Jump to content
×
×
  • Create New...

Mepar

ფორუმელი
  • პოსტი

    92
  • რეგისტრაცია

  • სტატუსი

ჩემ შესახებ

  • სქესი
    მამრობითი
  • ჰობი
    ბილიარდი, ჭადრაკი, ხატვა, წერა

ვინ დაგათვალიერა

392 ნახვა
  1. ვიზიარებ მწუხარებას, გისურვებ გამძლეობას.
  2. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო პრესაში კრებსითი სახელით მოიხსენიებენ სალაფიტებს, დეობანდები ინდური აჯანყებულთა ისლამია, რეებს ბოდავ, ისე კი ვაჰაბიტები არიან, გინდა ეგ გინდა ალ ყაიდა. იბნ ტაემიის იდეოლოგიას იზიარებენ "დაუბრუნდეთ სუფთა ისლამს"
  3. https://www.cacianalyst.org/publications/analytical-articles/item/13621-central-asian-salafi-jihadi-groups-and-the-us-taliban-peace-agreement.html მართლა კომპეტენტურივით არ დამიპირისპირდი, არადა არც ერთი ნორმალური კონტრ არგუმენტი არ დაგიდია... დანინგ კრუგერ ინ ექშენ
  4. 20 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს ავღანეთის სამხედრო-პოლიტიკურ ოპერაციას რომ რეგიონში შექმნას რესპუბლიკა, რომელსაც ექნება სამართლებრვი სახელმწიფოს დამახასითებელი ინსტიტუტები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს მცდელობა დაუჯდა 2400 ჯარისკაცის სიცოცხლე და ერთი ტრილიონი დოლარი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება, თითქოს ამიერიდან ავღანელებს თავისი ბედისთვის თავად უნდა ეზრუნათ. ალბათ ბევრს ქონდა წარმოდგენა რომ ჩვილი წამოიზარდა და დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის მზად არის. ოპტიმისტური ილუზიები, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის მიხედვით, თავად ჯო ბაიდენს ჰქონდა. ერთი რამ ცხადია ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში დამარცხდა, მან ვერ შეძლო ავღანეთში ინტერვენციის ვერც ერთი მიზნის შესრულება: · 2001 წლის 9-11 უშუალო ორგანიზატორები დასჯილია, ალ-ყაიდას ლიდერი უსამა ბენ ლადენი განადგურებულია, მაგრამ გადარჩა ორგანიზაცია თალიბანი, რომელიც დღეს ისეთი ძლიერია როგორც არასდროს, განსხვავებით 90-იანი წლების ტერორისგან, ის ავღანეთში გამარჯვებით დაბრუნდა, რომელიც აიძულებს რეგიონის ყველა მონაწილეს ანგარიში გაუწიონ. · ავღანეთის რეპუბლიკა დაეცა, ამის მაგივრად მივიღეთ ავღანეთის ისლამური ემირატი. აშშ-ს მიერ ლობირებული პრეზიდენტი სამარცხვინოდ გაიქცა, ასევე გარბის ავღანეთის „რესპუბლიკის“ ადმინისტრაცია და პერსონალი, რომელიც აშშ-სთან თანამშრომლობდა. უპირველეს ყოვლისა ამ ისტორიაში გასარკვევია სამი საკითხი: 1. რატომ ვერ ააშენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის რესპუბლიკა? 2. რატომ ვერ გაანადგურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოძრაობა თალიბანი? 3. რატომ ვერ გაუწია ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა წინააღმდეგობა თალიბანს? პასუხი პირველ კითხვაზე: ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს წარმატებული ოპერაციის მაგალითი ერაყის სახით. განსხვავება ერაყსა და ავღანეთს შორის ინსტიტუციური მმართველობაა. ერაყი სადამ ჰუსეინის მმართველობით ემყარებოდა დიქტატის ინსტიტუციურ მოწყობას. შესაბამისად სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოშლით ჩამოიშალა რეპრესიული ინსტიტუციები, მაგრამ ამ უკანასკნელის არსებობის გამოცდილებამ მაინც დადებითი როლი შეასრულა ახალი ერაყის მოსაწყობად. ავღანეთში კი ინსტიტუციური მმართველობა არ არსებობდა, საბჭოთა კავშირმა პრაქტიკულად იგივე სცადა რაც აშშ-მ 2001-2021 წწ. მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და დემოკრატიულად, თუმცა მაინც დამარცხდა, მიზეზი ავღანური კულტურაა, რომელიც ტრადიციებზე დაფუძნებულ მართვას ირჩევს. რახან ავღანეთში ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში არ ცხრება ომი, ის პრაქტიკულად გადაიქცა რეგიონის შავ ხვრელად, რომელიც პრაქტიკულად იწოვს გარემოცვის აგრესიას ისე რომ, მას არაფერი აკლდება, რადგან საზოგადოებას არ აქვს ინფრასტრუქტურა, რომლის განადგურებას შეიძლება მოყვეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ავღანეთისთვის ცივილიზირებული სამყაროსთვის ცნობილი კრიზისი ორგანული მდგომარეობაა. ავღანური საზოგადოებისთვის ორგანულად უცხოა სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობა და ნებისმიერი ინსტიტუციური რეგულაცია აღქმულია, როგორც თავსმოხვეული ძალადობა, მაშინაც კი, თუკი ინსტუტუციები დაკომპლექტებული თანამემულეებით, მათი მმართველობა აღქმულია როგორც კოლაბორაციონიზმი მტრის სასარგებლოდ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო გარდამტეხი კულტურული ინექციის შეტანა, აღმოჩნდა რომ ტრილიონი დოლარი მხოლოდ ილუზორულ ავღანურ ბაბლში