Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

დამაინტერესა წმინდა გიორგის თემამ (უფრო სწორად @Instanceვერსიამ) და ერთსაღამოიანი რისერჩი ჩავატარე (მადლობა შაბათს, ლოქდაუნს და მანიუ ვს ევერტონს) :დ

ჰმ, როგორც აღმოჩნდა პატივცემული გიორგი ქართულ სინამდვილეში გაცილებით წინ იყო ვიდრე თვით იესო ქრისტე და ნებისმიერი სხვა მოციქული/წინასწარმეტყველი. ეს დასტურდება ნამდვილად მითებითა და ლეგენდებით. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით ბატონო ინსტანს - ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ქართულ ქრისტიანულ პერიოდს და არავითარ შემთხვევაში წარმართულს.

ერთადერთი შეხება ქართულ პაგანიზმთან წმინდა გიორგის შეიძლება ჰქონდეს ე.წ. თეთრი გიორგის ხაზით. თუმცა ეს ხაზი არანაირად არაა გველეშაპებთან და მსგავსებთან კავშირში, არამედ კავშირშია პაგანური საქართველოს მთავარ ღვთაებასთან - მთვარესთან (რომელიც ასოცირდება გაც და გაიმთან, + ნანასთან, რაც თავის მხრივ ლინგვისტურად 100% კავშირშია შუამდინარეთის (ხეთების გავლით) მთვარის ღვთაება სინთან :დ მაგრამ ეს ცალკე თემაა). ეს ცალკე თემა უაღრესად საინტერესოა რადგან თუ ეს ასეა და ი. ჯავახიშვილი ალბათ არ შეცდებოდა :დ მაშინ ეს პოტენციურად ქსრთველების კავშირს ადასტურებს უძველეს იერუსალიმთან რელიგიურ დონეზე. კერძოდ შუამდინარეთის პაგანურ ღვთაებათა საერთო პანთეონით. ამან კი შეიძლება კარგად ახსნას უძველესი კავშირი ჩვენსა და ებრაელებს შორის. 

 

რაც შეეხება გველეშაპს:დ - მოკლედ ეს გველეშაპი (ბოროტების სიმბოლო) რომელიც ხშირ შემთხვევაში სულაც არ იყო გველეშაპი და იყო გველი, გამოხატავდა დიოკლეტიანეს ოფიციალურად. სინამდვილეში კი ეს იყო მეფე დადიანუსი  :დ (გვარი ხომ არ გეცნობათ?) . ოფიციალური ცნობებით ეს დადიანუსი იყო დღევანდელი ანატოლიის ნაწილის მეფე/გუბერნატორი (სხვათაშორის ძალიან ახლოსაა ჩვენთან) და მეტი ცნობა არ არსებობს.

სამაგიეროდ არსებობს ოფიციალური ცნობები ამავე სახელის მქონე კოლხთა მეფეზე :დ თუმცა გაცილებით გვიანდელი პერიოდი. ყველა შემთხვევაში მეფეთა სახელი/გვარის დამთხვევა შემთხვევითი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ჯვაროსნების მიერ ჩვენგან წაღება ამ სიმბოლოსი - შესაძლოა ასეც მოხდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა აღმ. ეკლესიაში ეს სიმბოლო ანუ მეომარი წმინდა გიორგი ფართოდ იყო უკვე გავრცელებული მათ შორის კონსტანიპოლშიც, ანატოლიაშიც და იერუსალიმშიც. ასე რომ ჯვაროსნებს აქედანაც შეიძლება წაეღოთ.

რაც შეეხება დასავლეთში წმ. გიორგის აღმ. ვერსიის გავრცელებას - ეს გავრცელდა ე.წ. Golden Legend-ის მეშვეობით, რომლის ავტორიც გახლდათ ვინმე Jacobus, of Voragine (1230-98).

