Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

ძებნა

'ციფრული' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 8 results

  1. ვისაც გაინტერესებთ ამ თემაშ ჩავყრი ხოლმე ლინკებს და წყაროებს პროექტების მართვაზეა საუბარი რასაც გადავხედე მარა ძირითადი ბირთვი უნივერსალურია ციფრული პროექტების მართვისთვისაც. ეჯილზეც უნდა იყოს საუბარი და ვოტერფოლზეც, მეცნიერულ მენეჯმენტს და ჰენრი განტსაც შეეხო ტიპშა პირველ ლექციაში და წესით დამწყებებს რაღაც წარმოდგენას შეუქმნით ქართულ ენაზე...
  2. დღეს შემომეანალიზა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების ერთი ასპექტი და რაღაც კანონზომიერება გამოვიჭირე მგონი. ბარემ ვიტყვი პარალელს რასთან ვავლებ: ელექტრონულ სიგნალებში არის ორნაირი, ციფრული და ანალოგური. ეს ორი გამოირჩევიან იმით რომ ციფრულ სიგნალს აქვს სასრული მდგომარეობები რომელსაც შეიძლება გამოხატავდეს და ანალოგურს აქვს უსასრულო ვარიაციის საშუალება. კლასიკური ციფრული სიგნალი არის ერთი ბიტიანი, ანუ ორი პოზიციაა აქვს სულ, ჩართული და გამორთული, იგივე 1 და 0. ხოდა ეხლა ადამიანებს რაც შეეხება. მგონი ასე ვიქცევი ორგანულად: მიყალიბდება წარმოდგენა იდეალურ მდგომარეობაზე, ანუ რამდენად მხიარული უნდა იყოს ეს ადამიანი, ან რამდენად თავდაჯერებული, ან ასეთი ან ისეთი, და მერე სისტემურად ვუჯიკებ ხელსაყრელ დროს რომ იქით წავანაცვლო საითაც ვთვლი რომ "ეკუთვნის". იმის გამო რომ ეს ორგანულად გამომდის, პრინციპში ისე ვარ როგორც წყლის წვეთა ქვაზე, ზოგი ადრე და ზოგი გვიან მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ტყდება. ხოდა მანდ არის ორი ტიპის ადამიანი, პროცესიდან გამომდინარე. არიან ანალოგურები, მოქნილები, სადღაც რომ მიაწვები რაღაც დროში იქ შეიღუნებიან, სადღაც რომ მოქაჩავ, იქ გამოიღუნებიან. და ციფრულები: უჭირავთ ერთი მდგომარეობა, და უჭირავთ, და უჭირავთ, ბოლოს გროვდება რაღაც კრიტიკული მასა ძალის აქედან და უბრალოდ ტყდებიან. რაღაც დროში თუ მოვიდნენ ჯანზე, ისევ ბრუნდებიან ჩვეულ პოზიციაში. ანუ ან სულ ჩართულები არიან ან სულ გამორთულები. ხოდა ის აღმომეჩინა რომ პრინციპში ამ გადასახედიდან ციფრული ხალხი ტყუილად ვაწვალე აქამდე. შუშას ვერ მოღუნავ თემაა. თუ მყიფე და ელასტიური უნდა დამერქმია თემისთვის?
  3. ტაილანდის ბანკმა მკაცრი გაფრთხილება კერძო სტაბილკოინის წინააღმდეგ გამოსცა, რომელიც ეროვნულ ვალუტას, ბატს უკავშირდებოდა. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ფრუთიპონგ სქრიმაქჰენდმა განაცხადა, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სტაბილკოინით მიმდინარეობს უკანონოა. ”ნებისმიერი ფულის ნიშნის შექმნა, გაცემა, გამოყენება ან ბრუნვა წარმოადგენს ფულის სავალუტო კანონის 1958 წლის მე-9 ნაწილის დარღვევას. ამგვარი გამოყენება საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს ფართო საზოგადოების ნდობაზე ეროვნული სავალუტო სისტემის სტაბილურობის მიმართ, რომელიც ქვაკუთხედია ყველა ეკონომიკური საქმიანობისა”,-აღნიშნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ. სტაბილკოინი Terra პლატფორმაზე გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ბანკმა საკუთარი კვლევა ეროვნული ციფრული ვალუტის შესახებ დააჩქარა. კვლევა მიმდინარეობს ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან და ჩინეთის ბანკის ციფრული ვალუტის ინსტიტუტთან ერთად. The post ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. რუსეთის ბანკის მმართველის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტკინმა განაცხადა, რომ ბანკი ციფრული ვალუტის წარმოებისათვის გაშვებული პროტოკოლის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს. ბანკის მიზანია 2022 წლიდან კრიპტოვალუტა სატესტო რეჟიმში გაუშვას. აღნიშნული განცხადება მოსკოვში მიმდინარე ეკონომიკური სკოლის ფორუმზე გააკეთა ზობოტკინმა. მან თქვა, რომ პროტოტიპი საცდელ რეჟიმში გაეშვება, ამიტომ რეალურ გარიგებას არ განახორციელებს, მაგრამ უფრო მეტად გახდება ეკოსისტემის მშენებლობის საწყისი წერტილი. ”ამ პროტოტიპის საფუძველზე, ჩვენ, მომავალ წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ”,- აღნიშნა ალექსეი ზაბოტკინმა. როგორც ცნობილი იყო, რუსეთის ბანკმა სტაბილკოინის შექმნის შესახებ 2020 წლის ბოლოს განაცხადა, რა დროსაც გამოაქვეყნა საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული რუბლის განვითარების შესახებ. 