Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პროფესიული' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. პროფესიული ინტერესების კლასიფიკაცია პროფესიული ორიენტაციის სფეროში ყველაზე ხშირად სწორედ ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტები გამოიყენება. ინტერესების საკვლევი მეთოდები ადამიანებს ეხმარება დაფიქრდნენ საკუთარი ინტერესებზე. ადამიანთა ინტერესების სისტემა უამრავ განსხვავებულ ინტერესს მოიცავს. ამავე დროს, თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების უნიკალური ერთობლიობით ხასიათდება. პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში უსარგებლო იქნებოდა ინტერესთან კომპონენტზე კონცენტრირება მისი გარკვეულ კატეგორიაში მოთავსებისა და შრომითი სფეროს კონტექსტში გაანალიზების გარეშე. იმისთვის, რომ ადამიანებმა თვითშემეცნების პროცესში საკუთარი მიდრეკილებების სპეფიფიკურ შრომით სფეროსთან დაკავშირება შეძლონ, ინტერესების კატეგორირების არაერთი გზა არსებობს. ინტერესთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი კლასიფიკაცია შეიმუშავა ჯონ ჰოლანდმა, რომელმაც ინტერესები ექვს ჯგუფში გააერთიანა: რეალისტური, კვლევითი, შემოქმედებითი, სოციალური, ინიციატივიანი და საკანცელარიო. ქვემოთ წარმოდგენილია ინტერესთა თითოეული კატეგორიის მოკლე აღწერილობები: http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/123ugk.jpgრეალისტური სფერო მოიცავს საქმიანობებს, რომლებიც სამუშაოს ხელით შესრულებას, შენობის გარეთ მუშაობას ან ფიზიკური ტიპის აქტივობას მოითხოვენ, ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პროდუქტიულობა და პრაქტიკულობა. ამასთანავე, ახასიათებს მუშაობის პრინციპული, მკაცრი, რისკიანი და გაბედული სტილი. რეალისტური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი სამუშაო, როგორიცაა ავტომობილის მექანიკოსობა, ავიადისპეჩერობა, ტოპოგრაფია, ფერმერობა, ელექტრიკოსობა და ა.შ. როგორც წესი, მათ გააჩნიათ მექანიკური უნარები, მაგრამ აკლიათ სოციალური შესაძლებლობები, შესაბამისად, თავს არიდებენ ისეთ სამუშაოებს, სადაც საჭიროა დიდი დოზით ადამიანებთან ურთიერთობა. რეალისტური ინტერესებს მიეკუთვნება მიდრეკილება მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენების მიმართ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/download_1.jpgკვლევით სფეროში შემავალი პროფესიები მომუშავისაგან კომპლექსური მეცნიერული პრობლემების ანალიზს, მათი გადაჭრის გზების ძიებას, საგნებისა და მოვლენების შესწავლასა და გაგებას მოითხოვს, შესაბამისად, კვლევით სფეროში სამუშაოდ აუცილებელია ანალიტიკური, ტექნიკური, მეცნიერული უნარები, წერისა და ვერბალური გადმოცემის შესაძლებლობა და ა.შ.; კვლევითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა ბიოლოგიის, ქიმიკოსის, ფიზიკოსის, ანთროპოლოგიის, გეოლოგიის, სამედიცინო ტექნოლოგიების, მკვლევრისა და სხვა. როგორც წესი, მათ გააჩნიათ საბუნებისმეტყველო კვლევის უნარები, უყვართ კვლევა-ძიების გზით საკითხის გადაწყვეტა და ახლის აღმოჩენა, მაგრამ მოკლებულნი არიან ლიდერობის თვისებებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shemoqmedebiti.jpgშემოქმედებითი პროფესიები ხელს უწყობს ადამიანს შემოქმედებითობის, პიროვნული ინდივიდიალობის, ემოციის გამოხატვასა და ინტელექტუალურ აქტივობას წერის, მუსიკის, ხელოვნების საშუალებით. შემოქმედებითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობები: კომპოზიტორობა, მუსიკოსობა, რეჟისორობა, მწერლობა, დეკორატორობა, მსახიობობა, დრამატურგობა და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ შემოქმედებითი უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან საკანცელარიო უნარებს, შესაბამისად, არ აინტერესებთ რუტინული, განმეორებადი, სტანდარტებს დაქვემდებარებული და ორგანიზაცული სამუშაო. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/socialuri%20sfero.jpgსოციალური პროფესიები ადამიანს საშუალებას აძლევს დაეხმარონ, ასწავლონ, მოემსახურონ სხვებს და იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე. სოციალური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ საზოგადოებრივი საქმიანობა, როგორებიცაა მასწავლებლის, ადვოკატის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, სოციალური მუშაკისა და ა.