Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Seth said:

კონკრეტულად წმინდა გიორგის თემა კი - რას ვუშვებით ანატოლია/კაპადოკია/იერუსალიმი/კონსტანიპოლში არსებულ იგივე ხასიათის ლეგენდა/ხატებს? 

როგორც ჩანს ჩვენ გავავრცელეთ. თუ ვივარაუდებთ რომ თორნიკე ერისთავი არ გამონაკლისი (და წესით ესე უნდა ვივარაუდოთ), გამოდის რომ ამის გასავრცელებლად საკმარისზე გაცილებით მეტი რესურსი გვქონდა.

თან ეს ლოგიკურია რადგან იერუსალიმამდე და კონსტანტინეპოლამდე წმინდა გიორგის ესეთი ხატები ჩნდება ჯერ აქ და მერე სხვაგან (წერია ეს ერთ ერთ ჩემს დადებულ სტატიაშიც: მეორე ლინკის მეორე გვერდი):

The scene of princess leading of a dragon on a leash, followed by St George on his horse,  appears in the earliest known visual representations of the princess-and-dragon miracle, all of which are situated in Georgia:

31 minutes წინ, Seth said:

მე რასაც ვამბობ არის ის რომ პაგანურ საქართველოში არსებობდა ასეთი ღვთაება თეთრი გიორგი, რომელიც როგორც ჩანს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეერწყა წმ. გიორგის ანუ ნაწილი მისი თვისებებისა მიეწერა წმინდა გიორგის.

მეც ამას ვიძახი, რომ თეთრი გიორგის და კოპალას (რომელიც მითოლოგიაში ახლოს დგას თეთრ გიორგისთან) თვისებები მიეწერა წმინდა გიორგის.

32 minutes წინ, Seth said:

ხოლო ინგლისელებს ეს ლეგენდა გამოყენებინათ როგორც ზეწოლის ელემენტი ვატიკანთან ურთიერთობაში (რასაც ისედაც ამბობენ).

მოდით მივყვეთ ესეთ ქრონოლოგიას და გამოვთვათ მოსაზრება (რომლის უეჭველობასაც ცხადია ვერ დავამტკიცებთ).

წმინდა გიორგი გველეშაპით და სოფლის გადარჩენის ისტოროით ქართულ წყაროებში და ხატებზე ჩნდება პირველად მე-11 საუკუნეში - ეს ფაქტია. ეს პერიოდია ხანძთელს და ეფრემ მცირეს შორის (ჩვენი ეკლესიის ავტონომიურობის საკითხი როდესაც დგას).

ინგლისზე როგორც იყო კი გიწერიათ დაციტირებულ ტექსტში.

შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ არა რომ ქართველებმა ჩვენი ღვთაებები (თეთრი გიორგი და კოპალა) გავხადეთ წმინდა გიორგიდ და ეს გამოვიყენეთ კონსტანტინეპოლზე ზეწოლისთვის. ინგლისელებს ეს სქემა მოეწონათ და გაიმეორეს ვატიკანთან მიმართებაში. - ცხადია ამ ჰიპოთეზის ზუსტად დადასტურება არ შეგვიძლია, მაგრამ ლოგიკას თუ მივყვებით უფრო მეტად სავარაუდოა რომ ესე იყო, ვიდრე ის რომ არ იყო.

 

41 minutes წინ, Seth said:

რაც შეეხება მთვარის ღვთაებას და მის პირველობას პაგანურ ქართულ სინამდვილეში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ როდესაც 99% მაშინდელი ხალხებისა მზეს აყენებდა პირველ ადგილზე, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ხალხები იყვნენ ვინც მთვარეს ანიჭებდნენ უპირატესობას. მათ შორის ჩვენ და ებრაელები :დ 

ესეც ძალიან საინტერესო საკითხია.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Instance said:

შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ არა რომ ქართველებმა ჩვენი ღვთაებები (თეთრი გიორგი და კოპალა) გავხადეთ წმინდა გიორგიდ და ეს გამოვიყენეთ კონსტანტინეპოლზე ზეწოლისთვის.