გაიფლანგა, რომლითაც ისარგებლა იარაღის მწარმოებლებელმა ბიზნესმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო პრობლემისთვის თვალი გაესწორებინა და აღმოეფხვრა პაკისტანის გავლენა, რომელიც ასაზრდოებდა პუშტუნთა შურისძიების იმედს. პასუხი მეორე კითხვაზე: ავღანეთი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია, უმრავლესობას შეადგენს პუშტუნები, რომლის უმრავლესობა მოქცეულია პაკისტანში, რაც ქმნის პუშტუნთა ძალმომრეობის ნოყიერ ნიადაგს, რადგან პაკისტანისგან იღებს მხარდაჭერას. რეგიონში გავრცელებულია სალაფიტური ისლამი რომელიც არ ცნობს ცივილიზირებული სამყაროს ინსტიტუციებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ავღანური პროექტის განხორციელება ტურბულენტობის დარღვევის პირობებში. აუცილებელი იყო რადიკალური ჯგუფების ფინანსური წყაროს გადაკეტვა. მხოლოდ ექსპერტულ წრეებში განიხილავდნენ პაკისტანის დესტრუქციულ გავლენას, მაგრამ ეს პრობლემა ვერ იქცა ამერიკის ოფიციალურ დღის წესრიგად. მეტიც, დასავლური მედია იძლუებული გახდა ანგარიში გაეწია პაკისტანის მოთხოვნისთვის, შეწყვიტონ პაკისტანის ასოცირება ავღანეთის საკითხთან, რადგან ამერიკის და ევროკავშირის ოფიციოზმა ვერ გაბედა რეალობისთვის თვალის გასწორება. სწორედ პაკისტანია თალიბთა ფინანსური წყარო 2001-2021 წლის წინააღმდეგობაში, რაც შეეხება თალიბთა „რეკონკისტას“ ის მთლიანად პაკისტანის დაფინანსებულია. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ აიგნორებს დასავლეთის პაკისტანის პრობლემას: მიზეზი კომპლექსურია, ყველაზე მთავრი მიზეზი თანამედროვე სამყაროს საერთაშორისო სისტემაშია, რომელიც ოპორტუნისტული და ეგოისტურია, რაც ქმნის მრავალ უცნობიან განტოლებას. ცივი ომის პერიოდში ყველაფერი ცალსახა და გასაგები იყო, ეხლა კი ასე არ არის. ოპორტუნისტული საერთაშორისო სისტემის მაგალითია გერმანიის მიერ ჩრდილოეთის ნაკადის მშენებლობა, ამით რუსეთის გავლენის ზრდა და უკრაინისა და საქართველოს საკითხების უგულებელყოფა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად არჩევანი გააკეთა გერმანიას, უკრაიასა და საქართველოს შორის და საბოლოოდ გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვბანი პარტნიორის სასარგებლოდ მიიღო, მაგრამ ამით უღალატა საერთაშორისო ჟანდარმის პრინციპს და რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ პრაქტიკულად გაატარა. სწორედ ასეთივე ეგოისტური ოპორტუნიზმის ნაწილია პაკისტანის პრობლემის უგულებელყოფა, რადგან ეს უკანასკნელი ცოფიანი ძაღლია თოკის გარეშე, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და შეუძლია რეგიონის გამოუსწორებელ კრიზისში შეყვანა. ცხადია ეს ყველაზე არასასურველი სცენარია, რომელიც უნდა ავიცილოთ, მაგრამ დასავლეთის კეთილდღების ბუშტის გახეთვის შიშმა, განაპირობა გაუბედავი პოლიტიკა, რის გამოც მივიღეთ ტერორისტთა გამარჯვება, რომელთანაც ურთიერთობას ოფიალური სახელმწიფოები აპირებს! თუკი შედეგებს გავითვალისწინებთ, ეგოისტურმა ოპორტუნიზმმა არანაკლებ დიდი პრობლემა მოუტანა კაცობრიობას. პასუხი მესამე კითხვაზე: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანურ არმიაზე 83 მილიარდი დოლარი დახარჯა. შეიქმნა დაახლოებით 300 ათას კაციანი სრულად აღჭურვილი არმია. ავღანელ ჯარისკაცებს 230 $ ხელფასს ამერიკის შეერთებული შტატები უხდიდა, მაგრამ თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ისე აიღო რომ სერიოზული წინააღმდეგობაც ვერ გაუწია. მიზეზი ცხადია ავღანური „რესპუბლიკის“ იდეის არარსებობაშია. ავღანური არმია, ისევე როგორც სახელმწიფო ადმინისტრაცია, პრაქტიკულად ახორციელებდა არა რესპუბლიკის იდეას, არამედ ემსახურებოდნენ ოპორტუნისტულ ინტერესებს, ამიტომაც ვერ შეიქმნა ავღანური „რესპუბლიკის“ ლიდერი, როგორც ჯარში, ისე ადმინისტრაციაში. ავღანელი ჯარისკაცისთვის ავღანეთის „რესპუბლიკის“ დაცვა გაუგებარი მისია აღმოჩნდა და როგორც კი ამერიკამ დატოვა ავღანეთი, მასობრივად დატოვა ავღანეთის ჯარი ავღანელებმაც. მოცემულმა კრიზისი და არსებული გარემობა ექვემდებარება გარკვეულ პროგნოზს: · ავღანეთის ისლამური ემირატი თავდაპირველად ქმნის ჰუმანურ ცხოვრების პირობებს სადაც ქალთა სწავლის უფლებები გათვალისწინებულია, მაგრამ თალიბანის იდეოლოგიის მანკიერება გამორიცხავს ტერორისტული ორგანიზაციის ფასეულობების გადახედვას; · ახლო მომავალში მოსალოდნელია ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირპისპირება, რადგან თალიბანის მებრძოლები ძირითადად პუშტუნები არიან, ავღანეთში არსებული სხვა ეთნიკური ჯგუფები დაექვემდებარებიან დევნას და შევიწროებას, რამაც რეგიონში შესაძლოა შექმნას ჰუმანიტარული კატასტროფა; · ავღანეთის პრობლემას შესაძლოა მოყვეს შუა