Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'#1tvsport' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 10 results

  1. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ჰიდენოუმის დაუპირისპირდა. ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. შეჯახების შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთის მავაშები (ქამარი) ორივე ხელებით აიღეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინმა ჰიდენოუმი დოჰიოდან გაიყვანა. ლევან გორგაძე მარტის ბაშოს ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) გაიფორმებს. The post ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  2. რამდენიმე კვირაა პი ჯეი ტაკერის ბედი გაურკვეველია. „ჰიუსტონმა“ ჯეიმს ჰარდენის გაშვების შემდეგ პრიორიტეტულად ახალგაზრდა მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთება მიიჩნია. ტაკერს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, კარიერის გაგრძელება ისეთ გუნდში სურს, რომელსაც ჩემპიონობის შანსი ექნება. ბოლო პერიოდის მანძილზე, ტაკერის სახელს რამდენიმე გუნდი დაუკავშირეს. დღეს კი ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როკეთსი“ შეთანხმდა „ბაქსთან“ და პი ჯეი ტაკერს მილუოკიში უშვებს. აღნიშნული გაცვლის მიხედვით „მილუოკის“ წევრი ტორი კრეიგი „ფინიქსში“ გადავა. Milwaukee is trading forward Torrey Craig to Phoenix, sources tell ESPN. https://t.co/i9O71T4nTr — Adrian Wojnarowski (@wojespn) March 17, 2021 Milwaukee is trading forward Torrey Craig to Phoenix, sources tell ESPN. https://t.co/i9O71T4nTr — Adrian Wojnarowski (@wojespn) March 17, 2021 მიმდინარე სეზონზე ტაკერი პარკეტზე საშუალოდ 30 წუთს ატარებს და ამ დროის მანძილზე 4.4 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებს. სამქულიანი დისტანციიდან ის 31.4% სიზუსტით ისვრის. The post „მილუოკი“ და „ჰიუსტონი“ პი ჯეი ტაკერის გაცვლაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT appeared first on 1TV.
  3. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ მარტში საქართველოს ნაკრების შეხვედარზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. „28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – წერია ღარიბაშვილის განცახდებაში. ამის თაობაზე დღეს ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება. The post 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  4. „რინგერის“ (The Ringer) ჟურნალისტი კევინ ოკონერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრევორ არიზა სულ მალე „მაიამის“ წევრი გახდება. „ი-ეს-ფი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი კი იუწყება, რომ არიზას მაგივრად „ოკლაჰომამ“ შესაძლოა მეიერს ლეონარდსი მიიღოს, თუმცა გუნდს ჯერჯერობით ლეონარდსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაძლოა, ლეონარდსი წელს უგუნდოდაც დარჩეს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით შემს ჩარანიამაც დაადასტურა. ESPN Sources: Oklahoma City is finalizing a trade to send Trevor Ariza to the Miami Heat for Meyers Leonard and a 2027 second-round pick. Leonard must still waive his no-trade clause because of the one-year Bird restriction on his deal, which he’s expected to do for Miami. — Adrian Wojnarowski (@wojespn) March 17, 2021 The Thunder have traded Trevor Ariza to the Miami Heat for Meyers Leonard and a draft pick, sources tell @TheAthletic @Stadium. Leonard is signing his trade consent and the trade will go through. — Shams Charania (@ShamsCharania) March 17, 2021 Meyers Leonard won’t be joining the Thunder. His contract was just the vehicle to making the deal work, and for OKC to extract a little value out of Ariza. Also, OKC may be able use Leonard’s contract again in a future deal before the deadline. — Royce Young (@royceyoung) March 17, 2021 აღსანიშნავია, რომ ტრევორ არიზა მიმდინარე რეგულარულში მოედანზე არ გამოჩენილა. მიზეზი კი პირადი პრობლემები იყო. გასულ სეზონზე 35 წლის ვეტერანი „საკრამენტოსა“ და „პორტლენდში“ თამაშობდა და მატჩში საშუალოდ რვა ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან არიზა 37.2 პროცენტიანი სიზუსტით ესროდა. The post ტრევორ არიზა „მაიამიში“ გადადის #1TVSPORT appeared first on 1TV.
