Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სტერეოტიპებით' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. მოგესალმებით მეგობრებო! დღეს მინდა გესაუბროთ დემოკრატიის მნიშვნელობაზე. რახან დიქტატურაში პიონერული მარშით მივდივართ საჭიროა ამ ცნების განმარტება.ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების უმრავლესობას ამ ცნების მნიშვნელობა სწორად არ ესმის, რადგან დემოკრატიის შესახებ აქვს სტერეოტიპული წარმოდგენა, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის, მე მინდა თქვენთან ერთად შევამოწმო გავრცელებული სტერეოტიპები და დავადგინოთ დემოკრატიის ზუსტი მნიშვნელობა. სტერეოტიპი 1. დემოკრატია ეს არის უმრავლესობის მმართველობა. ეს განმარტება სახიფათოა რადგან ახლავს ბევრი პრობლემა. დემოკრატია არ არის ბანალური ბრბოს მმართველობა, ეს არის არის უბრალო არითმეტიკული ბალანსი ვინ უფრო მეტია. კანონი არ ცნობს უმრავლესობის უპირატესობას და იცავს ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, რწმენისა და სექსუალური ორიენტაციისა. დემოკრატიაში გამორიცხულია უმრავლესობის პრივილეგია, რადგან გადაწყვეტილებაზე შეთანხმების მიუხედავად უმცირესობის უფლებები რჩება დაცული. ამრიგად უმრავლესობამ აირჩია თალიბანი საკმარისი არგუმენტი არ არის, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებებს და თავისუფლებებს. მე გარწმუნებთ რომ საბჭოთა საზოგადოების უმრავლესობა ობიექტურად მხარს უჭერდა კომუნისტური პარტიას, მაგრამ საბჭოთა კავშირში დემოკრატია არ იყო! სტერეოტიპი 2. დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა დიახ, ნაწილობრივ ასეა თუმცა საზოგადოების მონაწილეობა მართვაში გარანტირებულია ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებით. დემოკრატია ეს არის კომპეტენტურ ელიტათა მმართველობა. კომპეტენციაში ვგულისხმობთ პროფესიონალიზმს, ელიტაში კი რჩეულობას. თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ სწორედ პროფესიონალიზმი არის ძირითადი კრიტერიუმი ელიტაში მოსახვედრად. დემოკრატია მერიტოკრატიული წყობაა, რომელიც გულისხმობს ღირსეულთა მმართველობას. საზოგადოებაში სადაც დარღვეულია მერიტოკრატიული პრინციპი და თანამდებობებზე ინიშნებიან ნაცნობობითა და პირადი კავშირებით რთულია ისაუბრო დემოკრატიაზე. სტერეოტიპი 3. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება! პაციფისტური ლოზუნგის მიუხედავად უკიდურესად სახიფათო განცხადებას ვაკეთებთ, რადგან რთული დასადგენია რას ნიშნავს „თავისუფლება“ უფრო რთული გასაგებია სხვისი თავისუფლება. ამ განცხადებით შესაძლოა მოძალადემ ისარგებლოს და ძალადობა გაამართლოს მისი თავისუფლების შეზღუდვით. ასევე ამ განცხადებით შესაძლოა უმრავლესობამ შეავიწროვოს უმცირესობა, რადგან უმცირესობამ განსხვავებული აზრის დაფიქსირებით უმრავლესობის თავისუფლება შეზღუდა. პრობლემა იმაში გახლავთ რომ ეს სენტენცია სპეკულაციურია და თავისუფლებას შეიძლება ეწოდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაც. მე გირჩევთ იხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპით: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სამართლებრივი შეზღუდვა! მხოლოდ სამართალი არის მიუმხრობელი ნორმა, რომელიც გვაძლევს გამოხატვის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. სტერეოტიპი 4. დემოკრატია ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული სისტემაა არა, დემოკრატია ყველაზე კონფლიქტური სისტემაა. დემოკრატიული რეჟიმი იძლევა სიტყვის და საქმიანობის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. შესაბამისად თავის დასამკვიდრებლად საზოგადოება მუდმივ კონკურენტულ გარემოში იმყოფება, რაც წარმოშობს მრავალ კონფლიქტს საზოგადოების წევრებს და ჯგუფებს შორის. კონფლიქტის შესაძლებლობები შეზღუდულია კანონით, ხელისუფლება კი წარმოადგენს მიუმხრობელ არბიტრს. შესაბამისად საზოგადოების წევრებს არ აქვთ უფლება მიზნის მისაღწევად შელახოს კონკურენტის სიტყვის, საკუთრების, პოლიტიკური საქმიანობის, პირადი უსაფრთხოების უფლებები. კონფქლიქტი და კონკურენცია დასაშვებია მხოლოდ ცივილურ კანონიერ ჩარჩოებში. სტერეოტიპი 5.ჩვენ ჩვენებური დემოკრატია გვაქვს! ჩვენებური დემოკრატია არ არსებობს, დემოკრატია უნივერსალურია და ის არ ცნობს კერძო გამონაკლისებს. დემოკრატია გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობას. დემოკრატია მკაცრად გაწერილი მმართველობის ფორმაა, დემოკრატიის კრიტერიუმები წარმოდგენილია დასავლური კონსტიტუციონალიზმის, ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში. ამრიგად სახელმწიფო შესაძლოაა შეტანხმდეს მმართველობის ფორმაზე როგორიცაა: კონსტიტუციური მონარქია, საპრეზიდენტო, ნაევრად საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობა; ასევე შეთანხმდეს ადმინისტრაციული მოწყოფის პრინციპზე: კონფედერაციული, ფედერაციული, უნიტარული სისტემები, პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაზე როგორიცაა კაპიტალიზმი, სოციალური დემოკრატია, სოციალიზმი მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მმართველობის პრინციპებია, დემოკრატია კი სამართლებრივი მოწყობის, საზოგადოების მართვის და საზოგადოების ჩართულობის კულტურაა. დემოკრატია უნივერსალურია და ის არ შეიძლება იყოს „ჩვენებური“ ინგლისური ტექსტი იხილეთ აქ.