Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება


Recommended Posts

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Seth said:

 

ნახეთ გერმანია სენიორ. გაცამტვერებული და ანგლო-საქსების ხელში 45-ში, ფიზიკურად ხელში ჰქონდათ. და შეადარეთ დღეს, როგორც თანასწორები ისე საუბრობენ. :)

  და სწორედ  ესაა ძირითადი სხვაობა დომინიონებს და კაცჭამია ურდოებს შორის.

 ერთმანეთთან ურთიერთობის გაწერილი წესები. 

ცივილიზაციაში ეს წესებია პოზიტიური, და ურდოებში ნეგატიური, უარყოფითი უკუკავშირი.

 და არა ის გავრცელებული აზრი, რომ ისინი ცუდებია არინ, ესენი კარგები.

პიროვნება პიროვნებაა ყველგან, სისტემის სტაბილურობას ერთმანეთთან ურთიერთიბის წესები არეგულირებს.

+   თავად ბებრებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი გერმანიის რეანიმაციაში.

 ამას პლიუს პრუსიული ელიტა კი გაწყდა საკმაოდ, მაგრამ მათი ნათესავები ავსტრიაში, ნიდერლანდები,  საფრანგეთიც, როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ წინააღმდეგბი აღმოჩნდნენ გერმანიის განულების.

 ბოლოს და ბოლოს მათი ფრონტმენი იყო, რაიხი და დიდი ამბები :)

და მათ როგორღაც მოახერხეს ამერიკის დარწმუნება ამაში.

  რასაც ჩერჩილი დიდ შეცდომად  თვლიდა და ბოლომდე სჯეროდა, რომ გერმანიის 8/16 საოკუპაციო ზონად დაყოფა და გადანაწილება იქნებოდა სწორი.

  მაგრამ ვერ გაიტანა თავისი იანკებთან, და პოტსდამის კონფერენციაზე უკვე სტალინს ეჩალიჩებოდა, რომ მისი პოზიცია დაეჭირა, მაგრამ ნაჰ ;დდ.

ამ ამბებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დონალდ ტრამპი დაიწყებს საჯარო წუწუნს, გერმანული ინდუსტრუა ამერიკისთვის საფრთხეაო ;დდ

 

 

 

 

Share on other sites

Guest Genetic Miracle
15 საათის წინ, Moor said:

"ყოვლისმომცველი დღის წესრიგი, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეძღვნება, 2025 წლისთვის 10 მთავარი მიზნის შერჩევას მოიცავს, თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში მკაფიო ვალდებულებებით.

ამ სფეროებში შედის 500,000 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი დახმარების გაწევა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3.000 კმ პრიორიტეტული გზების და რკინიგზის აშენება ან განახლება, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, ენერგიის მოხმარების შემცირება მინიმუმ 20%-ით 250,000 ოჯახში, უსაფრთხო წყალმომარაგებასთან წვდომის გაუმჯობესება და ჰაერის ხარისხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა შინამეურნეობების 80% -ში, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დამატებითი მხარდაჭერა, 70,000 სტუდენტის, მკვლევარისა და ახალგაზრდისთვის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

 

ტიპებმა ევროპასთან დასაახლოებლად, ჯერ სუფთა ჰაერი და წყალი გჭირდებათო :D

იოდის ნაკლებობაზეც რომ გაემახვილებინათ ყურადღება, უფრო დავაფასებდი ევროპას

Share on other sites

  • ფორუმელი

ევროკომისიის წინადადებები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში


078d6ad1-333a-47dd-abd6-467946cbcaf7_cx0

2 ივლისს ევროპის კომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმოადგენელმა საგარეო ურთიერთობებეისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა, წარმოადგინეს წინადადებები, რომლებშიც ლაპარაკია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტებზე.

გეგმა ემყარება ხუთ გრძელვადიან მიზანს, რომელთა შორის მთავარი ადგილი უკავია გამძლეობას, როგორც ეს 2020 წლის მარტში განისაზღვრა აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის.

ამ პოლიტიკას ზურგს გაუმაგრებს 2,3 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკისა და ინვესტიციის გეგმა. გარდა ამისა, ამ გეგმას 17 მილიონ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი ექნება.

