Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ახალი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

  1. ვიდეოთამაშების მედიუმი ძალიან დიდია და ბევრის გასაქანს იძლევა, მაგრამ ერთერთი მთავარი არის ჩემთვის თხრობის პროცესის, რომელზეც აქამდე ვერცერთ სხვა მედიუმს პრეტენზია ვერ ექნებოდა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ყველა სხვა შემთხვევაში პასიური მიმღები ხარ გამოცდილების, რაც უბრალოდ არ მუშაობს ზოგჯერ. ანიმაციას რამდენადაც კინომატოგრაფიაზე ზემოთ ვაყენებ, იმდენად ანიმაციის ზემოთ ვაყენებ ვიდეო თამაშებს რომლებშიც აქცენტია თხრობაზე. Disco Elysium როცა ვითამაშე პირველად, უბრალოდ თვალში მომხვდა და იმიტომ, ჯერ არ ჰქონდა მუხლზე გადაღუნული ყველა დაჯილდოების ცერემონია. მოულოდნელი იყო ისე წამავლო ხერხემალში ხელი. ერთერთ დასასრულში ერთი მომენტია, არ ვიტყვი, არ დავასპოილერებ, ერთი ფრაზა ჟღერდება მოკლედ, შიგ ემოციურ კრეშენდოში, მახსოვს გულიანად ვიცინოდი და ვტიროდი ერთდროულად. სიცოცხლის პიკი იყო. არც კინოს მოუხერხებია ეგ, არც წიგნს, არც მუსიკას, დ.ა.შ. მიხარია რომ იმ დროს დავიბადე როცა დავიბადე მოკლედ. ბევრი კარგი რამეა წინ.
  2. ვინმეს გაქვთ? ისეთი შეურაცხმყოფელიაზ არც კი მოვიზომე. სულ ახალიც არ არის, მაგრამ თავისი ეშხი დაკარგა. მე მაინც იმ ძველი სტილის თაყვანისმცემელი ვარ, ყველაფერს რომ უხდება და ყველა სტილზე მხატავს
  3. დაგვემატა ერს სასწავლად გაჩერებაზე შენზე წინ მისულს რომ არ უნდა გადააფრინდე თავზე ნაგლად, მიუხედავად იმისა, გეჩქარება თუ არა თორე ვინმე ჩემნაირი ჩამოგსვამს უკვე მოკალათებულს
  4. მზადება დავიწყეთ ბადეზეც გაუშვით ფიფქებიიიი ❄️❄️❄️❄️
  5. https://www.gettr.com/ ტვიტერის ცენზორის ამბების შემდეგ ეს საიტი სულ უფრო პოპულარული ხდება
  6. ვინც არ იცით გეტყვით რომ ახალი წელი თქვენზე მეტად მიყვარს! მაგრამ არ მევასება მისი თანმხლები მოვლენები ზოგადად გადავსებული სუფრა არ მიყვარს, შესაბამისად ახალი წლის სუფრაც მაღიზიანებს საიდან მოვიდა ეს ტრადიცია რომ ამდენი საჭმელი უნდა დაყარო, რომელსაც ოჯახიც კი ვერ გაუმკლავდება თუ სტუმრები არ დაგეხმარენ რაღაც ზომიერება უნდა დაიჭირო ალბათ რა ოჯახში რომ არის ფუსფუსი ასწორებს და რამე, მაგრამ რისთვის იწევა ამდენი ხარჯი და ენერგია მოკლედ, უფრო თხლად უნდა ვხვდებოდეთ იმჰო
  7. ირაკლი მანჩხაშვილი, იგივე „ბეთხო“, ის მუსიკოსია, რომელიც დროთა განმავლობაში შემოქმედებითად იზრდება და იხვეწება. მუსიკა მისი სახლია, სადაც იგი ცხოვრობს. ყველა პროექტში, სადაც კი ბეთხო მუსიკის შექმნაში მონაწილეობდა და მონაწილეობს, ნაწარმოებები განსაკუთრებულ მელოდიურ ჟღერადობას იძენენ. ასე იყო ეს ადრე ჯგუფ Catch The Cloud-ში, რომლის სიმღერებსაც „იუთუბზე“ ათიათასობით ნახვა დაუგროვდა, ასეა The BearFox-ში, რომლის ვიდეოებსაც უკვე ასიათასობით ნახვა აქვს და ასევეა მის სოლო შემოქმედებაშიც. ირაკლი ძალიან კარგად ფლობს ელექტრონულ ინსტრუმენტებს. იგი მეტად ატმოსფერულ, მელოდიურ და ჰარმონიულ, მშვენივრად არანჟირებულ მუსიკას ქმნის. სწორედ რომ ქმნის – არ მინდა, დღეს მოდაში შემოსული ტერმინი – „მუსიკას აკეთებს“ გამოვიყენო, რადგან ეს ტერმინი კონვეიერულ პოპ მუსიკას უფრო მიესადაგება, ვიდრე იმას, რასაც ბეთხო ქმნის. ირაკლი მანჩხაშვილს ელექტრონული ინსტრუმენტებით შესანიშნავი ემბიენტური ნაწარმოებები აქვს შექმნილი, თუმცა მის ბოლო მინიონში (ანუ იგივე EP – მცირე ალბომი) „დაისი“ ანალოგური ელექტრონული ჟღერადობა მხოლოდ ფონისთვისაა გამოყენებული. მთელი ალბომი კი წარმოადგენს მუსიკოსის ურთიერთობას კლავიშებიან ინსტრუმენტთან, რომელიც ადრე თითქმის ყველა ქართულ ოჯახში იდგა – პიანინოსთან. დღეს მის ადგილს თანდათან ციფრული ელექტროპიანინოები იკავებენ. ზოგადად, ბეთხოს ძალიან მოსწონს რეტრო ანალოგური ჟღერადობა – The BearFox-ის ბოლო ალბომში და საკუთარ ემბიენტურ ნამუშევრებში მან სპეციფიკური ჟღერადობის მისაღებად აუდიოკასეტებზე დამუშავებული ხმებიც კი გამოიყენა. ამ მინიონის ძირითად მუსიკალურ განწყობას სწორედ აკუსტიკური, უბრალო პიანინო ქმნის, რომელიც მუსიკის გარდა, გამოსცემს მექანიკურ ხმებსაც, ზოგჯერ ჭრიალებს, ხრჭიალებს და ეს ამ ნამუშევარში მეტად ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის. „დაისი“ ნამდვილად კიდევ ერთი ეტაპია ირაკლი მანჩხაშვილის შემოქმედებითად ზრდის პროცესში. იგი გაცილებულია მხოლოოდენ ემბიენტურ ჩარჩოებს და მასში კარგად იგრძნობა თანამედროვე კლასიკური მუსიკის (ე.წ. კონტემპორარი კლასიკის) სუნთქვა, რაც მუსიკოსის მხრიდან უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. „დაისი“ – ესაა ბეთხოს შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, რომელსაც იგი მსმენელს აუღელვებლად უზიარებს და თუ თქვენ მსგავსი მუსიკა მოგწონთ, აუცილებლად იგრძნობთ იმ ენერგეტიკას, რაც ავტორმა ამ ნამუშევარში ჩადო. პიანინო კიდევ, ჩემი აზრით, უკეთილშობილესი ინსტრუმენტია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობია. მისი ხმა არაა ისე იდეალური, როგორც როიალის, მაგრამ ძალიან თბილი და ალბათ ყველა ინსტრუმენტზე უფრო ახლობელია. მინიონი „დაისი“ 6 საფორტეპიანო ნაწარმოებისგან შედგება, რომელიც მუსიკოსმა ძველ პიანინოზე, რომლის არსებობაც აღარავის ახსოვდა, ერთი ამოსუნთქვით და ერთი განწყობით ჩაწერა. ეს კომპოზიციებია: „მე მქვია დაისი“, „ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს“, „ყველაფერი, რაც გიყვარდა, ერთ დღეს გაქრება“, „მოგზაურობა სიმარტოვისაკენ“, „ყოველთვის იქნება სინათლე“ და „დაისი“. საინტერესოა, რომ თითოეულ სიმღერას ბეთხომ ფოტოგაფორმება მიუსადაგა, რომელთა ავტორი და დიზაინერიცაა Saniday. უნდა ითქვას, რომ ფოტოებიც კი ანალოგურია, ანუ არაციფრული. ზოგადად, მუსიკის უდიდესი ხიბლი ისაა, რომ მისი მოსმენისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ წარმოიდგინოს, რომელიც მისი ავტორის ჩანაფიქრს არც კი დაემთხვეს. მაგრამ ეს მთავარი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკამ ჩაგითრიოს და ამით კონტაქტი შედგეს კომპოზიტორთან. ბეთხოს „დაისის“ მუსიკა ზუსტად ასეთია – იგი ითრევს მსმენელს და თან შეუძლია ამოგზაუროს იმ სამყაროში, სადაც მანამდე ჯერ არ ყოფილა. ეს შეიძლება იყოს ბეთხოს სამყარო, ან თქვენი სამყარო, რომელიც თქვენ ამ მუსიკის საშუალებით აღმოაჩინეთ. მთლიანი მინიონის (მინი-ალბომის) მოსმენა: YouTube-ზე სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
  8. რა მაინტერესებს, ფორუმ.გე -ზე რო მოდერატორები არიან , აქაც იგივე სასტავია თუ აქ სამართლიანადაა ყველაფერი? თუ აქაც იგივე ხდება პირდაპირ თქვით, არ დამიმალოთ და ჩემით გავალ. იმ ფორუმზე მოდერატორი სატურნია თუ ვიღაცა სირბანჯოა, მაგაზე უსამართლო და ნაბოზვარი ადამიანი მართლა არ მეგულება არავინ არსად და ეგ თუ აქაც მოდერატორია და მაგის დედაც... მესმის პატარა მიკერძოებულობა, კარგი ავიტანთ როგორმე, მაგრამ ესე პირდაპირ ცინიკური უსამართლობის დედა ვატირე, ფორუმი კი არა სექტაა. ======= რავი თუ რამე წესები დავარღვიე წაშალეთ ეს თემა, ოღონდ ჯერ გამარკვიეთ და გამეცით ვინმემ პასუხი...
