Jump to content
×
×
  • Create New...

28 წელი სამოქალაქო ომიდან. შეგვეძლო გადარჩენა?


Recommended Posts

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Instance said:

"Хотели лучше, получилось как всегда"

პრემიერი.

მაგრამ ამერიკაში, როგორც აღმოჩნდა, კერძ ვიზიტით იმყოფებოდა და ისე შეხვდა კლინტონსა და გორს.

1 საათის წინ, Say_or said:

ზვიადის ჩამოგდება და შევარდნაძის ჩამოსვლის დაგეგმვა? 

მხოლოდ ვარაუდების კეთება შეგვიძლია. დავუშვათ, გამსახურდია წარმოადგენდა ბრიტანულ პროექტს, რომელმაც მოსკოვში დათმო პოზიციები კონტინენტური ევროპის პროექტის სასარგებლოდ. ამ ჰიპოთეზაში ბევრი რამ ჯდება, მაგრამ ვარაუდი მხოლოდ ვარაუდად თუ დარჩება.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

  

2 საათის წინ, Instance said:

ზვიადის ჩამოგდება და შევარდნაძის ჩამოსვლა იგივე ერთი პროცესია?

ვინ იცის, ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება.

მითუმეტეს, რომ დროში დიდი წყვეტა არ ყოფილა ზვიადი 1991 წლის დეკემბერში ჩამოაგდეს,

1992 წლის მარტში უკვე შევარდნაძე ჩამოვიდა.

ელცინის ვიზიტი 91-ის დეკემბერში ვატიკანში, შეიძლება იყო კიდეც კონტინენტური ევროპის საქმეში ჩართვა.

 

1 საათის წინ, York Ge said:

მხოლოდ ვარაუდების კეთება შეგვიძლია. დავუშვათ, გამსახურდია წარმოადგენდა ბრიტანულ პროექტს, რომელმაც მოსკოვში დათმო პოზიციები კონტინენტური ევროპის პროექტის სასარგებლოდ. ამ ჰიპოთეზაში ბევრი რამ ჯდება, მაგრამ ვარაუდი მხოლოდ ვარაუდად თუ დარჩება.

 

აქ იმასაც ხომ ექნებოდა მნიშვნელობა, რომ თავად ზვიადიმაც არ გაუმართლათ იმედები?

არც შიგნით ჰქონდა ელიტის მხარდაჭერა (ბ-ნ სეთის აზრი) და არც საგარეო ამბებში აღმოაჩნდა საჭირო ალღო...

 

პ.ს. ედუარდ შევარდნაძე: "ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი მოვა და ხალხი ამოისუნთქავს" 19 სექტემბერი, 2012 :smoking:

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Say_or said:

ედუარდ შევარდნაძე: "ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი მოვა და ხალხი ამოისუნთქავს" 19 სექტემბერი, 2012 :smoking:

ამ დროს ციხის კადრებმა უკვე გაჟონა. იქამდეც აქვს ამბროსეივიჩს ნათქვამი რაღაცეები

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Instance said:

იქამდეც აქვს ამბროსეივიჩს ნათქვამი რაღაცეები

 

იეს, ეს ადასტურებს, რომ ერთი ,,კლუბის“ წევრები არიან.

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Say_or said:

თუ 70-იანებში რაღაც შექმნა, მაშინ 90-იანებში ქუთაისში აზრი არ ექნებოდა თავიდან დაწყებას

დიახ. 

ბაბუმ ჯერ გაწმინდა კომკავშირი და შემდეგ ამაზვე კომკავშირის ახალი კადრებით დააკომპლექტა ცეკა. ამის მერე, ჩარეცხა პავლოვიჩის დროინდელი ცეხავიკები და გააძრო თავისი ცეხავიკები. ამავდროულად შეცვალა მთლიანად ე.წ. წითელი დორექტორები. ბოლო ეტაპი იყო საკავშირო ობიექტების შეფები, ზოგთან მოილაპარაკა და ზოგი ჩაანაცვლა. ბიოროკრატიისა და ცეხავიკების მოყომარების შემდეგ, ე.წ. ინტელიგენციის ყიდვას წინ ვერაფერი დაუდგებოდა :დ (ვინც არ იყიდებოდა, ექიმების საქმით დაანახა რაც დაემართებოდათ). საგულისხმოა რომ ეს კატეგორია 90-იანების დასაწყისში იყო 40დან 55 წლამდე ;)

აი ამ კატეგორიას შეუქმნა პრობლემა ზვიადამ და აბა რა მოუვიდოდა? :)

ეხლა ნახეთ, დასაწყისში ამ კატეგორიის უდიდესი ნაწილი (გარდა ინტელეგენციის ნაწილისა) იყო სოფლიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტი, რომელმაც ბაბუს ხელდასხმით კარიერა გაიკეთა ჯერ კომკავშირში და შემდეგ ცეკაში. ამავდროულად გახდა ახალი თბილისური ელიტის დიდი ნაწილი (ჩანაცვლების შედეგად). იყიდეს ბინები ვაკეში და შვილებმა ყავის სმა დაიწყეს :დ ამასობაში მოვიდა დამოუკიდებლობა და აბსოლუტურად ყველა რესურსი რომელიც საქართველოში არსებობდა აღმოჩნდა ამათ ხელში.. ეს ხალხი კიდევ თბილისში იყო და რა ქუთაისი, რის ქუთაისი?! :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

(ვინც არ იყიდებოდა, ექიმების საქმით დაანახა რაც დაემართებოდათ). 

პეტრე გელბახიანის საქმეს გულისხმობ?

კარგი ეს ნაწილი გავიგეთ შევარდნაძის ელიტა, მაგრამ ჯიპი ვისღა ეყრდნობოდა მაშინ?

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Say_or said:

ეს ადასტურებს, რომ ერთი ,,კლუბის“ წევრები არიან.

კლუბის რა გითხრათ და ამბროსევიჩი დასანახად ვერ იტანდა ამ პატივცემულს. მიუხედავად ამისა, ამბროსევიჩის დამსახურებაა რომ ეს პატივცემული დღეს არის პატივცემული :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, Say_or said:

აქ იმასაც ხომ ექნებოდა მნიშვნელობა, რომ თავად ზვიადიმაც არ გაუმართლათ იმედები?

გამსახურდია მანამ გადაარჩინეს, სანამ მოსკოვში საბოლოოდ არ დამარცხდა ბრიტანული პროექტი (თუ ეს ბრიტანული პროექტი იყო).

40 minutes წინ, Say_or said:

არც შიგნით ჰქონდა ელიტის მხარდაჭერა (ბ-ნ სეთის აზრი) და არც საგარეო ამბებში აღმოაჩნდა საჭირო ალღო...

ბრიტანელებისათვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?

ლავრენტი ბერია

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share