Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Damnoc said:

წრეზე მატარებ და პასუხს მიმალავ. ბოლო ინსტანცია ვინ ან რა არის? სულ კენწერო.

 გააჩნია სახელმწიფოს და მის მოწყობას-მეთქი, ხომ დავწერე. 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Memento Mori said:

გააჩნია სახელმწიფოს და მის მოწყობას-მეთქი

ხომ გაქვს შენი მოდელი წარმოდგენილი, იქიდან მითხარი.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Damnoc said:

ხომ გაქვს შენი მოდელი წარმოდგენილი, იქიდან მითხარი.

თუ პირადად მე ვიქნებოდი სათავეში, მაშინ აბსოლუტური ძალაუფლება ერთი კაცის ხელში :) მთავრობა, სასამართლო და პარლამენტი ჩემს სრულ მორჩილებაში.

ისე კი დიდი რისკების შემცველია ეს ვარიანტი და ამიტომ რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობ. ორს დავასახელებ.

1) ქვეყანა, სადაც პარლამენტი და მაქსიმალურად არაპოლიტიზებული მთავრობა კარგად აბალანსებენ ერთმანეთს, ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს კი მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. მის დაქვემდებარებაში იქნება სპეციალური ორგანო (პირობითად კონტროლის პალატა) ყველგან ჩახედვის უფლებით და მოვალეობით, პლუს საკუთარი სპეცრაზმით და ჰაკერთა გუნდით, რომლებიც ყველგან შეაღწევენ მომენტალურად და კვალის დაფარვის დროს არავის მისცემენ, თუ ამის აუცილებლობა შეიქნა. თუ დარღვევა აღმოჩნდება, ან სასამართლოში იჩივლებს, ან მის ხელთ არსებულ გარკვეულ ბერკეტებს გამოიყენებს (ამ ბერკეტებზე ვფიქრობ ჯერ, იდეები არის).  მთავრობა დაკომპლექტება მხოლოდ სპეციალურ სწავლებაგავლილი და გამოცდებჩაბარებული მინისტრებით, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყვნენ პარტიულები. ნებისმიერ გლეხის ბიჭს პოლიტიკურ თამაშებში გარევის გარეშე უნდა შეეძლოს პრემიერად გახდომა თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით, ისე უნდა იყოს სისტემა აწყობილი. უნდა იყოს პირველ რიგში კარგი მენეჯერი და შემდგომ მისი სამართავი დარგის საკმარის დონეზე მცოდნე.

2) კონსტიტუციური მონარქია, სადაც მონარქს დაახლოებით ის ფუნქციები და ძალაუფლება ექნება, რაც პრეზიდენტს დღეს არსებულ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში. მონარქიის უპირატესობა ისაა, რომ ბავშვობიდანვე პროფესიონალურად, პიროვნულად და იდეოლოგიურად მომზადებული ადამიანი მოვა სათავეში და არა ვიღაც ქარიზმატული ავანტიურისტი ან გაიძვერა ოლიგარქი, რომლებიც არც პიროვნულ და არც პროფესიონალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. მონარქის აღზრდის და არჩევის წესები კარგად უნდა იქნეს გაწერილი. უმაღლესი დონის პროფესიონალები უნდა მონაწილეობდნენ ამ საქმეში. პლუს დასაბალანსებლად პარლამენტი, სასამართლო და მთავრობა იქნება, რა თქმა უნდა. მთავრობის დაკომპლექტების წესიც კარგადაა მოსაფიქრებელი. მონარქსაც და პარლამენტსაც მთავრობაზე გავლენის ოპტიმალური პროცენტები უნდა ჰქონდეთ.

სასამართლო ამ ორივე ვარიანტში სრულიად დამოუკიდებელი (ამ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად არსებული სხვადასხვა მექანიზმებით, რომლებზეც აქ არ ვისაუბრებ ამჯერად).

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

@Memento Mori

მოდი ხელზე გიმკითხავებ.
 

Spoiler

ზოგადი უნარები გაქვს იმდენი რომ სავარაუდოდ შენს წრეში დიდი გამოწვევა არასდროს გქონია.