  9. 03.07.2021 08:07 ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფიის წარსადგენად ემზადება, მიზანი რეგიონში ევროკავშირის როლის გააქტიურება და მეტი ჩართულობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მისივე ბლოგში წერს. „რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ბორელი ამ საკითხს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და რუმინეთიდან, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ძალიან საჭირო ვიზიტი დაასრულეს. ისინი ჩემი სახელით ჩავიდნენ იქ ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნიშნად. მრავალი კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონში, სადაც ევროკავშირის ინტერესები რისკის ქვეშაა. Europetime წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ: საგარეო საქმეთა საბჭოში (Gymnich) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტები. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ დავავალე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამ მინისტრს, ჩასულიყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩემი სახელით. მათ თან ახლდა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მაიკლ ზიბერტი. ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე მინისტრის ჩემი სახელით გამგზავრების პრაქტიკა სულ უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო რამდენჯერმე იმყოფებოდა სუდანში და ანგარიშს აბარებს ყველა წევრ ქვეყანას. ეს კარგი გზაა მიდგომის - „Team Europe" შესაქმნელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ადგილზე უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანი. მოხარული ვიყავი, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ რეგიონში. აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასიამ ასეთი ვიზიტი და ევროკავშირის დღის წესრიგის მხარდაჭერა დაიმსახურა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნობით. მართლაც, მე მივესალმე იმ ქმედებებს, რომლებსაც ხელი შეუწყო საქართველომ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 12 ივნისს გაათავისუფლა 15 სომეხი დაკავებული, ხოლო სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. მინისტრებმა ამ ქვეყნების ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი გადასცეს: ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირების გამყარების პარალელურად; ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობასა და ინკლუზიურობას. სამხრეთ კავკასია არის რეგიონი ევროპისა და შუა აზიას გზაჯვარედინზე, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ რეგიონში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დაწყებული რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სატრანსპორტო დერეფნების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ, რეგიონის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის როლი უნდა განვავითაროთ. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაშია გადაუჭრელი კონფლიქტები. 44-დღიანმა ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად, დაარტყა რეგიონს და შეცვალა რეგიონული ბალანსი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინებია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი იტვირთოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირმა შუამავლობით მიიღო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2008 წელს და ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველოს უსაფრთხოებაში და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია ადგილზე 2009 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობით, ნდობის შენებისა და განმტკიცების უდიდესი კონტრიბუტორია. ევროკავშირი პირდაპირ არასოდეს იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (საფრანგეთი, აშშ, რუსეთი) ხელმძღვანელობით განიხილებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი პასიურია: ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეებს ნდობის აღდგენის ზომების გამოყენებაში, როგორიცაა პროექტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, საზოგადოებრივ დონეზე განხორციელდა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვიყავით ჩართული გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს: მე ბევრჯერ ვესაუბრე ორივე ქვეყანაში კოლეგებს და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რათა კონფლიქტის დასრულებისთვის შემეწყო ხელი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა რჩება საუკეთესო გზა ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამასთან, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ძალისხმევას და მზად ვართ, უფრო მეტად ჩავერთოთ. ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეგიონთან ურთიერთობისთვის არის აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამ პარტნიორს და ევროკავშირს. ეს არის ჩარჩო, რომელიც ეხმარება პარტნიორებს, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის კონფრონტაციული და შეუძლია, გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული გზებით, გააუმჯობესოს მმართველობა და შექმნას მეტი კავშირები პარტნიორ ქვეყნებში. ახლა ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა გაგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატი, ხოლო საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მის, როგორც ასოცირებული ქვეყნის სწრაფვას. ევროკავშირს აქვს ხედვა რეგიონისთვის შესათავაზებლად და ის არის სანდო რეფორმატორი პარტნიორი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არიან ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ შიშის და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ არამხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამი ქვეყნის ლიდერებმა შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ მათ სურთ, უფრო მეტი ჩართულობა რეგიონში. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კავშირის საკითხებში და რომ ისინი აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ამ ძალიან კარგი და დასაფასებელი ვიზიტის შემდეგ, მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ამ ვიზიტზე აზრთა გაცვლის დაწყებით, რომელიც მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, 12 ივლისს იგეგმება. ps. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა 02.07.2021 16:07 6-9 ივლისს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა. „მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. = ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება 02.07.2021 16:07 საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელი შეეწყობა დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს უპრეცედენტო გამოწვევებს, დღეს არსებულ შესაძლებლობებს და რომელიც მომავალზე მორგებულია. ჩვენი მუშაობისას ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. = ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა 02.07.2021 16:07 ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. როგორც სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა. „დღეს ევროკომისიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს ინიციატივა, უახლოეს წლებში როგორ წავწიოთ წინ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. დღევანდელი ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
  10. Edison Research: 2020-ის არჩევნებზე "ოცნების" ამომრჩეველთა 17% ადგილობრივზე გახარიას პარტიას უჭერს მხარს 24 ივნ 202121:02 Edison Research-ის კვლევის შედეგად ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდამჭერთა 17% ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალ პარტიას "საქართველოსთვის" დაუჭერს მხარს. კვლევისას გამოკითხულთა მხოლოდ 65% ამბობს, რომ წინა არჩევნების მსგავსად, ისევ ქართულ ოცნებას დაუჭერს მხარს. ოცნების ამომრჩეველთა 3% კი ხმას ადგილობრივ არჩევნებში ენმ-ს მისცემდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. = Edison Research: ოცნება - 32%, ენმ - 24%, საქართველოსთვის - 13%, სტრატეგია - 4%, ლელო - 4% 24 ივნ 202120:55 1150 "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" - Edison Research-ის კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება - 32%; ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 24%; გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 13%; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი - 4%; ლელო - 4%; შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%; დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 3%; ლევან ვასაძე - ერი - 3%; ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%; გირჩი - 2%; ანა დოლიძე - ხალხისთვის - 2%; ალექსანდრე ელისაშვილი - მოქალაქეები - 2%; ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - გიგა ბოკერია - 1%; ელენე ხოშტარია - დროა - 1%; ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%; ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის - <1%; თავისუფალი საქართველო - <1%; დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა <1%; ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია - <1%. ალოკაციის გარეშე კი ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ქართული ოცნება - 25%; ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 19%; გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 10%; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი - 3%; ლელო - 3%; შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%; დავიუთ თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 2% გირჩი - 2% ლევან ვასაძე - ერი - 2%; გიგა ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1% ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%; ელენე ხოშტარია - დროა - 1%; ალექსანდრე ელისაშვილი - მოქალაქეები - 1%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%; ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%; ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის - <1%; კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო - <1%; ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია - <1%. დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა - <1% რაც შეეხება დედაქალაქს, მონაცემები, ალოკაციით, შემდეგნაირად ნაწილდება: ალოკაციის გარეშე, თბილისში პარტიებს მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები აქვთ: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. = Edison Research: ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს 24 ივნ 202121:08 11654 Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს. მოსახლეობის პასუხები, კანდიდატთა სამეულის სხვადასხვა ვერსიის შემთხვევაში, შემდენაირად განაწილდა: კახა კალაძე - 32% ნიკა მელია - 17% გიორგი გახარია - 15% კახა კალაძე - 42% გიორგი გახარია - 20% ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე - 10% კახა კალაძე - 39% გიორგი გახარია - 21% ელენე ხოშტარია - 12% კახა კალაძე - 40% გიორგი გახარია - 20% ალეკო ელისაშვილი - 8% კახა კალაძე - 41% გიორგი გახარია - 20% გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 10% კახა კალაძე - 42% გიორგი გახარია - 20% ბადრი ჯაფარიძე - 8% კახა კალაძე - 41% გიორგი გახარია - 22% შალვა ნათელაშვილი - 9% იმ შემთხვევაში, როცა რესპონდენტებს კონკრეტული პერსონების ნაცვლად, არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ძალების/გაერთიანების კანდიდატებს შორის უწევთ, შედეგები ასე ნაწილდება: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 34% ქართული ოცნების კანდიდატი - 30% გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი - 13% საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. = Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს და არჩევანი შემდეგ კანდიდატებს შორის იყოს გასაკეთებელი, მოსახლეობის მხარდაჭერა ასე ნაწილდება: გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 34% ქართული ოცნების კანდიდატი - 30% გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი - 13% საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. = Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და არ სურს, ქართულმა ოცნებამ 43% მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებზე. ამავე თემაზე, მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუკი ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. = Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი; გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის მიმართ აქვს დადებითი განწყობა; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ. სიაში შემდეგ მოდის გიორგი ვაშაძე, რომლის მიმართ 43%-ს აქვს დადებითი განწყობა; ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მიმართ კი 38%-ს აქვს დადებითი განწყობა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
  11. მიზანი რა არის ამ გამწვავების? ორივე ვერსია მესმის ძირითადად. ნატოს უკრაინაში შესვლის შეკავება და უკრანის პირდაპირი დიალოგი სეპარატისტებთან. მოკლე ქრონოლოგია ვიცით. აღმოსავლეთ უკრაინაში ხდებოდა მობილიზაცია და შეთანხმების დარღვევა, სტრატეგიული წვრთნების ეგიდით, 30 მარტს უკრაინის გენშტაბის უფროსმა განაცხადა მობილიზაციის შესახებ. 31 მარს მერკელმა და მაკრონმა ისაუბრეს პუტინთან ონლაინ უკრაინაზე. საფრანგეთმა ცალსახად მოსთხოვა რუსეთს, აიღოს პასუხისმგებლობა სიტუაციის ნორმალიზებაზე. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ესკალაციაში და მოუწოდებს, სეპარატისტებთან მოლაპარაკებას დათანხმდნენ. ზელენსკი ამბობს, რომ ეს სამხედრო აქტივობები უკრაინის დასაშინებლადაა. პესკოვმა, ჩვენს ტერიტორიაზე როგორც გვინდა, ისე გადავადგილდებითო. მანამდე იყო პენტაგონის შეფთან კონტაქტი, რომელმაც დაგმო რუსეთის პროვოკაციები. მერე ბაიდენთან ზარი, https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2021/04/02/readout-of-president-joseph-r-biden-jr-call-with-president-volodymyr-zelenskyy-of-ukraine/ რომელმაც, როგორც ზელენსკი ამბობს, დაარწმუნა, რომ მარტო არ დარჩება უკრაინა რუსეთთან და ამერიკის იმედი უნდა ქონდეს დღეს უკვე ზელენსკის ელაპარაკნენ მაკრონი და მერკელი პუტინის გარეშე. მარა მანამდე ორივე მხარეს მოუწოდეს, დაშოშმინდნენ ესტონეთის პრეზიდენტმა ჯიგრულად მიაწუწა ორივეს თავის ტვიტში ევროპარლამენტმაც მოუწოდა რუსეთს დასპაკოინდეს http://austrevicius.lt/assets/Laiskai/Statement-in-reaction-to-Russias-military-build-up-in-eastern-Ukraine.pdf ხო კიდე იყო ეუთოს წარმომადგენლის გამოგზავნა და გაეროსთვის მიმართვა, მარა ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები მგონია პს. https://www.apn.ru/index.php?newsid=39557 იყოს სტრელკოვის პრედიქშენიც. Ещё один транспортник ВВС США С-17 (борт 06-6161) под покровом ночи следует из базы НАТО Рамштайн в киевский аэропорт Борисполь с грузом военного назначения. Раньше так часто не летали... Украина продолжает передислокацию боевых частей в восточный регион. Очередной состав военной техники замечен на западе страны в городе Хмельницкий.
