Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წელს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 8 results

  1. ისე, როგორ მალე გაირბინა 2022მა წელმა
  2. ავტომატიზაცია, ქლაუდ ტექნოლოგია, AI ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და მრავალი სხვა – ეს ის ტრენდებია, რომლებიც წამყვან როლს შეასრულებენ 2021 წლის ტექნოლოგიურ სცენაზე. ამ პროგნოზს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი საკონსულტაციო კომპანია Gartner-ი აკეთებს. 2020-მა წელმა და განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტექნოლოგიური განვითარების აჩქარებაში. გამოიკვეთა თემებიც, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ტექნოლოგიური ტრენდები. გართნერის კვლევის მიხედვით, ეს თემებია: ადამიანის ცენტრალური როლი ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობა მდგრადობა ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და ინდუსტრიებში უკვე მუშაობს ან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, აქტუალურია საქართველოშიც. ამ ბლოგში გამოვყავით რამდენიმე ტექნოლოგიურ ტრენდი, რომელიც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია და რომელსაც კომპანიებმა ყურადღება უნდა დაუთმონ 2021 წელს. #1 ავტომატიზაცია – თუ ორგანიზაციაში რაიმეს ავტომატიზაცია შეიძლება, სჯობს ამაზე მუშაობა უკვე დაიწყოთ. ეს ტრენდი განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის არის საყურადღებო, რომლებიც მოძველებული ბიზნეს პროცესების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ 2020 წელს – ვერ შეძლეს სწრაფი რეაგირება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. მათ შორის, კომპანიებისთვის მწვავედ დადგა მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) გამართვის, საწარმოო რესურსების დაგეგმვისა (ERP) და საწყობის მართვის სისტემების (WMS) დანერგვის საკითხი. ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ფიქრობენ ავტომატიზაციაზე, ჩამორჩებიან კონკურენტებს და სამომავლოდ დგება მათი ბაზრიდან გაქრობის საფრთხეც. #2 კიბერუსაფრთხოება – დღეს არსებული გარემო ორგანიზაციებისგან სულ უფრო მეტ გაციფრულებას მოითხოვს, შესაბამისად, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის პრიორიტეტული გახდა ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება. კომპანიის კიბერუსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება გულისხმობს როგორც ტექნიკური კონტროლის მექანიზმების დანერგვას, ასევე, წვდომების კონტროლს, ფორმალიზებულ პროცესებს, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიბერ ინციდენტის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის ბიზნეს პროცესის მნიშვნელოვანი შეფერხება – სისტემებისა და მონაცემების დაზიანება და ისეთ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეფერხება, რომელიც სასიცოცხლოდ მნივშენლოვანია კომპანიისათვის (საბუღალტრო ბაზა, საოპერაციო პროგრამა, ვებ-გვერდი და სხვა მრავალი). გარდა საოპერაციო პროცესში შეფერხებისა, კომპანიამ შეიძლება მიიღოს როგორც რეპუტაციული ისე ფინანსური ზიანი. #3 RPA პროცესების რობოტიზაცია – RPA (Robotic process automation) არის ტექნოლოგია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს თანამშრომლები რუტინული საქმისგან გამოათავისუფლონ. RPA-ის დანერგვით, თანამშრომლებს ყოველდღიური სამუშაოში დახარჯული დროის 40% უთავისუფლდებათ, რაც ამ რესურსის უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა იმისა, რომ თანამშრომლები მოსაწყენ, რუტინულ საქმეს ჩამოშორდებიან, მცირდება ადამიანური შეცდომების რისკი – რობოტები შეცდომებს არ უშვებენ. ამავე დროს, იზრდება თანამშრომელთა მოტივაცია და პროდუქტიულობა, რადგან ისინი მეტ დროს დაუთმობენ მათთვის საინტერესო საქმიანობას და თვითგანვითარებას. #4 მონაცემებით მართული ბიზნესი – გაციფრულების პარალელურად კომპანიებში მონაცემების დაგროვების წყაროები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. სააღრიცხვო სისტემები, მომხმარებელთა მართვის პლატფორმები, ვებ გვერდი, ელკომერციის პლატფორმა – თითოეული მათგანი მონაცემთა დაგროვების წყაროა. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე საშუალებას გვაძლევს ამ წყაროებიდან დაგროვილ მონაცემებს თავი მოვუყაროთ, სწორად შევინახოთ, გავაანალიზოთ და უფრო ღრმად შევისწავლოთ კომპანიაში თუ ბაზარზე მიმდინარე მოვლენები – დავინახოთ „დიდი სურათიც“ და უმცირესი დეტალებიც. მონაცემებით მართული ორგანიზაციის გამორჩეული მახასიათებელია მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანიები აქტიურად იწყებენ ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტის (BI systems) გამოყენებას განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. #5 ქლაუდ ტექნოლოგია – ქლაუდ ტექნოლოგია ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა 2020 წელს, ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობის საჭიროებამ, ქლაუდის უპირატესობები და აუცილებლობა კომპანიებს კიდევ ერთხელ შეახსენა. Covid 19-მა თანამშრომლების, კლიენტების, მომმარაგებლების ფიზიკური მდებარეობა შეცვალა. გარდა ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლობისა, ქლაუდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხარჯთეფექტურობაა – მცირდება დამოკიდებულება სერვერულ ინფრასტრუქტურაზე და მასთან დაკავშირებულ მხარდამჭერ საქმიანობაზე (ფიზიკური უსაფრთხოება, სერვერული მოწყობა, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურა და ა.შ.). ასევე, მარტივდება ინფორმაციის გაზიარებისა და კოლაბორაციის პროცესი. წყარო: https://bdodigital.ge/2021-tslis-teqnologiuri-trendebi/
  3. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასის მკვეთრი მატება რამდენიმე თვეში არის მოსალოდნელია. კურსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კი გულისხმობს ბიტკოინის ფასის 100.000 დოლარამდე მიღწევას. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ექსპერტის, ბობი ლის ადრეული პროგნოზები ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტი გამოდგა. 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შემდეგი “აღზევება” 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში მოხდებოდა. ციფრული ვალუტა პიკს კი 2021 წლის ბოლოს, დეკემბრისათვის, მიაღწევდა. ჯერჯერობით მისი ყველა პროგნოზი გამართლდა. ბობი ლი ფიქრობს, რომ ბიტკოინი ამ წლის ბოლოს 200.000-დან 250.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი მოხსნის ყველა დროის ფინანსურ რეკორდს. ამაში მოიაზრება ოქროს შეფარდება ნავთობთანაც. ”მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი კიდევ მოიმატებს მინიმუმ 4-5-ჯერ. ასე რომ, კრიპტოვალუტის ფასი წელს 200.000-250.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობ ლიმ. ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებაა. ინვესტორი რაულ პალის თქმით, ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე გააქტიურებამ კურსის მკვეთრ მატებას ხელი შეუწყო. The post ანალიტიკოსები: 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 დოლარას გადააჭარბებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. მასმედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken 2022 წელს საფონდო ბაზარზე პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. Fox Business-ის რეპორტიორის, ჩარლზ გასპარინოს (Charles Gasparino) ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken, მომავალ წელს შესაძლოა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) ან პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO)- ს მეშვეობით საფონდო ბაზარზე გავიდეს. Kraken-ის პრესს-მდივანმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს, ბირჟამ შესაძლოა აქციების საჯარო შეთავაზების საკითხი განიხილოს. თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით და არა SPAC-ით, რადგან კომპანია ამისთვის „ზედმეტად დიდია“. უნდა აღინიშნოს, რომ Kraken მრავალპროფილიანი ფირმაა, გააჩნია ვაშინგტონის შტატის მარეგულირებლისგან მინიჭენული საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. აშშ-ის საფონდო ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა. იანვარში, საფონდო ბაზარზე პირდაპირი განთავსების წესით გასვლის გეგმები Coinbase-მაც დაადასტურა. კრიპტოვალუტის კომპანიების ბუმისა და ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ETF-ის არარსებობის გათვალისწინებით, უოლ-სტრიტის ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ საფონდო ბაზარზე არსებულ ბირჟებში ინვესტიციების დაბანდებით. Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა (Jesse Powell) ადრე მიანიშნა, რომ დაინტერესებულია 2022 წელს საფონდო ბაზარზე გასვლით, თუმცა მხოლოდ „გონივრულ“ ფასად. მან განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, Coinbase Kraken-ის პირდაპირი კონკურენტია და მისი სავარაუდო შეფასება 100 მილიარდი დოლარია. წყარო: https://www.coindesk.com The post 2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  5. მასმედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken 2022 წელს საფონდო ბაზარზე პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით გასვლის შესაძლებლობას განიხილავს Fox Business-ის რეპორტიორის, ჩარლზ გასპარინოს (Charles Gasparino) ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken, მომავალ წელს შესაძლოა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) ან პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO)- ს მეშვეობით საფონდო ბაზარზე გავიდეს. Kraken-ის პრესს-მდივანმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს, ბირჟამ შესაძლოა განიხილოს აქციების საჯარო შეთავაზების საკითხი. თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით და არა SPAC-ით, რადგან კომპანია ამისთვის „ზედმეტად დიდია“. უნდა აღინიშნოს, რომ Kraken მრავალპროფილიანი ფირმაა, გააჩნია ვაშინგტონის შტატის მარეგულირებლისგან მინიჭენული საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. აშშ-ის საფონდო ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა. იანვარში, საფონდო ბაზარზე პირდაპირი განთავსების წესით გასვლის გეგმები Coinbase-მაც დაადასტურა. კრიპტოვალუტის კომპანიების ბუმისა და ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ETF-ის არარსებობის გათვალისწინებით, უოლ-სტრიტის ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ საფონდო ბაზარზე არსებულ ბირჟებში ინვესტიციების დაბანდებით. Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა (Jesse Powell) ადრე მიანიშნა, რომ დაინტერესებულია 2022 წელს საფონდო ბაზარზე გასვლით, თუმცა მხოლოდ „გონივრულ“ ფასად. მან განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი – ეს ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, Coinbase Kraken-ის პირდაპირი კონკურენტია და მისი სავარაუდო შეფასება 100 მილიარდი დოლარია. წყარო: https://www.coindesk.com The post 2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  6. რუსეთის ბანკის მმართველის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტკინმა განაცხადა, რომ ბანკი ციფრული ვალუტის წარმოებისათვის გაშვებული პროტოკოლის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს. ბანკის მიზანია 2022 წლიდან კრიპტოვალუტა სატესტო რეჟიმში გაუშვას. აღნიშნული განცხადება მოსკოვში მიმდინარე ეკონომიკური სკოლის ფორუმზე გააკეთა ზობოტკინმა. მან თქვა, რომ პროტოტიპი საცდელ რეჟიმში გაეშვება, ამიტომ რეალურ გარიგებას არ განახორციელებს, მაგრამ უფრო მეტად გახდება ეკოსისტემის მშენებლობის საწყისი წერტილი. ”ამ პროტოტიპის საფუძველზე, ჩვენ, მომავალ წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ”,- აღნიშნა ალექსეი ზაბოტკინმა. როგორც ცნობილი იყო, რუსეთის ბანკმა სტაბილკოინის შექმნის შესახებ 2020 წლის ბოლოს განაცხადა, რა დროსაც გამოაქვეყნა საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული რუბლის განვითარების შესახებ. 2021-ს დასაწყისში ბანკის წარმომადგენლებმა ასევე დასძინეს, რომ ახალი კრიპტო პლატფორმა შეიძლება შეიცავდეს დიდ რისკებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჰაკერულ თავდასხმებთან და თაღლითობასთან. შესაბამისად, მათ გადაავადეს მიმდინარე პროექტი, რათა შეძლონ პროგრამის დახვეწა და უსაფრთოხების უზრუნველყოფა. The post რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის საპილოტე პროგრამას 2022 წელს დაიწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტნიკმა, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბანკი ციფრული რუბლისთვის პლატფორმის პროტოტიპის ამოქმედებას აპირებს, მისი ტესტირება კი 2022 წელს დაიწყება. „ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის ციფრული რუბლის პლატფორმის პროტოტიპის წარდგენას შევძლებთ – ტექნოლოგიური პლატფორმის, რომელიც „ხელშესახები“ იქნება, მაგრამ მის ფარგლებში რეალური ტრანზაქციების განხორციელება ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი, ამ პროტოტიპის ბაზაზე, მისი სრულყოფის გათვალისწინებით, უკვე დავიწყებთ ტესტირების რაუნდებს.“ ცოტახნით ადრე პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამაც. მან თქვა, რომ მიმდინარეობს თავად ციფრული რუბლის კონცეფციაზე მსჯელობა. პლატფორმა სავარაუდოდ ორდონიანი იქნება – კომერციული ბანკები მის გამოყენებას კლიენტების მომსახურებისთვის შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, ნაბიულინამ ციფრული რუბლის ტესტირების შესაძლებლობა უკვე 2021 წელს დაუშვა. როგორც ჩანს, აქტივის კონცეფციის განხილვისა და პლატფორმის ამოქმედების ვადები გაიწელა. წყარო: https://bits.media The post 2022 წელს ოკუპანტი რუსეთი ციფრული რუბლის ტესტირებას გეგმავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.