მაგაში საერთოდ ორი ფაქტორი თამაშობს ხოლმე, შენი უნარები და წრის ზომა/ხარისხი. თავს ვერ დავდებ ეგ კომბინაცია როგორი დაგიჯდა, ან რომელ ფაქტორს მიუძღვის ლომის წილი იმაში რომ ინტელექტუალური ამპარტავნება ჯერ კიდევ ღლაპის გაქვს.

მაგის ჩამოშორება ორნაირად ხდება ხოლმე საერთოდ, ან ვიღაცამ უნდა დაგამციროს პოლემიკაში ისე რომ მოგიწიოს საკუთარი მსოფლმხედვალობის გადახედვა, ან შენ თვითონ უნდა განვითარდე ისე რომ ერთ დღესაც გახედო შენს წარსულ პოზიციებს და შეგრცხვეს, რაც მერე იმ პროცესს გაგიჩენს რომ ყველა მომენტში იზმენებში იქნები ახლაც, ამ წამშიც ისეთ აზრზე ხომ არ ვდგავარ რისიც ერთ-ორ წელიწადში სიკვდილამდე შემრცხვებაო.

რახან არც ერთი მომხდარა ჯერ და არც მეორე გასაგებია რომ პატარა ხარ, სუნით თუ ვივარაუდებ 21±2 წლის.

საკუთარ თავს საზოგადოებრივ ქველმოქმედებაში ჩავუთვლიდი მაგრამ უბრალოდ სიკვდილივით მეზარება შენთან ჭიდაობა, ჯერ ერთი იმიტომ რომ საკმაო ძალისხმევა იქნება საჭირო, მეორე ის რომ მაგით ან გამოვა რამე ან არა და მესამეც ის რომ ჩემთვის მაგაში არაფერი ყრია.

გამვლელ ინტერნეტელ ოღრაშს თუ დაუჯერებ სიტყვაზე, არც პირველი ხარ და არც ბოლო (ჩემი თამადობით), ვინც ჩათლახი აკადემიკოსების, დანნინგის და კრუგერის ამოთხრილ მაგ ორმოში ჩავარდნილა. გარანტიას ვერ მოგცემ რომ ამოძვრები, მაგრამ ვერც ვერავინ დაგეხმარება და ამიტომ რაც იქნება იქნება.

აჰა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თუ რამედ ღირს, დაგლოცავ და ამით (ამ თემის ფარგლებში) დაგემშვიდობები.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ჩინელებმა რომ დაიწყეს ჩვენთან ჩამოსვლა,სადღაც 10წლის წინ, მაღაზიების გახსნა, მაშინ მაგრად მიკვირდა აქ რა დაკარგეს-მეთქი, ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნიდან ამ ჯურღმულში ჩამოსვლა რად უღირთ-მეთქი, ვკითხე-კიდეც და ისეთი პასუხი გამცეს, ჩემი წარმოდგენა ჩინეთზე, გარკვეულწილად გადაფასდა. 
ბევრნი არიან, ადრეული ასაკიდანვე რესურსების შეზღუდულობის გაცნობიერება უწევთ, რეალურად სოციალურ კიბეზე მობილობის შესაძლებლობა ცოტას აქვს, კლასებად არის სოციუმი გაყოფილი, ხელფასები დაბალია, კარგი სამსახურები ცოტაა, სახელმწიფო მუშა ფუტკრად ყოფნას, მორჩილებას და მის მიერ დადგენილი ღირებულებით ცხოვრებას ითხოვს ინდივიდისგან. სულ სწავლა, მუშაობა, მუშაობა, მუშაობა, ღირსეულ მოქალაქედ ყოფნის მოთხოვნა და ამბები, ადვილია ფსიქოლოგიურად გადაწვა. პიროვნული თავისუფლება ცოტაა. ინტერნეტის გამოყენება რომ დაგჭირდეს, შენი პირადობით უნდა დარეგისტიტრდე. ანონიმურობას გიზღუდავენ. გიფათურებენ სულში თუ სოციალურ მედიაში ხელებს.
ერთი წინადადებით- არ ვისურვებდი იქ დაბადებას,
Great Firewall of Chine-ს იდეა თეორიულ დონეზე მესმის, მაგრამ ვინი პუჰი დაბანვა ეპიკი იყო.

