Jump to content
×
×
  • Create New...

იოანეს სახარება. თავი პირველი. - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით.


Recommended Posts

  • ფორუმელი
9 minutes წინ, mikheil said:

ეს აზრი არ მაქვს არგუმენტებით გამყარებული. უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი თეორიის ნაწილია. თუ რამე ნიშნებას დავუკავშირებ და ფაქტები დაემთხვევა, ამ შემთხვევაშიც ვერ იქნება დამაჯერებელი ფართო მასებისთვის. ერთი რამ ფაქტია: თუ ხელოვნურ ინტელექტს მოვათავსებთ ადამიანის ტვინში, მას მიეცემა უსაზღვრო აზროვნების შესაძლებლობა. პლუს ამას ადამიანური უფლებები. ანუ გამომწყვდეული აღარ იქნება ასეთი გონი და ადამიანის სხეულის წყალობით ლეგიტიმურად მოიპოვებს მმართველობას. აი ასეთი აზრიც მაქვს, თუმცა ამას არ ვამბობ მტკიცებით ფორმაში. 

იმისათვის რომ ეს გავარკვიოთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ არის კი სამყარო ვინმეს შექმნილი და თუ არის რა წესები გაავრცელა თავიდან ადამიანთა შორის ... ანუ პირველსაწყისი რელიგია, თუ როგორ ვთქვა, ადამიანთა შორის ურთიერთობებს პირველსაწყისად რა დაუდო საფუძვლად ???

ამის გარკვევა დღეს საკმაოდ ძნელია თუ შეუძლებებლი არა, ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება მაგრამ ჩვენი ცოდნის, ისტორიის და გონივრული ეჭვის საფუძველზე გარკვეული ვარაუდების გაკეთება ნამდვილად შეიძლება

დავიწყოთ იქედან რაც ვიცით

ვიცით, რომ ღმერთი უცვალებელია იმდენად რამდენადაც იგი აბსულუტური სისავსეა და ამიტომ (რადგან აბსოლუტია)  ვთქვათ, რასაც ამბობდა პირველ საუკუნეში , იგივეს იტყოდა 50-ე საუკუნეში ჩვენს ერამდე და იგივეს ამბობს დღესაც , - წესით ასე უნდა იყოს , - თავად უფალი როდესაც ქადაგებდა და ასწავლიდა , ამას იქმოდა ყოველგვარი ანგარების გარეშე, პურსა და თევზს გასცემდა ასევე ანგარების გარეშე და ეხლა ვნახოთ რას მოუწოდებს იგი მისდამი შედგომილებს ან ამის მსურველებს : - მოთხოვნა უფლისა ყველაზე კარგად სჩანს ლუკას სახარების 18-ე თავში როდესაც მასთან მდიდარი ყმაწვილი მიდის და ეკითხება : - რა მოვიმოქმედო რომ საუკუნო სასუფეველი დავიმკვიდროო ?  ნახეთ რას მოითხოვს მისგან უფლაი                                                  სახარება ლუკასი თავი 18

და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?                        ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.                                                                              მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.                                           ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.                                                                                                                            ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.                                                                                                                                                                                                       და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.                                                                                                        ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე!                            -   ხედავთ რას მოითხოვს ?   : - მიეც გლახაკთა საწურჭლე , ათავისუფლე მონები ... ან იგივე : - რასაცა გასცემ შენია ... მასთან მისვლის საფუძველი თურმე გაცემა, სიქველე ყოფილა ...  მოდით ეხლა ვნახოთ, წარსულსი არის მზგავსი რამ სადმე ???             