შ. როგორც წესი, მათ აქვთ ინტერპერსონალური, თანაგრძნობის, სხვებისათვის რჩევის მიცების უნარი, თუმცა მოკლებულნი არიან ტექნიკური და მექანიკური ტიპის შესაძლებლობებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/iniciativiani.jpgინიციატივიანი პროფესიები მომუშავისაგან სხვების მართვას, მათ ქცევაზე ზემოქმედების მოხდენას, მათ დარწმუნებასა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას მოითხოვს. ამგვარი სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია თავდაჯერებულობა, რისკიანობა, მაღალი პასუხისმგებლობა, მიზნის მიღწევისაკენ თავდაუზოგავი სწრაფვა და გაბედული მოქმედება. ინიციატივიანი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ სამუშაო, რომელიც ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას იძლევა: გამყიდველის, მენეჯერის, ბიზნესმენის, ტელერეჟისორის, გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტის და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ ლიდერის მონაცემები, მაგრამ მოკლებულნი არიან მეცნიერული კვლევის უნარს. ასე რომ, ნაკლებად აინტერესებთ კვლევითი სფეროს პროფესიები. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/sakancelario.jpgსაკანცელარიო საქმიანობები მოიცავს ორგანიზებულ, დაგეგმილ აქტივობებს. ამგვარი პროფესიები მომუშავისაგან სიზუსტეს, რიცხვებთან და ტექნიკასთან მუშაობას, მოწესრიგებული რუტინით, სტანდარტებით ხელმძღვანელობასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. საკანცელარიო ტიპის სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია სიფრთხილე, მოწესრიგებულობა, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. საკანცელარიო ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ შემდეგი პროფესიები: ბუღალტრის, სტენოგრაფისტის, ფინანსისტის, ბანკირის, ღირებულების შემფასებლის, საგადასახადო ექსპერტისა და სხვა. მათ აქვთ საკანცელარიო და ადმინისტრაციული უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან შემოქმედებითობას. ჰოლანდის ინტერესთა კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამი სფერო შეირჩევა, რომლიც საშუალებითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ ის პროფესიული სფეროები თუ სამუშაო ალტერნატივები, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესატყვისებათ. ამასთან, შეძლებთ თქვენ ინტერესებთან კომბინაციაში მყოფი პროფესიული სფეროს დანახვას, ამისთვის საუკეთესო გამოსავალია შეავსოთ ჰოლანდის თვითსაკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ იფიქროთ, რომელი სამი სფეროა ინტერესთა ჰოლანდისეული კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე ახლოს
  2. პროფესიული სფერო და მიმართულებები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/hgdh.jpgრა არის პროფესიული მიმართულება ან პროფესიული სფერო? თუ სტუდენტი ხართ და უკვე არჩეული გაქვთ პროფესია, როგორ ფიქრობთ იდეალურია ის თქვენთვის? წინამდებარე ინფორმაცია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. შესაბამისი პროფესიული სფეროს არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ თქვენი არჩევანი გავლენას მოახდენს მთელ თქვენს ცხოვრებაზე. პროფესიული სფეროს არჩევისას უმჯობესი იქნება თუ რამდენიმე ფაქტორს გაითვალისწინებთ. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესია გამოარკვიოთ, რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ შერჩეული პროფესიული სფერო თქვენს ინტერესებს. ინტერესების შესაბამისი პროფესიული სფეროს არჩევა გავლენას იქონიებს: 1. განათლების ხარისხზე; 2. იმ ძირითადი პროფესიის არჩევაზე, რომელსაც შეისწავლით უმაღლეს სასწავლებელსა ან კოლეჯში; 3. სამსახურის ძიებისას; 4. შრომით კმაყოფილებასა და კარიერულ წარმატებაზე. თქვენთვის შესატყვისი პროფესიული სფეროს არჩევისას რეკომენდებულია ქვემოთ წარმოდგენილი საფეხურების გავლა: 1. გაარკვიეთ, რა არის „პროფესიული სფერო“ და „პროფესიული მიმართულება“ 