აზიის რეგიონის კრიზისის გამწვავება, რადგან ავღანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტაჯიკები, უზბეკები, თურმქენები და სხვა უმცირესობები, რომელთა უფლებების შელახვა გამოიწვევს მოსაზღვრე რესპუბლიკების ირიბ ჩართულობას; · თალიბანის გამარჯვება გადაიქცევა სალაფიტური ჯიჰადის წარმატებად, ტერორისტული დაჯგუფებები შეიქმნება ვაჰაბიტური რელიგიურ ჯგუფებში, რომლის აგრესიული გამოვლინება შეიძლება ვიხილოთ თურქეთსა და ისრაელში. · საერთაშორისო საზოგადოება შეეცდება ავღანეთი დატოვოს თავის პრობლემებთან და მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში, მაგრამ იდეა განწირულია კრახისათვის. რადგან საერთაშორისო საზოგადოება დაფუძნებულია ჰუმანიზმის, ადამიანის უფლებების და ლიბერალიზმის პრინციპებზე, ხოლო მრავალმილიონიანი მოსახლეობის ავღანეთი თითქმის ყოველკვირეულად მოგვამარაგებს ბრუტალური ნიუსებით. · რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეეცდება ამერიკის მარცხის აღნიშვნას გამარჯვებულებთან დამეგობრებით. სავსებით დასაშვებია ავღანეთის ისლამური ემირატების ცრუ „ცივილურობის“ პერიოდში შეუთანხმდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღირებას. ინგლისური ტექსტი აქ
  5. ზუსტად 13 წლის წინ საქართველოში იყო ომი, რა მიზეზით?__ მოდი ფაქტები დავალაგოთ, ვიმეორებ მხოლოდ ფაქტები და არავითარი ინტერპრეტაცია: 1. 2006-7 წლებში საქართველომ გამოიარა კოდორის სპეცოპრეაცია, კიდევ მოავასწარით რუსი აგენტების საჯარო და საზეიმო ვითარებაში გაძევება, რასაც მოყვა ცოფმორეული ქართველთა დევნის და "სკატავოზებით" გამოძევების აქცია; 2. 2007 წ. ოქტომბერში საქათველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინგა გრიგოლიას თოქ შოუში აძლევს ინტერვიუს ზ. ჟვანიას მკვლელობის შესახებ (რომელიც შემდეგ უარყო, ურყოფა დაადასტურა ისევ ი. გრიგოლიას გადაცემაში); 3. 2007 წ. შედგა აქციები რომლის მიზეზი იყო საპარალემენტო არჩევნების გადავადების მცდელობა სადაც პრეზიდენტი იკლებდა ვადას და პარლამენტი იხანგრძლივებდა და არჩევნებით თითქოსდა უნდა დარესტარტებულიყო ორივე ინსტიტუტი ერთად (სრული აბსურდი, მაგრამ ესეც ფაქტია არაფერს ვამატებ); 4. დარბეულ აქციებს მოყვა პრეზედენტის გადადგომა და ხელახალი არჩევნები. არჩევნებში იმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი. დამარცხების მიუხედავად, თებერვალში რამოდენიმე დღიანი აქცია იმართება, თუმცა აქციები დროებით ჩერდება; 5. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა მიიღო კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტი, რასაც მოყვა რიგი ქვეყნების მხარდაჭერა. პრეზიდენტმა პუტინმა კონკრეტულად დაემუქრა საერთაშორისო საზოგადოებას რომ ეს ფაქტი აისახებოდა სამხრეთ კავკასიაშიც, კერძოდ აფხაზეთსა და სამხრ.ოსეთში; 6. მაისსა და ივნისში იწყება ფართომასშტაბიანი აქციები, "კარვების ქალაქი" აქციებს ძალისმიერი გადაწყვეტა არ მოყოლია აქციები მისით კარგავს აკრეფილ ინერციას და თავად წყდება; 7. 2008 წ. მაისიდან მიმდინარეობს ინტენსიური სამხედრო წრთვნები ჩრდილოეთ კავკასიაში სახელწოდებით "კავკასია 2008" რომელიც დასრულდა 3 აგვისტოს. წრთვნების მიზანია: ომამდე სამხედრო ტექნიკის მობილიზება ჩრდ. კავკასიაში და სცენარი გახლავთ ქალაქის აღება (სავარაუდოდ თბილისის); 8. 2008 წ. 23 ივლისი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდის კიბერ შეტევა; 9. აგვისტოს დასაწყისში იწყება პროვოკაციული ქმედებები ქართული სოფლების მიმართ, რეგიონში შეყვანილ ქართულ ჯარს პარტიზანული წესით უხსნიან ცეცხლს; 10. საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციური წესრიგი დაამყაროს რეგიონში და ხსნის საპასუხო ცეცხლს ასევე, ქართულ ჯარებს მიმართავს ცხინვალის მიმართულებით; 11. 2008 წ. 8 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება; 12. 2008 წ. 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია აღიარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. ეს რაც ჩამოვთვალე არის ფაქტები და არა სპეკულაციები, ანუ ამ საკითხებზე კამათი არ შეიძლება. რატომ დავიწყე მოვლენების აღწერა კოდორის ხეობიდან? იმიტომ რომ, ომი არ შემდგარა უბრალოდ პროვოკაციის, ან პროვოკაციაზე პასუხის გამო. რუსეთის ხელისუფლებას ქონდა მცდელობა რომ რეგიონში შეეცვალა პოლიტიკური მდგომარეობა. აგვისტო იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეჩერების ბოლო და უკანასკნელი შანსი. იმიტომ რომ მომდევნო ნატოს სამიტზე ანჟელა მერკელი საქართველოს ხელისუფლებას 2007 წლის ნოემბრის დარბევას ვერ შეახსენებდა. 2008 წლის აგვისტოს მიმდინარეობდა პეკინის ოლიმპიური თამაშები, ამით თითქოს პოლიტიკური ალიბიც გაიკეთა ვ. პუტინმა, რომელიც თამაშებზე გახლდათ და ვითომ იძულებითი წესით დაუბრუნდა სამსახურს. 