Jump to content
×
×
  • Create New...

იოანეს სახარება. თავი პირველი. - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით.


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, kvipriane said:

200 წელია ქართული მოსახლეობა დაშორდა კომბლე ეკლესიას 

ბერშიც ხოა პრობლემა არა? რომ არა მოსახლეობაც არ დაშორდებოდა. ბერძნები მაღლა დგანან სხვა სკოლაა. აი მაგ: ჩვენთან 3 თვის ხელდასმულ მღვდელს უფლება აქვს ზიარების.ცოდვების მიტევების საბერძნეთში კი 5 წლიანი სტაჟი გჭირდება. წარმოგიდგენიაა

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, KOMBLE said:

ბერშიც ხოა პრობლემა არა? რომ არა მოსახლეობაც არ დაშორდებოდა. ბერძნები მაღლა დგანან სხვა სკოლაა. აი მაგ: ჩვენთან 3 თვის ხელდასმულ მღვდელს უფლება აქვს ზიარების.ცოდვების მიტევების საბერძნეთში კი 5 წლიანი სტაჟი გჭირდება. წარმოგიდგენიაა

იქით გევერდზე დაგიწერე თუ არ ვცდები : ყველაზე დიდი პრობლემა რაც დღევანდელ მართლმადიდებლობას სჭირს ეკუმენიზმია

1438-39 წლებში ფერარა-ფლორენციაში ჩატარდა უნია, ამ უნიის მასალებს თუ გადახედავ მიხვდები რას ნიშნავს ეკუმენიზმი, ტუმცა ფერარა-ფლორენციაში პაპისკენ იხრებოდნენ , 330 ეპისკოპოსიდან მხოლოდ 2-მა არ მოაწერა ხელი უნიას, მარკოზ ეფესელმა და მანგლელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, დანარჩენი 328 ეპისკოპოსი საკუთარ ეპარქიებში ხალხმა არ შეუშვა . რაც შეეხება მარკოზ ეფესელს, როდესაც რომის პაპს მიუტანეს 328 ეპისკოპოსის ხელმოწერილი ეტრატი, არც დაუხედავს ისე იკითხა, მარკოზმა თუ მოაწერა ხელიო, უთხრეს არაო , მაშინ დახიეთ და გადააგდეთ ეგ ეტრატიო !!! ასეთი ავტორიტეტი ქონდა ერთ წმინდა კაცს და აბა ამისთანა პიროვნებას როგორ არ ვუწოდოთ წმინდანი ??? 

მოკლედ აქ ყველაფერს ვერ დაწერ

3 თვიან და 5 წლიან სტაჟზე რაც შეიძლება ითქვას, მღვდელი როგორც კი მღვდლად იკურთხება იმ წამსვე მასზე გადმომის ღვთაებრივი ცეცხლი რომლის მეშვეობითაც იწვება აღსარებაში მოხსენიებული ცოდვები. მღვდლად კურთხევის მომენტიდან , მღვდელს ქათმის დაკვლის უფლებაც კი არ აქვს :) ამიტომ სამ თვეში იქნება თუ 5 წელში, ამაში დოგმატური ცდომილება არ არის, ეს მოგვარებადი პრობლემაა თუ მაინცდამაინც ვინმეს აბრკოლებს. ცდომილება და ცუდი ესაა დოგმატური ცდომილებები, რომლებიც 2000 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქრისტიანული კომფესიების მიერ იქნა გამოყენებული მართლმადიდებლურ სწავლებასთან დაკავსირებით ამა თუ იმ მიზნის გამო, მაგალითად : 9-ე საუკუნიდან ბულგარეთის ეკლესიის გამო დაწყებული ბრძოლის და შემდგომ ბალკანეთზე პირველობის გამო 1054 წელს კათოლიკები გავიდნენ სქიზმაში. კატოლიკებისგან პროტესტანტები, და ა.შ. 

