Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
54 minutes წინ, Damnoc said:

ჩინეთს რომ ვახსენებ მე პირველ რიგში ორუელის "1984" მიდგება თვლალწინ.

ხალხს საქონელივით ექცევიან, სოციალური კრედიტის სისტემა დანერგეს და აქტიურად იყენებენ, დისიდენტებს აქრობენ, ვინც ზედმეტად ხილვადია იმას უბრალოდ ცხოვრებას უნგრევენ, იძულებითი აბორტი მგონი სხვა ქვეყანას აზრად არ მოსვლი მაგათ გარდა, ვუჰანში ხალხს სახლის კარებებს უსვარკებდნენ პანდემიის დროს, და კიდევ ათასი ასეთი რაღაც.

ხოდა ეს არ არის ხილვადი და სხვა რამე არის? უკვე ისე ვარ ეჭვი რომ გეპარება მატრიცაში ხო არ ვართქო.

რიგითი საყვარელი ბუნჩულა ქვეყანა როგორ არის ხალხის თვალში? კურიერში რახან არ გადის ეგ სიუჟეტები?

ჩვენი ღირებულებათა სისტემითაა მაგ ქვეყანაში ამდენი პრობლმა თორემ თავად ფაქტია ითმენენ და არც ამერიკა აპირებს ჯარების შეყვანას და მათ გათავისუფლებას მონობისგან...

მაგრამ დოვლათს ქმნიან! 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, mulan said:

ჩვენი ღირებულებათა სისტემითაა მაგ ქვეყანაში ამდენი პრობლმა თორემ . . .

Spoiler

giphy.gif

კულტურული რელატივიზმი იქვეა გამოყენებით პოსტმოდერნიზმთან და როგორც Major Payne იტყოდა: "when a man mentions postmodernism, it makes my Agent Orange act up; and I get the urge to kill. Do not aggravate my condition!"

მექსიკელებმა ჩიჩენ იცაში რომ დაიწყონ წვიმის ღმერთებზე ბავშვების შეწირვა და ქვეყნის შიგნით ითმენდეს ხალხი ამას, შენ მხრებს აიჩეჩავ და იტყვი "ხო, რავი, ეგ მხოლოდ ჩვენი ღირებულებათა სისტემის მიხედვით არის *ლეობაო"?

Share on other sites

3 საათის წინ, Damnoc said:

ხალხს საქონელივით ექცევიან,

ცხოვრობ ქვეყანაში სადაც რიგითი პაგონიანის ძაღლს უფრო მეტი უფლება აქვს ვიდრე პირადად შენ. დიდი ოლიგარქის პინგვინის პოლიტიკური წონა კიდევ მთელი შენი საგვარეულოს პოლიტიკურ წონაზე მაღალია.

პრიჩომ ეს ყველაფერი ოფიციალურად. კონსტიტუციის დონეზე.

 

პოლიტიკური წონა (განმარტება ბაყაყებისათვის). იდეალური დემოკრატიის პირობებში ერთი ადამიანის პოლიტიკური წონა არის 1. (ან ცოტა მეტი თუ მაგალითად პიდარასტია. ოღონდ ეგ იქ ნათლისმყოფელ დასავლეთში :] )

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, შერხან II said:

ცხოვრობ ქვეყანაში სადაც

თემის სათაური რა არის? "საქართველის და ჩინეთის შედარებითი ანალიზი სოციო-პოლიტიკურ ჭრილში" არა ხო ნამდვილად?

აი მაგას რასაც შენ აკეთებ, ქართულად არ ვიცი მაგრამ ინგლისურად ქვია "whataboutism", მე რომ რომელიმე უბანში გაფუჭებულ გზებზე ვლაპარაკობდე და ამ დროს შენ გაიჩითო პოზიციით რო "ეგ რა არის, კონგოში ვაფშე ბავშვები შიმშილით იხოცებიან".

არ ვლაპარაკობ კონგოელ ბავშვებზე. ვლაპარაკობ სამგორში ათხრილ გზაზე. თუ გინდა კონგოელ ბავშვებზე ლაპარაკი, გახსენი თემა "კონგოელი ბავშვები".

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Damnoc said:

მექსიკელებმა ჩიჩენ იცაში რომ დაიწყონ წვიმის ღმერთებზე ბავშვების შეწირვა და ქვეყნის შიგნით ითმენდეს ხალხი ამას, შენ მხრებს აიჩეჩავ და იტყვი "ხო, რავი, ეგ მხოლოდ ჩვენი ღირებულებათა სისტემის მიხედვით არის *ლეობაო"?

რა არის შენი მიზანი? საქმის კეთება და ეფექტიანობა თუ  უბრალოდ ეგოს კვება  იმით თუ რა კარგი ადამიანები ვართ მაგრამ ვუაიჰ ვერაფერსაც ვერ ვცვლით ? 

