Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სექტორი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გასული ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი. პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი. აღნიშნული, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის უფრო მარტივ კავშირს შეერთებულ შტატებთან, რადგან ბრაზილიის მარეგულირებელი ისევე, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია. ორივე ორგანო ერთიანდება ფასიანი ქაღალდების კომისიების სახელწოდების ქვეშ. ვაჭრობა სრულად იქნება ნებადართული ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე, მეტიც ორმა ადგილობრივმა ბანკმა Itaú-მა და BTG Pactual-მა უკვე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ დამტკიცებულ ბირჟებს მომსახურეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. QR Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კარვალიო ამ ამბავს ბრაზილიის კაპიტალის ბაზარზე ინოვაციის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წამყვანმა ბრაზილიურმა ბირჟამ, Mercado Bitcoin–მა რეგიონალური გაფართოება დაანონსა. ბირჟის სავარაუდო ორიენტირად ჩილე, მექსიკა და არგენტინა დასახელდა. The post ბრაზილიაში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. სამხრეთ აფრიკის კრიპტო კომპანიები აცხადებენ, რომ გაუმჭვირვალე რეგულაციები ინდუსტრიას აზიანებს. სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ინვესტორები და ბიზნესმენები საზღვარგარეთ კაპიტალის გადატანას არ გამორიცხავენ, თუკი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არ დაადასტურებენ მარეგულირებელი კომისიების მიერ მიღებული კანონების “სიწმინდეს“. “ბლუმბერგთან” საუბრისას, ადგილობრივი კრიპტო საინვესტიციო პლატფორმის Revix–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ სანდერსმა, რომელიც აპირებს კომპანიის სათაო ოფისის დიდი ბრიტანეთში გადატანას, განაცხადა: ”ისინი იწვევენ ბიზნესს საერთაშორისო დონეზე, დაურეგულირებელ გარემოში, სადაც მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და მათი პოზიცია სრულიად გასაგებიცაა.” უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ მეტად გააკონტროლონ კრიპტოვალუტით ვაჭრობა. 2021 წლის იანვარში ბიტკოინის სავაჭრო კომპანია, Mirror Trading International-ი, მოათავსეს დროებითი ლიკვიდაციის პირობებში, რადგან ინვესტორებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ამასთანავე, ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს არ ინახავდა. გარდა ამისა, ბირჟას არ ჰქონდა რაიმე სახის მომხმარებლთა მონაცემთა ბაზა შექმნილი. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებას თაღლითური სქემის არსებობის დასკვნა არ გამოუტანია. სამართალდამცავმა უწყებამ ბირჟის მუშაობის შეწყვეტის ბრძანება გამოსცა, რადგან ბირჟა ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა. The post სამხრეთ აფრიკის კრიპტო სექტორი გამჭვირვალე მარეგულირებელ სისტემას მოითხოვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ხუთი პუნქტი ქართული ტურიზმის გადასარჩენად. ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს საქართველოს ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას ტურიზმის გადარჩენისა და აღდგენის ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს. მთავრობის ადმინისტრაციისადმი მიწერილ ღია წერილში ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და ეკონომიკური აქტივობის უსაფრთხო გახსნას გულისხმობს. პუნქტი პირველი: 1-ლი თებერვლიდან უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტები არგუმენტები: მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა. პუნქტი მეორე: საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრების გახსნას ტურიზმის სექტორი არა უპირობოდ, არამედ შემდეგი რეგულაციებით ითხოვს: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს; PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა; ან წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი. ბ) თუ ვიზიტორს, არ აქვს ზემოთ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი, მას საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ტესტის თანხას გადაიხდის ან მოგზაური ან ტურისტული კომპანია); 25 იანვრის მონაცემებით: ● სულ საქართველოში დადასტურებულია 253 816 შემთხვევა აქედან: ● გარდაცვლილი –3 071 ● გამოჯანმრთელებული – 243 396 ● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 7 349 გ) იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას); დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე. პუნქტი მესამე: სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ვიზიტორი უნდა ჩაერთოს სადაზღვევო პროგრამაში და ამაში თავად გადაიხდის თანხას. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით. არგუმენტები: ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. პუნქტი მეოთხე: გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას საზკვების ობიექტები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც იმოქმედებს მკაცრი რეგულაციები და მკაცრი კონტროლი. არგუმენტი: თუ ეს ყველაფერი არ გაიხსნება, ტურისტი ქვეყანაში უბრალოდ არ ჩამოვლენ და სხვა რეგულაციების მოხსნასაც აზრი ეკარგება. პუნქტი მეხუთე: შემუშავდეს 2012 წლის ტურიზმის სტრატეგია ტურიზმის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ უახლოეს მომავალში შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რათა “სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – წერია ტურიზმის სექტორის მიერ შემუშავებულ ღია წერილში. ______________________________________ 28 ნოემბრიდან საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. არ მუშაობს სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კაფე-რესტორნები, სხვა რაიმე ტიპის მაღაზიები სურსათის გარდა, ასევე დაკეტილია ყველანაირი გასართობი ობიქტი და ღირსშესანიშნაობები. ასევე, საღამოს ცხრა საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. შეზღუდვების დიდი ნაწილი იანვრის ბოლოს უნდა მოხსნილიყო, თუმცა ხელისუფლებამ მათი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადსაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან მხოლოდ მაღაზიები ამუშავდება. სხვა ყველაფერი კვლავ დაკეტილი დარჩება. https://jam-news.net/ge/khuti-punqti-qartuli-turizmis-gadasarchenad-turizmis-seqtori-khelisuflebas-shvelas-stkhovs/