2. შეავსეთ კარიერული ინტერესების კითხვარი 3. გამოარკვიეთ თქვენთვის შესაბამისი პროფესიული სფერო რა არის პროფესიული სფერო და პროფესიული მიმართულება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/airCie%20profesia1_0.jpgპროფესიული სფერო, იგივე კარიერული კლასტერი არის პროფესიების და ინდუსტრიის დარგების ფართო ჯგუფი, მაგალითად, ბიზნესი და ადმინისტრირება, ჯანდაცვა, მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვაჭრობა. ეს არის პროფესიათა მსხვილი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებულ პროფესიებს, დისციპლინებს, მეცნიერებებს. ა.შ.შ-ს განათლების დეპარტამენტმა გამოყო 16 მსხვილი პროფესიული სფერო, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და განსაზღვროთ, რომელი პროფესიული სფერო და მათი შემადგენელი რომელი პროფესია გაინტერესებთ და შეგესაბამებათ ყველაზე მეტად. კარიერული სფეროები იშლება პროფესიულ მიმართულებებად, მაგალითად, ჯანდაცვის სფერო შედგება ხუთი ძირითადი მიმართულებისგან. პროფესიული მიმართულება არის პროფესიული სფეროს შემადგენელი ნაწილი. თითოეული პროფესიული სფერო შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, რომელიც შინაარსობლივად მსგავს პროფესიებს აერთიანებს. მაგალითად, ჯანდაცვის მეცნიერებების (პროფესიული სფერო) ერთ-ერთი მიმართულება არის თერაპიული მომსახურება, რომელშიც შედიან რადიოლოგიები, ქირურგები, თერაპევტები, ექიმები და სხვა. აუცილებელი არ არის პროფესია მხოლოდ ერთ პროფესიულ სფეროს მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, ბუღალტერმა შეიძლება იმუშაოს ორ სხვადასხვა სფეროში: 1. ბიზნესი, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. 2. საჯარო ადმინისტრირება
  3. რა არის პროფესიული ინტერესები? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi.jpgპროფესიის არჩევის საწყის ეტაპზე თვითგამორკვევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარი ინტერესების გააანალიზებაა. ინტერესი - ეს არის სურვილი, მიდრეკილება, მოტივაცია, მოთხოვნილება გარკვეული საგნის ან მოვლენის მიმართ. პროფესიული ორიენტაციის კონტექსტში ინტერესი გამოხატავს ადამიანის მოწონებას გარკვეული საქმიანობის, მისი შინაარსის და ხასიათის მიმართ. თუ ინდივიდს მოსწონს სამუშაოს მახასიათებლები, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობა მიმზიდველი, საინტერესოა მისთვის და, შესაბამისად, ის ამ პროფესიაში უფრო მეტად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ავტორიტეტის მოპოვებას, წარმატების მიღწევას და, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იქნება საკუთარი სამუშაოთი. კარიერის დაგეგმვა იმთავითვე მოიაზრებს იმ პროფესიის არჩევას, რომელიც ადამიანს მოსწონს და რომლის კეთებაც გამოსდის. თუმცა არსებობს ინტერესების გარკვევასთან დაკავშირებული გარკევული სახის სირთულეები. ადამიანთან უმრავლესობას გააჩნია ინტერესების ფართო სპექტრი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოსთან თუ პროფესიასთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ინტერესი შეიძლება მხოლოდ ერთ პროფესიას უკავშირდებოდეს, ზოგიერთი კი საქმიანობათა მთელ სფეროს, რომელშიც უამრავი პოზიციაა თავმოყრილი. თუმცა, ინტერესის არსებობა კონკრეტული სფეროს მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ამ პროფესიაში წარმატების მიღწევისთვის საკმარისი უნარები და შესაძლებლობები გააჩნია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/interests.jpgმაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ ხალხის დახმარება, მაგრამ არ გქონდეთ შესაბამისი უნარები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ექიმი გახდეთ; თუ კონკრეტული საქმის კეთებით ხართ დაინტერესებული, არ ნიშნავს, რომ ამ ინტერესის გათვალისწინებით პროფესიის შერჩევის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოს შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ საკუთარი თავისთვის ტანსაცმლის შეკერვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკერავად მუშაობის შემთხვევაში მთელი სამუშაო დღის განვამლობაში კერვა მოგანიჭებთ სიამოვნებას.