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

არიან ასეთი მკვლევარები რომლებსაც ანტროპოლოგებს უწოდებენ, რომლებიც იკვლევენ ძველი ხალხების, აბორიგენების ყოფა-ცხოვრებას და წეს-ჩვეულებებს , ადრე ანტროპოლოგები ეყრდნობოდნენ მოგზაურთა გადმოცემებს ამა თუ იმ ხალხის სესახებ, პირველი ანტროპოლოგი რომელმაც თვითონ იმოგზაურა და ღირებული ინფორმაცია დაგვიტოვ გახლდათ პოლონური წარმოშვების ინგლისელი პროფესორი ბრონისლავ მალინოვსკი, რომელმაც იმოგზაურა ახალი გვინეის კუნძულ ტრობრიანდზე და ინ მიაკვლია "კულას", შემდეგი გახლავთ მარსელ მოსი , რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომის კვაკიუტების წეს-ჩვეულებები და ტრადიციები გამოიკვლია და მათ რიტუალებში მიაკვლია "პოტლაჩს" , შემდეგ სხვა მოგზაურების ჩანაწერთა გაანალიზებით, რომლებიც ეხება კანარის კუნძულებს, ავსტრალიისა და განსაკუთრებით ახალი ზელანდიის ტომს მაურის, დაადგინეს რომ მიუხედავად უდიდესი ტერიტორიული დაშორებისა , ყველა ამ დაბალი განვითარების ხალხებს(როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ) საფუძვლად არმოაცნდათ ერთიდაიგივე რამ - გაცემა , სიქველე, - სწორედ ისეთი სიქველე რომელსაც ქრისტე მოითხოვდა ზემოთ მოყვანილ სახარების ტექსტში ყმაწვილისაგან : - გაყიდე ყველაფერი, დაურიგე ღარიბებს და მე შემომიდექიო !!!

საინტერესოა ისიც, რომ : ანტროპოლოგების კითხვაზე, თუ საიდან , ვინ დაუდოთ საფუძვლად გაცემა, სიქველე , ყველა დაბალი განვითარების ტომს ერთიდაიგივე პასუხი ქონდათ : - რომ, ასეთი წესი დადგენილია ღმერთის მიერ, ღვთის დამოკიდებულების მიხედვით ადამიანების მიმართ, რომ ის (ღმერთი) სწორედ ასე იქცევა და იმისათვის რომ მიემსგავსო მას, საჭიროა შენც გასცე ... მაგალითად კვაკიუტებტან "პოტლაჩის" დროს ასეთი წესია, რომ მაქსიმალური უნდა გასცე, რაც მეტს გასცემ მით უფრო დაფასებული ხარ , ანუ მივედიტ ისევ იქ : - რასაცა გასცემ შენია

ყველაფერი ის რაც ზემოთ მოგითხრეთ აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ , ძალიან საინტერესოდ ყველა  უკრაინის ერტ-ერტი უნივერსიტეტის პროფესორია ეს გოგონა :  1:05:20 წუთზე საერტოდ საოცრებას ამბობს

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ანუ, თურმე, - სამყაროს შემომქმედის მიერ დედამიწაზე დანერგილი რელიგია (თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ) ყოფილა დამყარებული უანგარო  ქველმოქმედებაზე  და იგი ქართულად ასე ჟღერს : - რასაცა გასცემ შენია ... ესაა პირველსაწყისი პირობა იმისა რომ, შენ გინდა გახდე ღვთის მზგავსი !!! და ესაა მთავარი პირობა ადამიანის შინაგანი განვითარებისა !!!

ეხლა მოდით ვნახოთ ჩვენი ცივილიზაცია რა მიმართულებით განვითარდა

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მაგრამ სანამ ჩვენს ცივილიზაციაზე გადავალთ, მანამდე შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს :

როგორც ძველი აღთქმიდან ვიცით  : -  დანიელ წინასწარმეტყველმა განაცხადა: "ათასობით ათასობით უდრეკენ მუხლს მას (უფალს) და ვითარცა უთვალავნი მის წინაშე" (დანიელი 7:10). ამ რედაქციით არის განმეორება აპოკალიფსში სადაც ენოხი ამბობს: "და ... ვნახე ათასი ათასი და აურაცხელი ბევრი, წინაშე ღვთისა დგანან სულები უფლის სადიდებლად" (ენოხი. 40). შემდგომში, დიდი რაოდენობით ანგელოზები მოხსენიებული არიან ახალ აღთქმაშიც (ებრაელთა 12:22, იოანეს გამოცხადება. 5:11 ა.შ.).

პავლე მოციქული ამბობს „მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (კოლას. 1:16).

წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით ზეციურ იერაქრიას აქვს სამი საფეხური, ხოლო ყოველ საფეხურზე არის სამი დასი: 1) სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი; 2) უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი; 3) საწყისნი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

ამის შემდეგ მოხდა მე-9-ე დასის ანგელოსის მიერ საკუთარი ნებით უფალთან წინააღმდეგობა და ის და მისნი თანამზრახველნი გადმოყრილ იქნენ დედამიწაზე, საუბარია მე-9-ე დასში არსებულ ანგელოსთა 1/3-ზე ...

 

ეზეკიელ წინასწარმეტყველი თავი 28

13. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული.
14. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.
15. სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა.
16. უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.
17. გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.

12. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
13. გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
14. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
15. მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.

და მას შემდეგ დაცემულნი ანგელოსნი ღვთის საწინააღმდეგო "პოლიტიკას" ატარებენ ადამიანის მიმართ დედამიწაზე

მაგრამ !!! ...

 

ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს, ეს მხოლოდსულმა ღვთისამიცის.

მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ. - ესეც მხოლოდ საღვთო ცოდნაა.

ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს.

ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას.

არ შეუძლიათ ღვთის ნებისა ან დაშვების გარეშედამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები.

ანუ, კაცი (ადამიანი) იქცა დემონთა (დაცემულ ანგელოზთა) დაპირისპირების საგანი შემომქმედთან !!!

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

იჯდა ადამიანი ტყეში, ყავდა 7 ცოლი, ბევრი შვილი და უფრო მეტი შვილიშვილი, არც ძროხების ფერმას საჭიროებდა და არც ფრინველის მოშინაურებას, საჭიროებისამებრ გავიდოდა სანადირო, მიყვანდა ირემს ან ტახს და მთელი კვირა გულაობდნენ, ან დაიჭერდა თევზს, მოინადირებდა ხოხობს ან კაკაბს  და იყვნენ მაძრარნი, რელიგია ღვთის მიერ ქონდატ მიცემული ის რაც ზემოთ აღვწერეთ, სხვა ტომებთან და სხვა "ჯილაგთან" ძღვენით მისვლა, ურთიერთმშვიდობიანი დამოკიდებულება და ცხოვრობდნენ ასე და ამგვარად

მერე , ერთხელაც, მოვიდნენ ვიღაც დიდთვალებიანი, წვერიანი, უცხოდ შემოსილი ბიძიები და დაუწყეს რაღაც გაუგებარ ქალაქებზე საუბარი , ვინც დაეთანხმა ხო კაი და ვინც არა და ძალით წაასხეს, ზოგი მოკლეს, დაუქციეს აწყობილი ცხოვრება და ა.შ.

ასე დაიწყო ჩვენი ცივილიზაცია მესოპოტამია-შუამდინარეთიდან, ანუ შუმერეთიდან, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ხალხი საიდან გაჩნდა შუამდინარეთში კაცმა არ იცის, არა და რომ მოსულები არიან ამაზე ორი აზრი არ არის , - ააშენეს ქალაქები, შემოარტყეს დამცავი ზღუდე, სხვათაშორის ძალიან განვითარებული არქიტექტურა ქონდათ და არამარტო არქიტექტურა ... განსაკუთრებით კოსმოგონია, რომელშიც ბევრი რამ ძალიან წააგავს ძველი აღთქმისეულ ფაქტებს , თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ ...

ახლა, განვიხილოთ როგორი წყობა ქონდათ ქალაქებში

იმ დროს არ იყო ეთნოსი, ანუ ადამიანთა შორის დაყოფა ხდებოდა კასტების მიხედვით , რა კასტა უნდა ყოფილიყო ასეთ ქალაქ-სახელმწიფოებში ძნელი მისახვედრი არაა : პირველი და მთავარი რაზეც ყველაფერი ეწყობიდა იყო დოვლათის შემქმნელთა ანუ მშრომელთა კასტა : მიწათმოქმედი, ხელოსანი, მშენებელ-კალატოზი, მოგვიანებით მეცხოველეებიც შემოუერთდნენ, შემდეგი კასთა აუცილებლად იქნებოდა მუქთახორა და გაქნილი ქურუმებისა და ქალაქის ხელისუფლების კასტა, რომლებიც  მომსხდარნი იყვნენ მშროლთა კისერზე , შემდეგი კასტა აუცილებლად იქნებოდა სამხედროების კასტა , ქალაქების დასაცავად და შიდა წესრიგის დასამყარებლად, და ბოლოს ვაჭრების კასტა, რომელთა დანიშნულებაც საბოლოო ჯამში მაინც ფულით ფულის მოგებამდე დავიდა ... ეს იყო მთავარი მდგენელი შუმერეთში ჩამოყალიბებული ქალაქ-პოლისების ერტობლიობისა.

