Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'არის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 14 results

  1. ირგვლის ყველა ამაზე საუბრობს
  2. აფთიაქის, მაღაზიების ბარათები და სხვანი რომ შეგიძლია გქონდეს შიგ, რა ქვია მაგას?
  3. მოგესალმებით მეგობრებო! დღეს მინდა გესაუბროთ დემოკრატიის მნიშვნელობაზე. რახან დიქტატურაში პიონერული მარშით მივდივართ საჭიროა ამ ცნების განმარტება.ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების უმრავლესობას ამ ცნების მნიშვნელობა სწორად არ ესმის, რადგან დემოკრატიის შესახებ აქვს სტერეოტიპული წარმოდგენა, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის, მე მინდა თქვენთან ერთად შევამოწმო გავრცელებული სტერეოტიპები და დავადგინოთ დემოკრატიის ზუსტი მნიშვნელობა. სტერეოტიპი 1. დემოკრატია ეს არის უმრავლესობის მმართველობა. ეს განმარტება სახიფათოა რადგან ახლავს ბევრი პრობლემა. დემოკრატია არ არის ბანალური ბრბოს მმართველობა, ეს არის არის უბრალო არითმეტიკული ბალანსი ვინ უფრო მეტია. კანონი არ ცნობს უმრავლესობის უპირატესობას და იცავს ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, რწმენისა და სექსუალური ორიენტაციისა. დემოკრატიაში გამორიცხულია უმრავლესობის პრივილეგია, რადგან გადაწყვეტილებაზე შეთანხმების მიუხედავად უმცირესობის უფლებები რჩება დაცული. ამრიგად უმრავლესობამ აირჩია თალიბანი საკმარისი არგუმენტი არ არის, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებებს და თავისუფლებებს. მე გარწმუნებთ რომ საბჭოთა საზოგადოების უმრავლესობა ობიექტურად მხარს უჭერდა კომუნისტური პარტიას, მაგრამ საბჭოთა კავშირში დემოკრატია არ იყო! სტერეოტიპი 2. დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა დიახ, ნაწილობრივ ასეა თუმცა საზოგადოების მონაწილეობა მართვაში გარანტირებულია ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებით. დემოკრატია ეს არის კომპეტენტურ ელიტათა მმართველობა. კომპეტენციაში ვგულისხმობთ პროფესიონალიზმს, ელიტაში კი რჩეულობას. თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ სწორედ პროფესიონალიზმი არის ძირითადი კრიტერიუმი ელიტაში მოსახვედრად. დემოკრატია მერიტოკრატიული წყობაა, რომელიც გულისხმობს ღირსეულთა მმართველობას. საზოგადოებაში სადაც დარღვეულია მერიტოკრატიული პრინციპი და თანამდებობებზე ინიშნებიან ნაცნობობითა და პირადი კავშირებით რთულია ისაუბრო დემოკრატიაზე. სტერეოტიპი 3. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება! პაციფისტური ლოზუნგის მიუხედავად უკიდურესად სახიფათო განცხადებას ვაკეთებთ, რადგან რთული დასადგენია რას ნიშნავს „თავისუფლება“ უფრო რთული გასაგებია სხვისი თავისუფლება. ამ განცხადებით შესაძლოა მოძალადემ ისარგებლოს და ძალადობა გაამართლოს მისი თავისუფლების შეზღუდვით. ასევე ამ განცხადებით შესაძლოა უმრავლესობამ შეავიწროვოს უმცირესობა, რადგან უმცირესობამ განსხვავებული აზრის დაფიქსირებით უმრავლესობის თავისუფლება შეზღუდა. პრობლემა იმაში გახლავთ რომ ეს სენტენცია სპეკულაციურია და თავისუფლებას შეიძლება ეწოდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაც. მე გირჩევთ იხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპით: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სამართლებრივი შეზღუდვა! მხოლოდ სამართალი არის მიუმხრობელი ნორმა, რომელიც გვაძლევს გამოხატვის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. სტერეოტიპი 4. დემოკრატია ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული სისტემაა არა, დემოკრატია ყველაზე კონფლიქტური სისტემაა. დემოკრატიული რეჟიმი იძლევა სიტყვის და საქმიანობის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. შესაბამისად თავის დასამკვიდრებლად საზოგადოება მუდმივ კონკურენტულ გარემოში იმყოფება, რაც წარმოშობს მრავალ კონფლიქტს საზოგადოების წევრებს და ჯგუფებს შორის. კონფლიქტის შესაძლებლობები შეზღუდულია კანონით, ხელისუფლება კი წარმოადგენს მიუმხრობელ არბიტრს. შესაბამისად საზოგადოების წევრებს არ აქვთ უფლება მიზნის მისაღწევად შელახოს კონკურენტის სიტყვის, საკუთრების, პოლიტიკური საქმიანობის, პირადი უსაფრთხოების უფლებები. კონფქლიქტი და კონკურენცია დასაშვებია მხოლოდ ცივილურ კანონიერ ჩარჩოებში. სტერეოტიპი 5.ჩვენ ჩვენებური დემოკრატია გვაქვს! ჩვენებური დემოკრატია არ არსებობს, დემოკრატია უნივერსალურია და ის არ ცნობს კერძო გამონაკლისებს. დემოკრატია გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობას. დემოკრატია მკაცრად გაწერილი მმართველობის ფორმაა, დემოკრატიის კრიტერიუმები წარმოდგენილია დასავლური კონსტიტუციონალიზმის, ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში. ამრიგად სახელმწიფო შესაძლოაა შეტანხმდეს მმართველობის ფორმაზე როგორიცაა: კონსტიტუციური მონარქია, საპრეზიდენტო, ნაევრად საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობა; ასევე შეთანხმდეს ადმინისტრაციული მოწყოფის პრინციპზე: კონფედერაციული, ფედერაციული, უნიტარული სისტემები, პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაზე როგორიცაა კაპიტალიზმი, სოციალური დემოკრატია, სოციალიზმი მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მმართველობის პრინციპებია, დემოკრატია კი სამართლებრივი მოწყობის, საზოგადოების მართვის და საზოგადოების ჩართულობის კულტურაა. დემოკრატია უნივერსალურია და ის არ შეიძლება იყოს „ჩვენებური“ ინგლისური ტექსტი იხილეთ აქ.