  12. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 23 აპრილს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. შალვა ლომიძე 2020 წლის იანვრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფრომა, ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა, ამავე უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მანამდე, 2014-2020 წლებში კი – იგი ამავე სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე მსახურობდა. უფრო ადრე, ლომიძე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, ასევე ამავე უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. აგრეთვე, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით. ასევე წაიკითხეთ: ლევან იზორია დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და გერმანიაში ელჩად განიხილება დაზვერვის სამსახურის უფროსად ლევან იზორია დაინიშნა
  13. ვენეციის კომისიამ 20 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში განაცხადა, რომ ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება. კომისიის თქმით, სპეციალური მმართველების ძალაუფლება „იმდენად ფართო და გადაჭარბებულია, რომ როგორც ჩანს, მათ [კომპანიებს] ერთადერთ შეზღუდვად მხოლოდ აქციების გასხვისება რჩებათ იმ ფონზე, როდესაც აქციონერებს კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებსა თუ პროცესებში ხმის უფლება ფაქტობრივად წართმეული აქვთ“. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ის არ იცნობს არცერთ ევროპულ მარეგულირებელ ორგანოს, რომლის ხელშიც ამხელა ძალაუფლება იყოს. საქმე ეხება ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში შეტანილ ორ ახალ დებულებას. ერთ-ერთი მათგანი არის ახალი პუნქტი, რომელიც დაემატა მე-11 მუხლს „კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში“ და რომელშიც ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს, რომ ეს დებულება გააუქმოს, რათა შესაძლებელი გახდეს მარეგულირებლის გადაწყვეტილების შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. რაც შეეხება მეორე დებულებას, 46-ე მუხლს, რომელიც კომისიას კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ის უნდა შეიცვალოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებისა და მის ფორმულირებაში გამოყენებული ტერმინების განმარტების გზით. ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ შესწორებულ მუხლში „მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რომ დებულება არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორი კომპანიის სამაუწყებლო საქმიანობაზე“. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 17 ივლისს მიიღო, რასაც არასამთავრობოებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კრიტიკა მოჰყვა. ამ დრომდე, კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, როდესაც „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. ასევე წაიკითხეთ: კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა პარლამენტმა ელ. კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციის შესახებ კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობენ მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს
  14. ანალიტიკოსმა ვილი ვუმ გამოთვალა, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა ბლოკჩეინზე 35000-მდე ახალი მომხმარებელი ჩნდება, ბირჟებზე კი ეს რიცხვი 100000-ს აღწევს. ანალიტიკოსმა კომპანია Glassnode-ის მონაცემები დაამუშავა და კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების კვლევის ცენტრის მკვლევარების მიერ შემუშავებული კოეფიციენტი გამოიყენა, რომელიც ბლოკჩეინებსა და ბირჟებზე ახალი მომხმარებლების თანაფარდობას გამოხატავს. გრაფიკი ასახავს ბიტკოინის კურსისა და ახალი მომხმარებლების რაოდენობის მაჩვენებელს. დეკემბრის თვის ბოლოს გრაფიკებს შორის თვალსაჩინო კორელაცია იკვეთება. Pink line: The number of new users seen on the blockchain per day. (30d MA) 35,000 new users per day arriving on-chain. Which means exchanges are likely adopting an additional ~100,000 users per day right now. pic.twitter.com/hMYZtGSfqW — Willy Woo (@woonomic) March 17, 2021 უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდა არა მხოლოდ საცალო ინვესტორებს იზიდავს. დარგში ინსტიტუციონალური კაპიტალის მოცულობა ასევე განაგრძობს ზრდას დაახლოებით 37 მილიარდი დოლარიდან 55 მილიარდ დოლარამდე. ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის ყველაზე დიდი კრიპტო კაპიტალის მფლობელად კვლავაც Grayscale Investments რჩება. თებერვლის ბოლოს, ბირჟა Crypto.com-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში კრიპტოვალუტებით 106 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ 2021-ის იანვრის თვეში ეს მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა. წყარო: https://beincrypto.com The post კვლევა:კრიპტოვალუტის ბირჟებზე ყოველდღე 100000-მდე ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  15. ანალიტიკოსმა ვილი ვუმ გამოთვალა, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა ბლოკჩეინზე 35000-მდე ახალი მომხმარებელი ჩნდება, ბირჟებზე კი ეს რიცხვი 100000-ს აღწევს. ანალიტიკოსმა კომპანია Glassnode-ის მონაცემები დაამუშავა და კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების კვლევის ცენტრის მკვლევარების მიერ შემუშავებული კოეფიციენტი გამოიყენა, რომელიც ბლოკჩეინებსა და ბირჟებზე ახალი მომხმარებლების თანაფარდობას გამოხატავს. გრაფიკი ასახავს ბიტკოინის კურსისა და ახალი მომხმარებლების რაოდენობის მაჩვენებელს. დეკემბრის თვის ბოლოს გრაფიკებს შორის თვალსაჩინო კორელაცია იკვეთება. Pink line: The number of new users seen on the blockchain per day. (30d MA) 35,000 new users per day arriving on-chain. Which means exchanges are likely adopting an additional ~100,000 users per day right now. pic.twitter.com/hMYZtGSfqW — Willy Woo (@woonomic) March 17, 2021 უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდა არა მხოლოდ საცალო ინვესტორებს იზიდავს. დარგში ინსტიტუციონალური კაპიტალის მოცულობა ასევე განაგრძობს ზრდას დაახლოებით 37 მილიარდი დოლარიდან 55 მილიარდ დოლარამდე. ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის ყველაზე დიდი კრიპტო კაპიტალის მფლობელად კვლავაც Grayscale Investments რჩება. თებერვლის ბოლოს, ბირჟა Crypto.com-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში კრიპტოვალუტებით 106 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ 2021-ის იანვრის თვეში ეს მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა. წყარო: https://beincrypto.com The post კვლევა:კრიპტოვალუტის ბირჟებზე ყოველდღე 100000-მდე ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  16. ახალი ათონის მონასტერი. მთავარი ტაძარი სიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია), ფუნქციონირებდა 1875-1924 წწ., როგორც 1080 წ. დაარსებული ათონის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის („რუსიკა“) მეტოქი (მეტოქიონი). მისი დაფუძნების იდეა გაჩნდა 1874 წელს, როდესაც ბერძენმა ბერებმა ათონის რუსული საძმო შეავიწროვეს და წმ. პანტელეიმონის მონასტრის ხელში ჩაგდება მოიწადინეს. შექმნილ ვითარებაში, მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაკარიმ და მღვდელმონაზონმა იერონიმემ, თურქეთში რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ნ. იგნატიევს, სთხოვეს შუამდგომლობის აღძვრა ხელისუფალთა წინაშე ქილის ან მონასტრის მოსაწყობად, კავკასიაში მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. ნ. იგნატიევმა ასეთი შუამდგომლობით მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს მიმართა. მ. რომანოვი ყურადღებით მოეკიდა შუამდგომლობას და მოითხოვა წინასწარი ინფორმაცია ბერების რაოდენობისა და გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის შესახებ. საპასუხო წერილიდან (1875 წ. 17 მაისი) გაირკვა, რომ ჩამოსვლას აპირებდა 30 ბერი, რისთვისაც საჭირო იყო დაახლოებით 100-200 დესეტინა მიწა. 1875 წ. 14 ივნისს გადაწყდა, რომ ახალი მონასტრისთვის აფხაზეთში ადგილი თვით ათონელ ბერებს შეერჩიათ. იმავე წლის 26 აგვისტოს ბერები – არსენი, აგაპი და იოანე – თბილისში ჩავიდნენ, 6 სექტემბერს კი სოხუმის განყოფილების უფროსთან გამოცხადდნენ. სწორედ მათ შეარჩიეს ფსირცხაში (ანაკოფიაში) სიმონ კანანელის უძველესი, დანგრეული ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ათონელი ბერები დროებით ბიჭვინთაში დაბინავდნენ და მაშინვე ამ უძველესი ქართული საკათოლიკოსო ცენტრის პანტელეიმონის მონასტრისათვის გადაცემა მოითხოვეს. ფსირცხაში მონასტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა აფხაზეთის ეპარქიის მმართველმა, წმ. მღვდელმთავარმა გაბრიელმა (ქიქოძე), თავის წერილში, რომელიც 1875 წ. 12 ნოემბერს გაუგზავნა ვ. ფრანკინს. მართალია, ის წინააღმდეგობას არ უწევდა და ვერც გაუწევდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ წინასწარ ხვდებოდა, რომ ათონელი ბერები არა იმდენად მისიონერული მიზნებით, არამედ საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩავიდნენ აფხაზეთში. „თავისთავად იგულისხმება, – წერდა წმ. გაბრიელი, – პანტელეიმონის მონასტრიდან საძმოს ნაწილის გადმოსახლება აფხაზეთში მოსახერხებელი და სასარგებლო იყოს არა მარტო საქმოსათვის, არამედ უფრო მეტად სასარგებლო აფხაზეთში მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის. ამისათვის გადმოსახლებულმა ბერებმა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დაფუძნების განზრახვა უნდა განახორციელონ, რათა აფხაზ ყმაწვილებს სოფლის მეურნეობა ასწავლონ, არამედ მათ უნდა მოგვცენ დაპირება, რომ აფხაზეთში მართლმადიდებლობის სასარგებლოდ რაიმე ამაზე მეტი გააკეთონ. სახელდობრ: მათ შესაძლებლობა უნდა მისცენ მსურველებს და ნიჭიერებს თავიანთი რიგებიდან, ისწავლონ პრაქტიკული აფხაზური ენა და მოიზიდონ მისიონერები აფხაზთა შორის მართლმადიდებლური სარწმუნოების საქადაგებლად“. იმავე წერილში აფხაზეთის მღვდელმთავარი აღნიშნავდა, რომ მონასტრის საძმო დაემორჩილება უშუალოდ ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტერს; ამავე დროს, „საძმოს ცხოვრებაზე ზნეობრივი ზედამხედველობა, საეკლესიო კანონების მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს ადგილობრივ საეპარქიო უფროსობას“. ახალი ათონი. წმ. სვიმეონ კანანელის მონასტერი ათონელ ბერებს 327 დესეტინა მიწისა და 200 დესეტინა ტყის მასივი გამოუყვეს. მეორე დღესვე ბერებმა კიდევ 1000 დესეტინა მიწა მოითხოვეს. 