Jump to content
×
×
  • Create New...

იოანეს სახარება. თავი პირველი. - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით.


Recommended Posts

  • ფორუმელი

15. იოვანე წამა მისთვის, ღაღად-ჰყო და თქუა : ესე არს, რომელისათვის-იგი ვთქუ : რომელი ჩემსა შემდგომ მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.

მახარებელი ხშირად იმოწმებს იოვანეს, არა იმიტომ თითქოს მეფის იდენტურობა დგინდებოდეს მეფისაგან, არამედ იმიტომ, რომ ხალხს მაღალი შეხედულება გააჩნდა იოვანეს შესახებ, და ამის გამო ქრისტეს მოწმობისათვის მიანიშნებს იოვანეზე, როგორც ხალხის მიერ დიდად წოდებულსა და ნდობით აღჭურვილ პირზე.

გამოთქმა, ღაღად-ჰყო მიანიშნებს იოვანეს უშიშობაზე, მან სადმე ჩუმად კი არ სთქვა ამის შესახებ, არამედ უშიშრად წარმოსთქვა. და ნახეთ რას ამბობს იგი : - ესე არს რომლისათვის-იგი ვსთქუ - ანუ იოვანე მოწმობდა ქრისტეზე მანამ სანამ იხილა იგი. ასე კეტილინება ღმერთმა , რაღა თქმა უნდა იმისათვის რომ მოწმობდა-რა იოვანე ქრისტეზე საუკეთესო მხრიდან, არავის მოსჩვენებოდა იგი პირფერად მასთან მიმართებაში. ამიტომ ამბობს, რომლისათვის-იგი ვსთქუ, - ესეიგი აქ წარსულ დროზე მიანიშნებს, მანამ სანამ ვიხილე იგიო.

რომელი ჩემსა შემდგომ მოვალს, - რა თქმაუნდა  , დროის თვალსაზრისით წინამორბედი ექვსი თვით უფროსი იყო მიწიერი დაბადებით ქრისტეზე.

ჩემსა უწინარეს იყო, - ესეიგი ჩემზე უწმიდესი და სახელგანთქმული გახდა. რატომ ? - რამეთუ პირველ ჩემსა არს.

ამ გამონათქვამს არიოზის მომხრენი უგუნურად ხდიდნენ, სურდათ დაემტკიცებინათ რომ ძე ღმრთისა არ უშობია მამას, არამედ ერთ-ერთი ქმნილებათაგანი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ აი იოვანე მოწმობს მასზე , რომ იგი ჩემსა უწინარეს იყო, ესეიგი თითქოს წარმოიშვა ჩემზე წინ და შექმნილია ღვთისაგან როგორც ერთ-ერთი ქმნილება, მაგრამ შემდგომი თხრობიდან ქვე-ემხობა როგორც მაცდური მათი სწავლება, ისე არნიშნული გაგების შემომტანი.

ისმინე ჩემო მკითხველო, მათი გაგებით აზრი ასეთია : - ესე არს (ქრისტე), რომელი ჩემსა უწინარეს იყო (ესეიგი შექმნილი იყო ჩემს შექმნამდე), რამეთუ პირველ ჩემსა არს ???? , - გამოდის უდიდესი უგუნურება, რომ თურმე ღმერთმა შექმნა იგი უფრო ადრე, რათა იგი იყო შექმნილი მასზე ადრე ???  აღნიშნულ უგუნურებას მხოლოდ ერეტიკოსი თუ მოიფიქრებს.

ხოლო ჩვენ მართლმადიდებლურად ასე გვესმის : - რომელი ჩემსა შემდგომ მოვალს - ანუ ჩემს შემდგომ იშვა ქალწულისაგან. ჩემსა უწინარეს იყო, -მინიშნებაა დამსახურების მიხედვით, ანუ გახდა ჩემზე ღირსეული, ჩემზე აღმატებული სასწაულებით რომელიც თან ახლდა მას შობითა და სიბრძნით. და სამართლიანადაც - რამეთუ პირველ ჩემსა არს , - რამეთუ შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.

17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.

18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.