ასეთი ქალაქები ავტონომიურ მართვის სისტემას ფლობდა, ყოველ მათგანს საკუთარი მეფე, ქურუმები (ღვთისმსახურები), ფინანსური სისტემა და მშრომელი მოსახლეობა ყავდა, - ზოგნი ერთმანეთთან ვაჭრობდნენ, მეგობრობდნენ, საერთო ინტერესებს ფლობდნენ, ზოგნი კი ომობდნენ კიდეც , მაგრამ ორ მდინარეს შორის მოქცეული ეს ქალაქ-პოლისები მაინც ერტი სამყაროს, ერტი პოლიტიკური სისტემით მაცხოვრებელი არეალი იყო.

შუმერეთის რელიგიას თუ გადახედავთ, ნახავთ რომ სხვადასხვა სახის "ღმერთები" ყავდათ, ხელოსნებს იყო თუ მიწის მუშას, სამხედროს იყო თუ ვაჭარს ყველას თავისი მფარველი ყვადა ერთ მთლიან "ღმერთების" სისტემაში. თუმცა მათ შორის იგივე მდგომარეობა იყო რაც შუმერულ ქალაქ-პოლისებს შორის, ცბიერება, შური, ერთმანეთისათვის კვანტის დადება, ხელის შეშლა, მოკვდინებაც კი . 

შემდგომად შუმერებისა ჩამოყალიბდა ეგვიპტე, განსხვავებული პილიტიკური მოწყობით, - შუმერეთში თუ გარკვეული თავისუფლების ხარისხი კიდევ იყო შენარცუნებული, ეგვიპტის პოლიტიკური მოწყობა გამორიცხავდა რაიმე სახის თავისუფლებას იერარქიაში, - იყო "ღვთის" გამოგზავნილი ფარაონი, რომელსაც ყავდა მონები, თავისი ჯარი, თავისი ქურუმებით და მოვაჭრეებით და მთელი ეს სასტავი სრულიად და უპირობოს ემორცილებოდა ფარაონს . აქაც შუმერების მზგავსად "მრავალღმერთიანი" სისტემა, იგივე წინააღმდეგობებით, შურით, ღალატით "ღმერთებს" შორის, და თითქმის აქაც იგივე რაც შუმერულ რელიგიურ სპექტრში .

გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ამ ორი არეალის ერთმანეთთან დაპირისპირება , რომელშიც ეგვიპტემ გაიმარჯვა ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ანუ, ყოველივე იმისაგან რაზედაც ვისაუბრეთ გამოდის, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ რომლებიც დაცემული ანგელოზებისაგან იმართებიან და მათგანვე ისწავლეს ხალხთა მართვის ტექნოლოგიები, კაცობრიობა შეიყვანეს განვითარების ჩიხში ...

რა არის ეს ჩიხი მოგვიანებით ვთქვათ ხოლო ეხლა ჩავუღრმავდეთ სემიტურ საკითხს : - ებრაელები ამბობენ, რომ ძველ აღთქმაში მხოლოდ ისინი იყვნენღვთის ერი , არის კი ეს ასე ? და თუ ასეა , მაშ როგორ მოხდა რომ ებრაელები ამ რაოდენობით აღმოჩნდენენ ეგვიპტეში, იმ ეგვიპტეში რომლის განვითარების მოდელმაც კაცობრიობა ჩიხში შეიყვანა ?

საიდან იღებს სათავეს ებრაელობა ????? ........

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Eric said:

რელიგიურ ასპექტში ))) მეც ისეთივე მართლმადიდებელი ვარ როგორც თქვენ

ამიტომაც დაგლოცეთ , გემახსოვრებათ ... (მწვალებლეს არ ლოცავენ , ხომ ასეა ?)

 

38 minutes წინ, Eric said:

მე არ მგონია რომ მხოლოდ ამის გამო იგივე რელიგიურ ასპექტში რაიმეთი მეტი ვარ ღმერთის წინაშე კათოლიკზე პროტესტანტზე ან რავიცი სხვებზე დაჟე ბუდისტზე დავუშვათ.

დიახ, ვიცი, მაგრამ ჩვენ ვთვლით ასე და თუ დაიწყებთ იმის კვლევას თუ რატომ ვთვლით ასე (თქვენ ეს ძალგიძთ!) - მოხვალთ ჩვენამდე :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

16 minutes წინ, kvipriane said:

მაგრამ ჩვენ ვთვლით ასე და თუ დაიწყებთ იმის კვლევას თუ რატომ ვთვლით ასე (თქვენ ეს ძალგიძთ!) - მოხვალთ ჩვენამდე

ვიკვლიე და სისტემის გარდა არაფერი სხვა არაა მანდ.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share