ძებნა
'', '' or 'ქართული' ძებნის შედეგები.
-
როდესმე დაფიქრებულხარ როგორი ჟღერადობა აქვს ქართულ ენას? არის თუარა ქართული ლამაზი მხოლოდ ჩვენთვის თუ ის ობიექტურად ულამაზესია? მე დაგარწმუნებთ რომქ ართული ენა არის ყვეალაზე დიდი საუნჯე რაც გაგვაჩნია და ის საკაცობრიო საგანძურია. რა შეიძლება იყოს ქართული ენის ჟღერადობის ობიექტური საზომი ინსტრუმნტი? ენის ჟღერადობის კრიტერიუმია მუსიკალურობა, ანუ ტონალურობა უნდა იყოს ჰარმონიული, ქართულ ენას მშვიდი ტონალურობა აქვს, ამიტომაც ის შეიძლება ჩაითვალოს ერთ ერთ ყველაზე ლამაზ ენად მსოფლიოში. მუსიკალურობის კრიტერიუმებია: 1.თანხმოვანთა და ხმოვანთა პროპორციული განაწილება ისე რომ სიტყვები მოკლე მარცვლებისგან შედგებოდეს 2.არაკეთილხმოვანი თანხმოვნების (ჯ,ძ, ხ, წ, ჭ) შერბილება კეთილხმოვანი თანხმოვნებით და ხმოვნებით 3. ენაში არ უნდა ჭარბობდეს არც ხმოვნები არც თანხმოვნები 4. ენას არ უნდა ქონდეს რომელიმე ხმოვნის გამოკვეთილი ჟღერადობა (პაკისტანურ ენაში სულ ისმის კ, კან, კუნ, კლ, კულ, ებრაულში ხ და ა.შ.) 5. ენას არ უნდა ქონდეს აპრიორულად განსაზღვრული ტონალობა. ქართული ენის მუსიკალურობის მტკიცებულება ხალხური მუსიკაა, რომელიც ჰარმონიულია და ჟღერადია ნებისმიერ მსმენელისთვის. (გადადით ლინკზე) უსიკა თავად ენაში დევს, იმიტომ რომ მას არ აქვს გადაჭარბებული თანხმოვანთა ან ხმოვანთა გამოყენება. ჩინურ ენაში გადაჭარბებულად მონაწილეობს ხმოვანთა ბგერები რაც თანხმოვანთა მჭეხარებას ვნებს, სწორედ ამიტომ იაპონურ ენა უფრო კეთილხმოვანია რადგან თანხმოვანთა ჟღერადობა გამოკვეთილია, მაგრამ ქართული ენისგან განსვავებით იაპონურ ენას ისევე როგორც ჩინურს და თუნდაც სომხურს აპრიორულად განსაზღვრული ჟღერადობის ფუძე აქვს. იაპონურში არის აგრესიული მასკულინურობა (გადადით ლინკზე) აშკარაა რომ ენაში იგრძნობა ფეოდალური სუბორდინაცია და ბრძნაების გაცემის გამაძლიერებელი ჟღერადობა. დამთრგუნველ ჟღერადობის გამო იაპონური და სვანური ენის ტონალობა ძალიან გავს ერთმანეთს. სომხურ ენაში აპრიორულადა განსაზღვრული ცხვირსასოვანი ჟღერადობაა. მსგავს ტონალობას ქართველები წუწუნის დროს მივმართავთ. ცხადია ამ კულტურულ ასპექტს სხვა ენა ვერ შენიშნავს, ქართველებში არმენოფობიის ერთ ერთის მიზეზი სწორედ ჟღერადობის კულტურული ეფექტია. სომხური ენა მუსიკალურობის გამო ქართულ სმენას ნდობისკენ არ განაწყობს. რა თქმა უნდა მსგავსი ფობია აბსოლუტურად ირაციონალურია, მაგრამ მიზეზი კულტურულ ეთნოცენტრიზმში კულტურულ რასიზმში უნდა იყოს, ანუ ჟღერადობის გამო უკვე ქართველს ექმენა უპირატესობის დაუსაბუთებელი შეგრძნება. არ შეიძლება ქართული ენის და ებრაულის შედარებაც. ქართულ ენას მიუხედავად იმისა რომ ურთულესი ბგერები გვაქვს არსენალში ჭ, ხ, წ, ძ, ბგერებით შემდგარი სიტვები ცოტა გვაქვს, და თუ გვაქვს ყველა არაკეთილმხოვანი ბგერა დარბილებულია ხმოვნით ან კეთილმხოვანი თანხმოვნით, ებრაულ ენაში კი "ხ" ბგერის დარბილება არ გვხდება და ამიტომ კეთილმხოვანებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულს. (გადადით ლინკზე) ჩვენი ენა კავკასიის რეგიონში ყველაზე დახვეწილია, იმიტომ რომ ლიტერატურულ აკადემიურ საუბარში ჩართული აქვს პაუზები და გრადაციული ტონალობები. ქართული ბგერები დაბალანსებულია თანხმოვანთა და ხმოვანთა პროპორციული განაწილებით, ერთ მარცვლიანი სიტყვები ცოტა გვაქვს, ამით სჯობს ყველა მეზობელ ენას რომელიც 5-6 თანხმობის გადაბმის შემდეგ მოდის ხმოვანი და ყოფს სიტყვას მარცვლებად, (იგივე პრობლემა აქვს მეგრულს და სვანურს). ენას არ აქვს აღმავალი და დაღმავალი ტონალობა ერთ ტაქტში ჟღერს, გაბსხვავებით მეგრულისგან. კეთილხმოვანებით ქართული ენა მნიშვნელოვნად აღემატება თურქულ ენას, რომელიც უხეშ არაკეთილმოვან თანხმოვნებს არბილებს "Е" "Ю" ხმოვნებით რომელიც ამ მგერებს ფემინურ ჟღერადობას აძლევს, მაგრამ 'ჯ" და "ჩ" ღრმა სასოვანი ხმოვნების გამოყენება თურქულ ენას მუსიკალურ პროფილს ავიწროვებს და შეუძლებელს ხდის თურქულ ენაზე საოპერო ჟანრის მუსიკის გაჟღერებას. ენის კეთილხმოვანების საუკეთესო კრიტერიუმია, როგორც ავღნიშნე მუსიკა, კერძოდ კი მუსიკის ყველაზე დახვეწილი ჟანრი ოპერა. ვერც ჩინურად, ვერც იაპონურად ვერც სომხურად და მით უმეტეს ჩრდ. კავკასიურად ოპერას ვერ ააჟღერებ, ქართული კი, როგორც გენებოს! ქართული ენა მუსიკალური ჟღერადობით დგას ისეთ კეთილხმოვან ენებს შორის, როგორიცაა ინგლისური, იტალიური, ფრანგული, რუსული და გერმანული (თუმცა გერმანულს აქვს უხეში მუსიკალურობა და სწორედ ამაზე წუწუნებდა ნიცშე რომელიც მუსიკის ენად მხოლოდ ფრანგულს განიხილავდა). ქართული ენა ადაპტირებულია თანამედროვე მუსიკისთვის, რადგან ტონალობა განსაზღვრულია ემოციით და არა ენის სპეციფიკით. ვერც ერთ კავკასიურ ენაზე ვერ იმღერებ ლამაზ როკ, ბლიუზ მუსიკას, ქართულზე კი თავისუფლად, იმიტომ რომ ენა ბგერებზე და ნოტებზე ადაპტირებას მარტივად ახერხებს, რადგან აპრიორულად განსაზღვრული ტონალობა არ აქვს. რაც შეეხება ენის ფლექსიბილურობას, ქართული ენა მსოფლიოში საუკეთესოა, ზემოთხსნებულ დიდი ენებიც კი გარკვეულ ტონალობებისთვის მოუმზადებელია! ასე მაგალითად ინგლისელს ძალიან უჭირს რუსულად მეტყველება რომელშიც თანხმოვნის დარბილება არა მხოლოდ ხმოვნით არამედ სპეციფიურად ჟერადი ნიშნით ახერხებს (мягкий знак), ხოლო რუსისთვის ქართულად მეტყველება მთელი სიცოცხლის დაუძლეველი გამოწვევაა. ქართულ ენას როგორც ავღნიშნე არ აქვს აპრიორულად განსაზღვრული ტონალობა და სავსეა ბგერათა გამოთქმის ყველა შესაძლო მარაგით. ამიტომაც ქართველი თავისუფლად იმეტყველებს ჩინურ და ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, თუ გერმანულ ენაზე. სამეტყველო აპარატი ყველაზე მეტად პლასტიური და მორგებული პოლიგლოტური მეტყველების შესაძლებლობას. ენის მუსიკალურობა არის საზოგადოების კულტურული კაპიტალის შედეგი, რაც უფრო დიდ სიმაღლეებს აღწევს ენობრივი ცივილიზაცია მით უფრო იხვეწება ენის ჟღერადობა, რადგან მის წინაშე დგება დახვეწილი არისტორკატიული მანერიზმის, მიმართვის აუცილებლობები. საზოგადოების განვითარება უცილობლად ავითარებს მუსიკას, სწორედ ეს უკანასკნელი კვეცავს, ან ცვლის ბგერებს რომ სიტყვები ჟღერადი გახდეს. კავკასია საქართველოს მუსიკის კაპიტალში მინუს უსასრულობით ჩამორჩება, ამიტომაც არც ერთი ენა მოდიფიცირებული მაღალი ტონალობის ნოტებისთვის არ არის. საზოგადოება, რომელმაც განვითარებას ვერ მიაღწია მათი ენა სავსეა უხეში ბგერებითი და სინტაქსურ პუნქტუაციური ასტრუქტურალიზმით. სწორედ ჩვენი ენის უნიკალურობა და განსაკუთრებული ჟღერადობა არის ქართული ტრაგედიის მტკიცებულება. ენის დახვეწილობის მიუხედავად და ქართული საზოგადოება ევროპაში გადაქცეულია ბოშებად, ხოლო საქართველო არაფერს აწარმოებს. ეს ოგზიმორონი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ზოგად ენის და ცივილიზაციის განვითარების პრაქტიკასთან. ანუ ქართულ ენაზე უნდა მეტყველებდეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და არა ივანიშვილის სალობიე, იმიტომ რომ იქ სადაც ენის დახვეწილ სიმაღლეებს მიაღწიეს, უკლებლივ ყველა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა! აშკარაა რომ საქართველოს შემთხვევაში ისტორიის ალოგიკურ განვითარებასთან გვაქვს საქმე, სავარაუდოდ ყველაფერი მონღოლებმა გააფუჭეს. მხოლოდ ერთია გასათვალისწინებელი, ქართული ენა მხოლოდ თბილისურ აკადემიურ ენაშია ლამაზი და სწორედ მაშინ არ აქვს აპრიორულად განუსაზღვრული ჟღერადობა, თორემ იმერულ და კახურ აქცენტებს თუ დაუმატებ, რუსულიც საზიზღრად ჟღერს და ინგლისურიც. ამიტომ ქართველებო, იმუშავეთ საკუთარ თავზე მოიშორეთ პროვინციური აქცენტი და ეზიარეთ აკადემიურ ქართულ ენას.