2008 წ. საქართველო დაისაჯა დსთ-ს კლუბში დემარშის გამო. როცა პატარა ქვეყანამ სწორედ დსთ-ს სამიტზე აღიარებინა ვ პუტინს რომ ჩვენი საზღვარი იწყება ფსოუზე (ესეც ფაქტია არაფერს ვაჭარბებ), პატარა ქვეყანამ გამოუძევა რუსი სამხედრო ინსტრუქტორები, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ნაბუქოს პროექტზე, რომელიც შუა აზიის ენერგო რესურსების ტრანსპორტირების პროექტი გახლდათ რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ადრე თუ გვიან მიიწვევდნენ ნატოს ოჯახში, როგორ უნდა შეეჩერებინა რუსეთს გარდაუვალი მარცხი რეგიონში?___ ომით! რა შედეგები გვაქვს დღეს? 1. ქართულმა მხარემ დაკარგა __170 სამხ. მოსამსახურე; 14 პოლიციელი; 228 მშვიდობიანი მოსახლე; 1747 დაჭრილი; 2. 100 000 პირმა დაკარგა საცხოვრებელი ადგილი; 3. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, ამ "სახელმწიფოთა" საქართველოში ინტეგრაციას მხოლოდ რუსეთის გვამზე გადაბიჯებით; 4. აგვისტოს ომამდე, რეგიონში იმყოფებოდა ფორმალურად რუსეთის "მშვიდობისმყოფელები" ეხლა კი გვაქვს საუკუპაციო არმია და დღეს ქვეყანა ფაქტიურად იმყოფება ომის მდგომარეობაში; 5. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გადადებულია გაურკვეველი ვადით, რადგან არ არსებობს ფორმატი რომელშიც გათლისწინებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ინტეგრაცია ნატოში. (ანალოგია შეიძლება გაგვახსენდეს გერმანიის შემთხვევაში, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაყოფილი იყო ორ ნაწილად და ამ გაყოფაზე საერთაშორისო საზოგადოება და ორივე დაპირისპირებული ბანაკი შეთანხმებული იყო). როცა აგვისტოს ომს განიხილავთ, საკითხი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განიხილო, "აგვისტოს ომი" აგვისტოს არ დაწყებულა, მისი ისტორია მოიცავს მინიმუმ ორწლიანი პოლიტიკურ პროცესს. ინგლისური ტექსტი აქ!
  6. მინდა გაგიზიაროთ ერთი საინტერესო დაკვირვება ქართულ საზოგადოებაზე, უფრო სწორად პოლიტიკურ ელიტაზე, შემდეგ კი ელიტიდან მომდინარე ძალაუფლების ვერტიკალზე, რომელიც უკანასკნელ პოლიტიკურ და ვიტყოდი, სოციალური კრიზისის ფონზე აშკარად შეიმჩნევა__ ეს არის „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომი. მიხეილ ბულგაკოვის გენიალურ მოთხრობაში ძაღლი შარიკი ექსპერიმენტის შედეგად ხდება ადამიანი, რომელიც შვონდერის გავლენის ქვეშ ექცევა და უპირიპირდება მის შემნქნელ პროფესორ პრეობრაჟენსკის. შარიკოვი არის უნამუსო ოპორტუნიზმის საუკეთესო განსახიერება, რომლის განკურნება ისევ ძაღლად გადაქცევაშია. ვაკვირდები რა საქართველოს უახლეს ისტორიას, ეს სინდრომი ყველაზე ზუსტად ხსნის ადამიანთა უსინდისობას და შემდეგ უეცარ სინდისისკენ ფერიცვალებას, რომელიც ისეთივე სწრაფია როგორც ნამუსის დაკარგვა, თითქოს ეს ორი ადამიანი სხვადასხვაა. ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს, მაშინ ვიტყოდი რომ ადამიანი თვალთმაქცობს, მაგრამ იმდენად საყოველთაოა, რომ იძულებული ვარ ვაღიარო, „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომი ქართველი ერის დაავადებაა რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, ეპიდემიის გავცელებების განსხვავებული სიმძიმით გვხვდება.უახლეს ისტორიაში პირველად „შვონდერ-შარიკოვის“ დამპალი ვირუსი გამოვლინდა სამოქალაქო ომის დროს. ადამიანებმა უცებ დაკარგეს ზნეობა და თანემემულეების ძარცვა შევიწროება და წამება იკადრეს. ზვიად გამსახურდია ქვეყნიდან გააქციეს. „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომის სიმპტომია ფარდობითი მორალის განვითარება, დაავადებულს მიაჩნია, რომ სწორად იქცევა ხოლო მტერი ყველაზე ამაზრზენი სიცოცლის ფორმაა რომელიც არ იმსახურებს არსებობას. ამ სიმპტომით დაავადებულმა ქუჩის საძმოებმა, მხედრიონმა და ხუნტამ ქვეყანას სისხლი ადინეს, მაგრამ როგორც კი იმ ეპოქის შარიკოვებს „ძაღლის ტვინი“ დაუბრუნეს (ანუ განიკურნენ) ყველა მათგანი 90 იანი წლების შეცდომებს ინანიებს, საერთოდ ვერ ხვდება რამ გადარიათ, აცნობიერებენ რომ მაშინ ყველაფერი უნდა ეღონათ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. მინდა გაგახსენოთ „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომისგან „განკურნებული“ სიგუა რომელიც ზვიადს სასოებით იხსენიებს ტელე-ეთერებში, რაც რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელია.„შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომი გამოვლინდა ე.წ. „ცხრა წლიანი“ მმართველობის დროს: საზოგადოების პოლარიზაცია, ჩარეცხილების, წითლების და ბანძების წოდებით, საზოგადობის აუტსაიდერები შევქმენით. შვონდერ შარიკოვის სინდომმა შექმნა ძალადობის ფაქტთა გაპრავების მთელი სისტემა. ეხლა კი ვხედავთ „განკურნებულთა“ მონანიებას, რომ მაშინ პრობლემები მართლაც იყო და საჭირო იყო სხვაგვარი მოქმედება.