მართლმადიდებლური სწავლება ერთადერთია რომელსაც არაფერი შეუცვლია ქრისტედან დღემდე , იყო განმარტებები, ახსნები, იყო ორიოდ სიტყვის ჩამატებები, მაგრამ ეს ყოველივე უკვე არსებულის უფრო გამოსაკვეთად და რწმენაში განსამტკიცებლად, - ხოლო შეცვლით მისხალიც კი არაა შეცვლილი.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, kvipriane said:

3 თვიან და 5 წლიან სტაჟზე რაც შეიძლება ითქვას, მღვდელი როგორც კი მღვდლად იკურთხება იმ წამსვე მასზე გადმომის ღვთაებრივი ცეცხლი

არ არის ეგრე. ამას მაგრად ხსნის გიგნაძე მოვძებნი ვიდეოს. ბოდიშიც კი მოიხადა როცა ეკლესიაში მოვედი ახალბედას მომანდეს ზიარებაო და მრევლს ბოდიში მოუხადა. ჩვენი ეკლესია რუსულს იზიარებდაო. ბერძნებში ასე არააო. 5 წელიო სტაჟიო. 

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
27 minutes წინ, kvipriane said:

მართლმადიდებლური სწავლება ერთადერთია რომელსაც არაფერი შეუცვლია ქრისტედან დღემდე

არაფერში რას გულისხმობ? 

არის სერიოზული საკითხები მუხლები რომელსაც არასწორედ გვასწავლიან.

 

მოდი ვნახოთ რას გვეუბნება მათეს სახარება მარიამზე

როგორ აზრს გამოიტანა აქედან? მარიამი დარჩა მარადქალწული თუ გაეკარა ქმარს?

და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.  

 

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, KOMBLE said:

არ არის ეგრე. ამას მაგრად ხსნის გიგნაძე მოვძებნი ვიდეოს. ბოდიშიც კი მოიხადა როცა ეკლესიაში მოვედი ახალბედას მომანდეს ზიარებაო და მრევლს ბოდიში მოუხადა. ჩვენი ეკლესია რუსულს იზიარებდაო. ბერძნებში ასე არააო. 5 წელიო სტაჟიო. 

მამა თეოდორეს პირადად ვიცნობ კომლე ...

2 საათის წინ, KOMBLE said:

მოდი ვნახოთ რას გვეუბნება მათეს სახარება მარიამზე

როგორ აზრს გამოიტანა აქედან? მარიამი დარჩა მარადქალწული თუ გაეკარა ქმარს?

და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.  

დანაღმული ველია ეს, კომბლე მეგობარო, მათთვის ვინც არ იცნობს ბიბლიას, მისი თხრობის საიდუმლოს და ტერმინოლოგიას 

საერთოდ , ბიბლიას კი არა და უბრალო გამონათქვამებსაც კი არ უყვარს რაიმე ფრაზის კონტექსტიდან ამოგდებულად მოყვანა მაგალითის სახით იქნება ეს თუ სხვა მიზნით, დედააზრი იკარგება ამ დროს და ამიტომ .

მოდით გავარჩიოთ ეს მონაკვეთი :

სახარება მათესი თავი 1 (18-25)

18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. 19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. 20. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. 21. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან. 22. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული: 23. აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. 24. განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი. 25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.

დავიწყოთ იქედან, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა მარიამის გათხოვება და საერთოდ რატომ მისცა მან ხალხს ეჭვის საბაბი იმის თაობაზე, რომ თითქოს იოსებმა იგი "შეიცნო" ? - იმის გამო ჩემო მეგობარო, რომ გასაჭირის ჟამს მარიამს მფარველი ჰყოლოდა, რომელიც მასზე იზრუნებდა ეგვიპტეში გაქცევისას და გადაარჩენდა, ამასთან ერთად, მარიამი გათხოვილ იქნა ეშმაკის თვალის ასაბნევად, რადგან როდესაც ეშმაკი შეიტყობდა რომ ქალწული მუცლად-იღებს, იგი აუცილებლად ჩაუსაფრდებოდა მარიამს. ამიტომ ბილწი ეშმაკი რომ მოეტყუებინათ, მარადიული ქალწული იოსებზე დაქორწინდა და რათქმაუნდა ეს ქორწინება მხოლოდ მოჩვენებითი იყო.