2021-ს დასაწყისში ბანკის წარმომადგენლებმა ასევე დასძინეს, რომ ახალი კრიპტო პლატფორმა შეიძლება შეიცავდეს დიდ რისკებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჰაკერულ თავდასხმებთან და თაღლითობასთან. შესაბამისად, მათ გადაავადეს მიმდინარე პროექტი, რათა შეძლონ პროგრამის დახვეწა და უსაფრთოხების უზრუნველყოფა. The post რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის საპილოტე პროგრამას 2022 წელს დაიწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტნიკმა, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბანკი ციფრული რუბლისთვის პლატფორმის პროტოტიპის ამოქმედებას აპირებს, მისი ტესტირება კი 2022 წელს დაიწყება. „ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის ციფრული რუბლის პლატფორმის პროტოტიპის წარდგენას შევძლებთ – ტექნოლოგიური პლატფორმის, რომელიც „ხელშესახები“ იქნება, მაგრამ მის ფარგლებში რეალური ტრანზაქციების განხორციელება ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი, ამ პროტოტიპის ბაზაზე, მისი სრულყოფის გათვალისწინებით, უკვე დავიწყებთ ტესტირების რაუნდებს.“ ცოტახნით ადრე პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამაც. მან თქვა, რომ მიმდინარეობს თავად ციფრული რუბლის კონცეფციაზე მსჯელობა. პლატფორმა სავარაუდოდ ორდონიანი იქნება – კომერციული ბანკები მის გამოყენებას კლიენტების მომსახურებისთვის შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, ნაბიულინამ ციფრული რუბლის ტესტირების შესაძლებლობა უკვე 2021 წელს დაუშვა. როგორც ჩანს, აქტივის კონცეფციის განხილვისა და პლატფორმის ამოქმედების ვადები გაიწელა. წყარო: https://bits.media The post 2022 წელს ოკუპანტი რუსეთი ციფრული რუბლის ტესტირებას გეგმავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  6. აშშ-ს სენატორმა შეროდ ბრაუნმა ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელს, ჯერომ პაუელს (Jerome Powell) სახელმწიფო კრიპტოვალუტის გამოშვების შესაძლებლობების განხილვის თხოვნით წერილობით მიმართა. წერილში შეროდ ბრაუნი (Sherrod Brown) აღნიშნავს, რომ თუ ამერიკელი მარეგულირებელი არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, დიდი ალბათობაა ისტორიის „ბორტს მიღმა“ დარჩეს და ფინანსურ სისტემაში გადამწყვეტი როლი დაკარგოს. „ფედერალური სარეზერვო სისტემა უნდა იყოს ლიდერი CBDC-სა და ციფრული ვალუტების სფეროში, ისევე როგორც არის მისი სწრაფი გადახდების სერვისი FedNow.“ სენატორი წერს, რომ თუ მარეგულირებელი არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, მომავალში ფინანსურ სისტემაში წამყვან ძალად კერძო კომპანიები იქცევიან. ბრაუნი აღნიშნავს, რომ არაერთმა კომპანიამ დაიწყო ბიტკოინში ინვესტირება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფინანსურ სამყაროში სიტუაცია შეიცვალა. მისი აზრით, ბიტკოინი და სხვა „არასახელმწიფო კრიპტოვალუტები“ მონეტარული სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ბიტკოინი კი ყველაფერთან ერთად კლიმატურ რისკსაც წარმოადგენს. „ეს არის უაღრესად ვოლატილური და სპეკულატორული აქტივები, მათი გამოყენება უკანონო საქმიანობისთვის არის შესაძლებელი, ასევე ისინი მოიხმარენ უამრავ ელექტროენერგიას და საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ ელექტროსისტემებს. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უნდა დაარეგულიროს კერძო ციფრული ვალუტები და ასევე შეიმუშავოს ციფრული დოლარი,“- დაასკვნა სენატორმა. იმის შესახებ, რომ ბიტკოინი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას საჭიროებს, თებერვალში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმაც (Janet Yellen) ისაუბრა. წყარო: https://bits.media The post სენატორმა შეროდ ბრაუნმა FED-ს ციფრული დოლარის გამოშვებისკენ მოუწოდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  7. ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი, იემი ოსინბაჯო რამდენიმე დღის წინ სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ სამიტზე, სადაც კრიპტოვალუტასა და Blockchain-ზე არცთუ დადებით კონტექსტში ისაუბრა. ”ეჭვგარეშეა, რომ Blockchain ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები უახლოეს წლებში გამოწვევას შეუქმნის ტრადიციულ საბანკო მომსახურებას, მათ შორის სარეზერვო ბანკს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ “სეისმური” ცვლილებისათვის”, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. როგორც ჩანს, საზოგადოების მხრიდან კრიპტო სექტორისადმი გამოხატული ინტერესი მთავრობის წევრების პოზიციის შესაცვლელად საკმარისი არ არის. ”ზოგიერთ საინტერესო მოვლენის მიმართ, რომელსაც ვხედავთ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ამას ძალიან კარგად გამოხატავენ ჩვენი მარეგულირებელი ორგანოები. თუმცა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცოდნით და არა შიშით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეგვეძლება სარგებლობის მიღება და ისიც, რომ თავიდან ავიცილებთ უარყოფით, გვერდით მოვლენებს, ან რაიმე შესაძლო, თუნდაც დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რომელიმე ამ ვარიანტის მიღების ან გამოყენების შედეგად”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს იემი ოსინბაჯომ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარი იყო მსოფლიოში. The post ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი ციფრული სექტორის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  8. მესინჯერ Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა იმ სახელმწიფოთა მეთაურების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც საკუთარი Telegram-არხები გასული კვირის განმავლობაში გახსნეს. მესინჯერის მომხმარებლები გახდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი და ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, მათ გარდა, Telegram -არხები გახსნეს უკრაინის, უზბეკეთის, მექსიკის, ტაივანის მეთაურებმა,ასევე ისრაელის, სინგაპურის და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებმა. დუროვი ვარაუდობს, რომ ეს არის “უდიდესი ციფრული მიგრაცია კაცობრიობის ისტორიაში”. მან ასევე აღნიშნა, რომ Telegram-არხები გახდა ერთადერთი პირდაპირი გზა “აზრთა ლიდერებისთვის”, რათა თავიანთ აუდიტორიასთან საიმედო კავშირი დაამყარონ. Nexta – ტელეგრამ-არხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბელარუსის პროტესტს. ვინ არიან ისინი? თურქეთის პრეზიდენტი Youtube-ის, Twitter-ისა და Netflix-ის წინააღმდეგ. რატომ და ვინ იმარჯვებს რუსეთის ხელისუფლება Telegram-ის დაბლოკვას უშედეგოდ ცდილობს ”უკვე შეუძლებელია ყურადღება არ მივაქციო ამ პლატფორმას ერთი მარტივი მიზეზის გამო – Telegram– ს დედამიწის მოსახლეობის 7% იყენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც გამოიყენებენ მას ”, – ამბობს მიხეილ კლიმარევი, რუსეთში მოქმედი ინტერნეტის დაცვის საზოგადოების დირექტორი. პოლიტიკოსებს მათი მხარდამჭერებიც მოჰყვნენ. იანვრის დასაწყისიდან Telegram– ის მომხმარებელთა რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა. App Store– სა და Google Play– ში ის აპლიკაციებს შორის პირველი და მეორე ადგილზეა. მომხმარებელთა ასეთი აქტიური შემოდინების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე პოპულარული მესინჯერის WhatsApp- ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლაა. 8 თებერვლიდან მისი მომხმარებლები ვალდებილები იქნებიან ნება დართონ აპლიკაციას მათი პირადი მონაცემები მის მფლობელს, Facebook- ს გაუზიაროს. ახალ პირობებზე უარის შემთხვევაში მომხმარებლები გაითიშებიან. თანაც, ეს არ შეეხება მომხმარებლებს ევროკავშირიდან, სადაც მესამე პლატფორმებზე მონაცემთა გადაცემაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. Telegram– ის დამფუძნებელი პაველ დუროვი 2016 წელს სერვისის აუდიტორიის ზრდაზე საუბრობს. REUTERS/Albert Gea”ახალ მომხმარებელთა ნაკადი Telegram– ში ნამდვილად განპირობებულია იმით, რომ აქამდე გრძელდება დისკუსია სოციალური ქსელების პოლიტიკის