვაქვს, ნელ-ნელა, 30 წლის განმავლობაში თითქოს ფერმკრთალდება.. ეს მხოლოდ საქართველოს მახასიათებელი არაა. წარსულის ნოსტალგიას სხვადასხვა დონეზე ვხედავთ ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. მაგრამ, საერთო ალბათ მაინც ის ფიქრია, რომ თითქოს საბჭოთა კავშირის დროს მეტი ეკონომიკური უსაფრთხოება ჰქონდათ და განათლებისა თუ ჯანდაცვის მიმართულებით მეტი გარანტიები არსებობდა. არის იმედგაცრუებაც ეკონომიკური განვითარების ტემპით. მნიშვნელოვანია, რომ ამ წარსულის რომანტიზება არ მოხდეს. იმას, რაც ერთი შეხედვით კარგი იყო, კორუფცია და უამრავი სხვა რამ ახლდა თან. მეორე, რაც ვფიქრობ, ხალხს ამგვარ სენტიმენტს უჩენს, ის განცდაა, თუ სად იყო ამ კონკრეტული ხალხის ადგილი მსოფლიოში. როცა საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო, მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ ის სუპერძალის ნაწილი იყო და თითქოს იცოდნენ, როგორი იქნებოდა მსოფლიო მომავალშიც, რა იყო მისი მთავარი პოლუსები. საქართველო ახლა ევროპის გზაზე დგას. თუმცა, ტერიტორიული კონფლიქტების გადაუჭრელი საკითხი, რუსეთთან თუ სხვა მეზობლებთან ურთიერთობის თაობაზე კითხვები, კვლავ არსებობს.სადაა საქართველოს ადგილი მსოფლიოში? ეს პროცესი თითქოს დაუმთავრებელი ჩანს და ვფიქრობ, ესეც ახდენს გავლენას. - თუმცა, არაა ეს შემაშფოთებელი? არ განაპირობებს ჩვენი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას? - მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება ისტორიის შესახებ და დიახ, ამით განისაზღვრება, როგორ ვხედავთ, როგორ გვესმის საკუთარი თავი. საქართველოს ადგილი მსოფლიოში - ეს შეიძლება ჯანსაღი დემოკრატიული დებატების ნაწილიც იყოს, მაგრამ საშიში ისაა, როცა იყენებ ემოციებზე დაფუძნებულ, ძალიან გამარტივებულ არგუმენტებს, მთელი ისტორიული ეპიზოდების უგულვებელყოფით და ინსტინქტზე დაფუძნებული ნარატივებით. ჩვენ მთელ მსოფლიოში ვხედავთ არალიბერალურ შემობრუნებას, როცა ინფორმირებული საზოგადოების უპირატესობის გააზრების ნაცვლად, დემოკრატიული პროცესები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და არის ცდუნება, რომ ვთქვათ: არა, ისეთი კი არა, ასეთები ვართ. ნოსტალგია თითქოსდა მოკლე, მარტივი გამოსავალია. ისაა წარსულის გამარტივების გზა - რომ არ გაიაზრო ის არჩევანი და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღე და უბრალოდ თქვა, უკან დაბრუნება და რაღაცების უკეთ გაკეთება კარგი იქნებოდაო. აი ამ მხრივაა ეს ძალიან საშიში ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში. ეს საქართველოსთვის რთული პროცესია, მისი გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან, ტერიტორიების დაკარგვის დროს უკავშირდება. მისი სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მოხდა, მაგრამ მისი სუვერენიტეტი დარღვეულია, ეს ეროვნული ტრავმაა. ამას ემატება სეპარატიზმის განგრძობითი დინამიკა, რუსეთის მიერ ამ რეგიონების მხარდაჭერა და მრავალი სხვა ფაქტორი. კონფლიქტებს რუსეთის აქტიური ჩართულობის გამო, წლების განმავლობაში, ბევრი ახალი შრეც ემატება. საქართველოს სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ევროპულ სახელმწიფოდ ყოფნა, მას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არაა წევრობის კანდიდატი. ეს დამატებით გაურკვევლობას ქმნის იმის თაობაზე, თუ სად ვართ სრული ინტეგრაციის გზაზე. მაგრამ საჭიროა რთული საქმის გაკეთება: მოქალაქეებისთვის გეოპოლიტიკური ორიენტაციის ახსნა მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით: ახსნა, რატომ შეცვლის ეს მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ, როგორ შეუქმნის კეთილდღეობას მათ და მათ ოჯახებს. - რა ახალი განზომილება შესძინა საბჭოთა წარსულის გააზრების მნიშვნელობას იმ ფაქტმა, რომ რუსეთი აგრძელებს ქვეყნის 20 %-ის ოკუპაციას, აგრძელებს საინფორმაციო ომს და წარსულის გადაწერას, ე.წ. ალტერნატიული სიმართლის შექმნას ცდილობს? - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ეს პრობლემა რეგიონული კონფლიქტია, საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ასევე უფრო ფართო კონფლიქტი, ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და რუსეთს შორის, რომელსაც საკუთარი ჰეგემონიისა და პოლიტიკური უპირატესობის დამყარება სურს. 2008 და 2014 წლებში რუსეთი ნამდვილად მონაწილეობდა ორ სრულმასშტაბიან კონფლიქტში საქართველოსა და უკრაინაში და საკუთარ თავს ხედავს, როგორც რეგიონის წამყვან ძალას. ბევრი რუსი კომენტატორი თუ ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ უკრაინა და საქართველო სულაც არ იმსახურებენ სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი საგარეო პოლიტიკის თუ საფრთხოებისა და მომავლის შესახებ. 2008 წელს საქართველოსთან ომისას, ვფიქრობ, რუსებმა საინფორმაციო ომი წააგეს და კრემლიც მიხვდა, რომ საკუთარი პოზიცია ეფექტურად ვერ წარმოაჩინა. 6 წლის შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებულ ოპერაციებში უკვე რეალური ცვლილებები და დეზინფორმაციის წარღვნა ვნახეთ. საინფორმაციო ომი გაძლიერდა და საბოლოოდ, ვიხილეთ რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაც კი, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპის, აფრიკის თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. კიბერ-ოპერაციები და დეზინფორმაციის იარაღად გამოყენება თითქოს საგარეო პოლიტიკის სტანდარტად იქცა. ამას კი თან ახლავს რუსეთის მხრიდან მისი ჩართულობის და როლის გამუდმებული უარყოფა. იგივე ხდება კოვიდის ეპოქაშიც, დეზინფორმაციული კამპანია ლუგარის ცენტრის საქმიანობის მიმართ და ბევრი სხვა რამ. როგორ გავუმკლავდეთ ამას? სწორედ აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების, განათლების, მედია წიგნიერების გაუმჯობესება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ვიტყვით, რომ ემოციებს დაუყოვნებლივ არ უნდა ავყვეთ, გავიაზროთ, შევაფასოთ რაც ითქვა, ან რაც წავიკითხეთ. სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ჩვენთან დარჩება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა საშუალება აქვს იმისთვის, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს და ეფექტურად შეაფასოს წარსულის საკუთარივე აღქმა. ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს გლობალური ფენომენია, რომ ეს დასავლეთშიც ხდება, როდესაც თითქოს თავიდან ხდება იმის განმარტება, განსაზღვრა, რა არის დასავლეთი, რა არის მისი იდენტობა თუ ღირებულებები. ამაში ჩვენც ისევე ვართ გახლართულები, როგორც საქართველო. - როგორ შეუძლიათ დასავლურ სახელმწიფოებს ამ კუთხით საქართველოს დახმარება? ევრაზიის რეგიონი ბოლო წლებში ბევრი ამ ერთგვარად ახალი ავტორიტარული ქმედებების სივრცე გახდა, იქნება ეს დეზინფორმაცია თუ - ტრანსნაციონალური რეპრესიები. 2000-იანი წლების შუიდან, როცა ამ ქვეყნებს დემოკრატიებად და ავტორიტარულ ქვეყნებად ვყოფდით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რეალური დემოკრატიების მიერ ამ გზაზე უკან დახევა ვნახეთ. ამ ყველაფერთან დაპირისპირება შეიძლება იმით, რომ თავიდან განვსაზღვროთ, განვამტკიცოთ, რა არის დემოკრატიული, ანგარიშვალდებული საზოგადოება, განსაკუთრებით ახლა, პანდემიისას, როდესაც ასე გვჭირდება გამჭვირვალობა, კარგი ინფორმირება და ის, რა უპირატესობებიც ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის დასავლეთის დახმარებას, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია მათი სუვერენიტეტისა და არჩევანის მიმართ ერთგულების, მხარდაჭერის ხაზგასმა. ასევე, მგონია, რომ უნდა ვიპოვოთ გზებიც იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური წევრობის მიღებამდეც მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი. იქნება ეს - უფრო ფართო თანამშრომლობა განათლების, ეკონომიკის, კულტურის თუ სხვა მიმართულებებით.ბრიუსელსა და ვაშინგტონს ამ ქვეყნებთან ჩართულობის უფრო ყოველისმომცველი გზა გვჭირდება. ამერიკისხმა