ბატონო @Ericგაგიკვირდებათ და ეს ბატონი გახლდათ - გენუის არქიეპისკოპოსი :დ https://www.oxfordreference.com/view/10.1093/oi/authority.20110803100015905

ამ პატივცემულმა გაავრცელა ეს ამბავი west-ში :დ 

 

პ.ს. არ ვამტკიცებ რომ ეს მაინცდამაინც ასეა, ბოლობოლო ერთი საღამოს რისერჩის ამბავია და ვერ იქნება სრულყოფილი. თუმცა ვფიქრობ მაინც საინტერესო იქნება დაინტერესებულთათვის.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კი ბატონო სწორად წერთ როგორც არის და წმინდა გიორგის როგორც გველეშაპის დამმარცხებლის ვერსია პირველად მე-11 ს-ში ჩნდება (უკვე ქრისტიანულ პერიოდში) და ეს ხდება საქართველოში, (ეს ის პერიოდია როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სერიოზულად დგას:გრიგოლ ხანძთელი, ეფრემ მცირე). რაშია საჭირო ავტოკეფალია თუ არა ადგილზე იდეოლოგიის ავტონომიურად მართვისთვის?

პლიუს მითოსი რომ ქალაქი რომ გველეშაპს ჯერ ცხვარს სწირავდა და მერე ადმიანებს ეს პრინციპში ქართული ზღაპრებჯს ხშირი თემაა. გველეშაპის დიოკლეტიანესთან გაიგივება ეს ცოტა მერე ხდება, რომ ორი მითოსი ერთმანეთთან დაახლოვდეს.

პ.ს

ბოროტების გველეშაპად დახატვაც არაა ქრისტიანული პრაქტიკა.  დევები და გველეშაპები ქართულ ზღაპრებში ხშირია

58 minutes წინ, Seth said:

სინამდვილეში კი ეს იყო მეფე დადიანუსი  :დ (გვარი ხომ არ გეცნობათ?) . ოფიციალური ცნობებით ეს დადიანუსი იყო დღევანდელი ანატოლიის ნაწილის მეფე/გუბერნატორი (სხვათაშორის ძალიან ახლოსაა ჩვენთან) და მეტი ცნობა არ არსებობს.

ეს როფორც ვიცი სხვაობაა ბერძნულ და ლათინურ წყაროებს შორის. ბერძნულ წყაროებში თვითონ დიოკლეტიანეა, ლათინურ წყაროებში პრეფექტი.

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

რაც შეეხება ჯვაროსნების მიერ ჩვენგან წაღება ამ სიმბოლოსი - შესაძლოა ასეც მოხდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა აღმ. ეკლესიაში ეს სიმბოლო ანუ მეომარი წმინდა გიორგი ფართოდ იყო უკვე გავრცელებული მათ შორის კონსტანიპოლშიც, ანატოლიაშიც და იერუსალიმშიც. ასე რომ ჯვაროსნებს აქედანაც შეიძლება წაეღოთ.

დასახელებულ ტერიტორიებზე წმიდა გიორგიზე არანაკლებ (თუ მეტად არა) გავრცელებული იყო წმიდა ევსტათი პლაკიდას ხატიც და ისტორიაც (ძალიან საინტერესო), თუმცა "რატომღაც" წმიდა გიორგი შეიქნა აღმოსავლეთის ეკლესიისათვის ტყვეთა განმანთავისუფლებელი, სნეულთა მკურნალი, მეფეთა უძლეველი წინამძღოლი და ღვაწლით შემოსილი მოწამე ...

https://ka.wikipedia.org/wiki/დიდმოწამე_ევსტათე

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Instance said:

კი ბატონო სწორად წერთ როგორც არის და წმინდა გიორგის როგორც გველეშაპის დამმარცხებლის ვერსია პირველად მე-11 ს-ში ჩნდება (უკვე ქრისტიანულ პერიოდში) და ეს ხდება საქართველოში, (ეს ის პერიოდია როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სერიოზულად დგას:გრიგოლ ხანძთელი, ეფრემ მცირე). რაშია საჭირო ავტოკეფალია თუ არა ადგილზე იდეოლოგიის ავტონომიურად მართვისთვის?

პლიუს მითოსი რომ ქალაქი რომ გველეშაპს ჯერ ცხვარს სწირავდა და მერე ადმიანებს ეს პრინციპში ქართული ზღაპრებჯს ხშირი თემაა. გველეშაპის დიოკლეტიანესთან გაიგივება ეს ცოტა მერე ხდება, რომ ორი მითოსი ერთმანეთთან დაახლოვდეს.