1876 წლის 9 თებერვალს მ. რომანოვმა, რომელიც იმავე წლის 26 იანვრიდან მშენებარე მონასტრის საპატიო ქტიტორის წოდებას ატარებდა, მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ მიწის გამოყოფა პირველი რიგის სამუშაოების დასრულებისა და ფსირცხაში დაბინავების შემდეგ მოხდებოდა. სამუშაოებს მღვდელმონაზონი იერონიმე ხელმძღვანლობდა, ხოლო მონასტრის პირველი წინამძღვარი არსენი პეტერბურგსა და მოსკოვს გაემგზავრა და იქიდან უწევდა კოორდინაციას სამონასტრო მშენებლობას. პირველი ტაძარი ღვთისმშობლის ცვა-ფარვის სახელზე 1876 წ. 17 ოქტომბერს აფხაზეთის ეპარქიის უფროსმა ბლაგოჩინმა (მთავარხუცესმა) დეკანოზმა, დავით მაჭავარიანმა აკურთხა. იმავე წლის 17 ნოემბერს მ. რომანოვი უკვე შუამდგომლობდა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის წინაშე ახალი ათონის მონასტრის დამტკიცების თაობაზე და აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის ნახევრად ველური მოსახლეობის ქრისტიანობაზე მოქცევის საქმეში დიდ იმედებს ის ამ სავანის ბერების მოღვაწეობაზე ამყარებდა. 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომმა შეაფერხა მონასტრის მშენებლობა. ჯერ კიდევ 1876 წ. 29 ნოემბერს, ომის საფრთხის მოახლოებასთან დაკავშირებით, გაიცა ბრძანება სამუშაოების შეწყვეტის, სკოლის დახურვისა და ფსირცხის დატოვების შესახებ. ადგილზე დარჩნენ მხოლოდ მღვდელმონაზვნები – იერონიმე და იოანე, აგრეთვე ორი მორჩილი. 1877 წელს მათაც დატოვეს მონასტრის ტერიტორია. 1877 წლის 28 აპრილს აჯანყებულმა აფხაზებმა მონასტრის ახალი შენობა გადაწვეს. ათონელი ბერების ერთი ნაწილი დროებით სოხუმში, სხვები ნებელდასა და გელათში გადავიდნენ, შემდეგ კი საკუთარი სურვილით ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში დაყრილ თუ ავადმყოფ სამხედრო მოსამსახურეებს უვლიდნენ. რისთვისაც მედლები დაიმსახურეს. 1878 წ. ოქტომბერში ფსირცხაში სამშენებლო სამუშაოები განახლდა და სწრაფი ტემპით გაგრძელდა. 1879 წ. 3 თებერვალს ხელახლა აკურთხეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცვა-ფარვის ეკლესია, სადაც ღვთისმსახურება ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტრის წესდების შესაბამისად სრულდებოდა. იმავე წლის 8 აგვისტოს უწმინდესმა სინოდმა იშუამდგომლა, ხოლო 8 დეკემბერს იმპერატორმა დაამტკიცა ახალ ათონში სიმონ კანანელის მონასტრის დაფუძნების ძირითადი პრინციპები. საბუთის პირველი მუხლის თანახმად, ახალი ათონის მონასტერი, როგორც წმ. პანტელეიმონის მონასტრის მეტოქი, იცავდა მის წესდებას. ადგილობრივ მღვდელმთავარს მონასტერზე ზედამხედველობის უფლება ენიჭებოდა, ხოლო მის შინაურ ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას წმ. პანტელეიმონის მონასტერი თავად განაგებდა. თითქმის სამი წლის განმავლობაში ათონელი ბერები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ახალი სავანე წმ. პანტელეიმონის მონასტრის მხოლოდ რუსი ბერების საკუთრება ყოფილიყო, რათა საძმოს ბერძნულ ნაწილს არც ამჟამათ და არც მომავალში მასზე პრეტენზია არ განეცხადებინა. 1876 წ. 24 ოქტომბერს არსენი მღვდელმონაზვნის თხოვნას მხარი დაუჭირა მეფისნაცვალმა, კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსმა, აგრეთვე ეგზარქოსმა იოანიკემ. 8 დეკემბერს მიღებულ ძირითად პრინციპებში მართლაც ჩაიწერა: „მონაზონი ძმები ახალი ათონის შემადგენლობაში ინიშნებიან პანტელეიმონის მონასტრის მიერ მარტოოდენ მისი რუსი ძმების რიგებიდან“. საბუთს ხელს აწერდნენ მ. რომანოვი და კავკასიის მთიელთა სამმართველოს ახალი უფროსი ა. ვ. კომაროვი. ეროვნული ნიშნით მონასტრის დაფუძნებით ათონელმა ბერებმა თავი „დაიცვეს“ არა ბერძნებისაგან, არამედ უფრო ადგილობრივ მკვიდრთაგან, ვის საკუთრებასაც წარმოადგენდა აფხაზური უძველესი ეკლესია-მონასტრები. ახალი ათონის საძმოს შემადგენლობაში მთელი მისი არსებობის განმავლობაში ქართველები და აფხაზები არ მიუღიათ. 1879 წ. 17 ნოემბერს ახალი ათონის მონასტრის პირველი წინამძღვარი მღვდელმონაზონი არსენი მოსკოვში გარდაიცვალა. მის ადგილზე პანტელეიმონის მონასტერმა მღვდელმონაზონი იერონიმე (ვასილევი, 1889 წ. 6 აგვისტოდან – არქიმანდრიტი) აირჩია. უწმინდესმა სინოდმა იგი 1880 წ. 16 ივნისს დაამტკიცა. იერონიმეს სახელთან არის დაკავშირებული მონასტრის გრანდიოზული აღმშენებლობა და მისი სახით ასიმილატორულ-შოვინისტური პოლიტ. ციტადელის შექმნა აფხაზეთსა და მთელ ამიერკავკასიაში, უზარმაზარი მეურნეობის ჩამოყალიბება და ახალი ათონის იმპერიის მასშტაბით მომლოცველებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად გადაქცევა. 1882 წ. 10 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ სიმონ კანანელის უძველესი განახლებული ტაძარი აკურთხა. პ. უვაროვას აზრით, ათონელმა ბერებმა მისი რესტავრაცია ჩაატარეს „ისე უხეიროდ და უხეშად, რომ მან დაკარგა არა მხოლოდ ყოველგვარი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, არამედ სიძველის ყოველგვარი კვალიც“. 1883 წ. 6 ივნისს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცვა-ფარვის ეკლესიასთან მ. რომანოვის პატივისცემის ნიშნად წმ. მიხეილის სახელზე აგებული ეკვდერი აკურთხა. 1885 წ. 2 მარტს ბრძანებულებით ახალი ათონის მონასტერს შეუერთდა ბიჭვინთის მონასტერი მთელი თავისი მეურნეობით. 1888 წ. 24 სექტემბერს ახალ ათონს ესტუმრა იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახის წევრებთან (მათ შორის იყო ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე) ერთად. იმავე დღეს იმპერატორისა და მისი თანმხლები პირების თანდასწრებით საძირკველი ჩაეყარა მთავარ სამონასტრო ტაძრებს წმ. პანტელეიმონის, წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. მარია მაგდალინელის სახელზე. იმპერატრიცა მარია თევდორეს ასულმა მონასტერს 5000 მანეთი შესწირა. ახალ ათონში ერთდროულად რამდენიმე ტაძარი შენდებოდა. 1894 წ. 11 აგვისტოს სოხუმის ეპისკოპოსმა პეტრემ მაცხოვრის ამაღლების ტაძარი აკურთხა; 1895 წ. ეგზარქოსმა ვლადიმერმა აკურთხა ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელზე; 1896 წ. 30 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენიმ ყოველთა წმინდანთა ტაძარი აკურთხა. 1900 წ. დასრულდა მთავარი ტაძრის მშენებლობაც. ბიზანტიური ნიმუშების მიხედვით იგი არქიტექტორმა ნ. ნიკონოვმა დააპროექტა, როგორც სამნავიანი ტაძარი ხუთი გუმბათით [სიგრძე (დასავლეთ-აღმმოსავლეთ ღერძზე) – 53.3 მ. სიგანე (ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერზე) – 37.7 მ. ცენტრალური გუმბათის სიმაღლეა 40 მ. სამრეკლოსი – 50 მ]. 1900 წ. 28 სექტემბერს ტაძარი ეპისკოპოსმა არსენიმ აკურთხა არქიმანდრიტ იერონიმეს თანამწირველობით; ესწრებოდა 18 ათასამდე მლოცველი, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან ჩამოვიდა. როცა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის ამხანაგმა (მოადგილემ) ვ. საბლერმა ამის შესახებ ლივადიაში (იალტასთან) მყოფ ნიკოლოზ II-ს შეატყობინა, ასეთი პასუხი მიიღო: „გადაეცით მონასტერს ჩემი მადლობა და სიხარულის გრძნობა ახალი ტაძრის კურთხევის გამო“. წმ. პანტელეიმონის ტაძრის ინტერიერი ა. სერებრიაკოვის ესკიზების მიხედვით 1911-1914 წწ. მოხატეს პალეხელმა ოსტატებმა და მოსკოველმა მხატვრებმა მ. მოლოვის ხელმძღვანელობით. 1906 წ. 1 ოქტომბერს ახალი ათონში ძველი ქართული საყდრის (ღვთისმშობლის ცვა-ფარვის) დღეობაზე სოხუმის მაშინდელი ეპისკოპოსი კირიონი მიიწვიეს. „მონასტერში და მის გარშემო, – წერდა იგი, – თერთმეტი ეკლესიაა და მათში ყოველ ცისმარე დღეს წირვა-ლოცვა ყოფილა“. ძირითადი ხუთი ტაძრის გარდა, სოხუმის ეპიკოპოსს მხედველობაში ჰქონდა ქილები და სამლოცველოები (საჟამნო); მათ შორის იყო ივერიის მთის მწვერვალზე მდებარე და, ამდენად, მომლოცველთათვის ძალიან მიმზიდველი „ივერსკაია ჩასოვნია“ („ივერიის სამლოცველო“), სადაც მოკირწყლული გზა ადიოდა. აქ დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და მუდმივად ორი მორჩილი ცხოვრობდა. სამლოცველოს გვერდით შემორჩა VI ს. ეკლესიის ნანგრევები. ახალი ათონის მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა მრავალი მეტოქი მთელ იმპერიაში: პეტერბურგში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში, ეისკში, ლენქორანში, სოხუმში, ბიჭვინტაში, ფსხუში და ა.შ. საძმოს საერთო რაოდენობა 700 კაცამდე აღწევდა, უმეტესობას მორჩილები შეადგენდნენ. მონასტერი ფლობდა 3898 დესეტინა მიწას, აქედან 147 დესეტინაზე გაშენებული იყო ვენახი, ბაღ-ბოსტანს ეკავა 15 დესეტინა, სახნავ მიწას – 143 დესეტინა. მონასტრის საკუთრებაში იყო ქვის სატეხი, წყლის წისქვილი, აგურის, ტყავის, ალებასტრისა და თუჯსასხმელი ქარხნები, მექანიკური, სადურგლო, სახარატო, საზეინკლო, სახარაზო, სამკერვალო და სხვა სახელოსნოები, აგრეთვე ცხენსაშენი, საფუტკრე, ზეთისხილის (20 ათასი ძირი), ფორთოხლისა და ლიმონის უზარმაზარი პლანტაციები, სანიმუშო ფერმა 500-ზე მეტი სული პირუტყვით და ა.შ. ბერები ყოველწლიურად წურავდნენ 93 ათას ვედრო „იზაბელას“ ღვინოს. 1882-1903 წწ. მონასტერმა ააშენა ჰიდროტექნიკური კომპლექსი; მასში შედიოდა სარწყავი სისტემა, ჩანჩქერი, თევზის მოსაშენებელი ტბორები (10 ჰა-ზე), ბეტონის კაშხალი და, რაც მთავარია, ელექტროსადგური, რომელიც 1902-1903 წწ. რეკონსტრუქციის შემდეგ მონასტერსა და მის უზარმაზარ მეურნეობას მთლიანად უზრუნველყოფდა ელექტროენერგიით. მონასტერს ჰქონდა თავისი ნავმისადგომი, რომლის ექსპლუატაცია ხდებოდა კომერციული მიზნებით. მრავალრიცხოვან მომლოცველებს ემსახურებოდა სასტუმრო. მონასტერში ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა, მაღაზია, საავადმყოფო (უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ მომლოცველებს, მუშებს, აგრეთვე უმწეო ადამიანებს); რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ქირით ეკავათ ფოსტა-ტელეგრაფს, შემნახველ სალაროს, სანაოსნო სააგენტოს. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით, რომელიც ნავმისადგომთან იწყებოდა, შესაძლებელი იყო მთელი სამონასტრო კომპლექსისა და მეურნეობის დათვალიერება. 1912 წ. აშენდა ფუნიკულიორი ივერიის მთის მწვერვალამდე. ახალი ათონის მონასტრის ბერების მისიონერული საქმიანობა დაბალ დონეზე იდგა. სოხუმის ეპისკოპოსი ანდრია 1912 წ. აღნიშნავდა, რომ ინგრეოდა მართლმადიდებლური ტაძრები და ადგილობრივებს მეჩეთების აშენება სურდათ. მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა სამონასტრო ერთკლასიანი სკოლის საქმიანობა. იგი 1876 წ. 17 ოქტომბერს გაიხსნა, მაგრამ მალე დაიხურა. 