- მას შემდეგ რაც ითქვა  რომ მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა , დასტურად ამისა მახარებელი ამბობს, რომ მას არ უთქვამს რაიმე არაჩვეულებრივი. რამეთუ არც მოსესა და არც ვინმეს ღმერთი არასადა უხილავთ და არც ჩვენთვის შეეძლოთ რაიმე ნათელი ან გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ, იგი მხოლოდ მონის ხარისხში ემსახურა სჯულის დაწერას. ხოლო ქრისტე კი, მხოლოდშობილი ძე და მამის წიაღში მყოფი, არამხოლოდ ხედავს მამას, არამედ ყველა ადამიანს ნათლად უცხადებს მის შესახებ. აი ამგვარად ხედავს ძე მამას, როგორც მამის წიაღში მყოფმა მან სამართლიანად მოგვცა მადლი და ჭშმარიტება.

მაგრამ იტყვის მავანი, შეიძლება ჩვენ აქ ვიგებთ რომ ღმერთი საერთოდ არავის არ უხილავს მაშ, როგორ ამბობს წინასწარმეტყველი : მე ღმერთი (უფალი) მინახავს (ესაია 6 : 1) - ???, წინაწარმეტყველს უნახავს, მაგრამ არა თვით არსება, არამედ მხოლოდ მზგავსება, მხოლოდ გონებრივი წარმოდგენა, რამდენადაც მას ეს შეეძლო. ამასთნავე შეიძლება ითქვას, ერთი თუ ხედავდა ერთი სახით, მეორე - სხვა სახით, აქედან კი სჩანს რომ ისინი ვერ ხედავდნენ თვით ჭეშმარიტებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ეხილათ იგი სხვადასხვა სახით.  ანგელოზებზეც არის ნათქვამი რომ ისინი ხედავენ ღმერთის სახეს (მათე 18:10) თუმცა ვერც ისინი ხედავე თავად ჭეშმარიტებას. ზმოთაღნიშნულით მხოლოდ იმის თქმა უნდათ, რომ ყველა ისინი თავიანთ გონებაში წარმოიდგენენ ხოლმე ღმერთს.

მაშ ასე, ერთი მხოლოდ ძე ჭვრეტს მამას და უცხადებს მას ყველა ადამიანს; ამიტომ გაიგებ რა მამის წიაღის შესახებ, არ წარმოიდგინო არაფერი ხორციელი ღმერთში. ასეთი სახელი მახარებელმა მოიხსენია იმ მიზნით რომ გვაჩვენოს განუყოფლობა, ერთბუნებაობა და თანაარსობა ძისა მამასთან ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

იოანეს სახარების წმ. თეოფილაქტეს მიერ განმარტებული (პირველი თავის 1-18) მნიშვნელოვანი ნაწილია მართლმადიდებლებისათვის, და არამხოლოდ მათთვის ვისაც სხვადასხვა კომფესიებთან სხვაობას ეძიებს , არამედ უმთავრესად მათთვის ვისაც აინტერესებ თუ რა ხდებოდა მანამ , სანამ ღმერთი საერთოდ რამის შექმნას გადაწყვეტდა, - ანუ, სად იყო იგი, როგორ იყო, მარტო იყო თუ კიდევ იყო ვინმე და რა მდგომარეობაში სუფევდა. 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

საინტერესო თემაზე საუბრობს ეს გოგონა :

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

რადგან რწმენაზე და რელიგიაზეა თემა, დავწერ ჩემს აზრს. 

მე ვფიქრობ ანტიქრისტე იქნება ხელოვნური ინტელექტი. სწორედ ხელოვნურ ინტელექტს დაუქვემდებარებენ მსოფლიო მოსახლეობას საყოველთაო ვაქცინის სახელით და წყალობით. გეგმა 2022 წელს უნდა დასრულდეს. ეს აზრი როდესაც მომივიდა თავში, შემთხვევით წავაწყდი ამ ვიდეოსაც. 

https://www.facebook.com/qeto.qumsishvili/videos/168170142008108

ბოლოს ხორც შესხმული ხელოვნური ინტელექტი ერთიანი მსოფლიოს ღმერთი გახდება. სასწაულებსაც მოახდენს დაა ისეთი განცდა მრჩება, კაცობრიობა კრუგზე ტრიალებს. ეს ყველაფერი მიაღწევს რაღაც მწვერვალს და შემდეგ განადგურდება. ათასწლეულების შემდეგ ისევ ახლიდან გაივლის ადამიანი ცივილიზაციის გზას და ამ ყველაფერში ნამდვილ ღმერთს ვერ ვხედავ. მხოლოდ ადამიანს ვხედავ განვითარების სხვა და სხვა ასპექტში და თავად ადამიანი ახდენს იმ მწვერვალამდე მისვლას, რომ ყველაფერი გაანადგუროს. შემდეგ კი ახალ წრეზე წავიდეს იქამდე, სანამ დედამიწა იარსებებს.

Edited by mikheil
Share on other sites

  • ფორუმელი
On 7/18/2021 at 10:46 AM, mikheil said:

მე ვფიქრობ ანტიქრისტე იქნება ხელოვნური ინტელექტი.

 

On 7/18/2021 at 10:46 AM, mikheil said:

ხორც შესხმული ხელოვნური ინტელექტი ერთიანი მსოფლიოს ღმერთი გახდება.

ვისაუბროთ ამ თემაზეც 

 

ამ პოსტში კი მინდა შემოგთავაზოთ ფერარა-ფლორენციის 1438-39 წლების თვითმხილველის , პაპის თანაშემწის სიროპულოსის მემუარების ნაწილი, რომელიც აღნიშნულ უნიაში იბერების მონაწილეობას ასახავს :