კიდევ ერთი ნიუანსი ბატონო ჩემო :

- კონკრეტულად ჩვენ, ქართველებს, ავტონომიურად მართვისათვის (თუ კი ქარისტიანობას ამად მიიჩნებდნენ ჩვენები) გვაქვა, წმიდა გიორგიზე გაცილებით უდიდიესი ისტორია უფლის კვართისა და სვეტიცხოველისა ;) რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილად ხატავს მცხეთას და გაცილებით მეტი სასწაულების სპექტრს გვთავაზობს ... თუ კი ქრისტიანობა მხოლოდ იდეოლოგიის მართვისათვის სჭირდებოდათ , მაშინ კვართის ამბავი მეტად გამოსახავს ამ მხარეს ...

როგორც სჩანს მომიწევს მოკლედ ავხსნა რას გვთავაზობს მართლმადიდებლური სწავლება :) ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

- კონკრეტულად ჩვენ, ქართველებს, ავტონომიურად მართვისათვის (თუ კი ქარისტიანობას ამად მიიჩნებდნენ ჩვენები) გვაქვა, წმიდა გიორგიზე გაცილებით უდიდიესი ისტორია უფლის კვართისა და სვეტიცხოველისა

ეს ისტორიაც კვართზე იმ პეროოდიდან ვიცით როდედაც ავტოკეფალიის საკითხი იდგა თუ რამე მეშლება?

თუმცა კვართის ისტორია არ გთავაზობს ბერძნების სწავლებისგან განსხვავებულ ქცევის მოდელს, ხოლო წმინდა გიორგი და გველეშაპი - კი.

7 minutes წინ, kvipriane said:

როგორც სჩანს მომიწევს მოკლედ ავხსნა რას გვთავაზობს მართლმადიდებლური სწავლება :) ...

მოგისმენთ.

20 minutes წინ, kvipriane said:

თუმცა "რატომღაც" წმიდა გიორგი შექნა აღმოსავლეთის ეკლესიისათვის ტყვეთა განმანთავისუფლებელო, სნეულთა მკურნალი, მეფეთა უძლეველი წინამძღოლი და ღვაწლით შემოსილი მოწამე ...

იმჰო Მთავარი რაც არ მესმის არის ესე აღმოსავლურ ვს დასავლურ ეკლესიებად როდესაც განიხილავთ ამ კონტექტსში.

კერძოდ წმინდა გიორგის და გველეშაპის კონტექსტში მგონი ქართული ვს ბერძნული და ლათინური ვერსიები უნდა შევადაროთ, რადგან ბერძნული და ლათინური მითოსი ერთმანეთს უფრო ჰგავს ვიდრე რომელიმე ჩვენსას.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Instance said:

კერძოდ წმინდა გიორგის და გველეშაპის კონტექსტში მგონი ქართული ვს ბერძნული და ლათინური ვერსიები უნდა შევადაროთ, რადგან ბერძნული და ლათინური მითოსი ერთმანეთს უფრო ჰგავს ვიდრე რომელიმე ჩვენსას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ასეთი ვარაუდი მაქვს წაკითხული , რომ :

- რადგან წმიდა გიორგი და წმიდა ნინო ნათესავები ყოფილან და ორივე კაბადოკიელი გახლდათ, სავსებით შესაძლებელია წმიდა ნინოს შემოეტანა წმ. გიორგის ამბავიც, - თუმცა ქრისტიანობას ვინც იცნობს, მათთვის არც უამისობაა გასაკვირი, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო წმიდა მარკოზ თრაკიელის ამბავი ... და არა მხოლოდ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Instance said:
22 minutes წინ, kvipriane said:

როგორც სჩანს მომიწევს მოკლედ ავხსნა რას გვთავაზობს მართლმადიდებლური სწავლება :) ...

მოგისმენთ.

გაგახაროთ და შეგიწიროთ უფალმა !!! 

