Jump to content
×
×
  • Create New...

რა ხდება საპატრიარქოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში


Recommended Posts

  • ფორუმელი

@საწყალი ოსვალდო რიოსი შენ რომ უხდი 25 მლნს ცოტაა?

 

@Eric ხო უცნაურად ამოწიეს ეს თემა მაინც და მაინც ახლა... მაშინ ციხის კადრები ახლა ბავშვები... სენსიტიური თემაა რომლის წამოწევაც და საზოგადოების აფეთქება  არის შანსი ამით მოხდეს... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

მიშაც მასე იყო, ყოველ დღე ბავშვებს ჭამდა ;)

არ მჯერა რომ არაფერი ხდება მსგავსი, აი თქვენ ვისაც გწამთ რომ გადაცდომებს ადგილი არ აქვს, თქვენი კი მიკვირს! 

 

 

 

Share on other sites

Guest Genetic Miracle

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ პანსიონიდან წასვლის შემდეგ მიმართეს.

პანსიონს, სადაც დაახლოებით 50 აღსაზრდელია, ეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე ორჯერ უთხრა უარი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლაზე. „იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში, ეს არის უმძიმესი დანაშაული… მე მათ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა სპირიდონმა 17 აპრილს, პირველი უარიდან ორ დღეში.

მოგვიანებით, 14 მაისს გამართული მსახურებისას, მან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და მას „ბრმა“ და „ყრუ“ უწოდა. „ვინ უნდა შეამოწმო, შენი თავის ვერ გაგიგია კაცი ხარ, თუ ქალი ხარ“, – მიმართა მას ეპისკოპოსმა სპირიდონმა.

თავდაპირველი უარის შემდეგ, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მონიტორინგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, თუმცა 19 მაისს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში კვლავ არ შეუშვეს. ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია რაიმე ზომები სახალხო დამცველის მონიტორინგის წარმომადგენლების პანსიონში შესაშვებად.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2 ივნისს განაცხადა, რომ ბოლოს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები პანსიონს 2018 წელს სტუმრობდნენ. მაშინაც, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პანსიონის პერსონალმა მათ დაწესებულება დაატოვებინა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ, რომ ბავშვებისთვის ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ.

 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაწესებულება რეგულირების სააგენტომ ორჯერ შეაფასა და აღმოჩენილ დარღვევებს შორის იყო – ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ 2 ივნისს განაცხადა, რომ 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში მის უწყებას პანსიონის შემოწმების უფლება არ მისცეს და ამის მიზეზად კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები დაასახელეს. მისივე თქმით, მას შემდეგ მათთვის დაწესებულის კარი ღიაა.

მან გაიხსენა, რომ სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან, ორი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მანვე განმარტა, რომ საქმე ეხებოდა ძალადობას ორი არასრულწლოვნის მიმართ დაწესებულების სხვა ბენეფიციარების და არა თანამშრომლების მხრიდან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს მოკლე განცხადება გამოაქვეყნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე გამოძიებების დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდა, რათა „არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“.

მანამდე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკითხზე 2 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ისაუბრა.

მისი თქმით, ეპისკოპოს სპირიდონს, შესაძლოა, საკუთარი არგუმენტები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეუბნებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში შეშვებაზე უარს. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჰქონდა თუ არა ეპისკოპოსს მონიტორინგზე უარის თქმის უფლება.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა სავარაუდო ინციდენტები გამოძიების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დამტკიცებულ ფაქტებად წარმოაჩინა. მისივე თქმით, იგი შეეცდება ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში შესვლაში დაეხმაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „დარწმუნებული ვიქნები, რომ მას უკვე არ აქვს დაწერილი ის დარღვევები, რომლებიც ჯერ თვალით არ უნახავს“.

პოლიტიკოსების რეაგირება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ 3 ივნისს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ნებისმიერ იმ დაწესებულებაში შევიდეს, სადაც არასრულწლოვნები არიან განთავსებულნი. მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხი საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციით გადაწყდება. „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“, – დასძინა მან.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა და მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს, რომ სათანადო ზომები მიიღონ არასრულწლოვნების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად.

მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს საღამოს პროკურატურის წინ აქცია დააანონსა. მისი თქმით, ხალხმა აქციები ყოველდღე უნდა გაიმართოს, სანამ ბავშვებს „ტყვეობიდან“ არ დაიხსნიან.

„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია“, – განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, „პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ, პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში“.

ასევე წაიკითხეთ:

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვერ გავიგე უშვებენ ომბუდსმენს თუ არა? 

საერთოდ რა ხდება ?

რატო გაახსენდათ ახლა? საჭირო დროა?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

https://tabula.ge/ge/news/668266-meupe-spiridoni-sakhalkho-damtsvelze-ratom-unda

 

რატომ უნდა შემოვუშვა? ამ ბავშვების ცოდვაში გავეხვე?" - ამბობს სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეშვებაზე.

"არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ. ფაქტიურად, ამის ნამდვილი მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია. გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და საშინელ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ და ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა. 

მე რატომ უნდა შემოვუშვა? თქვენ თუ თქვენს შვილებთან არ შეუშვებთ და არ გაარყვნევინებთ საკუთარ შვილებს, ეს ბავშვები მე გავზარდე აქ, ჩემი შვილები არიან, რატომ უნდა შემოვუშვა? ამ ბავშვების ცოდვაში გავეხვე? ამას სიკვდილი მირჩევნია". - ამბობს მეუფე სპირიდონი ობიექტივთან ინტერვიუში.

 

:facepalm:

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
55 minutes წინ, Mulan said:

ხო უცნაურად ამოწიეს ეს თემა მაინც და მაინც ახლა... მაშინ ციხის კადრები ახლა ბავშვები... სენსიტიური თემაა რომლის წამოწევაც და საზოგადოების აფეთქება  არის შანსი ამით მოხდეს... 

მეჩეთში (ფორუმ.გე) გარკვეული მიძინებული მოლების (უზერების) გააქტიურება ლაკმუსის ქაღალდივითაა ჩემთვის. და მერე აყვება ხოლმე წვრიფლეხა მრევლი.

რატომ მიმაჩნია რომ პოლიტიკური შეკვეთაა.

ე.წ "ბავშვის გაუპატიურების საქმე" 5 წელია თაროზე დევს და ეხლა 'ვიღაცამ' მიაწოდა ინფო სახალხო დამცველს რომელიც გადაირია და იმაზე კი არ დაფიქრდა, რას ნიშნავს ბავშვის გაუპატიურების ფაქტი? რას ქვია თაროზე დევს? რა საქმეა? ვის ესბარა საქმე? ვინ იძიებდა და ვისი მითითებით შემოდეს თაროზე?

ამის მაგივრად ამქარი აფრინა ნინოწმინდის პანსიონატში და შექმნა აჟიოტაჟი თითქოს

იქ პანიონატში წყება წყება აუპატიურებენ ბავშვებს ან პორნოსტუდია აქვთ მოწყობილი - > ეს იყო მესიჯი.

შემედეგ

გაუპატიურების ფაქტი გასაგებია, მაგრამ იმის გარდა რომ არ ვიცით საქმეში რა დევს,

არ ვიცით იქნებ უფრომა კლასელმა იძალადა უმცროს კლასელზე? ან თანატოლმა თანატოლზე? არვიცით ხო?

მაგრამ მესიჯი მოგვეწოდა -> მღვდლები ბავშვებს აუპატიურებენ = ესე გაიგო უმრავლესობამ და ამას აჟიტირებენ მეჩეთში

 

კორუფციასთან ბრძოლას რაც შეეხება ეს გასაგებია უბრალოდ სასაცილაო რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონით იწყებენ :)))

თორემ ეჭვიც არ მეპარება სასადილოს მზარეულიდან ზევით ყველა რაზეც ხელი მიუწვდება რომ იპარავს.

მარა სვანეთიდან ქიზიყამდის ესეა და ბევრად მნიშვნელოვან ობიექტებში (კონტროლის თვალსაზრისით)

 

ბავშვთა ცემას რაც შეეხება არც ამაში მეპარება ეჭვი , ჩემს ბავშვობაში გვიბათქუნებდა ზოგიერთი მასწი ორი მიზეზის გამო

აგრესიული იყო და უფლება ჰქონდა და + სხვანაირად ჩვენი შეჩერება შეუძლებელი იყო.