მძიმე შეცდომების მიუხედავად „შვონდერ შარიკოვის“ ეპიდემია „9 წლიანი“ მმართველობის დროს არ გვქონდა, რადგან პრობლემათა მისამართი ოფიციალური ინსტიტუტები იყო, შესაბამისად პათოლოგიისგან განკურნება თანამდებობის დაკარგვისთანავე მყისიერად შედგა. 2012-2021 წლის პერიოდი კი შვონდერ-შარიკოვის სინდრომის გაფურჩქვნის ხანაა, მიზეზი არაფორმალური მმართველობის პრაქტიკაა. პრაქტიკულად ქართული ოცნების ელიტაში შესვლის წინაპირობად „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომით დაავადებაა ეს არახალია, ასეთი პრაქტიკა საბჭოთა კავშირიდან მოგბყვება, მაგრამ რაც ახალია, თანამდებობიდან გადაყენებული პირთა ნაწილი, ინარჩუნებს ხელისუფლებასთან ასოცირებას, რადგან ფლობენ კომუნიკაციურ კაპიტალს არაფორმალურ პირებთან, ვინც განაგებს თანამედროვე ქართულ პოლიტიკას, ასე და ამდაგვარად ხელისუფლებიდან წასული პირების ნაწილი კვლავ შარიკოვად რჩება.სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს რომ, გვყავს „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომისგან განკურნებული ადამიანებიც. ხელისუფლებაში მყოფი პირები, რომლებიც უპატიოდ გამოაგდეს. ეს ადამიანები პირუთვნელ სიმართლეს ღაღადებენ, მათი კომენტარი დღეს საყურადღებოა, რადგან ისინი განიკურნენ.„შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომის ეპიდემიას ახასიათებს ახალი მორალური კატეგორიების წარმოშობა და გავრცელება. ასე მაგალითად, 30-იანი წლების გერმანიაში გავრცელდა მორალური გამონაკლისი ებრაელების მიმართ, რომ ისინი ადამიანები არ არიან, ეპიდემიამ მთელი საზოგადოება ჩააბა სიძულვილის სამსახურში და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაიმეტა ყოფილი მეზობელი საკონცეტრაციო ბანაკებისთვის. საყურადღებოა რომ, „შვონდერ შარიკოვის“ სინდრომის საზოგადოების შიგნით შენარჩუნებულია მორალის ნორმები, რომელიც არ ეხება „ებრაულ გამონაკლის“ და ერთმანეთის მიმართ კვლავ „ზნეობრივები“ არიან და მორალი ჩვეულებრივ რეჟიმში არეგულერებს „თავისიანებს“ შორის ურთიერთბებს. ასე ამდაგვარად, „შვონდერ-შარიკოვის“ ეპიდემიით შეპრობილი საზოგადოება ერთდროულად არის აბსოლუტურად უზნეო და ზედმიწევნით ზნეობრივიც!ქართულ საზოგადოებაში საგანგაშოდ მატულობს „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომით შეპყრობილი ადამიანების რიცხვი და ვუახლოვდებით ეპიდემიას. ჩვენს გარშემო გაჩნდა სიძულვილის ჯგუფები და დაპირისპირებული ადამიანები, რომელიც განსხვავებულებს ზოგად სტიგმაში მოიაზრებენ როგორიცაა: ნაცი, ქოცი, „ელჭიპიტი“, ლიბერასტი და ასე შემდეგ. ქართულ საზოგადოებაში „შვონდერ-შარიკოვის“ სინდრომმა გამოჟონა სახელისუფლებო ინსტიტუტებიდან (სადაც ამ დაავადების არსებობა ნორმაა) და გავრცელდა მოქალაქეებში, ასე ამდაგვარად, შეიძლება „შარიკოვმა“ ცემაში მოგკლათ, იმიტომ რომ, გრძელ თმას ატარებთ, „ებრძვით ეკლესიას“, ხართ „ელჭიპიტი“, ან ჟურნალისტი. შვონდერ შარიკოვის სინდრომის ეპიდემიურმა აფეთქებამ ჟურნალისტის გარდაცვალებაც „გააპრავა“ და ჟურნალისტებზე აგრესია მაინც გრძელდება!ჩემო კარგო ქართველებო, მინდა გაგახსენოთ დისქავერის არხზე გავრცელებული დოკუმენტურ ფილმთა ეპიზოდები, სადაც ყოფილი ნაცისტი, ცრემლების ღვარღვალით იხსენებს გასული საუკუნს 30-40 იანი წლების გერმანიას და გვიმტკიცებს რომ არ იცოდნენ ასეთი დანაშაულები რომ ხდებოდა. ჩემი ღრმა რწმენით იცოდნენ, მეტიც შესაძლოა ფილმში ნაჩვენები რესპოდენტი, შესაძლოა ყოფილი ჩამშვებია ვინც ებრაელი თანამოქალაქე გასცა, ან მისი საკუთრება მიიტაცა, მაგრამ დღეს რცხვენია, იცით რატომ? იმიტომ რომ „ძაღლის ტვინი“ დაუბრუნეს, ის განიკურნა და ცდილობს დანაშაული არცოდნით დამალოს. ქართველო შვონდერ-შარიკებო, თქვენც შეგრცხვებათ, წინასწარ ვიცი, იტყვით მე იქ არ ვიყავიო, ან იტყვით არ ვიციო, ზუსტად ისე, როგორც ყოფილი მხედრიონელი გვატყუებს არ მინახავსო, ან ზოგადი პასუხით გვიცილებს ასეთი დრო იყო, რა ვიციო, განკურნება გარდაუვალია, ისევე როგორც სირცხვილი გარანტირებული. ინგლისური ტექსტი აქანე
  7. მოგესალმებით მეგობრებო! დღეს მინდა გესაუბროთ დემოკრატიის მნიშვნელობაზე. რახან დიქტატურაში პიონერული მარშით მივდივართ საჭიროა ამ ცნების განმარტება.ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების უმრავლესობას ამ ცნების მნიშვნელობა სწორად არ ესმის, რადგან დემოკრატიის შესახებ აქვს სტერეოტიპული წარმოდგენა, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის, მე მინდა თქვენთან ერთად შევამოწმო გავრცელებული სტერეოტიპები და დავადგინოთ დემოკრატიის ზუსტი მნიშვნელობა. სტერეოტიპი 1. დემოკრატია ეს არის უმრავლესობის მმართველობა. ეს განმარტება სახიფათოა რადგან ახლავს ბევრი პრობლემა. დემოკრატია არ არის ბანალური ბრბოს მმართველობა, ეს არის არის უბრალო არითმეტიკული ბალანსი ვინ უფრო მეტია. კანონი არ ცნობს უმრავლესობის უპირატესობას და იცავს ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, რწმენისა და სექსუალური ორიენტაციისა. დემოკრატიაში გამორიცხულია უმრავლესობის პრივილეგია, რადგან გადაწყვეტილებაზე შეთანხმების მიუხედავად უმცირესობის უფლებები რჩება დაცული. ამრიგად უმრავლესობამ აირჩია თალიბანი საკმარისი არგუმენტი არ არის, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებებს და თავისუფლებებს. მე გარწმუნებთ რომ საბჭოთა საზოგადოების უმრავლესობა ობიექტურად მხარს უჭერდა კომუნისტური პარტიას, მაგრამ საბჭოთა კავშირში დემოკრატია არ იყო! სტერეოტიპი 2. დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა დიახ, ნაწილობრივ ასეა თუმცა საზოგადოების მონაწილეობა მართვაში გარანტირებულია ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებით. დემოკრატია ეს არის კომპეტენტურ ელიტათა მმართველობა. კომპეტენციაში ვგულისხმობთ პროფესიონალიზმს, ელიტაში კი რჩეულობას. თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ სწორედ პროფესიონალიზმი არის ძირითადი კრიტერიუმი ელიტაში მოსახვედრად. დემოკრატია მერიტოკრატიული წყობაა, რომელიც გულისხმობს ღირსეულთა მმართველობას. საზოგადოებაში სადაც დარღვეულია მერიტოკრატიული პრინციპი და თანამდებობებზე ინიშნებიან ნაცნობობითა და პირადი კავშირებით რთულია ისაუბრო დემოკრატიაზე. სტერეოტიპი 3. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება! პაციფისტური ლოზუნგის მიუხედავად უკიდურესად სახიფათო განცხადებას ვაკეთებთ, რადგან რთული დასადგენია რას ნიშნავს „თავისუფლება“ უფრო რთული გასაგებია სხვისი თავისუფლება. ამ განცხადებით შესაძლოა მოძალადემ ისარგებლოს და ძალადობა გაამართლოს მისი თავისუფლების შეზღუდვით. ასევე ამ განცხადებით შესაძლოა უმრავლესობამ შეავიწროვოს უმცირესობა, რადგან უმცირესობამ განსხვავებული აზრის დაფიქსირებით უმრავლესობის თავისუფლება შეზღუდა. პრობლემა იმაში გახლავთ რომ ეს სენტენცია სპეკულაციურია და თავისუფლებას შეიძლება ეწოდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაც. მე გირჩევთ იხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპით: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სამართლებრივი შეზღუდვა! მხოლოდ სამართალი არის მიუმხრობელი ნორმა, რომელიც გვაძლევს გამოხატვის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. სტერეოტიპი 4. დემოკრატია ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული სისტემაა არა, დემოკრატია ყველაზე კონფლიქტური სისტემაა. დემოკრატიული რეჟიმი იძლევა სიტყვის და საქმიანობის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. შესაბამისად თავის დასამკვიდრებლად საზოგადოება მუდმივ კონკურენტულ გარემოში იმყოფება, რაც წარმოშობს მრავალ კონფლიქტს საზოგადოების წევრებს და ჯგუფებს შორის. კონფლიქტის შესაძლებლობები შეზღუდულია კანონით, ხელისუფლება კი წარმოადგენს მიუმხრობელ არბიტრს. შესაბამისად საზოგადოების წევრებს არ აქვთ უფლება მიზნის მისაღწევად შელახოს კონკურენტის სიტყვის, საკუთრების, პოლიტიკური საქმიანობის, პირადი უსაფრთხოების უფლებები. კონფქლიქტი და კონკურენცია დასაშვებია მხოლოდ ცივილურ კანონიერ ჩარჩოებში. სტერეოტიპი 5.ჩვენ ჩვენებური დემოკრატია გვაქვს! ჩვენებური დემოკრატია არ არსებობს, დემოკრატია უნივერსალურია და ის არ ცნობს კერძო გამონაკლისებს. დემოკრატია გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობას. დემოკრატია მკაცრად გაწერილი მმართველობის ფორმაა, დემოკრატიის კრიტერიუმები წარმოდგენილია დასავლური კონსტიტუციონალიზმის, ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში. ამრიგად სახელმწიფო შესაძლოაა შეტანხმდეს მმართველობის ფორმაზე როგორიცაა: კონსტიტუციური მონარქია, საპრეზიდენტო, ნაევრად საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობა; ასევე შეთანხმდეს ადმინისტრაციული მოწყოფის პრინციპზე: კონფედერაციული, ფედერაციული, უნიტარული სისტემები, პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაზე როგორიცაა კაპიტალიზმი, სოციალური დემოკრატია, სოციალიზმი მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მმართველობის პრინციპებია, დემოკრატია კი სამართლებრივი მოწყობის, საზოგადოების მართვის და საზოგადოების ჩართულობის კულტურაა. დემოკრატია უნივერსალურია და ის არ შეიძლება იყოს „ჩვენებური“ ინგლისური ტექსტი იხილეთ აქ.
