Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ამბიციების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეამციროს ამბიციები და „მართოს მოლოდინები“, რადგანაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებთ, აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა 27 მაისს გამართულ საპანელო დისკუსიაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა იქნება შემდეგ?”. მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ წევრობაზე განაცხადის შეტანის ნაცვლად, რაც ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს და რაც ჯერჯერობით არ არსებობს, საქართველომ სექტორულ ინტეგრაციაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. საქართველოს წარუმატებლობამ, რომ 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ევროკავშირში ბევრს არსებული რეალობა დაანახა, განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ მანამდე ევროკავშირი მიჩვეული იყო იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობაში საუკეთესო იყო. კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა შევიდეს პარლამენტში და მმართველ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმაზე. საქართველო ევროპარლამენტის „სრული მხარდაჭერით“ ისარგებლებს, სანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პირობას დაიცავს, განაცხადა მან. კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან, ლუკ დევინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და ამ უკანასკნელისთვის „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე საშუალება, რომ არაკომპეტენტური ან კორუმპირებული მოსამართლეების შესაძლო არსებობას გაუმკლავდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ რიგი დანიშვნები, რომლებიც სწორი მიმართულებით არ წავიდა“, განაცხადა მან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევა ჰქონდა მხედველობაში. ლუკ დევინმა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეა, განაცხადა, რომ საქართველომ ფუნქციონალური დემოკრატია უნდა ააშენოს იმისათვის, რომ ევროკავშირმა მასთან ურთიერთობა განავითაროს. „ფუნქციონირება ნიშნავს, რომ დიახ, არსებობს უთანხმოებები, დებატები, წინააღმდეგობა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს ინსტიტუციების შიგნით და არა გარეთ“, – დასძინა მან.