Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'შესაძლოა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 10 results

  1. მასმედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken 2022 წელს საფონდო ბაზარზე პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. Fox Business-ის რეპორტიორის, ჩარლზ გასპარინოს (Charles Gasparino) ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken, მომავალ წელს შესაძლოა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) ან პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO)- ს მეშვეობით საფონდო ბაზარზე გავიდეს. Kraken-ის პრესს-მდივანმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს, ბირჟამ შესაძლოა აქციების საჯარო შეთავაზების საკითხი განიხილოს. თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით და არა SPAC-ით, რადგან კომპანია ამისთვის „ზედმეტად დიდია“. უნდა აღინიშნოს, რომ Kraken მრავალპროფილიანი ფირმაა, გააჩნია ვაშინგტონის შტატის მარეგულირებლისგან მინიჭენული საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. აშშ-ის საფონდო ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა. იანვარში, საფონდო ბაზარზე პირდაპირი განთავსების წესით გასვლის გეგმები Coinbase-მაც დაადასტურა. კრიპტოვალუტის კომპანიების ბუმისა და ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ETF-ის არარსებობის გათვალისწინებით, უოლ-სტრიტის ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ საფონდო ბაზარზე არსებულ ბირჟებში ინვესტიციების დაბანდებით. Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა (Jesse Powell) ადრე მიანიშნა, რომ დაინტერესებულია 2022 წელს საფონდო ბაზარზე გასვლით, თუმცა მხოლოდ „გონივრულ“ ფასად. მან განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, Coinbase Kraken-ის პირდაპირი კონკურენტია და მისი სავარაუდო შეფასება 100 მილიარდი დოლარია. წყარო: https://www.coindesk.com The post 2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. მასმედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken 2022 წელს საფონდო ბაზარზე პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით გასვლის შესაძლებლობას განიხილავს Fox Business-ის რეპორტიორის, ჩარლზ გასპარინოს (Charles Gasparino) ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken, მომავალ წელს შესაძლოა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) ან პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO)- ს მეშვეობით საფონდო ბაზარზე გავიდეს. Kraken-ის პრესს-მდივანმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს, ბირჟამ შესაძლოა განიხილოს აქციების საჯარო შეთავაზების საკითხი. თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით და არა SPAC-ით, რადგან კომპანია ამისთვის „ზედმეტად დიდია“. უნდა აღინიშნოს, რომ Kraken მრავალპროფილიანი ფირმაა, გააჩნია ვაშინგტონის შტატის მარეგულირებლისგან მინიჭენული საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. აშშ-ის საფონდო ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა. იანვარში, საფონდო ბაზარზე პირდაპირი განთავსების წესით გასვლის გეგმები Coinbase-მაც დაადასტურა. კრიპტოვალუტის კომპანიების ბუმისა და ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ETF-ის არარსებობის გათვალისწინებით, უოლ-სტრიტის ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ საფონდო ბაზარზე არსებულ ბირჟებში ინვესტიციების დაბანდებით. Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა (Jesse Powell) ადრე მიანიშნა, რომ დაინტერესებულია 2022 წელს საფონდო ბაზარზე გასვლით, თუმცა მხოლოდ „გონივრულ“ ფასად. მან განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი – ეს ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, Coinbase Kraken-ის პირდაპირი კონკურენტია და მისი სავარაუდო შეფასება 100 მილიარდი დოლარია. წყარო: https://www.coindesk.com The post 2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  3. ჯაბა კანკავას კლუბი „ვალანსიენი“ საქართველოს ნაკრებში არ გამოუშვებს – ასეთი დასკვნის გაკეთება საფრანგეთის პროფესიული ლიგის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება. მსგავსი: ვილი სანიოლი - კანკავა უახლოეს სამ მატჩში კაპიტანი იქნება, მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს #1TVSPORT „საფრანგეთის ორი წამყვანი საფეხბურთო ლიგის (ლიგა 1, ლიგა 2) კლუბებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებზე არ გაუშვან. ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ევროკავშირის საზღვრებისა და ევროპის ეკონომიკური ზონის დატოვება მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში პანდემიის გამო ეკრძალებათ“, – წერია საფრანგეთის პროფესიული ლიგის ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ეს უშუალოდ შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, რომელიც ლიგა 2-ის „ვალანსიენში“ დეკემბერში გადავიდა. არადა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. The post ჯაბა კანკავას ფრანგული კლუბების აკრძალვა გადაეღობა – კაპიტანი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდეს #1TVSPORT appeared first on 1TV.