ერთ-ერთი დოგმატური განსხვავება კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის. `ფილიოკვე~_ ლათ. `და ძისაგანაც~, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს VIII მუხლში, რომ სულიწმიდა ძისგანაც გადმოდის. ეს გამოთქმა თავს იჩენს 589 წელს ტოლედის III კრების აქტში, როგორც სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობის გასაბათილებელი ფორმულა. გავრცელდა ესპანეთსა და საფრანგეთის ეკლესიებში, ხოლო 1000 წელს გერმანელი იმპერატორის თხოვნით `ფილიოკვე~ რომის პაპმა თავის ლიტურგიაშიც ჩართო.
პოზიცია მკვეთრ წინააღმდეგობაში იმყოფებოდა.
სიროპულოსი თავისი მემუარების ერთ ქვეთავს ქართველთა დელეგაციის მოღვაწეობის აღწერას უთმობს:
`იბერიის ხალხთა ორი ელჩიდან ერთი ეპისკოპოსია, მეორე თავადი_ერიკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევდნენ პროპაგანდას~. ავტორი წერს, რომ იბერი ეპისკოპოსი ქუჩებში მაწანწალად გადაცმული დადიოდა და მოწყალებას გასცემდა. გასცა ყოველივე რაც ჰქონდა, მხოლოდ სანიადაგო სახმარი დაიტოვა, ემალებოდა ხალხის თვალს, ხოლო სამი თვის შემდეგ უკვალოდ გაქრა. იგი კონსტანტინოპოლ-ში გაემგზავრა.
`იბერიის მეორე ელჩი თავადი-ერისკაცი იმავე დღეებში, როცა მოისმინა, რომ გაერთიანებას უკვე ბეჭედი აქვს დასმულიო, რომში ჩავიდა. ასე რომ, როცა იბერიის ნეიტრალურ ელჩს გაერთიანების ხმის მიმცემთა სია უჩვენეს, ის ჩუმად წავიდა~.
`სანამ მოლაპარაკების მსვლელობა უკანასკნელ სტადიას მიაღწევდა, ეს თავადი პაპმა თავისთან დარბაზში მიიწვია და ასეთი საუბარი გაუმართა: გაგებული მაქვს, რომ თქვენ ქრისტიანი ბრძანდებით, კაცი მეტად ნათელი ნიჭით დაჯილდოებული. ქრისტეს ეკლესია გვასწავლის განათლების მიმდევრობას: რომის ეკლესია ეკლესიის დედაა და ვინც მასზე უფროსობს, პეტრეს მემკვიდრეა, დედამიწაზე ქრისტეს მოადგილე, ყველა ქრისტიანის მწყემსი და საყოველთაო მასწავლელი. თქვენ უნდა დაემორჩილოთ დედას. ყველა ვინც ამას ადასტურებს, თვით მღვდელმთავრებს დაიმორჩილებს, მათ ასწავლის და მწყემსავს... ესა და სხვა მრავალი უთხრა საუბარში პაპმა. იბერმა ამგვარად უპასუხა: ჩვენც თანაბრად რასაც ღვთის წყალობას ვიღებთ, უკვდავებით ვსარგებლობთ, ქრისტიანები ვართ. ჩვენი ეკლესია მოსაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმ. მოციქულთა ტრადიციებსა და სინოდისა ან თქვენში წარმოშობილ იმავე ეკლესიის სახელგანთქმული მასწავლებლის სწვლას მაშინვე გადმოვიღებთ ხოლმე ჩვენს ენაზე. ამისგან არასოდეს არ დაგვიხევია, არაფერი არ დაგვიმატებია, არაფერი მალულად არ წაგვიღია, წარმოსადგენი მინიმუმიც კი. რომის ეკლესიამ კი მრავალი რამ დაუმატა და საბოლოოდ წმ. მამების სწავლების საზღვრები გადალახა. ამის გამო თქვენს ეკლესიას ჩვენ ჩამოვშორდით და ორივე გაყრის გზით წავედით. შენი უწმინდესობის სამწყსო მზრუნველობა რატომ ეყრდნობა ერთადერთს, როცა შენი ბატკნები შესულია შენს საკუთარ ფარაში, რომელთაც სწორედ ახლა ესაჭიროებათ ფარეხის წიაღში მშვიდად დაძინება. სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება (საუბარია `ფილიოკვეზე~-..), ამისათვის კი არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია. თუკი ლათინთა მთელი გვარი შენს არბიტრობაზე და ბატონობაზეა დამოკიდებული, რასაც დააკანონებ, იმაზე დაგიკრავენ ტაშს და თანამოზიარენიც გაგიხდებიან. როცა ყველა პატრი პატივსა გცემს როგორც მემკვიდრეს და შენს დისციპინას თავდახრილი თაყვანსა სცემენ, ამისათვის იმ ერთადერთ სიტყვას ობელისკზე ნუ დაანახვებ, მაშინ მარტო იბერიის ხალხის გულს როდი მოიგებ, ყველა ქრისტიანი ხალხი შენი პატივისმცემელი იქნება, მაშინ რომის ეკლესია ყველას შეაკავშირებს და გულწრფელად გააერთიანებს, შენს უნივერსალურ იურისდიქციას ყველა მოწყალებით შეივრდომებს და დაემორჩილება~.
`ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისთვის, რომელთა ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისი დანერგვა სურს. პაპმა პასუხი ფარული სიმწარით მიოსმინა და განცვიფრებული გაჩუმდა~.
ეს მოთხრობა ეკლესიების გაერთიანებისა და რწმენის საქმეში ქართველთა პოზიციაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, გვიჩვენებს ქართველი ერისკაცის ფართო განათლებას და მჭევრმეტყველებას პაპის წინაშე, რომელსაც თავის მრევლში წესრიგი ვერ დაუმყარებია და სხვა ეკლესიების შეერთებაზე კი ზრუნავს. უდავოა, ამ სიტყვებში ქართველი თავადი ღრმა შინაარსს აქსოვდა და ახსენებდა პაპს ბაზელის საეკლესიო კრებასთან ბრძოლას და საერთოდ იმ სიტუაციას, რომელიც პაპისთვის მეტად უსიამოვნო უნდა ყოფილიყო.