  8. ტრიპაჩი და სასაცილო ხალხი ვართ, ნინოწმინდის პანსიონის შეფასება მინდა და გთხოვთ სანამ ბოლომდე არ წაიკითხავთ ნუ გამსჯით, მერე თუ ღირსი ვარ რაც გნებავთ ის მომახალეთ! პრობლემა საყურადღებო იყო ამას არ უარვყოფ, ეს კაცი ნასამართლევი იყო არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობისთვის, თუმცა მერე ისიც გაირკვა რომ როკერიც ყოფილა და დისიდენტიც, მოკლედ ჩვეულებრივი 90 იანი წლების ხვადაგია, არავისზე უარესი ან უკეთესი. საყურადღებოა თავად სახელმწიფოს დაბეჩავება. სახელმწიფოს უწყება, სახალხო დამცველი, დაწესებულების მონიტორინგს ვერ ახდენს(!!!)__აი, მხოლოდ ეს იყო პრობლემა. სახელმწიფოს კონტროლიდან გავიდა ინსტიტუცია ეკლესია, რომელმაც განაცხადა, რომ მე სახელმწიფოს შიგნით არსებული სახელმწიფო ვარ, ასე რომ საზოგადოების აღშფოთებას მეც უერთდები, მაგრამ რაც არ მესმის ეს არის ბავშვების თემა: ატყდა გნიასი, ბავშვები დაფანტეს, არსად დააბინავეს, ეხლა ეს ამბავი რომ მიჩუმათდება ალბათ უკან დაბრუნდებიან, ზოგი კი ვეღარ დაბრუნდება იმიტომ რომ აჰყვა საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობა გამოავლინა, ხოდა ბევრიც ქუჩაში დარჩება. ჩვენ კი ვერაფერს გავიგებთ, საბოლოოდ ლომჯარიას და იაკობის დაზავებით ვერაფერი გადავწვიტეთ! იაკობმა დაამტკიცა რომ ის თვითმარველი ორგანოს ხელმძღვანელია და სახელმწიფო აიძულა ენის მოჩლექვით, მუხლმოდრეკილი დაჰყოლოდა ეკლესიის სამადლო კეთილგანწყობას, ანუ პრობლემის მთავარი ამოცანა საზოგადოებამ ცუდად გადაწყვიტა. რაც შეეხება პანსიონატის ბინადარ ბავშვებს, არც ერთმა ტელევიზიამ არ აგვიხსნა მათი ოჯახური მდგომარეობა, ზოგიერთი ხელმოკლე ოჯახის შვილია, ზოგი უდედმამო, სად უშვებთ ბავშვებს? რახან სიმართლის წერა გადავწვიტე, ბოლომდე გულწფრელი ვიქნები__ ეს არის მომავალი ხელმოცარური ადამიანები! როგორია ბავშვთა თავშესაფრის ბინადრთა დასაქმების პერსპექტივები? თქვენ გგონიათ ისინი უნივერსიტეტში აბარებენ?__გარწმუნებთ რომ არა! ამ ბავშვების მომავალი შეიძლება განვითარდეს ნორმალურად, ცუდად, ან ძალიან ცუდად: ნორმალურად: მომავალი ბერ-მონაზონები, შიეძლება მღვდლის კარიერაც; მომავალი შავი მუშები, შეიძლება დაეუფლონ კონკრეტულ ხელობას; გათხოვდნენ კარგ ოჯახში; ისწავლონ მომსახურე სფეროში პროფესია (მიმტანი, მზარეული, მომვლელი, ძიძა); ცუდად: დაასაქმონ მინიმალური ანაზღაურების ან ანაზღაურების გარეშე (გაეროს კვლევის თანამხად საქართველოში გასულ წელს 100 000 ადამიანის ანაზღაურება თვეში იყო 100 ლარი), ვერ დაეუფლონ ვერც ერთ პროფესიას. აღმოჩნდნენ ორგანიზებული დანაშაულის პერიფერიაზე (ქურდული სამყარო, კრიმინალური რომანტიკა); შექმნან არასტაბილური ოჯახი, თავიანთ პრობლემებს დაუმატონ მათი შვილების დაუცველობა; ძალიან ცუდად: აღმოჩნდნენ არაორგანიზებული დანაშაულის პერიფერიაზე (მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკო ტრაფიკი); გოგონები იქცნენ მეძავებად. მე ვსვამ კონკრეტულ კითხვას: პანსიონის ბინადარ ბავშვთა მთავარი პრობლემა სასწავლებელში მკაცრი დისციპლინაა, თუ სასწავლებლის დატოვების შემდეგ უპერსპექტივობა? მე ლიბერალი ადამიანი ვარ, მაგრამ უდედმამო ბავშვების უდისციპლინობა მგონია რომ უფრო შესაძლებელს ხდის ზემოთმოყვანილ „ცუდ და „ძალიან ცუდ“ ცხოვრებისეულ სცენარს ვიდრე პირიქით. განა ლიბერალური მიდგომა არ ამართლებს, პირიქით ეს არის ყველაზე სწორი მეთოდი, მაგრამ ლიბერალური მიდგომა მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, ძალადობა პედაგოგის მარცხია ე.ი. მან კომუნიკაცია არ იცის ან არაპროფესიონალია, მაგრამ პანსიონატში ასეთი კადრების მობილიზაცია რთულია. მეტსაც გეტყვით ასეთი კადრები სკოლებსაც არ ყავს, უბრალოდ იქ ბავშვებს პატრონი ყავთ, ამიტომ ზოგიერთი არაპროფესიონალის ძალადობა გარემობებითაა შეზღუდული. ასეთი კადრები მხოლოდ ფასიან სკოლებს ყავს და მათი დასაქმება პანსიონებში რთულად წარმოსადგენია (მით უმეტეს რეგიონში). სახელმწიფომ პრაქტიკულად პრობლემა ვერ გადაწყვიტა. განა ლომჯარიას შესვლა რას ცვლის?__არაფერს!!! სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ დუნე და მთხლე გვყავს. მხოლოდ ლაყაფით გამოგვიჭედეს ყურაბი, მაგრამ არაფერი მოიფიქრეს. უნდა შექმნილიყო პედაგოგთა კორპუსი რომელიც პანსიონში შევიდოდა, შემდეგ კი შექმნილიყო საგრანტო ფონდი ნიჭიერი ბავშვებისთვის რომ უნივერსიტეტში ჩაებარებინათ რომ მათთვის ვერტიკალური მობილობის გზა გაიხსნას, ხოდა რა გააკეს?