Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Damnoc აბა ჩვენნაირი ქვეყანა მოგწონს? ყველა თავისას რომ უბერავს?

39 minutes წინ, Damnoc said:

შენს გემოზე მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩართულ ბლენდერში *ვერების ჩაყოფას ვამჯობინებდი, და ეს უკვე ვარაუდია მაგრამ მგონია რომ რამდენიმე წელიწადში შენც იგივე აზრზე დადგებოდი.

მე პირიქით მგონია - შენ რომ მოგახვედრა ჩემს გემოზე მართულ ქვეყანაში, წიხლითაც ვერავინ გაგაგდებდა იქიდან. აქ ქვეყნის მოწყობის ზოგად პრინციპებზე ვწერდი, თორემ ჩინეთს არ ემგვანებოდა ეგ ქვეყანა.

შენ მგონი სახელმწიფო რაღაც აბსტრაქტული ცნება გგონია. სახელმწიფო არის პირველ რიგში მისი მაცხოვრებლები. რაც მისი ახლანდელი და მომავალი მცხოვრებლებისთვის იქნება კარგი, ის უნდა გაკეთდეს. ამას რამდენიმე (ან თუნდაც რამდენიმე მილიონი, თუ ორი მილიარდი ხარ) ადამიანის ინტერესები და სიცოცხლე თუ შეეწირა, ეს ამად ღირს. ყველას მოსაწონი ქვეყანა არ არსებობს თეორიაშიც კი.

 

აი ამ კლიპში არის საბოლოოდ ჩინეთის გამარჯვება ასახული სიმბოლურად, თუმცა მეეჭვება რეალობაში მისცენ ამისი საშუალება:

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
53 minutes წინ, Memento Mori said:

ამას რამდენიმე (ან თუნდაც რამდენიმე მილიონი, თუ ორი მილიარდი ხარ) ადამიანის ინტერესები და სიცოცხლე თუ შეეწირა, ეს ამად ღირს.

ამერიკულ ფილმებში თუ დაკვირვებიხარ მღვდელი ჯვარს რომ წერს წყვილს იმ დროს ამბობს "by the power vested in me by . . . I pronounce you man and wife".

შენი აზრით, იგივე პრინციპით, ადამიანს ვისგან ან რისგან ბოძებული უფლების საფუძველზე შეუძლია მშვიდი სინდისით ვიღაც მოკლას?

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Damnoc said:

ამერიკულ ფილმებში თუ დაკვირვებიხარ მღვდელი ჯვარს რომ წერს წყვილს იმ დროს ამბობს "by the power vested in me by . . . I pronounce you man and wife".

შენი აზრით, იგივე პრინციპით, ადამიანს ვისგან ან რისგან ბოძებული უფლების საფუძველზე შეუძლია მშვიდი სინდისით ვიღაც მოკლას?

მიწაზე თავისი ხალხისგან და უფრო დიდ მასშტაბებში იმავე ღმერთისგან იღებს არათუ უფლებაას, არამედ მოვალეობას რომ თავისი ხალხის საკეთილდღეოდ ყველაფერი გააკეთოს. მაგალითად, ერთი ტერორისტის დანდობის შემთხვევაში ასობით ადამიანი რომ კვდებოდეს, რა არჩევანს გააკეთებ? არაა აუცილებელი ფიზიკურად ესროდეს ვინმეს. ადამიანს სხვა საშუალებებითაც შეუძლია უამრავი მოქალაქისთვის სერიოზული ზიანის მიყენება.

მოკვლა რატომ გამოყავი ჩემი ნაწერიდან და მაგაზე რატომ გაამახვილე ყურადღება, მაინტერესებს :) ისე ზოგადად კი,  მიზანი ამართლებს საშუალებას. მე ის არ მითქვამს (თუმცა არც უარმიყვია, შესწავლა უნდა ამ საკითხს), რომ კონკრეტულად ჩინეთში იძულებითი აბორტები ან კონკრეტული დისიდენტების გაქრობა მართლა საჭირო იყო ქვეყნისთვის. მათმა მთავრობამ ასე ჩათვალა, თუმცა უცდომელი არაა, რა თქმა უნდა. 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Memento Mori said:

მიწაზე თავისი ხალხისგან და უფრო დიდ მასშტაბებში იმავე ღმერთისგან იღებს არათუ უფლებაას, არამედ მოვალეობას რომ თავისი ხალხის საკეთილდღეოდ ყველაფერი გააკეთოს.

იმ მოვალეობის მიხედვით რომელიც უჩნდება, ამ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის ვინმესგან უნდა მიიღოს მითითებები თუ თვითონ უნდა განსაზღვროს ამ მიზნის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯები?

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Damnoc said:

იმ მოვალეობის მიხედვით რომელიც უჩნდება, ამ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის ვინმესგან უნდა მიიღოს მითითებები თუ თვითონ უნდა განსაზღვროს ამ მიზნის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯები?

მანდ გააჩნია ქვეყნის მოწყობას და იქ არსებულ სიტუაციას, თუმცა რაღაც გადაწყვეტილებები ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს თვითონ, აბა რას მიკეთებს იქ?

აი ეს ლამაზუნა ბევრს საუბრობს ჩინეთში არსებულ ნეგატიურ მოვლენებზე:

https://www.youtube.com/channel/UCrRUQe61gG5bS-ysND9LO2Q/videos

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Memento Mori said:

მანდ გააჩნია ქვეყნის მოწყობას და იქ არსებულ სიტუაციას, თუმცა რაღაც გადაწყვეტილებები ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს თვითონ, აბა რას მიკეთებს იქ?

და მაშინ რა ხდება როცა რამდენიმე ტიპი ან ჯგუფი მიიღებენ გადაწყვეტილებებს საერთო კეთილდღეობისთვის რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს?

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Damnoc said:

და მაშინ რა ხდება როცა რამდენიმე ტიპი ან ჯგუფი მიიღებენ გადაწყვეტილებებს საერთო კეთილდღეობისთვის რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს?

გააჩნია ვინ არიან ეს ტიპები და რა ადგილები უკავიათ იერარქიაში. ან ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ან უფრო მაღლა მდგომი იტყვის საბოლოო სიტყვას. 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Memento Mori said:

ან ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ან უფრო მაღლა მდგომი იტყვის საბოლოო სიტყვას.

წრეზე მატარებ და პასუხს მიმალავ. ბოლო ინსტანცია ვინ ან რა არის? სულ კენწერო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share