ამიტომ აქაც გასარკვევია რა

ბავშვების მიმართ ადგილი აქვს მიზანმიმართულ სადისტურ ქცევას? თუ წამოთაქებას სპეცხასიათის ბავშვების მიმართ?

 

არც ამას ვამართლებ, ბავშზე ხელის აწევა არ შეიძლება

მაგრამ ამ ფორმულის სრულად მისაღებად ორი რამაა საჭირო

1. ჩრდილო ევროპელი მასწავლებლები და

2. ჩრდილო ევროპელი ბავშვები:gigi:

 

თორემ აგერ ჩემი ახლობლის შვილის კლასში ხელს ვერ ადებენ და ვერაფერს უშვრებიან რადგან კანონი არ არსებობს არანაირი

და ამის გამო ერთი სპეცხასიათის ბავშვი გაკვეტილების დროს მერხებზე ადის და ფეხით დადის და დასდევენ და ეხვეწებიან ჩამოდიო

ვერაფერს ეუბნებიან მამიკოს გამო და კიდევ - ბავშვზე ხელის დადება არ შეიძლება და თუ ხელის მოკიდება გაბედეს დედას აგინებს ყველას.

ამის გამო კი დანარჩენი ბავშვები სწავლის პროცესს რჩებიან რადგან ერთი ღრიანცელი და ხორხოცია ამ დროს და ხშირად მთელი გაკვეთილი ცდება.

 

ისიც შესაძლებელია რომ ნინოწმინდის პანსიონატში პორნოსტუდია აქვთ მოწყობილი და წამების მანქანები უდგიათ სარდაფებში სადაც ღამღამობით მათრახიანი მამაოები და კოლგოტკიანი დედაოები ორგიებს მართავენ ბავშვებზე რიტუალებით

სრულიად შესაძლებელია.

მარა პირდაპირ ამაზე აპელირება

და პირდაპირ ამ ფაქტის თითქმის კონსტატაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არის სხვა არაფერი თუ არა - პოლიტიკური შეკვეთა.

 

მუეძინმა დაამღერა

დაბლა წაკუზულმა ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა ყურებზე ხელები აიფარეს და აყვნენ ...

 

.... გააგრძელე საქართველოს ისტორია ...

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

რატომ დაკეტეს კარი თუ რიგზე აქვთ ყველაფერი შიგნით? არ მგონია ზედმეტ თავის ტკივილად უღირდეთ თუ უბრალოდ პრინციპზე დგანან და  არ აპირებენ ვინმე შიგნით შეაჭყიტონ. საპატრიარქოს გარემოცვა იმდენად მე მებინძურება ბოლო დროს, არ მგონია გამოგონილ ამბებთან გვქონდეს საქმე ამ შემთხვევაშიც და როგორ ნერვების მომშლელია ასეთი ბრალდებების დროს, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებიდან ვინმე გამოვიდეს და თქვას -  გავაკეთებთ ყველაფერს და დამნაშავეები დაისჯებიანო, მხოლოდ ნაციონალები დგანან ისევ კამერებთან.

 

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

3 საათის წინ, კარქი გოგო said:

მხოლოდ ნაციონალები დგანან ისევ კამერებთან.

))

რაინდის შემოსვლა პოლიტიკაში ვიღაცვიღცეებს გარკვეული ხმების რაოდენობა დაკარგვად დაუჯდებათ, მომენტ შანსიც აქვს ერთიანად წალეკოს ყველა თუ მოინდომა არვიცი.

აი ამ პოლიტიკურ სივრცეს კი რაც დალაგებულია და ამდენი იბრძოლეს პროცენტ პროცენტ აწიწკნეს ერთმანეთს ივაჭრეს იჩხუბეს წყლით წუწეს ევროპელები არბენინეს და ეხლა რაინდი უნდათ?

რათქმაუნდა არა, არცერთს არ უნდა ))

ამიტომ მიდის რაინდის ელეკტორატზე დარტყმა ინფორმაციული ობიექტების შექმნით.

სულ ესაა.

კიდევ ბევრს ვიხილავთ.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share