Jump to content
×
×
  • Create New...

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა

 

3 საათის წინ, Moor said:

გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.

თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი

 

3 საათის წინ, Moor said:

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი

მე რა ვერ გავიგე, ეს უცნაურცხვირიანი კაცი, ბანძების 1-ელი ნომერი იყო? იყო. პრემიერი იყო? იყო. ბანძებმა თვითონ აირჩიეს? აირჩიეს ---- ე.ი. რა გამოდის ბანძები ბანძები ყოფილან? 

 

გასაოცარია პირდაპირ :seth:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

ეს მათზე არაფერს კარგზე არ მიუთითებს არც იმ გაცილებით დიდ პროექტებში სენიორ

სავსებით შესაძლებელია სენიორ. თუმცა ეს არავითარ გავლენას არ ახდენს იმ ფაქტზე რომ ეგ პატივცემულები უფრო დიდი პროჟექტებით იყვნენ დაკავებულნი და ჩვენ მხოლოდ ცალ ფეხზე ვეკიდოთ.

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Seth said:

სავსებით შესაძლებელია სენიორ. თუმცა ეს არავითარ გავლენას არ ახდენს იმ ფაქტზე რომ ეგ პატივცემულები უფრო დიდი პროჟექტებით იყვნენ დაკავებულნი და ჩვენ მხოლოდ ცალ ფეხზე ვეკიდოთ.

ეს თავისთავად სენიორ.

მაგრამ ეგ ფაქტი ჩვენს გათვლებზე უნდა აკეთებდეს გავლენას

ნუ აქ ბადეზე მაინც )))

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Eric said:

მაგრამ ეგ ფაქტი ჩვენს გათვლებზე უნდა აკეთებდეს გავლენას

 

აკეთებს კიდეც. აგერ ბატონოჩემო, გამოვიცანით საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები? გამოვიცანით. ბოიკოტ/შესვლა-არშესვლა გამოვიცანით? გამოვიცანით 95% 

 

:seth:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
52 minutes წინ, Seth said:

აკეთებს კიდეც. აგერ ბატონოჩემო, გამოვიცანით საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები? გამოვიცანით. ბოიკოტ/შესვლა-არშესვლა გამოვიცანით? გამოვიცანით 95% 

 ეს კი ბატონო მარა 1918 შიც ეგრე შელაგდნენ და 21 ში უკან გამოალაგეს )))

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

 ეს ახალდამკვიდრებული მიმართულება "არავის წინააღმდეგ" ნიშნავს მკვდარშობილ პარტიას.

  "მე არავის წინააღმდეგ არა ვარ, კარგი ბიჭი ვარ და ცუდა არავისზე ვიტყვი"-- მზეობაა.

თუ მუხლები გიკანკალებს რაღას ეტენები. ანუ ბლეფობ:))

  არადეკლარილებული სამოქალაქო დაპირისპირება ისედაცაა ქვეყანაში, მეტი  ხმების დათვრების შანსი აქვს იმას ვინც რადიკალიზაციაზე წავა. (ყველას წინააღმდეგ)

აი ამის კვერცხები ვფიქრობ არ აქვს რაინდს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ეს კი ბატონო მარა 1918 შიც ეგრე შელაგდნენ და 21 ში უკან გამოალაგე

:rolf:   :up:

 

ზუსტად ეს ავღწერე წინა პოსტში, თ უ  დარეკავს პირობითი მაკკეინი გამოალაგებენ და უ. მხედარს თავსაც დაადგავენ (მე არ ვფიქრობ რომ ეს რეალურია) თუ არადა ვიქნებით ასე - აღარც ღმერთი... აღარც... რავი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ერთადერთი დასკვნა ამხელა ეპისტოლედან იყო ის, რომ გახარიას მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჩათლახობას გადადგომის წინ...

რაც, რატომღაც არცერთხელ არ უარყო და ისიც კი არ თქვა, რომ ქოცები უგონებენ დაკავების გადადების მოთხოვნას.

პ.ს. სხვა დანარჩენი ისედაც ცნობილია და რატომ იწუხებთ თავს ამხელა ფილარმონია იუზერობა გადაღეჭილის კიდევ ერთხელ გადაღეჭვით - ვერ გავიგე :wtf:

დროს კარგავენ, მის ფასს მერე იგებენ :painting:

Share on other sites

Posted (შესწორებული)

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება „TV პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მმართველი ძალის დღევანდელ ხელმძღვანელობას მის პარტიასთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური და არც მორალური. „სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა“, - აღნიშნა მან და დააზუსტა, რომ ის გულისხმობს პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას და არა ბიძინა ივანიშვილს.

EF8D7E35-D8C9-48CE-A73D-4997F97769CE_w15

გახარიამ დაამატა, რომ მმართველი პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია. „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაშიო იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ამინდს ვინც ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ის, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა მსგავსი მძაფრი განცხადებები გაკეთებულიყო“, - თქვა მან.

გახარიას თქმით, ივანიშვილის განცხადების ტონალობა იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. „რა არის ახლა ამ განცხადებაში, მასში არის ორი საკითხი - გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე. გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ „ოცნება 2“, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალიდა ბელეტრისტიკა.

პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო „გაპრავებულად“ დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება“, - განაცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია "ქართული ოცნების" "სატელიტი" პარტია არ არის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს. ამ შინაარსის განცხადება მისი სახელით ფონდმა "ქართუმ" გაავრცელა.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".

 
Edited by Moor

Now I can look at you in peace; I don't eat you any more :nah:
 

Share on other sites

  • ფორუმელი

ხმები დადის, - როგორც კი გახარიამ საკუთარი მოძრაობა/პარტიის დაფუძნება დაანონსა, ოცნებაში ატყდა ბიძინას გინებაო

მიზეზი : - ეს კაცი (ბიძინა) ახალ პროექტს ქმნის და ჩვენი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება უნდაო, თამაშგარე თუ ეყო და არ დაგვიჭირა ...

ამიტომ , გახარიას ბიძინას ეპისტოლე კი არა, სულ რომ ტელევიზორში ყველა არხზე გამოვიდეს ბიძინა და ღიად აგინოს ყოფილ პრემიერს, გახარიამ ცუდი არაფერი უნდა თქვას (და არც იტყვის) ბიძინაზეო, - ამით ოცნებაში ბზარს აფარტოებს და ეჭვებს ტოვებს ბიძინასა და ოცნებას შორისო ...

აი ასეთი ვერსია მოვისმინე ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share