1880 წლიდან კვლავ განახლდა: 1886 წლის ბოლომდე განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა, შემდეგ კი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების გამგებლობაში გადავიდა. პედაგოგებს საზოგადოება უხდიდა ხელფასს, მოსწავლეებს კი მონასტერი ინახავდა. 20 ბავშვზე გათვლილი ახალი ათონის სკოლაში, ძირითადად, აფხაზები და სამურზაყანოელი ქართველები სწავლობდნენ. მოსწავლეთა ერთი ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე სოფელში პედაგოგად ბრუნდებოდა, მათი რიგებიდან გამოვიდა არაერთი მღვდელი და მედავითნე; მეორე ნაწილი აგრძელებდა სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში. სკოლაში, რომელიც 1917 წლამდე ფუნქციონირებდა, მაღალ დონეზე იყო დაყენებული პროფესიული სწავლება. გაითვალისწინა რა ახალი ათონისის მონასტრის ფინანსური შესაძლებლობები, სოხუმის საეპარქიო ყრილობამ 1906 წლის 21 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქველმოქმედო საქმიანობაში მისი ჩართვის შესახებ. კერძოდ, მონასტერს ყოველწლიურად 5 ათასი მანეთი უნდა შეეტანა სპეციალურ ფონდში, საიდანაც სტიპენდია დაენიშნებოდათ სწავლის გაგრძელების მსურველ აფხაზ მოსწავლეებს, ასევე აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირთა შვილებს. ამის თაობაზე 1906 წლის 21 სექტემბერს ეპისკოპოსმა კირიონმა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მოხსენება წარუდგინა, მაგრამ უშედეგოდ – მონასტერმა თავიდან აიცილა დამატებითი საქველმოქმედო ვალდებულება. 1912 წელს გარდაიცვალა ახალი ათონის მონასტრის მეორე წინამძღვარი არქიმანდრიტი იერონიმე. მესამე და უკანასკნელი წინამძღვარი გახდა მისი მოადგილე მღვდელმონაზონი, შემდგომში კი არქიმანდრიტი ილარიონი (კუჩინი). მალე მსოფლიო ომიც დაიწყო. მონასტერი სამხედრო შეკვეთებს ასრულებდა, ამზადებდა ჭურვებს, ჯარისკაცის აღჭურვილობისთვის საჭირო ნივთებს და ა.შ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ახალი ათონის მონასტერი რუსული ეკლესიის (სამხრ.-აღმ. რუს. დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს) შემადგენლობაში დარჩა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ქართულ საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო მონასტრის მიწებისა და მთელი მეურნეობის გადარჩენის სურვილით. ცნობილია, რომ 1917-1918 წლების მიჯნაზე დაიწყო მეზობელ სოფლებში მცხოვრები აფხაზი გლეხების მხრიდან სამონასტრო მიწებისა და ქონების მასობრივი დატაცება. დიდი ზარალი მიადგა მონასტერს 1918 წლის I ნახევარში, ბოლშევიკებთან ბრძოლის პერიოდში. ასეთ ვითარებაში ქართულ მხარესთან თანამშრობლობა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. 1919 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე და აფხაზი მიტროპოლიტი წმ. აღმსარებელი ამბროსი ახალი ათონის მონასტერს ეწვივნენ. მიუხედავად დროებითი საეკლესიო მმართველობის 1919 წ. 21 ივნისის განკარგულებისა, რომ რუსული ეკლესიის წარმომადგენლებმა არ იქონიონ ურთიერთობა ქართულ ეკლესიასთან, წინამძღვარი და ბერები სტუმრებს ზარების რეკვით მიეგებნენ, გადაიხადეს ერთობლივი პარაკლისი, ილოცეს საქართველოს მთავრობისთვის და კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს დღეგრძელობისათვის. მონასტრის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე. 1921 წლის 3 მარტს სწორედ ახალ ათონთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლები რუსეთიდან შემოჭრილი IX არმიის ნაწილებთან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და მეორე დღეს სოხუმი აიღეს. ახალ ვითარებასთან შეწყობის მიზნით, მონასტრის ბერებმა 7 მარტს საერთო კრებაზე ჩამოაყალიბეს ე.წ. რევოლუციური კომიტეტი მღვდელმონაზონ იერონიმეს თავმჯდომარეობით, მაგრამ ხერხმა არ გაჭრა. საბჭოთა ხელისუფლებამ რევოლუციური კომიტეტი ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში დაადანაშაულა და გააუქმა, მონასტერი კი საბჭოთა მეურნეობად გამოცხადდა. საძმოს წევრებისათვის დაწესდა ყოველდღიური 8-საათიანი შრომითი ბეგარა. 1922 წელს ახალი ათონში განათავსეს ვოლგისპირეთიდან ჩამოყვანილი დამშეული ბავშვები. რუსეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისრის (მინისტრის), ნ. სემაშკოს, უშუალო მონაწილეობით 1923 წელს მონასტერს ჩამოართვეს დიდძალი ძვირფასეულობა (ოქრო, ვერცხლი, ალმასი, მარგალიტი, ამეთვისტო, ლალი, საფირონი). მათ შორის – ვერცხლისაგან დამზადებული მონასტრის მოდელი. კონტრრევოლუციურ პროპაგანდაში დადანაშაულებულმა ახალი ათონის მონასტერმა აფხ. საბჭ. მთავრობის გადაწყვეტილებით 1924 წელს არსებობა შეწყვიტა. ლიტერატურა: გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. – 1921 წ.), თბ., 2005; კიკნაძე – ახალი ათონი – რუსეთის სინოდის საეკლესიო პოლიტიკის დასაყრდენი ამიერკავკასიაში, „ლოგოსი“, წელიწდეული, 2003, №l; Aмичба Г., Hoвый Афон и ero окрестности, Cyx., 1988; B осторгов И., Ново-Афонский Симона Кананитский монастырь на Кавказе. Исторический очерк. Духовный Вестник Грузинского Экзархата, Тфл.,1903; Кирион, Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата в XIX столетии, Тфл., 1901; Ново-афонский Симоно-Кананитский монастырь нa Кавказе, – Кавказ, 1900, №3, 4. 6, 10, 15 ноя; Пачулия B. П., Новый Афон, Cyx., 1973. ჯ. გამახარია იხილე აგრეთვე: ახალი ათონის მონასტერი
  17. საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე ახალ პრეზიდენტად აირჩია. პრეზიდენტის არჩევა დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტყემალაძისა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები დაპირისპირდნენ. აბუსერიძემ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, როგორც „უკანონოს“ და თქვა, რომ პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ჰქონდა ადგილი. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას რაგბის კავშირის წესდების დარღვევის გამო რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. დაპირისპირების განმუხტვაში პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც დაძაბულობა იმ ფონზე გამწვავდა, რაც ყველა მონაწილე დელეგატმა (25-მა სუბიექტმა ხმების საერთო რაოდენობით – 42, 74-იდან) ხმა ტყემალაძეს მისცა. არჩევნების შემდეგ ირაკლი აბუსერიძემ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება, ვინაიდან ტყემალაძე, რომელიც, მისი თქმით, ძალადობრივი გზით მოვიდა, დიდხანს ვერ დარჩება პოსტზე. აბუსერიძე დ მისი მხარდამჭერები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ისინი ასევე გეგმავენ, რომ სასამართლოს მიმართონ. თავის მხრივ, იოსებ ტყემალაძემ ოპონენტებს სიმშვიდისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მისი კარი ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მასთან კომუნიკაცია. კრიზისის პრეისტორია ხანგრძლივი კრიზისი 2020 წლის იანვარში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო, სადაც მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იყვნენ კანდიდატები. არჩევნები 2020 წლის 24 თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმავდროულად, პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა 2020 წლის ივლისში დატოვა, სავარაუდოდ, რაგბის კავშირში არსებული შიდა დაპირისპირებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის განუახლებლობის გამო. 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძის არჩევის შემდეგ, მისმა მეტოქემ, ბაჩო ხურციძემ საჯარო რეესტრს მიმართ. ამ უკანასკნელმა კი – აბუსერიძის პრეზიდენტად დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად „პროცედურული დარღვევები“ დაასახელა. არჩევნების ჩატარების კიდევ ერთი მცდელობა 2021 წლის 24 თებერვალს იყო, სადაც ტყემალაძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი და ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, ერთადერთი კანდიდატი იყო. თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო არჩევნები კვლავ ჩაიშალა. გარდა არსებული შიდა დაპირისპირებისა, რაგბის კავშირი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას 6 მილიონიანი ვალით და გაკოტრებული რაგბის კლუბებით, რომელთაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ. სავარაუდო პოლიტიკური სარჩული ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ კრიზისში პოლიტიკური ჩარევის ნიშნები არსებობს და აღნიშნეს, ტყემალაძე მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატია. მათივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდანვე აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები სახელმწიფოს მხრიდან „სერიოზულ ზეწოლას“ განიცდიდნენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რაგბის კლუბის „არმიას“ პრეზიდენტი ირაკლი სულთანიშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო და ის იმ ადამიანმა შეცვალა, რომელმაც კენჭისყრის დროს იოსებ ტყემალაძეს დაუჭირა მხარი. რაგბის კავშირში არსებული დავის პოლიტიკურ სარჩულზე თებერვლის დასაწყისში, „ტელეკომპანია პირველიც“ იუწყებოდა, აღნიშნავდა რა, რომ აბუსერიძეს თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მის ყოფილ ოპონენტს 30 დეკემბრის არჩევნებზე, ბაჩო ხურციძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ლობირებდა. ირაკლი აბუსერიძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი მაჩხანელმა განაცხადა, რომ გია კობახიძე (ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მამა და რაგბის კავშირის გამგეობის წევრი), ასევე ქართული ოცნების დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და განათლებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირადად ჩაერივნენ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში, რათა მას ირაკლი აბუსერიძის ახალ პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. „ტელეკომპანია პირველმა“ რაგბის კავშირში არსებული დაპირისპირება მმართველი პარტიის ლიდერებს შორის შიდა შუღლს დაუკავშირა და განაცხადა, რომ რაგბის კავშირში ერთმანეთს მმართველი პარტიის წარმომაადგენლების „ინტერესები დაეჯახა“. ტყემალაძემ ივანიშვილთან ახლო კავშირების შესახებ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან „გახსნილია“. „რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება“, – აღნიშნა მან.
  18. არტი @Artieმოგხედავთ ფლეიმს და არ გამიბრაზოთ მე ნაკლებად ჩავერევი აწი. tkbili zili