მეორე ამბავი, რომელსაც ისევ სიროპულოსი მოგვითხრობს: `სინოდის ყრილობაზე უქმე დღეს საზეიმო ლოცვა მოაწყვეს პაპისთვის. სანამ საეკლესიო მსახურების მოვალეობის შემსრულებელი მღვდლები დაესწრებოდნენ, კათედრაზე ავიდა კეთილშობილი კაცი, პროტონოტარიუსი იოანე. ნათლად და ძალიან ფართოდ ლათინურ ენაზე განმარტავდა ყრილობის მნიშვნელობას. ჩვენც იმ ხანობად ელჩებთან ახლოს ვისხედით. იოანე ხშირად საილუსტრაციოდ არისტოტელეს ახსენებდა. ორჯერ, სამჯერ მოსმენის შემდეგ იბერმა მარცხენა ხელში წამავლო და მომიჭირა, მე თვალი მივაპყარი მას და თავი დავუქნიე, ძლივს მივხვდი, თუ რა უნდოდა მას. მან თქვა: `მართლაც და ის არისტოტელე, არისტოტელე! ოო, მეტად ნათელი არისტოტელე!~ მე ძალიან დავეჭვდი მის დამოწმებაში, თუ რატომ ამბობდა, ~ძალიან ნათელი არისტოტელე!~ და ვკითხე თუ ვის თვლის ის ავტორიტეტად. მიპასუხა იბერმა: წმ. პეტრე, წმ. პავლე. წმ. ბასილი, გრიგოლ თეოლოგი, ქრიზისტომოსი, ჩვენთვის რაა არისტოტელე, არისტოტელე?~ მთელი ტანით, სახის გამომეტყველებით, ხმით, თავის ქნევით, ხელითაც, გამოსახვითაც უჩვენებდა გაჯავრებას და ეცოდებოდა ორატორი, ყრილობის წინაშე რომ თავს ისულელებდა. `ამ სწავლული დისციპლინისა თუ არა, ჩვენი მაინც შერცხვესო~_ამბობდა იბერი~.
XV -ის დასაწყისი ის პერიოდია დასავლეთისთვის, როცა ევროპამ ხელახ-ლა აღმოაჩინა თავისთვის არისტოტელეს მოძღვრება და მეტად გატაცებული იყო მისით. ასე რომ საჭირო იყო თუ არა ყველგან და ყოველთვის არისტოტელეს უთითებდნენ და ხშირად აყალბებდნენ კიდეც მის სწავლებას. რაც შეეხება საქართველოს, აქ არასდროს დავიწყებიათ არისტოტელეს ფილოსოფია და ის არ წარმოადგენდა განათლებული ქართველისთვის რაიმე ახალს და გატაცების საგანს. შესაძლებელია, რომ სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ჩვენ ქართველის არისტოტელესადმი ესოდენ სკეპტიკური დამოკიდებულების მიზეზი.
სიმეონ სუზდალელის თხზულება ფლორენციის საეკლესიო კრების შესახებ ორი რედაქციითაა ცნობილი. ბოლო ვარიანტი ნოვგოროდში 1440-41 წლებში დაიწერა. სიმეონი ზიზღით იხსენიებს იმ ბერძნებს, რომლებმაც უღალატეს მართლმადიდებლობას, დახარბდნენ ოქროს და ხელი მოაწერეს ეკლესიების შეერთების აქტს. ამავე დროს ის უთანაგრძნობდა იმათ, ვინც იძულების გამო ბულაზე ხელი მოაწერა... მხოლოდ ოთხი ადამიანი სარგებლობს მისი აბსოლუტური პატივისცემით. ის აღფრთოვანებულია მათი სიმტკიცით მართლმადი-დებლობის დაცვის საქმეში. ესენი არიან მიტროპოლიტები: მარკოს ეფესელი, გრიგოლ იბერიელი, სოფრონ აგიელი/ანკირელი და ისაია პერესტინელი. აფასებდა რა ამ ოთხი მიტროპოლიტის მოქმედებას, სიმეონი მარტო საკუთარ აზრს არ გამოთქვამდა, არამედ გამოხატავდა მთელი რუსეთის დამოკიდებლებას მათ მიმართ, რუსეთისა, რომლის მიტროპოლიტმაც უღალატა მართლმადიდებლობას და რუსული ეკლესიის დაცვა ამ ოთხმა მიტროპოლოტმას იკისრა.
`მგზავრის~ ავტორი გვაწვდის პირდაპირ ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს წარმომადგენელმა არ მოაწერა ხელი გაერთიანების აქტს და პროტესტის ნიშნად დატოვა კრება.
რუსული წყაროები ქართველთა უნიის კრებაზე მონაწილეობის შესახებ რაიმე ახალ ცნობას არ გვაწვდის, მაგრამ ამ თხზულებებში ავტორის მიერ საქრთველოს დელეგაციის უნიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩვენება საინტერესოა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც ორივე წყარო იმდროინდელი რუსეთის ოფიციალური ლიტერატურის ნიმუშებს წარმოადგენს. იმ ლიტერატუ-რისა, რომელიც ავითარებდა იდეას `მოსკოვისმესამე რომის~ შესახებ და აცხადებდა რუსეთს მსოფლიო მასშტაბით მართლმადიდებლობის მფარველად. რუსი მწიგნობრები ამ ნაწარმოებში ჰკიცხავენ რუსეთის მიტროპოლიტს ისიდორეს, რომელმაც ხელი მოაწერა უნიას და ამავე დროს პატივისცემით მოიხსენიებენ საქართველოს, რომელმაც არ სცნო პაპის პრიმატი. ამ მხრივ საინტერესოა, რომ მატიეანესეულ თქმულებაში მიტროპოლიტთა შორის, რომლებიც რუსეთის დელეგაციას ხვდებოდნენ, პაპ ევგენის, იმპერატორ იოანესა და პატრიარქ იოსების შემდეგ დასახელებულია მხოლოდ ორი მიტროპოლიტი ტრაპიზონისა და იბერიის, დანარჩენები კი ,,სხვათა რიცხვშიარიან მოთავსებულნი.
რაც შეეხება კათოლიკებს საქართველოში, 1439 წლის შემდეგ 1493 წელს ჩნდება შემდეგი კათოლიკე ეპისკოპოსი თბილისის კათედრაზე, რაც სავარაუდოდ შეიძლება საქართველო _ რომის დაძაბული ურთიერთობის გამოძახილი ყოფილი-ყო.
ასე, რომ საქართველოს რომთან ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული არ იყო და საქართველოს მმართველი წრეები მიდიოდნენ რომთან დაახლოებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას კარნახობდა მათ პოლიტიკური აუცილებლობა.
რაც შეეხება ფერარა-ფლორენციის კრების შედეგს ქართველებისთვის, მას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. იმდენად, რამდენადაც ინტერესთა სხვადასხვა-ობამ დას. ევროპაში თურქეთის საწინააღმდეგო კოალიციის საკითხი ამჯერადაც დღის წესრიგიდან მოხსნა და ქართველი ელჩებიც ხელცარიელნი დაბრუნდნენ, ქართველ მეფე-მთავრებს შორის დადებული ხელშეკრულება შერიგებისა და ძალთა გაერთიანების შესახებ გაუქმებულა.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
On 7/18/2021 at 10:46 AM, mikheil said:

სწორედ ხელოვნურ ინტელექტს დაუქვემდებარებენ მსოფლიო მოსახლეობას

საინტერესო ფრაზაა ბატონო მიხეილ , მოდით სულ თავიდან დავიწყოთ ....

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, kvipriane said:
On 7/18/2021 at 10:46 AM, mikheil said:

სწორედ ხელოვნურ ინტელექტს დაუქვემდებარებენ მსოფლიო მოსახლეობას

საინტერესო ფრაზაა ბატონო მიხეილ , მოდით სულ თავიდან დავიწყოთ ....

ეს აზრი არ მაქვს არგუმენტებით გამყარებული. უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი თეორიის ნაწილია. თუ რამე ნიშნებას დავუკავშირებ და ფაქტები დაემთხვევა, ამ შემთხვევაშიც ვერ იქნება დამაჯერებელი ფართო მასებისთვის. ერთი რამ ფაქტია: თუ ხელოვნურ ინტელექტს მოვათავსებთ ადამიანის ტვინში, მას მიეცემა უსაზღვრო აზროვნების შესაძლებლობა. პლუს ამას ადამიანური უფლებები. ანუ გამომწყვდეული აღარ იქნება ასეთი გონი და ადამიანის სხეულის წყალობით ლეგიტიმურად მოიპოვებს მმართველობას. აი ასეთი აზრიც მაქვს, თუმცა ამას არ ვამბობ მტკიცებით ფორმაში. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share