ახლა იმის შესახებ ვთქვათ რაც დასაწყისში ისედაც ვახსენეთ : - იოსებს არასოდეს "შეუცვნია" მარიამი, 25-ე პწკარში სიტყვა "ვიდრემდე" (ews.ძვ.ბერძნულად) არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს იოსებს შობამდე არ "შეუცვნია" მარიამი და მერე "შეეხო" მას, არამედ იმას ნიშნავს რომ იოსები არასოდეს "შეხებია" მარიამს. - ასეთია კომბლე საღვთო ენა, აი დაუკვირდი : ყორნის შესახებ დაბადებაში ვკითხულობთ, რომ იგი არ დაბრუნებულა ნოესთან კიდობანში "ვიდრემდე (ews) განკრთობამდე წყლისა ქუეყანისაგან" (დაბადება 8.7) მაგრამ ყორანი ხომ აღარც მერე აღარ დაბრუნებულა ;) აი კიდევ თავად უფლის სიტყვები : "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრემდე(ews) აღსრულებად სოფლისა" (მათე 28.20) და სოფლის აღსასრულის შემდეგ ჩვენთან აღარ იქნება ??? ;) ამგვარი მაგალითები ბევრია ბიბლიაში, რომელთაგანაც სჩანს რომ სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრითაა ნათქვამი რაც ყორანსა და სოფლის აღსრულებასთან მიმართებაში :) ანუ იოსები მარიამს არ შეჰხებია არც შობამდე და რაღათქმაუნდა აღარც სასწაულებრივი შობის შემდეგ შეეხებოდა, იოსები სახარებაში ხომ მართლად იწოდება  

ამ თემასთან დაკავშირებით სხვაც ძალიან ბევრი დამამტკიცებელი ფაქტები მოიპოვება ბიბლიაში, და საერთოდ ამ თემის წამოწევა სქიზმატებს და ახალი ჯურის ფსევდო-ქრისტიანებს ახასიათებთ, იეღოველებსა და არიოზის მიმდევრებს  ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 საათის წინ, kvipriane said:

საერთოდ , ბიბლიას კი არა და უბრალო გამონათქვამებსაც კი არ უყვარს რაიმე ფრაზის კონტექსტიდან ამოგდებულად მოყვანა მაგალითის სახით იქნება ეს თუ სხვა მიზნით, დედააზრი იკარგება ამ დროს და ამიტომ

არანაირი კონტექსტიდან არაა ამოგლეჯილი პატივცემულო მთელი ეგ თავი მათე გადმოსცემს ვინ ვინ შვა ანუ გამრავლება.

პირველი ის რომ მარიამი იყო ცოლი ყავდა ქმარი ეს უკვე ოჯახია.ქმარს აქვს უფლება შეიცნოს თავისი ცოლი ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება მაშინ ყველაფერი თავდაყირა დადგება

ვაგრძელებთ...

ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი.

   

ანუ ანგელოზიც აღიარებს ხო რომ იყო ცოლი. 

და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო. კარგი თქვენი დადებული თარგმნიდა ანუ რას იძახით ქმარს აუკრძალა ცოლთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე? ეს არის წარმოუდგენელი ჩიხში შევალთ
 

სიტყვა უცვნია ან შეიცნო ბიბლიაში გვხვდება მხოლოდ კაცის და ქალის სექ...ურთიერთობისას. ძველი ქართული თარგმანი რაც თქვენ დადეთ მოდი ვნახოთ. 24 მუხლი ისედაც გვეუბნება რომ იოსები ისე მოიქცა როგორც უბრძანა ანგელოზმაო გასაგებად წერია და თქვენი აზრით წერილი კიდევ იგივეს გაიმეორებს 25 თავში?  რაღაც არ გამოდის ხო? 

