Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ისტორიაში”' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. მესინჯერ Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა იმ სახელმწიფოთა მეთაურების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც საკუთარი Telegram-არხები გასული კვირის განმავლობაში გახსნეს. მესინჯერის მომხმარებლები გახდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი და ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, მათ გარდა, Telegram -არხები გახსნეს უკრაინის, უზბეკეთის, მექსიკის, ტაივანის მეთაურებმა,ასევე ისრაელის, სინგაპურის და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებმა. დუროვი ვარაუდობს, რომ ეს არის “უდიდესი ციფრული მიგრაცია კაცობრიობის ისტორიაში”. მან ასევე აღნიშნა, რომ Telegram-არხები გახდა ერთადერთი პირდაპირი გზა “აზრთა ლიდერებისთვის”, რათა თავიანთ აუდიტორიასთან საიმედო კავშირი დაამყარონ. Nexta – ტელეგრამ-არხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბელარუსის პროტესტს. ვინ არიან ისინი? თურქეთის პრეზიდენტი Youtube-ის, Twitter-ისა და Netflix-ის წინააღმდეგ. რატომ და ვინ იმარჯვებს რუსეთის ხელისუფლება Telegram-ის დაბლოკვას უშედეგოდ ცდილობს ”უკვე შეუძლებელია ყურადღება არ მივაქციო ამ პლატფორმას ერთი მარტივი მიზეზის გამო – Telegram– ს დედამიწის მოსახლეობის 7% იყენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც გამოიყენებენ მას ”, – ამბობს მიხეილ კლიმარევი, რუსეთში მოქმედი ინტერნეტის დაცვის საზოგადოების დირექტორი. პოლიტიკოსებს მათი მხარდამჭერებიც მოჰყვნენ. იანვრის დასაწყისიდან Telegram– ის მომხმარებელთა რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა. App Store– სა და Google Play– ში ის აპლიკაციებს შორის პირველი და მეორე ადგილზეა. მომხმარებელთა ასეთი აქტიური შემოდინების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე პოპულარული მესინჯერის WhatsApp- ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლაა. 8 თებერვლიდან მისი მომხმარებლები ვალდებილები იქნებიან ნება დართონ აპლიკაციას მათი პირადი მონაცემები მის მფლობელს, Facebook- ს გაუზიაროს. ახალ პირობებზე უარის შემთხვევაში მომხმარებლები გაითიშებიან. თანაც, ეს არ შეეხება მომხმარებლებს ევროკავშირიდან, სადაც მესამე პლატფორმებზე მონაცემთა გადაცემაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. Telegram– ის დამფუძნებელი პაველ დუროვი 2016 წელს სერვისის აუდიტორიის ზრდაზე საუბრობს. REUTERS/Albert Gea”ახალ მომხმარებელთა ნაკადი Telegram– ში ნამდვილად განპირობებულია იმით, რომ აქამდე გრძელდება დისკუსია სოციალური ქსელების პოლიტიკის გარშემო, კერძოდ, WhatsApp–თან და მის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ინტერესს Telegram– ის მიმართ, რომელიც დუროვმა მედიაში უფრო პოზიტიურ და დაცულ პლატფორმად წარმოაჩინა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს არის Telegram-არხების საერთო წარმატება, რომელთაც, ეჭვგარეშეა, დღეს ახალი მედია შეიძლება ეწოდოს. მათ იყენებენ ინფორმაციის მისაღებად, რაც მნიშვნელოვნად გამოყოფს დუროვის მესინჯერს კონკურენტებს შორის ”, – ამბობს პროექტ “РосКомСвобода”-ს თანადამფუძნებელი სარქის დარბინიანი. IT სპეციალისტის მიხეილ კლიმარევის აზრით, Telegram–ის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი იყო აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ყველაზე აგრესიული მომხრეების დაბლოკვა სოციალურ ქსელებში კაპიტოლუმში მომხდარი არეულობის შემდეგ: ”ტრამპი დაიბლოკა Twitter– ზე და ახლა მისი მიმდევრები ცდილობენ სხვა არხები იპოვონ. მას შტატებში ასობით მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა და ამ ადამიანების ნაწილი სხვა საიტებზე გადადის.” მას შემდეგ, რაც Amazon- ის ჰოსტინმა, ასევე Apple და Google-მა უარი თქვეს სოცოალურ ქსელ Parler- ის მომსახურებაზე, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ძირითადად მემარჯვენე ამერიკელებში, დაიბლოკა ტრამპის ექაუნტები Twitter- ზე, Facebook- სა და Instagram- ზე, მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა ახალი პლატფორმის ძებნა დაიწყეს. 9 იანვარს გამოჩნდა Telegram-არხი Donald J. Trump, რომელიც რამდენიმე დღეში 500 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. თუმცა, 14 იანვარს Telegram– მა არხი “თაღლითურად” შეაფასა და გამოაქვეყნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ბევრი მომხმარებლის აზრით, ამ ანგარიშს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. თურქეთი: კატები და ცენზურა Telegram– ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა არა მხოლოდ ამერიკული აუდიტორიის გამო. 10 იანვარს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ WhatsApp- ს ტოვებენ მესინჯერის ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო. 13 იანვარს ერდოღანის ვერიფიცირებული Telegram-არხი ამოქმედდა, რომელშიც იგი კატების სურათებს აზიარებს და ყოველდღიურ განრიგს აქვეყნებს. არხს უკვე თითქმის 300 ათასი გამომწერი ჰყავს. ფოტო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოფიციალური Telegram არხიდანგასული წლის ბოლოს, თურქეთმა Twitter-ი, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube და TikTok-ი დააჯარიმა ახალი კანონის შეუსრულებლობის გამო, რომელიც სოციალურ ქსელებს თურქეთში ოფისის დარეგისტრირებისა და იქ ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლის დანიშვნას ავალდებულებს. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ასევე დააჯარიმა Google 25,6 მილიონი აშშ დოლარით “საძიებო ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებისათვის”. თურქი აქტივისტები ახალ კანონს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი წარმომადგენლობები ხელისუფლებას არასასურველი კონტენტის კონტროლს გაუადვილებს. ასევე, თურქეთის ხელისუფლება პერიოდულად ბლოკავდა Twitter-ს და YouTube-ს, Wikipedia კი სამი წლის განმავლობაში იყო დაბლოკილი. ამრიგად, ერდოღანის უარი WhatsApp– ზე შეიძლება ჩაითვალოს კამპანიის გაგრძელებად ძირითადი სოციალური ქსელების წინააღმდეგ. ” ვფიქრობ, რომ მომხმარებლების შემოდინება თურქეთიდან და აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან აიხსნება ცენზურის საკმაოდ მაღალი დონით და იმით, რომ თურქეთის, და მაგალითად, ირანის ხელისუფლება მთელი პლატფორმების ბლოკირებას და გამორთვას ხშირად მიმართავენ. ამიტომ, Telegram– ის, როგორც უწყვეტი პლატფორმის წარმატება, რომლის დაბლოკვა არც ისე ადვილია, ვფიქრობ, სწორედ ამგვარი პოლიტიკით არის განპირობებული. და რა თქმა უნდა, სერვისის აუდიტორია კიდევ გაიზრდება, რაც უფრო მეტი იქნება სოციალური ქსელების და მესინჯერების რეგულირება სახელმწიფო ორგანოების მიერ ”, – განმარტავს სარქის დარბინიანი. წყარო: JAMnews