Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
  •  03.07.2021 08:07
b_efKgkLu.jpg

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფიის წარსადგენად ემზადება, მიზანი რეგიონში ევროკავშირის როლის გააქტიურება და მეტი ჩართულობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მისივე ბლოგში წერს.

„რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ბორელი ამ საკითხს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და რუმინეთიდან, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ძალიან საჭირო ვიზიტი დაასრულეს. ისინი ჩემი სახელით ჩავიდნენ იქ ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნიშნად. მრავალი კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონში, სადაც ევროკავშირის ინტერესები რისკის ქვეშაა.

%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%

 

Europetime წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

საგარეო საქმეთა საბჭოში (Gymnich) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტები. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ დავავალე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამ მინისტრს, ჩასულიყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩემი სახელით. მათ თან ახლდა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მაიკლ ზიბერტი.

ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე მინისტრის ჩემი სახელით გამგზავრების პრაქტიკა სულ უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო რამდენჯერმე იმყოფებოდა სუდანში და ანგარიშს აბარებს ყველა წევრ ქვეყანას. ეს კარგი გზაა მიდგომის - „Team Europe" შესაქმნელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ადგილზე უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანი.

მოხარული ვიყავი, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ რეგიონში. აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასიამ ასეთი ვიზიტი და ევროკავშირის დღის წესრიგის მხარდაჭერა დაიმსახურა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნობით. მართლაც, მე მივესალმე იმ ქმედებებს, რომლებსაც ხელი შეუწყო საქართველომ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 12 ივნისს გაათავისუფლა 15 სომეხი დაკავებული, ხოლო სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები.

მინისტრებმა ამ ქვეყნების ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი გადასცეს:

ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირების გამყარების პარალელურად; ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობასა და ინკლუზიურობას.

სამხრეთ კავკასია არის რეგიონი ევროპისა და შუა აზიას გზაჯვარედინზე, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ რეგიონში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დაწყებული რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა.

სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სატრანსპორტო დერეფნების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ, რეგიონის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის როლი უნდა განვავითაროთ.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაშია გადაუჭრელი კონფლიქტები. 44-დღიანმა ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად, დაარტყა რეგიონს და შეცვალა რეგიონული ბალანსი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინებია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი იტვირთოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში.

ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირმა შუამავლობით მიიღო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2008 წელს და ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველოს უსაფრთხოებაში და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია ადგილზე 2009 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობით, ნდობის შენებისა და განმტკიცების უდიდესი კონტრიბუტორია.

ევროკავშირი პირდაპირ არასოდეს იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (საფრანგეთი, აშშ, რუსეთი) ხელმძღვანელობით განიხილებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი პასიურია: ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეებს ნდობის აღდგენის ზომების გამოყენებაში, როგორიცაა პროექტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, საზოგადოებრივ დონეზე განხორციელდა.

ჩვენ ასევე მჭიდროდ ვიყავით ჩართული გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს: მე ბევრჯერ ვესაუბრე ორივე ქვეყანაში კოლეგებს და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რათა კონფლიქტის დასრულებისთვის შემეწყო ხელი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა რჩება საუკეთესო გზა ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამასთან, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ძალისხმევას და მზად ვართ, უფრო მეტად ჩავერთოთ.

ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეგიონთან ურთიერთობისთვის არის აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამ პარტნიორს და ევროკავშირს. ეს არის ჩარჩო, რომელიც ეხმარება პარტნიორებს, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის კონფრონტაციული და შეუძლია, გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული გზებით, გააუმჯობესოს მმართველობა და შექმნას მეტი კავშირები პარტნიორ ქვეყნებში.

ახლა ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა გაგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატი, ხოლო საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მის, როგორც ასოცირებული ქვეყნის სწრაფვას.

