Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სამოქალაქო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. უკვე 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომი გადავიტანეთ. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მოვლენა, თუ შევადარებთ ამერიკის სამოქალაქო ომს, ჩვენთან გამარჯვება კონფედერატებს ხვდათ წილათ და მონობამ გაიმარჯვა. იმდენად სამარცხვინო შემთხვევაა რომ გვირჩევნია არ გავიხსენოთ, ჩამორჩობილის ოჯახში ბაწარზე საუბარივით გვწვავს, მტყუან-მართალის გარჩევაც გვიტყდება იმიტომ რომ მაშინაც კი თუკი სახლში იჯექი და აკვირდებოდი ტელევიზიით განვითარებულ მოვლენებს დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ უმოქმედობით დააშავე. ყველა ჩვენი პრობლემა იმ საკრალურ 3 წელიწადში დაგროვდა: სამოქალაქო ომი საქართველოს იდეის მარგინალიზაცია; ოფხაზეთის და სამაჩაბოს ომი სეპარატიზმი. ზვიადნ გამსახურდიას ქონდა ისტორიული მისია საქართველო უნდა გადაეყვანა რეალურ დამოუკიდებლობაში, სამწუხაროდ ვერ შეძლო, მისი დიდიება მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღწევაშია, მაგრამ არა მეგზურობაში. შეეძლო თუ არა ზვიად გამსახურდიას მოვლენებზე ზემოქმედება, თუ გარდაუვალი იყო სამივე ზემოთხსენებული კატასტროფა?__ ჩემი აზრით შეეძლო და ქვემოთ მოგახსენებთ როგორ. ეს შეფასება არის არა უბრალოდ სპეკულაცია, არამედ პასუხიც კითხვაზე რა შეეშალა პირველ პრეზიდენტს, ცხადია უკვე ვერაფერს შევცვლით მაგრამ რაც შეგვიძლია ეს არის მოვლენებზე სახელის დარქმევა. 1. ზვიად გამსახურდიას უნდა გაეცნობიერებინა რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ არ მოუპოვებია, ამისათვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების აღიარება და რუსეთის ანგარიშის გაწევა იმიტომ რომ ყველასთვის ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკა ხარ (ყოველგვარი ყოფილის გარეშე!!!), ამიტომ უნდა განემარტა საზოგადოებისთვის რა მდგომარეობა გვაქვს რა საერთაშორისო ვითარებაა და სინამდვილეში როგორი მოუმწიფებელი პოლიტიკური ელიტა გვყავს, ცხადია აბოლუტურად ხელი უნდა აეღო ულტრანაიონალურ რიტორიკაზეც და პატივი ეცა ფაქტისთის რომ საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა; 2. ზვიად გამსახურდიას უნდა შეექმნა მობილური და ეფექტური სამხედრო დანაყოფი დაახლოებით 5000 კაცის ოდენობით, იმ რესურსის გამოყენებით, რაც გვქონდა დიდ არმიას ვერ შექმნიდა (ეს ჯარი ცხადია სეპარატიზმის ასალაგმავად არ გამოდგებოდა) მაგრამ ის პოლიტიკურისაფრთხეები რაც ქვეყნის შიგნით იყო ეყოფოდა. ეს ხალხი უნდა გაწრთვნილიყო მოკლე დროში და ჰქონოდა ნორმალური ხელფასი (ყველაფერი უნდა მოგვეკლო მაგრამ ერთგული სამხედროებისთვის უნდა გადაგვეხადა), ერი რომელიც 5000 კაცს ვერ მოაგროვებს ჯარისთვის ის ღირსი არაა არაფრის, მე მგონი ეს შეუძლებელი არ იყო, პრობლემა გახლდათ მხოლოდ პროფესიონალი ოფიცეცრი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა რუსეთისგან და დამოკიდებული იქნებოდა მხოლოდ პრეზიდენტსა და საქართველოს იდეაზე. იმდენად ფუყე და მოწამლული ერი გალხდით რომ ასეთი ადამიანის მოძებნა გაჭირდებოდა მაგრამ იმედია მაინც მოიძებნებოდა; 3. ზვიადი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად შეუბრალებელი შინაგანი მტრების მიმართ, თბილისის ზღვაზე უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია სადაც უნდა მომხდარიყო მხედრიონის, ჯაბას და კიტოვანის დაპატიმრება ან ლიკვიდაცია, ამით ზვიადი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაციას მოახდენდა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს მაშინ მხოლოდ ცემის ენა გვესმოდა. 4. ზვიად გამსახურდიას უნდა ევაჭრა რუსეთთან დსთ-ს თემით, შესვლის პირობა ოს სეპარატისტებს და აფხაზ სეპარატისტების, დამაპატიმრებით, ერთობლივი სამხედრო, საპოლიციო ოპერაციით. სეპარატიზმის იდეას ალაგმალიყო ავტონომიურ ოლქებში საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების სანაცვლოდ. ელცინის რუსეთი ყველაზე რბილი იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, მაგ ბრიყვებს ბაზების გაყვანის შეთანხმებაც დავცინცლეთ მაშინ როცა არაფრის თავი გვქონდა. ხოდა დსთ რუსეთის ილუზია იყო, რომ რაღაც ახალი საბჭოეთი შექმნა, ამიტომ დარწმუნებული ვარ ჭამდნენ, ჩენ სეპარატიზმს გადავრჩებოდით; 5. ზვიადას უნდა დაესვა ყველა დისიდენტი ლიდერი და გაეასნებინა რომ გაუნათლებელი ბრიყვები არიან დასამშვიდებლად უნდა ეთქვა რომ თავადაც ბრიყვია, როგორც კი აუხსნიდა რომ საქართველოს მართვა ეს თამადობა არაა, იცი რა არის გაერო? იცი რა არის ევროკავშირი? ნატო გაგიგია სადმე? საქართველოს კონსტიტუცია რომ შესაქმნელია ეგ გაგიაზრებია? ქვეყანა რომ 70 % ეკონომიკურ რეცესიაშია, იცი როგორ უნდა გამოვიყვანოთ? თქვენ მიტინგის მართვა და ქვეყნის მართვა ერთმანეთში არ აგერიოთ აქედან ჩემის ჩათვლით ყველა ჰარიფები ვართ, ხოდა საქართველო მარადიულია, ამიტომ რაც იცით მარტო იმაში გამოგიყენოთო... აი ეს საუბარი უნდა ყოფილიყო ალფა- მამრულ კაცურ სტილში, მას შემდეგ რაც სიგუა, კიტოვანი, ჯაბა, ჭანტურია, და კამპანია იქნებოდა დაპატიმრებული (ზოგი ლიკვიდირებულიც) ზვიადის სიტყვებს ექნებოდა დიდი ეფექტი, აი ყველა რომ მოისმენდა თავზე მოსაქმებას და ხმას ვერ ამოიღებდა, აბა ისე ზვიადას რომ ეს ეთქვა შეიძლება ადგილზე გაელახათ, იმდენად რეგვენი ხალხი ტიპები იყვნენ ხუნტავშჩიკები... ხოდა იმის თქმა მინდა რომ ზვიადის უნდა დაეყენებინა გვერდზე კომუნისტური ნომენკლატურის პროფესიონალები და მენეჯმენტი მათ განეხორციელებინათ. იმ ხალხმა იცოდა ქვეყნის მართვა, მაგ საქმის პროფები იყვნენ, როცა ქვეყანა დაიქცა ზოგი პანჩურით გაყარეს, ზოგი კი მოსწრებაზე იყო სანამ გააგდებდნენ რაც შეიძლება მეტი მოეპარა. ხოდა იმის თქმა მინდა რომ არსებობდა ქვეყანაზე რესურსი რომელიც ბანძუკია ზვიადისტების და ხუნტავშჩიკების მიღრმა იყო, თუ მოხდებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ევოლუციური ტრანზაქცია, დღეს ვიქნებოდა საბერძნეთის მაგვარ რესპუბლიკაში ყოველგვარი სეპარატიზმის გარეშე.