ბატონო ინსტანს, ქრისტიანობა გვთავაზობს ცხოვნებას, რაც ორი რამის ნაზავით მიიღწევა : - ესაა, რწმენა და საქმე 

... ბიბლიის მიხედვით, როდესაც უფალი სამყაროს ქმნიდა მეექვსე დღეს შექმნა ადამი და მას მისცა ის რაც არ მიუცია არავის სხვისათვის, ესაა - შთაბერა გონიერი, შემომქმედი და თავისუფალი სული ... პირველი საქმე რომელიც მან ადამს დაავალა იყო ის , რომ ყოველივე შენაქმნისატვის დაერქმია ადამიანური სახელი, ეს პროცესი ასე ხდებოდა, ღმერთს მიყავდა ადამი ამა თუ იმ შენაქმნთან, უხსნიდა აღნიშნული შენაქმნის შინაგან ბუნებას და აქედან გამომდინარე ადამი არქმევდა ადამიანურ სახელს, ანუ რატომ ავღნიშნე ეს, იმიტომ რომ ნათლად გამოვსახო რომ არსებობდა პირდაპირი კავშირი ადამსა და ღმერთს შორის , რომელი კავშირიც ცოდვის ჩადენის შემდეგ დაირღვა/გაწყდა და ადამი და ევა , ასე ვთქვათ დაემშვიდობნენ უდარდელ ცხოვრებას, თუმცა იმდენად უყვერდა (და უყვარს) ადამიანი ღმერთს, რომ მან ადამს შეჰპირად, რომ მოუვლენდა მხსნელს, მესიას, რომელიც აღადგენდა დარღვეულ კავშირს ადამიანისა ღმერთთან , - შემგომმა ადამიანებმა კაენმა და ნუ აღარ ჩამოვთვლი , მათმა ცოდვით დაცემამ მთელი კაცობრიობა წარწყმედილ არსებათა ჯგუფს დაამსგავსა, ქრისტეს დაბადებამდე, წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრი იყო, - სულერტია ქველი იქნებოდა იგი თუ ბოროტმოქმედი, უსჯულოებით ჩავისახებით და ცოდვით ვიბადებით (უსჯულოებასა შინა მიუდგა და ცოდვასა შინა მშუა მე დედამან ჩემმან - ფსალმ.50.5) "შთავიდე ძისა ჩემისა თანა ჯოჯოხეთად"-ო (დაბად.37.35) ამბობს ძველი აღთქმის წმიდა პატროარქი იაკობი თავისი თავისა და თავისი წმიდა ძის , უმანკო იოსების შესახებ !!! - ანუ , ჯოჯოხეთში ეშვებოდნენ თავიანთი ამსოფლიური მწირობის დასრულების შემდეგ არა მარტო ცოდვილნი, არამედ - მართალნიც ძველი აღთქმისა. ასეთის კაცობრივი ქველი საქმეების ძალა, ასეთია ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების სათნოებათა ფასი !!! ... იმისათვის რომ აღდგენილიყო კავშირი ადამიანისა ღმერთთან, ანუ ცხოვნებისათვის (ესაა ცხოვნება, კავშირის აღდგენა ადამიანისა ღმერთთან) აუცილებელი გახდა - გამოხსნა, გამოსყიდვა. ადამიანთა მოდგმის გამოხსნა, გამოსყიდვა მოხდენილ იქნა არა ანგელოზია, ან - მთავარანგელოზის, ან კიდევ - რომელიმე სხვა, უმაღლესი, მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ - თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ !!! სიკვდილით დასჯა - მთელი კაცობრიობის ხვედრი, შეცვლილი იქნა მისი სიკვდილით დასჯით, კაცობრიობის დამსახურებათა სიმწირე შეცვლილი იქნა მისი უსაზღვრო ღირსებით, ადამიანის ყველა კეთილი, მაგრამ მისი კაცობრივი (ცოდვილი) წარმოშვების გამო - უძლური , ჯოჯოხეთში დაღმავალი საქმეები შეცვლილი იქნა ერთი, ვიმეორებ, ოდენ ერთი ძალმოსილი კეთილი საქმით - ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით !!! ჰკითხეს ებრაელებმა უფალს, - "რაი ვყოთ რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა?"  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ : -"ესე არს საქმე ღმრთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (იოანე 6/28-29) ანუ ცხოვნებისათვის (ღმერთთან კავშირის აღდგენისათვის) ერთადერთი კეთილი საქმე გვჭირდება, - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს რწმენა !!!  

მაგრამ რწმენა საქმეებიცაა და  საქმეების გარეშე - "მკუდარ არს" !!! 

(რწმენით ჩადენილი საქმე რას ნიშნავს , თუ დაგაინტერესათ მაგასაც დავწერ მომავალში) ... 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share