  19. Blockchain Association-მა, წამყვანმა სავაჭრო ასოციაციამ და ლობისტურმა ჯგუფმა რონ ჰამონდი Blockchain-თან დაკავშირებული საკითხების ახალ დირექტორად დანიშნა. დაარსების დღიდან Blockchain ასოციაცია იყო ვაშინგტონის კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. რონ ჰამონდი მუშაობდა კრიპტო წარმომადგენლობაზე უორენ დევიდსოინისათვის და უშაულოდ წარმართავდა მოლაპარაკებებს Token Taxonomy Act -სთვის, როემლიც დაკავშირებული იყო Blockchain ასოციაციასთან. რონ ჰამონდმა 2018 წლის სექტემბერში, დევიდსონის მრგვალ მაგიდაზე კრიპტო ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისთვის Blockchain ასოციაციის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა. რონ ჰამონდი ასევე მუშაობდა Ripple–ის ლობისტად. უნდა აღინიშნოს, რომ რონ ჰამონდი არის Blockchain ასოციაციის მეოთხე დირექტორი. მისი ახალი თანამდებობა მოიცავს ტექნოლოგიის ლობირებას. რონ ჰამონდს ასევე ევალება თვალყური ადევნოს Blockchain ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მინდინარე საინტერესო და ახალ პროექტებს. The post Blockchain Association-ს ახალი დირექტორი ჰყავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  20. ვიდეო ბარათების მწარმოებელი Nvidia– მ გადაწყვიტა გაუმკლავდეს ვიდეო ბარათების დეფიციტს პროგრამული უზრუნველყოფის დონეზე, რომელსაც ყიდულობენ მაინერები. ამავდროულად, შეიქმნება ჩიპების სპეციალური სერია მაინერებისთვის RTX 3060 გრაფიკულ ბარათებზე დრაივერების მეშვეობით ჰეშის სიჩქარე 50% -ით შემცირდება. ამავე დროს, კომპანია არ აპირებს დაკარგოს დიდი მოთხოვნა მაინერების მხრიდან და მათთვის გამოცხადდა სპეციალური ჩიპი Nvidia CMP (Cryptocurrency Mining Processor) მოპოვებისთვის. Nvidia CMP– ის შემუშავებისას, ინჟინრებმა ჩიპი ოპტიმიზირებული იქნა მოპოვების მაქსიმალური ეფექტურობისთვის. შემცირდება ძაბვა ჩიპის ბირთვებზე, ასევე სიხშირეები, მაგრამ გაგრილება გაუმჯობესებულია. გარდა ამისა, ამ ბარათებს არ გააჩნიათ ვიდეო გამომავალი პროდუქციის ხარჯების შესამცირებლად. მაინერები გამოჩნდება ბაზარზე I კვარტლის ბოლოს, ან მეორე კვარტლის დასაწყისში. ”სპეციალური საჭიროების მქონე მომხმარებლებისთვის მორგებული პროდუქტების შექმნა საუკეთესო გზაა. CMP- ის დახმარებით, მაინერებს დავეხმარებით ყველაზე ეფექტური მონაცემთა ცენტრების აგებაში, ხოლო GeForce RTX გრაფიკული ბარათების შენარჩუნებაში მოთამაშეებისთვის ”, – ნათქვამია კომპანიის ბლოგში. Nvidia RTX 3060 გრაფიკული ბარათები გამოვა ბაზარზე 25 თებერვალს, მაგრამ არც ისე საინტერესო იქნება მაინერებისთვის: ”RTX 3060 დრაივერები განსაზღვრავენ GPU დატვირთვას, რომელიც სპეციფიკურია Ethereum– ის ალგორითმისთვის. თუ ასეთი დატვირთვა გამოვლინდა, ჰეშის სიჩქარე პროგრამულად შეიზღუდება დაახლოებით 50% -ით. ” სხვა მაინინგ ბარათების შესახებ ჯერ არაფერია ნათქვამი, მაგრამ შესაძლებელია მათთვის დაწესდეს შეზღუდვები. იანვრის შუა რიცხვებში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidia განიხილავს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის სპეციალური ვიდეო ბარათების გამოშვების განახლების შესაძლებლობას. მანამდე უკვე გამოვიდა გრაფიკული ბარათები Nvidia გრაფიკული ჩიპების მოპოვებისთვის, მაგრამ შესაბამისი სათამაშო გრაფიკული ბარათებისთვის GTX 1060 და GTX 1070 არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა. The post RTX 3060 სიჩქარე 50% დაეცემა და ახალი Nvidia CMP ვიდეო ბარათები გამოვა! appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  21. კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების განაცხადების გაზრდილი რაოდენობის გამო დროებით შეაჩერა. ამჟამად აქტივების გატანა უკვე შესაძლებელია. გამოტანის დროებითი შეჩერების შესახებ Binance-მა ტვიტერში განაცხადა და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. ბირჟა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა გამკლავებოდა პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველ ახალ მომხმარებელთა განაცხადებების დიდ რაოდენობას. დეპოზიტებისა და გარიგებების რაოდენობა ასევე გაიზარდა, რამაც სისტემაზე დამატებითი დატვირთვა წარმოშვა. Binance-მა დაამშვიდა მომხმარებლები და განაცხადა, რომ მათ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით ერთ საათში გამოტანის ოპერაციების განხორციელება განახლდა. შექმნილი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2018 წლის მოვლენებს, როდესაც Binance-მა დროებით შეაჩერა ყველა ოპერაცია ციფრული ვალუტის, Syscoin-ის ანომალური ტრანზაქციების და ბლოკჩეინზე უჩვეულო აქტივობის გამო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში Binance იძულებული იყო შეეჩერებინა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია და წაეშალა ყველა მოქმედი API გასაღები. შედეგად, API ინტერფეისის ყველა მომხმარებელს ახალი გასაღების შექმნა მოუწია. Binance-ს ადრეც არაერთხელ ჩაუტარებია ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოები და შედეგად სპოტ,მარგინალური და პირინგული ვაჭრობა შეუჩერებია. პრობლემები შექმნია ასევე შეტყობინებათა მარშრუტიზაციის სერვისთან და საბაზრო მონაცემების პროვაიდერებთან. Binance-ის გენერალური დირექტორის ჩენპენ ჟაოს (Changpeng Zhao) თქმით, ტექნიკურ სისტემაზე სერიოზულმა დატვირთვამ ასევე იქონია გავლენა. წყარო: https://bits.media/ The post Binance-მა კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების მოზღვავებული ნაკადის გამო შეაჩერა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  22. სწორფრობა[1] და წაწლობა, ანუ, რა კავშირია ფშავ-ხევსურებს და ახალი ინგლისის პირველმოსახლეებს შორის “ბუნებამ რა ღონე იღონა, რა ოსტატობა იხმარა, სთქვა: მოდი, ფშაველ ქალს, ამ ტურფა იას, რადგან სილამაზისა მოკლე ვადა აქვს - ცოტა ხანი, ეს ცოტა დრო სიამოვნებით გავატარებინო, ჩაუდვა მოსიყვარულე, პლატონური სიყვარულით გამსჭვალული გული ვაჟკაცისადმი, ვინც იმას მოეწონება, ვიზედაც თვალი მიუვა, ხოლო მის მშობლებს, ნათესავებს მივსცე ისეთი ხასიათი, მოუთმინონ ქალ-ვაჟს ერთად ყოფნა, ერთად წოლა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუშიო, ან რატომ არ უნდა მოითმინონ, როცა ამათზე ადრე თვით მშობლებმა გაიარეს წაწლობის კურსი?” ვაჟა-ფშაველა, „ფშაველები“. ცნობილია და, თუკი არ არის ცნობილი, მე გეტყვით, რომ ნებისმიერი თეორიის ვალიდურობა, ამ თეორიაში მოხსენიებული ფაქტების გარდა, სხვა ფაქტების მიმართ მისი შემოწმებაა. ანუ, მაგალითად, თუკი თეორია ამბობს, რომ ყველა კავკასიელს (ე.წ. თეთრკანიანს) 1%-დან 4%-მდე აქვს ნეანდერტალელის დნმ, ეს წესი ვრცელდება და დასტურდება ყველა იმ კავკასიელზე, ვისაც არ მიუღია ამ თეორიის დამადასტურებელ ექსპერიმენტში მონაწილეობა. გახსოვთ ალბათ ჩემი ჰიპოთეზა ხევსურული კულტურის ტამპლიერული წარმოშობის შესახებ (ვისაც არ გახსოვთ, შეგიძლიათ ნახოთ წიგნი „სხვა ისტორია“.[2] ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ხევსურები ფილიპ მეორეს გამოქცეული ტაძრის რაინდების კულტურული შთამომავლები არიან: ტაძრის რაინდები რომის პაპის და გიორგი ბრწყინვალეს დახმარებით მოხვდნენ ხევსურეთში და ალბათ ასევე - დღევანდელ ჩრდილო კავკასიაში, ხოლო ტამპლიერების ე.წ. „დაკარგული განძი“ არის ამ ტერიტორიაზე მდებარე ციხე-სიმაგრეების ის კომპლექსები, რომლებიც ყველა სხვა ციხისგან გამოირჩევა. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ შენარჩუნდა ამ ტერიტორიაზე ტამპლიერების სხვა ტრადიციებიც უფრო გამოკვეთილად და ცხადად, არის მე-14 საუკუნეში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც საქართველოს გავლით შეაღწია ევროპაში და გზად ყველა ტამპლიერი ამოწყვიტა. ამ უკანასკნელთ, ისევე, როგორც 25 მილიონ დაღუპულს ცენტრალური და ჩრდილო ევროპის მოსახლეობიდან, არ ჰქონდათ იმუნიტეტი, რაც, სავარაუდოდ, ჰქონდათ აბრეშუმის გზაზე საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებ ქართველებს. როგორც ზემოთ დავწერე, თუკი ამ თეორიის დეტალები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ზემოთ მითითებული წიგნი ნახოთ. ამჯერად ეს ტექსტი ამ თეორიის სხვა ფაქტების მიმართ გამოყენების შესახებაა: ეს ფაქტები ფშავური წაწლობა და ხევსურული სწორფრობაა. ფშავური და ხევსურული პროცესი ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ორივეში ქცევის საერთო ღერძია: ეს არის დაუქორწინებელი ქალის და ვაჟის ერთად წოლა, ურთიერთალერსი, ურთიერთფერება, ერთად წოლა, როგორც წესი, სქესობრივი შეღწევის, კოიტუსის გარეშე. ანუ, სქესობრივი აქტი, როდესაც კოიტუსი მიუღებელია, ან აკრძალულია. ზოგი ვერსიით, შეუღწევადობის უზრუნველსაყოფად, ქალ-ვაჟს შორის გაშიშვლებული ხანჯალი იდებოდა, ქალ-ვაჟი ჩაცმული უნდა ყოფილიყო ან წელს ქვევით საბანი უნდა ჰქონოდათ შემოხვეული; წელს ქვევით მიკარება - აკრძალული იყო[3]. თუკი ნათელა ბალიაურის მითითებულ წიგნს წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ სწორფრობა არ იყო მხოლოდ სექსუალური ცხოვრების რაიმე წესი - ვფიქრობ, ამ წიგნის მიხედვით, სწორფრობის წესები ხევსურთა სოციალური სტრუქტურის საყრდენი და სტაბილურობის შემნარჩუნებელი იყო. ეს უცნაური ჩვეულება, თან, იზოლირებულად, მხოლოდ ფშავ-ხევსურეთში არსებული, დიდი ხანია აოცებდა მკვლევარებს. მკვლევრები ცდილობდნენ, წაწლობა-სწორფერობა სვანურ რიტუალებთან დაეკავშირებინათ:[4] სვანეთში, მკვლევრების მიერ წაწლობა/სწორფრობისადმი მიმსგავსებული რიტუალი, ორია: ლინთურალი და ჭაჭილარი (ლიჭაჭი), აქედან პირველი დედაშვილობის დამამტკიცებელი რიტუალია (შარაშიძის ვერსია), ხოლო მეორე ქორწილის წინმსწრები ადათია (თუითის ვერსია): როგორც თუიტი წერს, ლიჭაჭი თავისი ხასიათით საზოგადოებრივია და მიზნად ისახავს ქალ-ვაჟის ოჯახების თანასწორობის დამტკიცებას. თუითის აზრით, ლიჭაჭი და წაწლობა ერთი, პროტო-ქართველური რიტუალის სხვადასხვანაირად განვითარებული ფორმებია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში: თუიტს არგუმენტად „ჭაჭ“-ის გადასვლა „წაწ“-ში მოაქვს, რაც ლინგვისტურად გამართლებული პროცესია. ამ ორ სიტყვას შორის ეტიმოლოგიური მსგავსება მართლაც არსებობს, ოღონდ, საეჭვოა, ერსა და იმავე რიტუალს ასეთი განსხვავებული ფორმები მიეღო თუნდაც საუკუნეების განმავლობაში და მათ შორის საერთო არაფერი დარჩენილიყო სახელის თავდაპირველი ეტიმოლოგიის გარდა. თან ამას ემატება ისიც, რომ ხევსურები პირველად საისტორიო წყაროებში მხოლოდ მე-15 საუკუნიდან ჩნდებიან. თუმცა, ჩემი ეჭვი არ არის არგუმენტი და