__არაფერი! საქართველოს მდიდრები ხო ასევე უვარგისი მეჯღანუაშვილები, იცით რატომ? არც ერთი გამდიდრებულა გამოგონებით, შექმნით და წარმოებით... რატომ არ გაიღეს ფული, არ შექმნეს სწავლის ფონდი, დააფინანსეს კერძო სკოლებში ბავშვების სწავლა? კერძო სკოლები ასევე მერკანტიული ოპორტუნისტები! გაინაწილეთ ბავშვები და ასწავლეთ უფასოდ! ყველა გაჩუმდა. ხოდა, 10 წლის შემდეგ როცა ხოშიანად გაგისივდებათ რესტორნის ნუგბარით მუცლები, ისე ჭარბი ღვინო ღიპზე პერანგის ღილს შეგხსნით, მაშინ გაგახსენდებათ რომ სახლში მისვლა ადრეა, ქალაქ გარეთ მაგარი ქალები ყავთ კაი ფასში, ხოდა ძმაკაცურად დააწვებით ღრეობის დასაგვირგვინებლად. ზუსტად მანდ დაგხვდებათ პანიონატის კურსდამთავრებული გოგოები, კარგად მაინც გადაუხადეთ!
  9. თემაში ვცდილობ მიგანიშნოთ რა ალოგიკურ მდგომარეობაში ჩავარდა ქართული ოცნება, მე მგონი კარგად ავხსენი
  10. ინგლისური ტექსტი აქანე 14 ივნისს შედგა ისტორიული დღე, ხელისუფლება მოვიდა ოპოზიციური არხის ტელე ეთერში და ინტერვიუ მისცა. ეს არ მომხდარა 18 წელია! თავისთავად ფაქტი ბევრს ნიშნავს და მე იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს ექნება გაგრძელება. ქართულ ოცნებას ჭირდება რეაბილიტაცია და ეს მხოლოდ სახალხო მონანიებით შეიძლება. ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად გაანულა ხელისუფლების პროპაგანდა და აღიარა რომ არაეფექტური მთავრობაა. მონანეიება მიცავს არა მხოლოდ მიმდინარე კრიზისს არამედ ქართული ოცნების მმართველობას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ აღიარა:• ოპოზიცია მართალი იყო, როცა აკრიტიკებდა ხელისუფლებას რაჭაში ხეების გაჩეხვის გამო საპროტესტო მოძრაობის ძალის გამოყენებით დაშლას;• ოპოზიცია მართალი იყო, როცა აკრიტიკებდა ხელისუფლებას „ბასიანის“ ღამის კლუბის დაშლას;• ოპოზიცია მართალი იყო, როცა აკრიტიკებდა პანკისის ხეობაში საპროტესტო მასის მიერ პოლიციელთა დარბევას;• ოპოზიცია მართალი იყო როცა აკრიტიკებდა ხელისფლებას 20 ივნისის ღამის დარბევას.მოდი ეს პუნქტი უფრო დაწვრილებით გავიაროთ. ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ გვყავდა არაეფექტური მენეჯერი, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს ყურადსაღებია აღიარება, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო „გარე ფაქტორებით“ გამოწველი, რომლის დასახელება არ შეუძლია. ეს უკანასკნელი კი რთული დასაკონკრეტებელია: გარე ფაქტორებში შეიძლება მოვიაზროთ ბიძინა ივანიშვილი, ან საგარეო ფაქტორები, ორივე არჩევანი უკიდურესად არასასურველია.20 ივნისის ღამის ანალიზში, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების თავდაპირველი ჩვენება დაიცვა მხოლოდ მომიტინგეთა მიერ დანაშაულის ჩადენის დაფიქსირებით, რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, მან აღიარა, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა დანაშაული, რადგან მასობრივი დარბევის აუცილებლობა არ არსებობდა.გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მცდელობაში, ირაკლი კობახიძემ ნებსით თუ უნებლიედ, უფრო მეტი მოგვიყვა ქართულ ოცნებაზე.ირაკლი კობახიძის ინტერვიუმ შექმნა ლოგიკური ოქსიმორონი, ქართული ოცნება თავს იცავდა ოპოზიციის კრიტიკისგან განსხვავებული გარემობებების დასაბუთებით. აღმოჩნდა რომ, ოპოზიციის არგუმენტები სწორი და ფაქტობრივი გარემობებით გამართული იყო. გამოდის რომ, ოპოზიცია ხელისუფლებას ადექვატურად აკრიტიკებდა და ხელისუფლების თავდაცვა, იყო მხოლოდ „გუნდურობის“ გამოვლინება. პარტია ცდილობდა გადაერჩინა არაეფექტური ლიდერი მარცხისგან! რაც ქმნის ლოგიკურ დისონანს, რატომ უნდა უჭერდეს მოქალაქე მხარს ხელისუფლებას?ქართული ოცნების მხარდამჭერები ზემოთმოყვეენილ კრიზისებს სხვა გარემობებით ამართლებდნენ, ეხლა კი აღმოჩნდა რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე იზიარებს ოპოზიციის შენიშვნას და იგივე კითხვები აქვს გიორგი გახარიასთან.
  11. ხარისხობრივად ისტორია ბევრად რაციონალური იყო "კოსმოსური რბოლის დროს"