Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გეგმავს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტნიკმა, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბანკი ციფრული რუბლისთვის პლატფორმის პროტოტიპის ამოქმედებას აპირებს, მისი ტესტირება კი 2022 წელს დაიწყება. „ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის ციფრული რუბლის პლატფორმის პროტოტიპის წარდგენას შევძლებთ – ტექნოლოგიური პლატფორმის, რომელიც „ხელშესახები“ იქნება, მაგრამ მის ფარგლებში რეალური ტრანზაქციების განხორციელება ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი, ამ პროტოტიპის ბაზაზე, მისი სრულყოფის გათვალისწინებით, უკვე დავიწყებთ ტესტირების რაუნდებს.“ ცოტახნით ადრე პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამაც. მან თქვა, რომ მიმდინარეობს თავად ციფრული რუბლის კონცეფციაზე მსჯელობა. პლატფორმა სავარაუდოდ ორდონიანი იქნება – კომერციული ბანკები მის გამოყენებას კლიენტების მომსახურებისთვის შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, ნაბიულინამ ციფრული რუბლის ტესტირების შესაძლებლობა უკვე 2021 წელს დაუშვა. როგორც ჩანს, აქტივის კონცეფციის განხილვისა და პლატფორმის ამოქმედების ვადები გაიწელა. წყარო: https://bits.media The post 2022 წელს ოკუპანტი რუსეთი ციფრული რუბლის ტესტირებას გეგმავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღესვე ოპოზიციამ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო აქციაც დაანონსა. აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის პირველი საათისთვის ფილარმონიასთან დაიწყეს და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პროტესტანტებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, სადაც ის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და „საბოლოო გამარჯვებამდე“ ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, დეკანოიძემ მომდევნო ორი კვირის საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა. კერძოდ, 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტს შენობის, ხოლო 5 მარტს მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას აპირებს. 9 მარტს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11 მარტს კი – საქალაქო სასამართლოსთან მოეწყობა, 13 მარტს კი – ოპოზიცია კვლავ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბება. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღესვე ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლის და საკანონმდელო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას „მუდმივი პროტესტის“ კერად აქცევს. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას“, – დაამატა მან. ქვეყანაში არსებული „კრიზისის განსამუხტად“ „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის საერთო მოთხოვნები შეკრებილებს პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ „ეს პოზიცია არ გადაისინჯება“. ლიდერების მიმართვის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც სამართალდამცველებმა 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას ერთი დღით ადრე წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება უძღოდა, რომელიც მართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო 18 თებერვალს გადადგა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნოემბერში, „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა. ასევე წაიკითხეთ: ფოტოამბავი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ ახალი მასშტაბური აქცია დააანონსა