  4. პროფესიული ინტერესების შეფასება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/profesiuli%20interesebi_1.jpgკარიერული შეფასების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ინტერესების შესაფასებელი ტესტები/კითხვარები. ამ შემთხვევაში გამოიყენებენ ისეთ პოპულარულ და აპრობირებულ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ჰოლანდის თვითსაკვლევი, სთრონგის ინტერესების საკვლევი კითხვარი, კუდერის პროფესიული საკვლევი და სხვა. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტების მთავარი ამოცანაა ადამიანისთვის პრიორიტეტული პროფესიული/კარიერული ინტერესების გამოყოფა. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტები ადამიანებს ეხმარება გამოყონ ისეთი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებული შეიძლება იყოს არასამუშაო და სამუშაო აქტივობებთან, სამუშაო გარემოსთან და აკადემიურ ცხოვრებასთან. ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტების ერთი ნაწილის შემთხვევაში, მიღებული ტესტური შედეგები უნდა შედარდეს იმ ადამიანების ტესტურ შედეგებს, რომლებმაც შეავსეს ინტერესების საკვლევი იგივე ტესტი და ეს წარმატებით დაეხმარათ პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში. გაეცანით საკითხავ მასალებს ინტერესების შესახებ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2015-Entrepreneurial-Psychology_0.jpgდღეისათვის არსებობს ინტერესების კატეგორიებად ორიგანიზების რამდენიმე მეთოდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი პროფესიული ინტერესები დაუკავშირონ კონკრეტულ პროფესიას, სამუშაოს თუ სამუშაო გარემოს. პროფესიული ინტერესების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისტემა შექმნილია ჯონ ჰოლანდის მიერ, რომელიც ადამიანის პროფესიულ ინტერესებს 6 მთავარ კატეგორიაში ანაწილებს: რეალისტური აქტივობები დაკავშირებულია ოფისის გარეთ მუშაობასთან და ისეთი დავალებების შესრულებასთან, რომელიც საჭიროებს ხელით მუშაობას; კვლევითი სამუშაოები დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტასთან; შემოქმედებითი აქტივობები მოიცავს ისეთი შემოქმედებითი და პერსონალური მახასიათებლების გამოვლენას, რომლებიც დაკავშირებულია წერასთან, მუსიკასთან და ხელოვნებასთან; სოციალური ინტერესები საშუალებას გვაძლევს ვასწავლოთ სხვა ადამიანებს და დახმარება გავუწიოთ მათ; ინიციატივიანი ინტერესები მოიცავს სხვების მართვასთან და დარწმუნებასთან დაკავშირებული სამუშაო დავალებების შესრულებას; საკანცელარიო ინტერესები დაკავშირებულია დაგეგმვასა და ორგანიზებასთან. გაეცანით ინფორმაციას ჰოლანდის თვითსაკვლევის შესახებ ჰოლანდის ინტერესების კლასიფიკაციას პროფესიული კონსულტანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. საკუთარი 3 ყველაზე პრიორიტეტული ინტერესების შეფასებით თქვენ იღებთ სამნიშნა კოდს, ხოლო ჰოლანდის პროფესიათა კოდების ლექსიკონის გამოყენებით შესაძლებლობა გაქვთ სამნიშნა კოდით შეარჩიოთ ის პროფესიები, სადაც თქვენთვის სამი ყველაზე პრიორიტეტული ინტერესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეავსეთ ჰოლანდის ტესტი რა გავლენას ახდენს ინტერესების შეფასება კარიერულ განვითარებაზე? - თაიას შემთხვევა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/career.jpgროგორც თაიას შემთხვევის ანალიზიდან დაინახავთ, ინტერესების საკვლევ ინსტრუმენტებს შეუძლია მოგაწოდოთ ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. საკუთარი ინტერესების შესაბამისი პროფესიის არჩევის შედეგად, შეგიძლიათ იკვლიოთ რა შესაძლებლობები არსებობს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში. დღევანდელ სამყაროში კარიერა და სამუშაო გვაკავშირებს დანარჩენ სამყაროსთან. რეალურად, საკუთარი პიროვნების გაანალიზება გვეხმარება ვიცოდეთ ვინ ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია ყველაზე უკეთ. რამდენჯერ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის „რომელია ჩემი ძირითადი პროფესია?“ ან „რისი კეთება გამომდის ყველაზე უკეთ?“. ასე რომ, ძირითადი პროფესიის არჩევა და კარიერული ბილიკის დაგეგმვა პირველი ნაბიჯებია საკუთარი პიროვნული იდენტობის ჩამოსაყალიბებლად.