  4. ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ქვეყანაში უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების ფლობის, გამოშვების, მოპოვების, შენახვის, გადაცემისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ამკრძალავი კანონი ამოქმედდება. ანონიმურ, მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ ინდოეთში, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობა დაამტკიცებს კანონპროექტს კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში თებერვალში იქნა განხილული და სახელმწიფო კრიპტოვალუტის სასარგებლოდ „კერძო“ კრიპტოვალუტების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელებს აქტივების ლიკვიდაციისთვის 6 თვემდე ვადა მიეცემათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვას უკანონოდ ცნობს. ჩინეთშიც კი, სადაც აკრძალულია კრიპტოვალუტის ბირჟების არსებობა და ICO-ს ჩატარება, ციფრული ვალუტების ფლობა არ ისჯება. დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთში კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობა იზრდება. ქვეყანაში უკვე 8 მილიონი ინვესტორია, რომლებიც 100 მილიარდი რუპიის (1.4 მილიარდი დოლარის) კრიპტოვალუტებს ფლობენ. ინვესტორი სუმნეშ სალოდკარი (Sumnesh Salodkar) აცხადებს: „ფულის რაოდენობა თვიდან თვემდე სწრაფად იზრდება და არავის სურს გვერდზე გადგომა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო აკრძალვების გამო ხალხი პანიკაშია, მათ არჩევანზე გავლენას ფულის გამომუშავების სურვილი ახდენს.“ 2019 წელს ინდოეთის სამთავრობო კომისიამ გასცა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია მათთვის, ვინც მოიპოვებს, ინახავს, ყიდის, გადასცემს და აწარმოებს კრიპტოვალუტებს. ანონიმურმა წყარომ უარი თქვა გაემხილა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ვადებს და ასევე კონკრეტულ ჯარიმებს, მაგრამ აღნიშნა, რომ განხილვა ფინალურ სტადიაშია. 2020 წლის მარტში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის ცენტრალური ბანკის (RBI) დირექტივა, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავდა. სასამართლომ სახელმწიფოს ქვეყანაში კრიპტოვალუტების დარეგულირების შესახებ კანონის შემუშავება დაავალა. ინდოეთში კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბიტკოინის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 4.6%-ით დაეცა და 57 793$ შეადგინა. გასულ კვირას მისმა ფასმა 61 500$-ს მიაღწია. წყარო: https://bits.media The post ინდოეთში ბიტკოინის მფლობელებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  5. ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ქვეყანაში უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების ფლობის, გამოშვების, მოპოვების, შენახვის, გადაცემისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ამკრძალავი კანონი ამოქმედდება. ანონიმურ, მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ ინდოეთში, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობა დაამტკიცებს კანონპროექტს კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში თებერვალში იქნა განხილული და სახელმწიფო კრიპტოვალუტის სასარგებლოდ „კერძო“ კრიპტოვალუტების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელებს აქტივების ლიკვიდაციისთვის 6 თვემდე ვადა მიეცემათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვას უკანონოდ ცნობს. ჩინეთშიც კი, სადაც აკრძალულია კრიპტოვალუტის ბირჟების არსებობა და ICO-ს ჩატარება, ციფრული ვალუტების ფლობა არ ისჯება. დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთში კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობა იზრდება. ქვეყანაში უკვე 8 მილიონი ინვესტორია, რომლებიც 100 მილიარდი რუპიის (1.4 მილიარდი დოლარის) კრიპტოვალუტებს ფლობენ. ინვესტორი სუმნეშ სალოდკარი (Sumnesh Salodkar) აცხადებს: „ფულის რაოდენობა თვიდან თვემდე სწრაფად იზრდება და არავის სურს გვერდზე გადგომა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო აკრძალვების გამო ხალხი პანიკაშია, მათ არჩევანზე გავლენას ფულის გამომუშავების სურვილი ახდენს.“ 2019 წელს ინდოეთის სამთავრობო კომისიამ გასცა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია მათთვის, ვინც მოიპოვებს, ინახავს, ყიდის, გადასცემს და აწარმოებს კრიპტოვალუტებს. ანონიმურმა წყარომ უარი თქვა გაემხილა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ვადებს და ასევე კონკრეტულ ჯარიმებს, მაგრამ აღნიშნა, რომ განხილვა ფინალურ სტადიაშია. 2020 წლის მარტში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის ცენტრალური ბანკის (RBI) დირექტივა, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავდა. სასამართლომ სახელმწიფოს ქვეყანაში კრიპტოვალუტების დარეგულირების შესახებ კანონის შემუშავება დაავალა. ინდოეთში კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბიტკოინის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 4.6%-ით დაეცა და 57 793$ შეადგინა. გასულ კვირას მისმა ფასმა 61 500$-ს მიაღწია. წყარო: https://bits.media The post ინდოეთში ბიტკოინის მფლობელებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  6. ჯორჯიის შტატის საშუალო სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის შესახებ გაკვეთილები ჩატარდეს. ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროგრამის განხორციელებას შესაძლოა, კრიპტოვალუტა დაემატოს. პროგრამა დაეფუძნება საშუალო სკოლის ბაზას. კანონპროექტი მალევე მიიღო ჯორჯიის შტატის ქვედა პალატამ. კანონპროექტს მხარს უჭერს ექვსი რესპუბლიკელი კანდიდატი. შემდგომი განხილვის მიზნით კი კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა. პროგრამა ასახავს ფინანსური წიგნიერების 16 სფეროს, რომელსაც მეათე ან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია: ”განათლების სახელმწიფო საბჭო ფინანსური წიგნიერების დონის შესასრულებლად სასწავლო პროგრამას განსაზღვრავს, რომელსაც მოსწავლეები საშუალო სკოლის პერიოდში გადიან.” როგორც ჩანს, პროგრამაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანია. კრიპტოვალუტა აღმოჩნდა ამ სიაში ისეთ საგნებთან ერთად, როგორიცაა თანხის დაბალანსება, ინვესტიცია, ფულის მართვა, სესხის განაცხადები და გადასახადების შეფასება. მიუხედავად ამ სიახლისა, მსგავს შემთხვევას საფრანგეთში 2019 წელს ადგილი უკვე ჰქონდა, რა დროსაც მოხდა ფრანგულ საშუალო სკოლებში კრიპტოვალუტის, როგორც სასწავლო მოდულის დამატება. The post აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლებში შესაძლოა, კრიპტოვალუტის მოდული დაამატონ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. კომპანია ARK Ecosystem-ის პრეზიდენტმა, ფრანსუა ტურენსმა(Francois Thoorens) შექმნა პეტიცია, საფრანგეთის ცენტრალური ბანკისთვის ბიტკოინის შესყიდვის შესაძლებლობის მიცემის მოთხოვნით. პეტიციაში, რომელმაც მოცემულ მომენტში 322 ხელმოწერა დააგროვა, შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებსა და მათ შორის ცენტრალურ ბანკსაც, ციფრული აქტივების ყიდვის შესაძლებლობას მისცემს. პეტიცია აქტიური იქნება 5 სექტემბრამდე და საკმარისი ხელმოწერების დაგროვების შემთხვევაში საფრანგეთის სენატში იქნება წარდგენილი. იმისთვის, რომ საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული აქტივების ყიდვა შეძლოს, საკანონმდებლო ორგანოს კანონში არაერთი ცვლილების შეტანა მოუწევს. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ჟან-მიშელ მისმა. პეტიციამ საიტზე გამოქვეყნებისთვის უკვე მიიღო სენატის ნებართვა. 100000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, მას განიხილავს საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები და ეროვნული ასამბლეის სხვა თვალსაჩინო წევრები. ცოტახნით ადრე, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა,კრისტინ ლაგარდმა(Christine Lagarde) განაცხადა, რომ ნეკლებ სავარაუდოა სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ბიტკოინი სარეზერვო ვალუტის სახით შეიძინონ. წყარო: https://bits.media The post საფრანგეთის მთავრობამ შესაძლოა ცენტრალურ ბანკს ბიტკოინის შეძენის ნება დართოს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  8. Visa და Mastercard-ი აპრილში გეგმავენ ზოგიერთი ტიპის საკრედიტო ბარათის შესყიდვების გადასახადის გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. საკრედიტო ბარათის საფასურის ზრდასთან ერთად, სავაჭრო ობიექტებისთვის სხვა ვარიანტები უფრო მიმზიდველი გახდება. ეს მოიცავს კრიპტოვალუტასაც. ციფრული ვალუტებს ასევე აქვთ ტრანზაქციის საკომისიოები, მაგრამ ზოგი მათგანი შეიძლება უფრო იაფი ალტერნატივა იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბარათის საფასური იზრდება. კერძოდ, ბიტკოინს უამრავი კრიტიკა აქვს მიღებული ტრაზაქციის საფასურის გამო. ამასთანავე, ბევრი სრულად უგულებელყოფს იმ ხარჯებს, რასაც სავაჭრო ობიექტები ატარებენ სადებეტო ან საკრედიტო ბარათების გადახდის მიღებით. ასევე არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ბიტკოინის ელვისებური ქსელი, რაც აუმჯობესებს ტრანზაქციის საფასურსა და სიჩქარეს. შეგახსენებთ, რომ ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობა დაიწყო. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანი ადგილობრივი ციფრული გადახდის სტარტაპ Island Pay-ს მხარდაჭერაა, რათა მან დაიწყოს ცენტრალური ბანკის Sand Dollar-ისთვის ციფრული ბარათების წარმოება. The post მედია: საკრედიტო ბარათების საფასურის მომატებამ შესაძლოა, კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი გაზარდოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  9. სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიდის განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს. ამას გარდა, არიან სხვებიც, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებშიაან ჩართული და მასთან ძალიან ახლოს არიან. სანქციების დაწესება მათთვისაც შეგვიძლია, როგორც ცალკე ინდივიდებისთვის. ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და ჩვენ არ ვსაუბრობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე. თქვა ამის შესახებ აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ ონლაინ ვებინარზე.
  10. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 12.000 დოლარის დონე დიდი ხნით შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ორშაბათს ფასი 13.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასი მხოლოდ 12.000 დოლარის ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს. წინა კვირა ბიტკოინის კურსისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან კრიპტოვალუტის ფასი 13.000 დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 13.300 დოლარამდე გაიზარდოს. ბიტკოინის ყოველკვირეული დიაგრამა აჩვენებს, რომ კურსი 11.600-12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი ამ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარამდე დაიკლებს. შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომელიც ბიტკოინის კურსის მატებას ეხება. მისი აზრით, 2022 წლისთვის კრიპტოვალუტის ღირებულება 250.000 დოლარს მიაღწევს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ფიზიკურ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.