  5. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის „შუქურაში“ მოსულ ინვესტორებზე ილაპარაკა. „ქობულეთის „შუქურა“ ქართულ პირობებზე ძლიერი გუნდი იყო, რადგან ქობულეთი კარგად გვაფინანსებდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ შეიქმნა, ჩვენც სხვების მსგავსი ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს, რაიონს დაფინანსება აუკრძალეს და გაგვიჭირდა – შედეგად ლიგიდანაც გავვარდით. ეს იმიტომ, რომ კერძო კლუბებს მეტი ბიუჯეტი ჰქონდათ და შესაბამისად, მეტი საშუალებაც. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანებულიყავით. გუნდში ოთხი ბიზნესმენი მოვიდა – ქობულეთელები ჯუმბერ გოგიტიძე, რუსლან მაცარიშვილი და თბილისელი ბიჭები – გიორგი გოგისვანიძე და გიორგი თბილელი. ეს ოთხი ადამიანი „შუქურას“ გვერდში დაუდგა, რაც გუნდს დაეტყო და ლიგაში ადგილი დავიბრუნეთ,“ – ამბობს რევაზ ჩელებაძე. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელმა გუნდის პრობლემებზეც ილაპარაკა: „ამ ხალხის დახმარებით, ფეხბურთის ფონდის დარიცხულ თანხას 300-400 ათას დოლარი ემატება, რაც გუნდისთვის დიდი შვებაა. ეს ხალხი ყველანაირად გვერდში გვიდგას, მაგრამ გლობალურად ჩვენი ფინანსებით ფეხბურთში ამით რა უნდა გააკეთო? „ლოკომოტივმა“ მოსკოვოს „დინამოს“ რომ მოუგო, წლიურად 60 მილიონი ევროთი აფინანსებენ, რაც ჩვენი ფეხბურთის სამი-ოთხი წლის ბიუჯეტია. ასეთი ბიუჯეტით წინსვლა ძალიან რთულია“. The post საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე – „შუქურას“ დასახმარებლად ოთხი ბიზნესმენი მოვიდა #1TVSPORT appeared first on 1TV.
  6. ჯაბა კანკავას კლუბი „ვალანსიენი“ საქართველოს ნაკრებში არ გამოუშვებს – ასეთი დასკვნის გაკეთება საფრანგეთის პროფესიული ლიგის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება. მსგავსი: ვილი სანიოლი - კანკავა უახლოეს სამ მატჩში კაპიტანი იქნება, მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს #1TVSPORT „საფრანგეთის ორი წამყვანი საფეხბურთო ლიგის (ლიგა 1, ლიგა 2) კლუბებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებზე არ გაუშვან. ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ევროკავშირის საზღვრებისა და ევროპის ეკონომიკური ზონის დატოვება მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში პანდემიის გამო ეკრძალებათ“, – წერია საფრანგეთის პროფესიული ლიგის ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ეს უშუალოდ შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, რომელიც ლიგა 2-ის „ვალანსიენში“ დეკემბერში გადავიდა. არადა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. The post ჯაბა კანკავას ფრანგული კლუბების აკრძალვა გადაეღობა – კაპიტანი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდეს #1TVSPORT appeared first on 1TV.