-
@Ratatat წარმოგიდგენთ 2020 წლის 20 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას. ► ნახეთ სრული ფლეილისტი 20. Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone პროექტი Circus Mircus სამი ანონიმი მუსიკოსითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მსმენელთა წინაშე საცირკო დასის წევრების მსგავსი იმიჯით გამოდიან (მათი სადებიუტო პერფორმანსის ხილვა აქ შეგიძლიათ). თუმცა, წესით და რიგით, გამოცდილ მელომანებს ბავონც გევორქიანის, იგორ ფონ ლიხტენშტეინისა და დამოკლეს სტავრიადისის ფსევდონიმების მიღმა მდგომ არტისტთა ნამდვილი ვინაობის ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეთ. მათი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone ყირგიზეთის დედაქალაქში მდებარე ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრითაა შთაგონებული. მის პაციენტებს სამი დღით გარეთ, კარავში უშვებენ და აძლევენ ქვას, რომელსაც საკუთარი პრობლემები უნდა გაუმხილონ, შემდეგ კი მთიდან გადააგდონ. ექსცენტრიკული, ნახევრად კომიკური, ნახევრად დეპრესიული განწყობის ნამუშევარი, რომლის უცნაურ ტექსტსა და იდეას მისივე ექსპერიმენტული ჟღერადობა იდეალურად შეეფერება. 19. წერილი - მტვრიან მიწაზე ქართული ალტერნატიული როკ სცენის ვეტერანი ჯგუფი წელს მსმენელებს ახალი მინი ალბომით "ეგ არის" დაუბრუნდა, რომლის ჩაწერისას მუსიკოსებს კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივის Mother on Mondays წევრი, ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნამუშევარში შესულ კომპოზიციას "მტვრიან მიწაზე" ძირითად პოსტ პანკის ჟანრში მოღვაწეობით ცნობილი ბენდისთვის უჩვეულო, ელექტრონული ჟღერადობა და ინდასტრიალის ელემენტების სიუხვე გამოარჩევს. თუმცა, კვლავ უცვლელია ჯგუფის ფრონტმენის, გია თოიძის შესრულების საფირმო მანერა და დეპრესიული, ნიჰილიზმით სავსე ლირიკა. სიმღერა პანდემიის მიერ ადამიანების ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებებითაა შთაგონებული, უამრავი ნეგატივითა და ათასგვარი პრობლემით სავსე 2020 წელს "წერილის" შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა კი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. 18. 4D Monster Lobsters - YOU N ME VS THE REST OF THE WORLD ქართველ მუსიკოსებს შორის ბილინგუალური კომპოზიციები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს ასეთი ნამუშევრები განსაკუთრებით მომრავლდა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფის Four Dimensional Monster Lobsters ეს სიმღერა გახლავთ, რომლის ტექსტშიც ქართული და ინგლისურენოვანი მონაკვეთები ერთმანეთს იშვიათი ბუნებრივობითა და ძალდაუტანლობით ენაცვლება. ელექტრონულ ჟღერადობაზე აგებული ჩანაწერი, რომელშიც გამოცდილი მსმენელის ყური სამოციანი წლების ფსიქოდელიის ელემენტებსაც აღმოაჩენს, დრიმპოპსაც და ალტერნატიულ როკსაც, ცალკეულ მომენტებში ძალზე ეფექტურად ბალანსირებს დისონანსურობის ზღვარზე. ვოკალიც ძალზე საინტერესოდაა დამუშავებული და საერთო აკუსტიკურ ქსოვილში ჰარმონიულად ჯდება. მოკლედ, მშვენიერი კომპოზიციაა, რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წელს დაარსებული კოლექტივი სპეციფიკური, მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე პროექტად ჩამოყალიბდა. 17. Killages - Oma ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Killages მიმდინარე წლის სექტემბერში საკმაოდ შთამბეჭდავი სადებიუტო სტუდიური ალბომი Original Brothers გამოუშვა, თუმცა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ნამუშევრის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გავრცელებულმა კომპოზიციამ Oma მიიპყრო. ეს ტრეკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ჯგუფის ძირითად კოზირს მისი ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის შესრულების მანერა წარმოადგენს, რომელიც მსმენელის დაინტერესებასა და ჩათრევას ჩანაწერის პირველი წამებიდანვე ახერხებს. ატმოსფერული, მელოდიური ინსტრუმენტალიც ძალზე ეფექტურადაა დამუშავებული. ერთი სიტყვით, მუსიკოსების მორიგი ხარისხიანი და გემოვნებიანი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს სიაში ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს. 16. ლექსო რატიანი - ძილი ლექსო რატიანმა ამ კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართულ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და თვითმყოფადი მუსიკოსია. 17 წლის არტისტის მიერ თვითიზოლაციაში შექმნილი სიმღერა ისეთ მენტალურ მდგომარეობას აღწერს, რომელიც, დიდი ალბათობით, თითოეული მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. გასაგები მიზეზების გამო, 2020 წელს მინიმალისტური ინსტრუმენტიზაცია, დეპრესიული ლირიკა და ნიჰილისტური განწყობა ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა, რომელიც ათასობით ნამუშევარში აისახა და გარკვეულწილად გაიცვითა კიდეც. თუმცა, ამ ჩანაწერს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ბანალურის გარდა, რაშიც მისი მოსმენისას თავადვე დარწმუნდებით. 15. Anushka Chkheidze - Lingotto ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მიერ 2020 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში Halfie განსაკუთრებულ ყურადღებას კომპოზიცია Lingotto იპყრობს. უჩვეული ატმოსფერო, მიკროპასაჟების მუდმივი მონაცვლეობა და ემბიენთური აკუსტიკური ნაკადი, რომლის მოსმენაც ყოველდღიურ სცენებსაც კი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჩაკარგულ ჰალუცინაციებს ამსგავსებს. ჩანაწერში აშკარად იგრძნობა IDM-ისა და გლიჩის ჟანრების ისეთი ლეგენდარული წარმომადგენლების გავლენა, როგორებიც არიან Aphex Twin, Boards of Canada, Autechre და სხვები, თუმცა ის ამავდროულად არც ინდივიდუალური ხელწერის ნაკლებობას განიცდის. ერთი სიტყვით, შესანიშნავი ტრეკია, რომელიც ავტორის მომავალი ნამუშევრების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს. 14. KoKa - Pow! ნორვეგიაში მცხოვრებმა კოკა ნიკოლაძემ თავისი პირველი ოპერა Vor dem Gesetz ("კანონის წინაშე") ფრანც კაფკას შთაგონებით ჯერ კიდევ 2012 წელს დაწერა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანი ნაწარმოებებს თავისივე ხელით აწყობილი ინსტრუმენტების საშუალებით ქმნის. ჩვენს სიაში შეტანილი კომპოზიცია Pow! კი მისი ბექგრაუნდის მქონე არტისტისთვის, ერთი შეხედვით, უჩვეულო მიმართულებას, ექსპერიმენტულ ჰიპ ჰოპს მიეკუთვნება და ტრაიბალური ატმოსფერო, ყოველდღიური ნივთების ხმების კრეატიული გამოყენება და აბსტრაქტული, ძალზე ქარიზმატული მანერით შესრულებული რეჩიტატივი გამოარჩევს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრეკზე გადაღებული, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი, რომელიც კონცეფციით მიშელ გონდრის მიერ შექმნილ კლიპებს მოგვაგონებს. 13. კოლექტივი - 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ 1921 წლის თებერვლის მიწურულს კოჯორ-ტაბახმელაში რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიასთან ბრძოლაში ქართველ იუნკერებთან ერთად მოწყალების და, ეროვნულ გმირად შერაცხული მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ჯგუფ Bedford Falls-ის წევრების, მიხო კალანდარიშვილისა და სანდრო დიასამიძის მიერ შარშან დაარსებული პროექტის ეს კომპოზიცია სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება. დიდი ხნის წინ მივეჩვიეთ, რომ მსგავს თემებზე ქართულ მუსიკაში უმეტესწილად უადგილო პათეტიკით სავსე ნამუშევრები იქმნება, თუმცა ეს მშვიდი, უპრეტენზიო, ინდი ფოლკის ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას გაცილებით ნათლად და მეტი გულწრფელობით წარმოაჩენს, ვიდრე ურაპატრიოტიზმით სავსე ნებისმიერი სხვა ჩანაწერი. 12. Melqo - Angels დავით მანჩხაშვილი, იგივე მელქო სცენაზე სადებიუტო კომპოზიციით "Bloom/აყვავდი" 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ჩვენი და არაერთი სხვა მსმენელის ყურადღების მიქცევა ამ მოკლე დროშიც მარტივად მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში არტისტმა პირველი სტუდიური ალბომი "ათასწლეული" გამოუშვა, მოგვიანებით კი რამდენიმე ახალი ტრეკიც გაავრცელა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი Angels-ზე შევაჩერეთ. კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერილი ნამუშევარი დაუნტემპოს, ჰიპნაგოგიური პოპისა და ჰიპ ჰოპის მელანქოლიური სინთეზია, რომელსაც ორიგინალური პროდაქშენი და შესრულების არანაკლებ ორიგინალური, თითქმის ჰიპერსომნიული მანერა გამოარჩევს. ვფიქრობთ, ზემოხსენებულ მიმდინარეობათა მოყვარულებს ეს კომპოზიცია აუცილებლად დაგაინტერესებთ. 11. MokuMoku - Lyre ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება MokuMoku თანამედროვე ქართული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად საინტერესო ხელწერის მქონე პროექტი რომ არის, 2012 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფის წევრებმა კომპოზიციით Lyre კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ემბიენთური ელექტრონიკისა და ჯაზის რიტმების ორგანულ სინთეზზე აგებულ, მრავალფეროვან ინსტრუმენტალში ყოველი მომდევნო ნაბიჯი მახვილგონივრულადაა გათვლილი, ვოკალიც საჭირო დროსა და ქრონომეტრაჟით შემოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი ერთ თვითმყოფად, დამაინტრიგებელ ესთეტიკურ ხაზს მიჰყვება. სასიამოვნოა, რომ ამ ტრეკის სახით კოლექტივის ისედაც შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი ძალზე ეფექტური და დახვეწილი ჩანაწერი შეემატა. 10. Tamada - Cru ჰაუსის, ფანკისა და ქალაქური სიმღერის სინთეზი ისეთი ექსპერიმენტია, რომელიც ან ძალზე ეფექტური შედეგით უნდა დასრულდეს, ან სრული კატასტროფით - მსგავსი ავანტიურები სხვაგვარად არასდროს მთავრდება. ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ლაშა ჩხაპელიას ახალი პროექტის Tamada სადებიუტო სინგლი Cru, საბედნიეროდ, ზემოხსენებული შემთხვევებიდან პირველს მიეკუთვნება. კომპოზიციის მიმართ საწყის ინტერესს, რა თქმა უნდა, მისი არაორდინარული მიმართულება აჩენს, რომელსაც ავტორი "დიფ დუქანს" უწოდებს, თუმცა მოსმენიდან მცირე ხანშივე ნათელი ხდება, რომ ეს ტრეკი ჩვენს სიაში ადგილს მხოლოდ ორიგინალურობის ხარჯზე არ იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში გიტარის პარტიას კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი, სტატიაში ზემოთ უკვე ნახსენები ლექსო რატიანი ასრულებს. 9. Gacha Bakradze - Inside უკვე დიდი ხანია, რაც გაჩა ბაქრაძემ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის სტატუსი დაიმკვიდრა და ქვეყნის გარეთაც არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. 2020 წელს არტისტმა გერმანულ ლეიბლზე Die Orakel მინი ალბომი Western Arrogance გამოსცა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით Inside შევარჩიეთ. ასეთ ჩანაწერების შემთხვევაში, ტერმინი "მონოტონური" ოდნავადაც არ წარმოადგენს სიტყვა "მოსაწყენის" სინონიმს, ცალკეული პასაჟების ხშირი გამეორება კი ის უმთავრესი ფაქტორია, რომელიც საერთო ემოციური სურათის ეკლექტურობას განაპირობებს. შეგიძლიათ, ამ მოსაზრების ჭეშმარიტება თავადვე გადაამოწმოთ, 14-წუთიანი კომპოზიცია მოსმენის პროცესში ერთფეროვნების განცდას წამითაც არ დაგიტოვებთ. 8. Bobby Kensei x Turbo_ია x Dilla - Shy Girl Bobby Kensei-ის სახელით ცნობილმა რევაზ ხარჩილავამ წელს მსმენელებს რამდენიმე ახალი კომპოზიცია შესთავაზა, რომელთაგან საუკეთესო უდავოდ Shy Girl იყო. ამ ჩანაწერში მას პარტნიორობას კოლეგები, გიორგი კვეზერელი, იგივე turbo_ია და პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, ზურა ჯიშკარიანი, იგივე Dilla უწევენ. ძალზე საინტერესო ჟღერადობის მქონე კომპოზიციაში მამბლ რეპისა და თრეფის გავლენა იგრძნობა, თუმცა ამ ჟანრებში შექმნილი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლირიკით გამოირჩევა. რომანტიკულ, მსუბუქი მელანქოლიით გაჟღენთილ და ფსიქოდელიური შტრიხებით მდიდარ ტრეკში ხარისხის სწორედ ის თამასაა შენარჩუნებული, რომელსაც მის შექმნაში მონაწილე თითოეულმა არტისტმა დიდი ხნის წინ მიგვაჩვია. 7. HVL - Nat Mode ელექტრონული მუსიკის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჟანრის სათავეებთან უმეტესწილად ქალი პიონერები, დელია დერბიშირი, დაფნა ორამი, პოლინა ოლივეროსი და სხვები იდგნენ. საქართველოში ასეთი ფიგურა 1926 წელს დაბადებული ნათელა სვანიძე გახლდათ, რომელიც, მისივე თქმის არ იყოს, ზედმეტად ადრე მოვიდა ამქვეყნად - ავანგარდული ხედვის მქონე კომპოზიტორის ექსპერიმენტები სრულიად აცდენილი იყო საბჭოთა კულტურულ კონიუნქტურასთან, რის გამოც მისი ნამუშევრები თითქმის არასდროს სრულდებოდა. სვანიძეს შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 1974 წელს შექმნილი "ქართული ლამენტაციები" იქცევს, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ნიმუში ვუწოდოთ. 2020 წელს გამოცემული კომპილაციური ალბომი "ნათელა" სწორედ ამ ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის, ჩვენი სიისთვის გიგი ჯიქიას, იგივე HVL-ის ტრეკი Nat Mode შევარჩიეთ იმ იმედით, რომ 2017 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის მემკვიდრეობას მომავალში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და დაფასება ერგება წილად. 6. Creams - RUN შარშან Creams იმ ახალ სისხლად მოვიხსენიეთ, რომელიც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდებოდა. როგორც 2020 წელს აღმოჩნდა, ნათია ჭიჭინაძის შემოქმედება მხოლოდ მშობლიური სცენისთვის არაა აქტუალური - არტისტთან კონტრაქტი ბრიტანულმა ლეიბლმა AWAL გააფორმა, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთ ლეგენდარულ შემსრულებელთან თუ ბენდთან უთანამშრომლია. ამ კოლაბორაციის პირველი შედეგი, სინგლი RUN ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ჩამთრევი რიტმი, დახვეწილი ემბიენთური ტექსტურები, საინტერესო განვითარება, უჩვეულო ატმოსფერო და შესანიშნავი პროდაქშენი. მუსიკოსის ჩვეული ქარიზმა და გამომწვევობაც ადგილზეა. ისეთი კომპოზიციაა, ყოველი მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო რომ განდომებს თავიდან ჩართვას, ნათია კი განვითარებას და მასზე დამყარებული იმედების გამართლებას წარმატებით განაგრძობს. 5. Murman Tsuladze - La Flemme de Danser / მოდი, წავიცეკვოთ La Femme-ს ქართველი მსმენელები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ პოპულარული ფრანგული კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი "მურმან წულაძის" სახელით ცნობილ პროექტში ამოჰყოფდა თავს და სახელად ზაურის დაირქმევდა. 2016 წელს ჩამოყალიბებულ ტრიოში ამ უკანასკნელთან ერთად პარიზელი ტექნო არტისტი, ვიქტორ გასკონი და რუსთაველი მუსიკოსი, მურმან წულაძე მოღვაწეობენ, რომელიც ბენდის ხელწერას უნიკალურ კოლორიტს მატებს. ჯგუფის შემოქმედებაში ძალზე ნათლად იგრძნობა იმ საეჭვო რეპუტაციის მქონე მუსიკის გავლენა, ჩვენში განსაკუთრებული პოპულარობით შავბნელ 1990-იანებში, ბაზრობებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში რომ სარგებლობდა. მათ ჩანაწერებში ეს ინსპირაცია სინთპოპისა თუ ჰაუსის ყალიბშია ჩამოსხმული და თითქოს დემნა გვასალიას მიერ მაღალი მოდის სამყაროში განხორციელებული პროვოკაციების მუსიკალურ ექვივალენტს ქმნის, რომელიც მთელი თავისი დიდებულებით კომპოზიციაში "მოდი წავიცეკვოთ" აისახება. საფრანგეთის დედაქალაქში, "ყვითელჟილეტიანების" აქციებზე გადაღებული კლიპიც სწორედ ისეთია, ამ არაორდინარული ესთეტიკის ნამუშევარს რომ შეეფერება. 4. KayaKata - Malina ფსიქოდელიური ჰიპ ჰოპის ჟანრში შექმნილი ეს კომპოზიცია KayaKata-ს საფირმო ხელწერის მორიგი ეფექტური ნიმუშია. ამ შემოქმედებითი გაერთიანების სხვა ნამუშევრების მსგავსად, Malina-ს მოსმენის დროსაც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგადაა შექმნილი. თუმცა, აშკარად უფრო მართებული იქნება, თუ ამ დახასიათებაში "რღვევას" დეფრაგმენტაციით ჩავანაცვლებთ - ჩანაწერის ლირიკაში თითოეულ ფრაზას მოგონებების, განცდებისა და ხატების მთელი წყება ებმის, მათი მონაცვლეობა კი რეალობის სურათს ცალკეულ ნიშნებად შლის და თავიდან აწყობს, რის შედეგადაც მიღებულ ტილოზე გამოსახული, მჟავის ფერებში გადაწყვეტილი პალიტრა და დეკონსტრუირებული ფორმები ერთდროულად სიურრეალიზმსაც მიეკუთვნება და კუბიზმსაც. მოკლედ, ისეთი ტრეკია, რომლის სიტყვებით აღწერაც ბევრს არაფერს იძლევა, ამიტომაც, გირჩევთ, თავად მოუსმინოთ. 3. ერეკლე დეისაძე & Nimit_ta - ნამასა ქართველი მწერლისა და მუსიკოსის, ერეკლე დეისაძისა და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენის, ბექა კუნდალინის დუეტმა, რომლისგანაც არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი გვახსოვს, 2020 წელს მორიგი შთამბეჭდავი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელა. ნამუშევრის ლირიკაში ერეკლეს ტრადიციული ხელწერა ძალზე ნათლად იგრძნობა. ვერ ვიტყვით, რომ გეტოების მგოსანი რაიმე ახალს ან განსაკუთრებულს გვთავაზობს, თუმცა ხარისხი კვლავინდებურად სახეზეა. აი, რაც შეეხება ბექას (რომელიც ამ შემთხვევაში Nimit_ta-ის ფსევდონიმით მოგვევლინა), ის აქ ახალ შემოქმედებით საფეხურზეა - მისი ინსტრუმენტალი ამ მელანქოლიურ, ელექტროპოპის სტილში გადაწყვეტილ ტრეკში მელანქოლიურ, თითქოს სიზმრისეულ ატმოსფეროს ქმნის და სიმღერას განუმეორებელ ესთეტიკას სძენს. 2. Bedford Falls - MACEDONIA კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმხლებმა მოვლენებმა გამოძახილი უამრავი არტისტის შემოქმედებაში, მათ შორის ქართული ბენდის Bedford Falls ჩანაწერშიც MACEDONIA ჰპოვა. როდესაც ადამიანებს ოთხ კედელს შორის გამოკეტილ მდგომარეობაში თვეების გატარება უწევთ, სხვაგან ყოფნა ნელ-ნელა ოცნებად იქცევა, შორეული ადგილები კი წარმოსახვაში ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება. სწორედ ეს უჩვეულო, სევდიანი განწყობაა ასახული სიმღერაში, რომელიც 2020 წელს მსგავს თემაზე შექმნილი ასობით ტრეკიდან უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ჯერჯერობით, მაკედონიისა არ იყოს, ის დღეც საკმაოდ შორსაა, როდესაც მოწოდება "დარჩი სახლში" მსოფლიოში ყველაზე აქტუალური აღარ იქნება, მანამდე კი ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეს ძალზე ლამაზი კომპოზიცია ნამდვილად დაგეხმარებათ. 1. დავით დათუნაშვილი - 4 Real დავით დათუნაშვილს მსმენელი ძირითადად ორი პროექტიდან, 2007 წელს ჩამოყალიბებული ინდი როკ ჯგუფიდან Landmark და ამავე ბენდის დრამერთან, გიგი ჯიქიასთან ერთად მოგვიანებით დაარსებული ელექტრონული დუეტიდან Okinawa Lifestyle იცნობს. 2020 წელს კი არტისტმა თავის სოლო დისკოგრაფიას ახალი ალბომი 6 Plus შემატა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად კომპოზიცია 4 Real შევარჩიეთ. დახვეწილი ინსტრუმენტალი, ლოუ ფაი პროდაქშენი და ნოსტალგიური ჟღერადობა - არაერთი ღირსებით გამორჩეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ესთეტიკას შესრულების სპეციფიკური მანერა სძენს, რომელიც მის ფსიქოდელიურ, ინტიმურ ატმოსფეროში იდეალურად ჯდება. წლის საუკეთესო ქართულ კომპოზიციად სწორედ ამ ჩანაწერს ვასახელებთ და აუცილებლად გირჩევთ, ალბომში შესული სხვა ტრეკებიც მოისმინოთ.