წავედი, ბროხის ,,ჩორკვნა" გავაგრძელო.

Снимок экрана 2020-12-08 в 23.22.37.png

Share on other sites

9 საათის წინ, Memento Mori said:

აი ეს ლამაზუნა ბევრს საუბრობს ჩინეთში არსებულ ნეგატიურ მოვლენებზე:

ეგ ლამაზუნა ან არის ჩინელი ან არ არის. ჩემი აზრით ვაბშე ყირგიზს გავს :] anyway 

 

რუსულენოვან ინტერნეტში ყველაზე კომპეტენტური ჩინეთის ამბებში არის ვავილოვი.

ვოღონდ შარშანდელი ვიდეოებით ჯობია დაწყება, სადღაც 5-6 თვის წინ კრემლიდან მასიურად დაიწყეს ვლოგერების ყიდვა. ვინც 10k-ს აცდა მემგონი ყველა იყიდეს მაგის ჩათვლით, ნუ ან ჩაი დაალვინეს კიდევ ერთიორს :]

ვოპშემ ინჯოი 

https://www.youtube.com/channel/UC4TtEqgnyD_0csoy0EmEALQ/videos

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness

ხო შეგძლებია როცა ინდომებ :D

შენი სიკრეტი ის ხომ არ არის რომ ფიზიკურ მოვლენებზე უნდა გკითხოს ადამიანმა რაღაც რომ ვერ გაიტანო პოსტ-განზომილებაში?

ასეა თუ ისე საინტერესოა მაგათი დინამიკა. ცოტა ხნის წინ იყო ტალღა როცა ძალიან ბევრმა ჩინელმა რომლების უდიდესი ნაწილიც პარტიის მაღალჩინოსმები იყვნენ (დამთხვევაა, დარწმუნებული ვარ) გამოიტანეს ჩინეთიდან ფულის მსხვილ-მსხვილი რაოდენობები და მიაწყდნენ კვიპროსს, სადაც "ოქროს ვიზა" დაახლოებით 2 მილიონი ევრო ჯდება.

ბევრმა ეგ მიიღო როგორც ვირთხების გაქცევა ჩასაძირად გამზადებული გემიდან მაგრამ ფაქტია რომ მმართველი პარტია ჯერჯერობით მყარად ზის პოზიციაზე, მინიმუმ შორიდან მაინც ასე ჩანს.

6 საათის წინ, Darkness said:

Great Firewall of China-ს იდეა თეორიულ დონეზე მესმის, მაგრამ ვინი პუჰი დაბანვა ეპიკი იყო.

რამდენი ვინი პუჰის და ბეტმენის დინამიური დუოთი გაფორმებული სასკოლო ჩანთის დაწვა მოუწევდათ.

 

@შერხან II

წყაროებს თუ აგროვებთ Epoch Times არ არის ხელწამოსაკრავი. დიდი ხნის წინ ჩინეთის ოპრესირებული რელიგიის მიმდევრებმა წამოიწყეს როგორც ანტი ჩინური პროპაგანდის მედია ორგანიზაცია დასავლეთში.

და ერთი ტიპია კიდე, ამერიკელი, ჩინეთში ცხოვრობდა წლების მანძილზე, იქაური გოგო მოიყვანა ცოლად, ბავშვიც გააკეთა, აპირებდა ფესვების გადგმას მაგრამ მერე  უცხოელების შევიწროება რომ დაიწყეს წამოიყვანა ოჯახი და ეხლა იქაური კონტაქტებისგან მიღებულ ინფორმაციებს აქვეყნებს ხოლმე ყუტუბზე, laowhy86 ქვია არხს.

Share on other sites

1 საათის წინ, Damnoc said:

laowhy86

გადავხედე ვიდეოებს. ძაან პროპაგანდაა sry.

მეორეს დაჟე არ ვცდი დასავლური მედიასაშუალებების ობიექტურობა - ₾ო₾.

ასეთ წყაროებს არ ვაგროვებთ. ცალსახად.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share