გარშემო, კერძოდ, WhatsApp–თან და მის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ინტერესს Telegram– ის მიმართ, რომელიც დუროვმა მედიაში უფრო პოზიტიურ და დაცულ პლატფორმად წარმოაჩინა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს არის Telegram-არხების საერთო წარმატება, რომელთაც, ეჭვგარეშეა, დღეს ახალი მედია შეიძლება ეწოდოს. მათ იყენებენ ინფორმაციის მისაღებად, რაც მნიშვნელოვნად გამოყოფს დუროვის მესინჯერს კონკურენტებს შორის ”, – ამბობს პროექტ “РосКомСвобода”-ს თანადამფუძნებელი სარქის დარბინიანი. IT სპეციალისტის მიხეილ კლიმარევის აზრით, Telegram–ის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი იყო აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ყველაზე აგრესიული მომხრეების დაბლოკვა სოციალურ ქსელებში კაპიტოლუმში მომხდარი არეულობის შემდეგ: ”ტრამპი დაიბლოკა Twitter– ზე და ახლა მისი მიმდევრები ცდილობენ სხვა არხები იპოვონ. მას შტატებში ასობით მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა და ამ ადამიანების ნაწილი სხვა საიტებზე გადადის.” მას შემდეგ, რაც Amazon- ის ჰოსტინმა, ასევე Apple და Google-მა უარი თქვეს სოცოალურ ქსელ Parler- ის მომსახურებაზე, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ძირითადად მემარჯვენე ამერიკელებში, დაიბლოკა ტრამპის ექაუნტები Twitter- ზე, Facebook- სა და Instagram- ზე, მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა ახალი პლატფორმის ძებნა დაიწყეს. 9 იანვარს გამოჩნდა Telegram-არხი Donald J. Trump, რომელიც რამდენიმე დღეში 500 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. თუმცა, 14 იანვარს Telegram– მა არხი “თაღლითურად” შეაფასა და გამოაქვეყნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ბევრი მომხმარებლის აზრით, ამ ანგარიშს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. თურქეთი: კატები და ცენზურა Telegram– ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა არა მხოლოდ ამერიკული აუდიტორიის გამო. 10 იანვარს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ WhatsApp- ს ტოვებენ მესინჯერის ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო. 13 იანვარს ერდოღანის ვერიფიცირებული Telegram-არხი ამოქმედდა, რომელშიც იგი კატების სურათებს აზიარებს და ყოველდღიურ განრიგს აქვეყნებს. არხს უკვე თითქმის 300 ათასი გამომწერი ჰყავს. ფოტო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოფიციალური Telegram არხიდანგასული წლის ბოლოს, თურქეთმა Twitter-ი, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube და TikTok-ი დააჯარიმა ახალი კანონის შეუსრულებლობის გამო, რომელიც სოციალურ ქსელებს თურქეთში ოფისის დარეგისტრირებისა და იქ ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლის დანიშვნას ავალდებულებს. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ასევე დააჯარიმა Google 25,6 მილიონი აშშ დოლარით “საძიებო ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებისათვის”. თურქი აქტივისტები ახალ კანონს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი წარმომადგენლობები ხელისუფლებას არასასურველი კონტენტის კონტროლს გაუადვილებს. ასევე, თურქეთის ხელისუფლება პერიოდულად ბლოკავდა Twitter-ს და YouTube-ს, Wikipedia კი სამი წლის განმავლობაში იყო დაბლოკილი. ამრიგად, ერდოღანის უარი WhatsApp– ზე შეიძლება ჩაითვალოს კამპანიის გაგრძელებად ძირითადი სოციალური ქსელების წინააღმდეგ. ” ვფიქრობ, რომ მომხმარებლების შემოდინება თურქეთიდან და აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან აიხსნება ცენზურის საკმაოდ მაღალი დონით და იმით, რომ თურქეთის, და მაგალითად, ირანის ხელისუფლება მთელი პლატფორმების ბლოკირებას და გამორთვას ხშირად მიმართავენ. ამიტომ, Telegram– ის, როგორც უწყვეტი პლატფორმის წარმატება, რომლის დაბლოკვა არც ისე ადვილია, ვფიქრობ, სწორედ ამგვარი პოლიტიკით არის განპირობებული. და რა თქმა უნდა, სერვისის აუდიტორია კიდევ გაიზრდება, რაც უფრო მეტი იქნება სოციალური ქსელების და მესინჯერების რეგულირება სახელმწიფო ორგანოების მიერ ”, – განმარტავს სარქის დარბინიანი. წყარო: JAMnews