ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 8 აპრილს საქართველოს კინოთეატრები კვლავ გაიხსნა. მაყურებელს შეეძლება, ესტუმროს როგორც ამირანს, ასევე Cavea-ს ფილიალებს. სეანსები რეგულაციების დაცვით ჩაივლის, კომენდანტის საათის გაუქმებამდე კი, ბოლო ჩვენება საღამოს 6 საათზე დაიწყება.
Tenet / ტენეტი
ყველაზე დიდი ინტერესი მაყურებელს ლეგენდარული კრისტოფერ ნოლანის უახლესი ნამუშევრის მიმართ აქვს. ტენეტი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის თრილერია. ფილმში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და რობერტ პატინსონი ასრულებენ. ფილმი საიდუმლო აგენტის შესახებაა, რომელსაც დროის მანიპულირების უნარი აქვს. ტენეტის დებიუტი კინოთეატრებში ბე