Jump to content
×
×
  • Create New...

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ეს კი ბატონო მარა 1918 შიც ეგრე შელაგდნენ და 21 ში უკან გამოალაგე

:rolf:   :up:

 

ზუსტად ეს ავღწერე წინა პოსტში, თ უ  დარეკავს პირობითი მაკკეინი გამოალაგებენ და უ. მხედარს თავსაც დაადგავენ (მე არ ვფიქრობ რომ ეს რეალურია) თუ არადა ვიქნებით ასე - აღარც ღმერთი... აღარც... რავი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ერთადერთი დასკვნა ამხელა ეპისტოლედან იყო ის, რომ გახარიას მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჩათლახობას გადადგომის წინ...

რაც, რატომღაც არცერთხელ არ უარყო და ისიც კი არ თქვა, რომ ქოცები უგონებენ დაკავების გადადების მოთხოვნას.

პ.ს. სხვა დანარჩენი ისედაც ცნობილია და რატომ იწუხებთ თავს ამხელა ფილარმონია იუზერობა გადაღეჭილის კიდევ ერთხელ გადაღეჭვით - ვერ გავიგე :wtf:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება „TV პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მმართველი ძალის დღევანდელ ხელმძღვანელობას მის პარტიასთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური და არც მორალური. „სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა“, - აღნიშნა მან და დააზუსტა, რომ ის გულისხმობს პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას და არა ბიძინა ივანიშვილს.

EF8D7E35-D8C9-48CE-A73D-4997F97769CE_w15

გახარიამ დაამატა, რომ მმართველი პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია. „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაშიო იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ამინდს ვინც ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ის, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა მსგავსი მძაფრი განცხადებები გაკეთებულიყო“, - თქვა მან.

გახარიას თქმით, ივანიშვილის განცხადების ტონალობა იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. „რა არის ახლა ამ განცხადებაში, მასში არის ორი საკითხი - გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე. გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ „ოცნება 2“, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალიდა ბელეტრისტიკა.

პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო „გაპრავებულად“ დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება“, - განაცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია "ქართული ოცნების" "სატელიტი" პარტია არ არის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს. ამ შინაარსის განცხადება მისი სახელით ფონდმა "ქართუმ" გაავრცელა.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ხმები დადის, - როგორც კი გახარიამ საკუთარი მოძრაობა/პარტიის დაფუძნება დაანონსა, ოცნებაში ატყდა ბიძინას გინებაო

მიზეზი : - ეს კაცი (ბიძინა) ახალ პროექტს ქმნის და ჩვენი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება უნდაო, თამაშგარე თუ ეყო და არ დაგვიჭირა ...

ამიტომ , გახარიას ბიძინას ეპისტოლე კი არა, სულ რომ ტელევიზორში ყველა არხზე გამოვიდეს ბიძინა და ღიად აგინოს ყოფილ პრემიერს, გახარიამ ცუდი არაფერი უნდა თქვას (და არც იტყვის) ბიძინაზეო, - ამით ოცნებაში ბზარს აფარტოებს და ეჭვებს ტოვებს ბიძინასა და ოცნებას შორისო ...

აი ასეთი ვერსია მოვისმინე ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
23 საათის წინ, kvipriane said:

ხმები დადის, - როგორც კი გახარიამ საკუთარი მოძრაობა/პარტიის დაფუძნება დაანონსა, ოცნებაში ატყდა ბიძინას გინებაო

მიზეზი : - ეს კაცი (ბიძინა) ახალ პროექტს ქმნის და ჩვენი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება უნდაო, თამაშგარე თუ ეყო და არ დაგვიჭირა ...

ამიტომ , გახარიას ბიძინას ეპისტოლე კი არა, სულ რომ ტელევიზორში ყველა არხზე გამოვიდეს ბიძინა და ღიად აგინოს ყოფილ პრემიერს, გახარიამ ცუდი არაფერი უნდა თქვას (და არც იტყვის) ბიძინაზეო, - ამით ოცნებაში ბზარს აფარტოებს და ეჭვებს ტოვებს ბიძინასა და ოცნებას შორისო ...

აი ასეთი ვერსია მოვისმინე ...

 

რაც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე რთული გამოსარიცხია, რომ გახარია ბიძინასგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

 

 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Say_or said:

რაც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე რთული გამოსარიცხია, რომ გახარია ბიძინასგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

საერთოდ რამდენი კამანდა ყავს მოდი ვთქვათ :

ღარიბას კამანდა, გაჩეჩილ-მდინარაძის კამანდა, კალაძე ვისთანაა ვერ გავიგე, და ეხლა გახარიას კამანდა გამოაგორა

ოპოში რაც გამოჩნდა , შემდეგ კამანდებში ურევია ხელი : ირმები, ხვიჩია-მეგრელიშვილი, ალბათ უტიფარი, და ცხენოსანი

არ ურევია ხელი მაგრამ თუ დაწირდა ყიდვა შეუძლია თუმცა ძალიან ძვირად :  ლელო და ევროსაქები

ებრძვის მიშიკოს მრევლს , რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს, აქედან მელაკუდას თავისი კამანდაც ყავს (ჯერ მხოლოდ კამანდა)

აი რაინდთან რა სიტუაციაა კაცმა არ იცის, არის ვარაუდების დონეზე რომ გაქაჩვის შანსი აქვს, მაგრამ მხოლოდ ვარაუდები 

ასეთ განლაგებას გადმოსცქერის ოლიმოზე აცოცებული ხიხო, და რა უნდა ქნას ??? რომელ რასკლადში აქვს შავი ხვრელი ???

ეს შიგნით, ხოლო გარეთ უფრო საინტერესო ამბები ხდება, - თუმცა გარეთ ყველას კუდს უქიცინებს, პატრონსაც და მტერსაც

ისმის ლეგიტიმური კითხვა, ზემოთჩამოთვლილი რასკლადიდან ვინმეს რამე შეუძლია ??? ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share