Jump to content
×
×
  • Create New...

რა ხდება საპატრიარქოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Eric ანუ ახლა რაც ხდება რაინდს არტყამს და მის გამო?

2018 წლის მერე ლომჯარია არც შესულა არც უცდია შესვლა ბავშთა პანსიონატშიო...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2012-2021 წლებში ნინოწმინდის პანსიონს ბიუჯეტიდან 9,8 მილიონი გადაუხადეს. პრორურსი მეუფე სპირიდონი ბავშვებს მალავდა admin Fri, 06/04/2021 - 18:22

პანსიონი 2012 წელს დაარსდა და დღემდე ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.

2016-21 წლებში აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე (3 ძალადობა, 1 გაუპატიურება) არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

სახელმწიფო აფინანსებს პანსიონს, თუმცა მასზე მონიტორინგს ვერ და არ ახორციელებს.

დღემდე, 1 წლის განმავლობაში, პანსიონში სოცმუშაკს არ უშვებდნენ და აგრეთვე, მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა სახალხო დამცველს.

პანსიონში მხოლოდ მეუფე სპირიდონისადმი კეთილგანწყობილ მედიებსა და ორგანიზაციებს უშვებდნენ – პრორუსულ “ობიექტივს”, “ალტ-ინფოს” და სხვა.

თავად მეუფე სპირიდონი ლანძღავს დასავლეთს და მრევლს მოუწოდებს, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ.

საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი 2012 წლის 21 ნოემბერს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე პანსიონის ხელმძღვანელი გოჩა აბულაძე/ეპისკოპოსი სპირიდონია.

პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის სახელმწიფოს მიერ საპარტიარქოთვის გამოყოფილი თანხებიდან ფინანსდება. სახელმწიფო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს გადასცემს საპატრიარქოს. სწორედ ამ 25 მილიონი ლარიდან ფინანსდება აღნიშნული ბავშვთა პანსიონიც. დაარსებიდან, 2012 წლიდა დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რადგან სხელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე.

გარდა ფინანსური კონტროლის არარსებობისა, სახელმწიფო არც იმ სამართლებრივი კონტროლის მექნიზმებს იყენებს, რომელიც მას სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შესაბამისი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს. ამის პარალელურად ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ მათ ანგარიშებში საუბარი იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პანსიონი აღსაზრდელების მიმართ.

სახალხო დამცველის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ამას გარდა, 2020 ივნისიდან სოციალურ მუშაკს არ აქვს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისად ბიუჯეტის დაფინასნებაზე მყოფი პანსიონი ფაქტობრივად უკონტროლო დაწესებულებადაა ქცეული, სადაც მხოლოდ იმ მედიებს და ორგანიზაციებს უშვებენ, რომელიც მეუფე სპირიდინოს კეთილგანწყობით სარგებლობენ და ასეთია მაგალითად მედია კავშირი ობიექტივი, პრორუსული მედია ალტ-ინფო და სხვა.

აღსანიშნავია მეუფე სპირიდონის სიძულვისი ენით გამსჭუალული ქადაგებები, სადაც ის სიძულვილით და დამამცირებლად მოიხსენიებს სექსუალურ უმცირესობებს, ლანძღავს დასავლურ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს და მრევლს მოუწოდებს რომ უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ.

პანსიონის დაფინანსება წლების მიხედვით:

2012 - 1,940,000

2013 - 958,400

2014 - 958,400

2015 - 958,000

2016 - 958,000

2017 - 959,000

2018 - 959,000

2019 - 685,000

2020 - 685,000

2021 - 685,000

წყაროები:

საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი - 436683297

სახალხო დამცველის განცხადება https://bit.ly/3vT1hfZ

უჩა ნანუაშვილი https://bit.ly/3z1sizM

ბიუჯეტი https://bit.ly/3gaOTS4

რადიო თავისუფლება https://bit.ly/3wXQS2G

მეუფე სპირიდონას განცხადებები https://bit.ly/3ifPKmW

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-06/196040203_2968287250113372_8280170115593829829_n.jpegივნისი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მე რაც ვნახე, ძაან ტენდენციურად შუქდება. ომბუდსმენის წარმომადგენელმა, ძალადობა იკვეთებოდაო და რო ჩაეკიტხნენ, ხმას დაუწია, ბავშვი მოყვა რო ფსიქოლოგიურად ძალადობის ნიშნები იყოო. 