წერილის მიხედვით აშკარად ჩანს რომ ქმარს ქონდა შეცნობის უფლება ცოლთან.   იესომდე შეიკავა  თავი და სულ ეს უყო. როგორ ფიქრობთ ქმარს არ ექნებოდა უფლება სიცოცხლის მანძილზე ცოლთან ურთიერთობის. მაშინ წერილის თანახმად სიწმინდე უნდა ვუარყოთ ავკრძალოთ ცოლქმრული ურთიერთობა უნდა ავკრძალოთ ეს კი თავდაყირა დააყენებს ყველაფერს. ეს გამორიცხულია. ამის გაპრავება პატივცემულო ვერ მოხდება. ცოლქმარიო ბიბლიამ ასე გვითხრა.

 

 

   

 

 

     
Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, KOMBLE said:

მაშინ წერილის თანახმად სიწმინდე უნდა ვუარყოთ ავკრძალოთ ცოლქმრული ურთიერთობა უნდა ავკრძალოთ

და რატომ უნდა ავკრძალოთ ? 

ასეთი შემთხვევა ხომ მხოლოდ ერთი იყო სამყაროში და სხვა არასოდეს ყოფილა ?

2 საათის წინ, KOMBLE said:

ქმარს აქვს უფლება შეიცნოს თავისი ცოლი ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება

არც არავინ ეწინააღმდეგება ამას, კიდევ ვამბობ, რომ ეს ქორწინება დაიდო იმის გამო რომ ეშმაკისათვის თავგზა აებნიათ, და არა იოსების და მარიამის შეუღლების გამო , ამიტომ იოსების მარიამთან ურთიერთობა იყო როგორიც მფარველთან, ყურადღების მიმქცევთან, დამცველთან, - დაგიდე ბიბლიის ტერმინოლოგია, სხვა მაგალითებიც მოვიყვანე, ქართული თარგმანიც არაფერ შუაშია, რადგან ბერძნული სიტყვაც , რომელიც შეესაბამება სიტყვა ვიდრემდე-ს (ews) იგვე აზრს იმეორებს ?!

იოსები კი მართალი რომ იყო , ეს იმასაც ნიშნავს , რომ იგი , მას შემდეგ რაც სამყაროში მომავალი აქამდე აუხსნელი და გაუგონარი სასწაულის ერთ-ერთ მოქმედ პირად იქცა , შეუძლებელია ამ სასწაულის მიმართ დამცველის გრძნობა არ გასჩენოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იწოდებოდა მართლად :)

ცოლ-ქმრობას არავინ უარყოფს? მაგრამ ეს არ იყო სრულფასოვანი ცოლ-ქმრობა და ამის შესახებ ორივემ (იოსებმაც და მარიამმაც) მშვენივრად იცოდნენ ...

2 საათის წინ, KOMBLE said:

24 მუხლი ისედაც გვეუბნება რომ იოსები ისე მოიქცა როგორც უბრძანა ანგელოზმაო გასაგებად წერია და თქვენი აზრით წერილი კიდევ იგივეს გაიმეორებს 25 თავში?  რაღაც არ გამოდის ხო? 

აბა ვნახოთ :

24. განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.

გაიღვიძაო იოსებმა და ისე მოიქცა როგორც ანგელოზისაგან ეუწყაო, არ განუტევა თავიცი ცოლი არამედ წარიყვანაო , რომ წარიყვანა ეს ადასტურებს რომ დაუჯერებია თურმე ანგელოზისთვის

25. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.

და კიდევ უფრო გვიმყარებს აზრს ანგელოზისადმი იოსების თანხმობის შესახებ და გვეუბნება რომ არათუ მარტო წაიყვანა მარიამიო, არამედ არც კი შეუცვნია იგი და სახელიც კი თვითონ დაარქვაო  (ებრაელების წესის თანახმად)

აქ რა არის ერთიდაიგივე ????

2 საათის წინ, KOMBLE said:

კარგი თქვენი დადებული თარგმნიდა ანუ რას იძახით ქმარს აუკრძალა ცოლთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე?

მე სადმე ვთქვი რომ ვინმემ აუკრძალა ?????  თვითონ აუკრძალა თავის თავს იოსებმა, რადგან ღვთაებრივი და მანამდე გაუგონარი სასწაულის მონაწილე იყო და ამიტომ იწოდება მართლად სახარებაში !!! ... :) 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share