ბოდიში, პრიორიტეტებია სწორად დასალაგებელი, მე ვისწავლიდი ბევრ რამეს ჩინელებისგან. ენჯეოშნიკური ტანტალის და პროტესტის მუღამებზე არ ვდგავარ. და კი სანამ საზოგადოებაში თავად არ მომწიფდება პროტესტისთვის მზაობა მანამ ეგრე იქნებიან, არ მაქვს და რომც მქონდეს რესურსი ჩემ ინტერესებში არ არის ჩინეთში არც რევოლუციის და არც არანაირი მოძრაობის ფინანსირება თუ ცვლილებები. მაგდენი რესურსი რომ მქონდეს რუსეთში რამე მსგავს პროცესს მოვხოდავდი იმიტომ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლოა ჩემ ინტერესებში, რა ჩინეთზე ნაკლები მარაზმები ხდება რუსეთში? ის რაც ხდება ადამიანის მიერ წარმოებული ''სიკეთეებია'' ამიტომ არაფერია უცხო და უჩვეულო ჩინეთში. მერე? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

11 საათის წინ, Damnoc said:

ერთი-ორი ახსენე აბა ორივედან, საინტერესოა.

პლუსები: 

  1. სიძლიერით მესამე და რიცხოვნობით პირველი ჯარი ჰყავთ მსოფლიოში.
  2.  ეკონომიკა ძლიერი და სწრაფად მზარდი. 
  3. სახელმწიფო კონტროლის და საქმის კაპიტალისტური წარმოების გონივრული შერწყმა. 
  4. ზოგადდ ჭკვიანური ეკონომიკური და ბიზნეს მოფიქრებები. 
  5. ჯარში შვილის მოსახვედრებლად ქრთამს იხდიან მშობლები (როცა პოსტსაბჭოეთში პირიქითაა და შტატებში უზარმაზარი ხელფასების და შეღავათების მიუხედავად ვერ ავსებენ ადგილებს). 
  6. ელიტურ კორუფციაზე სიკვდილით დასჯაა. 
  7. თავად ჩინელები მომწონან ფიზიკურად. 
  8. კულტურა ხომ ცალკე უზარმაზარი თემაა. პირადად ჩემთვის საბრძოლო ხელოვნებები და მედიცინა (ყველაზე ფართო გაგებით) არის საინტერესო განაკუთრებით.
  9. მოსახლეობა მასობრივად ვარჯიშობს სიცოცხლის ბოლომდე (ტაი ჩი, ამბავი), ამიტომ ეკოლოგიისა და ვირული შრომის მიუხედავად ჯანმრთელი და ფუნქციური მოხუცები ჰყავთ.

 

მინუსები:

  1. ზემოთ ქრთამი ვახსენე და ქრთამი რომ ჭრის ცხოვრების ბევრ სფეროში, ეგ დიდი მინუსია.
  2. კიდევ პიროვნება ხშირად სრულიად უაზროდ იჩაგრება საზოგადოების თუ სახელმწიფოს მიერ. ანუ ძლიერი საზოგადოებრივი აზრი, მშობლების ავტორიტეტი, სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ზედმიწევნითი კონტროლი საერთოდ კარგია, მაგრამ რადგან სრულყოფილი მშობლები, საზოგადოება და მთავრობა არსად არაა, ხშირად ტყუილად იჩაგრება ინდივიდი. ჩინეთში ბევრი მაგალითია ამის. ამ კონტროლის არასწორი გამოყენება ზოგჯერ სახელმწიფოსაც აზარალებს, რადგან ჭკვიანი და გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე ადამიანები ვერ ფრთიანდებიან (თუმცა ჭკვიანმა კაცმა წესით უნდა მოახერხოს თავისი ნიჭის ისე რეალიზება, პარტიასაც რომ ასიამოვნოს, სამშობლოსაც გამოადგეს და თავადაც ხეირი ნახოს).
  3. ინტერნეტი კი კონტროლდება თითქოს, მაგრამ კარგად ვერა და შემოვლითი გზებით მაინც სარგებლობს ხალხი აკრძალული რესურსებით. როგორმე ამას უნდა მიხედოს ამხელა გაქანების მქონე ქვეყანამ, თორემ ინფორმაციულ ომში შეიძლება ჩაძიონ.
  4. ისევე როგორც ორივე კორეასა და იაპონიაში, ზედმეტად ბევრს შრომობს ხალხი, თან აქ არც ისე მაღალ ხელფასზე, იაპონიისგნ და სამხ. კორეისგან განსხვავებით. შრომა კარგია, მაგრამ ზომა ყველაფერს უნდა.
  5. კიდევ ეკოლოგიას ფიზდეცი აქვს, გამონაბოლქვი მათაც აზარალებს და მათ გარშემო კიდევ ბევრს.