  7. დღეს „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „ჰიუსტონი“ დაამარცხა, თუმცა „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის აღნიშნულ თამაშში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მესამე მეოთხედის ბოლოს კარი სამქულიანი ტყორცნის შემდეგ სტეფ კარი პარკეტზე ცუდად დახტა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ნათლად ჩანდა, რომ „ვორიორზის“ ლიდერი ძლიერ ტკივილს განიცდიდა. The best view of Steph Curry’s awkward late third quarter fall from @NBCSWarriors. Stumbled into an empty area of Houston bench, landed on tailbone, left the game. pic.twitter.com/nbLvkPnH4V — Anthony Slater (@anthonyVslater) March 18, 2021 მოგვიანებით „გოლდენ სტეიტის“ პიარ გუნდმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა. კარის ტრავმის სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი. Stephen Curry (tailbone contusion) will not return to tonight’s game. — Warriors PR (@WarriorsPR) March 18, 2021 შეგახსენებთ, რომ „ვორიორზი“ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. მთელი სეზონის მანძილზე სტივ კერის გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, კლეი ტომპსონის გარეშე ასპარეზობს. არის შანსი, რომ „გოლდენ სტეიტს“ სეზონის დასრულება კარის გარეშეც მოუწიოს. The post სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  8. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა. მსგავსი: პრესკონფერენცია | ვილი სანიოლი - შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან სათამაშოდ #1TVSPORT „ძალიან მინდა, რომ ეს სამი მატჩი კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება. გვიხარია კვარაცხელიას თამაშის ხილვა და მინდა, რომ გაიბრწყინოს. ახლა მთავარია, მწვრთნელი ჩამოყალიბდეს ვის დაეყრდნოს. დასანანია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, გული მისკდება, როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, იგი დაიკარგოს.“ გადაცემის წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა საკუთარი ტრავმა გაიხსენა – 1980 წელს ნოვიკოვმა რომ ჩამარტყა, დაახლოებით ისეთი დაზიანება მივიღე, როგორიც ახლა ჩაკვეტაძეს აქვს. რთული ტრავმა არაა. „ძალიან კარგი, თუ რთული ტრავმა არ არის. ეს ჩაკვეტაძე უნდა მობრუნდეს. ნორმალური ნაკრები გვყავს, მაგრამ ძალიან ძლიერ გუნდებს ვხვდებით. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოპ-ჩემპიონატში ფეხბურთელი არ გვყავს. ბევრიც ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს“, – დასძინა რევაზ ჩელებაძემ. The post საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე – ძალიან მინდა, ეს სამი მატჩი კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება #1TVSPORT appeared first on 1TV.
  9. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ფილადელფიამ“ საკუთარ არენაზე „მილუოკის“ უმასპინძლა და ოვერტაიმში, ოთხი ქულის სხვაობით, ანგარიშით 105:109 დამარცხდა. „სიქსერსი“ კვლავ ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობდა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულა დააგროვა ახალგაზრდა დონტე დივინჩენცომ. 19 ქულით დაასრულა მატჩი ჯრუ ჰოლიდეიმ. „ფილადელფიას“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ტობაიას ჰარისის ანგარიშზეა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ბენ სიმონსმა (13 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი). 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა დვაიტ ჰოვარდს. „ფილადელფიას“ „ბრუკლინის“ მსგავსად 28 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. „მილუოკი“ 26 მოგებითა და 14 მარცხით მესამე პოზიციაზეა. დეტროიტი – ტორონტო 116:112 ინდიანა – ბრუკლინი 115:124 ვაშინგტონი – საკრამენტო 119:121 კლივლენდი – ბოსტონი 117:110 ჩიკაგო – სან ანტონიო 99:106 ჰიუსტონი – გოლდენ სტეიტი 94:108 მემფისი – მაიამი 89:85 დენვერი – შარლოტი 129-104 დალასი – კლიპერსი 105-89 The post „მილუოკიმ“ სტუმრად „ფილადელფია“ დაამარცხა – იანისი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  10. კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ხშირად იცვლება მატჩების თარიღი. მსგავსი: ჩემპიონთა ლიგა | 23 წუთში 25 ქულა - შერმადინი ლატვიელებმა ვერ შეაჩერეს [ვიდეო] #1TVSPORT გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მე-19 ტურში ბასკეთში ითამაშა და „გიპუსკოასთან“ 87:89 დამარცხდა. ამ ტურის გადადებული მატჩები ორიოდე დღის წინ გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა. „შერმადინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა, 15 მცდელობიდან 13 ორქულიანი(!) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (+33) 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ტურში ყველა კალათბურთელზე მაღლა იდგა,“ – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე. El premio que tenía pendiente @gioshermadini… 3⃣3⃣ valoración Jugador de la Jornada 19#LigaEndesa | @CB1939Canarias | #ÚneteAlMejorEquipoEnMovistar pic.twitter.com/2N31hHZuLN — Liga Endesa (@ACBCOM) March 17, 2021 The post შერმადინი ესპანეთში მე-19 ტურის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.