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, პარასკევს წარმოდგენილი წინადადებები ხელს შეუწყობს დისკუსიებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის მომავლის შესახებ, მათ შორის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 2021 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

ყოვლისმომცველი გეგმის ყურადღების ცენტრშია მთელი რიგი საკითხები - ვაჭრობის გაზრდა; სამუშაო ადგილები; დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; მწვანე და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლისთვის ხელის შეწყობა; სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების განვითარება.

„აღმოსავლეთის პარტნიორობას კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც უპასუხებს დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ამავე დროს ის მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენი მუშაობის ყურადღების ცენტრში იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს თანამშრომლობაში კონკრეტული დადებითი შედეგებისთვის. ეს ეხება ბელარუსსაც, სადაც გვინდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა,“ განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

კომპლექსური დღის წესრიგი, რომლის ყურადღების ცენტრშია აღდგენა, გამძლეობა და რეფორმა, მოიცავს ათ უმთავრეს მიზანს 2025 წლისთვის და მკაფიო ვალდებულებებს თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ საკითხში. ისინი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა 500 ათასამდე მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა, 3000 კმ საავტომობილო და სარკინიგზო გზების მშენებლობა ან მოდერნიზება ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა, ბრძოლა კორუფციასთან, ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება 250 ათას ოჯახში და სხვ.

ახალი დღის წესრიგი ასევე შეიცავს წინადადებას, გადახედულ იქნეს აღმოსავლეთის პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურა, რათა ის შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ახალ პრიორიტეტებთან და სრულად შეესაბამებოდეს დასახულ ამოცანებს.

გეგმაში მონიშნულია პრიორიტეტული ინვესტიციები და განსაზღვრულია საფლაგმანო ინიციატივები, რომლებიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ერთად არის განსაზღვრული მათი პრიორიტეტების, მოთხოვნებისა და ამბიციების გათვალისწინებით.

აღმოსავლეთის პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივები საქართველოსთვის

1. კავშირუნარიანობა შავ ზღვაში - ევროკავშირთან კავშირის გაუმჯობესება მონაცემთა და ენერგიის სფეროში

2. სატრანსპორტო კავშირუნარიანობა შავ ზღვაში - ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება

3. მდგრადი ეკონომიკური აღდგენა - 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ შეღავათების სრულად მიღებაში

4. მოქალაქეთა ციფრული კავშირუნარიანობა - მაღალსიჩქარიანი ინფრასტრუქტურა 1000 დასახლებისთვის სოფლად

5. ჰაერის ხარისხი - უფრო სუფთა ჰაერი 1 მილიონამდე ადამიანისთვის თბილისში

საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ოფისის სამუშაო დოკუმენტში, "აღდგენა, გამძლეობა და რეფორმა: აღმოსავლეთის პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდეგ", რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, ნათქვამია, რომ საქართველომ სატრანსპორტო და ციფრული კომუნიკაციები დასახა საკვანძო პრიორიტეტებად (განსაკუთრებული აქცენტით შავ ზღვაზე) და ეს უმაღლეს დონეზე განიხილა ევროკავშირთან ერთად.

საფლაგმანო პრიორიტეტები სრულად არის ასახული 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამაში.

 

საფლაგმანო პრიორიტეტი 1: კავშირუნარიანობა შავ ზღვაში - ევროკავშირთან კავშირის გაუმჯობესება მონაცემთა და ენერგიის სფეროში

შავ ზღვაში კავშირუნარიანობას საქართველოსთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტის თანახმად, ეს საფლაგმანო პრიორიტეტი კიდევ უფრო მეტად მოახდენს საქართველოს ბაზრის ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსებით. ეს პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ კავკასიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და ევროპასა და აზიას შორის კავშირების დივერსიფიკაციას მოახდენს.

გეგმა მოიცავს ასევე ენერგოსექტორში ურთიერთკავშირის გაუმჯობესებას. შეისწავლიან საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყალქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემის მშენებლობის რენტაბელურობას. ამან შესაძლოა გაზარდოს ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება.

საერთო ჯამში ნავარაუდევია 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციები.

საფლაგმანო ინიციატივა 2: სატრანსპორტო კავშირუნარიანობა შავ ზღვაში - ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება

როგორც საქართველომ, ისე ევროკავშირმა შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირუნარიანობა გამოაცხადეს პრიორიტეტულ მიზნად. ევროკავშირისა და სამხერთ კავკასიის რეგიონის დაახლოებისკენ მიმართული ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯია პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი შავი ზღვის გავლით. გეგმა მოიცავს საბორნე კავშირების განვითარებას და პორტების მოდერნიზაციას.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და „გაუმჯობესებული კავშირები ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშროლმობას და გააძლიერებს საქართველოს როგორც ევროპასა და აზიას შრის ხიდის როლს“.

საერთო ჯამში ნავარაუდევია 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციები.

 

საფლაგმანო პრიორიტეტი 3: მდგრადი ეკონომიკური აღდგენა - 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ შეღავათების სრულად მიღებაში

საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. მათ ესაჭიროებათ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მოახერხონ საკუთარი პროდუქტის გატანა ევროპულ ბაზარზე, დაიცვან ევროკავშირის სტანდარტები, გააძლიერონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა და მოახდინონ ევროკავშირის ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირება. ეს საფლაგმანო პრიორიტეტი დახმარებას გაწევს ევროკავშირისა და საქართველოს შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საქმეში. ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორისკენ.

ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გათვალისწინებულია მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს გაუადვილოს სატესტო-საკვლევ ლაბორატორიებზე წვდომა, რათა მათ დროულად შეძლონ საკუთარი ნაწარმის ხარისხის შემოწმება.

ამ საფლაგმანო პრიორიტეტის ფარგლებში საერთო ჯამში ნავარაუდევია 600 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციები.

 

საფლაგმანო პრიორიტეტი 4: მოქალაქეთა ციფრული კავშირუნარიანობა - მაღალსიჩქარიანი ინფრასტრუქტურა 1000 დასახლებისთვის სოფლად

მაღალსიჩქარიანი საინტერენტო ქსელები საქართველოში ძირითადად ურბანულ რაიონებშია განვითარებული, სოფლის მოსახლეობას კი ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა აქვს. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, ეს წარმოქმნის უთანაბრობას და დისბალანსს ქალაქსა და სოფელს შორის. სოფელი რაიონების დიგიტალიზაცია მოსახლეობას ძირითად სერვისებზე წვდომასაც გაუადვილებს.

საამისოდ ევროკავშირს დაგეგმილი აქვს სოფლად ათასამდე დასახლებაში განავითაროს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. „ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აღდგენას, ხელს შეუწყობს ციფრულ ინკლუზიას ეროვნული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სტრატეგიის ფარგლებში. ის ასევე გამოხატავს საქართველოს ამბიციას, მოახდინოს საკუთარი თავის პოზიციონირება ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ ცენტრად,“ ვკითხულობთ დოკუმენტში.

მთლიანობაში ამ სფეროში 350 მილიონი ევროს ინვესტიციებია ნავარაუდევი.

საფლაგმანო პრიორიტეტი 5: ჰაერის ხარისხი - უფრო სუფთა ჰაერი 1 მილიონამდე ადამიანისთვის თბილისში

როგორც ევროკომისია შენიშნავს, ჰაერის ხარისხს საგანგაშო პრობლემად აღიქვამენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ურბანულ რეგიონებში. ევროკავშირი იმუშავებს საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე. გათვალისწინებულია მონიტორინგისთვის საჭირო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, „დაბინძურების წყაროების გამოვლენასთან ერთად თბილისში განხორციელდება კონკრეტული ინვესტიციები მწვანე და მდგრად ურბანულ ტრანსპორტში, მათ შორის საბაგირო ტრასპორტის ხაზებში. ეს ინვესტიცია, საბაგირო გზების სადგურების გარშემო გაჩენილ ახალ კომერციულ ცენტრებთან ერთად, მნიშვენლოვნად შეუწყობს ხელს სამანქანო ტრასპორტის შემცირებას, რაც თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.“

ამ სფეროში ნავარაუდევია 100 მილიონი ევროს ინვესტიციები.

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა 2009 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს ქვეყანას - აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

პარტნიორობა ვითარდებოდა პროგრამის ცალკეული წევრი ქვეყნის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე და იძლეოდა დიფერენციაციის საშუალებას.

2017 წელს შეთანხმდა დღის წესრიგი „20 შედეგი 2020 წლისთვის“. ევროკავშირის თანახმად, ამ გეგმის ფარგლებში აღმოსავლეთის პარტნიორობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია და გააუმჯობესა ადამიანების ცხოვრება.

შემდგომ დღის წესრიგზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო ფართო მასშტაბის კონსულტაციების საფუძველზე. პროცესში ყველა მონაწილე მხარე იყო ჩართული.

შედეგად მიღებულ იქნა ახალი დღის წესრიგი და პარტნიორობის ახალი ხედვა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია გამძლეობას და მოიცავს ხუთ გრძელვადიან პოლიტიკურ მიზანს. ესენია: ეკონომიკა და ურთიერთკავშირი, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, ეკოლოგიური და კლიმატური გამძლეობა, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები. ეს დღის წესრიგი აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერებთან შეხვედრაზე იქნა მოწონებული 2020 წლის ივნისში.

ევროკომისიის წინადადებებს პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადობის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილავენ აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Genetic Miracle said:

ტიპებმა ევროპასთან დასაახლოებლად, ჯერ სუფთა ჰაერი და წყალი გჭირდებათო

აი ტიპშა რო შანსი არაა არ მოგცემს მაგრამ თან ისეთი რესურსებიანი ტიპი ხარ რომ შენი ორბიტიდან გაშვებაც არ უნდა, ეგ სიტუაცია გვაქვს ზუსტად.

თანამედროვე დეითინგ თეორიაში ტრეინინგი ჭირდება მთელ საქართველოს :boli:

და თავმოყვარეობა.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
9 საათის წინ, Seth said:

ნახეთ გერმანია სენიორ. გაცამტვერებული და ანგლო-საქსების ხელში 45-ში, ფიზიკურად ხელში ჰქონდათ. და შეადარეთ დღეს, როგორც თანასწორები ისე საუბრობენ.

ვერ დაგეთანხმებით სენიორ. თანასწორი საუბარი გერმანიასთან კი არა მეც რომ დავუდგე წინ მეც ეგრე დამელაპარაკებიან სენიორ )))

მთავარი შიგნით რა ხდება, როგორც თქვენვე აღნიშნეთ

9 საათის წინ, Seth said:

ყველა პრობლემა გვარდება შიგნით და სხვა ან არ იცის, ან ჭორის დონეზე იცის.

ხოლო

9 საათის წინ, Seth said:

ჩემი ღრმა რწმენით ეგენი ძალიან დიდი ხანი ვერ იქნებიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლები.

მე ვგულისხმობდი დამოუკიდებელ მართვას სენიორ.

მაგალითად იაკობინელების საფრანგეთი ეს ბრიტანული მართვაა. ფრანგებმა შეძლეს მართვის დაბრუნება მაღალი კლასის გამო. თუმცა ეს ძაალიან ძვირი დაუჯდათ მათ შორის პლანეტის ჰეგემონობა დათმეს.

აქვთ თუ არა ამერიკელებს დღეს დამოუკიდებელი მართვა? ბევრი შეკითხვებია ამაზე სენიორ.

 

თუ ამერიკელები დამოუკიდებლები არიან მართვაში , მაშინ მათი ერთადერთი ამოცანა ევროპული ელიტების როგორც კლასის სრული ლიკვიდაციაა. როგორც კართაგენის სციპიოს მიერ და ბერძნების სულას მიერ.

 

ჩემი აზრით დღეს ამერიკელებს არ აქვთ დამოუკიდებელი მართვა, ეს ნიშნავს რომ გლობალური დაპირისპირება არის ბრიტანეთს და კონტინენტს შორის ხოლო ამერიკა ინსტრუმენტია რომელზეც ორივე მხარე მოქმედებს სათავისოდ. რომლის გადაწონის გადამწყვეტ მომენტში და როდის იქნება ეს მომენტი ძნელია რაიმეს თქმა.

ამერიკის  მართვის ამერიკელების მიერ ხელში აღების მცდელობა იყო პროექტი "ტრამპი",  მაგრამ ჩავარდა.

დღეს სავარაუდოდ დიდწილად ევროპული კონსორციუმი ფლობს.

 

ამერიკის დამოუკიდებელი მართვის მაგალითია პირველი ატლანტიკური ქარტია შტატებსა და ბრიტანეთს შორის რომელიც რამის ბრიტანეთის სრული განადგურებით დამთავრდა. ბრიტებმა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მაღალი კლასის მეშვეობით შეძლეს გამოძვრომა.

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

თანასწორი საუბარი გერმანიასთან კი არა მეც რომ დავუდგე წინ მეც ეგრე დამელაპარაკებიან სენიორ )))

თანასწორ საუბარში ყავასთან საუბარს არ ვგულისხმობდი სენიორ, და "ჩვენ" არ დაგველაპარაკებიან თანასწორად ყავასთანაც კი.

1 საათის წინ, Eric said:

მე ვგულისხმობდი დამოუკიდებელ მართვას სენიორ.

დიახ, მეც მართვაზე ვლაპარაკობ. მარტივი მაგალითით ვიმსჯელოთ - ექსონ მობილი და როიალ დაჩ შელი. ერთი ამერიკაა, ტეხასი, ალიასკა სა რედნეკები :დ მეორე ევროპა კოფე :დ სკინი fit ჯინსები და ველოსიპედი.

ექსონი 2-ჯერ დიდია და 2 ჯერ დიდი ფული აქვს ვიდრე შელს:დ 

 

მაგრამ,

 

ექსონის Ceo შელისგან დამოუკიდებლად მაინც ვერ მართავს თავის კომპანიას :) რატომ? იმიტომ რომ შელის მოქმედებებმა შესაძლოა განსაზღვროს ექსონის შემდეგი ნაბიჯები. მაგალითად გ. ტუნბერგი :დ შელი უფრო წინაა ვიდრე ექსონი, და ალბათ მასზე წინ მივა ფინიშთან.

ამიტომ დავუძახოთ ექსონს შელის პროექტი? ვერ დავუძახებთ იმიტომ რომ არ არის :დ ასევეა პირიქით შელიც ვერ იქნება (და არც არის) ექსონის პროექტი.

 

პ.ს. ასევე ერთმანეთის მოსისხლე მტრებიც ვერ გამოდიან,  საკმარისია გადავხედოთ მათ შეარჰოლდერებს :დ

Share on other sites

3 minutes წინ, Seth said:

ასევე ერთმანეთის მოსისხლე მტრებიც ვერ გამოდიან,  საკმარისია გადავხედოთ მათ შეარჰოლდერებს :დ

თუ ორი ელიტა (დავუშვათ) დამოუკიდებლები არიან მაშინ ორივე ერთმანეთის მოსისხლე მტრებია სენიორ. ჩემთვის ეს აქსიომაა.

ან ერთი უნდა დარჩეს ან მეორე. როგორც ელიტა უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი.

როცა სამია კიდევ უფრო რთულდება რათქმაუნდა.

თუ ერთერთი არაა დამოუკიდებული და მაშინ მისი შენახვა არავის ჭირდება და იქნება მხოლოდ ერთი და პირველი. დამოკიდებული ელიტა არ ნადგურდება და არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ მესამეც არის თამაშში და პირველობისთვის.

Share on other sites

ჩემი აზრით არსებობს სრულად დამოუკიდებელი ისტორიულად დადასტურებულად ))) რომ დაამტკიცეს, ჯენტლმენთა პირველი კლასის

1. ლონდონის კლუბი

2. პარიზის კლუბი

3. ვენის კლუბი.

აქედან 2 და 3 შეადგენენ EU -ს და ერთი კლუბის სახელით გამოდიან მაგრამ როდემდის არვიცი.)

გლობალურად გვაქვს ორი

GB და EU

 

და მესამე გლობალური ვაშინგტონის კლუბის ამჟამინდელი პოზიციები  საკამათოა, 

მთლიანობაში გვაქვს სამი პირველი კლასის კლუბი

US

GB

EU

 

აქედან ისტორიულად როცა მხოლოდ ორი რჩება ეს ყოველთვის დიდი ომია, სრული პაკეტით)

სამი მშვიდობაა მარა ისეთი მშვიდობა - ჰიბრიდული.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share