ეს უცებ რაც გამახსენდა. მწვანედ იმიტომ შევფერე, ფერები შემიცვალა აქეთ-იქით გადაკოპირების დროს და მეგონა გავასწორებდი :) ბოლოს ასე დავტოვე, შავ ფონზეც გამოჩნდება და თეთრზეც. აქეთ-იქით კიდევ იმიტომ ვაკოპირედი, რომ დანომვრის გარეშე უბრალოდ ცალკე ხაზზე გადაყვანა არ არის ამ ფორუმზე, ენთერი ეგრევე ერთ ხაზს გატოვებინებს.

 

10 საათის წინ, Damnoc said:

სოციალური კრედიტის სისტემა დანერგეს და აქტიურად იყენებენ, დისიდენტებს აქრობენ, ვინც ზედმეტად ხილვადია იმას უბრალოდ ცხოვრებას უნგრევენ, ვუჰანში ხალხს სახლის კარებებს უსვარკებდნენ პანდემიის დროს, და კიდევ ათასი ასეთი რაღაც.

ამ ჩამოთვლილს ძალიან დიდი დადებითი მხარეებიც აქვს სახელმწიფოსთვის. შენ თუ ცალკეული პიროვნების თვალსაწიერიდან უყურებ, მაშინ კი, საშინელებაა. სახელმწიფოებრივი აზროვნება განსხვავდება პირადი ურთიერთობებისგან, სხვა მასშტაბია საერთოდ და სხვა კანონები მოქმედებს.

 

Quote

იძულებითი აბორტი მგონი სხვა ქვეყანას აზრად არ მოსვლი მაგათ გარდა

იძულებით აბორტს, თუ ქვეყანას სჭირდება, აქვს გამართლება. ქვეყანას თუ სჭირდება, დიდიც უნდა მოკლა და ბავშვიც. აი ვიღაცას საკუთარი ტრაკის ქეიფზე ბავშვის მუცელში მოკვლა რომ მოუნდება და ეგ დაშვებულია, მაგას - არა. ახლა აღარაა შობადობის მასეთი მკაცრი კონტროლი, კი არა და ზოგ პროვინციაში მოსახლეობის მატებისკენ აიღეს გეზი. აი სელექციური აბორტები რომ ხშირია თავად მშობლების ინიციატივით, ეგ დიდი მინუსია. ვითომ აკრძალეს სქესის წინასწარ გამხელა, მაგრამ მანდაც ქრთამი წყვეტს.

 

10 საათის წინ, Damnoc said:

რიგითი საყვარელი ბუნჩულა ქვეყანა როგორ არის ხალხის თვალში?

რიგითი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა უამრავი პარამეტრით. არც ბუნჩულაა, პირიქით, ძლიერი, გარე გავლენებისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი, აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის მქონე ქვეყანაა და ამითაც მხიბლავს. სამომავლოდ შეიძლება კიდევ უფრო მოძლიერდეს, მომენტი იხელთოს და სამხედრო ექსპანსიაზე გადავიდეს. რუსეთს ეჭყანება ციმბირის ახევა სერიოზულად :) 

მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ჩინეთი რიგით ბუნჩულა ქვეყანა ჰგონია. ჩასაფრებული ვეფხვია, ერთი ჩინური ფილმისა არ იყოს.

 

9 საათის წინ, Damnoc said:

მექსიკელებმა ჩიჩენ იცაში რომ დაიწყონ წვიმის ღმერთებზე ბავშვების შეწირვა და ქვეყნის შიგნით ითმენდეს ხალხი ამას

მე ვიტყოდი რომ ეს მათი საქმეა და არავის აქვს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება. ჩემი ქვეყნისაში რომ ყველა ერევა, ვისაც არ ეზარება, ძალიან არ მომწონს.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

რა სიცოცხლეები არიან :love:

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, mulan said:

რა არის შენი მიზანი?

წერია შავით თეთრზე (ან თეთრით შავზე, თემის მიხედვით):

18 საათის წინ, Damnoc said:

მაინტერესებხართ  :katutu:

დანარჩენს ჩავთვლი რომ ვიღაც სხვას მიწერე, იმიტომ რომ მე რატომ მომწერე ვერ გავიგე.

 

 

3 საათის წინ, Memento Mori said:

ქვეყანას თუ სჭირდება, დიდიც უნდა მოკლა და ბავშვიც.

წავიკითხე მთელი შენი პოსტი, საინტერესო იყო.

კონკრეტულ პოზიციებზე აზრი არ აქვს ჩემგან კომენტარს იმიტომ რომ აქსიომებში ან/და ღირებულებებში გვაქვს პრინციპული განსხვავებები.

ერთი ის კი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა რომ შენს გემოზე მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩართულ ბლენდერში *ვერების ჩაყოფას ვამჯობინებდი, და ეს უკვე ვარაუდია მაგრამ მგონია რომ რამდენიმე წელიწადში შენც იგივე აზრზე დადგებოდი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)