-
1551 ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა. განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით პოლიტიკური საბჭოს წევრები და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იდგნენ. "19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა პოლიტიკური საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა", - განაცხადა კობახიძემ. ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე რიგგარეშე არჩევნები 43 პროცენტის აღების შემთხვევაში და მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კი მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. კობახიძის თქმით, შეთანხმების ანულირებით ქვეყანა "კონსტიტუციურ ჩარჩოს" დაუბრუნდება: "მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით, 53 %-ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და მართვის ამგვარი რეჟიმი სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს". აგიზგიზდა ბოდბეში დანთებული სანთელი სერ სეტ? @Seth
- 250 replies
-
თუ კრიტიკული გონება არ გაქვს დეტალების ცოდნა ართულებს ქართული პოლიტიკის აღქმას. დეტალები ზოგჯერ ფორმას უცვლის შინაარს, არადა მაკრო პერსპექტივა ბევრად ზუსტია. იცით თქვენ რომ თუ დეტალებში ჩაერთვები ქართულ კოლაბორაციონიზმსაც ქონდა მიზეზი მე-19 საუკუნეში? გლეხის ჩაგვრას, ილიას გინებას, კომუნიზმს, 37 იანი წლების გადასახლებებს, სავოკს, 90 იანი წლების სიბნელესაც კი!!! არ გჯერათ, აუღწერეთ 90 იანი წლები მხოლოდ ფაქტებით ტქვენს შვილებს:უდეონობა, უშუქობა, უწყლობა, კრიმინალი, სიღარიბე და ის არასდროს ინატრებს იმ ეპოქაში ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ როცა 90 იანი წლების დეტალები მოგვეხსენება, ტკბილ მწარე მოგონებით ვიხსენებთ ქართულ ჯოჯოხეთს, იმიტომ რომ იმ საზიზღრობაში უფრო მეტი სითბო გვახსოვს მეზობლისგან ძმაკაცისნ და ნათესავისგან. დეტალების ცოდნა ფაქტის აღქმას ამახინჯებს, თუ ადამიანი ბეცია გონებით ხოდა ქართველობას სულ გვჭირს სიბრიყვე, ამიტომ დეტალები ხელს გვიშლის გავიგოთ რა ხდება ჩვენს თავს. მოდი შევაფასოთ 9 წელე მაკრო პერსპექტივით დეტალების გარეშე: გაათმაგებული ბიუჯეტი, მშპ, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ელექტრო კრიზისის გადაწყვეტა, გაზიფიკაცია, წყალმომარაგება, ნატოსა და ევროკაშირის სტრუქტურებთან მაქსიმალური დაახლოება, განათლების რეფორმა, ეკონომიკის რეფორმა (ლიბერალიზაცია), სამხედრო რეფორმა, ეკონომიკის ზრდა 14%. 9 წელეს დეტალები: მოძალადე სისტემა, გირგვლიანი, რობაქიძე და სხვა მრავალი, ჩარეცხილები, გამოგდებულები, წაგებული ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, ტრაკში დუბინკები... დეტალების ცოდნამ "9 წელეს" შეფასება შეცვალა და თან აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით. ანუ ეს არ არის კრიტიკული ანალიზი კარგის და ცუდი (გონიერი ადამიანი სწორედ ასე ახდენს რეფლექსიას) არამედ ეს არის ეპოქის გასაზიზღრება, ისე რომ ყველაზე მტავარი გვერდზე დაგვრჩა__ საქართველოს განვითარება. ეხლა კი ქოცობის მაკრო პერსპექტივა: ეკონომიკის სტაგნაცია და რეგრესი; ვიზა ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება; ლარის გაუფასურება, ოლიგარქიული მმართველობა, ეკონომიკის შემცირება (უკვე მინუსებში ვართ), გაზრდილი საგარეო ვალი(დეფოლტამდე გვიკლია 5 %); პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება; ეხლა კი დეტალები: უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ; ოპოზიციაში ყველა უზნეოა, ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერი, 20 მაისს ოპოზიციამ სცადა პარლამენტში შევარდნა, რუსთავი 2 იყო დენიზფორმატორი; რურუა 90 იან წლებში იყო ბანდიტი... ანუ დეტალებმა ობიექტურ რეალობის აღქმაში ხელი შეგიშალათ, არადა მაკრო პერსპექტივა ბევრად ზუსტია ვიდრე დეტალები!!! თუ წარმოვიდგენთ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს 30 წლის შემდეგ, ზემოთხსენებულ ორ ეპოქაზე დასკვნას რომელიც კრიტერიუმით შეაფასებს მაკრო თუ მიკრო შედეგებით? თავს ნუ მოიკლავთ ფიქრით, მაკრო შედეგებით ბრიყვებო დიახ მაკროო მაკროოოოოო!!! გაიგე ეხლა? იმიტომ რომ მიკრო ეპიზოდებით ილია ჭავჭავაძე იყო დამპალი მევახშე იმ პერიოდის ბრიყვუსია მემამულისთვის ხოდა ვინ აღმოჩნდა ბოლოს სწორი?! რახან შევთანხმდით რომ პოლიტიკის შეფასებაში ჯობია მაკრო კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ, მოდი ჩამოვთვალოთ შედეგები: 1. საქართველოს მართავს არაოფიციალური პირი 2. ლარი არასტაბილური ვალუტაა და გაუფასურებულია ისტორიულ მაქსიმუმზე; 3. საქართველოში არის ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რადგან არაფერს ვაწარმოებთ და ტურისტული სეგმენტი გარდაიცვალა 4. საქართველოში იდევნება პოლიტიკური ოპოზიცია და ორი ლიდერი იხდის სასჯელს 5. საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოება შეიყვანა გამოუვალ პოლიტიკურ კრიზისში დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ფაქტები და სწორედ ფაქტებით გვაფასებენ, ფაქტი კი მხოლოდ ჩამოთვლილი ხუთი პუნქტია რომელსაც შეგიძლიათ მიუმატოთ. დასასულს კი გთავაზობთ ტიომას ჰენდრიკ ილვესის საინტერესო ინტერვიუს, რომელიც ქვეყანას სწორედ მაკრო კრიტიუმებით აფასებს და სამწუხაროდ პოლიტიკის ქართველ "ექსპერწებზე" ბევრად ზუსტად! https://www.interpressnews.ge/ka/article/65...rntOqkdP09HHMvA
-
31 მარტს, გვიან ღამით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“. დანიელსონმა მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. მიუხედავად, იმისა, რომ შეთანხმების ჩაშლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს, ჩანს, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მათ პოზიციების შეჯერება მოახერხეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო მხარეებმა „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ახალი არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეთანხმების საბოლოო ტექსტში არ ჩაიწერა. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დროს „ყველა დარღვევასა და დაკავებაზე“ ამნისტიციის გამოცხადების გზით, დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს. ამ ეპიზოდში ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს. ახლა დანიელსონი განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის ძალისხმევა. „ეს არის გამოსავალი, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა. ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება დოკუმენტის მიხედვით, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე“. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს, ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ამბიციური საარჩევნო რეფორმა დანიელსონის მიერ წარმოდგენილი ტექსტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. ამავე ტექსტის მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. აქედან პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ასევე ხმების 2/3-ით, ხოლო მისი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამასთან, უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა დოკუმენტის მიხედვით, მოქმედმა პარლამენტმა ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად უნდა დაამტკიცოს „ამბიციური“ სასამართლო რეფორმა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. აგრეთვე, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შემდეგ სიიდან შეირჩევა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი. მომავალი არჩევნები დოკუმენტის მიხედვით, პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. წინაისტორია ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თვის დასაწყისში მხარეებს შორის მედიაციის მისი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა. პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ღარიბაშვილმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან პოლიტკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის დიდმა ნაწილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მისი შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. ოპოციასა და მმართველ გუნდს შორის საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებები დაკემბრის დასაწყისში შეწყდა. მხარეებს შორის დიალოგი პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს განახლდა.
- 2 replies
-
- ევროკავშირის
- მედიაცია:
-
(and 5 more)
Tagged with:
-
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“. 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“. აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც უბიძგებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ თეთრი სახლის შემდგომი პოლიტიკა თბილისთან მიმართებით განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, რომ ზუსტად დაიცვას ამერიკული მითითებები“. „საქართველოს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, რომ საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად ვაშინგტონის მფარველობა მოიპოვონ, დე ფაქტო სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის სიტყვებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან, აშშ მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ხელით მართვას და კარნახს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით“.
-
წყარო: სანდრო ცქიტიშვილი და popmusic.ge მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული მუსიკა დაახლოებით იმ სცენარით განვითარდა, როგორც დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილში - ეროვნული კოლორიტი იმ დროისთვის მოდურ საერთაშორისო სტილებსა და მიდგომებს შეერწყა და შედეგად მოგვცა ნამუშევრები, რომლებიც, ერთი მხრივ, ქართული ფოლკლორული ელემენტების წყალობით, თვითმყოფადი იყო და, მეორე მხრივ, ახალ მიმდინარეობებსაც, ასე თუ ისე, მხარს უბამდა. ტოტალიტარული საბჭოთა ცენზურა, რომლის ქვეშაც ქართულ მუსიკას მე-20 საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მოუწია არსებობა, ამ ახალი, ძირითადად დასავლური მუსიკალური ტენდენციების ინტეგრაციას ოდნავ აფერხებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ამ გავლენებმა ადგილობრივი არტისტების შემოქმედებაში ფეხი მაინც მოიკიდა. საუკუნის დასაწყისის საქართველოში ფოლკლორი და ოპერა პოპულარული მუსიკის როლსაც ითავსებდა. ორმოცდაათიან წლებამდე ლილვაკებზე და ადრეულ ფონოგრაფებზე გაკეთებული მუსიკალური ჩანაწერების უმეტესი ნაწილი სწორედ ფოლკლორული ნაწარმოებები, ან კლასიკური არიები და რომანსებია. მაგალითად, დიდი ქართველი ტენორის, ვანო სარაჯიშვილის ეს სიმღერა 1914 წლით თარიღდება. ვანო სარაჯიშვილი - შენ ერთს (1914) დასავლურმა პოპულარულმა მუსიკამ, კერძოდ კი ჯაზმა, საბჭოთა კავშირში შემოღწევა ჯერ კიდევ ოციანი წლების შუაგულიდან დაიწყო. თუმცა, ეს გავლენები ძირითადად რუსეთის დიდ ქალაქებში კონცენტრირდებოდა. მართალია, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა, ვლადიმერ კანდელაკმა, მოსკოვში გადაბარგების შემდეგ, 1933 წელს ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ჯაზ-ორკესტრი Джаз-Гол დააფუძნა და მას წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა, მაგრამ საქართველოში მსგავსი ფორმაცია ნომინალურად მხოლოდ ოცდაათიანების ბოლოს გაჩნდა. ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრი რევაზ გაბიჩვაძის ხელმძღვანელობით. თუმცა, მასზე ფართოდ არც ინფორმაცია მოიპოვება და არც, სამწუხაროდ, ჩანაწერებია ხელმისაწვდომი. Джаз-гол - Пой мне! (1935) ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოში ჯაზი იშვიათად, მაგრამ მაინც იკვრებოდა - ძირითადად არაოფიციალურად, ზღვისპირა კურორტებზე. ასევე იხსენებენ, რომ 1945-ში, ომის დასრულების დღეს, თბილისში, ჯაზ-ტრიომ ერთსაათიანი კონცერტი გამართა. თუმცა, ქართული ჯაზისთვის მთავარ ათვლის წერტილად უფროსი ჯანო ბაგრატიონის მიერ 1945-46 წლებში ჯაზ-ორკესტრის ჩამოყალიბება ითვლება, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი რამდენიმე წლის შემდეგ იოსებ (სოსო) ტუღუში გახდა. ეს ორკესტრი ძირითადად მომღერლებს უწევდა აკომპანირებას და დამოუკიდებლად ჩანაწერები არასოდეს გამოუცია, მაგრამ შეგიძლიათ, მოისმინოთ საარქივო მასალა, სადაც უფროსი ჯანო ბაგრატიონი ჯაზ-ორკესტრისთვის დაწერილ "ყვავილების მეუფეს" ასრულებს. ამ სიმღერას სახეცვლილი ტექსტით ვიცნობთ, როგორც "ყვავილების ქვეყანას". ჩანაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ორმოცდაათიან ან სამოციან წლებშია გაკეთებული, როდესაც "ყვავილების მეუფე" ჯერ კიდევ არ იყო "ყვავილების ქვეყანა".