ევროკავშირს აქვს ხედვა რეგიონისთვის შესათავაზებლად და ის არის სანდო რეფორმატორი პარტნიორი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არიან ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ შიშის და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ არამხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

სამი ქვეყნის ლიდერებმა შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ მათ სურთ, უფრო მეტი ჩართულობა რეგიონში. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კავშირის საკითხებში და რომ ისინი აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ამ ძალიან კარგი და დასაფასებელი ვიზიტის შემდეგ, მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ამ ვიზიტზე აზრთა გაცვლის დაწყებით, რომელიც მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, 12 ივლისს იგეგმება.

 

ps. 

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

  •  02.07.2021 16:07
1584564382-%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E

6-9 ივლისს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა.

„მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

=

ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება

  •  02.07.2021 16:07
1581861193-87025855_10216260400890422_59

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელი შეეწყობა დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს უპრეცედენტო გამოწვევებს, დღეს არსებულ შესაძლებლობებს და რომელიც მომავალზე მორგებულია. ჩვენი მუშაობისას ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.

=

 

ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა

  •  02.07.2021 16:07
peter-stano.jpg

ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.

როგორც სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა.

„დღეს ევროკომისიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს ინიციატივა, უახლოეს წლებში როგორ წავწიოთ წინ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. დღევანდელი ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას.

მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
24 minutes წინ, Moor said:

„რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“,

რა საჭიროა ამდენი ბლა ბლა მესიე ბორელლ

 

სელჯუკთა ფაშამ ბოსფორის გათხრა დაიწყო, ეს ნიშნავს რო ანგლოსაქსებისთვის დაკეტილი რეგიონი მალე სრულად გაიღება და რიდი მაგათ არ იციან სირცხვილი და ნამუსი არ ჰქონიათ ადათ ბაბადან)), შემოცვივდებიან ხამებივით შიგნი ) და მორჩა ეგ თქვენი სატრანსპორტო კორიდორები ჩინეთამდის და რუსებთან ხვევნა კოცნა მტლაშამტლუში

და მერე რა იქნება? რა და რო დეიწყებენ იქანე ტერორისტები არიანო აქანე ის რეჟიმიაო ეს დემოკრატიას მარილი აკლიაო და შეუნთებენ და შეუფითილებენ და მეყოლეთ კარგად.

 

ჰა გაინძერით ეხლა, მიდექ მოდექით სიცოცხლე გეტყობოდეთ ცოტა

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric ეგ ბოსფორის სრუტე რას ცვლის ჩვენთვის, ვერ ვხვდები. მონტროს ზავით, არაშავისზღვის წევრ ქვეყნებს ეზღუდებათ წყელბში შემოსვლა. მაშინ ეს ნიშნავდა რომ წყლებს სსრკ და თურქეთი იყოფდა.  ახლა როცა ბევრ სახელმწიფოა ამ რეგიონში, ეს ხელშეკრულება შესაძლებლობაა რეგიონის ქვეყნებისთვის, წყლებზე განვითარდნენ. ფლოტი შექმნან. ბრიტანელების მხრიდან უკრაინული ფლოტის შექმნაც ალბათ ამას ემსახურება. 

სხვა შემთხვევაში, შემოვიდოდოდნენ და დადგებოდნენ თვითონვე,  ფული რაღატო დაგახარჯონ? ან თურქეთს რაში ჭირდება უცხოური ფლოტები?

+ეგ სრუტე სამხედრო გემებისთვის მაინც არ იქნება საინტერესო, უბრალოდ თურქეთის სუვერენიტეტს გააძლიერებს და მონტროს ხელშეკრულების გადახედვის საკითხიც შეიძლება დადგეს, მარა ისე არ გადაიხედება, რუსეთმა და თურქეთმა თავისი ინტერესები რო დათმონ ალბათ. 

სავაჭრო გემებს ისედაც არ ეზღუდებოდათ შემოსვლა. 

 

 

 
Share on other sites

13 minutes წინ, Moor said:

 ეგ ბოსფორის სრუტე რას ცვლის ჩვენთვის, ვერ ვხვდები.