მართლაც შეიძლება მოვიფიქროთ სოციალური ისტორია, სადაც სოციალური ქცევის ასეთი ცვლილება ხდება. მეორე მხრივ, ასეთი ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, მაინც რთული და ბუნდოვანია. ამიტომ, ვიფიქრე, ხომ არ მივიღებდი უფრო მარტივ და გასაგებ შედეგს, თუკი სწორფერობის და წაწლობის წარმოშობის ასახსნელად ჩემს ტაპლიერულ მემკვიდრეობის ჰიპოთეზას გამოვიყენებდი. Bundling-ის აღმოჩენა მე-18-19 საუკუნეებში სექსუალური ცხოვრების წესი, სახელად „ბანდლინგი“ (BUNDLING, შეკვრა, შეკვრულობა, შეკვრაობა) დებატების საგანი იყო აშშ-ში. რატომ? იმიტომ, რომ ბანდლინგი ძალიან გავრცელებული ყოფილა ახალი ინგლისის მოსახლეობის ახალგაზრდებში. არსებობს 1871 წელს ოლბანიში გამოცემული წიგნიც, რომელიც ბანდლინგის ისტორიას, მის განვითარებას და დაისს ეძღვნება:[5] მიზეზი, რატომაც დაიწერა ეს წიგნი, არის ბრიტანელების ქედმაღლური დამოკიდებულება, რის გამოც ისინი ახალი ინგლისის მოსახლეობას ამორალურობაში და განუვითარებლობაში სდებდნენ ბრალს. მე-19 საუკუნეში კი ეს სერიოზული ბრალდება იყო, რადგან ცივილიზებულობის ცნებაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა პურიტანულ ქცევას. წიგნის ავტორი ჰენრი რიიდ სტაილსი აჩვენებს, რომ, რომ, ჯერ ერთი, ახალი ინგლისის ახალგაზრდობას ეს წესი მემკვიდრეობით ერგოთ სწორედ ბრიტანელებისგან და ჰოლანდიელებისგან (questing – ბანდლინგის ჰოლანდიური სახელი), მეორეც, თითქოს ეს წესი იმდენად ძველია, რომ ლამის ანტიკური ხანიდან მოდის და მესამეც, მსგავსი ტრადიცია ევროპის არაერთ ქვეყანაში ყოფილა გავრცელებული. ავტორი იმასაც დასძენს, რომ ასეთი ქცევის დამადასტურებელი ნიშნები ცენტრალურ აზიაშიც, კერძოდ, ავღანეთში, გვხვდებაო. სტაილსი თავის წიგნს ბანდლინგის სამი განმარტებით იწყებს, რომელიც მისი დროის ლიტერატურაში გვხვდება: გროსეს ხალხური ენის ლექსიკონში „ბანდლინგი“ ასეა განმარტებული: "A man and a woman lying on the same bed with their clothes on; an expedient practiced in America on a scarcity of beds, where, on such occasions, husbands and parents frequently permitted travellers to bundle with their wives and daughters." (Grose, Dictionary of the Vulgar Tongue). კაცის და ქალის ერთ ლოგინში წოლა ტანსაცმლის გაუხდელად; პრაქტიკა, რომელიც გავრცელებული იყო ამერიკაში საწოლების სიმცირის გამო: ქმრები და მშობლები უფლებას აძლევდნენ მოგზაურებს, შეკვრულიყვნენ (to bundle) თავიანთ ცოლებთან და ქალიშვილებთან; 1864 წელს გამოცემულ ვებსტერის ლექსიკონში სიტყვა ბანდლინგი ასეა განმარტებული: "To sleep on the same bed without undressing; applied to the custom of a man and woman, especially lovers, thus sleeping."(Webster, 1864). ერთ საწოლში გაუხდელად ძილი; მიემართება კაცისა და ქალის, კერძოდ, შეყვარებულების, ერთად დაწოლის ჩვეულებას. ვორჩესტერის ლექსიკონში ბანდლინგი ასეა განმარტებული: "To sleep together with the clothes on."(Worcester, 1864). ტანსაცმლის გაუხდელად ერთად ძილი; სტაილსი ასკვნის, რომ ბანდლინგი ორგვარია: ერთი, რომელიც ალბათ წარმოიშვა გაჭირვების და საკმარისი სივრცის არქონის გამო, როდესაც მოგზაურებს უფლება ეძლეოდათ, ჩაცმულები დაწილილიყვნენ ქალების გვერდით და მეორე, რომელიც შეყვარებულებს შორის თანხმობაზე დამყარებული ურთიერთობაა, მშობლების აშკარა ან ჩუმი თანხმობით. ბანდლინგის შესახებ, როგორც ეთნოგრაფიულ ფენომენზე, მე-19 საუკუნეში დაწერილი ამ წიგნის გარდა უამრავი თანამედროვე კვლევა არსებობს და მათი მოძიება საკმაოდ ადვილია. ამ კვლევებზე დაყრდნობით, დანამდვილებით ვიცით, რომ მე-17 საუკუნის ევროპაში ბანდლინგი გავრცელებული ყოფილა ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნაწილობრივ საფრანგეთშიც. არსებობს ბევრი ნახატი და ასევე რამდენიმე კარიკატურაც, რომელიც ბანდლინგს აღწერს. ბანდლინგს განსხვავებული სახელებით იცნობდნენ მისი გავრცელების არეალებში: შვეიცარიულ-გერმანულ სამყაროში ბანდლინგის მსგავს მოქმედებას ერქვა Kiltgang, Fenstreln ან Nachtfreien. ადრეული მოდერნის პერიოდში ამ წესის მიხედვით ეს ქცევა ნიშნავდა ახალგაზრდა კაცის შეძრომას ქალის ღია ფანჯარაში ღამით, სურვილების დაკმაყოფილების მიზნით, ოღონდ, დაფეხმძიმების რისკის გარეშე. ნიდერლანდებში queesten აღიწერება, როგორც ქცევა, როდესაც ბიჭი ზის საწოლზე და ეასერსება გოგოს, რომელიც საბნის ქვეშ წევს. ახალ ინგლისში ბანდლინგის ეკვივალენტი იყო tarrying-ი, როდესაც ახალგაზრდა კაცს, რომელსაც უნდოდა გოგოს ცოლად მოყვანა, გოგოს მშობლები ნებას რთავდნენ, შეყვარებულთან ერთად გაეტარებინა ღამე.[6] დაფეხმძიმების რისკის შემცირების უზრუნველყოფა სხვადასხვანაირად ხდებოდა: ამას ხან ჩაცმულობის აუცილებლობა განსაზღვრავდა, ხანაც მოალერსე ქალ-ვაჟის ტომრებში მოთავსება და ქალებისთვის ფეხების შეკვრა, ხანაც ქალ-ვაჟს შორის ხელოვნულ ბარიერის (ტომარა, ან ძელი), ჩადება[7]. როგორც ლოურენს სტოუნი აღნიშნავს, ბანდლინგი არა მარტო ღარიბი, არამედ საშუალო და მდიდარი ფენის დამახასიათებელი სოციალური ქცევაც იყო.[8] Bundling-ის წარმოშობა რაც შეეხება ბანდლინგის წარმოშობას, ის სულაც არაა ანტიქრისტიანული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. გარდა იმისა, რომ ამიშების, სუპერორთოდოქსი ქრისტიანების, ზოგიერთ წრეში შესაძლებელია, რომ დღესაც, 21-ე საუკუნეშიც, მისდევდნენ ამ წესს,[9] არსებობს მოსაზრება, რომ ბანდლინგის წარმოშობა ბიბლიური რუთის და ბოაზის ამბავს ეფუძნება: ბიბლიური ამბის მიხედვით (რუთი 3:9-14; რუთი 4:13), ქვრივი რუთი, რომელიც ბოაზის სახლში მსახურად იყო, მივიდა ღამე ბოაზთან და მის საბანში შეძვრა. როდესაც ბოაზმა გაიღვიძა, რუთმა სთხოვა, კალთა (ფრთა) გადაეფარებინა მისთვის და ცოლად მოეყვანა, რაკი ბოაზი მას ნათესავად ერგებოდა. ბოაზმა უთხრა, რომ არის კიდევ ერთი კაცი, ასევე რუთის ნათესავი, ოღონდ უფრო ახლო ნათესაურ იერარქიაში და, თუკი ის კაცი უარს იტყოდა რუთის ცოლობაზე, ბოაზი მოიყვანდა რუთს ცოლად. მანამდე კი ბოაზმა რუთს ღამე მასთან დარჩენა შესთავაზა. ბოაზმა და რუთმა ღამე ერთად გატარეს და ერთმანეთს არ შეჰხებიან. დილაადრიან ბოაზმა გამოისტუმრა რუთი საჩუქრით. მალევე ისინი დაქორწინდნენ. ეს ამბავი ბევრნაირადაა ინტერეპრეტირებული, მათ შორის, როგორც ღმერთის და მორწმუნის დამოკიდებულების ალეგორია. იოჩი ფიშერ-ინონი, 2002 წელს სოციალური ისტორიის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში „ნამდვილი ბანდლერები“,[10] წერს ქადაგებების ორი კრებულის შესახებ, რომელიც ადრეულ მოდერნის პერიოდში, მე-16 საუკუნეში დაიწერა და რომლებიც რუთის და ბოაზის ამბის ინტერეპრეტაციას ეხება. მკვლევარი ასკვნის, რომ რუთის და ბოაზის ამბის ეგზეგეტიკა მოხმობილი იყო იმისათვის, რომ რელიგიურ გარემოში გაეჩინათ შობადობის კონტროლის სივრცე, შუალედური რგოლი ქორწინებამდე სექსის აკრძალვასა და ქორწინებამდე ურთიერთშეღწევად სექსს შორის. წაწლობა და სწორფრობა ქართველ მკვლევართაგან პირველმა ყურადღება წაწლობას და სწორფრობას სერგი მაკალათიამ მიაქცია. 1924 წელს მან გამოიკვლია ეს ორი ადათი ხევსურეთში და ფშავში და მცირე წიგნიც დაწერა ამის შესახებ.[11] მნიშვნელოვანია, რომ მაკალათიამ აღწერა განსხვავება ხევსურულ და ფშაურ წესს შორის: ხევსურული სწორფრობა საიდუმლოებამდე აყვანილი წესია, შეღწევა აკრძალულია. ფშაურ წაწლობაში - შეღწევა შესაძლებელია, თუმცა, დაფეხმძიმება იკრძალება; ფშაურ ტრადიციაში - კაცი მიდის ქალთან, ხევსურეთში - ქალი ვაჟთან; ფშავში წაწლობა ყველგან ნებადართულია, ხევსურეთში - მხოლოდ სპეციალურ ადგილებში; ხევსურეთში სტუმართან სწორფრობა შეიძლება დამთავრდეს შეუღლებით, ფშავში - აკრძალულია; ფშავში მრავალწაწლიანობაა დაშვებული, ხევსურეთში - არა; ფშაველებისთვის წაწლობა არ წარმოადგენს საიდუმლოს და ღიად უყვებიან სტუმარს ამ წესის შესახებ, ხევსურეთში, როგორც ზემოთ დავწერე - საიდუმლოებაა და ამის შესახებ არ საუბრობენ; ორივეგან, ფშავშიც და ხევსურეთშიც, წაწლობა-სწორფრობა მშობლების ჩუმი თანხმობით მიმდინარეობს. როგორც ვხედავთ, წაწლობა-სწორფრობა ახლოსაა ევროპული ბანდლინგის იმ ფორმასთან, რომელსაც შეყვარებულები ეწევიან, ზოგ შემთხვევაში იდენტურიც კია. მეორე მხრივ, საქართველოში და მის გარშემო, წაწლობა-სწორფრობა არ გვხვდება. თუმცა, ევროპასა და ამერიკაში ბანდლინგი მხოლოდ მე-16 საუკუნის მერეა აღწერილი. საქმე ისაა, რომ წაწლობა-სწორფრობის აღწერაც ახალ დროში მოხდა. ჯერ რუსმა ისტორიკოსმა კოვალევსკიმ მოკლედ აღწერა წაწლობის წესი თავის „კანონი და ადათი კავკასიაში“,[12] ხოლო შემდეგ - 1924 წელს მაკალათიამ.[13] საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ კოვალევსკიმ მხოლოდ წაწლობა აღწერა და არა სწორფრობა. თავის აღწერაში ის ეყრდნობა ხევსურეთში და ფშავში მოგზაურობის საკუთარ გამოცდილებას 1887 წელს და ასევე ვინმე ხუდადოვის ჩანაწერებს. საინტერესოა, რომ ვერც ხუდახოვმა და ვერც კოვალევსკიმ ვერ აღწერა სწორფრობა ხევსურეთში, თუმცა, ორივე აღნიშნავს, რომ ხევსურები ძალიან ერიდებიან ოჯახის საქმეების და წესების შესახებ საუბარს. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ჩერქეზული ტომების ქცევის აღწერისას, კოვალევსკი აღწერს ქცევას, რომელიც შეიძლება წაწლობის ტიპის იყოს, როდესაც ჩერქეზი კაცების ცოლების მიმართ ტოლერანტულობაზე საუბრობს[14]. სწორფრობა და ბანდლინგი რომ არა მაკალათიას ტექსტი, სწორფრობის შესახებ შეიძლება მე-20 საუკუნის შუა წლებამდე არ გვცოდნოდა. მაშინ, რა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ წაწლობა/სწორფრობა წინაისტორიული პერიოდიდან მომდინარე წესია, ხოლო ბანდლინგი და მისი მსგავსი ქცევები - გვიანი შუა საუკუნეების ან ადრეული მოდერნული პერიოდის ევროპაში წარმოშობილი? მხოლოდ და მხოლოდ თქმულება, რომ ლაშა-გიორგის ფშავში წაწლობა ასწავლეს? ანდა წარმოდგენა, რომ ფშავ-ხევსურები აუცილებლად რაიმე წინაისტორიული კულტურის მემკვიდრეები არიან? დამეთანხმებით, სუსტი არგუმენტია. მერე მხრივ, წესების იგივეობა, ვფიქრობ, ძლიერი არგუმენტია, ვივარაუდოთ, რომ ეს ქცევები იდენტური წარმოშობისაა. თუკი ეს ასეა, საიდან უნდა გაჩენილიყო საქართველოში ბანდლინგი, ვის და რატომ უნდა შემოეტანა ის, თან ისე, რომ მხოლოდ ფშავ-ხევსურეთში, ანდა, დამატებით, ჩრდილო კავკასიის რამდენიმე მხარეს დამკვიდრებულიყო? თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბანდლინგის რელიგიური ფესვები მე-16 საუკუნეში, სულ მცირე, ორ მქადაგებელს,[15] ბიბლიური რუთის და ბოაზის ქცევიდან მომდინარე მიაჩნდა, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბანდლინგი ტამპლიერების ქცევის საიდუმლო კოდექსშიც შედიოდა? მით უმეტეს, რომ ტამპლიერები საკუთარ თავს პირველი ებრაელების შთამომავლებს უწოდებდნენ. ხოლო ხევსურების ტამპლიერული წარმოშობის ჰიპოთეზის მიხედვით, ხევსურების და ხევსურეთის სახელი შეიძლება აქედან მომდინარეობდეს (ხევის ურია). ხომ არ იყო ბანდლინგი ის ქცევა, რომელიც ტამპლიერებს საშუალებას აძლევდა, თან ცელიბატი დაეცვათ, თან - სქესობრივი აქტიც ჰქონოდათ პარტნიორის დაფეხმძიმების საშიშროების გარეშე?