-
ლიტ განყში აუცილებლად უნდა იყოს თემა ქართველ გამომცემლებზე ჩემი ფავორიტი გამოცემლობები აგორა http://www.agorabooks.ge/ka არტანუჯი https://artanuji.ge/ პალიტრა L https://www.palitral.ge/chven-shesakheb.html?lang=ka-GE დიოგენე http://diogene.ge/ka წიგნები ბათუმში https://www.facebook.com/booksinbatumi/?hc_ref=ARRYDr9E9sqNqV4_UXNFVv4dA3kKdl3sx1zF25bu0g6NTKvK165oUX29DCOwfM9pWKg&fref=nf&__tn__=kC-R ქარჩხაძის გამომცემლობა http://karchkhadze.ge/ ქარტული გაომცემლების სრული სია იხილეთ ლინკზე https://www.lit.ge/gamomcemlobebi/
-
ხუთი პუნქტი ქართული ტურიზმის გადასარჩენად. ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს საქართველოს ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ტურიზმის გადარჩენისა და აღდგენის ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს. მთავრობის ადმინისტრაციისადმი მიწერილ ღია წერილში ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და ეკონომიკური აქტივობის უსაფრთხო გახსნას გულისხმობს. პუნქტი პირველი: 1-ლი თებერვლიდან უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტები არგუმენტები: მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა. პუნქტი მეორე: საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრების გახსნას ტურიზმის სექტორი არა უპირობოდ, არამედ შემდეგი რეგულაციებით ითხოვს: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს; PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა; ან წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი. ბ) თუ ვიზიტორს, არ აქვს ზემოთ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი, მას საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ტესტის თანხას გადაიხდის ან მოგზაური ან ტურისტული კომპანია); 25 იანვრის მონაცემებით: ● სულ საქართველოში დადასტურებულია 253 816 შემთხვევა აქედან: ● გარდაცვლილი –3 071 ● გამოჯანმრთელებული – 243 396 ● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 7 349 გ) იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას); დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე. პუნქტი მესამე: სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ვიზიტორი უნდა ჩაერთოს სადაზღვევო პროგრამაში და ამაში თავად გადაიხდის თანხას. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით. არგუმენტები: ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. პუნქტი მეოთხე: გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას საზკვების ობიექტები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც იმოქმედებს მკაცრი რეგულაციები და მკაცრი კონტროლი. არგუმენტი: თუ ეს ყველაფერი არ გაიხსნება, ტურისტი ქვეყანაში უბრალოდ არ ჩამოვლენ და სხვა რეგულაციების მოხსნასაც აზრი ეკარგება. პუნქტი მეხუთე: შემუშავდეს 2012 წლის ტურიზმის სტრატეგია ტურიზმის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ უახლოეს მომავალში შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რათა “სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – წერია ტურიზმის სექტორის მიერ შემუშავებულ ღია წერილში. ______________________________________ 28 ნოემბრიდან საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. არ მუშაობს სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კაფე-რესტორნები, სხვა რაიმე ტიპის მაღაზიები სურსათის გარდა, ასევე დაკეტილია ყველანაირი გასართობი ობიქტი და ღირსშესანიშნაობები. ასევე, საღამოს ცხრა საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. შეზღუდვების დიდი ნაწილი იანვრის ბოლოს უნდა მოხსნილიყო, თუმცა ხელისუფლებამ მათი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადსაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან მხოლოდ მაღაზიები ამუშავდება. სხვა ყველაფერი კვლავ დაკეტილი დარჩება. https://jam-news.net/ge/khuti-punqti-qartuli-turizmis-gadasarchenad-turizmis-seqtori-khelisuflebas-shvelas-stkhovs/
-
აქ დაყარეთ ხალხის ცხოვრებაში მთავრობის ხელების ფათურის ამბები.
-
ნინო კვირიკაშვილი[1] [პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე]. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია და ის საქართველოში კონსტიტუციით არის დაცული. საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას თავიანთი შეხედულებებისა და პოზიციების საჯაროდ გამოსახატავად. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ქმედებები ზღუდავს სხვა ჯგუფების, განსაკუთრებით კი სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ცალკეულ შემთხვევებში კი ძალადობრივ ხასიათსაც იღებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რიგ შემთხვევებში, ვერ უზრუნველყოფენ თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების თანაბრად გამოყენებას და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, დამაჯერებლად არ ხდება შეზღუდვის საფუძვლის დასაბუთება. შედეგად, მოქალაქეების ნაწილი ზოგიერთ შემთხვევაში ვერ სარგებლობს, ან მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობს ამ ფუნდამენტური უფლებით, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია დემოკრატიული განვითარებისთვის. ერთი მხრივ, ულტრამემარჯვენე ძალების მცდელობა, შეზღუდონ მათთვის მიუღებელი ჯგუფების გამოხატვის თავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ამის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ნაწილისთვის იმავე უფლების შეზღუდვა მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეზღუდვის საფუძვლის უტყუარად დასაბუთების გარეშე, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს და ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებაზე მათ შეუფერხებელ წვდომას. გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ბევრი სხვა უფლების სრულყოფილად რეალიზება. გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია კონსტიტუციითა და კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“, ხოლო საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მაღალ სტანდარტს აწესებს და იცავს „აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას“. გარდა ეროვნული კანონმდებლობისა, გამოხატვის თავისუფლება ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით. გამოხატვის თავისუფლებასთან ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული და მისი უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს „საჯაროდ და უიარაღოდ“ შეკრების უფლება, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით არის დაცული. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სხვების უფლებების დასაცავად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს „უტყუარ მტკიცებულებებს“ და თუ ეს ვერ დასტურდება, გადაწყვეტილება მიიღება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. ასევე შესაძლებელია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ „მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. გამოხატვისა და შეკრების უფლების ხელყოფა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება. ულტრამემარჯვენე ჯგუფები და გამოხატვის თავისუფლება მიუხედავად კანონმდებლობის მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტისა, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რიგ შემთხვევებში, ეზღუდებათ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და უმცირესობების წარმომადგენლებს, რაც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გამოხატვის თავისუფლების იმგვარად გამოყენებასთან, რომელიც სცდება კანონის ჩარჩოებს. ამგვარი პრაქტიკა, განსაკუთრებით თუ მას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან, სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომლის მაღალ ხარისხში დაცვაც დემოკრატიისა და პლურალიზმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში განსაკუთრებით სენსიტიურები არიან სექსუალური უმცირესობების (ლგბტქი) საკითხების მიმართ და შესაბამისად, მათი ქმედებები ხშირად სწორედ ამ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული ქმედებები ხშირად შეიცავს მუქარას, კონტრაქციებს, ძალადობისკენ მოწოდებასა თუ ძალადობას. მაგალითისთვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, თბილისი პრაიდის კვირეულის საპასუხოდ, „ქართულმა მარშმა“ ღონისძიების ჩასაშლელად თბილისის ცენტრალური ქუჩების დაკავების მოთხოვნით ქალაქის მერიას მიმართა, ხოლო მოგვიანებით, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, რომელიც მუქარისა და ძალადობის ელემენტებს შეიცავდა. ასევე, „ქართული მარში“ ღიად დაემუქრა ფეხბურთელ გურამ კაშიას ლგბტქი თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო და მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია ლგბტქი დროშების დაწვისა და სტადიონის ალყაში მოქცევის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დინამოს სტადიონზე ლგბტქი სიმბოლიკა იქნებოდა. მოქალაქეთა ნაწილმა ასევე ვერ შეძლო ან შეფერხებით შეძლო ლგბტქი თემატიკაზე შექმნილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე დასწრება კინოთეატრ „ამირანის“ წინ ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მობილიზებისა და მათი მხრიდან ძალადობის გამო. ულტრამემარჯვენე ჯგუფები არანაკლებ სენსიტიურები არიან რელიგიური საკითხების მიმართ. კერძოდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის რელიგიური ხასიათის კომენტარის გამო, „ქართული მარშის“ წევრები მას ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის შედეგადაც დაშავდა სხვა ჟურნალისტიც. მათი წინააღმდეგობა ასევე შეეხო მშვიდობიან პროტესტანტებსაც, რომლებიც პარლამენტის წინ თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. რამდენიმე ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიერ გამართული კონტრაქციის გამო, რომელიც მუქარის, ფიზიკური ძალადობისა და ძალადობრივი მოწოდებების ფაქტებს შეიცავდა, აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. ულტრამემარჯვენე ძალები მუდმივად ცდილობენ მათთვის მიუღებელი ჯგუფებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოწოდებებისა თუ კონტრ-აქციების გზით და ხშირად აღნიშავენ, რომ ისინი მოქმედებენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მათი ქმედებები შეიცავს მუქარას და ძალადობრივ ხასიათს იღებს, რაც ამ უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს და აშკარად სცდება გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით დადგენილ საზღვრებს. შესაბამისად, მსგავსი ქმედებების გამოხატვის თავისუფლების ჭრილში განხილვა არამართებულია. სახელმწიფოს რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ერთი მხრივ, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო არასაკმარისად რეაგირებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და უმცირესობების ჯგუფების მიმართ გამოვლენილ მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე. ხოლო მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის დამაჯერებლად დასაბუთებული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მასზე მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების არათანაბარი წვდომა საგულისხმო პრობლემაა და სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს. არასაკმარისი რეაგირების ჭრილში შესაძლოა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ მიუხედავად სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან გამოხატული პოზიციისა, რომ ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმისას ასევე იკვეთებოდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის ნიშნები, გამოძიებას დანაშაულისთვის ეს კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და მისი შეზღუდვის მცდელობებზე სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მყისიერი, ეფექტური და ადეკვატური რეაგირება. ასევე, მიუხედავად სამართალდამცავების რეაგირებისა, მოქალაქეთა ნაწილს მაინც შეეზღუდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვის შესაძლებლობა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მიუხედავად გაჟღერებული მუქარებისა, სახელმწიფო ორგანოებმა არ მიიღეს პრევენციული ზომები, ვერ მოახერხეს აუცილებელი დისტანციის შენარჩუნება სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ვერ უზრუნველყვეს კინოთეატრში მოქალაქეთა შეუფერხებლად შესვლა და მათი უსაფრთხოების დაცვა. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სახელმწიფოს მხრიდან, კანონის თანახმად, ამგვარი შეზღუდვა უტყუარად უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული პრინციპი, რიგ შემთხვევებში, არ არის ხოლმე დაცული, რაც ასევე უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტზე ქვეყანაში. მაგალითისთვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს, როდესაც შსს-მ „ღირსების მარშის“ ორაგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებსაც მშვიდობიანი მსვლელობის ჩატარება სურდათ, უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო. ამ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იყო საკმარისად დასაბუთებული სახელმწიფოს მხრიდან. იმავე უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მოქალაქეების ნაწილს შეეზღუდა ლგბტქი ატრიბუტიკის შეტანა დინამოს სტადიონზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა, რომელიც ასევე არასაკმარისად იყო დასაბუთებული. ამავე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს თავიანთი ფანჯრებიდან გადმოფენილი ცისარტყელას ფერის დროშა ჩამოახსნევინეს. გამოხატვის თავისუფლებაზე ყველა მოქალაქის შეუფერხებელი და თანაბარი წვდომა ქმნის კონკურენტულ გარემოს განსხვავებული იდეების არსებობისთვის და უზრუნველყოფს პლურალიზმს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მართალია, ულტრამემარჯვენე რადიკალური ძალები საქართველოში საპარლამენტო დონეზე ჯერჯერობით ვერ აღწევენ წარმატებას, თუმცა დემონსტრაციებითა და კონტრ-დემონსტრაციებით თვალსაჩინო გავლენას ახდენენ როგორც მედია-დისკურსზე, ასევე სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრულად რეალიზებაზე. შესაბამისად, აღნიშნული უფლების უკეთ დასაცავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება, იქნება ეს პრევენციული სახის ღონისძიებები, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა თუ კანონდამრღვევთა შესაბამისად დასჯა. [1] ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (IMCEERES) სტუდენტი The post ქართული ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი გამოხატვის თავისუფლების პრიზმაში appeared first on GIP.
-
- ქართული
- ულტრამემარჯვენე
-
(and 4 more)
Tagged with:
-
გიორგი შაღაშვილი. თბილისის მოდის კვირეული. დეკემბერი 2012 „არ გვყავს ის პუბლიკა, რომ რაღაც ორიგინალური დაანახო და დაგიფასონ”, – ასე მითხრა ერთ-ერთმა ქართველმა დიზაინერმა, როდესაც ქართულ მოდაში იდეების ნაკლებობაზე ვსაუბრობდით. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის – მიუხედავად მყარი მითისა ქართველების კარგი გემოვნების შესახებ, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც მოდის სფეროთი ზედაპირულად არ იქნება დაინტერესებული. თუმცა საქართველოში კიდევ უფრო ცოტაა დიზაინერი, რომელიც საზოგადოების ჩაცმის სტილზე თუნდაც სუსტ გავლენას მოახდენს. მართალია – იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ზოგადად ჩამორჩენილია სახელოვნებო პროცესებს, მათი მხრიდან ტრენდის შექმნაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. ტენდენციებს ევროპა და ამერიკა განსაზღვრავს და, შესაბამისად, ქართველებისთვისაც ავტორიტეტული მაინც უცხოური მოდის სახლების შემოქმედებაა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ქართული მოდის კვირეულებზე სწორედ ელბაზის, იამამოტოს და სხვათა შემოქმედების პირდაპირ ასლებს ვხედავთ. პრობლემა ისიცაა, რომ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზე საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს – არ არსებობს პრიალაყდიანი მოდის ჟურნალები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გააშუქებდნენ მოდის სფეროს. ქართველ დიზაინერებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – ინფრასტრუქტურის არარსებობა. კოლექციის გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება და ხშირია ისეთი შემთხვევებიც, რომ კარგ იდეებს ცუდი მკერავები უღებენ ბოლოს. თუმცა ორიგინალური, ავთენტური იდეების სიჭარბე ამ სფეროში არც შეიმჩნევა. ამას კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხამდე მივყავართ – განათლების ნაკლებობასთან. ჩვენთან მომავალ დიზაინერებს ასწავლიან ადამიანები, ვისაც ამ საქმის მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ, რეალურად კი შემოქმედები არასდროს ყოფილან. როგორც საზოგადოების დაინტერესება მოდის სფეროთი, ისევე დიზაინერების დამოკიდებულება საქმის მიმართ, საკმაოდ ზედაპირულია. თუნდაც ის, რომ ბოლო მოდის კვირეულისთვის კოლექციები ბევრმა ორ კვირაში შეკერა, ძალიან არასერიოზული მიდგომაა. სწორედ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა გარკვეულ წრეებში შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩვენთან მოდის კვირეულმა უბრალოდ ე.წ. ივენთის ფუნქცია მიიღო და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ოპტიმისტურად ვისაუბროთ ჩვენთან მოდის სფეროს განვითარებაზე? საინტერესოა, რომ სტატისტიკის სამსახურს არ გააჩნია მონაცემები, თუ როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ქართული მოდის ანუკა ქებურია. საქართველოს მოდის კვირეული. აპრილი 2011ინდუსტრია, რაც, სამწუხაროდ, რეზონულია – ის ხომ, უბრალოდ, არ არსებობს. უამრავი მოდის კვირეულის ჩატარების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ქართული პროდუქტით უცხოელი ბაიერების დაინტერესება. შესაბამისად, ვერ ჩამოყალიბდა დიზაინერების სტაბილური ჯგუფი, რომელიც კომერციულ წნეხს გაუძლებს და მოდის კვირეულებზე ყოველ სეზონზე აჩვენებს კოლექციას. საქართველოში სულ რამდენიმე დიზაინერია, ვინც შეძლო უწყვეტ რეჟიმში მუშაობა და ერთგული მომხმარებლის პოვნა. მაგალითად, ავთანდილ ცქვიტინიძე და თამუნა ინგოროყვა. ამასთან, ზოგიერთ დიზაინერს, უბრალოდ, აქაურ მოდის კვირეულებში მონაწილეობა არ აინტერესებს და ურჩევნია თუნდაც პარიზის შოურუმებში აჩვენოს თავისი ნამუშევრები. უმეტესობა კერძო შეკვეთებზე მუშაობს. სეზონური კოლექციების კეთება კი ფუფუნებაა, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა, ხშირ შემთხვევაში, არ მოაქვს. „სამწუხაროდ, ჩვენთან მოდა, ხშირ შემთხვევაში, გართობაა და არა ბიზნესი. მოდა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და რესურსი, რომელიც მისაღებია მსოფლიო ბაზარზე”, – ამბობს სოფო ჭყონია, რომელიც წლებია ამ სფეროს გამოცოცხლებაზე დაუღალავად მუშაობს. სწორედ მისი დამსახურებით, საქართველოს მოდის კვირეულზე ბევრი საინტერესო სტუმარი ჩამოდიოდა, ეწყობოდა მასტერკლასები და ღონისძიებები. მისი დამსახურებაა, რომ ბევრ ახალგაზრდა დიზაინერს აქვს შესაძლებლობა, Be next-ზე საკუთარი შემოქმედება აჩვენოს. ჭყონია თვლის, რომ მოდის სფეროსთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავარია შეიქმნას სკოლები და პროფესიონალებმა მოამზადონ არა მხოლოდ დიზაინერები, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელსაც მოდის სფეროში მოღვაწეობა აინტერესებს, რადგან დიზაინერის უკან პროფესიონალების დიდი გუნდი უნდა იდგეს. „როდესაც გაჩნდება ბევრი კომპეტენტური, ნიჭიერი ადამიანი, მაშინ მათთვის, ვინც ორ დღეში და მხოლოდ თბილისური „შოუსთვის” აკეთებს „კოლექციებს”, უბრალოდ ადგილი აღარ იქნება. დღეს კი მოდის კვირეულები საქართველოში გართობის ერთგვარი ფორმაა და მეტი არაფერი”, – აღნიშნავს ჭყონია, თუმცა, ამდენი უარყოფითი ფაქტორის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ქართველებს საკმაოდ საინტერესო ხედვა აქვთ. თუ მათ ხელის შეწყობა ექნებათ და ქართული სიზარმაცე და ცარიელი ამბიცია არ შეაწუხებთ, ბევრი საინტერესო დიზაინერი შეემატება მსოფლიოს. ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და არც უსაშველო სიტუაცია არ არის, უბრალოდ, საჭიროა შრომა, ცოდნა და იმის კეთება, რასაც ჰქვია მოდა და მოდის ბიზნესი”. ახალგაზრდა დიზაინერს, გიორგი ქებურიას, მოდის კვირეულებზე კოლექციები იშვიათად გააქვს. თავისი თაობის დიზაინერებში ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანია, თუმცა თვლის, რომ ყველა სეზონზე კოლექციების შექმნა საქართველოში არამოგებიანი საქმეა. „ვერ ხდება ტანსაცმლის რეალიზება. სულ ორი მაღაზიაა დიზაინერული სამოსისთვის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბაიერები არ ავთანდილი. თბილისის მოდის კვირეული. დეკემბერი 2012ჩამოჰყავთ. დაინტერესება თუ წამოვიდა, ყველა ამოძრავდება. პრესა უნდა ჩამოვიდეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მოდა მართლა აინტერესებთ. საქართველოს მოდის კვირეულზე კი ჩამოდიოდნენ, მაგრამ იქ ისეთი დიზაინერები იღებდნენ მონაწილეობას, რომ გასაკვირი არ არის მათი მხრიდან ინტერესის ნაკლებობა. იყო დაბლოკვის მცდელობებიც, ზოგიერთ დიზაინერს პირადი ინტერესების გამო არ აძლევდნენ მონაწილეობის მიღების საშუალებას. ისე კი, აქ მთავარი მაინც ფინანსური მხარეა, კვირეულებზე ისინი გამოდიან, ვინც ქმნის გაყიდვად ტანსაცმელს, ახალგაზრდა დიზაინერები კი უფრო შემოქმედები არიან. კომერციული მოდის კეთება, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ საქართველოში ამას მგონი აზრი არ აქვს. დასაწყისში, როცა მოდის კვირეულების ჩატარება დაიწყო, კონკურენცია მართლა იყო – ძალიან შემართულები ვიყავით, რადგან ყველას გვეგონა, რომ ძალიან განვითარდებოდა ეს სფერო. დღეს მოდის კვირეულები ტარდება ხალხისთვის, რომლებიც სინამდვილეში არ არიან ბაიერები და არც კრიტიკოსები. ისინი არიან მოყვარულები, ასე კი მოდა ვერ განვითარდება. სამუშაო გარემო უნდა იყოს, ყველა დიზაინერი თვითონ უნდა ცდილობდეს საკუთარი ჩვენების ორგანიზებას, უნდა ჩამოიყვანონ პროფესიონალები ყველა განხრით. აქ, ელემენტარულად, მაკიაჟს ვერ აკეთებენ, მოდელებმა არ იციან სიარული, განათება არ ვარგა. ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული”. არის თუ არა ფინანსები პანაცეა? „ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრ ფულს თუ მოგცემენ, მოდის სფერო სერიოზულად განვითარდება, რისი მაგალითიცაა ისეთი მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი ან ყაზახეთი”, – თვლის დიზაინერი სიმონ მაჩაბელი. მისი აზრით, მთავარი ფუნდამენტი მოდის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში არ არსებობდა და ის, რაც დღეს ხდება, ლოგიკურია. „საბჭოთა პერიოდშიც კი მასობრივი მრეწველობა განვითარებული არ ყოფილა. 90-იანებში დაიწყო მოდის სისტემის სიმულაცია, რისი შედეგიცაა არათანმიმდევრული მოდის კვირეულები. მთავარი მიზეზი, რის გამოც ინდუსტრია ვერ ჩამოყალიბდა, მაინც ისაა, რომ რეალურად ქართულ ტანსაცმელზე ჯერ მოთხოვნა არ არის, ქართველების მხრიდანაც კი. ჩემი აზრით, მოდა ფუფუნების და კეთილდღეობის ერთგვარი სინონიმია. მოდა, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, არის ძალიან მრავალფეროვანი აკა ნანიტაშვილი. საქართველოს მოდის კვირეული. აპრილი 2011და გაცილებით დემოკრატიული, ვიდრე, ვთქვათ, ორმოცდაათი წლის წინ, მაგრამ იქ ეს დემოკრატიულობა ზოგადად ცხოვრების დონის ამაღლებამ გამოიწვია და არა იმან, რომ მოდამ დაკარგა ელიტისტური თვისება. ჯერ ეს ქვეყანა არ არის იმ დონეზე, რომ სწორად აღიქვას სახელოვნებო პროცესი მოდაში. ჩვენთან ვიღაცას უნდა, რომ წავიდეს მოდის ჩვენებაზე, რისთვისაც რაღაც ჯგუფი მოაწყობს მოდის ჩვენებას და ამას დაერქმევა მოდა. საქართველოში დიზაინერები არასერიოზულად აღიქვამენ შექმნის პროცესს და მიაჩნიათ, რომ თუ დაიქირავებენ მკერავს, კონსტრუქტორს, სახელოსნოს, ერთ-ორ ჟურნალს დაათვალიერებენ და საზღვარგარეთ წავლენ, ეს უკვე საკმარისია, რომ მოდა აკეთო, ეს კი არასწორი დამოკიდებულებაა. სამხატვრო აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს რაღაც უნარ-ჩვევებს უვითარებს, მაინც ჩარჩენილია გასულ ეპოქაში, იმიტომ რომ იმ მეთოდებით ასწავლიან, რომლებითაც ეს ხელობა არ ისწავლება. უცხოეთში გასწავლიან, როგორ შეკერო კაბა, მაგრამ როგორი კაბა შეკერო, ამაზე არ უნდა მიგითითონ. აქ კი ყველაფერი პირიქითაა”. ფინანსებზე მეტად, სიმონ მაჩაბელი გამოსავალს არტიზანული ხელოვნების დახვეწაში ხედავს: „60-იან წლებში იტალიაში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ თუ საუკეთესო რამ არსებობს დიზაინში (ინტერიერის თუ სამოსის), იტალიურია და არა ჩინური. მათთან ხელობას უდიდესი ტრადიცია აქვს, იტალიელებმა შეძლეს ამის აღორძინება და გაცოცხლება. აქ რომ არსებობდეს ძლიერი სახელოვნებო სკოლა, სხვა სიტუაცია იქნებოდა. ჩემი აზრით, საქართველომ მოდის განვითარების სხვა გზა უნდა აირჩიოს. ბევრად მეტი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ აბსოლუტურად თვითმყოფადი, ტრენდისგან თავისუფალი და სხვა ფასეულობებზე დამყარებული დიზაინი შექმნას. საჭიროა დიზაინერები, ვინც შეკერავენ, ვთქვათ, ძალიან კარგ ფეხსაცმელს, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება არატრენდული, მაგრამ, ამავე დროს, იმდენად კარგად გაკეთებული, რომ ეს მომავალში მათთვის წარმატების საწინდარი გახდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრეატიული ადამიანების დახმარება უფრო საინტერესო საქმე უნდა იყოს, ვიდრე მოკლე ვადებში ერთდღიანი ივენთების მოწყობა”
-
- ქართული
- მოდა-ევოლუციის
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ქართული მოდის უახლეს ტენდენციებზე: „რამდენად მკვდარი ხარ დღეს?“
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
