Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'დაკავშირებით' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • ხელოვნება & კულტურა
    • კიბერსამყარო
    • განათლება & მეცნიერება
    • ეკონომიკა & ბიზნესი
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • მოდა & თავის მოვლა
    • კულინარია
    • სპორტი & თამაშები
    • ბუნწიაღი
    • ზეზვა & მზია
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა. პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო. გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
  2. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”. მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანის ნაცვლად, რაც ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს და რაც ჯერჯერობით არ არსებობს, საქართველომ სექტორულ ინტეგრაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. საქართველოს წარუმატებლობამ, რომ 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ევროკავშირში ბევრს არსებული რეალობა დაანახა, განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ მანამდე ევროკავშირი მიჩვეული იყო იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში საუკეთესო იყო. კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა შევიდეს პარლამენტში და მმართველ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმაზე. საქართველო ევროპარლამენტის „სრული მხარდაჭერით“ ისარგებლებს, სანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პირობას დაიცავს, განაცხადა მან. კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ლუკ დევინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ამ უკანასკნელისთვის „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე საშუალება, რომ არაკომპეტენტური ან კორუმპირებული მოსამართლეების შესაძლო არსებობას გაუმკლავდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ რიგი დანიშვნები, რომლებიც სწორი მიმართულებით არ წავიდა“, განაცხადა მან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევა ჰქონდა მხედველობაში. ლუკ დევინმა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეა, განაცხადა, რომ საქართველომ ფუნქციონალური დემოკრატია უნდა ააშენოს იმისათვის, რომ ევროკავშირმა მასთან ურთიერთობა განავითაროს. „ფუნქციონირება ნიშნავს, რომ დიახ, არსებობს უთანხმოებები, დებატები, წინააღმდეგობა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს ინსტიტუციების შიგნით და არა გარეთ“, – დასძინა მან.
  3. Blockchain ჯგუფი, INATBA ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეგულაციების გამო კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას. ევროკომისიის კრიპტოვალუტის საკანონმდებლო წინადადების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ, Blockchain პროგრამების საერთაშორისო ასოციაციამ INATBA-მ გამოაქვეყნა ანგარიში დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით. INATBA-მ ჯერ კიდევ 6 თვის წინ გამოაქვეყნა ამავე შინაარსის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იყო: “პრობლემას წარმოშობს ის ფაქტი, რომ ინოვაციური ინდუსტრია შესაძლოა, ძვირადღირებული და რთული იურიდიული მოთხოვნებით, დაიტვირთოს”. ამის პარალელურად, Blockchain ჯგუფი, რომელსაც რიპლი და ConsenSys-ი უჭერენ მხარს, ამტკიცებს, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო წინადადება მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს ფინანსური ეკოსისტემის მოქმედ პირებს. აღნიშნული წინააღმდეგობა ხშირად ეყრდნობა შესაბამისობის ღირებულებას, რომელიც დაკავშირებულია მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილ ფართო ფინანსურ და მომხმარებელთა გამჟღავნების რეჟიმებთან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეგულაციების საერთო ხასიათის მიუხედავად, რეგულაციების დამტკიცების შემთხვევაში, ინდივიდუალური ეროვნული რატიფიკაცია საჭირო იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში მთელ მსოფლიოში ამოქმედდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ექვსი დირექტივა. დირექტივების დიდი ნაწილი უსაფრთხოების საკითხთან არის დაკავშირებული. The post INATBA რეგულაციებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. Blockchain ჯგუფი, INATBA ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეგულაციების გამო კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას. ევროკომისიის კრიპტოვალუტის საკანონმდებლო წინადადების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ, Blockchain პროგრამების საერთაშორისო ასოციაციამ INATBA-მ გამოაქვეყნა ანგარიში დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით. INATBA-მ ჯერ კიდევ 6 თვის წინ გამოაქვეყნა ამავე შინაარსის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იყო: “პრობლემას წარმოშობს ის ფაქტი, რომ ინოვაციური ინდუსტრია შესაძლოა, ძვირადღირებული და რთული იურიდიული მოთხოვნებით, დაიტვირთოს”. ამის პარალელურად, Blockchain ჯგუფი, რომელსაც რიპლი და ConsenSys-ი უჭერენ მხარს, ამტკიცებს, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო წინადადება მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს ფინანსური ეკოსისტემის მოქმედ პირებს. აღნიშნული წინააღმდეგობა ხშირად ეყრდნობა შესაბამისობის ღირებულებას, რომელიც დაკავშირებულია მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილ ფართო ფინანსურ და მომხმარებელთა გამჟღავნების რეჟიმებთან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეგულაციების საერთო ხასიათის მიუხედავად, რეგულაციების დამტკიცების შემთხვევაში, ინდივიდუალური ეროვნული რატიფიკაცია საჭირო იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში მთელ მსოფლიოში ამოქმედდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ექვსი დირექტივა. დირექტივების დიდი ნაწილი უსაფრთხოების საკითხთან არის დაკავშირებული. The post INATBA რეგულაციებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. ონლაინ გამოცემა Cointelegraph-მა სარვამარტო კონფერენცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო სექტორის წარმატებული ქალები. კონფერენციის მიზანი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება იყო. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, გენდერული უთანასწორების მიმდინარე მოცემულობით გათანაბრებას დაახლოებით ერთი საუკუნე დასჭირდება. ამ ფონზე, “ქალთა საერთაშორისო დღე” აღნიშნავს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მიღწევებს. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით Cointelegraph–მა მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც ეხებოდა კრიპტო სექტორის გავლენიანი ქალების გამოცდილების გაზიარებას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: Avandis Consulting–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ანინო ემუვა, Efi Pylarinou, Blockchain-ისა და ფინტეკის საკითხში მრჩეველი – ეფი ფილარინოუ, Coinmarketcap-ის კონტენტ მენეჯერი – მოლი ჯეინ ცუკერმანი, OKEx–ის კონტენტ ხელმძღვანელი – ოლივია კაპოზალო, Cointelegraph–ის რეპორტიორი და პოდკასტერი – რეიჩელ ვოლფსონი, Utrust-ის გენერალური დირექტორი – სანჯა კონი, Cointelegraph-ის მთავარი ტექნოლოგიური სპეციალისტი – ელისა შევანსკი და Nexo–ს დამფუძნებელი გუნდის წევრი, VIP ურთიერთობების მენეჯერი – თეოდორა ათანასოვა. მრგვალ მაგიდას უძღვებებოდა ქრისტინა ლუკრეზია-კორნერი – მასპინძელი ონლაინ გამოცემის მმართველი რედაქტორი. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად კონფერენციაზე ასევე განიხილეს გენერული თვალსაზრისით Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სარგებელი, სტერეოტიპების დაძლევის გზები და ციფრული სექტორის მომავალი. The post ონლაინ კრიპტო ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მოაწყო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.