[16] ფშაველების და, შესაძლებელია, ზოგიერთ ჩერქეზულ თემშიც, წაწლობისას მეტი თავისუფლება, სწორფრობასთან შედარებით, ფშავში სწორფრობის დესაკრალიზებული გავრცელების მიმანიშნებელი შეიძლება იყოს. დამატებით არგუმენტად ისიც გამოგვადგება, რომ ებრაული სიტყვა, ივრიტზე, რომელიც ბანდლინგს აღნიშნავს, არის צרור და იკითხება, როგორც „ცრორ“. არაა გამორიცხული, რომ ტამპლიერების სექსუალური ქცევის ამ პრაქტიკას „ცრორ“ ეწოდებოდა, რაც ადვილად გარდაიქმნება „სწორ“-ად.[17] ვფიქრობ, ეს ვერსია სავსებით შესაძლებელია. თუკი ეს ასეა, მაშინ ბანდლინგის ისტორია ბევრად უფრო ხანგძლივია, ხოლო სწორფრობის და წაწლობის ისტორია ბევრად უფრო ხანმოკლე, ვიდრე თანამედროვე მკვლევრებს მიაჩნიათ. ხევსურების მიერ საკუთარი სექსუალური ქცევის საიდუმლოდ შენახვაც ამას უნდა მიუთითებდეს. სხვათა შორის, ტამპლიერების მიმართ საფრანგეთის სამეფო კარის ერთ-ერთი ბრალდება სექსუალური აღვირახსნილობა იყო. ზემოდთქმულიდან გამომდინარე, დაყრდნობით, შესაძლებელია დავუშვათ, რომ ბანდლინგი ტაძრის რაინდების კოდექსური ქცევაა, რომელმაც ხევსურეთში შეინარჩუნდა ქორწინების ალტერნატივად ყოფნის პრინციპი, ხოლო ფშავში, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ქორწინების წინა და თანმდევ წესად იქცა, ისე, რომ ქცევის სტრუქტურა პრინციპულად არ შეცვლილა. ამიტომ, სწორფრობა, შესაძლებელია, ბანდლინგის თავდაპირველ ფორმად განვიხილოთ: სექსუალური ქცევა, რომელიც მოიცავს სქესობრივ აქტს, ოღონდ, შეღწევის გარეშე, შობადობის კონტროლის ძლიერი იარაღიცაა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე ქცევა, ხესვურეთსა და ფშავში და ევროპასა და ამერიკაში განიხილება, როგორც ქორწილის ალტერნატივა და ქორწილის წინაპირობა. ტრადიციის დესაკრალიზაციას შეეძლო ასეთი გადანაცვლება გამოეწვია. სათაურის განმარტება და ბოლოს, ამ ტექსტის სათაურის განმარტება: ისევე, როგორც ახალ ინგლისში, ხევსურეთშიც სწორფრობა, ბანდლინგი, შესულია ჩრდილოეთ და ცენტრლური ევროპიდან. სწორედ ესაა საერთო ფშაველებს, ხევსურებს და ახალი ინგლისის ახალმოსახლეებს შორის. ვფიქრობ, ეს ახსნა, რომელიც შემოგთავაზეთ, ყველაზე უფრო ეკონომიურია - არა მარტო არ მოითხოვს ბევრი დამატებითი პარამეტრების შემოტანას, არამედ, ამავე დროს ხსნის თუნდაც იმას, რატომ არ გვხვდება სწორფრობა საქართველოს სხვა კუთხეებში და ასე რატომ ჰგავს გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიებზე დასახლებული ხალხის სექსუალური ქცევის წესი ერთმანეთს. შენიშვნები: [1] ქართულენოვან ლიტერატურაში გვხვდება „სწორფერობა“ და „სწორფრობა“. სერგი მაკალათიას მიხედვით (სერგი მაკალათია, ფშავური წაწლობა და ხევსურული სწორფრობა, თბილისი, 1925), რომელმაც ქართელებს შორის პირველმა დაწერა ამ ინსტიტუტის შესახებ, მე „სწორფრობა“ ავირჩიე. [2] გიგი თევზაძე, სხვა ისტორია, ტაძრის რაინდების უკანასკნელი საცხოვრებელი, თბილისი, სულაკაურის გამომცემლობა, 2018. გვ. 70-83. [3] ნათელა ბალიაური, სწორფრობა ხევსურეთში, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1991. [4] Charachidzé, Georges, Le système religieux de la Géorgie païenne: analyse structurale d’une civilisation, Paris, Maspero, 1968. თუიტი, ქევინ, „წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისთვის“, "ამირანი", N1, თბილისი, 1999. [5] Henry Reed Stiles, BUNDLING; Its Origin, Progress and Decline In America. Albany, 1871. [6] https://www.encyclopedia.com/social-sciences-and-law/anthropology-and-archaeology/customs-and-artifacts/bundling. [7] https://www.atlasobscura.com/articles/the-awkward-17thcentury-dating-practice-that-saw-teens-get-bundled-into-bags. [8] Lawrence Stone, road to Divorce. England 1530-1987. Oxford, 1990. [9] https://en.wikipedia.org/wiki/Bundling_(tradition) [10] Yochi Fischer-Yinon, The Original Bundlers: Boaz and Ruth, and Seventeenth-Century English Courtship Practices. In: Journal of Social History, Vol. 35, No. 3 (Spring, 2002), pp. 683-705 (23 pages), Oxford University Press. [11] სერგი მაკალათია, ფშავური წაწლობა და ხევსურული სწორფრობა, თბილისი, 1925. [12] Ковалевский М. Закон и обычай на Кавказе. Том 1. 1889. [13] რაც შეეხება „წაწლობის“ ეტიმოლოგიას: მაკალათიას, ვფიქრობ, მართებულად გამოჰყავს სიტყვა „წაწლობა“ „წაწოლიდან“. წაწოლა-წამოწოლა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაშიც bundle-ს იგივე მნიშვნელობინ იყენებენ - წამოწოლა - ტანსაცმლით დაწოლა/რაიმეს გადაფარება. [14] არანაკლებ საინტერესოა ერისტოვის (Эристов. О тушето-пшаво-хевсурском округе) და რადეს (Густав Радде, Хевсурия и хевсуры, Описание путешествия, совершённого летом 1876 года // Зап. Кавк. отд. Рус. геогр. об-ва, Тифлис, 1880. Вып. 2. С. 1—344) ცნობები ხევსურეთზე: ორივე აღნიშნავს ხევსურების სექსუალური ცხოვრების განსაკუთრებულობას, ის, რომ ცოლ-ქმარი საიდუმლოდ ხვდება ერთმანეთს, რომ შობადობის კონტროლი მაღალია - რომ არ არის მიღებული ორ-სამ ბავშვზე მეტის ყოლა და ა.შ. მაგრამ არცერთი არ ახსენებს სწორფრობის წესს: როგორც ჩანს, ისევე, როგორც კოვალევსკისთვის და ხუდადოვისთვის, მათთვისაც საიდუმლოდ დარჩა ხევსურების სწორფრობის წესი. ამ მხრივ, სერგი მაკალათიას ეთნოგრაფიული გმირობა აღნიშვნის ღირსია. [15] Yochi Fischer-Yinon, The Original Bundlers: Boaz and Ruth, and Seventeenth-Century English Courtship Practices. In: Journal of Social History, Vol. 35, No. 3 (Spring, 2002), pp. 683-705 (23 pages), Oxford University Press. [16] ზემოდ ციტიტრებულ ერისტოვის და რადეს ტექსტებში ხევსურების სქესობრივი ქცევის თავისებურებებიც (ბავშვების რაოდენობის კონტროლი, ცოლ-ქმრის საიდუმლო შეხვედრები) ასევე შეიძლება აიხნას, როგორც ბერების საზოგადოებიდან მიღებული ქცევის წესები (მაგ. ცოლ-ქმრის საიდუმლოდ შეხვედრის წესი). [17] გუსტავ რადე, ზემოთ ციტირებულ ნაშრომში წერს თქმულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ხევსურული სოფელი ბისო ებრაელის დაარსებულია თამარის დროს (გვ. 59). ხევსურების თამარისშემდგომ წარმოშობაზე აღარაფერს დავწერ. შესაძლებელია, რადეს მიერ ციტირებული თქმულება ტამპლიერების ძველ, პირველ ებრაელობაზე პრეტენზიას ემყარება. მით უმეტეს, თუ ტამპლიერები ებრაულ სიტყვებს იყენებდნენ.
  23. “მოგონება მშვენიერი რამ არის, სანამ მას დაუპირისპირდები“, − ამბობს დიანა მარკოსიანი. იგი იხსენებდა რუსეთში, სომხეთსა და შეერთებულ შტატებში გატარებული ბავშვობის მოგონებების ფრაგმენტებს. მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა მან დედის მიერ გაღებული მსხვერპლი მათ მიღმა. ერთ დღეს, 7 წლის დიანა და მისი ძმა დედამ, სვეტლანამ, ღამე, მოსკოვის ბინაში გააღვიძა და უთხრა, რომ „სამოგზაუროდ მიდიოდნენ“. ოციოდე წლის შემდეგ დიანამ შეიტყო, რომ სვეტლანამ ყოფილ მეუღლეს არაფერი უთხრა რუსეთის დატოვებასა და იმაზე, რომ საგაზეთო განცხადების საშუალებით გაიცნო ამერიკელი მამაკაცი შვილებთან ერთად აშშ-ში ახალი ცხოვრების დასაწყებად. დიანას საკუთარ წარსულთან შეგუება უჭირდა, ამიტომ მან წლები დაუთმო ბავშვობის გახსენებას − იმოგზაურა თავისი ბავშვობის სახლებში, მსახიობებს თავისი ნათესავების როლები ათამაშა და გადაიღო ფილმი სახელად „სანტა-ბარბარა“. ეს პროექტი დაეხმარა მარკოსიანს, უკეთ გაეგო დედისთვის და შეევსო ნაპრალები ბავშვობის მოგონებებში. „ვფიქრობ, ორივე განვიკურნეთ ფილმის შექმნისას“, − ამბობს მარკოსიანი. „მე დავინახე მისი პიროვნული მხარეები, მისი განსჯა შევწყვიტე და ბრაზიც გამიქრა. ამ პროექტის წყალობით დედაჩემის სიყვარული ვისწავლე“. დიანა მარკოსიანი ნახე სრულად The post ოჯახის საიდუმლო, ახალი ცხოვრება ამერიკაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.
  24. Tencent- ის კიბერ უსაფრთხოების განყოფილებამ აღმოაჩინა ახალი მაინერი ვირუსი, სახელწოდებით MrbMiner. ვირუსი აინფიცირებს Microsoft SQL DBMS-ის სერვერებს კრიპტოვალუტის მოპოვების მიზნით. Tencent Security- ს ანგარიშის თანახმად, ვირუსის ტაქტიკა საკმაოდ მარტივია – ბოტნეტი სკანირებს ხელმისაწვდომ IP მისამართებს Microsoft SQL-ის სერვერების ძიებაში და თუ იპოვის, იგი ცდილობს შევიდეს ადმინისტრატორის ანგარიშით პაროლის გამოცნობით. წარმატების შემთხვევაში, ვირუსი ჩამოტვირთავს assm.exe ფაილს, რომელიც ახორციელებს გადატვირთვის მექანიზმს და ქმნის სპეციალურ ანგარიშს ჰაკერების სერვერზე შესასვლელად. ამის შემდეგ, MrbMiner ჩამოტვირთავს მაინერს ანონიმური კრიპტოვალუტის მონეროს (XMR)-ის მოპოვებისთვის. მკვლევარებმა შენიშნეს საინტერესო თვისება – მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი აინფიცირებს Microsoft SQL-ის მონაცემთა ბაზებით მხოლოდ ვინდოუსის სერვერებს, ბოტნეტის კონტროლის სერვერს აქვს ვერსიები Linux– ისთვის და ARM პროცესორებზე დაფუძნებული სისტემებისთვის. იმ საფულეების შემოწმების შემდეგ, რომლებზეც მოპოვებული მონეტები გადააქვთ, ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ დაახლოებით 7 XMR (630$) ინახება საფულეზე ვირუსული ვინდოუსის ვერსიისთვის, ხოლო 3,38 XMR (300 $) საფულეზე Linux -ის ვერსიისთვის. ამასთან, კიბერდამნაშავეები, როგორც წესი, სხვადასხვა საფულეებს იყენებენ, ამიტომ მოპოვებული კრიპტოვალუტის მთლიანი რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს. ახლა სისტემის ადმინისტრატორებმა უნდა შეამოწმონ მათი სერვერები MSSQL ანგარიშით სახელით Default და პაროლით “@ fg125kjnhn987”. სწორედ ამის საფუძველზე შესაძლებელია და მარტივია სერვერის დაინფიცირების დადგენა MrbMiner-ის ვირუსით. ათასობით სერვერი უკვე ინფიცირებულია. აპრილში კომპანია Guardicore Labs აცხადებდა, რომ ბოტნეტი სახელწოდებით Vollgar უტევდა Microsoft SQL-ის სერვერებს. სპეციალისტების მონაცემებით, კიბერდამნაშავებმა მოახერხეს დაახლოებით 2000–3000 სერვერის დაინფიცირება ყოველდღე. წყარო: bits.media The post ახალი ვირუსი უტევს Microsoft SQL-ის მონაცემთა ბაზის სერვერებს მონეროს მაინინგის მოპოვებისთვის appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.