I want it, because it‘s trash / kids the silence kills the unknown / წარწერა ჩანთაზე ახლა, როცა ქართული მოდის კვირეული დასრულდა, ურიგო არ იქნებოდა გვეკითხა, რა არის თანამედროვე მოდა და რას ვეძებთ მასში ქართველები? მე-20 საუკუნის მაღალი წრის მოდა ორ მოვლენას აერთიანებდა: ქალს, როგორც სურვილის აბსოლუტურ ობიექტს და დიზაინს, რომელიც სრულიად თავისუფალი იყო ისტორიისგან. მოდის სფერო დასავლურ კულტურაში პირველი გათავისუფლდა როგორც დროისგან, ისე სივრცისგან და გლობალურ ინდუსტრიას გაუხსნა გზა. ამ ეკლექტურ ქაოსში მოდა ნიშნებამდე დავიდა, რითაც ექსტატური ქალის იმიჯი საბოლოოდ დასამარდა. თანამედროვე მოდელი ანდროიდი რობოტია, რომელიც სხვადასხვა სამომხმარებლო ნიშნებს ატარებს. მაგალითისთვის, “ნაიკის” და “ადიდასის” იმპერიები მთელ წარმოებას ნიშნებზე აწყობენ. ამ ბრენდებისთვის გემოვნება და ინდივიდუალობა ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. საკმარისია მათი ფლობა და მოხმარება, რომ თქვენ თამაშის მანიპულირებული მონაწილე ხდებით. მესიჯიც შესაფერისია: Just do it. ეს ტენდენცია სპორტული ტანსაცმლით არ მთავრდება. “ცივი ბავშვების” (cool kids) საყვარელი ტრენდები სრულიად თავდაყირა აყენებენ მოდის სამყაროს. იმისათვის, რომ ეს საკითხი კარგად გავიგოთ, საჭიროა კიდევ ერთხელ შევეხოთ მოდის მრავალფეროვან განმარტებებს. ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოდა, პირველ რიგში, ინდივიდუალურ ბუნებას უნდა გამოხატავდეს. დღეს მოდა გვესმის, როგორც დანამატი – რაღაც, რაც უნდა ატარო იმის მიხედვით, რა შაბლონებსაც გთავაზობენ, რაღაც, რითაც უნდა ამოგიცნონ და გაგშიფრონ. თუმცა ყოველი წარმატებული დიზაინერის მიღმა ერთი ნოსტალგიური შეკითხვა გაისმის: ხომ შეიძლებოდა მოდა ჩვენი სხეულის ნაწილი ყოფილიყო? ყველაზე კარგად ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ სამოსში ვხედავთ. აქ პიროვნება და მოდა სრულიად ერწყმის ერთმანეთს. ალბათ ცოტაა ის, ვინც ხვდება, თუ რამდენად ტრაგიკულია მოდაში პიროვნების გაქრობა. მათ შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ იაპონელი დიზაინერი, მოდის დინოზავრი, იოჯი იამამოტო. იამამოტოს ხელოვნება იაპონური ჰაეროვანი პოეტიკის და გლობალური ტრენდების ნაზავია. მისი კოლექციები ყოველთვის უცნაური მიმზიდველობით და ორაზროვნებით გამოირჩევიან. ის, რაც მათ გენიალურს ხდის, სწორედ ნიშნების იდუმალება და მათ მიღმა გამქრალი პერსონაჟებია. მისი კოლექციებიც ყოველთვის უცნაურად ეხმიანებიან ერთმანეთს, თუმცა ამ კავშირების გამოცნობა რთულია, ისინი ჩაკარგულები არიან იაპონური კულტურის სიღრმეში. მათზე წვდომა მომხმარებელს აღარ აქვს. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს მხოლოდ გლობალურ ტენდენციებს ვბაძავთ და მოვიხმართ, რაც ცალსახად სასაცილო სიტუაციაში გვაყენებს. ჩვენი შემოქმედებითი არეალი ტრენდული ნიშნების მოხმარებას ვერ ცდება. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი უცნაური, გაუგებარი და მიუწვდომელი სტილების შექმნას ვცდილობთ, რამაც თითქოს ხელახლა უნდა დაგვიბრუნოს გამოხატვის თავისუფლება. საკმარისია დააკვირდეთ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს, რომ ერთი მარტივი აზრი გაგიჩნდებათ: “ისინი აქ არ არიან”. ფორმებს, რომლებსაც ვქმნით, არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს რეალობასთან. ისინი, რაღაც წარმოსახვითი ქვეყნის ალტერნატივებს გულისხმობენ, მაშინ როდესაც ის მეინსტრიმ კულტურაც არ გაგვაჩნია, რომლის ალტერნატივასაც ვქმნით. ისინი სრულიად სხვა ტიპის ყოველდღიურობის და კულტურის ნაწილები არიან. იგივე ითქმის ურბანულ სტილზეც. აქ საქმე კიდევ უფრო კომიკურად მოჩანს.???? ურბანული სამოსი პირდაპირ გულისხმობს ქალაქთან ინტერაქციას. მოათავსეთ უახლესი ქართული სტილები ქუჩის რომელიმე მონაკვეთში და იმწუთას სასაცილო ნარჩენებად იქცევიან. ჩვენში ყველაზე მოხმარებადი და პოპულარული სპორტული სტილიც კი არანაირ კავშირში არ არის ჩვენს რეალობასთან. სპორტული თვითგამოხატვა მასობრივ ფონზე ეკოლოგიას, სუბ. კულტურაში კი სტერილურობას უკავშირდება. ჩვენთან სპორტული იმიჯი კულტურული ნაგვის და ნარჩენის თავმომწონე აქსესუარია. ალბათ წარმოუდგენელია უფრო დიდი ირონია ყველაფრის მიმართ. ერთია, რომ ნიშნების მოხმარებით ან გაურკვეველი ალტერნატივების შექმნით საკუთარ თავს კომიკურ მდგომარეობაში ვიგდებთ, მეორე – ამ გზებით გამოხატვის თავისუფლებასაც სასაცილო, აბსურდულ მოვლენად ვაქცევთ. ჩვენთვის თავისუფლება ჯერ კიდევ სადღაც სხვაგან არსებულ, გაუგებარ და გაურკვეველ რეალობას ნიშნავს, რომელიც საკმარისია იყოს უცნაური და საწინააღმდეგო, მაგრამ რის? იმის, რაც არასდროს გვქონია? ასეთი მიდგომით, ალბათ ქართველები კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ თანამედროვე სამყაროსთვის ცინიზმის გარდა არაფრის მიცემა არ შეგვიძლია. ამ გარემოებას ბრწყინვალედ უსვამს ხაზს დემნა გვასალიას მოდური ტენდენციები, რომელიც დიზაინის ინდუსტრიას კომიკური ნიშნებით ამარაგებს. ერთია, კარგავდე საკუთარ რეალობას, თავისუფლებას და წარსულს, მეორეა, რომ საკუთარი თავის კარგვის მუდმივად აფიშირებით სასაცილო მდგომარეობაში იგდებდე თავს. ეს უნივერსალური პოზიციაა, ირონია საკუთარი თავის და ყველას გაქრობის მიმართ, რადგან ნიშნები და ალტერნატივები ჩვენ მაგივრად არსებობენ. როგორც ჩანს, ქართველებისთვის საკუთარი თავის ამოშლა ექსტაზის უკანასკნელი წყარო ხდება (და ამავდროულად ყველაზე ძლიერიც!). ეს ჰგავს ვარსკვლავის კვდომას, რომელიც სიკვდილისას ყველაზე დიდ ენერგიას ასხივებს. როდესაც ის ჩვენამდე მოაღწევს, მართალია, მას ვხედავთ, თუმცა ის შეიძლება დიდი ხნის მკვდარიც იყოს. ალბათ სწორედ ამიტომაც, წარმატებით ავითვისეთ თანამედროვე ინდუსტრიის კიდევ ერთი ფორმა – სინგულარი ანდროგინი ქალი. ქართველი მოდელი კიდევ უფრო მკვდარია, ვიდრე მკვდარი, ის ზედმეტად მკვდარია და ეს ზედმეტობა სასაცილო და საშიში კარნავალის მონაწილეებს გვხდის, რომელიც მთელი მოდის სცენას კატასტროფის თეატრალურ სივრცედ აქცევს. თუმცა ჩვენთვის უცხო არც კანიბალიზმი და ნეკროფილიაა. წინა თაობები ამ ტენდენციებს ეროვნული ღირებულებების დესაკრალიზაციით, მათი მკვლელობით და ეროვნულ გვამთან ნეკროფილურ დამოკიდებულებაში ყოფნით ამჟღავნებდნენ. ჩვენმა თაობამ ბევრად უფრო ნეიტრალური და დახვეწილი გზები აირჩია. ყველაფერი ეროვნული ჩვენთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საკუთარი საზრისის და შემოქმედების მკვლელობა ვარჩიეთ. ამ ტენდენციით წინა თაობებისგან ბევრად არაფრით განვსხვავდებით, შეიძლება ითქვას, რომ მათზე უარესებიც ვართ, რადგან ელემენტარული სასიცოცხლო ფორმების შექმნაც კი არ შეგვიძლია. თუმცა ვინ იცის? შეიძლება სიკვდილის ჭარბი წარმოებით, სხვა უფრო დიდი სიკვდილის დათრგუნვას ვცდილობთ, ეროვნული გვამის საბოლოოდ ჩამორეცხვას და მანათობელი ვარსკვლავისკენ სვლას? იქნებ სწორედ ამას გამოხატავდა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ზამბახებით გაფორმებული ჩვენება? ცნობილია, რომ ძველი ბერძნები ზამბახებს ქალების საფლავებზე რგავდნენ, რათა ქალღმერთი ირისი მათ სამოთხისკენ გაძღოლოდა. თუკი ეს ასეა, მაშინ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ მარტივ, ლამაზ კითხვამდე დავიყვანოთ: ძვირფასო, რამდენად მკვდარი ხარ დღეს? ავტორი: დათო კოროშინაძე -
ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით. მან ბევრი ეტაპი გამოიარა. ძველად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ხარისხიანი ნაჭრების შოვნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები, განსაკუთრებით კი ბომონდის წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ გემოვნებით ჩაცმას. მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს ერწყმოდა, რამაც გავლენა ქართულ სამოსზეც მოახდინა. თუ მანამდე საქართველოში ძირითადად ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა, XIX საუკუნიდან მზა მასალის აქტიური იმპორტი დაიწყო, რამაც ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუშალა. უცხოური მზა ნაწარმის პირველი მომხმარებლები, ქალაქის მაღალი წოდების, ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ. ევროპული და რუსული ტანსაცმელი უფრო კომფორტული და ადვილად სახმარი იყო, ვიდრე ქართული, რომლის შეკერვაც, თავისი რთული შემადგენლობით, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, საქართველოში მოდის ახალი ტენდენცია დამკვიდრდა. ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში მოდური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ხმარებიდან გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები. ქართული თავსაბურავები შედარებით დიდხანს შემორჩა, შემდეგ ჩიხტიკოპი შლაპამ ჩაანაცვლა. ქართული ნაციონალური კაბები – ახალი მოდის კაბებმა, რომელიც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც იმ დროის გერმანიასა და საფრანგეთში ეცვათ.. მოდური ტანსაცმლის მკერავებს ,,მოდისტკებს’’ ეძახდნენ. მე–19 საუკუნის თბილისი ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსა, მაგრამ ქართული ჩაცმულობის ცალკეული ელემენტები თავის აქტუალობას არ კარგავდა და ტანსაცმელის მოსართავად გამოიყენებოდა. ქართული ხალხური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი იყო ფერადოვნება, ფერების კეთილშობილი შეხამება და თავისებური ორნამენტული მოტივები. ნაქარგი ფიგურები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მაღალ პროფესიონალურ დონეზე სრულდებოდა. უცხოელი მოგზაურები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ტანისამოსის ნახვისას. მათი შთაბეჭდილებების შესახებ, რამდენიმე ცნობა არსებობს… ესენი იყვნენ: იოსაფატ ბარბარო (ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე), არქანჯელო ლამბერტი (იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი), ჟან შარდენი (ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური) და სხვები. საერთო ეროვნული ჩაცმულობის პარალელურად, ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი, კოლორიტული სამოსი ჰქონდა. საქართველოს მთიანი რეგიონის სხვადასხვა კუთხის ტანსაცმელი რადიკალურად განსხვავდებოდა ბარის ტანსაცმლისაგან, რაც განსაკუთრებით ქალის ტანსაცმელში აისახებოდა, რადგან მამაკაცის ძირითად სამოსს ყველგან ტრადიციული ჩოხა-ახალუხი წარმოადგენდა. XX საუკუნის შუა წლებიდან, ქართული სამოსი ევროპული სტილის სამოსმა შეცვალა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით ქალის ორნაწილიანი ჩასაცმელი, ზედატანი და ქვედატანი სარგებლობდა. ტრადიციული ტანსაცმლის ხმარებიდან ამოღების მიუხედავად, მისი გარკვეული ელემენტები თავს ახალი სტილის სამოსელში ინარჩუნებდა, რაც ძირითადად აქსესუარსა და თავის დაბურვის წესში გამოიხატებოდა. 60 – იან წლებში, მოდაში ხაბარდა შემოვიდა. 80 – იან წლებში კი ახალი სტილის, ე.წ. „კუდიანი კაბა“ გაჩნდა. კაბების გულის პირისა და სარტყელის დეკორი მცენარეული მოტივების მიხედვით ირთვებოდა. ქართული მოდის პირველი ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა. თბილისში მას უბრალოდ – საშა პარტნოის ეძახდნენ. საშა 1937 წლიდან, ქალაქის ყველაზე ცნობილი კუტურიე იყო და დედაქალაქში ჩამოსვლიდან, მალე გახდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვოლკოვების ატელიეს“ მთავარი ოსტატი. ის არამარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა. ერთხელ, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი ლენინგრადში გაემგზავრა. ყველა საცეკვაო კოსტიუმი საშა პარტნოის მიერ იყო შექმნილი. კონცერტს ცნობილი ბალერინა, გალინა ულანოვა დაესწრო, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული სამოსის ნახვისას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საშა პარტნოიმ ტანსაცმლის კერვა და მოდელირება პარიზში შეისწავლა. მასთან ქართული ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები იცვამდნენ. ამბობენ, რომ საშა ესკიზების შექმნის გარეშე ქმნიდა სამოსს. ქსოვილს მაგიდაზე გაშლიდა და ზედ საპნით ხატავდა თარგს, შემდეგ ჭრიდა, კერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. მას დამხმარეები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც კაბებს ბისერებით რთავდნენ, ან ლამაზად ქარგავდნენ. მასთან ცნობილი ქართველი მსახიობებიც იცვამდნენ. მათ შორის ულამაზესი ნატო ვაჩნაძე. საშა პარტნოი პარალელურად ოპერაშიც მუშაობდა. ქართული მოდა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თბილისის მოდის კვირეული გააშუქა Vogue.com, Vogue Italia, Marie Claire Italia, Grazia და სხვებმა. საამაყოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ძალიან ცნობილი ორი ფრანგული მოდის სახლს ქართველი დიზაინერები უდგანან სათავეში – დავიდ კომა Mugler-ში და დემნა გვასალია Balenciaga-ში. ჩვენი ქვეყნის ურთულესი ისტორიული პირობებისა და სხვადასხვა ქვეყნების ტენდენციების გავლენის მიუხედავად, ქართულმა მოდამ თავისი განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საკუთარი ტრადიციების, მხატვრული ინდივიდუალობისა და ქართული ხასიათის შენარჩუნება მაინც შეძლო. თეა ინასარიძე ჟურნალი “ბომონდი”
-