  4. კვანტური მექანიკა ფიზიკის ერთ-ერთი დარგია. სწორედ მისი დახმარებით აკეთებენ ფიზიკოსები საინტერესო დასკვნებს ატომებისა და ნაწილაკების, ნივთების ყოველდღიური მოძრაობისა და მოცულობის შესახებ. კვანტური მექანიკის შესწავლის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც კონკრეტულ დროსა და ადგილში არსებობს. ეს მეცნიერება შეისწავლის ნაწილაკის დინამიურობას, პოზიციასა და პოტენციალს ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე. კვანტურ მექანიკას საფუძველი მე-20 საუკუნეში ჩაეყარა, რაზეც დიდი გავლენა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამაც იქონია. თუმცა, მისი საწყისების ერთი ადამიანისთვის მიწერა არასწორი იქნებოდა. ის წინა საუკუნის უდიდეს ტექნიკურ მიღწევათა კვანტურ ეფექტებზეა დაფუძნებული. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია სწორედ მისი კანონების აღმოჩენამ განაპირობა. Primevideo.comკვანტურ მექანიკას აქტიურად იყენებენ თანამედროვე სამყაროშიც. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კვანტური კომპიუტერის არსებობაა. ეს ჰიპოთეტური გამომთვლელი მოწყობილობაა და კვანტურ-მექანიკური ეფექტების საშუალებით ფუნქციონირებს. მას საკუთარი ალგორითმის წყალობით ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია პრობლემების გადაჭრა, ვიდრე ჩვეულებრივ კომპიუტერებს. ჩინეთში უკვე შეიქმნა მოდელი, რომლის სიჩქარეც კლასიკურ სუპერკომპიუტერისას 100 ტრილიონჯერ აღემატება. მის სამუშაო ერთეულს ქუბიტი წარმოადგენს, რითაც ტექნოლოგია ინახავს კვანტურ ინფორმაციას. ქუბიტი ანუ კვანტური ბიტი ჩვეულებრივი კომპიუტერის ბიტისგან განსხვავდება თავისი ბუნებით. მას შეუძლია, როგორც ცალკე, ისე ერთდროულად შეითავსოს ნულისა და ერთის მნიშვნელობა. ამასთან, ერთ ბიტთან შედარებით ერთი ქუბიტი ბევრად მეტ ინფორმაციას იტევს. დღეს კვანტური კომპიუტერები უკვე ადამიანთა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. პირველად მათი კომერციული ვერსია 2011 წელს გამოჩნდა და ღირებულება $10 მილიონს აღწევდა. დღეს კი უკვე არსებობს ჩინური კომპანიები, რომლებიც ამ პროდუქციას $5 000-ად ყიდიან. თუმცა, ეს ჩვეულებრივი კომპიუტერების მინივერსიას წარმოადგენს და მხოლოდ 2 ქუბიტის დამუშავება შეუძლია. ამ ტექნოლოგიას იყენებენ სამეცნიერო კუთხითაც. მისი საშუალებით იქმნება ახალი მეთოდები, რომლითაც ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი პაციენტის დიაგნოსტიკა. ასევე, ბევრად ეფექტიანად იქმნება იშვიათი მედიკამენტები, რომელთა დროულ მიწოდებაზეც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. კვანტური კომპიუტერი ადამიანებს ფინანსური გეგმების უფრო ეფექტიანად დალაგებაშიც ეხმარება. ამასთან, ის ქმნის ბევრად განვითარებულ ალგორითმებს, მაგალითად, ლოგისტიკურ სისტემებს, რომლის საშუალებითაც სასწრაფო დახმარების მანქანები ეფექტიანად უკავშირდებიან პაციენტებს, კომპანიები კი მარტივად აწვდიან მომხმარებელს პროდუქტს. მართალია, მეცნიერებს ბოლომდე ჯერ არ გაურკვევიათ, თუ რატომ იქცევა მატერია კვანტურ დონეზე განსხვავებულად. თუმცა, ვერ უარვყოფთ დარგის უდიდეს პოტენციალს. ამას არც ინდუსტრიის გიგანტები მალავენ და კვანტურ ლაბორატორიებს ქმნიან. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Google, IBM, Intel, სფეროში მილიონებს აბანდებენ. Google უკვე ღიად საუბრობს ჩვეულებრივთან შედარებით კვანტური კომპიუტერის უპირატესობაზე. მისი საშუალებით უკვე ურთულესი შიფრების გახსნა და ხელოვნური ინტელექტის შექმნაც შეიძლება. IBM Research / Flickrმომავალი ბევრ კითხვას ბადებს, თუმცა, ერთი რამ ცალსახაა, კვანტური მექანიკა მრავალ ინოვაციას აღმოაჩენს და კაცობრიობის მომავალზე უდიდეს გავლენას მოახდენს. The post რა არის კვანტური მექანიკა appeared first on BusinessFeed.
  5. რამდენად ხშირად ფიქრობთ ხოლმე, რომ თქვენ გარშემო ყველა უტვინო იდიოტია? იმიტომ არა, რომ თქვენ ხართ გამორჩეულად ჭკვიანი, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ აუტანელია. ასეთ დამოკიდებულებას, ანუ ადამიანების მიმართ ზიზღსა და უნდობლობას მიზანთროპია ეწოდება და ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ რატომ ხდებიან ადამიანები მიზანთროპები და როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს. როგორც აღვნიშნეთ, მიზანთროპია არის ზოგადი ანტიპათია ან ზიზღი ადამიანების მიმართ. ჩვეულებრივ, იგი არა ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად, კაცობრიობისკენაა მიმართული, თუმცა მიზანთროპისთვის ზოგჯერ ცალკეული ინდივიდიც საკმარისია საკუთარი დამოკიდებულებისა და განწყობის გასამართლებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისებას ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უკავშირებს, არიზონას შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ჩად მორტენსენის აზრით, მიზანთროპია სინამდვილეში ევოლუციურად ჩამოყალიბებული გადარჩენის ინსტინქტია. მან თავის რამდენიმე კვლევაში აღნიშნა, რომ მიზანთროპია არის თავდაცვითი სისტემა დაავადებებისა და მიკრობების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანმა დროთა განმავლობაში განივითარა. სხვა სიტყვებით, ეს ანტიკური "ფსიქოლოგიური სისტემაა", რომელიც ჯერ კიდევ გვდევს თან. ეს საკმაოდ საინტერესო მიდგომაა, თუმცა იგი ბევრს არაფერს გვეუბნება მიზანთროპიის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ შედეგებზე. რა თქმა უნდა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ან უბრალოდ ცუდ დღეებში, ადამიანთა დიდი ნაწილს "ყველა გარშემომყოფი ეზიზღება", ჭეშმარიტი მიზანთროპები კი თითქმის ყოველდღე ასე გრძნობენ თავს. სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პლატონს მიზანთროპიის შესახებ. მისი აზრით, მიზანთროპებისთვის ადამიანები აუტანელი არსებები არიან, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან მათი სტანდარტებისა და იდეალებისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის მსგავსი ხარბი, არარაციონალური და ეგოისტი არსებები ვერასდროს მიაღწევენ განვითარების მაღალ საფეხურსა და ჭეშმარიტ კეთილშობილებას. მათი აზრით, ჩვენში მეტი სისუსტეა თავმოყრილი, ვიდრე სიკეთე, ცხოველური მხარე აღემატება ადამიანურს და ამ დისბალანსის მიზეზი, პირველ რიგში, ჩვენივე ბუნებაა. ფოტო: dialecticspiritualism.com თუმცა, პლატონის მოძღვრებას თუ დავუჯერებთ, მიზანთროპად არავინ იბადება — ამ დამოკიდებულებამდე ადამიანი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს მიჰყავს. ერთი შეხედვით ასოციალური მიზანთროპი სინამდვილეში იმედგაცრუებული იდეალისტია, რომლის მოლოდინები გარშემომყოფების მიმართ ყოველ ჯერზე კრახს განიცდის. ამ საშინელი გამოცდილებების შედეგად კი მას უვითარდება თავისი იდეალებისგან სრულიად განსხვავებული პერსპექტივა და საბოლოოდ კარგავს ნდობას ადამიანების მიმართ. ყოფილი იდეალისტი საშინლად გაცრუებულია იმ რეალობით, რომელიც ოდნავადაც არ ჰგავს მის წარმოდგენილ სამყაროს და იგი ამაში არა საკუთარ სტანდარტებს, არამედ ადამიანებსა და მათ სუსტ ბუნებას ადანაშაულებს. ფოტო: Jess Winslow via Pinterest აქედან გამომდინარე, მიზანთროპიის წყარო არის არა უბრალოდ სიძულვილი ან აგრესია, არამედ პასუხგაუცემელი და სავარაუდოდ, არარეალური მოლოდინები ადამიანებისგან. სამყარო, როგორადაც იგი იდეალისტს აქვს წარმოდგენილი, არ არსებობს, ადამიანები კი, ამ შემთხვევაში, ველურები, ბარბაროსები არიან, რომლებიც იდეალური სამყაროს არსებობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს და შესაბამისად, მიზანთროპის ტანჯვის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. მოგვიანებით იმედგაცრუება წყენაში, შემდეგ ანტიპათიაში, საბოლოოდ კი ზიზღსა და სიძულვილში გადაიზრდება. აქედან გამომდინარე, მიზანთროპისთვის ადამიანები აღიქმებიან ისეთ არსებებად, რომლებიც ძირს უთხრიან მის იდეალურ სამყაროს და "ყველაფერს აფუჭებენ". რა მოლოდინები ჰქონდა იდეალისტს სამყაროსგან საბოლოო იმედგაცრუებამდე? იქიდან გამომდინარე, რომ მიზანთროპია არა ზოგადად სამყაროს, არამედ ადამიანის სიძულვილს ნიშნავს, ამ კითხვის პასუხიც სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებებში უნდა ვეძებოთ. როდესაც ადამიანისგან ელოდები სიკეთეს და საპასუხოდ იღებ აპათიას, როდესაც ელოდები მხარდაჭერას და იღებ დაცინვას, როდესაც მეგობრისგან ელოდები დაცვას და პასუხად ღალატს იღებ, ეს დიდი იმედგაცრუებისა და წყენის მიზეზი ხდება, რომელსაც მიზანთროპი ბავშვობიდან აგროვებს და ნელნელა იყალიბებს წარმოდგენას, რომ ცხოვრება არც ისეთი ლამაზია და ადამიანები არც ისეთი "კარგები" არიან, როგორც აქამდე ფიქრობდა. იგი იხსნის თავის ვარდისფერ სათვალეს და იმის ნაცვლად, რომ რაციონალურად აღიქვას რეალური სამყარო, იგი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვება და ახლა უკვე სამყაროს, უმეტესად კი ადამიანებს, მხოლოდ ბნელ ფერებში აღიქვამს და მათგან იზოლაციას ცდილობს. გარდა იმისა, რომ მიზანთროპი ადამიანებისგან კარგ მოპყრობას, გონივრულად მოქმედებას და საკუთარი სტანდარტების მიხედვით ცხოვრებას ელოდება, იგი ასევე მოითხოვს მათგან, რომ გაიზიარონ მისი ენთუზიაზმი და ამბიციები, თუმცა, რასაკვირველია, ადამიანთა დიდ ნაწილს მათი იდეალები სულაც არ აინტერესებს, რაც ლოგიკურია. იდეალისტის გადმოსახედიდან, მისი მიდგომა ბოლომდე გამართლებულია და ალტერნატიული მოსაზრებები მისთვის მიუღებელია. მისი იდეალები, შესაძლოა, მართლაც იყოს მომხიბვლელი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის იდეალისტური შეხედულებების მიხედვით მოეწყობა, სრული აბსურდია. ამრიგად, იდეალისტი სხვა ადამიანებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მოიქცნენ მისი სტანდარტების შესაბამისად და შედეგად გამოწვეულ იმედგაცრუებას იგი ზიზღით და წყენით პასუხობს. რა თქმა უნდა, ახალი ადამიანის გაცნობისას გაჩენილი იმედის ნაპერწკალი, რომ ეს უკანასკნელი მაინც გაიზიარებს მის შეხედულებებს, მალევე ქრება და ეს იდეალები ნელნელა გადაიზრდება იმედგაცრუებასა და სიძულვილში. იგი ხვდება, რომ ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ აქ იბადება მიზანთროპი. ფოტო: oldprojectionroom.tumblr.com მიზანთროპია, როგორც მოძღვრება, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ცხოვრებაში ყველა აღმოვჩენილვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვფიქრობთ, რომ კაცობრიობას არაფერი ეშველება. ყველა გავნაწყენებულვართ ადამიანებზე იმისთვის, რომ ისინი ჩვენ მოლოდინებს ვერ ამართლებდნენ, თუმცა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, დროთა განმავლობაში, არა ადამიანებში, არამედ საკუთარ მოლოდინებში ხედავს ნაკლს და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მართლაც საშინლად არასრულფასოვან არსებებს წარმოვადგენთ, მაინც არ უნდა შევიქმნათ იმის ილუზია, რომ ოდესმე სამყაროს ჩვენს ნებაზე მოწყობას შევძლებთ. მიზანთროპი კი ამაში არა საკუთარ მცდარ შეხედულებებს და მაღალ მოლოდინებს, არამედ ადამიანებს ადანაშაულებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად იგი თვითონვე ვერ ჯდება საკუთარ სტანდარტებში, რაც მის განაწყენებას და სასოწარკვეთას იწვევს. მისთვის ადამიანის ბუნება განწირულია არასრულფასოვნებისთვის და მხოლოდ ზიზღს იმსახურებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სწორად შეძლებს ამ ზიზღის მართვას, იგი შესაძლოა საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და მოტივაციაში გადაიზარდოს — სწრაფვაში საკუთარი თავის და შემდეგ კი საზოგადოების განვითარებისკენ. მიზანთროპს უჭირს იმასთან შეგუება, რასაც ხედავს და რასთანაც გამკლავება ყოველდღიურად უხდება. მას ძალიან უნდა, რომ სამყარო ოდნავ მაინც დაემსგავსოს მის წარმოდგენილს. ადამიანები ხშირად მართლაც იწვევენ ჩვენში ზიზღსა და ანტიპათიას თავიანთი ეგოისტური თუ დაუფიქრებელი ქმედებებით, მაგრამ მათი შეცვლის სურვილი უბრალოდ უაზრობაა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის მიმართ მიზანთროპი უძლურად გრძნობს თავს, იგი განწირულია დაუსრულებელი იმედგაცრუებებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მიზანთროპი მაინც ცდილობს, ისიამოვნოს ცხოვრებით, თუმცა სოციალიზაციის ყოველი მცდელობა მას უბიძგებს, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტოს საკუთარ თავში და რაც შეიძლება მეტად მოერიდოს ხალხთან ურთიერთობას, რადგან ყოველ ჯერზე ადამიანები ახერხებენ და უფრო მეტად უცრუებენ მას იმედებს, ან გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად იქცევიან იდიოტებივით. საბოლოოდ მან უნდა აღიაროს, რომ პრობლემა სინამდვილეში მასშია. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პრობლემა ადამიანებშიცაა, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერაფერს მოვუხერხებთ. მწვანე მიზანთროპია ფოტო: i.pinimg.com მწვანე მიზანთროპია არც თუ ისე ახალი მიმდინარეობაა, რომლის წარმომადგენლებსაც ადამიანები იმ ზიანის გამო სძულთ, რომელსაც ისინი გარემოს აყენებენ და ფიქრობენ, რომ ამ "არსებებს" დედამიწისთვის მხოლოდ ზარალის მოტანა შეუძლიათ. გულახდილად რომ ვთქვათ, ადამიანებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით გლობალურ დათბობაში, კლიმატის ცვლილებაში, დეფორესტრაციასა და სხვადასხვა სახეობის ცხოველთა გადაშენებაში თუ მათი საარსებო არეალის შემცირებაში. აქვე უნდა გვახსოვდეს ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობა და მათი ზოოპარკებსა თუ ფერმებში გამომწყვდევა. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მწვანე მიზანთროპია აზრსმოკლებული სულაც არაა. საბოლოოდ, შესაძლოა მიზანთროპია ადამიანებს ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, როგორც დაავადებებისგან თავის დახსნის გზა, ან შეიძლება მას უკვე მრავალჯერ განცდილი იმედგაცრუებისა თუ ტრავმის წინააღმდეგ ერთგვარ ფარად ვიყენებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და საკუთარი თავის იზოლაცია, რამდენადაც არ უნდა გვაღიზიანებდნენ ადამიანები, საუკეთესო გზა არაა ცხოვრებაში პროგრესის მისაღწევად და ასეთი მიდგომით მხოლოდდამხოლოდ საკუთარ თავებს ვაზარალებთ. on.ge
  6. ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა სცადა ინდოეთის კრიპტო მომხმარებლები დაეიმედებინა. India Today-სთან ინტერვიუში, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო არ გეგმავს ინდოეთში იმ ინოვაციის ჩახშობას, რომელიც ბიტკოინთან და Blockchain ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული. ამჟამად, საზოგადოება ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ”ჩვენი მხრივ, კარგად გვესმის, რომ არ ვწყვეტთ ბიტკოინის, Blockchain-ისა და ზოგადად კრიპტოვალუტის მიღების საკითხს ბოლომდე. ის დაკავშირებულია იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც მიმდინარეობს. სწორედ მათ წარმატებით დასრულებაზე იქნება დამოკიდებული მიღება. მანამდე კი, მოსახლეობისათვს რესურსს ხელმისაწვდომს გავხდით, რათა მიმდინარე პროცესებზე ყველას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ნირმალა სიტარამანმა ისიც თქვა, რომ სამინისტრო კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპს ასრულებს. თუმცა ინდოეთი განაგრძობს ოფიციალური პოზიციის ფორმირებას, რომელიც ციფრული ვალუტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ციფრული ვალუტების შესახებ პოზიციის ჩამოყალიბება სურს. The post ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: მიზანი ინოვაციის ჩახშობა არ არის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი, იემი ოსინბაჯო რამდენიმე დღის წინ სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ სამიტზე, სადაც კრიპტოვალუტასა და Blockchain-ზე არცთუ დადებით კონტექსტში ისაუბრა. ”ეჭვგარეშეა, რომ Blockchain ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები უახლოეს წლებში გამოწვევას შეუქმნის ტრადიციულ საბანკო მომსახურებას, მათ შორის სარეზერვო ბანკს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ “სეისმური” ცვლილებისათვის”, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. როგორც ჩანს, საზოგადოების მხრიდან კრიპტო სექტორისადმი გამოხატული ინტერესი მთავრობის წევრების პოზიციის შესაცვლელად საკმარისი არ არის. ”ზოგიერთ საინტერესო მოვლენის მიმართ, რომელსაც ვხედავთ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ამას ძალიან კარგად გამოხატავენ ჩვენი მარეგულირებელი ორგანოები. თუმცა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცოდნით და არა შიშით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეგვეძლება სარგებლობის მიღება და ისიც, რომ თავიდან ავიცილებთ უარყოფით, გვერდით მოვლენებს, ან რაიმე შესაძლო, თუნდაც დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რომელიმე ამ ვარიანტის მიღების ან გამოყენების შედეგად”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს იემი ოსინბაჯომ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარი იყო მსოფლიოში. The post ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი ციფრული სექტორის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  8. რა არის პიროვნება? http://myprofession.gov.ge/fc860858-7ee0-408b-b4b2-296cbde75e87.jpgწარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებსაც ვიცნობთ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს, როგორ დავახასიათებდით თითოეულ მათგანს? ვიტყვით, რომ ერთს უყვარს ხალხმრავალი ადგილები, მეორე კი მარტო ყოფნას ამჯობინებს; ზოგიერთი საკმაოდ თავდაჯერებულია, ზოგს კი ხშირად ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში... ჩვენ, ჩვეულებრივ, პიროვნებას ამგვარად ვახასიათებთ. წარმოდგენილი საკითხავი მასალა დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, განსაზღვროთ ჩამოთვლილთაგან პიროვნების რომელ ტიპს ემსგავსებით ყველაზე მეტად და ამის საფუძველზე აირჩიოთ ის სამუშაო სფერო თუ პროფესია, რომელთანაც თქვენი პიროვნული ტიპი ყველაზე თავსებადია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.png არ არსებობს "პიროვნების" ზუსტი, სტანდარტული განსაზღვრება, თუმცა ფსიქოლოგები ძირითადად ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ პიროვნება არის ინდივიდუალური თვისებების უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს მის ურთიერთქმედებას გარემოსთან. პიროვნების ცნება ადამიანისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ასპექტს აერთიანებს, ესენია: აზროვნება, მოტივაცია, ემოცია, აღქმა, განცდები, ქცევები. პიროვნება არ დაიყვანება მის ერთ რომელიმე ასპექტზე, არამედ მრავალმხრივია და შინაგანი ფსიქიკური პროცესების მთელ სპექტრს მოიცავს, რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პიროვნება ფსიქოლოგიური მახასიათებლების, ტემპერამენტისა და მიდრეკილებების ერთიანობაა, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი ქცევების მოტივატორია და წარმართავს მათ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენს ქცევას სიტუაცია, გარემო განსაზღვრავს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/pirovneba.jpgრა არის პიროვნება? რა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას - პიროვნული თავისებურებები, გარემო ფაქტორები თუ ორივე ერთად? ფსიქოლოგიის ისტორიაში ეს მუდმივი კამათის თემა იყო. აზრთა სხვადასხვაობას ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ადამიანი ხშირად სხვადასხვა სიტუაციასა და გარემოში სხვადასხვანაირად იქცევა. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ეს იმის დადასტურებაა, რომ ქცევა ძირითადად სიტუაციით განისაზღვრება და სტაბილური ინდივიდუალური განსხვავებების როლი მინიმალურია. ფსიქოლოგების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პიროვნება, სიტუაცია (ანუ გარემო ფაქტორები) და ქცევა გამუდმებით ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აბსოლუტური სიზუსტითა და დარწმუნებით რთულია ადამიანის ქცევის პროგნოზირება, ვინაიდან ის სხვადასხვა ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია. მაგალითად, ნორმალურ პირობებში ადამიანების უმეტესობა (მათ შორის ძალიან კომუნიკაბელური და აქტიური ადამიანიც) კინოთეატრში ფილმის ჩვენების დროს თითქმის არ ლაპარაკობს. ეს მაგალითი იმის ილუსტრაციაა, რომ სიტუაციას ადამიანის ქცევაზე ზოგჯერ ძლიერი გავლენა შეიძლება ჰქონდეს და განსაზღვრავდეს კიდეც მის ქცევას. მაგრამ მაშინ, როდესაც გარემოს გავლენა უფრო სუსტია (ვთქვათ, ნაკლებად ფორმალური შეხვედრის დროს), საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ძალიან ბევრს ილაპარაკებს, ანუ ამ დროს მის ქცევას მისი პიროვნული თავისებურებები წარმართავს
  9. რა არის ღირებულებები? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20val.jpgპროფესიული კონსულტაციის ბევრი პროგრამა პიროვნების ღირებულებებს ეფუძნება. პროფკონსულტანტები ცდილობენ გაარკვიონ, რა ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენი კარიერა მათზე დაყრდნობით დაგეგმონ. მაგრამ რას გულისხმობს ღირებულების ცნება? განმარტების თანახმად, ღირებულება ესაა პრინციპი ან სტანდარტი, რომელსაც აღიარებს ინდივიდი, ჯგუფი ან საზოგადოება. საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა და ა. შ. ინდივიდები კი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისაგან სრულიად განსხვავებული ღირებულებათა სისტემით ხელმძღვანელობენ. ღირებულება გამოხატავს ადამიანის რწმენას, შეხედულებებს, იდეალებსა თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს. ღირებულებები, ხშირ შემთხვევაში, განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და გავლენას ახდენენ მის გადაწყვეტილებებზე. პიროვნული ღირებულებების მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ პატიოსნება, ლოიალობა, დამოუკიდებლობა, აღიარება და ა. შ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20val.jpgღირებულებები ფოკუსირებულია ადამიანისათვის სასურველ მდგომარეობაზე და შრომითი ქცევის ათვისების საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ კონკრეტული პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენი პიროვნული ღირებულებების გარკვეულ ერთობლიობას. ღირებულებები სამსახურებრივ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. მაგალითად, თუ ადამიანი მუშაობს ისეთ გუნდში, რომლის წევრებსაც მისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ, შესაძლოა კონფლიქტი წარმოიშვას. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, როცა მისი პროფესიული საქმიანობა მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, საკუთარი პიროვნული ღირებულებების იდენტიფიცირება და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ინდივიდის კმაყოფილებაზე, მოტივაციასა და კეთილდღეობაზე - ესაა წარმატებული პროფესიული არჩევანის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა.
  10. რა არის პროფესიული ინტერესები? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi.jpgპროფესიის არჩევის საწყის ეტაპზე თვითგამორკვევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარი ინტერესების გააანალიზებაა. ინტერესი - ეს არის სურვილი, მიდრეკილება, მოტივაცია, მოთხოვნილება გარკვეული საგნის ან მოვლენის მიმართ. პროფესიული ორიენტაციის კონტექსტში ინტერესი გამოხატავს ადამიანის მოწონებას გარკვეული საქმიანობის, მისი შინაარსის და ხასიათის მიმართ. თუ ინდივიდს მოსწონს სამუშაოს მახასიათებლები, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობა მიმზიდველი, საინტერესოა მისთვის და, შესაბამისად, ის ამ პროფესიაში უფრო მეტად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ავტორიტეტის მოპოვებას, წარმატების მიღწევას და, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იქნება საკუთარი სამუშაოთი. კარიერის დაგეგმვა იმთავითვე მოიაზრებს იმ პროფესიის არჩევას, რომელიც ადამიანს მოსწონს და რომლის კეთებაც გამოსდის. თუმცა არსებობს ინტერესების გარკვევასთან დაკავშირებული გარკევული სახის სირთულეები. ადამიანთან უმრავლესობას გააჩნია ინტერესების ფართო სპექტრი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოსთან თუ პროფესიასთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ინტერესი შეიძლება მხოლოდ ერთ პროფესიას უკავშირდებოდეს, ზოგიერთი კი საქმიანობათა მთელ სფეროს, რომელშიც უამრავი პოზიციაა თავმოყრილი. თუმცა, ინტერესის არსებობა კონკრეტული სფეროს მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ამ პროფესიაში წარმატების მიღწევისთვის საკმარისი უნარები და შესაძლებლობები გააჩნია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/interests.jpgმაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ ხალხის დახმარება, მაგრამ არ გქონდეთ შესაბამისი უნარები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ექიმი გახდეთ; თუ კონკრეტული საქმის კეთებით ხართ დაინტერესებული, არ ნიშნავს, რომ ამ ინტერესის გათვალისწინებით პროფესიის შერჩევის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოს შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ საკუთარი თავისთვის ტანსაცმლის შეკერვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკერავად მუშაობის შემთხვევაში მთელი სამუშაო დღის განვამლობაში კერვა მოგანიჭებთ სიამოვნებას.
  11. რა არის პროფორიენტაცია და როგორ გამოვიყენო Myprofession.gov.ge? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20car_1.jpgვებგვერდი Myprofession.ge ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული ორიენტაციის განვითარებას, რაც თავისთავად გულისხმობს დაეხმაროს ადამიანებს აირჩიონ მათთვის შესაფერისი პროფესია. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული ორიენტაცია სრულიად ახალი დისციპლინაა ქართულ რეალობაში, ადამიანებს უჭირთ გაიგონ რაში მდგომარეობს მისი არსი, რაში შეიძლება მისი გამოყენება და რა დადებითი მხარეები აქვს მას. საქართველოშიპროფესიას ძირითადად ირჩევენ ოჯახის წევრების, ახლობელების რჩევით ან პროფესიის მოდურობიდან გამომდინარე, მოტივით, რომ ეს პროფესია „რომანტიული“ ან და „ინტელექტუალურია“, თუმცა არ აცნობიერებენ, რომ ამ ტიპის პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის მათ მოუწევთ რუტინული „არარომანტიული“ და „არაინტელექტუალური“ სამუშაოების შესრულება. ამასთანავე, არსებობს იმის რისკი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესა თუ ის პროფესია აღარ იქნება „მოდური“ ან „პრესტიჟული“, ან თუნდაც, „მოდური“ და „პრესტიჟული“ პროფესია სულაც არ შეესატყვისება ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20car.jpgხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები, პროფესიას ირჩევენ იმის გამო, რომ ის „დიდ ფულს პირდება“ მათ, თუმცაღა დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ მოცემული პროფესია არა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არამედ მისგანაც საკმაოდ ბევრს მოითხოვს, იქნება ეს თავდადებული შრომა, დიდი რისკი, პირად მოთხოვნილებებსა და სურვილებზე უარის თქმა და ა.შ. ამ პირობებში საჭიროდ მიგვაჩნია ვისაუბროთ პროფესიული ორიენტაციის შესახებ: რა არის პროფორიენტაცია, რა არის მისი მიზანი, ვისთვისაა აქტუალური, რა შემთხვევაში ვიყენებთ მას, რა არის მისი დადებითი შედეგები და ა.შ. პროფესიული ორიენტაცია საკუთარი თავის, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ორგანიზება და სისტემაში მოყვანაა. ეს ყველაფერი კი, სწორი, თქვენთვის შესაფერისი პროფესიის არჩევაში გეხმარებათ. პროფესიული ორიენტაცია რამდენიმე სფეროს მოიცავს: ფსიქოლოგიას, განათლებას, სოციოლოგიას, შრომის ეკონომიკას. თუმცაღა ფსიქოლოგია პროფესიული ორიენტაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს
  12. ვისთვის არის საჭირო პროფორიენტაცია (კარიერული კონსულტაცია)? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/karieruli%20konsultacia_0.jpgპროფესიული კონსულტაცია განსაკუთრებით აქტუალური დამამთავრებელ კლასებში ხდება, როდესაც უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მიმართულებით წახვალთ სკოლის დამთავრების შემდეგ - განაგრძობთ სწავლას თუ რაიმე საქმიანობით დაკავდებთ. შესაბამისად, უკვე უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამუშაო შეგეფერებათ, ან რა პროფესიის დაუფლება გსურთ. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული ორიენტაციის პროცესი არ სრულდება. შესაძლოა უმაღლეს, ან პროფესიულ სასწავლებელში მრავალი ისეთი საგნისა თუ მიმართულების შესწავლა მოგიხდეთ, რომლებმაც თქვენი არჩევანის შეცლა გამოიწვიოს, კონსულტაციის გარეშე კი სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20car_0.jpgკარიერის დაგეგმვასა და პროფესიასთან დაკავშირებულ რჩვებს მხოლოდ მოსწავლეები და სტუდენტები არ საჭირობენ, ამ პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებული, ისე უმუშევარი, ზრდასრული ადამიანისთვისაც. შესაძლოა, დასაქმებულმა პროფესიის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა მოინდომოს, რაც ადვილი გადასაწყვეტი არ არის. პროფესიონალის რჩევები ასეთ ადამიანებს შესაფერისი გადაწყვეტილების მიღებასა და სამომავლო ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებათ. რაც შეეხება უმუშევრებს, პროფკონსულტანტის მომსახურება და კარიერის სახელმძღვანელოები მათ საკუთარი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების გამორკვევაში, დამსაქმებლების მოთხოვნებისა და შრომითი ბაზრის მოძიებაში ეხმარება. თანამედროვე ხედვის თანახმად, კარიერის დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია პროცესს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი არჩევანის გაკეთებას კი არ გულისხმობს, არამედ კარიერის მართვის უნარების განვითარებას, გადაწყვეტილების მიღების ხერხების შესწავლასა და ამ ყველაფრის მთელი ცხოვნების მანძილზე გამოყენებას მოიცავს. რატომ არის პროფესიული ორიენტაცია მნიშვნელოვანი? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_0.jpgპროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობას მრავალი კვლევა ადასტურებს. კვლევების მონაცემები ასეთია: პროფესიული ორიენტაცია ხელს უწყობს სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოძიებას, აქტივობის ზრდას, აუმჯობესებს შრომის ბაზრის ეფექტიანობას. დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ უნარებთან და კომპეტენციასთან ინდივიდის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობა შრომით ეფექტიანობას განაპირობებს; პროფესიული ორიენტაცია ამცირებს უმუშევრობის დონესა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევებს; უბიძგებს უმუშევარ ადამინებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, მოძებნონ ახალი ტიპის სამუშაო და ა.შ პროფესიულმა ორიენტაციამ შეიძლება განათლების ხელმისაწვდომობა და განათლების სისტემის გამჭვირვალობა გაზარდოს; დაეხმაროს სასწავლებლებს მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროებების შესწავლასა და დაკმაყოფილებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტიპის განათლების მიღების მსურველთა და, შესაბამისად, იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდას, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ.
  13. რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შეფასება კარიერულ კონსულტაციაში? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20dec_1.jpgპროფესიის არჩევისას და კარიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია საფუძვლიანად შეაფასოთ წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, რაც გაგიადვილებთ იმ პროფესიული ალტერნატივის მოძიებას, რომელიც საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციის შესაძლებლობას მოგცემთ. ამისთვის პირველი ნაბიჯია, გაანალიზოთ ვინ ხართ თქვენ, რაშიც ყველაზე უკეთ ფსიქოლოგიური შეფასება დაგეხმარებათ. მოცემული საკითხავი მასალის მთავარი მიზანია, დაგეხმაროთ მე-კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ფსიქოლოგიური შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს საკუთარი პიროვნული მასახიათებლების, ინტერესების, ღირებულებების, უნარების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეფასებას და განხილვას. საკუთარი თავის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაგეხმარებათ მიიღოთ ისეთი პროფესიული გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის წარმატებისა და შრომითი კმაყოფილების მიღწევის შანსებს. გაიგეთ მეტი მე-კონცეფციის შესახებ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/o-TAKING-TEST-facebook.jpgთანამედროვე სამყაროში ჩვენ ძალიან ხშირად ვაფასებთ საკუთარ თავს. მაგალითად, სოციალურ ქსელში, როგორც წესი, ვრცელდება არასამეცნიერო ტესტები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებს _ რა მოგვწონს, რა გვიყვარს, რა მოვლენებსა თუ ობიექტებს ვანიჭებთ უპირატესობას და ა.შ. ასეთი ინსტრუმენტები ძალიან ჰგავს საკუთარი პიროვნების ფსიქოლოგიური შეფასებას, თუმცა არამრცნიერული და არასანდოა. ფსიქოლოგიური ტესტების და კითხვარების მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი შესაძლებლობებისა და მახასიათებლების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებაში. სამეცნიერო საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენებით საკუთარი თავის შესახებ ცნობიერების ამაღლება გვეხმარება სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც, თავის მხრივ, მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ საკუთარი პროფესიით და სამუშაოთი კმაყოფილები.
  14. რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერული შეფასება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_57915325.jpgპროფესიის არჩევისა და ნებისმიერი კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მახასიათებლების შესაფასებელი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტები გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ საკუთარი თავი, რაც მოიაზრებს საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, უნარების, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასებას. როგორც წესი, ადამიანებს ძალიან უჭირთ გამოყონ ის რამდენიმე უნარი, რომლებიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული. როგორც საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, დამქირავებლები ხშირად ჩივიან იმის შესახებ, რომ აპლიკანტები შესარჩევ გასაუბრებებზე ვერ ახერხებენ გამოყონ ის რამდენიმე უნარი ან პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული და რომელთა გამოყენებითაც სამუშაოს წარმატებით ასრულებენ. სინამდვილეში ჩვენი უნიკალური მახასიათებლები ყველაზე დიდი უპირატესობაა პროფესიული წარმატების მისაღწევად, თუ მოვახერხებთ და სწორად გამოყოფთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და მოვახერხებთ მათ სწორად, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოყენებას. როგორ ეხმარება კარიერული შეფასება ადამიანს პროფესიის არჩევაში? - მაიას შემთხვევა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20dec_0.jpgკარიერულ კონსულტანტებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასება სხვადასხვა ასაკის კლიენტებთან. მათთვის არ არის უჩვეულო კლიენტების პიროვნების შესაფასებლად ერთდროულად რამდენიმე შესაფასებელი ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი შესაფასებელი ინსტრუმენტები, რომლებსაც ტესტების ბატარეებსაც უწოდებენ, როგორც პროფესიული კონსულტანტისთვის, ისე კლიენტისთვის ღირებულ ინფორმაციას იძლევა კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაგეგმად. რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ შეფასებას ჩვენ კარიერულ განვითარებაში? - ნიკოლოზის შემთხვევა როგორც ნიკოლოზის შემთხვევის ანლიზიდან ჩანს, საკუთარი პროფესიული ინტერესები არ არის ჩვენი პიროვნების ერთადერთი ასპექტი, რაც დროთა განმავლობაში იცვლება. სამუშაოსთან დაკავშირებული ჩვენი შესაძლებლობები და გამოცდილებები მუდმივად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ღირებულებებიც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარი უნიკალური მახასიათებლების - პიროვნული მახასიათებლები, უნარები, შესაძლებლობები, ინტერესები, გამოცდილება და ღირებულებები - დროთა განმავლობაში შეფასება, როდესაც მოგვიწევს კარიერული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის არჩევას. კარიერული ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩვენ გვიწევს სხვადასხვა პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/test_-_multiple_choice_0.jpgროდესაც გიწევთ მუშაობა კარიერულ კონსულტანტთან, საგანმანათლებლო კურსის ხელმძღვანელთან და საკუთარ თავთან, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კარიერული შესაფასებელი ინსტრუმენტები. პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტები საუკეთესო ვარიანტია ინფორმაციის შესაგროვებლად, თუმცა მნიშვნელოვანია შეგროვებულ ინფორმაციას შეხედოთ კრიტიკული თვალით და გააანალიზოთ, რამდენად შეგესაბამებათ მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, ბევრი პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტი განსაზღვრულია ნორმების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტესტური შედეგები უნდა შეადაროთ სხვა ჯგუფის ტესტურ შედეგებს იგივე კითხვარში. თუ თქვენთვის საინტერესოა, რამდენად ემსგავსებით ან რამდენად განსხვავდებით ამ ჯგუფისგან, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, შედგება თუ არა ეს ჯგუფი ისეთი ადამიანებისგან, როგორიც თქვენ ხართ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გოგონა, რომელსაც არასდროს უმუშავია და ამასთანავე, კონკრეტული ტესტის გამოყენება შეუძლიათ მამაკაცებსაც, რომლებსაც დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ; მოგეთხოვებათ ტესტური შედეგების კრიტიკულად განხილვა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნორმირებული შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის ეფექტური; სინამდვილეში, ასეთი ტესტები მნიშვნელოვნად გეხმარებათ იფიქროთ საკუთარ თავზე და საკუთარი მოთხოვნილებები სხვადასხვა კუთხით შეისწავლოთ. მაგრამ, ნორმირებული ტესტების შემთხვევაში მეტი დაფიქრება გმართებთ, რათა ტესტური შედეგები არ განიხილოთ როგორც მხოლოდ „ტესტის პასუხები“. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ კარიერულ კონსულტანტს ან/და ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ტესტის სწორად გამოყენებაში და მოგცემთ კვალიფიციურ რჩევებს. ბევრ ადამიანს სურვილი აქვს შეავსოს ტესტი, რომელიც პირდაპირ უკარნახებს, რა გააკეთოს, როგორ იმოქმედოს, როგორ დაგეგმოს საკუთარი კარიერა. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ტესტი, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით შეძლებს პიროვნების ყველა ასპექტის შეფასებას. კარიერის სწორად დაგეგმვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტესტზე, არამედ საკუთარ თავზე. ტესტი გვეხმარება ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებაში, ხოლო ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ტესტური შედეგები და მიღებული ინფორმაცია კეთილგონივრულად და სწორად გამოვიყენოთ.