მერე რომელიღაცა სააგენტოს მონიტორინგის წარმომადგენელი შევიდა და რაციონს მრავალფეროვნება აკლია და ბავშვები აგარაკზე არ მიყავთ დადგენილი ნორმების მიხედვითო. ნუ, ოკ, დარღვევაა, მარა გაუპატიურება და ძალადობა რავი. 

ხო სპირიდონ ჯოჯუა ახსენეს კიდე,   მაგას მართლა ადანაშაულებდა რომელიღაც ოჯახი  ბავშვზე სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, მარა არ უხსენებიათ,  რომ  სხვა ეპარქიაში მოხდა წლების წინ ინციდენტი და არა მანდ. 

ესეც მაგარი თემაა, მერე მანდ გადაიყვანეს ისევ ბავშვებთან :drug:

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

ხო სპირიდონ ჯოჯუა ახსენეს კიდე,   მაგას მართლა ადანაშაულებდა რომელიღაც ოჯახი  ბავშვზე სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, მარა არ უხსენებიათ,  რომ  სხვა ეპარქიაში და არა მანდ. 

ხო ეგ ხაზგასმული იყო იმ კონტექსტში, რომ ამ პანსიონს ესტუმრაო მგონი, რავიცი რა მერევა მაგათი სახელები? და შედეგი რა დაიდო )) 6 თვეში ისევ შემოწმდება პანსიონი და ახვა მხრივ ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავენ რომ ლიცენზია ჩამოართვან?ვინ რას ველოდით

Share on other sites

  • ფორუმელი

 

 

9 საათის წინ, Eric said:

ისიც შესაძლებელია რომ ნინოწმინდის პანსიონატში პორნოსტუდია აქვთ მოწყობილი და წამების მანქანები უდგიათ სარდაფებში სადაც ღამღამობით მათრახიანი მამაოები და კოლგოტკიანი დედაოები ორგიებს მართავენ ბავშვებზე რიტუალებით

სრულიად შესაძლებელია.

მარა პირდაპირ ამაზე აპელირება

და პირდაპირ ამ ფაქტის თითქმის კონსტატაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არის სხვა არაფერი თუ არა - პოლიტიკური შეკვეთა.

 

მუეძინმა დაამღერა

დაბლა წაკუზულმა ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა ყურებზე ხელები აიფარეს და აყვნენ ...

 

.... გააგრძელე საქართველოს ისტორია ...

 

:lol:

 

 

ps. თემები დაიმერჯა. 

1 minute წინ, კარქი გოგო said:

ხო ეგ ხაზგასმული იყო იმ კონტექსტში, რომ ამ პანსიონს ესტუმრაო მგონი, რავიცი რა მერევა მაგათი სახელები? და შედეგი რა დაიდო )) 6 თვეში ისევ შემოწმდება პანსიონი და ახვა მხრივ ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავენ რომ ლიცენზია ჩამოართვან?ვინ რას ველოდით

შენ რას ელოდი?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Moor said:

 

 

:lol:

 

 

ps. თემები დაიმერჯა. 

შენ რას ელოდი?

ველოდი იმას, რაც მოხდა 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
5 საათის წინ, Mulan said:

ანუ ახლა რაც ხდება რაინდს არტყამს და მის გამო?

რაინდის სავარაუდო ელექტორატს.

imho

 

პოლიტიკური სივრცე სრულიად განაწილებულია და განსაზღვრული შვიდი წყება მავთულხლართებით შემოღობილი დიიდი პროჟექტორებით განათებული და სადარაჯო კოშკებზე მძიმე ტყვიამფრქვევებით დგანან 

შიგნით მოძრაობა საშვებით ხდება და ბარაკიდან ბარაკში გადასვლაც დიდი პრობლემაა და გარედან შესვლა საერთოდ შეუძლებელი ჰაერში ცხრილავენ ცერბერები

ჰოდა ეს მწუხარე სახის რაინდი რო შებღოტიალდადა / მავთულხლართებზე გადაძვრა  განგაში ატყდა ... :gigi:

 

აბა სადაა მღვდლების გაუპატიურებული ბავშვი?

სადაა მღვდლების ცემით მოკლული ბავშვი?

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

ოდა ეს მწუხარე სახის რაინდი რო შებღოტიალდადა / მავთულხლართებზე გადაძვრა  განგაში ატყდა

რა ხმებზე უნდა დაჯდეს ეს უთავო მხედარი პატივცემულო?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share