ბოლომდე ვერც მე ვხვდები სენიორ, მარა რახან რამდენიმე მილიარდს სდებენ სასწრაფოდ და სთხრიან

ესეიგი რაღაც რაღაცეებს ცვლის.

14 minutes წინ, Moor said:

მონტროს ზავით, არაშავისზღვის წევრ ქვეყნებს ეზღუდებათ წყელბში შემოსვლა. მაშინ ეს ნიშნავდა რომ წყლებს სსრკ და თურქეთი იყოფდა.  ახლა როცა ბევრ სახელმწიფოა ამ რეგიონში, ეს ხელშეკრულება შესაძლებლობაა რეგიონის ქვეყნებისთვის, წყლებზე განვითარდნენ. ფლოტი შექმნან. ბრიტანელების მხრიდან უკრაინული ფლოტის შექმნაც ალბათ ამას ემსახურება. 

მონტრეს ზავით ეგ ყველაფერი რეგულირდება ბოსფორის გავლით და შიგ არაფერი წერია სხვა ალტერნატიულ არხებზე.

ესეიგი ალტერნატიულ არხებზე ეგ კონვენცია არ მოქმედებს. კაზუისტიკაა.

16 minutes წინ, Moor said:

ან თურქეთს რაში ჭირდება უცხოური ფლოტები?

ვინ კითხავს მაგათ

 

16 minutes წინ, Moor said:

მარა ისე არ გადაიხედება, რუსეთმა და თურქეთმა თავისი ინტერესები რო დათმონ ალბათ. 

აბა საქართველომ რო დავთმოთ მაგიტო თხრიან იმოტოლა არხს? :gigi:

ვიღაც უფრო და ბევრად ძლიერს უთხრიან ფეხქვეშ

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Eric said:

მონტრეს ზავით ეგ ყველაფერი რეგულირდება ბოსფორის გავლით და შიგ არაფერი წერია სხვა ალტერნატიულ არხებზე.

 

არ მოქმედებს, მარა ვერ  გაქაჩავს ფიზიკურადო

 

 

 
Share on other sites

32 minutes წინ, Moor said:

მარა ვერ  გაქაჩავს ფიზიკურადო

ესეიგი ტყუილად თხრიან? ))

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Eric said:

ჰა გაინძერით ეხლა, მიდექ მოდექით სიცოცხლე გეტყობოდეთ ცოტა

ეგ მუსიე, ვერაფრით ვერ გაინძრევა სენიორ :)

რამდენიმე თვის წინ ლოთებმა მიასანქციეს - ნიშნავს ჩვენ მაგას არ დაველაპარაკებით.

3 კვირის წინ - ნემცებმა და ბაყაყიჭამიებმა ლოთებს ვილაპარაკოთო- ნიშნავს მაგ მუსიეს დედაცო:დ

2 დღის წინ - ბოტოქსიანმა ლოთმა კი კაცო ვიბაზროთო უთხრა ბაყაყიჭამიას. 

იმჰო, ჰოდა ტყუილად ფაფხურობს ეგ მუსიე.

1 საათის წინ, Eric said:

მონტრეს ზავით ეგ ყველაფერი რეგულირდება ბოსფორის გავლით და შიგ არაფერი წერია სხვა ალტერნატიულ არხებზე.

ესეიგი ალტერნატიულ არხებზე ეგ კონვენცია არ მოქმედებს. კაზუისტიკაა.

ეგრეა.

ეგ ახალი არხი დღევანდელი რასკლადით სერიოზული თავსატეხია ბებრებისთვის.

 

იმჰო

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 minutes წინ, Seth said:

ეგ ახალი არხი დღევანდელი რასკლადით სერიოზული თავსატეხია ბებრებისთვის.

მუსიე სეტ, და ამხელა ლოთები და ამხეელა ჩინა თუ მაგათთან არის ალიანსში რიღასი ეშინიათ ???

და უნდა უქნან დანარჩენებმა ??? 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   379 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 377 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(11)
    • Googlebot(1)
    • Chrome(16)