Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ფსიქოლოგიური' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ადიქტური ქცევა არის დევიანტური (გადახრილი) ქცევა და არსებობს ადიქტური ქცევის მქონე ტიპის ფსიქოლოგიური თავისებურებები. ეს თავისებურებებია: დაბალი სტრესმედეგობა, ყოველდღიული პრობლემების გადაჭრის უნარის ნაკლებობა, გამძაფრებული არასრულფასოვნების კომპლექსი. ადიქტები გარეგნულად სოციალურები არიან, მაგრამ სინამდვილეში უჭირთ მყარი ემოციური კონტაქტები, ახასიათებთ სწრაფვა ფანტაზიისა და ტყუილისკენ, ახასიათებთ მუდმივად სხვების დადანაშაულების ჩვევა, ვექტორის გარეთ გატანა, პასუხისმგებლობებისგან და გადაწყვეტილების მიღებისგან გაქცევა. მათი ქცევა არის სტერეოტიპული და განმეორებითი. ყველა ადიქტს ახასიათებს დამოკიდებულება და მაღალი შფოთვა. ინდივიდი ხდება დამოკიდებული იმ წინასწარი მზაობით, რომ დამორჩილდეს ვინმეს, ან რამეს – ეს არის ვნება ან ლტოლვა იყოს ვინმეს ან რამის ტყვეობაში. ადიქტური ქცევა ყოველთვის არის პიროვნული და შემდეგ მოდის გენეტიკური, სოციალური ზედნაშენი. გარე ფაქტორები არის პირობები და საშუალებები, რომ გამჟღავნდეს ჩვენი შინაგანი ტენდენციები. ადიქტოლოგიის შესახებ ლიტერატურაში ყველაზე ხშირი მითითება არის ფსიქიკურ ინფანტილიზმზე, ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ინდივიდს აქვს დამოკიდებულების მოთხოვნილება. ეს ბავშვის ქცევაა, მას არ შეუძლია დამოუკიდებლობა, მოზრდილი ადამიანი მიისწრაფვის ავტონომიისკენ, მოწიფულობისკენ, მისთვის დამახასიათებელია არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაგრამ ადიქტის შემთხვევაში ფსიქიკური ინფანტილიზმი იკვეთება, რაც ხშირ შემთხვევაში ბაზაა არა მხოლოდ ადიქციისთვის, არამედ სხვა ფსიქიკური აშლილობებისათვის.
  2. რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შეფასება კარიერულ კონსულტაციაში? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20dec_1.jpgპროფესიის არჩევისას და კარიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია საფუძვლიანად შეაფასოთ წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, რაც გაგიადვილებთ იმ პროფესიული ალტერნატივის მოძიებას, რომელიც საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციის შესაძლებლობას მოგცემთ. ამისთვის პირველი ნაბიჯია, გაანალიზოთ ვინ ხართ თქვენ, რაშიც ყველაზე უკეთ ფსიქოლოგიური შეფასება დაგეხმარებათ. მოცემული საკითხავი მასალის მთავარი მიზანია, დაგეხმაროთ მე-კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ფსიქოლოგიური შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს საკუთარი პიროვნული მასახიათებლების, ინტერესების, ღირებულებების, უნარების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეფასებას და განხილვას. საკუთარი თავის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაგეხმარებათ მიიღოთ ისეთი პროფესიული გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის წარმატებისა და შრომითი კმაყოფილების მიღწევის შანსებს. გაიგეთ მეტი მე-კონცეფციის შესახებ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/o-TAKING-TEST-facebook.jpgთანამედროვე სამყაროში ჩვენ ძალიან ხშირად ვაფასებთ საკუთარ თავს. მაგალითად, სოციალურ ქსელში, როგორც წესი, ვრცელდება არასამეცნიერო ტესტები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებს _ რა მოგვწონს, რა გვიყვარს, რა მოვლენებსა თუ ობიექტებს ვანიჭებთ უპირატესობას და ა.შ. ასეთი ინსტრუმენტები ძალიან ჰგავს საკუთარი პიროვნების ფსიქოლოგიური შეფასებას, თუმცა არამრცნიერული და არასანდოა. ფსიქოლოგიური ტესტების და კითხვარების მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი შესაძლებლობებისა და მახასიათებლების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებაში. სამეცნიერო საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენებით საკუთარი თავის შესახებ ცნობიერების ამაღლება გვეხმარება სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც, თავის მხრივ, მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ საკუთარი პროფესიით და სამუშაოთი კმაყოფილები.