ნანახი გაქვთ რომელიმე ფილმი? რეკომენდაციები დადეთ ქართველი რეჟისორები თავიანთ ფილმებს ინტერნეტში უფასოდ ავრცელებენ გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ნიკა წიკლაურის „ჯარა“ გიგა ლიკლიკაძის „ღორი“ ლაშა ცქვიტინიძის „თემო“ და „მე ვარ ბესო“ ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ გიგა ხაინდრავას „დაცვის პოლიციელი“ ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ მარგო ზუბაშვილის „ანა (იძინებს მზე)“ ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“
-
ბოლო ორი ათწლეულია საქართველო განსაკუთრებული საერთაშორისო დაინტერესების ეპიცენტრში მოექცა: ადგილობრივი ისტორიული ძეგლები, კულინარიული კერძები, მრავალფეროვანი ბუნება თუ კლუბური ცხოვრება გამორჩეულად მიმზიდველი აღმოჩნდა უცხოელი სტუმრებისთვის on.ge საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქვეყანაში აღმოცენებულ ყველა კულტურულ სფეროზე იქონია გავლენა: აზიისა და ევროპის გასაყარზე ამ ორი დიდი ცივილიზაციის ერთმანეთთან იდეალურად შერწყმული და თან ამავდროულად სრულიად ახალი კულტურული ფორმები განვითარდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული მხატვრობა ყოფილა, რომელმაც განსაკუთრებული აღმასვლა მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ახლა სწორედ იმ ათი ქართველი გამორჩეული მხატვრის შესახებ გიამბობთ, რომლთაც თავიანთი შემოქმედებით არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობაში სათანადო ადგილი დაიმკვიდრეს. 1.ნიკო ფიროსმანი (1862 – 1918) 1862 წელს დაბადებულმა ნიკო ფიროსმანმა, რომელსაც ხშირად ნიკალასაც უწოდებენ, მთელი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ის ძირითადად დუქნებსა და სამიკიტნოებს უხატავდა აბრებსა თუ სხვადასხვა ნახატებს და ასე ირჩენდა თავს. ფოტო: WikiCommons ფიროსმანის ნახატები, რომლებიც მხატვარმა თავის სიცოცხლეში ლუკმა-პურის საშოვნელად შექმნა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაფასდა სათანადოდ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ის ერთ-ერთ გამორჩეულ პრიმიტივისტ მხატვრად აღიარეს თავისი ნაივური სტილის გამო. 1972 წელს კი დიდი პატივისცემის ნიშნად მისი პორტრეტი პაბლო პიკასომ დახატა. პიკასოს მიერ დახატული ნიკო ფიროსმანიფოტო: Public Domain 2. ელენე ახვლედიანი (1898-1975) ქართულ მხატვრობაში ელენე ახვლედიანს ყველასგან გამოარჩევს ფერები, რომლებიც მის ნახატებს განსაკუთრებულ ემოციას მატებს. მის შემოქმედებაში მოდერნისტული ფორმები და ადგილობრივი ქართული ტრადიციები თანაბრადაა შეზავებული, რაც მის ნახატებს უჩვეულო ხიბლს მატებს. ფოტო: Public Domain ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა პეიზაჟებსა და არქიტექტურულ ობიექტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თბილისის ხედები, სადაც ძველი თბილისური აივნები, კიბეები, მოჩუქურთმებული კარები თუ ხალიჩები ავთენტურადაა შემონახული. ფოტო: Public Domain 3. პეტრე ოცხელი (1907-1937) პეტრე ოცხელი ქართულ თეატრში კოსტიუმების დიზაინერად მუშაობდა, რამაც იქონია კიდეც მის შემოქმედებაზე გავლენა და საოცრად დახვეწილი ესკიზები თუ ნახატები შექმნა. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა, რომ კიდევ დიდხანს ემუშავა ამ სფეროში და 30 წლის ასაკში 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. ფოტო: Public Domain 4. ლადო გუდიაშვილი (1896-1980) მართალია, მომავალი მხატვარი რკინიგზის ღარიბი მუშის ოჯახში დაიბადა, მაგრამ შემდეგ მას მაინც მიეცა შესაძლებლობა, რომ პარიზში მიეღო განათლება. დასავლურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაზე, თუმცა მას სურდა ადგილობრივი, ქართული სტილი ეპოვა და თავისებურად დაეხვეწა. ამის გამო მისი ნახატები ერთგვარი მისტიკურობით გამოირჩევა, რომლებსაც ერთდროულად ატყვია დასავლური, აღმოსავლური, კავკასიური და ქართული კულტურის კვალი. ფოტო: Public Domain 5. გიგო გაბაშვილი (1862-1936) გამორჩეულმა ქართველმა მხატვარმა, გიგო გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შუა აზიაში იმოგზაურა და იქიდან დაბრუნებულმა აზიური არქიტექტურისა და ლანდშაფტის უნიკალური ჩანახატები ჩამოიტანა. ფოტო: Public Domain მან ასევე მისთვის დამახასიათებელი ხედვით აღბეჭდა ყოველდღიური ცხოვრების სცენები ქართულ კულტურაში, რის გამოც მას სრულიად დამსახურებულად ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევენ. ფოტო: Public Domain 6. დავით კაკაბაძე (1889-1952) დავით კაკაბაძეს შეეძლო თვალისმომჭრელი პორტრეტები და პეიზაჟები თავისი ფუნჯით ტილოზე ერთნაირი წარმატებით გადმოეტანა. მას ერთდროულად ხიბლავდა, როგორც საოცრად რეალისტური ნახატების შექმნა, ისე სრულიად უსაგნო და აბსტრაქტული ფორმების ხატვა. ფოტო: Public Domain მხატვრობასთან ერთად დავით კაკაბაძე მუშაობდა თეატრში და მისი დიზაინით გაფორმებულია ისეთი ცნობილი სპექტაკლები, როგორებიცაა ყვარყვარე თუთაბერი, სამანიშვილის დედინაცვალი და კოლმეურნის ქორწინება. ასევე მუშაობდა რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად ფილმის მარილი სვანეთს შექმნაზე. ფოტო: Public Domain 7. ავთო ვარაზი (1926-1977) ავთო ვარაზის ნახატები დღეს მსოფლიოს არაერთ დიდ მუზეუმშია გამოფენილი, თუმცა მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულად ითვლება. ის პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა, რის გამოც მეოცე საუკუნის ქართულ მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა გიორგი შენგელაიას ფილმი ფიროსმანი და ამავდროულად მანვე შეასრულა მთავარი, ნიკო ფიროსმანის როლი. ფოტო: Baia Gallery 8. მერაბ აბრამიშვილი (1957–2006) ქართული საეკლესიო ფრესკებითა და აღმოსავლური მინიატურების შთაგონებით მერაბ აბრამიშვილმა მოახერხა და არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ფერწერული სტილი შეიმუშავა. ფოტო: Public Domain 9. რუსუდან ფეტვიაშვილი (1968 – ) როგორც თავად იხსენებს, რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ორი წლისაც არ იყო. მას შემდეგ კი ხელიდან ფუნჯი არ გაუშვია, რაც მისი ხატვის სტილზეც ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ – ფეტვიაშვილის ტექნიკის უნიკალურობა ფუნჯის აუღებლად, ერთი ხელის მოსმით ხატვაა. მისი ნახატები ინახება ისეთი ცნობილი პიროვნებების პირად კოლექციებში, როგორებიც არიან მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი და სხვა. ფოტო: Rusudan Petviashvili 10. ეთერი ჭკადუა (1966 – ) თანამედროვე გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ეთერი ჭკადუამ მოახერხა, რომ თავისი ხმა მსოფლიოსთვის მიეწვდინა. მისი ავტობიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ნახატები, რომლებიც ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია, არაერთი კრიტიკოსის მიერაა აღიარებული შთამბეჭდავ ფერწერულ ნიმუშებად. photo:eter chkaduaView the full article
-
სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას. უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩარგი, ლირა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს. ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ. აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა. საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. “ჩაკრულოს”,”ლილეს, „ჰანსანბეგურას”, „მრავალჟამიერის”, „იანვანას”და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს. poliphony.geქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია. არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა. View the full article
-
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის — მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძ.წ. IV ათწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი”. ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში „მელია-ტელეფია“, „ფერხულ-ოსხეპუე“, „ორსართულიანი ფერხული“, („ზემყრელო“, „აბარბარე“, „მირმიქელა“ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი „ბერიკაობა“, „მფერხაობის დღე“ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება. მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა „სახიობ“, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით. წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, „განდაგანა“, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური „აღმოჩენა“ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. kvira.geდროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი). სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „რუსთავმა” (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა”. ვიდეო მასალა:youtube View the full article
-
ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი „ჩაქურა“. shin.geყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი – ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა, მას შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან. ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა – „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი – „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“. სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“. shin.geView the full article
-
ქართული ლიტერატურა ძველია, მისი სათავეების თარიღი შთამბეჭდავი: V საუკუნის აგიოგრაფიული თხზულება “შუშანიკის წამება” ჩვენამდე XI საუკუნის ხელნაწერითაა მოღწეული, თუმცა ქმრის მიერ რწმენისათვის წამებული დედოფლის და მისი ოჯახის ისტორია იმგვარი გამოცდილებითა და გემოვნებითაა მოთხრობილი, რომ მიჩნეულია, პირველ ქართველ მწერალს, იაკობ ხუცესს ,ნამდვილად ჰყავდა წინამორბედები. https://burusi.wordpress.com/2009/08/27/iakob-gogebash/ადრიანი შუა საუკუნეების შთამბეჭდავ აგიოგრაფიულ თხზულებებს, ჩამოქნილი ფორმის ისტორიულ ქრონიკებსა და საგალობელთა და მისტიურ ლექსთა შენობას თავს ადგას “ვეფხისტყაოსანი”, XII საუკუნის საერო ლიტერატურის გვირგვინი, პოემა, რომელმაც ქართულ ყოფიერებასა და კულტურაში უდიდესი ადგილი დაიკავა და საუკუნეებით განსაზღვრა თითქოს მარადიულ ომებში ჩაფლული, ხან დაქუცმაცებული და ხან ისევ გაერთიანებული საქართველოს ლიტერატურული გემოვნება და იდეალებიც კი. გენიალური ლექსით დაწერილი პოემის პოეტური ფორმა და ევროპული რაინდობისა და აღმოსავლური ყოფის უცნაური ნაზავი იმასაც კი იწვევდა, რომ შუა საუკუნეების პოეტები არათუ რუსთაველის წაბაძვით ქმნიდნენ, არამედ პირდაპირ მის ტექსტშიც წერდნენ თავიანთ სტრიქონებს. შუა საუკუნეების საქართველოს, მისთვის ტრაგიკულ ეპოქაში, ჰყავდა მეფე პოეტები და პოეტი მემატიანეები, რომლებიც რუსთაველის ფორმას ერთგულობდნენ. საერთოდ კი საქართველო ყოველთვის პოეზიის ქვეყანა უფრო იყო, ვიდრე პროზისა: ამას მისი ხალხური პოეზიის მრავალფეროვნება და სიმდიდრეც ადასტურებს. ხალხური პოეზიისგან მოშორებით, აღმოსავლური პოეზიის ხერხებსა და სიტკბოებას შორის გახლართულ მრავალ ავტორთაგან, უდავოდ, გამორჩეული იყო ბესიკ გაბაშვილი, XVIII საუკუნის პოეტი და საოცარი ბიოგრაფიის ადამიანი. ბესიკის ეპოქა იყო დრო, როცა საქართველოში ლამის ყველაფერი ლექსად იწერებოდა: ლექსი ეწერა ყველგან და ყველაფერზე და ზოგჯერ სახელმწოფო ქაღალდებშიც კი შეიპარებოდა ხოლმე. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია აღმოსავლეთის დიდ იმპერიებთან ბრძოლა, მათდამი მორჩილება და მათგან თავის დაძვრენა იყო. გასაკვირი არაა, რომ ქართულმა ლიტერატურამ ბევრი რამ მიიღო აღმოსავლეთისგან, განსაკუთრებით სპარსეთისაგან. მცდელობათა მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში ევროპისგან იგნორირებული საქართველო IXX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიის შემდგენლობაში აღმოჩნდა, რამაც ახალი ტალღა მოიტანა ლიტერატურაში. უდიდესი რომანტიკოსი პოეტი საქართველოდან იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, თავადი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისმა პოეზიამ ათწლეულების შემდეგ მიაღწია ფართო მკითხველამდე. https://zugdidisbiblioteka.wordpress.com/2011/10/14/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/შემდეგ საქართველოში მოვიდა ახალი პროზა, რომელიც გარდამტეხი გამოდგა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტში. დანიელ ჭონქაძის და ლავრენტი არდაზიანის რომანები სწორედ ახალი ლიტერატურის მესაძირკვლენი იყვნენ. ილია ჭავჭავაძის ყოვლისმომცველმა საქმიანობამ და აკაკი წერეთლის პოეზიამ კი არა მხოლოდ ახალ ქართულ ენას, არამედ ახალ ქართულ ლიტერატურას ჩაუყარა საფუძველი. მათმა შემოქმედებამ კარგა ხნით განსაზღვრა ქართული ლიტერატურის მიმართულებები. ამავე დროს გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიკალური ფიგურაც. მთებში მცხოვრებმა მწერალმა უკიდეგანო და ღრმა სამყარო შექმნა. ეს სამყარო არაფერს ჰგავდა და ახლო იყო სრულყოფილებასთან. XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ერთის მხრივ, მრავლაფეროვანი და საინტერესო იყო, მეორეს მხრივ კი, საბჭოთა ეპოქაში იქმნებოდა. სტალინიზმს შეწირულ ქართველ შემოქმედთა შორის იყო დიდი რომანისტი მიხეილ ჯავახიშვილი, პოპულარული პოეტები ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი, რომლებიც დიდად განსაზღვრავდენ იმ დროის ლიტერატურულ გემოვნებას. საბჭოთა ეპოქაში მოღვაწობდა XX საუკუნის საქართველოს უდიდესი პოეტი – გალკტიონ ტაბიძე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ხრუშჩოვისეულმა ხანმოკლე დათბობამ ლიტერატურაში ახალი თაობა მოიყვანა, რომლის უაღრესად გამორჩეული წარმომადგენელი პოეტი და რომანისტი – ოთარ ჭილაძე იყო. გურამ რჩეულიშვილისა და ვოვა სიხარულიძის მოთხრობებს და ცხოვრების სტილს კი არაფერი ჰქონდათ საერთო საბჭოთა სისტემასთან ისევე, როგორც გურამ დოჩანაშვილის დახვეწილ გროტესკულ სამყაროს. უძრაობის პერიოდის ერთ-ერთი პოპულარული წიგნი ჭაბუა ამირეჯიბის რომანი – “დათა თუთაშხია” აღმოჩნდა. View the full article
-
ილია გაგულაშვილის ,,ქართული ფოლკლორის მითოსური სახეები და ძირითადი მოტივები’’
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ჩვენს წინაშეა 1990 წელს გამომცემლობა ,,მეცნიერების’’ მიერ გამოშვებული წიგნი ,,ქართული ფოლკლორის მითოსური სახეები და ძირითადი მოტივები’’, რომლის ავტორიც, ილია გაგულაშვილი ხალხური სიტყვიერების შესახებ დაწერილი სხვა ნაშროების ავტორიცაა. მკვლევარი თუ უბრალოდ მაძიებელი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ფოლკლორისა და მითოსის ურთიერთმიმართებით, ამ გამოცემაში უმდიდრეს ინფორმაციას ნახავს. გამოკვლევა რამდენიმე საინტერესო წერილისგან შედგება და ემყარება უხვ სამეცნიერო წყაროს (კომენტარები სამასზე მეტ შენიშვნას მოიცავს), რომელთა თვალის გადავლებაც ცხადყოფს ი. გაგულაშვილის ცოდნის დიაპაზონს. ეს წიგნი არ არის მასალათა კომბინაცია, იგი უპირველეს ყოვლისა ავტორის დაკვირვებათა არეალია. პატივცემული მკვლევარი ფრთხილად მსჯელობს არაერთ სადავო საკითხზე, რომელთა ირგვლივ სჯა-ბაასი დღესაც მიმდინარეობს. რა არის ზღაპრის დასაწყისი? იქნებ გამოთქმა ,,იყო და არა იყო რა’’ თავის თავში აირეკლავს მითის უძველეს ფენას? ცნობილია რომ ზღაპრის ფენომენს ჩვენში იკვლევდნენ ე. ვირსალაძე, ალ. ღლონტი, ქს. სიხარულიძე, თ. ქურდოვანიძე, მ. ჩიქოვანი და სხვა ცნობილი ფოლკლორისტები. ი. გაგულაშვილმა ხსენეულ გამოკვლევაში გაითვალისწინა ქართველ მეცნიერთა კვლევები და საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. მისი თქმით, ,,ზღაპარი მითოსის ბაზაზე შეიქმნა და როგორც პოეტური აზროვნების დაწინაურებული სახე, თავის თავში გარდაქმნილი და სახეშეცვლილი ფორმით აუცილებლად ინახავს ძველს’’ (გვ. 7). ეს დაკვირვება განსაკუთრებით მენიშნა, რადგან მეც შევეხე ჩემს სახელმძღვანელოში (,,რელიგიების ისტორია’’). მითი, უპირველესად რელიგიის საფუძველია. ელინურ რელიგიას აინტერესებდა პასუხი, როგორ შეიქმნა კოსმოსი? და პასუხად ჰქონდა მითი გეასა და ურანოსის შესახებ. ან ეგვიპტელებს აინტერესებდათ როგორია მიცვალებულის მდგომარეობა სიკვდილის შემდეგ? და მითი ისიდასა და ოსირისის შესახებ რელიგიისგან გამოიყენებოდა, როგორც განმარტება, პასუხი ზემოხსენებულ შეკითხვაზე. მითისგან განსხვავებით კი ზღაპარი არ არის მსოფლმხედველობრივი ბერკეტი რელიგიისთვის. ის თამამი, თავისუფალი ნარატივია და არა მხოლოდ გლობალურ თემატიკაზე (მაგალითად სიკვდილის არსზე), არამედ უბრალო ადამიანებზე, ცხოვრებაზე. ი. გაგულაშვილის გამოკვლევის კითხვისას გვახსენდება ვ. პროპის ეპოქალური ნაშრომი ,,ზღაპრის მორფოლოგია’’. პროპის მსგავსად, ქართველი მეცნიერიც არკვევს ზღაპრის შინაარსში დაფარულ სიმბოლიკას, გმირის ინიციაციურ გზას (ამაზე ერთ დროს ზ. გამსახურდიაც მიანიშნებდა). ცალკე ქვეთავები ეთმობა ქალისა და ზღაპრის მთავარი გმირის შეხვედრას თხრობის დასაწყისში (გვ. 9), გმირის მხრიდან საიდუმლოს იძულების გზით გაგებას (გვ. 21), გზაჯვარედინის მეტაფორულობას (გვ. 26). ი. გაგულაშვილის მოსაზრებით, ,,გზაჯვარედინი და იქ დადებული ქვა ერთგვარი საზღვარია რეალურსა და მითურ სამყაროს შორის. იგი სამი გზის (მეოთხე გზა ზღაპრის გმირთა სახლისაკენ სავალი გზაა. ეს მომენტი კარგად არის ასახული ზღაპარშიც), სამი სამყაროს შესაყარია, ამდენად, მითური და რეალური მსოფლიოს შეხების ალაგია, ანუ სამყაროს ცენტრია’’ (გვ. 27). ამ საინტერესო წიგნში დიდი ადგილი ეთმობა ამირანთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. რატომ გვაქვს ამირანის განსხვავებული ვერსია ყველა კუთხეში, და რომელია ყველაზე ძველი, რომელმაც გმირის თავგადასავლის არქაული ფენა შემოინახა? ამირანის ამბები თქმულებებია თუ მითოსის ნაწილი? ცნობილია, რომ ,,ქართული ეპოსის ,,ამირანის’’ მიხედვით, კლდეში მცხოვრები ოქროსთმიანი ღვთაება დალისა და მონადირის შეერთების შედეგად დაიბადა ამირანი. დალი მშობიარობას გადაჰყვება. სიკვდილის წინ იგი მონადირეს უბარებს, რომ ამირანი აკვანში ჩასვას, მდინარის პირას დადოს და მას იქ აღმოუჩნდება გამზრდელიო. მონადირე უსიტყვოდ ასრულებს დალის დანაბარებს. წყლის პირზე ამირანს იამანი იპოვის და შინ წაიყვანს’’ (გვ. 31). თუმცა ეპოსის განსხვავებული ვერსიები იამანს დალის ძმად წარმოაჩენენ. იქნებ აქ აისახა მატრიარქალური წყობის ტრადიცია, რომლის თანახმად ბავშვს დედის ძმა, ბიძა ზრდიდა (გვ. 32); აქედან გამომდინარე, იამანიც დალის მსგავსად ღვთაებად გვევლინება. ,,ძველი მითოსის თანახმად, ადრეული ღვთაებები ადამიანთაგან როდი იყვნენ მკაცრად გამიჯნულნი… ადამიანები ღვთაებათა ნათესავებად რაცხავდნენ თავს’’ (გვ. 32). ი. გაგულაშვილი ცალ-ცალკე განიხილავს მიჯაჭვული გმირის ირგვლივ შემდეგ საკითხებს: 1. გმირის პალოზე მიჯაჭვა (გვ. 46); 2. ძაღლი //ყურშა//, როგორც ამირანის დამხმარე ოთხფეხა არსება (გვ. 52); 3. ღვთაებრივი ბაღი (გვ. 75); 4. ღვთაებრივი პური (გვ. 97); 5. უროს გრდემლზე დარტყმა (გვ. 107); 6. ჯაჭვის გაწყვეტა (გვ. 112); 7. გამოქვაბულის პირის გაღების დრო (გვ. 115); 8. ვინ აძლევს საზრდოს ამირანს? (გვ. 118); 9. რატომ ექადება ამირანი ამოწყვეტით ქალებს? (გვ. 119); 10. მიჯაჭვული გმირის დამხსნელი (გვ. 124). თითოეული საკითხის განხილვისას მკვლევარი არაერთ საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს. აგრეთვე ავლებს პარალელებს უძველეს მითოლოგიურ გადმოცემებთან, ბიბლიურ სიუჟეტებთან, მცირე აზიაში გავრცელებულ კულტებთან. ასე მაგალითად, ღვთაებრივი ბაღის შესახებ ი. გაგულაშვილი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს: ,,ჩემი აზრით, ქართული სამოთხე ადგილობრივი წარმონაქმნია და ედემზე არსებული ძველქართული შეხედულებების სხვა ხალხთა ანალოგიურ შეხედულებებთან მსგავსება-სიახლოვე უნდა აიხსნას არა ქართული მასალის ნაირსახეობით, არამედ იმით, რომ ასეთ შეხედულებათა წარმოქმნას მსგავსი ეკონომიური, მეურნეობის ფორმები, სოციალური და სულიერი წინამძღვრები კვებავდა’’ (გვ. 76). მკვლევარმა ფართოდ განიხილა ღვთაებრივი ბაღის დანიშნულება თუ საკრალური ხასიათი არაერთი ზღაპრის (,,კოჭლი მონადირის შვილი’’, ,,დევებით სავსე ქუდი’’, ,,ხელმწიფის ზღაპარი’’) ფონზე. ბუნებრივია მსგავსი ხასიათის ნაშრომი გვერდს ვერ აუვლიდა არგონავტების მითსა და ოქროს ვერძის შესახებ გადმოცემებს (გვ. 85). დაწვრილებითაა განხილული აღმოსავლეთის საკითხი, რატომ მდებარეობდა ედემი აღმოსავლეთით? (წიგნის ამ ადგილმა გამახსენა ბორხესის სახელგანთქმული ,,შვიდი საღამო’’, სადაც დაწვრილებითაა განმარტებული აღმოსავლეთის ეტიმოლოგია სხვადასხვა ენებში). ი. გაგულაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ღვთაებრივი ბაღის მოტივი ზღაპარში ზოგჯერ ან სულ დაკარგულია ან კიდევ იგი უპირატესად შემორჩენილია ვაშლის ხის ამ კიდევ თავად ვაშლის სიმბოლიკაში’’ (გვ. 89). ნაშრომში საყურადღებოა სანახევროდ გაწყვეტილი ჯაჭვის ხელახლა გამრთელების გააზრება. ი. ჯავახიშვილის და მ. ჩიქოვანის მოსაზრებით, მჭედლები მართლაც აღასრულებდნენ მაგიურ რიტუალს. მოგვიანებით ეს რიტუალი დიდ ხუთშაბათს აღესრულებოდა (ჭიაკოკონობის ცეცხლსაც ხომ მაშინ ააბრიალებდნენ, როდესაც ვნების ხუთშაბათი შემოდიოდა). ვ. ბარდაველიძეც მიანიშნებდა, რომ დიდი ხუთშაბათი ,,ავი ძალების საწინააღმდეგოდ განკუთვნილი დღე იყო’’ (გვ. 110). ,,გრდემლზე უროს დარტყმის მაგიური ჩვეულება საგაზაფხულო საწესო დღეობის – ქვესკნელიდან დატყვევებული ღვთაების გათავისუფლების ანუ მკვდრეთით აღდგომის ზეიმის წინ სრულდებოდა’’ (გვ. 111). ი. გაგულაშვილის აზრით, ,,ამირანის მიჯაჭვა და დახსნა საკრალური აქტია. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია წამოიჭრება კითხვა: არის თუ არა ამირანი ღვთაება? ეს საკითხი არაერთ მკვლევარს აინტერესებდა… ამირანი ნაყოფიერების ქალღმერთის, იგივე ცისკრის ვარსკვლავის, მზეთუნახავი ყამარის რჩეული და სატრფოა, ამდენად, როგორც ღვთაებრივი, საკრალური ქორწილის მონაწილე მეორე პერსონაჟი – ღვთაების მეწყვილე… ამირანის კულტის დადასტურება დღეს აღარ ხერხდება, თუმცა გვჯერა: ოდესღაც მიჯაჭვული გმირის კულტი, უთუოდ უნდა არსებულიყო, ისე როგორც არსებობდა დაბმული და მიჯაჭვული ნაყოფიერების ღვთაების კულტი ძველ საქართველოში’’ (გვ. 122). ამირანოლოგიური კვლევები მართლაც ბევრი კუთხით შეიძლება მიმდინარეობდეს. ამ საუკუნის დასაწყისში, ჩემმა ყოფილმა ლექტორმა ინდოლოგიაში, აწ განსვენებულმა ნიკო კენჭოშვილმა გამოსცა და მაჩუქა შესანიშნავი გამოკვლევა ,,ინდოეთი ქართულ წყაროებში’’. მასში ვრცლად იყო განხილული ინდოეთის სიმბოლური გააზრება ძველ ქართულ სააზროვნო სივრცეში (,,ვეფხისტყაოსანი’’, ,,ამირანდარეჯანიანი’’…). განმარტებული იყო, რომ ტერმინი ინდოეთი ჩვენში ეთიპიის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა (შეადარეთ ძველ ქართლ ენაზე დაბადების //ბიბლია// წიგნში სადაც გვხვდება ეთიოპია, ახალ ქართულ თარგმანში ვნახავთ ინდოეთს). ი. გაგულაშვილის ნაშრომში აგრეთვე ცალკე ქვეთავი ეთმობა ,,ინდოეთის’’ ალეგორიულ დატვირთვას ქართულ ფოლკლორში. გარკვეულია, რომ ჩვენში ინდოეთი ,,იქითა’’, მითოსური სამყაროს აღმნიშვნელ ცნებად გამოიყენებოდა (გვ. 127). ხალხურ სიტყვიერებაში ფასკუნჯი ინდოეთისაკენ მიმავალი ფრინველების წინამძღოლია. ფასკუნჯი კი თავის მხრივ, ქვესკნელთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, და სავარაუდოდ მიცვალებულთა ამომყვანებელიც, რასაც მოწმობს მცხეთის პიტიახშთა სამარხებიდან ამოღებული ტახტის ფეხებზე მოცემული სპილოზე მჯდომი ფასკუნჯის გამოსახულებაც (გვ. 127). ნაშრომის ბოლოს გაანალიზებულია სიკვდილის პერსონიფიცირებული სახე ფოლკლორში (უნებლიეთ გვახსენდება გ. ჩოხელის ,,ადამიანთა სევდა’’). ქართულ ხალხურ ზღაპრებიდან ყურადღებას იქცევს ,,სიკვდილი და ყაჩაღი’’, ,,ციება, ცხელება და სიკვდილი’’, ,,სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე’’. ამ უკანასკნელში სიკვდილი, რომელიც სოფელში ორი კაცის წასაყვანაა ჩამოსული, ღარიბი კაცი მის ცხენზე შეჯდება, თუმცა იგი ადგილიდან არ დაიძვრება, რადგან კაცს ღვთაებრივი მათრახი არ ჰქონდა. ქართული ხალხური პოეზია კი გამორჩეულია, როგორც გაბედული, თამამი სამდურავი სიკვდილისადმი, მთქმელის პირით წარმოთქმული ექსისტენციალური კაეშანი. ,,ქართული ფოლკლორის მითოსური სახეები და ძირითადი მოტივები’’ ყველა იმ ადამიანს მიიზიდავს, ვისაც მისტერიული რელიგიების, მითოსისა და ფოლკლორის ურთიერთმიმართება აინტერესებს. უპირველსად კი ესაა წიგნი ჩვენს ფესვებზე, იმ დიად კულტურაზე, რომელიც ქართულ მიწაზე უძველესი დროიდან გამოხატა თქმულებების, ზღაპრების თუ პოეზიის სახით.-
- ილია
- გაგულაშვილის
-
(and 6 more)
Tagged with: