Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ვისთვის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ვისთვის არის საჭირო პროფორიენტაცია (კარიერული კონსულტაცია)? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/karieruli%20konsultacia_0.jpgპროფესიული კონსულტაცია განსაკუთრებით აქტუალური დამამთავრებელ კლასებში ხდება, როდესაც უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა მიმართულებით წახვალთ სკოლის დამთავრების შემდეგ - განაგრძობთ სწავლას თუ რაიმე საქმიანობით დაკავდებთ. შესაბამისად, უკვე უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამუშაო შეგეფერებათ, ან რა პროფესიის დაუფლება გსურთ. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული ორიენტაციის პროცესი არ სრულდება. შესაძლოა უმაღლეს, ან პროფესიულ სასწავლებელში მრავალი ისეთი საგნისა თუ მიმართულების შესწავლა მოგიხდეთ, რომლებმაც თქვენი არჩევანის შეცლა გამოიწვიოს, კონსულტაციის გარეშე კი სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20car_0.jpgკარიერის დაგეგმვასა და პროფესიასთან დაკავშირებულ რჩვებს მხოლოდ მოსწავლეები და სტუდენტები არ საჭირობენ, ამ პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებული, ისე უმუშევარი, ზრდასრული ადამიანისთვისაც. შესაძლოა, დასაქმებულმა პროფესიის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა მოინდომოს, რაც ადვილი გადასაწყვეტი არ არის. პროფესიონალის რჩევები ასეთ ადამიანებს შესაფერისი გადაწყვეტილების მიღებასა და სამომავლო ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებათ. რაც შეეხება უმუშევრებს, პროფკონსულტანტის მომსახურება და კარიერის სახელმძღვანელოები მათ საკუთარი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების გამორკვევაში, დამსაქმებლების მოთხოვნებისა და შრომითი ბაზრის მოძიებაში ეხმარება. თანამედროვე ხედვის თანახმად, კარიერის დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია პროცესს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი არჩევანის გაკეთებას კი არ გულისხმობს, არამედ კარიერის მართვის უნარების განვითარებას, გადაწყვეტილების მიღების ხერხების შესწავლასა და ამ ყველაფრის მთელი ცხოვნების მანძილზე გამოყენებას მოიცავს. რატომ არის პროფესიული ორიენტაცია მნიშვნელოვანი? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20car_0.jpgპროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობას მრავალი კვლევა ადასტურებს. კვლევების მონაცემები ასეთია: პროფესიული ორიენტაცია ხელს უწყობს სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოძიებას, აქტივობის ზრდას, აუმჯობესებს შრომის ბაზრის ეფექტიანობას. დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ უნარებთან და კომპეტენციასთან ინდივიდის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობა შრომით ეფექტიანობას განაპირობებს; პროფესიული ორიენტაცია ამცირებს უმუშევრობის დონესა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევებს; უბიძგებს უმუშევარ ადამინებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, მოძებნონ ახალი ტიპის სამუშაო და ა.შ პროფესიულმა ორიენტაციამ შეიძლება განათლების ხელმისაწვდომობა და განათლების სისტემის გამჭვირვალობა გაზარდოს; დაეხმაროს სასწავლებლებს მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროებების შესწავლასა და დაკმაყოფილებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტიპის განათლების მიღების მსურველთა და, შესაბამისად, იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდას, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ.