Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები

  •  03.07.2021 13:07
unnamed_cBL0xom.jpg

ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები უახლოეს წლებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს დღის წესრიგი ემყარება ხუთ გრძელვადიან მიზანს, რომელთა საფუძველი არის მდგრადობა, როგორც ეს 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის განისაზღვრა. მას გაამყარებს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით, 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით. ეს წინადადება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განხილვას, მათ შორის 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერასა და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებებების ხელშეწყობას.

აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს დღეს არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს და რომელიც მომავალსაც მოერგება. ჩვენი მუშაობის საფუძველი იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

„ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების სტიმულირებას და ზრდას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს. გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, მომავალში დემოკრატიული ბელორუსის მხარდაჭერის ჩათვლით. ეს ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას COVID-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის”, - აღნიშნა ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.

"ყოვლისმომცველი დღის წესრიგი, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეძღვნება, 2025 წლისთვის 10 მთავარი მიზნის შერჩევას მოიცავს, თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში მკაფიო ვალდებულებებით.

ამ სფეროებში შედის 500,000 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი დახმარების გაწევა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3.000 კმ პრიორიტეტული გზების და რკინიგზის აშენება ან განახლება, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, ენერგიის მოხმარების შემცირება მინიმუმ 20%-ით 250,000 ოჯახში, უსაფრთხო წყალმომარაგებასთან წვდომის გაუმჯობესება და ჰაერის ხარისხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა შინამეურნეობების 80% -ში, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დამატებითი მხარდაჭერა, 70,000 სტუდენტის, მკვლევარისა და ახალგაზრდისთვის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს.

რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს COVID პანდემიის შემდგომ სოციალურ – ეკონომიკურ აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას, ”უკეთესი აღდგენის” დღის წესრიგის გათვალისწინებით. გეგმა ასახავს პრიორიტეტულ ინვესტიციებს და განსაზღვრავს ფლაგმანურ ინიციატივებს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად განისაზღვრა მათი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და ამბიციების გათვალისწინებით.

წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის. პარტნიორობა განვითარდა თითოეული პარტნიორის ინტერესების, მისწრაფებების და წინსვლის შესაბამისად, რამაც საშუალება მისცა დიფერენცირებას, მაგრამ მოქნილი და ინკლუზიური გზით, საერთო და გლობალური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.

2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე -5 სამიტზე შეთანხმებული ამბიციური გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და ხალხის ცხოვრება გააუმჯობესა. მომავალ დღის წესრიგზე მუშაობა 2019 წელს ფართო და ინკლუზიური კონსულტაციებით დაიწყო. ამის შედეგად მიღებულმა ერთობლივმა კომუნიკაციამ: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება - აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის და საბჭოს გადაწყვეტილებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის პარტნიორობის ახალი ხედვა ჩამოაყალიბა - სიცოცხლისუნარიანობა, როგორც ძირითადი პოლიტიკის ჩარჩო და გრძელვადიანი პოლიტიკის ხუთი ამოცანა, რომელიც 2020 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე იყო აღიარებული (ეკონომიკა და კავშირები, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, ეკოლოგიური და კლიმატური მდგრადობა, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები).

 

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება

ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას

ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, Moor said:

მაგით მოიგეს ბოლშევიკებმა

:rolleyes:

39 minutes წინ, Moor said:

კავკასია ვერ იქნება მხოლოდ ევროპისთვის სასარგებლო ან  მხოლოდ ინგლისისთვის სასარგებლო.

კავკასია მხოლოდ ევროპის გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, დღეს არავის არაფერში (თავისთვის) სჭირდება, ვგულისხმობ ანგლო-საქსებს. ერთადერთი რითიც ეგ პატივცემულები არიან დაინტერესებულნი, არის ის რომ ბორბლებში გაუყარონ ჯოხი ვისაც საჭიროა და როცა საჭიროა :დ იმჰო

Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

ვგულისხმობ ანგლო-საქსებს.

სენიორ საკითხი დგას შემდეგში (იმჰო)  არის თუ არა სოფლელების კლუბი დამოუკიდებელი მოთამაშე?

თუ ხო, სხვა ვარიანტებია.

თუ არა, სხვა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Eric said:

დამოუკიდებელი მოთამაშე?

დამოუკიდებელი ვისგან ან რისგან?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

:rolleyes:

http://www.window2baku.com/001history_3.htm

დიახ, დიახ. როგორც ძია ლენინი გვასწავლის, ბაქოს ნავთობის გარეშე, ვერ გაქაჩავდნენ. 

2 საათის წინ, Seth said:

კავკასია მხოლოდ ევროპის გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, დღეს არავის არაფერში (თავისთვის) სჭირდება, ვგულისხმობ ანგლო-საქსებს. ერთადერთი რითიც ეგ პატივცემულები არიან დაინტერესებულნი, არის ის რომ ბორბლებში გაუყარონ ჯოხი ვისაც საჭიროა და როცა საჭიროა :დ იმჰო

ანგლოსაქსებს უფრო მეტი ინტერესები აქვთ კავკასიაში, ვიდრე მთელ ევროპას. ნომერ პირველი ინვესტორია აზერბაიჯანში, ბიპისია მთელი კავკასია. 

ახლა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა, რომ არ გავხდებით ოდესმე, მესმის, მარა ეგ გაჩხერა და ინტერესიც პირობითია და არც მაინცდამაინც ნეგატიურ აზრს ატარებს. 

 არც ევროპას ვჭირდებით ნამეტნავად (თავისთვის), მაქს, სამეზობლო ბუფერი შევქმნათ,  და სატრანზიტო დერეფნად გამოვდგეთ(  მაგრამ სატრანზიტო დერეფნებზე მნიშვნელოვანი რა ყოფილა დედამიწაზე?). გეოპოლიტიკურადაც, ბუფერების კონტროლი მნიშვნელოვანია, სასიცოცხლო ინტერესების მისაღწევად, ვიღაცის ან რაღაცის შესაკავებლად. მთელი აღმოსავლეთ ევროპის, ნატოს, ისრაელის, იაპონის დანიშნულება ეგაა, რომ ვიღაც ან რაღაც სადღაც შეაკავოს, გურჯისტანს რომ ჩვენი რა გვიკვირს. ევროკავშირიც მაგისთვის შეიქმნა.

ამ ინტერესებს რეგიონში მშვიდობის და კარგი მმართველობის ხელშოწყობით აპირებ, თუ ქაოსის ხელშეწყობით, ეგაა საკითხავი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Moor said:

დიახ, დიახ. როგორც ძია ლენინი გვასწავლის

:rolleyes:

17 minutes წინ, Moor said:

ანგლოსაქსებს უფრო მეტი ინტერესები აქვთ კავკასიაში, ვიდრე მთელ ევროპას. ნომერ პირველი ინვესტორია აზერბაიჯანში, ბიპისია მთელი კავკასია. 

დიდი ხანია აღარ არის ეგრე უკვე.

 

Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

დამოუკიდებელი ვისგან ან რისგან?

ევროპის ძველი ელიტებისგან.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ევროპის ძველი ელიტებისგან

რთული სათქმელია სენიორ, ინფორმაციის დეფიციტის გამო. თუმცა ჩემი ღრმა რწმენით ეგენი ძალიან დიდი ხანი ვერ იქნებიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლები. ეს ცივილიზაციური საკითხია პატივცემულო და მათზე არაა დამოკიდებული. 

მათ შორის ჩხუბიც იქნება, თავპირის მტვრევაც იქნება, კონკურენციაც იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ მათ შორის. მე ერთ-ერთი პირველი რაც დავინახე ამათში ღრმად DNA-ში გამჯდარი აქვთ ე.წ. privacy-ისის საოცარო ცნება. რაც არ უნდა მოხდეს შიგნით არ გიშვებს, უცხოელს არ ვგულისხმობ არც თავისიანს არ უშვებს. ყველა პრობლემა გვარდება შიგნით და სხვა ან არ იცის, ან ჭორის დონეზე იცის.

ეს კულტურის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია და ასევე იქნება მათი საზ-ბის ყველა ფენაში, რაც მაღლა მით უფრო აგრესიულად/სიღრმისეულად გამოხატული. 

ნახეთ გერმანია სენიორ. გაცამტვერებული და ანგლო-საქსების ხელში 45-ში, ფიზიკურად ხელში ჰქონდათ. და შეადარეთ დღეს, როგორც თანასწორები ისე საუბრობენ. :)

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   39 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 36 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(6)