ძალიან მიჭირს წარმოდგენა თეორიულად რაში შეიძლებოდა გამოხატული ყოფილიყო ეს ზეწოლა. რა, გამოყოფა გვინდოდა კონსტანოპოლისგან როგორც ჰენრის შემდგომში? არა ხომ? ჩვენ გვინდოდა ავტოკეფალია, მაგრამ ვრჩებოდით კონსტანტინოპოლის სამოქმედო სფეროში. 

სხვა საქმე იქნებოდა რომ ჩვენ რაღაც ხერხით, გვევაჭრა ბიზანტიასთან იმ მიზნით რომ ამათ გამოვყოფოდით და ვატიკანთან წავსულიყავით, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Instance said:

ესეც ძალიან საინტერესო საკითხია.

ეს შეიძლება იყოს თეორიულად ის ბმა რაც აქვს ჩვენს თეთრ/წმინდა გიორგის შემდგომში ევროპასთან გავრცელებასთან და ასევე ვატიკანის ცივ დამოკიდებულებასთან ამ საკითხისადმი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Seth said:

ძალიან მიჭირს წარმოდგენა თეორიულად რაში შეიძლებოდა გამოხატული ყოფილიყო ეს ზეწოლა. რა, გამოყოფა გვინდოდა კონსტანოპოლისგან როგორც ჰენრის შემდგომში? არა ხომ? ჩვენ გვინდოდა ავტოკეფალია, მაგრამ ვრჩებოდით კონსტანტინოპოლის სამოქმედო სფეროში. 

ეხლა უკრაინას ავტოკეფალია როცა მიანიჭეს მისცეს ტომოსი ხომ ასეა. ასეთი ტომოსი ჩვენ მივიღეთ 1990 წელს.

სხვა ეკლესიებს მაგალითად მოსკოვის საპატრიარქოს და ა.შ ტომოსი აქვთ ძველ დროში მიღებული. როდის მივიღეთ ჩვენ ან მივიღეთ კი ოდესმე 1990 წლამდე ეს ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. შეიძლება არ ფიქსირდება იმიტომ რომ დაიკარგა ცნობები ან შეიძლება არც მიგვიღია.

თუ მეორე ვარიანტი სწორია გამოდის რომ იმდენად ანტიბიზანტიური პროექტი ვიყავით რომ არაფრის დიდებით არ მოგვცეს ავტოკეფალია და ჩვენი ავტოკეფალია იყო მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ ვემორჩილებოდით კოსტანტინეპოლს. ავტოკეფალიაზე ძალიან უცნაური ცნობებია: ერთი ვერსიაა რომ მგლისთავა ვახომ მოიპოვა ავტოკეფალია, მაგრამ ისტორიკოსებს მიაჩნიათ რომ ავტოკეფალია სინამდვილეში მე-11 საუკუნის დასაწყისში მოვიპოვეთ. თუმცა ამ პერიოდის მერეც ეფრემ მცირე წერს ავტოკეფალიის საჭიროებაზე (თუ დე-იურე ავტოკედალია გვქონდა ეფრემს რა აწუᲮებდა?). ძალიან ბუნდოვანი ამბავია აქ.

ინგლისს რაც შეეხება წმინდა გიორგის მფარველ წმინდანად გამოცხადებას და ანგლიკანურ ეკლესიას შორის რამდენიმე საუკინეა. შეიძლება ჩვენს და ინგლისელების პროცესს თავში (წმინდა გიორგის გააქტიურებისას) ერთი მიმართულება ჰქონდა, მაგრამ მერე ისტორიამ თავში მსგავსი პროცესი ბოლოში სხვადასხვანაირად მიიყვანა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Instance said:

თუ მეორე ვარიანტი სწორია გამოდის რომ იმდენად ანტიბიზანტიური პროექტი ვიყავით

შესაძლოა ვიყავით, მაგრამ არც მაგის რაიმე მინიშნება არსებობს. გეთანხმებით ბუნდოვანია მთლიანად ეგ თემა. 

4 minutes წინ, Instance said:

ინგლისს რაც შეეხება წმინდა გიორგის მფარველ წმინდანად გამოცხადებას და ანგლიკანურ ეკლესიას შორის რამდენიმე საუკინეა

დიახ. თუმცა ინგლისსა და ვატიკანს შორს არასდროს იყო დალაგებული ურთიერთობა. ყოველთვის ზმუოდნენ საქსები :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი

საიდანაც არ უნდა დაიწყო, მაინც შუმერებთან მიდიხარ. ყველა ვარიანტში.

ამას ამბობენ ქართველები

 

სამეგრელოშივე გავრცელებული იყო ხალხური სპორტული სანახაობა "კურული". იგი "კვირა დღეს იმართებოდა სოფლის მახლობლად - მოედანზე. სპეციალურად მომზადებულ და გაწვრთნილ ბუღას აბამდნენ მოედნის ცენტრში დასმულ პალოზე და ორი კაცი იწყებდა მის გამოჯავრებას. ამასთანავე, სასტიკად იცავდნენ ბუღასთან მოქცევის წესებს, მას მხოლოდ სხეულის გარკვეულ ნაწილებში წვდებოდნენ. გაღიზიანებულ ბუღას აუშვებდნენ და ერთ-ერთ მებრძოლთაგანი შეებმებოდა მას. გააფთრებულ ბუღას შემოტევათა მოგერიებასთან ერთად. მას უნდა შეებოჭა და წაექცია იგი მიწაზე". [ჩიტაია, 1959: 159]. გ.ჩიტაიას ვარაუდით "კურული” უნდა ასახავდეს ხარის მოთვინიერებას, მის გახედნას, იმ თავდადებული ბრძოლის მსგავსად, რომელსაც შუმერების გმირები გილგამეშის და ენქიდუ გარეულ ხართან აწარმოებდნენ. [ჩიტაია, 1959:160]. ივ.ჯავახიშვილის გამოკვლევათა მიხედვით თეთრი, ანუ წმინდა გიორგი ქართველთა უძველეს რწმენაში, გარდა იმისა რომ მიწათმოქმედ მხვნელ-მთესველთა დამცველი და მათი მფარველი ღვთაებაა, აგრეთვე გაუმჯობესებული სახვნელის - გუთნის გამომგონებელია: "სახვნელის გაუმჯობესებული, დამთავრებული სახეობის გუთნის გამოგონებას ჩვენი ერი თვით ქართველთა წარმართობის ხანის უზენაესი ღვთაების მონაცვლეს, თეთრ გიორგის მიაწერს". [ჯავახიშვილი, 1930: 262]. ამგვარად, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ მონაცემებსა და წერილობით წყაროებს ხარის კულტთან დაკავშირებული არაერთი ცნობა აქვს შემონახული. ხარი წარმართული ხანის საქართველოში სხვადასხვა ეტაპზე მზის, მთვარის ნაყოფიერების და მიწათმოქმედების ღვთაებას წარმოადგენდა, ხოლო ქრისტიანობაში მისი სიმბოლო შეერწყა წმინდა ბასილისა და წმინდა გიორგის სახისმეტყველებას.

 

:roll:

გილგამეში და ენქიდუ ხომ ამათმა დაწერეს და ის გამორჩათ რომ გუთნის და ზოგადად გამომგონებლობა მთვარის ღმერთ ნანას (სინის) და მიწის ღმერთ ეა-ს (ენკის) ექსკლუზიური უფლებამოსილება იყო :დ

(და კიდევ ერთი რასაც ვერაფრის დიდებით ვერ დაწერდნენ ქართველი მეინსტრიმელები. მესოპატამიაში ხარით აღინისნებოდა ღმერთი ენლილი და ხანდახან მისი შვილი მთვარის ღმერთი ნანა (სინი). რატომ ხარის? იმიტომ რომ შუმერული ლეგენდების მიზდევით დედამიწა ებოძა ენლილს და ასტროლოგიურად :დ ისტორიის ეგ მონაკვეთი გახლდათ ხარის (Taurus) ეპოქა :დ)

ამას ამბობენ კაპიტალისტები

St George shares his feast day with one of the oldest gods of the Middle East, known as Al-Khidr (also El Khudr and Jiryis Baqiya). St George is a translation of Mar Gîyôrgîs, and Jiryis Baqiya translates as ‘George, the resurrected one’ . Commentators of the Koran describe Al-Khidr as one of the prophets, or as a guide for those who seek God.

ვინ იყო ეს ალ ხიდრი?

1. There is also a tradition of linking Al-Khidr with Elijah, the prophet of the Kingdom of Israel in the Book of Kings. Khidr’s name in Islam is Ilyas, which is the Turkish form of Elijah. So, the deathless being becomes an eternal prophet. Because of Elijah’s transcendence into heaven, he is regarded as a soul which has not passed through death.

აქვე დავამატებ რომ იგივე შუმერული მითების მიხედვით პატივცემული ილია, "თავისთან სამოთხეში" წაიყვანა მზის ღმერთმა უტუ-შამაშმა, რომელიც იყო მთვარის ღმერთ ნანას შვილი :დ

2. Al-Khidr is also linked with the Greek sea deity, Glaucos, and the root of the story is Greek, rather than Muslim. Ovid’s Metamorphoses describes how Glaucos, a fisherman, discovered a herb that brought a fish back to life. Eating the herb himself, Glaucos became immortal, but he grew fins and a fish’s tail and the image parallels the Philistines fertility god, Dagon who was half-man/half fish. This method of immortality corresponds with the Mesopotamian myth of Ut-napishtim in the epic of Gilgamesh.

:lool:

 

როგორც ვხედავთ, ყველა გზა მესოპოტამიაში მიდის.

 

მემგონი მარტივად ჩანს აქედან რომ ქართველებიც და კაპიტალისტებიც ერთი და იგივე რაღაცაზე საუბრობენ და ასევე კარგად სჩანს რომ ქართული პაგანიზმი პირდაპირ ხაზზე იჯდა შუამდინარეთთან. ამით კი ბევრი ხალხი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. + გვაძლევს ძალიან დიდ შანსს სპეკულაციებისთვის :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 საათის წინ, Instance said:

როგორც ჩანს ჩვენ გავავრცელეთ. თუ ვივარაუდებთ რომ თორნიკე ერისთავი არ გამონაკლისი (და წესით ესე უნდა ვივარაუდოთ), გამოდის რომ ამის გასავრცელებლად საკმარისზე გაცილებით მეტი რესურსი გვქონდა.

 

9 საათის წინ, Seth said:

აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ძალიან კარგი მაგალითია როგორ ჩანაცვლდა უძველესი პაგანური წარმოდგენები ახალი რელიგიური შეხედულებებით.

ერთ რამესაც გავუსვავდი ხაზს : - წარმოიდგინეთ უდიდესი მნიშვნელობის დიდგორის ბრძოლა, სადაც მცირე აზიის ჩრდილოეთით ქრისტიანული საქართველოს და ასე ვთქვათ , გარკვეულ წილად საქრისტიანოს ბედი წყდება, ძალები უთანასწოროა და ამ დროს 2-3 თეთრ ცხენზე ამხედრებული საუკეთესო მეომარი ბრძოლის სხვადასხვა მონაკვეთზე , ჯარის დასანახად იღებს მონაწილეობას ქრისტიანთა მხარდამხარ ... -"... უფალი ჩემ თანა, ვიღასი მეშინოდის ? ..."  

სინამდვილეში წმ. გიორგი ქრისტიანობისათვის ეწამა, უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეეწირა და ამის გამო რამოდენიმეჯერ აწამეს, საინტერესო ისტორია აქვს ამ წმიდა მეომარ ქრისტიანს და მის სახელს ბევრი ხალხები იყენებდნენ განსაცდელში გასამხნევებლად, მათ შორის ჩვენც, ამაში კარგის მეტი არაფერია : - წმიდა გიორგისთან მხარდამხარ ბრძოლა ხომ ნებისმიერი ქრისტიანი მეომრის ოცნებაა !!!! მეომრების მოტივაცია ერთი ათასად იზრდება !!! ეს კარგია !!! განსაკუთრებით მაშინ როდესაც სიკეთეს ემსახურება !!!

ტურუკ ვაქტო ;) ... დაბეჩავებული, დამარცხებული ხალხის მოტივაცია ნახეთ რაააა !!! 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

წმინდა გიორგი დრაკონთმმუსვრელი სუფთა ქართულია, და ჩვენგან წაიღეს იტალიელებმა.

ზუსტად ისევე როგორც კოლხური ოქროს საწმისი https://en.wikipedia.org/wiki/Order_of_the_Golden_Fleece

იტალიელებმა ბურგუნდიაში დაარსეს ევროპელი ვიკინგების ვესტ პოინტი და ევროპული არისტოკრატია ბეჭდეს ოქოს დუკატ ფლორინებივით.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share